Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

James Purdey & Sons

 

f70e039eb26f.jpg

 

 

ესაა კლასიკური სანადირო იარაღის მწარმოებელი უდიდესი ფირმაა. ექსპერტთა უმრავლესობამ მას პირველობის საპატიო ადგილი უბოძა. ფირმა ე.წ. ლონდონის სკოლის წარმომადგენელია( სკოლის ფუძემდებელი ჯოზეფ მენტონი).

პირველი მეიარაღე ჯეიმს პერდეს შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ დაიბადა 1732 წელს და იარაღის დამზადებით იყო დაკავებული. მას 7 შვილი ყავდა, რომელთაგან უმცროსი 1784 წელს დაიბადა(მამის პატივსაცემად მასაც ჯეიმსი დაარქვეს). 1803 წელს პერდემ მენტონის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა, ვისთანაც კონდახებს ამზადებდა. მენტონი იყო არამარტო დიდი მეიარაღე არამედ დიდი პედაგოგიც(მისი აღზრდილებია: პერდე, ბოსი, ლანგი და ლანკასტერი). დიდი ხნის შემდეგ პერდეს ფირმაში(ისევ მოსწავლის რანგიდან აღზევებული) მოვიდა ახალგაზრდა ფედერიკ ბიზლი, რომელმაც შექმნა საინჟინრო სილამაზის შედევრი საკეტი, რომელიც დღემდე ამშვენებს პერდეს იარაღს.

ფირმა დაარსებული იყო 1814 წელს ჯეიმს პერდეს მიერ, თუმცა მანამდე, 1806 წელს მან ფირმის ხელმძღვანელად თავისი დროის კიდევ ერთ ცნობილ მეიარაღესთან, შოტლანდიელ ფორსაიტთან იმუშავა. 1826 წელს ჯეიმს პერდემ საკუთარი ფირმა ოქსფორდ-სტრიტზე, მისი მასწავლებლის, ჯოზეფ მენტონის საამქროში გადაიტანა(ამ პერიოდში მენტონი საქმიდან გასული იყო). ეს მოვლენა სიმბოლური გახლდათ_ ესტაფეტა გადაეცა მასწავლებლიდან მოსწავლეს. წარმატება ჩქარა არ მოსულა, კონკურენცია ძალიან დიდი იყო, ასე რომ მეიარაღეების ელიტაში პერდე შევიდა მხოლოდ 1828 წელს. აქედან 10 წელიწადში პირველი წყვილი იარაღი შეუკვეთა დედოფალმა ვიქტორიამ. ეს უკვე ძალიან დიდი წარმატება იყო. საკმარისია აღინიშნოს, რომ 1820-იან წლებში პერდე-მამის კომპანიაზე მუშაობდნენ ჩარლზ ლანკასტერი, თომას ბოსი, თომას ევანსი, ჰენრი ეტკინი.

საოჯახო საქმე კიდევ უფრო განავითარა მესამე პერდემ, რომელსაც ტრადიციულად ჯეიმსი ერქვა(პერდე მესამეს პერდე უმცროსს ეძახიან). მან მოღვაწეობა მამის მოსწავლეობით დაიწყო 1843 წელს, ხოლო მამის სიკვდილის შემდეგ 1863 წლიდან სათავეში ედგა ფირმას.

პერდე უმცროსის დროს საწარმო კუსტარული საამქროდან ფაბრიკად გარდაიქმნა(1881 წელს ახალი შენობა აშენდა, რომელსაც ,,ოლდლი ჰაუსი" ეწოდა).

პერდე შვილმა 1856 წელს გააკეთა თოფი, რომელსაც Express Train უწოდა. აქედან გავრცელდა შემდეგ ტერმინი ,,შტუცერ-ექსპრესი", ნიტრო დენთის გამოსვლის შემდეგ კი ,,ნიტროექსპრესი" და ა.შ.

