pescatore 27 Posted August 7, 2012 Report Share Posted August 7, 2012 (edited) ეს ჩემი ბოლო დღეა თბილისში...ჯაბა გავიცანი პირადად,ცოტა დრო გვქონდა სასაუბრო,მაგრამ მაინც საინტერესო საუბარი გვქონდა... ეს კი დასასრული... ძირითადი მასალა უკვე დავდე და მერე ნელ-ნელა შემოვმატებ დანარჩენს...მე ძალიან ნასიამოვნები დავბრუნდი საქართველოდან,იმედია თქვენც მოგეწონებათ ეს რაპორტი... დალაგებას დიდი დრო და ნერვები დაჭირდებოდა რომელიც სამწუხაროდ არც ერთი გამაჩნია და არც მეორე დღეს პირველი სამუშაო დღე მაქვს ,ახლა პაუზაზე ვარ წამოსული და ისევ გავდივარ...საღამოს შემოგიერთდებით..... Edited August 7, 2012 by pescatore ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 7, 2012 Report Share Posted August 7, 2012 არმენ , ორი დღეა პირდაღებული ვზივარ, დავწერო რამე თუ კიდევ გაქვს დასამატებელი? წავშლი მერე ამ პოსტს თუ დაამატებ კიდევ. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted August 7, 2012 Report Share Posted August 7, 2012 რაგაც სურატები მაქვს გადასრჩევი და მერე დავდევ.ძირიტადი დავდე.იცანი ეგ კაცი? კიდევ ერტხელ გეტყვი,არაფრით არ გამოდიოდა შესვლა და არ მიწყინო..... ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 7, 2012 Report Share Posted August 7, 2012 უმაგრესი რაპორტია, მადლობა არმენ. რუისმა დაგლიჯა, ყოჩაღ... ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 7, 2012 Report Share Posted August 7, 2012 გიორგი წინასწარ მყავდა შემზადებული მარა მაინც დარჩენია პირი ღიად არმენას ვეუბნებოდი რამე ,,ნამიოკი,, მივცეთ წინდაწინ თორე მოგკლავს უეჭველითქო ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 7, 2012 Report Share Posted August 7, 2012 (edited) წარმოიდგინეთ და ეხლა გავიგე არმენი ჩემთან რომ ყოფილა, ჩემებს არაფერი უთქვამთ. ისე, უნდა შესულიყავი ცოტა ხნით მაინც, მაგრამ ქართლელების ამბავს ვინ მასწავლის, ერთხელ გეტყოდნენ შემოდიო და დასავლეთელ კაცს, სანამ კალთებს არ დაახევ, სუფრასთან როგორ დასვავ? აბა რა გითხრა არმენ, მართლა გამაკვირვე და ძალიან გამახარე, ვალში ვარ შენთან ძმაო. ისიც არ ვიცი როგორ გადაგიხადო სიკეთე, ჯერ კიდევ ისევ რუისში "ვარ", წარამარა ვათვალიერებ სურათებს. შესულხარ ეკლესიისკენ ამსვლელი გზით, გალავანი ჰქვია მაგ უბანს, იმ წყაროს კიდევ, რომელიც განუახლებიათ დიდი დავით აღმაშენებლის სახელობისაა. მე-8 და მე-9 სურათზე, ბიძაჩემის სახლის წინ დგეხარ, დედაჩემის ძმის, აი იმას გაეგო ვინც იყავი, როგორ წახვიდოდი ჭიათურაში მაგასაც ვნახავდით. მეათე სურათში ჩვენს უბანში შევდივართ, უკანუბანი ჰქვია, მეთერტმეტეში კიდევ, მარჯვენა მხარეზე ბლოკის კედელი რომ არის, ეგ არის პაპაჩემის სახლი სადაც ეხლა მამის ძმა ცხოვრობს. კვითკირის კედელი დაშლილა, დაახლლოებით ნახევარი მეტრის სიგანისა იყო, თუ დააკვირდებით ქვევით შემორჩენილიც არის, მერე ბლოკი დაუშენებიათ. მაგ კვითკირის კედელზე ვიჯექი ხოლმე "ლაგატკით" შეიარაღებული და ვიზეპირებდი