Gurulo 154 Posted July 26, 2012 Report Share Posted July 26, 2012 (edited) ТОЗ-36 დღეს მოკლედ მოგითხრობთ ტულის თოფზე, რომელსაც მოუხდება ეპითეტი_ უნიკალური ... თოფები განკუთვნილი იყო საბჭოეთის იმ მშრომელების დასასაჩუქრებლად(და არა გასაყიდად), ვინც განსაკუთრებულად გამოიჩენდა თავს სოციალისტურ შრომაში და დაგაჭარბებით შეასრულებდა XVII ყრილობის მიერ დასახულ ამოცანებს... რაში მდგომარეობს მათი უნიკალურობა? გრავირების სიუჟეტში, ისტორიულ მნიშვნელობაში და საბჭოთა თოფებისათვის ნაკლებად დამახასიათებელ მაღალტექნიკურ გადაწყვეტაში(გვერდით დაფებზე განლაგებული საკეტი, წინ მდებარე ტიბჟირის საკეტი, მცველთან ამოქარგული ოქროს "S"(safe)). ოფიციალურად თოფის წარმოება 1934 წლიდან დაიწყეს და 1937 წლის შემდგომ აღარ გამოსულა. მზადდებოდა 20 და 16 ყალიბებში, ლულათა სიგრძე და შევიწროება სხვადასხვაა. დამზადებული ეგზემპლიარების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ სულ გამოშვებულია 200 ცალზე ნაკლები. Edited March 1, 2021 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.