1863 წელს შვილმა პერდემ შექმნა თავისი ჩამკეტი სისტემა სახელით ,,პერდეს ჩარჩო”, რომელიც დღემდე აღიარებულია ჰორიზონტალურებში. ის ითვლება ყველაზე მარტივ და ამავე დროს მყარ საკეტად.

ლულისა და კალაპოტის შეერთების პრინციპია მოძრავი ჩარჩო, რომელიც შედის ლულის ქვედა თაღში. ის გახდა ბაზა უდიდესი უმრავლესობა თოფების საკეტებისა. თავიდან ჩარჩო იყო ერთი, რაც ერთმაგ საკეტს ნიშნავდა, შემდგომში მას დაემატა მეორე და შესაბამისად საკეტი გახდა უფრო საიმედო(ორმაგი).

1878 წელს პერდემ დააპატენტა პერდეს ჩარჩოს დამატება(ВР №397, 1878), რომელიც წარმოდგება სავაზნეების წინ, შემაერთებელი თამასის გაგრძელებად. ეს დეტალი ჩაკეტვისას კალაპოტში ჯდება. აღნიშნული ელენემტი დღემდე პერდეს ყველაზე ძვირფას მოდელებზე გვხვდება.

პერდე-ბიზლის ცნობილი საკეტი გვერდით დაფაზე შეიქმნა 1879 წლის 18 დეკემბერს(დააპატენტეს 1880 წელს) ფრედერიკ ბიზლის მიერ. ამ საკეტის აღიარება გამოიწვია იმან რომ საბრძოლო ზამბარა იძაბება მხოლოდ თოფის დაკეტვისას. თოფის გახსნისას კი ლულები ძალისხმევის გარეშე, თავისივე სიმძიმით მოძრაობენ ქვემოთ. ამ გამოგონებისათვის ბიზლიმ მიიღო 35 გირვანქა სტერლინგი და ყოველი საკეტისათვის დამატებით 5 შილინგი(საკეტის ასეთი სისტემა Holland & Holland-მა გააკეთა დიდი ხნის შემდეგ, კერძოდ 1922 წელს).

 

 

b895f382eb45.jpg

 

1881 წლიდან ფირმამ შიდაჩახმახებიანი თოფების წარმოება დაიწყო, რომლებიც ეტალონი გახდა. ჯერ კიდევ მენტონი აღნიშნავდა, რომ თოფს გვედრით დაფებზე უფრო მედიდური სახე აქვთ. ყველა პერდე უპირატესობას საიდლოკებს აკუთვნებდა, რომლებსაც საბრძოლო ზამბარა წინ აქვთ განლაგებული. საფირმო თოფები საკეტით ,,ყელში" იწარმოებოდა მცირე რაოდენობით.

გარდა ამისა კონსტრუქტორებმა მოდიფიცირება გაუკეთეს Westley Richards-ის საკეტ ბერკეტს(გადასახსნელი). მოდიფიკაცია იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ თანამედროვე იარაღში უდიდესი უმრავლესობა მისით სარგებლობს.

1910 წელს გარდაიცვალა ინგლისის მეფე ედუარდ მეშვიდე(იარაღისა და ნადირობის დიდი ტრფიალი). მის დაკრძალვაზე ჩამოსული იყო 9 ქვეყნის მონარქი. როგორც აღმოჩნდა ყველას თავის არსენალში გააჩნდა პერდეს თოფი!!!

პირველი ვერტიკალური(ლულების განლაგება) პერდე გამოვიდა 1949 წელს, მას შემდეგ რაც ამ ფირმამ შეისყიდა ფირმა James Woodward.

ტრადიციულად განუმეორებელია პერდეს თოფების გრავირება, რომელიც არაბესკებისა და ყვავილების ორნამენტს წარმოადგენს(ამ სტილს მენტონიც იყენებდა).

