Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ბანანი ქუთაისში. დაგვპირდნენ მაიმუნებსაც მალე შემოვიყვანთო . ჩვენ კი ვითხოვთ ცოტა გაიყვანონ მაინც.

43de0240ba2b.jpg

2bde69154735.jpg

7c52b2ed8fcb.jpg

Link to post
Share on other sites
  • Replies 200
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

ვაა, ხენდრო შემოსულა უკვე, აქეთ ყვავილობა ეხლა დაეწყოთ.

ბანანებზე შენი კომენტი გლიჯავს ავთია. :yes:

ისე, ორი კანდიდატურა არის უკვე.

კი არიან გასულები ქალაქიდან, მაგრამ შემოშვება რომ აეკრძალოთ ისეთი კანონი მიიღეთ. :d030:

Link to post
Share on other sites

ბანანი ქუთაისში. დაგვპირდნენ მაიმუნებსაც მალე შემოვიყვანთო . ჩვენ კი ვითხოვთ ცოტა გაიყვანონ მაინც.

43de0240ba2b.jpg

2bde69154735.jpg

7c52b2ed8fcb.jpg

რა ლამაზია!!!

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

კრაზანების ბუდე ბანაკთან. მე მგონი მიწისგანაა გაკეთებული. უზარმაზარი კრაზანები დაბორიალებდნენ გარშემო.

post-3-0-00633600-1346550057_thumb.jpg

post-3-0-53467800-1346550081_thumb.jpg

post-3-0-62608100-1346550112_thumb.jpg

post-3-0-63247400-1346550145_thumb.jpg

post-3-0-19929800-1346550171_thumb.jpg

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...
  • 2 weeks later...
  • 3 weeks later...
  • 2 weeks later...

დღეს სოკოზე ხეტიალისას შუაგულ ტყეში ამ წყაროს გადავაწყდი. უძველესი ხელით ნათალი ქვაა,რამდენი საუკუნისაა ან ვისი გაკეთებული მარტო ღმერთმა იცის .ღარი გავწმინდე და ისევ ისე მორაკრაკებს როგორც მაშინ ალბათ. :old: დასახლება წყაროსთან ყველაზე ახლოს 2-3 კმ შია. გარშემო ველური ბუნებაა. :scratchchin:

da29097125fe.jpg

310872a8e70c.jpg

b8f93a9f21c9.jpg

41f1a69eba97.jpg

d02fac83f241.jpg

Link to post
Share on other sites

მართალი ხარ ვახო ,ასეთი რამეები დაცული უნდა იყოს.. რომ დავინახე ჯერ ბეტონი მეგონა მაგრამ დავფიქრდი აქ ბეტონს ვინ გააკეთებდა ან ბეტონის ხანაში აქ წყარო ვის რაში ჭირდებოდათქო ,ისედაც მრავლადაა ბუნებრივი წყლები მანდ.. გარშემო ვათვალიერე და 2 კაკლის უძველესი ხე დგას. ალბათ დასახლებული იყო ერთ დროს ის ადგილი. ჩამოვჯექი და მთელი არსებით ძველ დროში გადავეშვი,თითქოს ვუყურებდი ოსტატს როგორ თლიდა და მე მისი დამხმარე ვიყავი.ველოდებოდი როდის აივსებოდა წყლით და როდის გადმოვიდოდა ღარიდან.იმ კაცის სახე და ჩაცმულობაც კი წარმოვიდგინე როგორ ღიღინებდა მუშაობისას ისიც მესმოდა.ნელნელა ურტყამდა ღოჯზე ჩაქუჩს ,გეგონებოდა ქვას არ ვატკინოო ფიქრობსო.მე წყაროსთან მიწას ვთხრიდი ავზის ზომისას,წყარო არ მაცლიდა მეკეკლუცებოდა,ფეხებს მისველებდა და ჩოხის კალთებს მიწუწავდა,უხაროდა ალბათ კაბას მიკერავენო.ოსტატი არაფერს მეუბნებოდა,გამიღიმებდა ხოლმე თეთრ წვერ-ულვაშში.დაასრულა,დოქი აიღო და პატარა ყანწი მომაწოდა: დაილოცეო თვალით მაჩვენა.დავლოცე ნახელავი და მისი შემქმნელი,თეთრი ტილო გახსნა ,მჭადი ,ცოტა ყველი და 4-5 ფოთოლი პრასი იყო შიგ. ყანწი გამოვცალე და დოქს მივწვდი,შევუვსე მივაწოდე და მარცხენა ცერზე პრასი დავიფერთხე. ვინც ამ წყალს დალევს იმას გაუმარჯოსო თქვა ! ეს იყო მისი ერთადერთი წინადადება რაც მითხრა და მანიშნა მომეხმარეო. ნელნელა მივაჩოჩეთ წინასწარ მოჭრილ თხიმელის ტოტებზე დადგმული წყარო და თხრილში ჩავუშვით.საოცარი წინაპრები გვყავდა,მომავალზე მზრუნველი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული.სხვანაირი კაცი ამ წყაროს ვერ გააკეთებდა.