ბირჟავიკების, რომლებიც დღე და ღამე მანდ იჯდნენ, იმათ გამონათქვამებს. ეგ ბატონი რომელიც სურათზეა, ჩვენი კარის მეზობელია, ამდენი წლებია ერთად ვცხოვრობთ და ერთი საწყენი სიტყვა არ გვახსოვს არცერთ ოჯახს, ჩემი ხნის შვილები ჰყავს, ძალიან საიმედო და გემრიელი ხალხია. სახლის დანახვაზე კიდევ, რა ვიცი...... არ მტკენია, პირიქით გამიხარდა, ჩემი მშობლების სახეები წარმოვიდგინე როცა მიხვიდოდი და ეტყოდი ვინცა ხარ და საიდანაც მიცნობ. სიტყვა მადლობა ვერ გამოხატავს იმას, რასაც შენს მიმართ ვგრძნობ ეხლა. ძმურად გადაგეხვეოდი და გატკენდი ნეკნებს. პ.ს. დანარჩენ სურათებზე და ვიდეოებზე ცალკე დავწერ./ბურთი გაიჩხირა ყელში./ Edited August 7, 2012 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted August 7, 2012 Report Share Posted August 7, 2012 საქმე იმაშია გიორგი რომ შენებს არ შევეხმიანე,ვიცოდი შენი გული და ეგეთი ექნებოდათ იმათაც და ვიცოდი ვერ წამოვიდოდი იქედან გვიანობამდე.ჩემთან ბიძაშვილობა მელოდებოდნენ ჭიათურაში და სულ 2 წუთით შევიარე მარტო ეკლესიის გადასაღებად და კი მივედი შენამდეც.მეორედ რომ ჩავალ აუცილებლად შევალ სიტყვას გაძლევ. ციტირება Link to post Share on other sites
ebaneba 3 Posted August 8, 2012 Report Share Posted August 8, 2012 კარგია არმენ გაიხარე ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted August 8, 2012 Author Report Share Posted August 8, 2012 მადლობა არმენ რეპორტისთვის ოხ იმ მდინარეში ჩამაწვინა ეხლა, სადაც იყავი ქუთაისლებთან ერთად... ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted August 8, 2012 Report Share Posted August 8, 2012 გაიხარე არმენ !!! მართლა უმაგრესი რეპორტი გამოვიდა. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted August 8, 2012 Report Share Posted August 8, 2012 არმენ მადლობა ძამია,მაგარია!!!! ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted August 8, 2012 Report Share Posted August 8, 2012 (edited) ამ ბიჭს შმაგი ქვია,ჩემი მეგობარია და კარგი მეტთევზე.მისგან შევიტყვე ყვირილის ამბები..ზოგი კარგი და ზოგი ცუდი...კარგი ის რომ მომავალ წელს იწყებენ მარგანეცის გადამამუშავებელ ქარხნებზე სპეციალური ფილტრების დაყენებას,დანადგარები უკვე ჩამოტანილი ქონიათ და 2014 წლისთვის ყვირილა და ამასთან ერთად რიონიც გასუფთავდება.მოგახსენებთ რომ დღეს ქარხნებიდან გამოდენილი წყალი პირდაპირ ჩაედინება მდინარეში და ამით დიდ ზიანს აყენებს მთელ დანარჩენ მონაკვეთზე არსებულ იხტიოფაუნას. ცუდი ამბავი ისაა რომ ბრაკები დათარეშებენ ყველგან და პასუხსაც არავინ არ თხოვს.ამის გარდა ბევრი ადამიანი ვინც წესიერი მეთევზე მეგონა პარაშუტებით და ეკრანებით თევზაობენ,არ იყო ჩემ დროს ასეთი სიტუაცია,კი მესმოდახოლმე ხანდახან რაღაც,მაგრამ რასაც ქვია უიშვიათესი იყო ეგეთი შემთხვევები,ეხლა კი პატრონი აღარავინ არის და რაც უნდათ იმას აკეთებენ თურმე.ბევრი ვიარე რომ სადმე შემხვედროდენ,მაგრამ არ შემხვდნენ.