ჯეიმს პერდე უმცროსი გარდაიცვალა 1909 წელს. ამის შემდეგ კომპანიას სათავეში მისი შვილი ეტოლ სტიუარტ პერდე ჩაუდგა, რომლის კომპანიონი მისი ძმა იყო. 1929 წელს ფირმის აღმასრულებელი დირექტორი ეტოლის შვილი ტომასი ხდება(1954-1957 წლებში პრეზიდენტი). 1954 წელს ფირმის თავმჯდომარე ლორდი შერვუდია, რომლის სიკვდილის შემდეგ პოსტი სერ ვიქტორ სილს ეკავა. 1971 წლიდან ფირმას ხელმძღვანელობდა რიჩარდ ბიუმინტი, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი ლორენს სოლტერი გახდა.

 

5dee3132f3d0.jpg

 

 

თანამედროვე ეტაპზე პერდე საცალო სანადირო იარაღს აწარმოებს და პერსონალის მომზადების საკუთარი სკოლა გააჩნია.

ფირმა არც თუ ისე დიდია, იქ მუშაობს სულ 50 ოსტატი, თუმცა ყველაფერი ავტომატიზირებული და მეცნიერების უკანასკნელი მიღწევებითაა აღჭურვილი. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დიდია ხელით შრომის წილიც. წარმოების ერთადერთი კრიტერიუმი უმაღლესი ხარისხია.

პერდემ თავისი უკანასკნელი გარეჩახმახიანი მოდელი აწარმოა 1935 წელს(ფასი 48 ათასი გირვანქა სტერლინგი).

პერდე უმცროსი დაახლოებით 100-150 თოფს ამზადებდა წელიწადში. დღეს კი წარმადობა არაუმეტეს 70 ერთეულია წელიწადში.

ამ ფირმის თოფი ძალიან პრესტიჟულია(შემკვეთების რიგებიც ძალიან დიდია). ფასებზე ბევრს არ ვილაპარაკებ, თუმცა აღვნიშნავ, რომ კლასიკური ჰორიზონტალურები 12, 16 და 20 ყალიბისა ღირს 28 750 გირვანქა სტერლინგი(გრავირებისა და აქსესუარების ფასი არ შედის), ხოლო 28 და 410 ყალიბების ფასები იწყება 30 ათასი გირვანქა სტერლინგიდან.

 

176727234c77.jpg

 

გარდა ამისა კომპანია უშვებს სანადირო აქსესუარებდა და აკეთებს ძველი იარაღის რესტავრაციას.

Link to post
Share on other sites

7d3391d68192.jpg b7a157862dc6.jpg

 

როგორც წესი, პერდეს თოფები ძველი ევროპის ყველა სამეფო დინასტიას აუცილებლად გააჩნდა თავის არსენალში.

რუსეთში ნიკოლოზ პირველი იყო პირველი მონარქი, რომელმაც 1850 წელს ჯეიმს პერდე უფროსს შეუკვეთა იარაღი(საბოლოოდ ოთხი ორლულიანი იყიდა). ყოველი შემდეგი იმპერატორი(ნიკოლიზ მეორემ 1897 წელს წყვილი 12 ყალიბიანი იყიდა, ხოლო 3 წლის შემდეგ კიდევ ერთი წყვილი, მხოლოდ 16 ყალიბის) და ყველა დიდი თავადი ამ ფირმის კლიენტები იყვნენ.

 

 

 

ნიკოლოზ მეორე პერდეთი ნადირობისას

9c8b5854f808.jpg

 

 

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ლეგენდარული დედოფალი ვიქტორიადან(პირველად 1838 წელს შეუკვეთა პისტოლეტი იმამ მუსკატისათვის საჩუქებლად), ვიდრე პრინც ჩარლზამდე(6 თაობა) აუცილებლად პერდეს თოფით და კარაბინით ნადირობს.

უელსის პრინცესამ თავის მეუღლეს და მომავალ მეფეს ედუარდ მეშვიდეს 26 წლის იუბილეზე(1867 წელს) აჩუქა პერდეს თოფი ოქროს მონოგრამით, ხოლო ერთი წლის შემდეგ ზუსტად ასეთივე მეორე თოფი უსახსოვრა, რომელიც პირველის ტყუპი(წყვილი) იყო. აი ნამდვილად სამეფო საჩუქარი!

