davit 1 Posted June 20, 2012 Report Share Posted June 20, 2012 მაგ საკითხი შეიძლება რამოდენიმე მხარეში ერთად განხორციელდეს. დასავლეთშიდაც და აღმოსავლეთშიდაც. მე აქეთ აუცილებლად უნდა გავამრავლო. ჯაბა გაიგე ხვალ 17 ლარიანი წიწილის ადგილმდებარეობა თბილისური კილო ჰქონდა მაგ კაცს და იქნებ მოგიწიოს მაედან დახმარება გამოსაგზავნათ.... ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted June 20, 2012 Report Share Posted June 20, 2012 უი დავრჩით მარტო ჯაბაია მე, შენ, აჩიკო გიორგი და ზაზა13 აქანეიიიი ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted June 20, 2012 Report Share Posted June 20, 2012 რა უნდა ვთქვა შენ გვერდში რო მიგულო დათუნია? ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted June 20, 2012 Author Report Share Posted June 20, 2012 უი დავრჩით მარტო ჯაბაია მე, შენ, აჩიკო გიორგი და ზაზა13 აქანეიიიი სულ მცირე რამდენი წიწილი დაგვჭირდება ამ ეტაპზე? ციტირება Link to post Share on other sites
აჩიკო 1 Posted June 20, 2012 Report Share Posted June 20, 2012 სულ მცირე რამდენი წიწილი დაგვჭირდება ამ ეტაპზე? ახლა მაგას რაფერ განსაზღვრავ, რაც მეტი მით უკეთესი. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted June 20, 2012 Report Share Posted June 20, 2012 სულ მცირე რამდენი წიწილი დაგვჭირდება ამ ეტაპზე? მე ამ ეტაპზე 20 წიწილას გავზრდი. ყოველ სამ დედალზე ერთ მამალს ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 20, 2012 Report Share Posted June 20, 2012 მაგარი მომცდენები ხართ რა, ვეღარ ავეგლიჯე მეც ამ კომპს, ქვეყანა საქმე მაქვს ეზოზე, გაჩვენებთ მერე რასაც ვაკეთებ. მოკლედ, მოვაგროვებ ყველა ხელმისაწვდომ ინფოს ხოხობის გაშვებასთან დაკავშირებით და მოგაწვდით დაუყოვნებლივ. ლიფსიტის გაშვებაზე, მართლაც ბევრი დრო დავხარჯეთ და ვფიქრობ შედეგიანი იქნება ჩვენი მონდომება, იგივე უნდა გაკეთდეს ხოხობზეც. უნდა "დავშალოთ" ყველა ნიუანსი, ბევრი რამ გვექნება გასათვალისწინებელი. თქვენ რა გიშავთ, ზიხართ კრესლოებში, საღამოა და ნებივრობთ, აქ კი შუადღეა და აშენდა ქვეყანა, წავედი ეხლა მე. ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted June 20, 2012 Author Report Share Posted June 20, 2012 ესეიგი 1 წიწილი ღირს 17 ლარი ხო? 100 ლარი ჩემიდან მოდის. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted June 20, 2012 Report Share Posted June 20, 2012 100 ლარი ჩემიდან მოდის. ბიჯოს რამხელა გლიჯე ეს ა? გამივარდა მაუსი 50 ლარი ჩემგან ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted June 20, 2012 Author Report Share Posted June 20, 2012 ბიჯოს რამხელა გლიჯე ეს ა? გამივარდა მაუსი 50 ლარი ჩემგან ხომ არ გავხსნათ თემა? არ ვახსენოთ რისთვის ვამზადებთ. აუცილებელია კიდევ შემოგვიერთდება ხალხი. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted June 20, 2012 Report Share Posted June 20, 2012 ზაზა13 - 100 ლარი. დათო - 50 ლარი. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted June 20, 2012 Report Share Posted June 20, 2012 ვმონაწილეობ, ოღონდ იქ ჩასვლა მაცადეთ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 20, 2012 Report Share Posted June 20, 2012 ვის სახელზე გადმოვრიცხო თანხა? ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted June 20, 2012 Report Share Posted June 20, 2012 ვის სახელზე გადმოვრიცხო თანხა? მემგონი თბილისის ფრთას მოუწევს. თბილისური კილო აქვს იმ კაცს რომ ვესაუბრე თუ ისე მოგროვდა თანხა , რომ გაწიოს ხარჯი მაშინ ერთი წყვილი დიდი ვიყიდოთ საქმისთვის და დანარჩენი თანხის საზარდი წიწილები მიმიხვდით ალბათ ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted June 21, 2012 Report Share Posted June 21, 2012 მონაწილეობას ბევრი მივიღებთ,ოღონდ ჯერ დადგინდეს რა და როგორ,ჩემი აზრით შეიძლება წყემის ან კაცობურის ნაკრძალებში გაშვება,მაგრამ ჯერ კარგი,დასაბუთებული მსჯელობა!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted June 21, 2012 Report Share Posted June 21, 2012 აზრი არ აქვს სამი მიზეზის გამო 1) კოლხური ხოხბის (ის რაც სურათზეა პირველ პოსტში ევროპულია)კვერცხის შოვა არის ძალიან რთული 2) არ არსებობს ადგილი სადაც გაუშვებ და ბოლომდე დაცული იქნება ბრაკებისგან 3) მარტო გაშვება საკმარისი არ არის, ვოლიერებია საჭირო ველურ ბუნებაში რომ პერიოდულად პოპულაცია შეავსო. 3) ტურა-მელა არ დაგავიწყდეთ, დედას უტირებენ ერთ კვირაში ვოლიერში გამოზრდილ ხოხობს მოგვარდება ეს ყველაფერი? თქვენს გვერდში მიგულეთ 3 ციფრიანი თანხით ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted June 21, 2012 Report Share Posted June 21, 2012 მე სადაც მინდა გაუშვა ვიცი ის ადგილი. რიონის პირის მეორე მხარეა. ნასოფლარი და ტურაზე ატვეჩაი ვარ არ არის. ფაქტიურად ვერ შედის იმ დიდ მონაკვეთზე ტურა, მოწყვეტილია საერთო ფართობებს. ადგილების შერჩევაც შეიძლება. მარტო ჩემით არ ვიფარგლები შეგიძლიათ თქვენც გქონდეთ ადგილი ისეთი სადაც გაამართლებს. ეს ერთჯეროვანი არ იქნება ამის მომვრავლება მინდა და პერიოდულად ......... რაც შეხება იმ ფოტოს რაც დევს აქ ველაპარაკე მის პატრონს და ყავს კოლხური ხოხობი. მე მინდა ეხლა ჩემი გაზრდილი ხოხობი ვაჭამო ტურას? ეხლა რაც წინადადებებია რომ ატვეჩაი გავხდე ხოხობი ტყეში არ გაცივდეს ვერ ვიქნები მაგრამ ყველანაირად ვეცდები არ დავანაყრო ნადირი ჩემი ნაშრომით. ციტირება Link to post Share on other sites
