Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ადრე გადიოდა საინტერსო გადაცემა -დვრიტა თივი.დავით გოგიბედაშვილს( დეფს )მიჰყავდა ეს გადაცემა. ერთ დღეს მთლიანი გადაცემა მგელს დაეთმო და საინტერესო ამბებიც მოვისმინე. როგორც იქ ითქვა , მგელს ტყის სანიტარს უწოდებენ. ერჩის სუსტ და ავადმყოფ ცხოველებს. მთის ერთ-ერთ ზოლში მგლეი გაწყვიტეს და ავტომატურად, თურმე ზედა ზოლში ირმები დაიხოცა.

 

მაგ დეფმა ისე იცის მგლებეე, როგორც მე ჩინური. :d030:

 

საშინელებაა ამდენი "ექსპერტის" ატანა.

 

ტყეში არის საერთოდ ნამყოფი?

ზოოპარკის გარდა თუ უნახავს მგელი?

 

:e025::d030::e025: მართალია ელჩი, მაგ კაცმა მგელზე ბევრი არაფერი არ იცის, და თუ იცის, სხვისგან მოსმენილი.

ჩვენს რაიონში იყო შემთხვევა (და არა მარტო ჩვენს, ეს საერთოდ ხშირი მოვლენაა), როცა, მგლებმა 2 ღამის განმავლობაში 15 ხბო დაგლიჯეს. ისიც ფარეხში. არცერთისთვის პირი არ დაუკარებიათ. მშივრები არ იყვნენ, უბრალოდ დედა მგელი წვრთნიდა ლეკვებს. მესამე ღამეს დედას არ გაუმართლა :karochera:

მგელი ძან წკვიანი და ორგანიზებული ცხოველია. ის ჩემშიაც უაღრეს სიმპატიას იწვევს, როგორც მამაცი და ღირსეული...მტერი.

Link to post
Share on other sites
  • Replies 54
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

:91: :91: :91:

 

 

ნამდვილად არ ვიცი მგლების ცხოვრების წესები. მაგრამ ერთხელ ასეთი გადაცემა იყო მოსკოვზე:

შუა აზიის ერთ-ერთ სოფელში დაიკარგა პატარა ბავშვი და ვერსად ვერ იპოვნეს. გავიდა წლები და საბჭოთა მილიცია "ბაბაჩკით" დაფრინავდა ვიღაცას თუ რაღაცას ეძებდა და დაინახეს პატარა ბიჭი მგლების ხროვაში. ეს კადრები მართლა გვაჩვენეს. გვაჩვენეს როგორ იცავდნენ მგლები ბიჭს. მილიციამ გლები ჩახოცა და ეს ბავშვი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა, ვფიქრობ საკვლევ ინსტიტუტში. უკვე დაკაცებული გვაჩვენეს,მიუხედავად იმისა უკვე კაცი იყო, სახე მაინც ჩამოუყალიბებელი ჰქონდა. ლაპარაკის დროს ხახისმიერი ბგერები ისმოდა. რომ ჰკითხე ვინ გიყვარს და გენატრებაო:=დედა მგელიო- უპასუხა და ტირილი და ყმუილი დაიწყო.

 

მეც მაქვს ნანახი ის დოკუმენტური ფილმი, დიდი ხნის წინ. ის ბიჭი ვეტმფრენიდან ჩამოგდებული ბადეთი დაიჭირეს. მგლები მართლაც თავდაუზოგავად იცავდნენ მას. მიუხედავად იმისა, რომ, ვეტმფრენი საშინელ ქარბუქს აყენებდა, ისინი კბილებით ჩაებღაუჭნენ ბადეს და ცდილობდნენ თავიანთი "ძმა" დაეხსნათ. ბევრი მათგანი ასე კბილჩაბღაუჭებულნი აყვნენ ბადეს ჰაერში, შემდეგ ჩამოცვივდნენ და ალბათ დაიღუპნენ.

შემდეგ, მართლაც საკვლევ ინსტიტუტში წაიყვანეს, მაგრამ, ვერაფერი ვერ მოუხერხეს და რამოდენიმე წლის შემდეგ "ფსიხუშკაში" გადაიყვანეს.

ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ, დაჭერიდან ამ ფილმის გადაღებამდე, გასული იყო 20 წელიწადი (ეს ბავში დაიჭირეს სამოციანი წლების ბოლოს), მაგრამ, მთელი ამ ხნის განმავლობაში მგლები ყოველ ღამე მოდიოდნენ საგიჟეთთან და "ელაპარაკებოდნენ" ან ტიპს.

დედა მგელზე ნათქვამის გარდა, მე მახსოვს მისი სიტყვები ( ძნელი გასაგები იყო და ტიტრებს აწერდნენ)- "ჩემი ცხოვრება იქ არის და რატომ არ მიშვებენო".

Link to post
Share on other sites

მეც მაქვს ნანახი ის დოკუმენტური ფილმი, დიდი ხნის წინ. ის ბიჭი ვეტმფრენიდან ჩამოგდებული ბადეთი დაიჭირეს. მგლები მართლაც თავდაუზოგავად იცავდნენ მას. მიუხედავად იმისა, რომ, ვეტმფრენი საშინელ ქარბუქს აყენებდა, ისინი კბილებით ჩაებღაუჭნენ ბადეს და ცდილობდნენ თავიანთი "ძმა" დაეხსნათ. ბევრი მათგანი ასე კბილჩაბღაუჭებულნი აყვნენ ბადეს ჰაერში, შემდეგ ჩამოცვივდნენ და ალბათ დაიღუპნენ.

შემდეგ, მართლაც საკვლევ ინსტიტუტში წაიყვანეს, მაგრამ, ვერაფერი ვერ მოუხერხეს და რამოდენიმე წლის შემდეგ "ფსიხუშკაში" გადაიყვანეს.

ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ, დაჭერიდან ამ ფილმის გადაღებამდე, გასული იყო 20 წელიწადი (ეს ბავში დაიჭირეს სამოციანი წლების ბოლოს), მაგრამ, მთელი ამ ხნის განმავლობაში მგლები ყოველ ღამე მოდიოდნენ საგიჟეთთან და "ელაპარაკებოდნენ" ან ტიპს.

დედა მგელზე ნათქვამის გარდა, მე მახსოვს მისი სიტყვები ( ძნელი გასაგები იყო და ტიტრებს აწერდნენ)- "ჩემი ცხოვრება იქ არის და რატომ არ მიშვებენო".

კობა. გაიხარეთ!!! :* ძლივს არ ვნახე ერთი ადამიანი ვისაც ეს დოკუმენტური ფილმი უნახავს. B) :*

Link to post
Share on other sites

მგელი

 

გამოღმა სოფელი ჩოხია, გაღმით საკიდობნაის ხევი. შუაში შავი არაგვი მოდის.

ხეობა ვიწროა, გაღმიდან რომ მგელმა დაიყმუვლოს, გამოღმა სოფელში კაცს გული აუფორიაქდება, იმიტომ რომ მგელს ცივი და გამყინავი ხმა აქვს.

ხოდა ყმუის მგელი. სამი დღეა განუწყვეტლივ ყმუის.

მთასა და მთას შორის შავი არაგვი მოდის.

- უნდა წავიდე - იძახის გამიხარდა.

-სად? - ეკითხება ცოლი.

- მგელთან.

- გადაირიე კაცო?!

- კი არ გადავირიე, მგელს რაღაცა უჭირს და შველას ითხოვს - ამბობს გამიხარდა და თან ტანსაცმელს იცვამს.

- მგელსაც შეუჭამიხართ შენც და შენი ტანსაცმელიც! - ეუბნება ცოლი.

გამიხარდას თოფი არ მიაქვს.

ის გუმანით ხვდება, რომ მგელს რაღაცა უჭირს. გადაივლის არაგვს, აივლის საკიდობნიაის მთას და მიაგნებს მგელს.

დიდი წფლის ძირში მწოლიარე მგელი გამიხარდას დანახვაზე შეკრთება.

გამიხარდა მგელს უყურებს. სიკეთე კრთება მისი თვალებიდან.

მგელი ფეხს გამოუწვდის და თითქოს ტირისო, ისე შეჰყმუვლებს.

გამიხარდა სულ ახლოს მივა მასთან და გამოწვდილ ფეხთან ჩაიჩოქებს.

დიდი ეკალი აქვს მგელს ფეხში შერჭობილი.

გამიხარდამ ეკალი ამოაძრო...

მერე?

გამიხარდას ცოლი დერეფანში იდგა და უყურებდა როგორ გაბრუნდა მათი სახლის დერეფნიდან მგელი.

- ქალო! - გამოსძახა სახლიდან გამიხარდამ ცოლს.

ქალი სახლში შევიდა.

- დამისხი! - თქვა გამიხარდამ და როცა ცოლმა ხარის ყანწში ჟიპიტაური დაუსხა, გამიხარდამ თქვა:

- ყველას გაუმარჯოს, ვისაც უჭირს ამ ქვეყანაზე!

- აუუუ! - თითქოს გამიხარდას უდასტურებსო, მხოლოდ ერთხელ მოისმა სადღაც შორიდან მგლის ყმუილი.

ეგ იყო და ეგ: ეს მოთხრობაც აქ მთავრდება.

მე კი რატომღაც მინდოდა სიკეთის ყმუილი მოგესმინათ აქედან ყველას..

 

/გოდერძი ჩოხელი/

Link to post
Share on other sites

ორი მგლის იგავი

 

 

 

ამ პოსტში ერთ ძალიან საინტერესო ცხოვრებისეულ იგავს იხილავთ

 

დიდი ხნის წინ ერთმა მოხუცმა თავის შვილიშვილს ერთი ცხოვრებისეული ჭეშმარიტება გაუმხილა:

 

- თითოეულ ადამიანში მიდის ბრძოლა, რომელიც ძალიან ჰგავს ორი მგლის ჩხუბს. ერთი მგელი წარმოადგენს ბოროტებას: შურს, ეგოიზმს, ამბიციასა და სიცრუეს. მეორე მგელი წარმოადგენს სიკეთეს: მშვიდობას, სიყვარულს, იმედს, ჭეშმარიტებასა და რწმენას.