ჩხრიალი შემომესმა და აისოთქო გავიფიქრე. წამოვდექი და ხელი რომ წავწიე ჩოხის კალთას ავიკეცავთქო მაშინ გამოვფხიზლდი ,არ მეცვა ჩოხა,ჩემი სამხედრო ფორმის დანახვაზე ლამის გული ამერია. ისეთი ლამაზი ზმანება მქონდა აღარ მინდოდა უკან გამოსვლა. იქ ალბათ მართლა მარტო უნდა მოხვდეს ადამიანი,მარტო რომ ვიყავი იმიტომაც მიამბო ბებერმა წყარომ თავისი ისტორია. იქნებ მართლა მიამბო ვინ იცის? :pardon:

Edited by ავთო

ასეთი ბრილიანტებისთვის გვაქვს ერთი თემა ფორუმზე, ჰოდა უნდა გავაქანო ავთია შენი ეს ლამაზი წერილი იქ.

Link to post
Share on other sites

ავთია,რო გაფასებდი კი იცი ძამია.აწი უფრო დაგაფასებ!ეს რა დაწერე კაცოოუუ?რაღაც ისეთი თაფლოვანი მომეცხო გულს წაკითხვისას,რისი არც ახსნა და არც აღწერა არ შემიძლია.მერე სურათს დავხედე წინა გვერდზე.მართლაც რა საოცარი და ლამაზია.რა გემრიელი იქნება იქ დაღლილი კაცის ჩამოჯდომა და იმ წყლით გაძღომა.სუფთა ჰაერი,ჩიტების ჭიკჭიკი......უკვდავებაა რა!

Link to post
Share on other sites

არ შემრცხვება გამხელა, აგერ თითქმის სანადიროდ გასასვლელი შემოვვარდი ფორუმის დასახედად და ეს პოსტი რომ წავიკითხე ცრემლები მომაწვა თვალებზე. გაგიმარჯოს ავთო...არ გადავშენდებით ჩვენ...