პერდეს ,,Royal Warrants" ანუ სამეფო მეიარაღის სტატუსი პერდე უმცროსის დროს მიენიჭა. ლოგოზე სამეფო გვირგვინის ქონა ამის დასტურია.

აღსანიშნავია, რომ პირველად პერდე სხვადასხვა კატეგორიის თოფებს აწარმოებდა( А-დან Е-მდე). ნამდვილი აღიარება კი ელიტურ იარაღს მოჰქონდა. 1920-იანი წლებიდან ფირმამ უარი თქვა ყველა სხვა კატეგორიის თოფის წარმოებაზე გარდა The best კატეგორიისა.

 

 

 

 

 

ავსტრიის იმპერატორი ფრანც იოზეფი ჩახმახიანი პერდეთი

92bb28512ba4.jpg

 

 

 

 

 

 

ედვარდ VII პერდეთი

2979c84e5168.jpg

 

 

თაობიდან თაობაში ფირმის მფლობელები თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ საწარმოს რეპუტაციას. დღეს ფირმა საკუთარ პროდუქციაზე 100 წლიან გარანტიას იძლევა(!!!). პერდეს ახალი თოფი დაახლოებით 30 ათასი გირვანქა სტერლინგი ღირს(შეკვეთის შესრულება 2 წლის განმავლობაში ხდება). თოფის ღირებულების მესამედი შეკვეთის გაფორმებისას გადაიხდება, მორიგი მესამედი ნაწილი შეკვეთის შესრულების დასაწყისში უნდა გადაიხადოთ, ხოლო ბოლო მესამედს კი თოფის მიღებისას გადაიხდით.

თუ შემკვეთი წყვილ(ტყუპები) თოფს უკვეთავს, მაშინ თითოეულის ფასი ავტომატურად 10%-ით იზრდება. ასეთი წყვილი აბსოლიტურად ერთნაირია, წონაში სხვაობა არ აღემატება 20 გრამს. მათი ხის ნაწილები ერთი ნაჭერი ხისაგან მზადდება, რათა ჯავარი ერთნაირი ჰქონდეთ. განსხვავება მხოლოდ ნომერაციაშია 1 და 2(ნომერი ოქროთი ინკუსტირდება სამიზნე თამასაზე ან სახსნელ ბერკეტზე).

ფირმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლიენტი და მეგობარი გახლდათ ესპანეთის მეფე ალფონს XIII, რომელმაც სამეულის მოდა შემოიტანა.

მეფე თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელი იყო. პერდეს თოფებით აღჭურვილმა 1931 წელს, მან რეპორტიორებზე გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა ერთ-ერთი ნადირობისას საფრანგეთში(ნადირობა ჰერცოგ დე ლა როშფუკოს მიერ იყო ორგანიზებული). მეფის სროლის სისწრაფე და სიზუსტე ფანტასტიური გახლდათ: დუბლის შემდეგ ის არ აწოდებდა თოფს მოსამსახურეს, არამედ უბრალოდ აგდებდა ხელიდან. ამ თოფს მის წინ მუხლებზე მდგომი მოსამსახურე იჭერდა, ხოლო მეორე მოსამსახურე კი მეორე დატენილ თოფს აწვდიდა მონარქს. მუხლებზე მდგომი მსახური უსწრაფესად ხსნიდა პირველ დაჭერილ თოფს და აწვდიდა მეორე მსახურს, რომელიც სწრაფად აწყობდა მასში ვაზნებს და აწვდიდა მეფეს. მთელი ნომერი სამი თოფით სრულდებოდა, ხოლო ამოფრენილი ფრინველი კი უსულოდ ეცემოდა მიწაზე.