 

შვილიშვილი, რომლის გულსაც ეს ამბავი ძალიან შეეხო, დაფიქრდა, შემდეგ კი ჰკითხა:

 

- და ბოლოს რომელი მგელი გაიმარჯვებს?

 

მოხუცმა გაიღიმა და უპასუხა:

 

-ყოველთვის იმარჯვებს ის მგელი, რომელსაც შენ კვებავ.

Link to post
Share on other sites

ასეთი რამ გაგიგიათ? :scratchchin:

 

 

СУМЧАТЫЙ ВОЛК – СКАЗКА ИЛИ БЫЛЬ?

 

Владыка лесов и равнин Австралии и Новой Зеландии – сумчатый волк, внешне похожий на собаку, являлся самым крупным сумчатым хищником на земле. Известен также как тилацин, зебровый волк, сумчатый тигр и тасманийский тигр официально признан вымершим видом.

 

Только на сохранившихся фотографиях мы можем увидеть этого песочно-желтого, ростом около 60 см и длиной до 1,5 метров хищника, способного бегать на кончиках лап при небольших скоростях и скакать, подобно кенгуру, развивая большую скорость. Обладатель кожной складки на брюхе (сумке) и пасти, раскрывающейся на 120 градусов, был способен перекусить кости добычи. Жертву преследовал шагом, не прерывая погони, брал ее измором. Среди особых примет можно выделить 15-20 темных полос на спине, ближе к основанию хвоста и на задних лапах.

 

Тилацина из Австралии и Новой Зеландии вытеснили дикие собаки динго, завезенные сюда людьми. Более десяти тысяч лет сумчатые волки отстаивали свое право существования, но сохранились только на острове Тасмания, куда не добрались соперники. Местные аборигены питались тем же, чем и тилацин – опоссумами и валлаби. Хоть мясо самого сумчатого волка считалось деликатесом – это не мешало человеку и волку сосуществовать в мире и согласии. Однако и тех и других постигла одинаковая участь. Коренные тасманийцы вымерли, от завезенных европейцами болезней и кровавых конфликтов с непрошеными гостями. Тилацин вел скрытный и обособленный образ жизни, поэтому новоприбывшие поселенцы видели лишь четырех особей за двадцать лет.

 

Когда на остров завезли овец, сумчатый волк превратился из невидимки во врага номер один. В XIX веке большинство тилацинов были перебиты ради премии и меха, ставшего модным в светских кругах. Все это совпало с природной эпидемией среди волков.

 

В неволе хищник не приживался, отказывался от пищи и болел. Так в 1936 году умер последний сумчатый волк, содержавшийся в неволе на острове Тасмания. До сегодняшнего дня ходят только слухи о появлении тилацина. Его видели много человек, но никто из них не смог предоставить фотографии или хотя бы идентифицировать его следы.

 

Биологи ринулись на поиски сумчатого волка, но тщетно. Австралийские ученые пытались клонировать хищника, но неудачно. Странное создание человек – сначала уничтожает, а потом пытается исправить непоправимое.

 

Американский издатель Тед Тернер даже обещал награду в сто тысяч долларов тому, кто принесет известие о существовании сумчатого волка.

Link to post
Share on other sites

ორი მგლის იგავი

 

 

 

ამ პოსტში ერთ ძალიან საინტერესო ცხოვრებისეულ იგავს იხილავთ

 

დიდი ხნის წინ ერთმა მოხუცმა თავის შვილიშვილს ერთი ცხოვრებისეული ჭეშმარიტება გაუმხილა:

 

- თითოეულ ადამიანში მიდის ბრძოლა, რომელიც ძალიან ჰგავს ორი მგლის ჩხუბს. ერთი მგელი წარმოადგენს ბოროტებას: შურს, ეგოიზმს, ამბიციასა და სიცრუეს. მეორე მგელი წარმოადგენს სიკეთეს: მშვიდობას, სიყვარულს, იმედს, ჭეშმარიტებასა და რწმენას.

 

შვილიშვილი, რომლის გულსაც ეს ამბავი ძალიან შეეხო, დაფიქრდა, შემდეგ კი ჰკითხა:

 

- და ბოლოს რომელი მგელი გაიმარჯვებს?

 

მოხუცმა გაიღიმა და უპასუხა:

 

-ყოველთვის იმარჯვებს ის მგელი, რომელსაც შენ კვებავ.

:*:yes:

Link to post
Share on other sites

რთულია, დედამიწაზე მოიძებნოს მეორე ცხოველი, რომელსაც ადამიანზე ისეთი გავლენა ჰქონდა, როგორიც – მგელს. ნორვეგიულ მითოლოგიაში ისინი ღმერთები იყვნენ, ძველი რომაული ლეგენდით – რომულუსისა და რემუსის აღმზრდელები, შუა საუკუნეებში კი მაქციებზე, იგივე ადამიან-მგლებზე უამრავი თქმულება არსებობდა. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მგელი სავარაუდოდ იყო პირველი არსება, რომელიც ადამიანმა მოიშინაურა და მის შთამომავლებს დღეს შინაური ძაღლების სახელით ვიცნობთ. თუმცა თავად ეს პროცესი, რომელიც დაახლოებით 15 000 წლის წინ დაიწყო, დღემდე ბურუსითაა მოცული. სხვადასხვა დროს მგლები ჩვენთვის იყვნენ როგორც ყველაზე ახლო მეგობრები, ისე ყველაზე მძვინვარე მტრები.

 

 

 

 

 

● შავი მგლები ბუნებრივად არ ჩნდებიან.

სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ 2008 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შავ ბეწვზე პასუხისმგებელი მუტაცია მხოლოდ ძაღლებში იჩენს თავს, ასე რომ შავი მგელი წარმოადგენს რუხი მგლისა და შინაური ძაღლის შეჯვარების შედეგს. ეს მუტაცია გენეტიკაში გაბატონებული თვისებაა, როგორც მაგალითად მუქი თმა ადამიანებში და შთამომავლობის უმეტეს ნაწილს გადაეცემა. ჯერჯერობით ბოლომდე დაუდგენელია, რა უპირატესობა გააჩნია შავ ბეწვს ცხოველისთვის. ისინი სხვებზე წარმატებული ნადირობით არ გამოირჩევიან, თუმცა გარკვეულ ინფექციებთან ბრძოლისას აღენიშნებათ უფრო ძლიერი იმუნიტეტი. შავი მგლები ყველაზე მეტად ჩრდილოეთ ამერიკაში არიან გავრცელებული.

 

 

 

 

● კოიოტების დიდი ნაწილი რეალურად ჰიბრიდი მგელია.

იმ ადგილებში, სადაც მგლების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, გამრავლდა კოიოტების დაჯგუფებები. ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრმა მათგანმა გადაინაცვლა აღმოსავლეთში, მიაშურეს საგარეუბნო ტერიტორიებს და ისეთ დიდ ქალაქებსაც კი, როგორიცაა ნიუ-იორკი და ჩიკაგო. მეინის შტატში დაჭერილ 100 კოიოტზე ჩატარებულმა გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ 22 მათგანის წინაპრებში მგლები ერია. ასეთი კოიოტები მათ ჩვეულებრივ თანამოძმეებთან შედარებით უფრო დიდები არიან, თუმცა ზომებში მგლებს მაინც ვერ უთანაბრდებიან. ასევე ახასიათებთ არაჩვეულებრივი ეშმაკობა, ადამიანების მიმართ კი საერთოდ არ გამოხატავენ შიშს. თუმცა მგლებთან კავშირის შედეგად გამოყოლილი აქვთ ჯგუფური ნადირობის ინსტინქტები და მსხვერპლის მიმართ ავლენენ დიდ აგრესიას.

 

 

 

 

● მგლებში გავრცელებულია კანიბალიზმი.

მგლები საოცრად ოპორტუნისტური ხორცისმჭამელები არიან და დანაყრების შანსს არასდროს უშვებენ ხელიდან. პლანეტის ყველაზე არახელსაყრელ ადგილებში მობინადრე ეს არსებები ზოგჯერ იძულებული ხდებიან, მათი ხროვის დაავადებული ან სუსტი წევრებით გამოიკვებონ. თუკი მგელი ხაფანგში გაებმება, მონადირეებმა უნდა იჩქარონ და დროზე მიუსწრონ, თორემ შეიძლება სხვა მგლების საკბილოდ იქცეს, რომლებიც ნაწილებად დაგლეჯენ. როდესაც ორი ხროვა ხვდება ერთმანეთს, უმეტესწილად იმართება მძვინვარე შეტაკებები, ხროვის ლიდერები კი ხშირად ასეთ დროს იხოცებიან. ზოგჯერ მგლებს თავიანთი შთამომავლებიც კი მიირთმევენ.

 

 

 

 

● მგლის წონამ შეიძლება 90 კგ-ს მიაღწიოს.

მგლები მით მეტად იმატებენ წონაში და ზოგადად ფიზიკურ მონაცემებში, რაც უფრო შორს არიან ეკვატორისგან. ტროპიკულ არეალში მობინადრე მგლები ხშირად საშუალო ზომის ძაღლებს არ აღემატებიან, მაგრამ შორეულ ჩრდილოეთში (ალასკა, კანადა და რუსეთი) მყოფნი ზოგჯერ 55 კგ-ს აჭარბებენ. ყველაზე მძიმე მგელი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში მოუკლავთ, იყო 79.4 კგ წონის რუხი მგელი. ის აღმოსავლეთ ალასკაში გამოასალმეს სიცოცხლეს 1939 წლის 12 ივლისს. ყოფილ საბჭოთა უკრაინაში კიდევ უფრო დიდი მგელი მოკლეს – მისი მონაცემი 86 კგ-ს შეადგენდა. ასევე არსებობს დაუდასტურებელი მონაცემები 90 კგ-იან და უფრო დიდ წარმომადგენლებზე, რომლებიც სავარაუდოდ ხროვის მეთაურები იყვნენ და საკვებს ეძებდნენ.

