Jump to content
Club-Monadire.Ge

შავი ფერის წარმოშობა გერმანულ მოკლებეწვიან მეძებრებში,კურცჰაარებში და მისი შესაძლო ვარიაც


Recommended Posts

შავი ფერის წარმოშობა გერმანულ მოკლებეწვიან მეძებრებში, კურცჰაარებში და მისი შესაძლო ვარიაციები

 

 

bc7af00bf70c.jpg

 

 

ბოლო დროს,გერმანულ კურცჰაარებში,მთელ მსოფლიოში მოდაში შემოდის შავი ან შავ-თეთრი ფერი,ამ ფერის ძაღლებს ადრე ,,პრუსიულ კურცჰაარებს,, ეძახდნენ.დაახლოებით 1907 წელს,დოქტორ ვეხტერს გაუჩნდა იდეა გაეუმჯობესებინა გერმანულ კურცჰაარებში პიგმენტი და თვალის ფერი.დოქტორმა ვეხტერმა თანამედროვე კურცჰაარების წინაპრები ,,Arkwright,,-ის ჯიშის შავ პოინტერთან შეაჯვარა და ჯიშის სახელი პრუსიული შავ-თეთრი დროშის ფერის გამო აირჩია.ამ შეჯვარების შედეგად შავ ფერიანი ძაღლების გარდა,მკაცრად ყავისფერი შეფერილობის ლეკვებიც იბადებოდა,რომლებიც აგრეთვე ,,პრუსიული კურცჰაარის,,საჯიშე წიგნში შეჰყავდათ.ჯიშის აღწერაში ფერი შემდეგნაირად იწერებოდა:შავი,შავ-თეთრი,შავი ,,კრაპით,, და სხვა ფერების შავფეროვან ძაღლთა შთამომავლობა.

1933 წელს ორივე საზოგადოება,გერმანული კურცჰაარისა და პრუსიული კურცჰაარისა თანაბარ უფლებიანად აღიარეს,ორივე საზოგადოება ინტეგრირებული იქნა ,,რეიხის გერმანული მეძაღლეობის ფედერაციაში,,.1934 წელს აღიძრა შუამდგომლობა,რათა პრუსიული კურცჰაარების გერმანული კურცჰაარების საგვარეულო წიგნში სრულფასოვანი შეტანა მომხდარიყო.მანამდე პრუსიული კურცჰაარები გერმანული კურცჰაარების საჯიშე წიგნში,მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ფურცლებზე იწერებოდნენ.1934 წლის გერმანული კურცჰაარების საჯიშე წიგნში,შემდეგი სტრიქონების ამოკითხვა შეიძლება:,,ჩვენს საჯიშე წიგნში,პრუსიული კურცჰაარის სახელით,იწარმოება განსაკუთრებული ჩაწერა ძაღლებისა,რომლებიც წარმოშვებულნი არიან ,,Arkwright,,-ის ჯიშის ხვადი შავი პოინტერისაგან სახელით ,,Kilian von Kanatsche,, (წარმოშვებული აღმოსავლეთ პრუსიიდან),ან იმავე ჯიშის ძუსაგან სახელით ,,Beechgrok-Beb,,რომლის მშობლების წინაპრებიც,წინა 7 თაობაში მხოლოდ შავი ფერისა იყვნენ და ეს ძუ დოქტორმა ვეხტერმა 28 წლის წინ ინგლისიდან ჩამოიყვანა,,

1938 წლის საჯიშე წიგნში პრუსიული კურცჰაარი აღარ იხსენიება,ეს ძაღლები გერმანული კურცჰაარების საგვარეულო წიგნში იწერებოდნენ როგორც შავი ან შავ-თეთრი ფერის ძაღლები,მხოლოდ მათი მშობლები იხსენიებოდნენ როგორც პრუსიული კურცჰაარების წარმომადგენლები.მას შემდებ პრუსიული კურცჰაარი აგრძელებს თავის არსებობას გერმანულ კურცჰაარში,და თუ გავითვალისწინებთ მათზე გაზრდილ მოთხოვნილებას,აღორძინებას და წინსვლას განიცდის.სხავათა შორის,გერმანული დრათჰაარების შავ-თეთრი ფერიც,პრუსიული კურცჰაარისგან მოდის,თუმცა მკაცრად შავი ფერი დრატჰაარებში არასასურველად ითვლება,ამდენად აკრძალულია ყავისფერი და შავთეთრი ძაღლების დართვა,რადგან ნაყარში შავი ფერის ლეკვებიც იქნება.

სხვა სიტუაციაა კურცჰაარებში,აქ მკაცრად შავი ფერი დასაშვებია და ორი შავი ინდივიდის დართვა პრობლემას არ წარმოადგენს.დიდი პერიოდის მანძილზე,შავი ფერი მონადირეებში პოპულარობით არ სარგებლობდა,და მის შენარშუნებაზე მხოლოდ ერთეული ძაღლსაშენები ზრუნავდნენ.თუმცა დღევანდელი ტენდენცია ასეთია:

 

1972 წელს დაბადებული ლეკვების ფერების პროცენტული თანაფარდობა

 

1.მკაცრად ყავისფერი 29%

 

2.ყავისფერი ჭრელი/კრაპით/ჭაღარით 64,25%

 

3.მკაცრად შავი 0,86%

 

4.შავ-თეთრი/კრაპით/ჭაღარით 5,82%

 

5.თეთრი 0,07%

 

2008 წელს დაბადებული ლეკვების ფერების პროცენტული თანაფარდობა

 

1.მკაცრად ყავისფერი 23,09%

 

2.ყავისფერი-ჭრელი/კრაპით/ჭაღარით 53,13%

 

3.მკაცრად შავი 3,85%

 

4.შავ-თეთრი/კრაპით/ჭაღარით 19,38%

 

5.თეთრი 0,55%

 

ბოლო წლებში შავ-თეთრ ფერზე მოთხოვნა აშკარაა,რას სავარაუდოთ გაიზრდება!!!