qsovreli 0 Posted June 21, 2012 Report Share Posted June 21, 2012 მომწონს ეგ აზრი მეც თქვენთან ვარ.ჩემთან სოფელში არის სახოხბე როგორც მახსოვს ერთი კვირის წიწილა ღირს 10 ლარი, სამი კვირის 20.შაბათ-კვირას მივდივარ და დავაზუსტებ ყველაფერს. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted June 21, 2012 Report Share Posted June 21, 2012 კოლხური ხოხობი (Phasianus colchicus) (Phasis — მდ. რიონის ძვ. სახელწოდებიდან), ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მამლის მასა 1600 გ აღწევს, დედლისა — 800 გ. აქვთ კარგად განვითარებული ფეხები, მოკლე მომრგვალებული ფრთები, გრძელი ბოლო (განსაკუთრებით მამალს). მამალს გალოზე დეზები აქვს და მეტად ლამაზი, მკვეთრი შეფერილობით გამოირჩევა. აღწერილია კოლხური ხოხობის მრავალი ქვესახეობა, რომელთაგან ყოფილ სსრკ-ის ფარგლებში გვხვდება 13. კოლხური ხოხობი გავრცელებულია უთოვლო ამ მცირე თოვლიან და რბილ კლიმატიან ზოლში პალეარქტიკის სამხრეთ ნაწილში. აკლიმატიზებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოში წინათ გავრცელებული ყოფილა კოლხეთის დაბლობზე, მტკვრის, ივრისა და ალაზნის ჭალებში. ბევრ ადგილას კვლავ ინტენსიურად მრავლდება. ბინადრობს ჭალის ტყეებში, მცენარეულობით მდიდარ წყალსატევების სანაპირო დაბლობებზე, ზღვის დონიდან 850 მ-მდე. ბუდეს იკეთებს ხმელი ფოთლებითა და ბალახით მიწის პატარა ჩაღრმავებაში. დებს 8-12, ზოგჯერ 18 კვერცხს. ბუდეზე ზის მხოლოდ დედალი. ცუდად ფრენს. საშიშროების შემთზვევაში გარბის. იკვებება ძირითადად მცენარეულობით, უფრო სარეველათა თესლით, ნაყოფით, ვეგეტატიური ნაწილებით, აგრეთვე მწერებით. სასარგებლო ფრინველია. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted June 21, 2012 Report Share Posted June 21, 2012 ხოხობი საქართველოს ფაუნის მშვენებაა. საქართველოში წინათ მრავლად ყოფილა გავრცელებული კოლხეთის დაბლობზე, მტკვრის, ივრისა და ალაზნის ჭალებში. დღესდღეობით მისი რაოდენობა საკმაოდ შემცირებულია და ნაკრძალების და სანადირო მეურნეობების გარდა იშვიათად გვხვდება. ხოხობი (Phasianus), ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა, რომლის გავრცელების საზღვრები იწყება კავკასიიდან, გადის ვოლგის დელტაზე, შუა და ცენტრალურ აზიის გავლით გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთამდე და პრიმორიეს მხარემდე. საქართველოში ბინადარ ხოხობს ქართულ ანუ კოლხურ ხოხობს უწოდებენ. იგი მკვეთრად განსხვავდება ევროპული სანადირო, ანუ პარკის ხოხობისაგან, რომელიც მომცრო ტანისაა,ყელზე თეთრი საყელო და ფრთებზე თეთრი ლაქები აქვს, აგრეთვე თურქმანულის, ოქროსებრის, ვერცხლისებრისა და სხვათაგან. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted June 21, 2012 Report Share Posted June 21, 2012 ევროპაში გავრცელებულ ხოხობთა წინაპრად კოლხური ხოხობი ითვლება. ლეგენდის მიხედვით ხოხობი არგონავტებმა გაიყვანეს კოლხეთიდან და ამის შემდეგ გავრცელდა იგი მთელ ევროპაში. ბერძნებმა მას დაარქვეს "ფაზიანოსი" (ფაზისის ფრინველი). ამ სახელით ცნობილია ხოხობი მთელ მსოფლიოში და შესულია მეცნიერულ ზოოლოგიურ ტერმინოლოგიაში. კოლხური ხოხობი (Phasianus colchicus),(Phasis — მდ. რიონის ძვ. სახელწოდებიდან). მამლის მასა 1600 გ აღწევს, დედლისა — 800 გ. მამალი მკვეთრადაა შეფერილი, ბუმბულზე ლითონისებრი ბზინვარება გადაკრავს. დედალი მონაცისფრო-ქვიშისფერია, აქვთ კარგად განვითარებული ფეხები, მოკლე მომრგვალებული ფრთები, გრძელი ბოლო (განსაკუთრებით მამალს). მამალს დეზები აქვს და მეტად ლამაზი, მკვეთრი შეფერილობით გამოირჩევა. კოლხური ხოხობი გავრცელებულია უთოვლო ამ მცირე თოვლიან და რბილ კლიმატიან ზოლში პალეარქტიკის სამხრეთ ნაწილში. ბევრ ადგილას კვლავ ინტენსიურად მრავლდება. ბინადრობს ჭალის ტყეებში, ტყის მდინარისპირა ბუჩქნარში.