 

 

 

 

● ცოფიანი მგელი უკიდურესად საშიშია.

მიუხედავად იმისა, რომ მგლები არ არიან ცოფის აქტიური გადამტანები, მაინც შეიძლება ეს დაავადება აიკიდონ სხვა სახეობასთან ურთიერთობის ქონისას. ეს სახეობები ძირითადად ენოტები და მელიები არიან. განსხვავებით სხვა ცხოველებისგან, რომლებსაც ცოფისგან ლეთარგია და დისორიენტაცია ემართებათ, მგლები საშინლად მძვინვარენი ხდებიან. დადასტურებულია, რომ ადამიანებზე თავდასხმის დიდი ნაწილი ცოფის მიზეზით ხდება. მართალია, მსგავსმა ინციდენტებმა დროთა განმავლობაში მკვეთრად იკლო, მაგრამ ყოველ წელს რაღაც დოზით მაინც ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველის ცოფისგან სამკურნალო პრეპარატები არსებობს, მგელი მიდრეკილია კისრის ან თავის არეში კბენისკენ, ამიტომ ვირუსი იმაზე სწრაფად აღწევს ტვინამდე, ვიდრე სამედიცინო ჩარევით მისი შეჩერება გახდება შესაძლებელი.

 

 

 

 

● ადამიანისთვის ყველაზე ნაკლებად სახიფათო ამერიკული მგელია.

ძალიან მცირეა იმ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, როცა აშშ-ისა და კანადის ტერიტორიაზე მგელი თავს დაესხა ადამიანს, ევროპასა და აზიაში კი ეს ცხოველები უფრო „ცელქები” არიან. ისტორიული მონაცემების მიხედვით, 1580-1830 წლებში საფრანგეთში 3000 ადამიანი მგლის კლანჭებში გამოეთხოვა სიცოცხლეს. შუა საუკუნეების ევროპაში დიდი გზების სიახლოვეს მოგზაურთათვის შენდებოდა სპეციალური სტრუქტურები, რათა თავი შეეფარებინათ და მოხეტიალე ხროვებს გარიდებოდნენ. ინდოეთისა და რუსეთის ტერიტორიაზე მობინადრე მგლებიც ცნობილი არიან ადამიანებზე თავდასხმისადმი მიდრეკილებით. I მსოფლიო ომის პერიოდში მოკავშირე და ცენტრალური ძალების შემადგენლობაში მყოფ ჯარისკაცებს ხანდახან უწევდათ, მოეგერიებინათ მგლები, რომლებიც სისხლის სუნს მოეზიდა და ომის ველზე მოსულიყვნენ.

 

 

 

 

● მგლები ზოგჯერ ძაღლებს მიირთმევენ.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთგვარად ნათესავები არიან (ერთიანდებიან ძაღლისებრთა ოჯახში) და თავისუფლად შეიძლება შეჯვარება, ბევრი მგელი განიხილავს ძაღლს, როგორც პოტენციურ საკბილოს. ბრძოლაში დიდი ძაღლებიც კი ხშირად მარცხდებიან, რადგან მათი ზომის მგლებს უფრო დიდი და ბასრი კბილები აქვთ და უფრო ძლიერად კბენაც შეუძლიათ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში მაწანწალა ძაღლები სერიოზულ პრობლემად იქცა, თუმცა ისინი მალე გახდნენ მგლების დიეტის შემადგენელი ნაწილი. ხშირად მარტოხელა მგელი ძაღლს გაიტყუებს ხოლმე და მიიყვანს ისეთ ადგილას, სადაც ხროვის სხვა წევრები არიან ჩასაფრებული. თავის დაცვისა და მოწინააღმდეგის დამარცხების შანსი აქვთ მხოლოდ ძალიან დიდ და უშიშარ ჯიშებს, როგორიცაა მაგალითად კავკასიური მეცხვარული ნაგაზი.

 

 

 

 

● შავი ჭირის შედეგად ადამიანები მგლების მენიუში შევიდნენ.

შავი ჭირი, რომელმაც შუა საუკუნეებში ევროპა გაანადგურა, შეიძლება იყოს ადამიანსა და მგელს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის მიზეზი. ამ პერიოდში უამრავი ადამიანი იხოცებოდა და მათ გვამებს ერთმანეთზე აწყობდნენ, რათა მოგვიანებით დაემარხათ ან დაეწვათ. ამის შედეგად ქალაქების ბოლოებში ხშირად იკრიბებოდნენ მგლები, რათა მათ სხეულებზე ენადიმათ. ამ გზით მგლების მრავალმა თაობამ გამოსცადა ადამიანის ხორცის გემო და როგორც ჩანს, საკმაოდ მოეწონათ. ამან ცხადია, იმდროინდელი გაუნათლებელი და ცრუმორწმუნე მოსახლეობა უკიდურესად დაზაფრა და ხელი შეუწყო მრავალი არასწორი აზრის წარმოშობასა და გავრცელებას, როგორიც იყო მითები მაქციებზე, ვამპირებსა და საფლავების მძარცველ დემონებზე.

 

 

 

 

● იგივე განმეორდა ყვავილის შემთხვევაშიც.

ყვავილი, რომელიც ამერიკის კონტინენტზე ევროპელმა მოსახლეებმა შეიტანეს, გამანადგურებელი შედეგის მომტანი აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ წარსულში მსგავს დაავადებასთან შეხება არასდროს ჰქონოდათ, მათი იმუნური სისტემა სრულიად უძლური იყო და ვირუსი ავადმყოფთა 80-90%-ს სიცოცხლეს ართმევდა. ფინელ-შვედი ბიოლოგი პერ კალმი 1748 წელს გაეშურა ამერიკის კონტინენტზე. მისი ჩანაწერებით ირკვევა, რომ რევოლუციური ომის (1775-1783 წწ) წინა პერიოდში ყვავილის დაავადება განსაკუთრებით გავრცელებული იყო აღმოსავლეთ სანაპიროზე. ადვილად მოსაპოვებელი საკბილოს აღმოჩენის გამო მგლები შეესივნენ ინდიელთა სოფლებს, ხარბად ნთქავდნენ გვამებსა და უმწეო ავადმყოფებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი აბორიგენი ამერიკელი პატივს სცემდა მგელს, მათაც დაეტყოთ შიში, განსაკუთრებით იმათ, ვინც ტყესთან ახლოს ცხოვრობდა, რადგან აქ უფრო დიდი იყო მგელთან გადაყრისა და უთანასწორო ბრძოლაში მოხვედრის შანსი.

 

 

 

 

● მგლები მსხვერპლს ცოცხლად ჭამენ.

როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, მგელი თითქმის ყველაფერს შეჭამს, რომ შიმშილით არ მოკვდეს, თუმცა განსაკუთრებით მაცდური მათთვის მსხვილი ჩლიქოსნებია (ირემი, ცხენ-ირემი, ხარირემი და ა.შ.). დიდი კატებისა და დათვებისგან განსხვავებით, მგლებს არ გააჩნიათ ანატომიური იარაღი, რომლის მეშვეობითაც ასეთ დიდ ცხოველებს სწრაფად მოუღებენ ბოლოს. ისინი ჯგუფურად ესხმიან თავს მსხვერპლს და ხელში რომ მოიგდებენ, ხორცების მოკბეჩას იწყებენ ბარძაყებიდან და შორისიდან, აგლეჯენ ფეხებს და უშიგნავენ მუცელს, სანამ მსხვერპლს გამოფიტვისგან ძალა არ გამოეცლება. ამის შემდეგ მგლები დაუყოვნებლივ ჭამას იწყებენ, მათი საკბილო კი გარკვეული დროის განმავლობაში ჯერ კიდევ ცოცხალია.

Link to post
Share on other sites

მითი--წითელი მგელი

 

 

 

ერთი შეხედვით, ქვეწარმავალს წააგავს, რადგან ზურგი ქერცლით აქვს დაფარული და კანზეც მომწვანო-მონაცრისფრო ფერი გადაკრავს. თუმცა ზოგი ამბობს, ქამელეონივითააო და ფერს იცვლისო. თავ-ზურგი ეკლიანი აქვს, ორფეხზე დადის და თუ მოინდომა, კენგურუსავითაც კარგად დახტუნავსო. ამ ცხოველს უკანა კიდურები ძლიერი და კარგად განვითარებული აქვს, წინა კი - მოკლე, თათზე სამი თითი აქვს და ძლიერი კლანჭები; სიმაღლე ჩვეულებრივ ერთნახევარ მეტრს არ აღემატება, თუმცა ალაგ-ალაგ ექვსმეტრიანი გოლიათებიც გამოერევიან. სახე ხან ძაღლს მიუგავს, ხანაც - პუმას; დამახასითებელი ნიშნები: დიდი ორკაპა ენა და უზარმაზარი ეშვები; გამოსცემს სისინა ან ჭრიჭინა, არაბუნებრივად თავზარდამცემ მჭახე ხმას; გაქცევისას უსიამოვნო, გოგირდის სუნს ტოვებს; იმასაც ამბობენ, როცა საზარლად ყმუის, საცრისოდენა თვალებს წითლად აკვესებსო. ამ დროს თუ შემოგხედათ, კაცი არაა თქვენი მშველელი, გულყრა გემართება და გული გერევაო. არაო, - აპროტესტებენ სხვები, - ეგრე კი არ არისო, ღამით გიგანტურ ღამურას ჰგავსო, შემოჰკრავს ამ თავის უზარმაზარ ფრთებს და დაფრინავს აღმა-დაღმაო. ძირითადად შინაურ წვრილფეხა საქონელს ემტერება, უმეტესად თხას, ისე შინაურ ფრინველზეც არ ამბობს უარს; თუმცა ხორცს არ ჭამს - მარტოოდენ სისხლს სწოვს მსხვერპლს; მაგრამ ხანდახან ზომა არ იცის და ამ სისხლს მთელი შიგნეულობაც მოჰყვება ხოლმე...