 

ალფონს XIII

1a302e123e03.jpg

 

პერდე თითოეულ შეკვეთას 1841 წლიდან სპეციალურ ჟურნალში აღნიშნავს, სადაც ფიქსირდება კონდახის ზომები, ლულის სიგრძე, ჩოკური შევიწროება, სიბურჟღლე, წონა და ბალანსი, გრავირების ტიპი და სხვა. კონდახის მასალას შემკვეთი თავად ირჩევს. ფირმა საკონდახედ დაყოვნებულ(არანაკლებ 5 წლისა) საუკეთესო მასალას ყიდულობს, რომელსაც საწყობში არანაკლებ 15 წელს დამატებით აყოვნებს და მხოლოდ ამის შემდეგ იყენებს კონდახში. საკონდახე მასალად მხოლოდ თურქულ და ფრანგულ კაკალს იყენებს.

ფირმაში მომუშავე ოსტატები(50 კაცი) ყველაზე დიდი კაპიტალია. თითოეული მათგანი შეუცვლელია. პერდეში მუშაობისათვის არა მარტო ნიჭია საჭირო, არამედ უმაღლეს დონეზე მუშაობის 15 წლიანი სტაჟი . თითოეული ოსტატი 100 ათას დოლარადაა დაზღვეული.

ფირმა 60-დან 70-მდე თოფს უშვებს წლიურად. მათ შორის რიგითი თოფი არაა. ფირმის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ პერდესთან თოფის საყიდლად არა ეკონომიის მიზნით მოდიან , არამედ საუკეთესო ხარისხის მისაღებად.

პერდეს ყიდვა საუკეთესო კაპიტალდაბანდებაა და ამავე დროს მინიშნება იქეთკენ, რომ მისი მფლობელი მინადირეთა უმაღლეს კასტას განეკუთვნება.

Link to post
Share on other sites

56ffe48dd611.jpg

 

 

 

 

 

 

ყალიბი 12,16,20,28,36; სავაზნე 70 ან 76მმ; ერთ ან ორ სასხლეტზე. ორი სასხლეტის შემთხვევაში წინა სასხლეტი ამორტიზატორზე(ზამბარაზე); სროლის რიგითობა ქვედა-ზედა. შემკვეთის სურვილისამებრ რიგითობა შეიძლება იყოს ზედა-ქვედა; ეჟექტორზე, სამიზნე თამასა სხვადასხვა სიგანის(ყალიბის შესაბამისად); მცველი ავტომატური ან არაავტომატური; წონა 12 ყალიბში 3,572-3,288 კგ, 16 ყალიბში 2.778-2.948 კგ, 20 ყალიბში 2,664-2,891 კგ, 28 ყალიბში 2,551-2,721 კგ, 36 ყალიბში 2,494-2,721 კგ; შემკვეთის სურვილისამებრ კომპლექტდება ქვედა ყალიბის დამატებითი წყვილი ლულით, კონდახი უმაღლესი ხარისხის(თურქეთიდან შემოტანილი) კაკალი.

Link to post
Share on other sites

d73c5af99f45.jpg

 

e533ffcce270.jpg

 

 

 

ეს პერდე 1908 წელშია გამოშვებული;

65მმ სავაზნითაა;

12 კალიბრი

მართალია სურათი მთლად მაღალი ხარისხის ვერაა, მაგრამ მაინც ჩანს კონდახის ,,ცრემლი"

 

ფასიც შესაბამისი აქვს_ 30 000 დოლარი

Link to post
Share on other sites
  • 5 weeks later...

dba14c201dd9.jpg

 

 

ყალიბი 10, 12,16,20,28,36; სავაზნე 70 ან 76მმ(შემკვეთის სურვილისამებრ მზადდება 65და 89მმ-იანი სავაზნითაც); საკეტი ,,ბიზლი"(1880 წლის პატენტი) ორ სასხლეტზე; წინა სასხლეტი ამორტიზატორზე(ზამბარაზე); ეჟექტორზე, სამიზნე თამასა სხვადასხვა სიგანის(ყალიბის შესაბამისად); მცველი ავტომატური ან არაავტომატური; წონა 12 ყალიბში 2,948-3,061 კგ, 16 ყალიბში 2.778-2.948 კგ, 20 ყალიბში 2,693-2,891კგ, 28 ყალიბში 2,353-2,494 კგ, 36 ყალიბში 2,268-2,381კგ; შემკვეთის სურვილისამებრ კომპლექტდება ქვედა ყალიბის დამატებითი წყვილი ლულით, კონდახი უმაღლესი ხარისხის(თურქეთიდან შემოტანილი) კაკალი.

