Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

მტრედისნაირნი.

 

საქართველოში ამ ფრინველთა 4 სახეობაა:

 

გარეული მტრედი (Columba livia)

 

გვიძინი (Columba oenas)

 

ქედანი (Columba palumbus)

 

გვრიტი (Streptopelia turtur)

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

ქედანი (Columba palumbus)

 

b5251fd2e51b.jpg

 

ქედანი მტრედისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია და ამათანავე ნადირობის გამორჩეულად კარგი ობიექტი. ადვილი შესამჩნევი, განმასხვავებელი ნიშნებით მისი ყველა დანარჩენი სახეობის წარმომადგენელისაგან, როგორც ფრენისას ასევე დამჯდარ მდგომარეობაში. ფრენისას ამის საშუალება იძლევა ორივე ფრთაზე, შიდა მხარეს ფრთის წვერიდან ბოლომდე არსებული თეთრი ბუმბულის საფარი, ხოლო ჯდომისას მისთვის დამახასიათებელი თეთრი საყელოთი კისერზე. მისი წონა 420-620 გრამია. ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევა არცთუ ისე ადვილი საქმეა. მხოლოდ გამრავლების პერიოდში შესაძლებელია მისი ადგილსამყოფელის მიგნება თავისებური ხმოვანი ბგერებით რომელსაც გამოსცემს მამალი ქედანი, როცა დედალს უხმობს. ბუდის კეთებაში მონაწილეობას ღებულობს როგორც დედალი, ასევე მამალი. დედალი დებს 2 იშვიათად სამ თეთრ კვერცხს. ბუდეზე ძირითადად დედალი ზის, მაგრამ არის შემთხვევა როცა ენაცვლება მამალიც. ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღე. ბარტყების გამოკვებაში მონაწილეობს ოროვე მშობელი. თავდაპირველად ბარტყებს დედალი აძლევს ჩიჩახვში წარმოქმნილ ხაჭოსებურ ნივთიერებას, შემდეგ ორივე მშობელი ასევე ჩიჩახვში დამბალ ნაირგვარ საკვებს. ბარტყები ბუდეში რჩებიან 20 დღე, ან უფრო მეტ ხანს. ბუდიდან გადმოფრენისას გარკვეული პერიოდი არიან მშობლების სიახლოვეს და მათთან ერთად სწავლობენ საკვებ ადგილებს, სარწყულებელს და მშრალი ქვიშით დაფარულ მზით კარგად განათებულ ადგილებს. ბოდობის სრულად დამთავრების შემდეგ ქედნები გროვდებიან ერთ გუნდად, როგორც ახალი თაობა ასევე ხნიერებიც და აწარმოებენ ერთად გადაფრენას ტყის მასივზე და მინდვრებზე. უნდა ითქვას, რომ ქედანი კარგად უძლებს ჭრილობას და მის მოსაპოვებლად საჭიროა 3-5 ნომერი საფანტი. ყველაზე რეზულტატიურია სროლა გვერდითი შემოფრენისას, როცა საშუალება ეძლევა მონადირეს ფრთები დააზიანოს და ასევე თავზე გადატარების შემდეგ როცა ფრინველზე სროლის საშუალება გვეძლევა მის ყველაზე ცუდად დაცულ ადგილას მუცელზე.

Link to post
Share on other sites
  • 3 years later...

არავის არ გაქვთ ხვალ სანადიროდ წასვლის სურვილი ან ქედანზე ან იხვზე? ორივეს ფიტულები მაქვს და ადგილებიც ვიცი მაგრამ მანქანა არ მყავს და თუ ვინმეს სურვილი ექნება დავგეგმოთ კარგი ნადირობა,თუ სურვილი გექნებათ ვინმეს 595221838 ამ ნომერზე დამიკავშირდით

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...