DMORAL 36 Posted July 8, 2012 Report Share Posted July 8, 2012 (edited) ციმორი (Gobio gobio). რუს.Пескарь ფართოდაა გავრცელებული ევროპაში. ტიპიური ფსკერული თევზია და სიგრძეში აღწევს 22 სანტიმეტრს, თუმცა 15 სმ-ზე დიდი იშვიათად გვხვდება. სხეული ზურგის მხრიდან მომწვანო-ყავისფერია, გვერდებიდან მოვერცხლისფრო და მუქი ლაქებით. პირის კუთხეებში პატარა ულვაშები აქვს. იკვებებიამ მწერებით და მათი მატლებით, ასევე სხვა თევზების ქვირითით. ციმორი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-4 წლის ასკში, სიგრძით 8 სანტიმეტრის მიღწევისას. თითქმის მთელი წლის განმავლობაში პატარა გუნდებად გადადგილდება. ციმორს იმერეთში უწოდებენ ღომღომას, ქართლში კი ჩხირას. ასევე სხვადასხვა რეგიონში მოიხსენიებენ როგორც ჩოჩია და ფეტვია. სამწუხაროდ, ელექტრო ბრაკონიერობის მიზეზით ამ თევზის რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. http://ru.wikipedia.org/wiki/%CE%E1%FB%EA%ED%EE%E2%E5%ED%ED%FB%E9_%EF%E5%F1%EA%E0%F0%FC Edited February 21, 2014 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted July 8, 2012 Author Report Share Posted July 8, 2012 qevxo დაწერილია 10 May 2010 - 12:10 AM ალაზანი, 9 მაისი, 4 ცალი წითელ ჭიაზე. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted July 8, 2012 Author Report Share Posted July 8, 2012 ავთო დაწერილია 16 August 2009 - 07:16 PM 25. მტკვრის ციმორი (ფეტვია, ღომღომა, ჩოჩია) Gobio persa Gunther სხეული წაგრძელებულია. კუდი წვრილი. პირი ქვედაა. ერთი წყვილი ულვაშია, კუდის ფარფლი ღრმადაა ამოჭრილი. გამრავლების პერიოდში თავზე უჩნდება ფეტვის მარცვლის ოდენა ბორცვაკები, სწორედ ამის გამო შერქმეული აქვს სახელი ფეტვია და ღომღომა. სხეულის სიგრძეზე გვერდითი ხაზის ზემოთ 6-12 მუქი ლაქაა. ზურგისა და კუდის ფარფლებზე წვრილი მუქი ლაქების მწკრივებია. ზურგი მუქია, მუცელი ღია ნაცრისფერი. სიგრძე 24 სმ-მდეა. წონა 15- გ-მდე. მოანთესავე ფორმა დასავლეთამიერკავკასიური ციმორი. ბინადრობს დასავლეთ საქართველოში. გავრცელება. ბინადრობს აღმოსავლეთ საქართველოს წყლებში: მტკვარი და მის შენაკადებში: ხრამი, ალგეთი, არაგვი, ქსანი, ლიახვი, ალაზანი, იორი, ჯანდარის ტბა, თბილისის და სიონის წყალსაცავები. ბინადრობს მდინარეებსა და ტბებში. ამჯობინებს მდინარეში ნელი დინების მდორე ადგილებს. იკვებება კიბოსნაირებით, მწერთა მატლებით და ჭუპრებით, თევზის ქვირითით და ლიფსიტებით. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლიდან. ტოფობს მაის-ივნისში, თხელწყლიან, სილიან ადგილებში და მცენარეულობაზე. ქვირიტი წებოვანია, ეწებება მცენარეებს და სხვა საგნებს. ნაყოფიერება აღწევს 1000 ქვირითამდე. უხარისხო, სარეველა თევზია, ნაკლებად იყენებენ. ციტირება Link to post Share on other sites
giorgi-odisharia 3 Posted April 22, 2018 Report Share Posted April 22, 2018 ჭიათურაში სოფელ ბერეთისაში მყავს დაჭერილი კაშხალზე, ძალიან გემრიელი თევზი ყოფილა და ლამაზი ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted April 23, 2018 Report Share Posted April 23, 2018 20 hours ago, giorgi-odisharia said: ჭიათურაში სოფელ ბერეთისაში მყავს დაჭერილი კაშხალზე, ძალიან გემრიელი თევზი ყოფილა და ლამაზი საინტერესოა.სურათი ხომ არა გაქვს რომ გვაჩვენო ? ციტირება Link to post Share on other sites
giorgi-odisharia 3 Posted April 23, 2018 Report Share Posted April 23, 2018 სამწუხაროდ არა ბატონო ზურა. ციტირება Link to post Share on other sites
ალექსანდრე ბაბუნაშვილი 58 Posted July 14, 2019 Report Share Posted July 14, 2019 http:// ციტირება Link to post Share on other sites
ალექსანდრე ბაბუნაშვილი 58 Posted July 14, 2019 Report Share Posted July 14, 2019 ქობულეთი, კარიერის ტბაზე, ტვინი წაიღეს პატარებმა ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.