Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ციმორი (Gobio gobio). რუს.Пескарь

 

ფართოდაა გავრცელებული ევროპაში. ტიპიური ფსკერული თევზია და სიგრძეში აღწევს 22 სანტიმეტრს, თუმცა 15 სმ-ზე დიდი იშვიათად გვხვდება. სხეული ზურგის მხრიდან მომწვანო-ყავისფერია, გვერდებიდან მოვერცხლისფრო და მუქი ლაქებით. პირის კუთხეებში პატარა ულვაშები აქვს. იკვებებიამ მწერებით და მათი მატლებით, ასევე სხვა თევზების ქვირითით. ციმორი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-4 წლის ასკში, სიგრძით 8 სანტიმეტრის მიღწევისას. თითქმის მთელი წლის განმავლობაში პატარა გუნდებად გადადგილდება.

 

ციმორს იმერეთში უწოდებენ ღომღომას, ქართლში კი ჩხირას. ასევე სხვადასხვა რეგიონში მოიხსენიებენ როგორც ჩოჩია და ფეტვია. სამწუხაროდ, ელექტრო ბრაკონიერობის მიზეზით ამ თევზის რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.

 

 

http://ru.wikipedia.org/wiki/%CE%E1%FB%EA%ED%EE%E2%E5%ED%ED%FB%E9_%EF%E5%F1%EA%E0%F0%FC

 

 

c03e1369aa74.jpg

 

48619bed513f.jpg

 

4d7f2ca1b6e3.jpg

post-7-0-32770200-1341752192_thumb.jpg

post-7-0-75652800-1341752359_thumb.jpg

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

ავთო

 

დაწერილია 16 August 2009 - 07:16 PM

 

25. მტკვრის ციმორი (ფეტვია, ღომღომა, ჩოჩია) Gobio persa Gunther

 

სხეული წაგრძელებულია. კუდი წვრილი. პირი ქვედაა. ერთი წყვილი ულვაშია, კუდის ფარფლი ღრმადაა ამოჭრილი. გამრავლების პერიოდში თავზე უჩნდება ფეტვის მარცვლის ოდენა ბორცვაკები, სწორედ ამის გამო შერქმეული აქვს სახელი ფეტვია და ღომღომა. სხეულის სიგრძეზე გვერდითი ხაზის ზემოთ 6-12 მუქი ლაქაა. ზურგისა და კუდის ფარფლებზე წვრილი მუქი ლაქების მწკრივებია. ზურგი მუქია, მუცელი ღია ნაცრისფერი. სიგრძე 24 სმ-მდეა. წონა 15- გ-მდე.

მოანთესავე ფორმა დასავლეთამიერკავკასიური ციმორი. ბინადრობს დასავლეთ საქართველოში.

გავრცელება. ბინადრობს აღმოსავლეთ საქართველოს წყლებში: მტკვარი და მის შენაკადებში: ხრამი, ალგეთი, არაგვი, ქსანი, ლიახვი, ალაზანი, იორი, ჯანდარის ტბა, თბილისის და სიონის წყალსაცავები.

ბინადრობს მდინარეებსა და ტბებში. ამჯობინებს მდინარეში ნელი დინების მდორე ადგილებს. იკვებება კიბოსნაირებით, მწერთა მატლებით და ჭუპრებით, თევზის ქვირითით და ლიფსიტებით. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლიდან. ტოფობს მაის-ივნისში, თხელწყლიან, სილიან ადგილებში და მცენარეულობაზე. ქვირიტი წებოვანია, ეწებება მცენარეებს და სხვა საგნებს. ნაყოფიერება აღწევს 1000 ქვირითამდე.

უხარისხო, სარეველა თევზია, ნაკლებად იყენებენ.

Link to post
Share on other sites
  • 5 years later...
20 hours ago, giorgi-odisharia said:

ჭიათურაში სოფელ ბერეთისაში მყავს დაჭერილი კაშხალზე, ძალიან გემრიელი თევზი ყოფილა და ლამაზი

საინტერესოა.სურათი ხომ არა გაქვს რომ გვაჩვენო ?

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

ქობულეთი, კარიერის ტბაზე, ტვინი წაიღეს პატარებმა

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...