 

 

ეს არსება პირველად 1975 წელს გამოჩენილა პუერტო რიკოში. გასული საუკუნის 90-იან წლებშიც ამ მიდამოებში არაერთხელ დააფიქსირეს. ამავე პერიოდში მოუფიქრეს სახელიც: ელ ჩუპაკაბრა (El Chupacabra) დაარქვეს, რაც ესპანურად „თხისმწოველას" ნიშნავს. სულ მალე გაირკვა, რომ ჩუპაკაბრა ფართოდაა გავრცელებული თითქმის მთელ სამხრეთ ამერიკაში, კარიბის ზღვის კუნძულებზე, მექსიკაში და აშშ-ის სამხრეთ შტატებშიც კი (მაგ., არიზონასა და ტეხასში). ეს უცნაური არსება თავისუფლად დათარეშობს და შიშის ზარს სცემს ფერმერებს ტეხასიდან ჩილემდე; მის „თავხედობას" ხომ საზღვარი არა აქვს - ყოველწლიურად ათასობით „უმანკო" თხას, ცხვარს, ხბოს, ქათამსა თუ ბატს გამოსწოვს ხოლმე სისხლს. მოკლედ, ვამპირივითაა.

 

 

რა ლეგენდა აღარ დადის მითიური ჩუპაკაბრას შესახებ. არა, რა მითიურიო, - შემოგედავებიან, თუმცა ამ არსების არც ფოტო, არც სხეული, ან რაიმე სხვა ფიზიკური დამამტკიცებელი საბუთი არ გაგვაჩნია, დღემდე არც მეცნიერულად აღწერილა და არც სამეცნიერო (ლათინური) სახელი ღირსებია. ჩუპაკაბრა ჯერ კიდევ მხოლოდ ლათინოსი გლეხების ნაამბობსა და ფანტაზიაში ცხოვრობს (მარკესს რომ თავი დავანებოთ, მექსიკური სერიალებიდან ხომ მაინც ვიცით, რა უსაზღვრო და ხატოვანია მათი ფანტაზია). ამიტომაც ეს ჩვენი ჩუპაკაბრა ხან მწვანეა, ხან რუხი - ხანაც ფერს იცვლის, დიდი თვალები ხან წითლად უნათებს, ხან - ნარინჯისფრად, ხან ერთ მეტრს ძლივს აღწევს, ხან ექვს მეტრზე მაღალია, ხან დაფრინავს, ხან კი კენგურუსავით დახტის. მოკლედ ხან ასეთია, ხან - ისეთი; მაგრამ ყველას თავზარს სცემს... მორწმუნე ხალხს მიაჩნია, რომ ჩუპაკაბრა, არც მეტი არც ნაკლები, ეშმაკის მოციქულია, რომელიც საგანგებო დავალებით გამოაგზავნეს ჯოჯოხეთიდან.

 

 

ჩუპაკაბრას საფრთხე ჩვენ არ გვემუქრება, ჯერჯერობით გადარჩენილები ვართ. ეს არსება რატომღაც მხოლოდ ლათინოსებით დასახლებულ ტერიტორიებს ეტანება და, როგორც ჩანს, ვერაფრით დაიმკვიდრა თავი ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. თუმცა, საინტერესოა, რატომ არ მოსწონს ამერიკის ჩრდილო შტატები ან თუნდაც კანადა? თხა და შინაური ფრინველი ხომ იქაც ბევრია? შესაძლოა, სიცივეს ვერ იტანს და ჩრდილოეთის ზამთარს უფრთხის. ვინ იცის?! მაგრამ მიზეზი სხვა რამ უნდა იყოს. იქ, სადაც ძირითადად ანგლოსაქსური წარმოშობის ხალხი სახლობს, ჩუპაკაბრას ძალიან ძლიერი კონკურენტი ჰყავს - ეს დიდფეხა, ანუ „ბიგფუტია". აბა რომელი საკუთარი თავის პატივისმცემელი ბიგფუტი მოითმენს ჩუპაკაბრას თარეშს? ორიოდე სულელმა ჩუპაკაბრამ ალბათ სცადა კიდეც თეთრკანიანების სამფლობელოში შეჭრა, მაგრამ ძვირად დაუჯდა. მაშინვე ბიგფუტი გააბრტყელებდა ძირს დამპალი მსხალივით. ალბათ... ჰოდა, იფიქრა, სჯობს, სადაც ვარ, იქ დავეტიოო და ლათინოსებთან დარჩა. აი, ასე შეიქმნა მე-20 საუკუნეში ჩუპაკაბრას ლეგენდა. ვინ თქვა, რომ თანამედროვე სამყაროში მითები არ იქმნებაო. ჩუპაკაბრა მოდის, აბა, ჩქარა დაიძინეო, ჭამე, თორემ ჩუპაკაბრა მოვა და წაგიყვანსო, - დღესაც დაუცაცხანებენ ხოლმე დედები ჯიუტ შვილებს; ბიზნესმენები კი ჩუპაკაბრას მშვენივრად იყენებენ კომერციული მიზნებით. ლათინური ამერიკის არაერთ ქვეყანაში შეგიძლიათ შეიძინოთ ჩუპაკაბრას „ბრელოკი", მაცივრის მაგნიტი ან პლუშის სათამაშო, რომელსაც ყველასთვის კარგად ცნობილი წარწერა ამშვენებს: Made in China.

 

 

ალბათ იკითხავთ, რატომ ავიჩემე მაინცდამაინც ეს ჩუპაკაბრა? რითია ჩვენი ზღაპრული დევი ან ჭინკა ბიგფუტზე, ჩუპაკაბრაზე ან თუნდაც ლოხნესის მონსტრზე ნაკლები? მარტო იმიტომ, რომ ქართული პასპორტი აქვს და ევროპისკენ გზის გაჭრა უჭირს? მეც სწორედ მანდ ვარ. როგორც ჩანს, აქაც იკარგება ძირძველი ტრადიციები. ვიღას ახსოვს და ვიღას ეშინია ჩვენი საყვარელი ცხრათავიანი დევებისა და ონავარი ჭინკების? რა ხანია, აღარსად მსმენია ამბები ტყის ბინადრებზე, რომლებსაც ამობრუნებული ტერფები, უზარმაზარი ფრჩხილები და თმა აქვთ და გულისგამგმირავად სტვენენ; ან იმათზე, წიქარა-ხარებს რომ იპარავენ, სისხლიან-შიგნეულიანად გამოჭამენ, ტყავს კი პირს არ აკარებენ. ტრადიციული ტრაპეზის მერე კი ძვლებს ტყავში ყრიან, სულს შეუბერავენ და ჩვენი წიქარაც ცოცხლდება და სახლში საღ-სალამათი ბრუნდება... რა სამწუხაროა, რომ ასეთი „კეთილშობილი" ჭინკები თითქმის გადაშენდნენ და მიზეზს აღარ იკითხავთ? ამხელა ტრადიციების მქონე არსებები მოულოდნელად სრულიად უძლური აღმოჩნდნენ ამ ოციოდე წლის წინ ქვეყანაში შემოჭრილი „წითელი მგლების" წინაშე. თავად განსაჯეთ, აბა რა შანსი ექნებოდა საშუალო სტატისტიკურ ჭინკას ამ გადამთიელ, სასტიკ და სისხლისმსმელ მტაცებელთან შედარებით, რომელიც არად დაგიდევს ჩვენებურ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს? ეტყობა გავლენებმა იმუშავა, ამ ოციოდე წლის წინ საქართველოში წითელი მგლის არსებობაზე ალაპარაკდნენ...

 

 

 