Link to post
Share on other sites

The Millenium Gun

 

1378e596e586.jpg

 

მესამე ათასწლეულის დადგომა ფირმამ ელეგანტური კლასიკური ჰორიზონტალური 28 ყალიბის მოდელის გამოშვებით აღნიშნა. საიუბილეო ეგზემპლიარი № 30000 ფირმამ დაამზადა 2000 წელს.

 

კალაპოტი Ultra Round Body(ძლიერ მომრგვალებული) სტილშია შესრულებული; ტრადიციული საიდლოკი; V-სებური საბრძოლო ზამბარა დაფის წინაა განლაგებული; სამმაგი საკეტი; ეჟექტორები; ერთ ან ორ სასხლეტზე; სავაზნე 70მმ; გამოცდილია 1200 ბარ წნევაზე; ინგლისური ან ნახევრადპისტოლეტური ტიპის კონდახით; გრავიორი კენ ჰანტი.

ფასი: 100 000$!!!

 

ფირმა საიდუმლოდ ინახავს მისი თოფების მფლობელთა ვინაობას, თუმცა ზოგჯერ ინფორმაცია მაინც ჟონავს :hi: თურმე ამ თოფებს არა მარტო შეძლებული მონადირეები და კოლექციონერები იძენენ, არამედ შოუბიზნენის წარმომადგენლებიც... მაგალითად ერიკ კლეპტონი :dato:

 

5d76c428f48e.jpg

 

544cff77971b.jpg

 

01275076c7ba.jpg

 

d098b970e4bb.jpg

 

 

 

 

ძალიან ორიგინალური ერთლულიანი

 

 

Hammer Gun 28

 

0cb24d57e8df.jpg

 

ყალიბი 28, ლულის სიგრძე 710მმ, სავაზნე 70მმ, ფიქსირებული ჩოკი 0,75მმ; სერიული ნომერი 14751.

 

ფასი 6500$.

 

 

a8ada8e0d752.jpg

 

f6e2e777a24b.jpg

 

17c56f4ae15b.jpg

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

J.Purdey&Sons წარმოებულია 1928 წელს

 

 

25bb0a781025.jpg

 

საიდლოკი; ბიზლის საკეტი; ყალიბი 12, ლულის სიგრძე 70სმ; სავაზნე 70მმ; ლულის შევიწროება 0,75/1,0; წონა3,13კგ; კონდახს აქვს ტყავის საბჯენი(კეფა); კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკალი;კონდახზე თეთრი ოქროს მედალიონი; განთავსებულია ტყავის ქეისში(ქეისსაც იგივე ნომერი აქვს რაც თოფს); ლულები დამზადებულია პერდეში ახლიდან 1986 წელს

 

 

bb65eb72e075.jpg

b4a2e0981f91.jpg

88ab3701963a.jpg

e0489eac6216.jpg

f0f4b60e4700.jpg

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

პერდეს იშვიათი საკეტი

 

 

მართალია ,,საკეტებისა და მექანიზმების" თემაში ზოგადად გვაქვს ამის შესახებ ინფო, მაგრამ ალბათ თავს არ შეგაწყენთ თუ ცოტათი გავაგრძელებ ამ გენიალურ კომპანასა და მეიარაღეთა პლიადაზე წერას.