მცენარეულობით მდიდარ წყალსატევების სანაპირო დაბლობებზე, ზღვის დონიდან 850 მ-მდე. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted June 21, 2012 Report Share Posted June 21, 2012 ბუდეს იკეთებს ხმელი ფოთლებითა და ბალახით მიწის პატარა ჩაღრმავებაში. დებს 8-12, ზოგჯერ 18 კვერცხს. ბუდეზე ზის მხოლოდ დედალი. ცუდად ფრენს. საშიშროების შემთზვევაში გარბის. იკვებება ძირითადად მცენარეულობით, უფრო სარეველათა თესლით, ნაყოფით, ვეგეტატიური ნაწილებით, აგრეთვე მწერებით. სასარგებლო ფრინველია.ხოხობი სპორტული ნადირობის ობიექტია. ნადირობა რეგლამენტირებულია, ნებადართულია ლიცენზიით. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted June 21, 2012 Report Share Posted June 21, 2012 იეტი გეთანხმები ! მონაწილეობას ყველა მიიღებს, მაგრამ ჯერ გასათვლელი და მოსაგვარებელია ბევრი რამ. სანამ რამის გაშვება გამრავლებას დავიწყებთ, ჯერ ჯობია მტაცებელის შემცირებაზე გადავრთოთ მთელი ძალისხმევა რომ ამ წამოწყებას აზრი ქონდეს. ტურას რომ თავი დავანებოთ, მე დღეს საქართველოში არ მეგულება ადგილი, სადაც ხოხობს ნახავენ და არ მოკლავენ (არ ვგულისხმობ ზოგიერთ მეურნეობას, რომელიც თვითონ ამრავლებს) ამ საქმეს მივაწვეთ: ნებართვით თუ უნებართვოთ ვანადგუროთ სადაც ხელი მიგვიწვდება ტურა-მელა. დავიწყოთ თუნდაც იქიდან რომელ ადგილსაც შევარჩევთ პირველ ეტაპზე ხოხბის გასაშვებად. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted June 21, 2012 Report Share Posted June 21, 2012 ხოხობი ხოხობი საქართველოს ფაუნის ეს მშვენება ჩვენი მონადირეების საყვარელი სანადირო ფრინველია. საქართველოში ბინადარ ხოხობს ქართულ ანუ კოლხურ ხოხობს უწოდებენ. იგი მკვეთრად განსხვავდება ევროპული სანადირო, ანუ პარკის ხოხობისაგან, რომელიც მომცრო ტანისაა,ყელზე თეთრი საყელო და ფრთებზე თეთრი ლაქები აქვს, აგრეთვე თურქმანულის, ოქროსებრის, ვერცხლისებრისა და სხვათაგან. ევროპაში გავრცელებულ ხოხობთა წინაპრად კოლხური ხოხობი ითვლება. საქართველოში ხოხობი მრავალ ადგილას გვხვდება- დასავლეთ საქართველოში: შავი ზღვის პირას, აფხაზეთში, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, ოზურგეთის, აბაშის რაიონებში; აღმოსავლეთ საქართველოში: კახეთში თითქმის ყველგან, განსაკუთრებით კი გურჯაანის,სიღნაღის, საგარეჯოს, წითელწყაროს, ყვარლისა და თელავის რაიონებში; ქართლში-გარდაბნის,მარნეულის, მცხეთისა და კასპის რაიონებში. ხოხბის საბინადრო ადგილი მეჩხერი, კენკროვანი მცენარეებით დაფარული ტყისპირა ბუჩქნარია, სადაც ბლომადაა ქაცვი, ეკალღიჯი, მაყვალი, შინდი