ამბობენ, რომ წითელი მგელი ჩვენებურ მგელზე სწრაფიც არის, დაუნდობელიც და სისხლისმსმელიც, რომ თხასავით დარბის აღმართსა და ციცაბო კლდეებზე, უკანა კიდურები ძლიერი და წინასთან შედარებით გრძელი აქვს... იმასაც გეტყვიან, რომ ამ საზიზღარმა წითელმა მგლებმა სწრაფად გაანადგურეს ჩვენს ტყეებში ირმები და ახლა ჯიხვებსაც დაერივნენ! (მწარედ ცდებოდით, თუ აქამდე გეგონათ, რომ საქართველოში ირემი იმიტომ გაწყდა, რომ იმ ავადსახსენებელი არეულობისა თუ არეულობისშემდგომ წლებში ბრაკონიერებმა ავტომატებით ხოცეს! შემთხვევით ისიც ხომ არ გეგონათ, რომ ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჯიხვებს პირდაპირ ვერტმფრენიდან ხოცავდა?). ისე, ზოგიერთებისთვის კარგი მიზეზია: თუკი რამე უბედურება სჭირს საქართველოს ტყეებს, ველებსა და ნადირ-ფრინველს, ლამისაა ყველაფერი წითელ მგლებს გადააბრალონ. ამიერიდან ტყეში რომ წახვალთ, ჭინკების კი აღარ უნდა გეშინოდეთ, არამედ - წითელი მგლებისა. მართლაც ასეა. სადაც არ უნდა წახვიდეთ, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შემოგჩივლებენ ამ საშინელი მტაცებლის მომრავლების ამბავს და თავნება ბავშვებსაც უკვე წითელი მგლებით აშინებენ (საინტერესო იქნება წითელქუდას ახალი ვერსიის მოსმენა - „წითელქუდას გზად წითელი მგელი გადაეყარა", ან „ბებია, ბებია, რატომ გაქვს ასეთი წითელი ბეწვი?"). განსაკუთრებით ფართოდ წითელი მგლების ამბავი მონადირეთა და მეცხვარეთა შორის გავრცელდა. თუმცა, თვით ამბავმა და ადამიანთა წარმოდგენებმა წითელი მგლის ფიზიკურ მახასიათებლებსა თუ ქცევაზე დროთა განმავლობაში სერიოზული ევოლუცია განიცადა, პრინციპში ისევე, როგორც თავის დროზე ყველა ლეგენდამ. ადამიანის ფანტაზიას რა გამოლევს?! სამხრეთ ამერიკელებისა არ იყოს, ჩვენც არ ვუჩივით წარმოსახვის ნაკლებობას. ჰოდა, შეიქმნა ათასგვარი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გამოჩნდა წითელი მგელი საქართველოში. ახლა უკვე იმის გარკვევაც კი გაძნელდა, საერთოდ რას გულისხმობენ, „წითელი მგელიო", - რომ ამბობენ. ახია ჩვენზე! ასე იცის გაუცხოებამ, თორემ რას ვერჩოდით ჩვენს ჭინკებსა და ტყის ბინადარ ალებს? შეიძლება კომპიუტერული თამაშებისა და ჰოლივუდის სპეცეფექტების მერე ისეთი საშიში აღარ გვეჩვენება? ასეა თუ ისე, ხალხს რაღაც ახალი მოუნდა და ლეგენდაც შეიქმნა. ლეგენდის გმირი ძველი მგელია, ოღონდ ახალი, წითელი ფერით. ჩუპაკაბრასი არ იყოს, წითელი მგლის სახელი დღეს ყველას პირზე აკერია. ბევრ მონადირესა და მეცხვარეს „უნახავს", მაგრამ ყველაზე გამოცდილ მონადირესაც კი წითელი მგლის დანახვაზე ელეთ-მელეთი ემართება და ჩახმახს ვეღარ პოულობს. ამიტომ ეს მგელი არც არასდროს მოუკლავთ და, შესაბამისად, მეცნიერებასაც მისი არსებობის შესახებ არანაირი ფიზიკური სამხილი არ გააჩნია იმისათვის, რომ გაირკვეს, რა ფენომენთან გვაქვს საქმე - მოწითალო რუხ მგელთან, ნამდვილ წითელ მგელთან თუ „მგლისფერ" ძაღლთან. ამასობაში კი ლეგენდას ლეგენდა მოსდევს...

 

 

თავდაპირველი ვერსიით, წითელი მგლები საგანგებოდ გაუშვეს საქართველოში, რადგან ეს სახეობა მსოფლიოს მასშტაბით გადაშენების პირასაა მისული და ვიღაც-ვიღაცეებმა გადაწყვიტეს, საქართველოში კარგი ბუნებაა, იქნებ ერთი-ორი მგელი გავუშვათ ტყეში და ეს სახეობაც გადარჩებაო. ვერსია იმდენად აბსურდული იყო, რომ კომენტარის გაკეთებაც კი ძნელი აღმოჩნდა. მერე გაირკვა, რომ ეს ვიღაც-ვიღაცეები იყვნენ საერთაშორისო და ქართული ორგანიზაციები, რომლებიც სინამდვილეში თავად იბრძოდნენ იმისათვის, რომ უცხო სახეობების შეყვანის მავნე ტრადიცია ერთხელ და სამუდამოდ აღმოეფხვრათ მთელ მსოფლიოში. მთავარი ისაა, რომ ამ ვერსიაში, როგორც ჩანს, იგულისხმება მტაცებელი ცხოველი, რომელსაც რუსულად და ქართულად მართლაც „წითელ მგელს" ეძახიან, ხოლო სხვა ენებზე უწოდებენ „დოლს" ან „აზიურ გარეულ ძაღლს" (ეს უკანასკნელი მეცნიერულად ყველაზე გამართლებული სახელია), ლათინურად - Cuon alpinus. ამ ცხოველს ყველანი კარგად იცნობთ კიპლინგის „ჯუნგლების წიგნიდან", ან თუნდაც ძველი და ბევრი ჩვენგანისთვის საყვარელი რუსული მულტფილმიდან, „მაუგლიდან". სინამდვილეში ეს წითელი მგელი თუ აზიური გარეული ძაღლი ძალიან ლამაზი, უცნაური და მართლაც გადაშენების დიდი საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველია. იგი უმეტესად წითური ფერისაა, ზომა კოლის ჯიშის ძაღლისა აქვს და ძალიან ჭკვიანი და მოხერხებული მტაცებელია, მართლაც იოლად გადაადგილდება რთულ რელიეფზე და ხშირად მრავალრიცხოვან ხროვებს ქმნის; ძლიერი კიდურებისა და საოცარი მოქნილობის წყალობით სიგრძეზე და სიმაღლეში ხტომის უნიკალური უნარი აქვს და 2,5 მეტრის სიმაღლის ბარიერიც კი შეიძლება თავისუფლად გადალახოს. აღსანიშნავია, რომ ძაღლისებრებს შორის მას ყველასგან განსხვავებული, უნიკალური დენტალური (კბილების) ფორმულა აქვს. ამიტომ, მოკლული ცხოველის იდენტიფიკაცია სირთულეს არ წარმოადგენს და შეუძლებელია ძაღლში ან მგელში აერიოს კაცს. ამავე დროს, ალბათ ერთადერთი ძაღლისებრია, რომელსაც სტვენა შეუძლია, ასევე შეუძლია კატასავით კნავილი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ქათამივით კრიახიც კი. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ მტაცებელს არც არასდროს უცხოვრია საქართველოში და არც ახლა ცხოვრობს (თუ კუდიანი დედაბრებისა გჯერათ, იმათ კი შეიძლება ჰყავდეთ დაბმული ერთი-ორი, ვერაფერს გეტყვით). აზიური გარეული ძაღლის ბუნებრივი არეალი ისტორიულად მოიცავდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, თუმცა ამჟამად ბევრგან გადაშენებულია და სადაც არის, იქაც თითოოროლაღა დარჩა. მოკლედ, ეს ის არ არის, რასაც ჩვენი მეცხვარეები ასე უფრთხიან.

 

 

საქართველოში „შემოჭრილი" წითელი მგლის მეორე, თუმცა ნაკლებად სავარაუდო, კანდიდატი სახეობა შეიძლება ყოფილიყო ამავე სახელის ძაღლისებრის ერთი სახეობა, რომელსაც მეცნიერულადაც „წითელი მგელი" ჰქვია, ლათინურად - Canis rufus. იგი ჩვენებური რუხი მგლის ახლო ნათესავი, ფაქტობრივად, „ბიძაშვილია" და ახლა აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებშია მხოლოდ შემორჩენილი. ეს სახეობაც გადაშენების ზღვარზეა და დიდი მუშაობა მიდის მის გადასარჩენად, მაგალითად, ჩრდილოეთ კაროლინაში წარმატებით ხორციელდება მგლის ამ სახეობის რეინტროდუქცია, ანუ ბუნებაში დაბრუნება. ჩვენთან კი ეს ნამდვილი წითელი მგელი არასოდეს ყოფილა, საწყალი, სადაც არის, იქაც ძლივს არის.

 

 

ამ ბოლო პერიოდში წითელი მგლის ამბის კიდევ ერთი ვერსიაც გაჩნდა. ამ ვერსიით, წითელი მგლები თურმე ადამიანებს კი არ შემოუყვანიათ, არამედ თავისი ფეხით მოსულან, არც მეტი არც ნაკლები, ჩეჩნეთიდან. ჩეჩნეთში რომ ომი იყო, დამფრთხალი ნადირი ჩვენკენ გამოქცეულა და წითელი მგელიც უკან გამოჰყოლია, რა ექნა, ჭამა ხომ უნდოდა? თითქოს ვერაფერს იტყვი, წინა ვერსიებთან შედარებით ბევრად დამაჯერებელიცაა და მომხიბვლელიც! თანაც კავკასიონზე რომ ცხოველები გადი-გადმოდიან, ამაში გასაკვირი არაფერია. უჩვეულო მხოლოდ ის არის, რომ თურმე ნუ იტყვით და, ჩვეულებრივ „ქართველ" რუხ მგლებთან შედარებით, ეს ოხერი „ჩეჩენი" მგლები განა მარტო სხვა ფერისანი არიან - წითლები, ჩვენებურებზე უფრო საშიში, მოხერხებული და სისხლისმსმელებიც ყოფილან. კიო, ჩვენი თვალით ვნახეთო, კისერი მომჭერითო, - გიმტკიცებენ თვითმხილველები, ისეთი წითელი იყოო... მოიცა, მოიცა, წითელიო?

 

 

პირველ რიგში, მოდით ფერის ამბავი გავარკვიოთ. ჩვენთან გავრცელებული მგლის ერთადერთ სახეობას „რუხი მგელი" ჰქვია (ლათინურად Canis lupus), ზღაპრებშიც ასეა: მოვიდა რუხი მგელი. რეალურად კი ამ ცხოველის შეფერილობას დიდი დიაპაზონი აქვს - თეთრით დაწყებული და ნახშირივით შავით დამთავრებული. თუმცა, უმეტესად მორუხო, მოყავისფრო და ხშირად მოწითალო ფერი სჭარბობს. ამიტომ ბევრი მგელი, სრულიად ბუნებრივად, მოწითალო შეფერილობის შეიძლება იყოს, საქართველოშიც, ჩეჩნეთშიც და სხვაგანაც. ხოლო თუ თავიდანვე წითელი მგლის მითები გიტრიალებთ თავში და თან განათებამაც ხელი შეგიწყოთ, რა გასაკვირია, თუ ჩვეულებრივი, „ტრადიციულ რუხ ქურქში გამოწყობილი", მგელიც კი ძალიან წითლად მოგეჩვენოთ. კი მაგრამ, მაშინ რუხი მგელი რატომღა ჰქვიაო, - იკითხავთ.