 

 

3e3ad8f8cb16.jpg

 

 

პერდეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოგონება მისი ჩამკეტი სისტემა_ პერდეს ჩარჩოა. ეს რევოლუციური მიგნება, უკვე საუკუნენახევარზე მეტია, ძირითადი ელემენტია ჰორიზონტალურლულიანთა საკეტებში. პერდეს ჩარჩო ასევე გამოიყენება ვერტიკალურებში, სამლულიანებსა და ოთხლულიანებშიც კი.

სანამ პერდე თავის ჩარჩოს ზედა ბერკეტთან გააერთიანებდა_top-lever(პატენტი აღებულია 1870 წელს), მანამდე ლონდონურმა ფირმამ გამოუშვა რამდენიმე ასეული თოფი, რომლებსაც სხვა ტიპის ბერკეტი ჰქონდათ. ამ ბერკეტს პერდემ thumb-hole under lever დაარქვა. სწორედ ამ ბერკეტთან გააერთიანა პირველად ოსტატმა ჩარჩო 1863 წელს.

აღნიშნული გადაწყვეტა მწარმოებელთათვის ძალიან საინტერესო იყო და ბრიტანულმა კომპანიებმა ერთხმად აიტაცეს ის. სამწუხაროდ დღეისათვის თავად პერდეს მიერ დამზადებული ამ კონსტრუქციის თოფები იშვიათობაა.

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსათვის მეიარაღეობაში გამოგონებათა ნამდვილი ბუმი იდგა. ამ გამოგონებათაგან უფრო წარმატებულებმა დიდხანს იცოცხლეს, უფრო წარუმატებლებს კი საუკუნებრივი არსებობა არ ეწერათ. თუმცა პროგრესული მიგნებანი დროთა განმავლობაში კლასიკა ხდებოდა და როგორც მოგეხსენებათ კლასიკა არ ბერდება.

პერდეს ჩარჩო, რომელიც გაერთიანებულია ვესტლი რიჩარდსის ზედა ბერკეტთან არ ბერდება უკვე 130 წელზე მეტია!!! ხოლო საკეტი thumb-hole under lever სამწუხაროდ გაქრა.

როგორც ცნობილია, სრულყოფილებას საზღვრები არა აქვს, ჰოდა ეს კიდევ ერთხელ ბრწყინვალედ დაამტკიცა უილიამ ველინგტონ გრინერმა, რომელმაც სრულყო პერდეს საკეტი. 1873 წელს მან ლულის წინა კაუჭიც დაკეტა და ზედა ჭანჭიკიც დაამატა მას. ამ სამმაგ საკეტს treble wedge fast action დაარქვა და უკვდავყო თავისი სახელი. სწორედ ეს სამმაგი საკეტი გახდა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული.

 

 

 

პერდეს წარმოებული თოფების საკეტები სურათებზე მარცხნიდან: პირველი_ პერდეს ქვედა ბერკეტით thumb hole underlever; მეორე_ პერდეს ჩარჩო ვესტლი რიჩარდსის ზედა ბერკეტით Westley Richards rotary-sliding toplever, ВР №2623, 1864; მესამე_ პერდეს ჩარჩო გვერდით ბერკეტზე sidelever

 

 

226fc53e2a7f.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 7 months later...
  • 10 months later...

როგორც ზემოთ აღვნიშნავდით(პირველ პოსტში) პერდე უპირატესობას საიდლოკებს ანიჭებდა და ანიჭებს, თუმცა აბა ვინ იტყვის, რომ მისი წარმოების ბოქსლოკი ნაკლები ელეგანტურობისაა?!

 

 

წარმოგიდგენთ sporter-ს, რომელიც როგორც სახელი მეტყველებს სპორტული დანიშნულებისაა

 

 

 

Purdey sporter

 

9dfc1629b6f3.png

 

7e6f3b4700e2.png

 

ეს მოდელი იწარმოება 2005 წლიდან. გამოდის 12, 20 და 28 ყალიბისა; სავაზნე 70 ან 76მმ; ლულის(დემიბლოკი) სიგრძე 71, 74, 76 ან 81 სმ; ფიქსირებულ ან სახსნელ ჩოკებზე; ვენტილირებადი ან მთლიანი სამიზნე თამასით; ავტომატური ან სპორტული მცველით; ერთ ან ორ სასხლეტზე(მექანიზმი სწრაფცვლადია როგორც სპორტულებს შეეფერებათ); გრავირება შემკვეთის სურვილისამებრ; წონა 12 ყალიბში 3,46-3,62კგ 20 ყალიბში 3,06-3,12კგ.