მართალი ხარ ვახო ,ასეთი რამეები დაცული უნდა იყოს.. რომ დავინახე ჯერ ბეტონი მეგონა მაგრამ დავფიქრდი აქ ბეტონს ვინ გააკეთებდა ან ბეტონის ხანაში აქ წყარო ვის რაში ჭირდებოდათქო ,ისედაც მრავლადაა ბუნებრივი წყლები მანდ.. გარშემო ვათვალიერე და 2 კაკლის უძველესი ხე დგას. ალბათ დასახლებული იყო ერთ დროს ის ადგილი. ჩამოვჯექი და მთელი არსებით ძველ დროში გადავეშვი,თითქოს ვუყურებდი ოსტატს როგორ თლიდა და მე მისი დამხმარე ვიყავი.ველოდებოდი როდის აივსებოდა წყლით და როდის გადმოვიდოდა ღარიდან.იმ კაცის სახე და ჩაცმულობაც კი წარმოვიდგინე როგორ ღიღინებდა მუშაობისას ისიც მესმოდა.ნელნელა ურტყამდა ღოჯზე ჩაქუჩს ,გეგონებოდა ქვას არ ვატკინოო ფიქრობსო.მე წყაროსთან მიწას ვთხრიდი ავზის ზომისას,წყარო არ მაცლიდა მეკეკლუცებოდა,ფეხებს მისველებდა და ჩოხის კალთებს მიწუწავდა,უხაროდა ალბათ კაბას მიკერავენო.ოსტატი არაფერს მეუბნებოდა,გამიღიმებდა ხოლმე თეთრ წვერ-ულვაშში.დაასრულა,დოქი აიღო და პატარა ყანწი მომაწოდა: დაილოცეო თვალით მაჩვენა.დავლოცე ნახელავი და მისი შემქმნელი,თეთრი ტილო გახსნა ,მჭადი ,ცოტა ყველი და 4-5 ფოთოლი პრასი იყო შიგ. ყანწი გამოვცალე და დოქს მივწვდი,შევუვსე მივაწოდე და მარცხენა ცერზე პრასი დავიფერთხე. ვინც ამ წყალს დალევს იმას გაუმარჯოსო თქვა ! ეს იყო მისი ერთადერთი წინადადება რაც მითხრა და მანიშნა მომეხმარეო. ნელნელა მივაჩოჩეთ წინასწარ მოჭრილ თხიმელის ტოტებზე დადგმული წყარო და თხრილში ჩავუშვით.საოცარი წინაპრები გვყავდა,მომავალზე მზრუნველი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული.სხვანაირი კაცი ამ წყაროს ვერ გააკეთებდა.

ჩხრიალი შემომესმა და აისოთქო გავიფიქრე. წამოვდექი და ხელი რომ წავწიე ჩოხის კალთას ავიკეცავთქო მაშინ გამოვფხიზლდი ,არ მეცვა ჩოხა,ჩემი სამხედრო ფორმის დანახვაზე ლამის გული ამერია. ისეთი ლამაზი ზმანება მქონდა აღარ მინდოდა უკან გამოსვლა. იქ ალბათ მართლა მარტო უნდა მოხვდეს ადამიანი,მარტო რომ ვიყავი იმიტომაც მიამბო ბებერმა წყარომ თავისი ისტორია. იქნებ მართლა მიამბო ვინ იცის? :pardon:

Link to post
Share on other sites

მართალი ხარ ვახო ,ასეთი რამეები დაცული უნდა იყოს.. რომ დავინახე ჯერ ბეტონი მეგონა მაგრამ დავფიქრდი აქ ბეტონს ვინ გააკეთებდა ან ბეტონის ხანაში აქ წყარო ვის რაში ჭირდებოდათქო ,ისედაც მრავლადაა ბუნებრივი წყლები მანდ.. გარშემო ვათვალიერე და 2 კაკლის უძველესი ხე დგას. ალბათ დასახლებული იყო ერთ დროს ის ადგილი. ჩამოვჯექი და მთელი არსებით ძველ დროში გადავეშვი,თითქოს ვუყურებდი ოსტატს როგორ თლიდა და მე მისი დამხმარე ვიყავი.ველოდებოდი როდის აივსებოდა წყლით და როდის გადმოვიდოდა ღარიდან.იმ კაცის სახე და ჩაცმულობაც კი წარმოვიდგინე როგორ ღიღინებდა მუშაობისას ისიც მესმოდა.ნელნელა ურტყამდა ღოჯზე ჩაქუჩს ,გეგონებოდა ქვას არ ვატკინოო ფიქრობსო.მე წყაროსთან მიწას ვთხრიდი ავზის ზომისას,წყარო არ მაცლიდა მეკეკლუცებოდა,ფეხებს მისველებდა და ჩოხის კალთებს მიწუწავდა,უხაროდა ალბათ კაბას მიკერავენო.ოსტატი არაფერს მეუბნებოდა,გამიღიმებდა ხოლმე თეთრ წვერ-ულვაშში.დაასრულა,დოქი აიღო და პატარა ყანწი მომაწოდა: დაილოცეო თვალით მაჩვენა.დავლოცე ნახელავი და მისი შემქმნელი,თეთრი ტილო გახსნა ,მჭადი ,ცოტა ყველი და 4-5 ფოთოლი პრასი იყო შიგ. ყანწი გამოვცალე და დოქს მივწვდი,შევუვსე მივაწოდე და მარცხენა ცერზე პრასი დავიფერთხე. ვინც ამ წყალს დალევს იმას გაუმარჯოსო თქვა ! ეს იყო მისი ერთადერთი წინადადება რაც მითხრა და მანიშნა მომეხმარეო. ნელნელა მივაჩოჩეთ წინასწარ მოჭრილ თხიმელის ტოტებზე დადგმული წყარო და თხრილში ჩავუშვით.საოცარი წინაპრები გვყავდა,მომავალზე მზრუნველი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული.სხვანაირი კაცი ამ წყაროს ვერ გააკეთებდა.

ჩხრიალი შემომესმა და აისოთქო გავიფიქრე. წამოვდექი და ხელი რომ წავწიე ჩოხის კალთას ავიკეცავთქო მაშინ გამოვფხიზლდი ,არ მეცვა ჩოხა,ჩემი სამხედრო ფორმის დანახვაზე ლამის გული ამერია. ისეთი ლამაზი ზმანება მქონდა აღარ მინდოდა უკან გამოსვლა. იქ ალბათ მართლა მარტო უნდა მოხვდეს ადამიანი,მარტო რომ ვიყავი იმიტომაც მიამბო ბებერმა წყარომ თავისი ისტორია. იქნებ მართლა მიამბო ვინ იცის? :pardon:

გაიხარე ავთო!!!

:yes:

Link to post
Share on other sites

ქვისლო შენ კარგად გემახსოვრება, ჩვენი დროის სკოლაში და მისაღებ გამოცდებზე თავისუფალი თემები იწერებოდა მშობლიურში(ახლა რაფერაა ეგ საკითხი ნაღდად არ ვიცი). მას მხოლოდ ყველაზე ნიჭიერი და გამორჩეული მოსწავლეები ეჭიდებოდნენ...

შენმა ჩანახატმა ის დრო გამახსენა და ყველაზე წარჩინებული მოსწავლის ნაშრომს ვკითხულობდი მეგონა.

საღოლ ძამა :yes::yes::yes:

შენს ნაწერს მაშინდელი უმაღლესი შეფასება ეკუთვნის უცილობლად 5/5(დარწმუნებული ვარ მიღებული გექნებოდა არაერთჯერ სკოლაში ხუთი ხუთზე) :*

მაგ ნაშრომშიც ხუთი ხუთზე მაქ მიღებული ქვისლო. ჩემი ქუთაისი იყო თემა. ბევრი ვიბჟუტურე იმ თემაში და ასე დავასრულე: აბა რაის ქუთაისელი ხარ გეიარე გამეიარე თუ არ ილაპარაკეთქვა ! საქალაქოზე მოხვდა ეს თემა მარა შემდეგი კონკურსიზა მე არ მეცალა შეჯიბრზე მივდიოდი სპორტიდან.