 

 

ამას მარტივი ახსნა აქვს. გარდა იმისა, რომ მორუხო შეფერილობა მართლაც მეტ-ნაკლებად ტიპიურია ამ სახეობაში, ბიოლოგიურ სახეობათა დასახელებებში ფერის დასახელებას ხშირად მხოლოდ პირობითი მნიშვნელობა აქვს. ამის კლასიკური მაგალითია თეთრი და შავი მარტორქები: თეთრი მარტორქა ისეთივე „თეთრია", როგორც შავი მარტორქა, და შავი მარტორქა ისეთივე „შავია", როგორც თეთრი მარტორქა: შეფერილობით მათ შორის განსხვავება საერთოდ არ არის და ორივე ღია მორუხო-მოყავისფროა. თავიდან თეთრს თეთრი შეცდომით დაარქვეს და მერე იფიქრეს, მოდი, ახლა ავდგეთ და მეორეს შავი დავარქვათო, ერთმანეთისგან სახელით რომ განვასხვავოთო. ასე რომ, რა გასაკვირია, რომ ამ ჩვენი ნამდვილი „ქართული" რუხი მგლის ბეწვს ზოგჯერ მოწითალო ელფერი დაჰკრავს.

 

 

მითიურ წითელ მგელზე იმასაც ამბობენ, ქართულ მგელზე ბევრად უფრო სასტიკი და მოხერხებულია და იმ ადგილებშიც კი ნადირობს, სადაც ჩვენი მგელი ვერ ნადირობდა, მაგალითად, კლდოვან ალპურ ზონებშიო. აქაც არაფერია უჩვეულო. მთიან ზონაში მცხოვრები მტაცებელი მთაში ნადირობასაა შეგუებული. მეტი რა გზა აქვს, უნდა შეეგუოს, თუ არ შეეგუება და... თუმცა მაინც საწყენია, რითია „ქართველი" მგელი „ჩეჩენ" მგელზე ნაკლები? ჩეჩნეთიდან მგლები თუ გადმოვიდნენ, აქაც არაფერია უცნაური. ომი ცხოველებსაც არ უნდა უყვარდეთ. თუმცა არც მანამდე აკლებდნენ აქეთ-იქით სიარულს, რა, მესაზღვრეები დააკავებდნენ თუ გზა დაებნეოდათ? (ცნობისათვის, მგელი ძალიან ჭკვიანი ცხოველია და ადამიანის მსგავსად შეუძლია გონებაში საკმაოდ დიდი ტერიტორიის წარმოსახვითი რუკა შექმნას, რომლის საშუალებითაც იოლად ორიენტირებს). ამასობაში სულ დამავიწყდა მთავარი მეთქვა, ჩეჩნეთშიც ისეთივე რუხი მგელი ცხოვრობს, როგორც საქართველოში. მაგრამ უბედურება სხვა რამეა. „ჩეჩნური" და „ქართული" მგელიც იქ მიდის და იქ ნადირობს, სადაც მსხვერპლია. საქართველოში კი, მოგეხსენებათ, ბოლო ათწლეულებში რაც მოხდა: ტყეში ნადირი აღარ დავტოვეთ და წყალში - თევზი. იმ ცხოველებმა, რომლებიც ბრაკონიერთა მასობრივ შეტევას გადაურჩნენ, შედარებით მაღალ და მიუვალ ადგილებს შეაფარეს თავი. და მგელსაც რა ექნა? არჩევანი აღარ დარჩა: ან მეცხვარეს უნდა მოსტაცოს ცხვარი (და მერე რაც მოუვა, თავის თავს დააბრალოს), ან იმ ადგილებში წავიდეს სანადიროდ, სადაც ველური მსხვერპლი ეგულება. ძველები რომ იხსენებენ, მგელი იყო ტყეში და იქ ნადირობდაო, იმასაც ამბობენ, ის ტყეები ნადირით იყო სავსეო და ჩვენც კარგად ვხეირობდითო. ისიც მახსოვს, ცხონებული ბაბუაჩემი რომ ტრაბახობდა, ახალგაზრდობაში საღორიის ტყეში დავდიოდი სანადიროდო. აბა, ახლა წადით იქ და რას მოინადირებთ, მაგასაც ვნახავ! ჰოდა, მგელიც ასეა. იქ მიდის, სადაც ჯერ კიდევ დარჩა რამე მოსანადირებელი, თორემ აბა ჰკითხეთ, თუ ეხალისება სიპ კლდეებზე ხეტიალი. მოკლედ, დაგვეჩაგრა ეს ჩვენი რუხი მგელი, მართლაც იქ ნადირობს, სადაც ადრე არც კი იკადრებდა სანადიროდ ასვლას. ალბათ ფიქრობს, რა დღეში ჩამაგდეს ამ ადამიანებმაო.

 

 

მე მგონი სიტყვა გამიგრძელდა. მაგრამ ამდენი იმიტომ ვწერე, რომ დამიჯეროთ, ლეგენდაა ეს ყველაფერი. არ არის წითელი მგელი საქართველოში და არც არასოდეს ყოფილა. თუ მგელს გადაეყარეთ, ეს ისევ ის ჩვენი ძველი ნაცნობი რუხი მგელია... ისე, ქვეყნად ყველაფერი ხდება და არც ის გამიკვირდება, ხვალ რომ CNN-ზე ცოცხალი ან თუნდაც მოკლული რეალური ჩუპაკაბრა აჩვენონ...

Link to post
Share on other sites

ძუ მგელი და განდეგილი

 

 

პატარა გამოქვაბულში, რომელშიც ერთი ადამიანი ძლივს დაეტეოდა, ოდესღაც ერთი ბერი ცხოვრობდა. ტრაპეზის დროს მას ხშირად ესტუმრებოდა ძუ მგელი, რომელიც მანამ იჯდა გამოქვაბულის კარებთან, სანამ განდეგილი საკვებს არ გამოუტანდა. მგელი განდეგილს ხელს ულოკავდა მადლობის ნიშნად და მიდიოდა. ერთხელ განდეგილმა სტუმრად მოსული ძმა გააცილა და გამოქვაბულში გვიან დაბრუნდა. ტრაპეზის დროს, ჩვეულებრივ, მგელი გამოქვაბულთან მივიდა, მაგრამ არავინ გამოეგება. მხეცი ცარიელ კელიაში შევიდა და გულმოდგინედ დაათვალიერა იქაურობა. კელიის კედელზე კალათი ეკიდა, შიგ ხუთი პური იდო. მგელმა ერთი პური შეჭამა და წავიდა.

გამოქვაბულში დაბრუნებული განდეგილი უმალ მიხვდა, ვინ ჩაიდენდა ამ დანაშაულს.

რამდენიმე დღის განმავლობაში მგელი არ გამოჩენილა, თითქოს თავის კეთილისმყოფელთან შეხვედრას უფრთხოდა. მეუდაბნოე ამის გამო ძალიან სწუხდა. შვიდი დღის შემდეგ მგელი ისევ ესტუმრა განდეგილს ტრაპეზის დროს, მაგრამ იმდენად დარცხვენილი ჩანდა თავისი საქციელით, რომ ახლოს მისვლა ვერ გაბედა. მოშორებით იჯდა და აშკარად ეტყობოდა, რომ ინანიებდა თავის საქციელს.

განდეგილმა მგელს მოუხმო, თავზე ხელი გადაუსვა და ორმაგი ულუფით გაუმასპინძლდა. შენდობამიღებული მგელი გამხიარულდა და იმ დღიდან ისევ გააგრძელა მეუდაბნოესთან სტუმრობა.

Link to post
Share on other sites

ჩეჩნეთის ჰიმნი

 

ღამით, როცა ძუ მგელი

ლეკვებს ყრიდა კლდეში,

ჩვენც მაშინ დავიბადენით,

მგლის ძალაა ჩვენში,

მგლის ძარღვებით შეგვკერეს,

მგლის გული სცემს მკერდში.

 

ღამით ჯიქის ღრიალში

იჩქერიად გვიხმეს,

მთები-ჩვენი მშობლები,

შემოგვერტყნენ ციხედ.

კლდეზე ჯიხვის გაფრენა

მამებისგან ვიცით,

ხოლო დედებისაგან

ერთგულების ფიცი.

 

არ დავუთმობთ, ეს მიწა

რომ გადგვექცეს დენთად,

მთები ჩვენთან არიან,

უფალია ჩვენთან,

სიმღერებით კურნავენ

ჩვენს ჭრილობებს დები,

ხოლო სატრფოს თვალებით

დაგვყურებენ მთები.

 

ღამით, როცა ძუ მგელი

ლეკვებს ყრიდა კლდეში

ჩვენც მაშინ დავიბადენით

მგლის ძალაა ჩვენში.

Link to post
Share on other sites

მგელი ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველია; მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი, ძაღლისებრთა ოჯახისა. ბინადრობდა თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც ტყეში, ასევე მინდვრებში, ნახევრად უდაბნოებში და ყინულოვან არქტიკულ ტუნდრებშიც.

მგელი დღეს საქართველოს სოფლებისთვის სერიოზული პრობლემად იქცა. მრავალი ფაქტი დაფიქსირდა მოსახლეობაზე მგლების თავდასხმისა.