კუნელი, ზღმარტლი, ასკილი კვიდო. Aმ ადგილებში ბინადრობა და ბუდობა ხოხობს მით უმეტეს ემარჯვება თუ ამ ადგილებს გარს აკრავს პურის ყანები, მზესუმზირას პლანტაციები, სიმინდით და ფეტვით დაფარული ფართობები. ხოხობი ჩვეულებრივად წელიწადში ერთხელ ბუდობს, ხოლო თუ რაიმე სტიქიური უბედურებით ან სხვა მიზეზით ბუდე მოესალა, ხელმეორედ დებს კვერცხებს და კრუხად ჯდება. ბუდეში რომელსაც ეკალ_ბარდში ჩაღრმავებულ ადგილზე იკეთებს, ხმელ ბალახს აფენს და შიგ 10-12 კვერცხს დებს. Dედალი კვერცხებზე 24-26 დღე ზის. Mამალი პოლიგმია და წიწილების გაზრდაში არავითარ მონაწილეობას არ იღებს. ხოხბის წიწილები პირველად მწერებით,მათი კვერცხებითა და ჭიაღუათი იკვებება, სემდეგ კი მცენარეულით, რომელთა მოსაპოვებლად დედალს ისინი ახლომდებარე ადგილებში გაჰყავს. Aგვისტოს დამლევსა და სექტემბერში დილით და საღამოთიდედასთან ერთად წიწილები გადიან მარცვლეულის ყანებში, სუადღისას და საღამოთი კი ბრუნდებიან საბინადრო ადგილზე. ხოხობზე ჩვენში თავისუფალი და განუსაზღვრელი ნადირობა ნებადართული არ არის. ხოხბის მოპოვება შეიძლება მხოლოდ ერთდროული ნებართვით დ აიმ ორგანიზაციების დასტურით, რომელთა სანადირო სავარგულებშია გავრცელებული ეს ფრინველი. ხოხობს მოიპოვებენ უმთავრესად თოფით, კარგად გაწვრთნილი და მუყაითი, ბუჩქებში კარგად შემსვლელი მეძებრის ან მდევრის დახმარებით.ყველაზე საინტერესო და სპორტული სიამოვნების მომგვრელია, როდესაც მეძებარი ძაღლი ტყის პირას ახლად მომკილ მაღალ ნაწვერალში ფართო პარალელებით ზებნის შედეგად სვლას შეაჩერებს, რამდენიმე ნაბიჯს წინ წადგამს, თითქოს რაღაც შეამჩნია დამ ას ეპარებაო, და მტლიცე ნაბულზე შეჩერდება. Mონადირე ამ დროს უახლოვდება ძაღლს, უბძანებს წინ წაწევას, ძარლიც რამოდენიმე ნაბიჯს გადადგამს და მაღლად აწვერილი ნამჯიდან გრძელკუდა ხოხობი მაშხალასავით ამოიჭრება, ჯერ სწორად ავა ჰაერში , სემდეგ კი ფრთებს გაშლის, გასწორდება და მონადირის პირდაპირ მიწის პარალელურად პლანერივით გაფრინდება. ეს ჩვენგან წაუღია ამკაცს ნაჩვენბები აქვს წყარო http://monadire.ge/ ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted June 21, 2012 Report Share Posted June 21, 2012 იეტი გეთანხმები ! მონაწილეობას ყველა მიიღებს, მაგრამ ჯერ გასათვლელი და მოსაგვარებელია ბევრი რამ. სანამ რამის გაშვება გამრავლებას დავიწყებთ, ჯერ ჯობია მტაცებელის შემცირებაზე გადავრთოთ მთელი ძალისხმევა რომ ამ წამოწყებას აზრი ქონდეს. ტურას რომ თავი დავანებოთ, მე დღეს საქართველოში არ მეგულება ადგილი, სადაც ხოხობს ნახავენ და არ მოკლავენ (არ ვგულისხმობ ზოგიერთ მეურნეობას, რომელიც თვითონ ამრავლებს) ამ საქმეს მივაწვეთ: ნებართვით თუ უნებართვოთ ვანადგუროთ სადაც ხელი მიგვიწვდება ტურა-მელა. დავიწყოთ თუნდაც იქიდან რომელ ადგილსაც შევარჩევთ პირველ ეტაპზე ხოხბის გასაშვებად. გამაგებინეთ კაცო თევზი რომ გაუშვით თბილისის ზღვაზე იქ ჯერ ბრაკონიერები ამოვხოცეთ? ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.