ქართულ ენა-ლიტერატურაში კაი სამოსანი ვიყავი და არავის ჯეროდა ეს თემა ,,დაშპარგალკებული,, რომ არ მქონია. :pardon: რამ გაგახსენა შე ოხერო სკოლა და გამოცდები? :d030:

Link to post
Share on other sites

მართალი ხარ ვახო ,ასეთი რამეები დაცული უნდა იყოს.. რომ დავინახე ჯერ ბეტონი მეგონა მაგრამ დავფიქრდი აქ ბეტონს ვინ გააკეთებდა ან ბეტონის ხანაში აქ წყარო ვის რაში ჭირდებოდათქო ,ისედაც მრავლადაა ბუნებრივი წყლები მანდ.. გარშემო ვათვალიერე და 2 კაკლის უძველესი ხე დგას. ალბათ დასახლებული იყო ერთ დროს ის ადგილი. ჩამოვჯექი და მთელი არსებით ძველ დროში გადავეშვი,თითქოს ვუყურებდი ოსტატს როგორ თლიდა და მე მისი დამხმარე ვიყავი.ველოდებოდი როდის აივსებოდა წყლით და როდის გადმოვიდოდა ღარიდან.იმ კაცის სახე და ჩაცმულობაც კი წარმოვიდგინე როგორ ღიღინებდა მუშაობისას ისიც მესმოდა.ნელნელა ურტყამდა ღოჯზე ჩაქუჩს ,გეგონებოდა ქვას არ ვატკინოო ფიქრობსო.მე წყაროსთან მიწას ვთხრიდი ავზის ზომისას,წყარო არ მაცლიდა მეკეკლუცებოდა,ფეხებს მისველებდა და ჩოხის კალთებს მიწუწავდა,უხაროდა ალბათ კაბას მიკერავენო.ოსტატი არაფერს მეუბნებოდა,გამიღიმებდა ხოლმე თეთრ წვერ-ულვაშში.დაასრულა,დოქი აიღო და პატარა ყანწი მომაწოდა: დაილოცეო თვალით მაჩვენა.დავლოცე ნახელავი და მისი შემქმნელი,თეთრი ტილო გახსნა ,მჭადი ,ცოტა ყველი და 4-5 ფოთოლი პრასი იყო შიგ. ყანწი გამოვცალე და დოქს მივწვდი,შევუვსე მივაწოდე და მარცხენა ცერზე პრასი დავიფერთხე. ვინც ამ წყალს დალევს იმას გაუმარჯოსო თქვა ! ეს იყო მისი ერთადერთი წინადადება რაც მითხრა და მანიშნა მომეხმარეო. ნელნელა მივაჩოჩეთ წინასწარ მოჭრილ თხიმელის ტოტებზე დადგმული წყარო და თხრილში ჩავუშვით.საოცარი წინაპრები გვყავდა,მომავალზე მზრუნველი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული.სხვანაირი კაცი ამ წყაროს ვერ გააკეთებდა.

ჩხრიალი შემომესმა და აისოთქო გავიფიქრე. წამოვდექი და ხელი რომ წავწიე ჩოხის კალთას ავიკეცავთქო მაშინ გამოვფხიზლდი ,არ მეცვა ჩოხა,ჩემი სამხედრო ფორმის დანახვაზე ლამის გული ამერია. ისეთი ლამაზი ზმანება მქონდა აღარ მინდოდა უკან გამოსვლა. იქ ალბათ მართლა მარტო უნდა მოხვდეს ადამიანი,მარტო რომ ვიყავი იმიტომაც მიამბო ბებერმა წყარომ თავისი ისტორია. იქნებ მართლა მიამბო ვინ იცის? :pardon:

გულში გენაცვალე ავთოია დარახველიძე,სიხარული მაჩუქე მაგ პოსტით,ღიღინით დავდივარ მთელი დღეა!!!!! :*

Edited by mamuka grigolia
Link to post
Share on other sites

რამ გაგახსენა შე ოხერო სკოლა და გამოცდები? :d030:

შენმა ლამაზმა ჩანახატმა გამახსენა ბაღნობა და სკოლა:hi: კაი დრო იყო... ვბერდები ეტყობა ავთია. :scratchchin:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...