 

რამ გამოიწვია მტაცებელთა ასეთი სასტიკი თავდასხმა მოსახლეობაზე. აღნიშნულ უწყებაში ჯერჯერობით ამ კითხვას ვერ უპასუხეს და მგლების გააქტიურების მხოლოდ ზოგად მიზეზებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ტყეში ჩლიქოსნების შემცირებამ მტაცებელს დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმისკენ უბიძგა. ტყეში ჩლიქოსნების შემცირების უმთავრეს მიზეზად ბრაკონიერობას ასახელებენ. ბიოლოგების ერთი ნაწილი კი დღემდე კატეგორიულად ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი ისევ მგლები, მათ შორის, საგანგებოდ მოშენებული წითელი მგლები არიან. ბიოლოგების – ტარიელ კაპანაძისა და ალექსი არაბულის თქმით, რამდენიმე წლის წინ საქართველოში ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ «ნაკრესმა» უცხოური გრანტების მეშვეობით შემოიყვანა და გაამრავლა წითელი მგელი, რომელიც თურმე დაბალი ფეხებისა და მოქნილი სახსრების წყალობით ჯიხვსა და ნიამორს დასდევს კლდეებში. საინტერესოა, როგორ უნდა დაიცვას ხალხმა თავი გაავებული მტაცებლისგან, რომლის მოკვლაზეც სახელმწიფოსგან ჯარიმაა დაწესებული.

ჩვენ შევეცდებით მოგაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში გავრცელებული რუხი მგლის და წითელი მგლის შესახებ:

წითელი მგელი

წითელი მგელი ძაღლისებრთა ოჯახის ერთ-ერთი საინტერესო, საკმაოდ მსხვილი წარმომადგენელია. მისი სხეულის სიგრძე 76-100 სმ-ია, კუდის - 28-48 სმ, წონა - 14-21 კგ. გარეგნულად ერთდროულად ჰგავს მგელსაც, ტურასაც და მელასაც. შემოსილია ხშირი გრძელი ბეწვით. კუდი ძალიან გრძელი აქვს და ფაფუკი, მაგრამ მელასგან განსხვავებით მისი ბოლო თითქმის შავია. თავი საკმაოდ განიერი აქვს, შედარებით მოკლე და წაწვეტებული დრუნჩით, დიდი დაცქვეტილი ყურებით. ზაფხულში სხვადასხვა ტონალობის მეწამულისფერ-ჟღალია, ზამთარში - რუხი-ჟღალი.

მიუხედავად სახელწოდებისა, ეს ცხოველი ჩვენებური რუხი მგლის საკმაოდ შორეული თანამოძმეა. სხვათაშორის, არცთუ შორეულ წარსულში წითელი მგლის არსებობას ადასტურებდნენ ჩრდილოეთ ამერიკაშიც, მაგრამ საბოლოოდ დადგინდა, რომ ამერიკული „წითელი მგელი” რუხი მგლისა და კოიოტის ჰიბრიდია.

წითელი მგლის გავრცელების ძირითადი არეალია: ცენტრალური და სამხრეთ აზია, ინდოჩინეთი, მალაკის ნახევარკუნძული, კუნძულები სუმატრა და იავა. შედარებით ნაკლებია შორეულ აღმოსავლეთში, დასავლეთ საიანებსა და შუა აზიაში. ალექსი არაბულის ცნობით, ეს აბეზარი მტაცებელი გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით (მათი სამეცნიერო ცენტრი ჩვენთანაც არსებობს), საქართველოშიც შემოიყვანეს. იგი ნახეს ლაგოდეხისა და ლიახვის ნაკრძალში. ერთი მათგანი მოინადირეს კიდეც და აღწერეს.

წითელი მგელი თითქმის ყველგან მაღალმთიანეთში ბინადრობს და ხშირად ალპურ ზონამდე ადის. იგი ტიპური მტაცებელია. თავს ესხმის ტყის ნებისმიერ ბინადარს, მაგრამ მისი ძირითადი საკვები გარეული ჩლიქოსნებია. ჩვენთან - ირემი, არჩვი და ჯიხვი. არეალის სამხრეთ ნაწილში უშიშრად შედის დასახლებულ პუნქტებში და შინაურ საქონელსაც აზიანებს. ცნობილია, რომ წითელი მგლები უპირატესად დღისით, სხვადასხვა მეთოდით ნადირობენ. წვრილ მღრნელებზე და კურდღლებზე - ცალკეულად, ხოლო მსხვილ ცხოველს ხროვად ესხმიან თავს. ხროვა, რომელშიც ყველაზე ხშირად 15-20 ცხოველია, ორგანიზებულად, შეთანხმებულად მოქმედებს და კამეჩსაც კი იმორჩილებს.

დაუნდობელი მტაცებლები მხსვერპლს ყნოსვით ეძებენ და პოულობენ. თუ ადვილად ვერ ჩაიგდეს ხელში, მაშინ იწყება ხანგრძლივი დევნა, რომლის დროს დამახასიათებლად წკმუტუნებენ.

ისინი ტურასთან და მელასთან შედარებით ნელა დარბიან, მაგრამ განსაკუთრებულად ამტანები არიან და მსხვერპლს მანამდე სდევენ, სანამ მას ძალა არ გამოეცლება. როცა მსხვილ ცხოველს დაეწევიან და ალყაში მოაქცევენ, მგლები სხვადასხვა მხრიდან, მორიგეობით ჩაურბენენ ხოლმე, კბილს გაჰკრავენ და ჭრილობებს აყენებენ. ცნობილია ისეთი შემთხვევებიც, როცა მგლები მოხერხებულად იყენებენ რელიეფის თავისებურებას - თავიანთ მსხვერპლს გზებს უჭრიან და აიძულებენ იმ მიმართულებით გაიქცეს, სადაც ფრიალო ხრამებია და განწირული ცხოველი კლდიდან იჩეხება. წითელი მგლები იშვიათად დათვსაც კი ესხმიან თავს.

 

 

ამ ცხოველის ოჯახურ ხროვებად ნადირობის ისტორიები ლეგენდების სახით არის შემორჩენილი, ზოგიერთი მათგანი მხატვრულ ლიტერატურაშიც არის აღწერილი. კაპლინგი თავის ცნობილ „მაუგლიში“, „დეკანის წითელ ძაღლებში” (რომლებსაც თითებს შორის ბეწვი ეზრდებათ) სწორედ წითელ მგლებს გულისხმობდა.

წითელი მგლის გამრავლების ბიოლოგია არასაკმარისადაა შესწავლილი. ისინი მკაცრი მონოგამები არიან - ხვადები თავგამოდებით იცავენ და მონაწილეობას ღებულობენ მოზარდი თაობის აღზრდაში. მძუნაობა იანვარ-თებერვალში მიმდინარეობს. მაკეობა 62-64 დღეს გრძელდება. ლეკვები აპრილში იბადებიან. ნაყარში საშუალოდ 5-9 ლეკვია, რომელთა წონა 200-350 გრამია. ახალ დაბადებულები მოკლე, მუქი ფერის ბალნით არიან დაფარულნი. კბილები ორ კვირაში ამოსდით. 70-80 დღეში ლეკვები ბუნაგს ტოვებენ (წითელი მგლები სოროს არ თხრიან, თავშესაფრად ბუნებრივ გამოქვაბულებს და კლდეთა შორის არსებულ ნაპრალებს იყენებენ). 7 თვის ასაკის ცხოველები ზომით მშობლებს უტოლდებიან და კოლექტიურ ნადირობებში ერთვებიან. სქესობრივ სიმწიფეს კი 2-3 წლის ასაკში აღწევენ.

 

რუხი მგელი

ჩვენებური რუხი მგელი აღმოსავლეთ ევროპულ ნაგაზს („ავჩარკას”) ჰგავს, ზოგი ფიქრობს, რომ მარტოხელა მონადირეა, მაგრამ ცნობილია, რომ ისინი ხროვებადაც ცხოვრობენ. სიგრძეში რუხი მგელი 105-დან 160 სანტიმეტრამდე იზრდება, 35-50 კილოგრამს იწონის, იშვიათად 75-საც.

იკვებება როგორც შინაური, ისე გარეული ჩლიქოსნებით, კურდღლებით, ძაღლებით, წვრილი მღრღნელებით.

გამრავლების პერიოდში წყვილებად ცხოვრობენ. გვიან შემოდგომაზე და ზამთრის დასაწყისში ერთიანდებიან ხანდახან 10-12 წევრიან ჯგუფებად. გაზაფხულზე, 62-65 დღიანი მაკეობის შემდეგ ძუ მგელი აჩენს სამიდან 13-მდე, უფრო ხშირად 5 ბრმა ლეკვს, რომელთაც 10-13 დღეში აეხილებათ თვალი. როდესაც ლეკვები წამოიზრდებიან, ძუ მგელს ისინი მდინარეზე მიჰყავს და აკვირდება როგორ სვამენ წყალს. მგელი წყალს სხვამს ისე, როგორც საქონელი, შესრუტვით. მაგრამ ხდება, რომ ლეკვებს შორის გამოერევა ისეთი, რომელიც ძაღლივით თქვლეფს წყალს. ძუ მგელი მას დაუყონლებლივ შეჭამს ხოლმე.

ზოგნი ირწმუნებიან, ვითომ მგელი ტყის სანიტარია და დაავადებულ ცხოველებს ჭამს. მგელი უსაფრდება მობალახე ცხოველებს, ელოდება როდის მიუახლოვდებიან, მერე წამოხტება და რომელიც დაფრთხება და ჯოგს გამოეყოფა, იმას გამოეკდიება. მანამდე მისდევს, სანამ არ დაღლის, წააქცევს და ისე იმორჩილებს.

საინტერესოა, რომ წყვილები სიცოცხლის ბოლომდე ერთმანეთის ერთგულნი რჩებიან, შვილები რომ გაიზრდებიან, მიდიან „ოჯახიდან” და თვითონაც ქმნიან „ოჯახს.” ძუ მგელი გამრავლებისთვის მზად არის 2-3 წლის ასაკში, ხვადი 5 წლისა უნდა იყოს. ძუ მგელს დაუძლურებული, მოხუცი „ქმრისთვის” რბილი ნაჭრები მიაქვს ბუნაგში.