მერე შესაბამის თემაშიც დავწერ ამ საკითხზე... რამოდენიმეჯერ ვითევზავე ყვირილაზე,ცოტა-ცოტას ვიჭერდი,ფიდერით ვერ მოვახერხე,ვინაიდან ძალიან დაკლებული დამხვდა მდინარე და ბევრი ადგილი სადაც მქონდა დაგეგმილი თევზაობა გაფუჭებული დამხვდა. ეს ისევ ჭიათურა და მისი მიდამოები Edited August 8, 2012 by pescatore ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted August 8, 2012 Report Share Posted August 8, 2012 (edited) ეს კი მცხეთაში და თბილისში Edited August 8, 2012 by pescatore ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted August 8, 2012 Report Share Posted August 8, 2012 (edited) Edited August 8, 2012 by pescatore ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 8, 2012 Report Share Posted August 8, 2012 ვაა, ნიკა წაყვანილი გყავდა? საღოლ ძმაო, მართლაც რომ მშვენიერი მოგზაურობა გქონია, შეგარგოს ჯიგარო. ძალიან ლამაზი თემა გამოვიდა. :yes: ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted August 8, 2012 Report Share Posted August 8, 2012 კი ოჯახით ვიყავი წასული გიორგი მაგიტომ ვერ მოვახერხე ყველაფერი ის რაც ჩაფიქრებული მქონდა არადა ბევრი რამ მქონდა გეგმაში... ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted August 9, 2012 Report Share Posted August 9, 2012 ძალზე მაგარი რეპორტაჟია არმენას ვენაცვალე,ძალიან მომეწონა ! გაიხარე ძმა თითქოს ჭიათურაში ვიყავი ჩასული,ერთი სიტყვით ყველა გაგვახარე,იცოცხლე და სულ გახარებული გამყოფოს ღმერთმა ყველა შენი კეთილის მოსურვით !შმაგის არ უთხარი ჩვენი ფორუმის შესახებ? ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted August 9, 2012 Report Share Posted August 9, 2012 ძაან მაგარი იყო,ძალიან ნასიამოვნები ვარ არმენას გაცნობით და მასთან პურისჭაით B) B) B) ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted August 9, 2012 Report Share Posted August 9, 2012 ზურა კი ვუთხარი შმაგის და ძალიან გაეხარდა ,მაგრამ არ აქვს ურთიერთობა ინტ-თან და რამდენი ასეთი წესიერი ნამდვილი მეთევზე-მონადირე არის კიდევ ვინ იცის. ზაზა მეც დიდად ნასიამოვნები დავრჩი ყველა თქვენთაგანის გაცნობით.სამწუხაროთ ყველა ვერ გავიცანი და იმედია ახლო მომავალში გამოვასწორებთ ამასაც. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 13, 2012 Report Share Posted August 13, 2012 კი ოჯახით ვიყავი წასული გიორგი მაგიტომ ვერ მოვახერხე ყველაფერი ის რაც ჩაფიქრებული მქონდა არადა ბევრი რამ მქონდა გეგმაში... კიდევ ბევრი მოგისწრია ძმაო, ჩემებთან ერთად როცა სადმე მივდივარ, ფშტვენას მაწყებინებენ ხოლმე. :d030: ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 13, 2012 Report Share Posted August 13, 2012 არმენ, მადლობა ყველაფრისთვის ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 22, 2013 Report Share Posted January 22, 2013 ძალიან ლამაზი თემაა, გადაათვალიერეთ, გესიამოვნებათ. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.