 

p.S. ეს სტატია უკრაინული კურცჰაარების საიტიდან გადმოვაქართულე და თქვენს სამსჯავროზე წარმოვადგინე.

წამკითხველო შენდობა მითხარ!!!!! :hi:

Link to post
Share on other sites

გაიხარე მამუკ.სულ მაგას უმტკიცებდი ხალხს რომ გერმანელების სისხლში შეერეია სხვა ჯიშის გენი რამაც შეფერილობის შეცვლა გამოიწვია თქო.ყველა მეუბნებოდა შანსი არ არისო,უბრალოდ ასე დასაბუთებულად ვერ ვხსნიდი

Link to post
Share on other sites

აბა სხვანაირად როგორ უნდა ყოფილიყო თუ არ შეერეოდა მუტაციას განიცდის თუ ევოლუციას ასე მცირე ხნის მანძილზე? :d030: :d030: რატო გონიათ რომ ჯიშები რაც იყო 10 საუკუნის წინ ისევ ისეთი და უცვლელია ძალიან მიკვირს.

 

შეჭიდული გენებით არის მIღებული ის დათიშვა და ფენოტიპები რაც ზემოთ დაიწერა... მაგალითად თეთრი და ყავისფერი თუ სწორად მახსოვს ერთმანეთთან შეჭიდული ფერებია შესაბამისად ჩანს რო თეთრი ყავისფერის გარეშე ძალიან დაბალი %ია ხოლო ორივე ერთად 65%მდე.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

მე ყავს ყავის ფერი და სუპერია :yes: :yes: :yes: :yes:

 

თუ მოგეძიებათ თქვენი ცუგრიას სურათები, სიამოვნებით ვნახავდი.

Link to post
Share on other sites
  • 5 months later...
  • 5 months later...

mamuka grigolia

გამარჯობა მე მყავს შავი კურცხალი დედა და მამა ჭრელები არიან და ლეკვები გამოუვიდნენ შავები და უკუდოები ანუ რა ზომაზეც უნდა მოეჭრათ მაგხელა აქვთ და რამე თუ გსმენია ამ ჯიშზე არადა უეჭველი ვიციტ რო დედა და მამა სუფთა ყავს

Link to post
Share on other sites

თუ დედ-მამა საბუთიანებია,მაშინ წინაპრების შეფერილობას უნდა გადავხედოთ,მაგრამ მე არ მახსოვს საქართველოში ვინმეს მაგ შეფერილობის სუფთა სისხლები ჰყოლოდეს!!!!

Link to post
Share on other sites

კურცია, 100%. თანაც ძან სიმპატიური.

კუდის ამბავი ძალიან მაკვირვებს...მგონია, რომ ლევანის მაინც რაღაცა არასწორი ინფორმაცია აქვს ამ საკითხში.

ლევან, თუ შესძლებ გადაუღე ლეკვს სურათი კუდი კარგად რომ სჩანდეს ისე (ან მარტო კუდს) და კარრგი იქნებოდა მშობლების საგვარეულოსაც რომ მოგვაწვდიდეთ :hi3:

Link to post
Share on other sites

ლევან #17 პოსტში და დანარჩენ 4 სურათში სვადასხვა ლეკვია ნაჩვენები.იმ ლეკვს ფეხები მთლიანად შავი აქვს შენსას კიდევ ყველა ფეხის დაბოლოებაზე საკმაო დიდი თეთრი აქვს.არ ემთხვევა სურათები ერთმანეთს,რაიმე შეცდომა ხომ არ გაგეპარა???თხოვნაა შენს ლეკვს გადაუღე წესიერი სურათები რომ თავ-ყბა და დანარჩენი ჯიშისთვის დამახასიათებელი ნიშნები გამოჩნდეს

 

არ გეწყონოს ძმურად,აშკარა შეცდომაა გაპარული

Link to post
Share on other sites

ლევან #17 პოსტში და დანარჩენ 4 სურათში სვადასხვა ლეკვია ნაჩვენები.იმ ლეკვს ფეხები მთლიანად შავი აქვს შენსას კიდევ ყველა ფეხის დაბოლოებაზე საკმაო დიდი თეთრი აქვს.არ ემთხვევა სურათები ერთმანეთს,რაიმე შეცდომა ხომ არ გაგეპარა???თხოვნაა შენს ლეკვს გადაუღე წესიერი სურათები რომ თავ-ყბა და დანარჩენი ჯიშისთვის დამახასიათებელი ნიშნები გამოჩნდეს

 

არ გეწყონოს ძმურად,აშკარა შეცდომაა გაპარული

შეცდომაა არაა გაპარული წინა სურათზე ჩემია და მეორე სურათზე ჩემი მეგობრის და კუდი ხო ორივეს ერთნაირი აქვს და თქვენ მითხარით რო კუდს გადაუგეთო და ჩემ ძმაკაცთან ვიყავი და ბარემ იმას გადაუღე

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...