მგელს სოფლის მეურნეობისთვის სერიოზული ზარალი მოაქვს და ამ 20-25 წლის წინ მასზე ნადირობა ნებადართული იყო ნებისმიერ დროს. 500 მანეთი პრემიაც იყო დაწესებული. ამიტომ მონადირეებს საგანგებო მეთოდიც ჰქონდათ შემუშავებული მგელზე სანადიროდ. ცნობილია, რომ მგლები ყმუილით ეხმიანებიან ერთმანეთს. ზოგიერთ მონადირეს შეეძლო მათი ხმების მიბაძვა და მიუხედავად იმისა, რომ მგელი ძალიან ფრთხილი ცხოველია, მაინც ტყუვდებოდა ხოლმე.

თუ მონადირე ნახავდა მგლის მიერ მოკლულ ცხოველს, იმავე ღამეს წაიყვანდა თავის მეწყვილე მონადირეს. ორი იმიტომ იყო საჭირო, რომ მგელი შორიდან უვლიდა თავის მიერ მოკლულ მსხვერპლს, რომ დარწმუნებულიყო ახლო-მახლო ადამიანის ნაკვალევი არ არისო. მისთვის „ეჭვი რომ გაეფანტათ” ერთი მონადირე შეისვამდა მეორეს ზურგზე, 80-100 მეტრიდან მიიყვანდა ახლოს, დატოვებდა ბუჩქებში, თვითონ გამობრუნდებოდა, მგელი მოივლიდა იქაურობას, ნახავდა, რომ ერთი ადამიანი მოსულა და წასულა, მეორეს ნაკვალევი (სუნი) არ არის. მგელი დაიყმუვლებდა, ჩასაფრებული მონადირე გამოეხმაურებოდა და „სრული ნდობა” მოპოვებული იყო. ასე ახერხებდნენ მგლის მოკვლას და კარგ პრემიასაც ღებულობდნენ.

 

მგლის თვისებები ნადირობისას

მგლისათვის განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანია ტერიტორიის სუნით დანიშვნა. ნებისმიერი მგელი ყნოსვით გრძნობს ამა თუ იმ ხროვის მიერ დანიშნულ ტერიტორიას და თავს არიდებს მას შემდგომი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. ერთმანეთის ადგილმდებარეობის გარკვევის მეორე ძირითადი ხერხია ყმუილი. მგლების ხროვებს შორის დაპირისპირება მუდმივად ხდება, ამიტომ არასასურველი შეხვედრის თავიდან ასაცილებლად მგლები ხშირად ყმუიან, რითაც დაპირისპირებულ ხროვას ანცნობენ თავიანთ ადგილსამყოფელს. ყმუილს იწყებს ერთი მგელი, ხოლო ხროვის დანარჩენი წევრები ჰყვებიან მას მომღერალთა გუნდის პრინციპით; ეს პროცესი იმდენად სასიამოვნოა ჩანს მგლებისთვის, რომ თითქოს ეს მათთვის ერთგვარი გამაჯანსაღებელი ვარჯიშია. ზამთრის მიგრაციის დროს მგლების ხროვის ყმუილი მუდმივ ხასიათს ატარებს, ამით ისინი ხვდებიან, თუ რომელი ტერიტორიებია დაკავებული. თუ ხროვა მცირე რიცხოვანია და შედარებით სუსტი, ის სიჩუმეს ამჯობინებს და ტყეში მალულად ხეტიალობს. რათა არ გადააწყდეს თავისზე ძლიერ მოწინააღმდეგს. ამავე მიზეზით, ეული მგლები, როგორც წესი, ყმუილისგან თავს იკავებენ.

ხშირ შემთხვევაში მგლების ხროვა სიჩუმეს ამჯობინებს ჩასაფრების მიზენით. ასეთი მოქმედება ახასიათებთ იმ მგლებს, რომლებიც ბინადრობენ ისეთ მიდამოებში, სადაც თავისუფალი ტერიტორიები იშვიათია და მის მოსაპოვებლად ბრძოლაა საჭირო. გვიან შემოდგომაზე მგელი იცვლის თავის ჩვევებს: ტყეში დანიშნულ ტერიტორიაზე, ხეტიალის ნაცვლად, იგი ემზადება გამრავლების სეზონისათვის – ეძებს მყუდრო ბუნაგს. ბუნაგის მოძებნა მაკე მდედრის პრეროგატივაა.

 

მგელი ადვილად ადაპტირებადი ცხოველია. მას შეუძლია იკვებოს ყველაფრით, რის დაჭერასაც მოახერხებს. ზაფხულში მგლის საკვებს წარმოადგენს ჩიტი, ბაყაყი, ხოჭო და ზოგჯერ ხილისა და ხავსურას უჩვეულო “სალათი”. ხშირად მგელი იკვებება ლეშითაც. ნადირობისას მგელი ამჯობინებს დიდი ზომის მსხვერპლს, რათა სრულად აინაზღაუროს დახარჯული ენერგია. ეული მგლის ჩვეულებრივ მსხვერპლს წაროადგენს მცირე ზომის ირემი, ან ცხვარი. მგლის ხროვა კი ცდილობს რაც შეიძლება დიდი ზომის მსხვერპლი მოინადიროს. თუ სანადიროდ გადის მთელი ხროვა, მას შეუძლია დაამარცხოს 500 კგ-მდე წონის დიდი ცხენ-ირემიც კი, რომელიც თავისი წონით ათჯერ მაინც აღემატება მგელს. ასეთი დიდი ნადავლის დაჭერისა და შთანთქმისათვის საჭიროა სიძლიერე, ენერგია, გაბედულობა და გუნდური თანადგომა. ხროვებად ნადირობისას მგლების ნადავლი მეტად მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია. ნადირობისას მგელი იყენებს ერთ-ერთ ძირითად შეგრძნებას – ყნოსვას. როდესაც მგლების ხროვა შეიგრძნობს მსხვერპლის ნაკვალევს, მისი ყველა წევრი წუთიერად ჩნდება , თავს ხრის შეგრძნებული სუნის მიმართულებით და კუდს აქიცინებს განსაკუთრებული წესით.შემდგომი მოქმედება დამოკიდებულია იმ გარემოზე, სადაც იმყოფება ხროვა: ტრიალ მინდორში მგლები პირდაპირ შეტევაზე გადადიან, ხოლო ტყეში კი ადვილი შესაძლებელია ჩუმად მიპარვა მსხვერპლთან. ყნოსვის გამოყენებით მგლების ხროვა უსაფრდება მსხვერპლს და ალყაში აქცევს მას. ნადირობისას მგელი წარმატებას ახწევს ეულად მოხეტიალე ცხოველებთან, მაგალითად, ცხენ-ირემთან. ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი ყნოსვით გრძნობს მგლის მოახლოვებას და თავდაცვით რეაქციას ამძაფრებს.

მგლების მიზნის ქვეშ მყოფი ჯოგები, ხშირ შემთხვევაში, ცდილობენ უსუსური წევრების დაცვას, ამ დროს ისინი ირქინებიან ან წიხლებით იგერიებენ მგელს. თუმცა მგლები უსაფრდებიან ასეთ ჯოგებს და ელოდებიან სათანადო მომენტს, რათა უბრძოლველად ჩაიგდონ ხელში იოლად მოსაპოვებელი ნადავლი. ზოგჯერ მგელი უკან იხევს, თუმცა თუ მან ცხოველთა ჯოგში ძალიან ახალგაზრდა ან ავადმყოფი წევრი შენიშნა, ელოდება თავის შანსს. მგლის შანსები ნადირობისას გაცილებით მაღალია გუნდური მოქმედების დროს. ამ დროს ორი ან სამი მგელი ჩასაფრებულია, დანარჩენები კი თავს ესხმიან მსხვერპლის ჯოგს, პანიკაში აგდებენ მას და მახისაკენ იტყუებენ. ამის შემდეგ ისინი თავს ესხმიან მსხვერპლს და ამ დროსაც გუნდურად მოქმედებენ. პირველად საკვებს მიირთმევს ხროვის ლიდერი, იგი ნაკუწებად აქცევს მსხვერპლს, რის გამოც მთლიანად ისვრება სისხლში. მხოლოდ ამის შემდეგ აქვთ სხვა მგლებს ჭამის უფლება. თუ ნოყიერი სადილის შემდეგ მგლებს რჩებათ საკვები, მას მიწაში ფლობენ მომავლისათვის, ან უბრალოდ თავს ანებებენ. სადილის შემდეგ მგელი პირს იბანს უახლოეს წყაროზე, შემდეგ იძინებს. გაღვიძებული ისევ იწყებს საკვებზე ზრუნვას.

საქართველოში მგლების გავრცელების არეალი ამ ბოლო პერიოდში საგრძნობლად შეიცვალა, რაც ზემოთ აღნიშნულმა პრობლემამ გამოიწვია.

Link to post
Share on other sites

post-30-0-58988500-1365957748_thumb.jpg

 

 

 

„სადაც სულიწმინდა ფეხს ვერ იკიდებს, იქ იმ წუთში მგელი ჩასახლდება, მერე ეს მგელი ცდილობს საზოგადოებას კრავად მოაჩვენოს თავი. მგლებს ხომ კანონები უყვართ, ხოდა ეს „კრავიც“ კანონებს ეფარება, კანონების ციხესიმაგრეში ცხოვრობს. ცხოვრებას შეჭიდებულ კაცს კი სადაც ფეხი დაუცდება იქ წამოეწევა ხოლმე და იმ კანონის ძალით სისხლს გამოსწოვს“.

გოდერძი ჩოხელი

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...