Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

A.A. Brown & Sons

 

 

5184e4244615.jpg

 

ბევრი სხვა დიდი ოსტატისაგან განსხვავებით ალბერტ არტურ ბრაუნს არ გაუვლია ცნობილი კომპანიებისა და მასწავლებლების სკოლა. შეიძლება ითქვას, რომ ბრაუნი სწავლობდა სახლში_მამამისი ჯონ ჯოზეფ ბრაუნი გახლდათ იარაღის ოსტატი, რომელიც სახლის პირობებში ასრულებდა ბრიტანული კომპანიების შეკვეთებს. ეს კომპანიები გახლდათ Webley Scott, Birmingham Small Arms (BSA) და W. W. Greener.

საკუთარი საქმე ბრაუნმა ისეთ დროს დაიწყო, როცა მძვინვარებდა საბირჟო კრიზისი და დიდი ეკონომიკური დეპრესია. უმაღლესი ხარისხის იარაღზე მოთხოვნილება საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ ა.ა. ბრაუნი თვლიდა, რომ მაღალი ხარისხის ნაკეთობას ნებისმიერ დროს ეყოლება მყიდველი! როცა საკუთარი ძვირადღირებული შეკვეთები არ ქონდა, ამ დროს გრინერისაგან მოწოდებული შეკვეთებით გაქონდა თავი.

მისი დღევანდელი სახელი ფირმამ მიიღო მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, როცა საწარმოში მოვიდნენ დამფუძნებლის შვილები_ ალბერტ ჰენრი და სიდნეი ჩარლზი.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საწარმო საბოლოოდ დადგა ფეხზე. ომის შემდგომ ფირმამ პნევმატური იარაღის წარმოებაც სცადა, თუმცა მისი მაპროფილებელი მიმართულება მაინც სხვა კომპანიებზე მუშაობა გახლდათ. 50-იან და 60-იან წლებში ფირმა აწარმოებდა თოფებს ისეთი გრანდებისათვისაც, როგორიცაა Holland & Holland და E. J. Churchill. რადგან ბრაუნს მაღალი რეპუტაცია გააჩნდა მას უკვეთავდნენ ძალიან საპასუხისმგებლო დეტალებსა და კვანძებს. ამავე დროს ფირმა თავიდან ბოლომდეც ამზადებდა ნაკეთობებს.

 

46aa5782ecfd.jpg

 

მაგალითად ვესტლი რიჩარდსი, რომლის პროდუქციის უმრავლესობა ენსონ-დილეის საკეტებზეა, 14 წლის განმავლობაში უკვეთავდა ბრაუნს საიდლოკებს!!! შესაძლებელია, რომ ბრაუნი ამ წლებში საერთოდ არ აწერდა პროდუქციას საკუთარ სახელს, მაგრამ ამასთან სხვა ფირმებისათვის მუშაობამ ძნელ პერიოდში გადაარჩინა ფირმა.

საბოლოოდ 70-იანი წლების დასაწყისში ბრაუნმა მიიღო გადაწყვეტილება მხოლოდ საკუთარი სახელით ეწარმოებინა პროდუქცია და მალევე საფირმო წარწერამ მოიპოვა პოპულარობა.

 

e198aaf7e2ef.jpg

 

A.A. Brown & Sons-ის საიარაღო კლასიკაა ჰორიზონტალური მოდელი Supreme Deluxe. თუ მექანიკის კუთხით ეს თოფი იმეორებს ჰოლანდის როიალს, სამაგიეროდ გარეგანი ფორმებით ძალიან ორიგინალურია, განსაკუთრებით კონდახის მხრივ. დიზაინი და გრავირების სტილი ინდივიდუალურია და ჩაყრილი აქვს საფუძველი 40 წლის წინათ ოსტატ ლეს ჯონსონის და ქეიტ ტომასის მიერ. თავისი პირველი გამოსვლიდან მოყოლებული Supreme Deluxe მზადდება მხოლოდ სიდნეი ბრაუნის, მისი შვილის რობინისა და კიდევ ერთი ოსტატის, ჰაროლდ სკანდრეტის მიერ. ახლა ძველი ოსტატები(სიდნეი და სკანდრეტი) წარმოებიდან წავიდნენ და ისინი შეცვალა ახალმა თაობამ.

 

bb7d7b46d444.jpg

 

თოფები იწარმოება 12, 16, 20, 28 და 36 ყალიბებისა, სამ სხვადასხვა წონაში_ მსუბუქები სანადიროდ და მძიმეები სპორტისათვის. სალულე ფოლადი EN24 მარკისაა, ხოლო სიგრძე 25-დან 30 დიუმამდე მერყეობს. ლულები მზადდება ტრადიციული ტექნოლოგიით. კალაპოტი და კონდახი მომრგვალებული ფორმისაა(შეკვეთით შესაძლებელია სხვა ფორმებიც). კალაპოტი ფოლადისაა, საკეტები ჰოლანდის, მცველი ავტომატური, სასხლეტები ცალი ან ორიანი(ერთიანები გრინერის კონსტრუქციის მიხედვით).

Supreme Deluxe 12,16 და 20 ყალიბში ჰოლანდის მექანიზმით ღირს 32 ათასი გირვანქა სტერლინგი. თვითგადახსნის(იხილეთ ,,საკეტებისა და მექანიზმების" თემაში) ფუნქცია თუ არ გნებავთ, მაშინ ასეთი თოფი 1000 გირვანქა სტერლინგით ნაკლები დაგიჯდებათ. 28 და 36 ყალიბის თოფი ღირს 35 ათასი გირვანქა. თუ ტყუპებს შეუკვეთავთ დამატებითაა გადასახდელი თითოზე 1250 გირვანქა სტერლინგი. გრავირების ფასი 3500-დან 6000 გირვანქა სტერლინგამდე.

გრავირებისა და სირთულის შესაბამისად შეკვეთის დასრულებას აგვიანდება დაახლოებით 3 წელი. მთელი ამ ხნის განმავლობაში შემკვეთს რეკომენდაციას უწევენ შეიაროს საწარმოში, რათა პერიოდულად ნახოს როგორ მზადება მისი შეკვეთა.

 

 

დედოფალი ელიზავეტას საიუბილეო ტყუპები(ახლახანს ანტიკვარიატებში გვქონდა საუბარი) :hi3:

 

 

8a824b8bd2ac.jpg

Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...