davit 1 Posted January 21, 2012 Report Share Posted January 21, 2012 (edited) მტრედისნაირნი. საქართველოში ამ ფრინველთა 4 სახეობაა: გარეული მტრედი (Columba livia) გვიძინი (Columba oenas) ქედანი (Columba palumbus) გვრიტი (Streptopelia turtur) Edited September 19, 2016 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted January 22, 2012 Report Share Posted January 22, 2012 ქედანი (Columba palumbus) ქედანი მტრედისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია და ამათანავე ნადირობის გამორჩეულად კარგი ობიექტი. ადვილი შესამჩნევი, განმასხვავებელი ნიშნებით მისი ყველა დანარჩენი სახეობის წარმომადგენელისაგან, როგორც ფრენისას ასევე დამჯდარ მდგომარეობაში. ფრენისას ამის საშუალება იძლევა ორივე ფრთაზე, შიდა მხარეს ფრთის წვერიდან ბოლომდე არსებული თეთრი ბუმბულის საფარი, ხოლო ჯდომისას მისთვის დამახასიათებელი თეთრი საყელოთი კისერზე. მისი წონა 420-620 გრამია. ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევა არცთუ ისე ადვილი საქმეა. მხოლოდ გამრავლების პერიოდში შესაძლებელია მისი ადგილსამყოფელის მიგნება თავისებური ხმოვანი ბგერებით რომელსაც გამოსცემს მამალი ქედანი, როცა დედალს უხმობს. ბუდის კეთებაში მონაწილეობას ღებულობს როგორც დედალი, ასევე მამალი. დედალი დებს 2 იშვიათად სამ თეთრ კვერცხს. ბუდეზე ძირითადად დედალი ზის, მაგრამ არის შემთხვევა როცა ენაცვლება მამალიც. ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღე. ბარტყების გამოკვებაში მონაწილეობს ოროვე მშობელი. თავდაპირველად ბარტყებს დედალი აძლევს ჩიჩახვში წარმოქმნილ ხაჭოსებურ ნივთიერებას, შემდეგ ორივე მშობელი ასევე ჩიჩახვში დამბალ ნაირგვარ საკვებს. ბარტყები ბუდეში რჩებიან 20 დღე, ან უფრო მეტ ხანს. ბუდიდან გადმოფრენისას გარკვეული პერიოდი არიან მშობლების სიახლოვეს და მათთან ერთად სწავლობენ საკვებ ადგილებს, სარწყულებელს და მშრალი ქვიშით დაფარულ მზით კარგად განათებულ ადგილებს. ბოდობის სრულად დამთავრების შემდეგ ქედნები გროვდებიან ერთ გუნდად, როგორც ახალი თაობა ასევე ხნიერებიც და აწარმოებენ ერთად გადაფრენას ტყის მასივზე და მინდვრებზე. უნდა ითქვას, რომ ქედანი კარგად უძლებს ჭრილობას და მის მოსაპოვებლად საჭიროა 3-5 ნომერი საფანტი. ყველაზე რეზულტატიურია სროლა გვერდითი შემოფრენისას, როცა საშუალება ეძლევა მონადირეს ფრთები დააზიანოს და ასევე თავზე გადატარების შემდეგ როცა ფრინველზე სროლის საშუალება გვეძლევა მის ყველაზე ცუდად დაცულ ადგილას მუცელზე. ციტირება Link to post Share on other sites
xachapura815 0 Posted November 18, 2015 Report Share Posted November 18, 2015 არავის არ გაქვთ ხვალ სანადიროდ წასვლის სურვილი ან ქედანზე ან იხვზე? ორივეს ფიტულები მაქვს და ადგილებიც ვიცი მაგრამ მანქანა არ მყავს და თუ ვინმეს სურვილი ექნება დავგეგმოთ კარგი ნადირობა,თუ სურვილი გექნებათ ვინმეს 595221838 ამ ნომერზე დამიკავშირდით ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.