Link to post
Share on other sites

არა,ელეგანტურობა ნაღდად არ აკლია,მაგრამ აგული ერისთავს რომ უთხრა ერთმა კლიენტმა,,ეს მაინც არაა ჩემი სიდედრი!!,,ჩემი საყვარელი და საოცნებო პერდე მაინც ისაა,სრულსაკეტებიანი!!!პერდესგან და ჰოლანდისგან ვერ ავიტან მარკეტინგულ ,,ხოდებს,,. :(

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

ეს სურათი გადაღებულია 1910 წლის 30 მაისს ინგლისის მეფე ედუარდ მეშვიდეს დაკრძალვის დღეს(ცხრა ქვეყნის მონარქი).

ბრიტანელთა ახალი მონარქი გეორგ მეხუთე ზის ცენტრში.

თითოეულ მათგანს თავის არსენალში გააჩნდა პერდეს თოფი!

 

 

038a371a332b.png

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

თუ წავასწარი სადმე პერდეს ჰორზონტალებს ხოშიან მდგმარეობაში, შანსს არ გავუშვებ, ურიის ვალს ავიღებ და მაინც ვიყიდი.

Link to post
Share on other sites

გაგვეხარდება გიო ასეთი სერიოზული შენაძენი,მაინც რას ფიქრობ,რა უნდა ეღიროს რო შეწვდე???

 

წინასწარ ვიცი რომ 3 500$-ზე ნაკლები არ ეღირება ისეთი, რომელსაც ხელს მოვკიდებ, მაგრამ არაფერია გამორიცხული.

 

რას წარმოვიდგენდი ბრაუნინგის ლაითნინგს, თან რა ისტორიით და მდგომარეობით, თუ 675$-ად ვიყიდიდი.

 

არსად მეჩქარება მამუ, ჩასაფრებული ვარ ეგეთ რამეებზე ძამია.

Link to post
Share on other sites

თუ წავასწარი სადმე პერდეს ჰორზონტალებს ხოშიან მდგმარეობაში, შანსს არ გავუშვებ, ურიის ვალს ავიღებ და მაინც ვიყიდი.

 

 

გიო ხოშიან მდგომარეობაში 3500-ად??? :scratchchin:

Link to post
Share on other sites

გიო ხოშიან მდგომარეობაში 3500-ად??? :scratchchin:

 

მამუსაც ვუთხარი, აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

 

არაა გამორიცხული გარაჟ-სეილზე ვიღაცა ბებომ გამოიტანოს თავისი მეუღლის ნაქონი და 100$-ში გაყიდოს.

Link to post
Share on other sites

Gurulo

 

ვახო ხომ დარჩა "გაღიმებული", აქაური ფასები რომ ნახა, თან თოფი არ მიყიდეს.

 

შენი აქ ჩამოსვლა და დასაბმელი გამიხდები. :d030:

Link to post
Share on other sites

მეეჭვება ეგ გარაჟსეილი ასეთ ბრენდებს ეხებოდეს,არც ის მგონია გელამ რო ბოსველი და პერდე დადო,მაგ ფასად არარესტავრირებული და ხელშეუხებელი იყოს,პერდე აფრიკაშიც პერდეა და რიგით ბრაუნინგს ვერ შევადარებთ!!!!

Link to post
Share on other sites

Gurulo

 

ვახო ხომ დარჩა "გაღიმებული", აქაური ფასები რომ ნახა, თან თოფი არ მიყიდეს.

 

შენი აქ ჩამოსვლა და დასაბმელი გამიხდები. :d030:

მართალი ხარ, ჯაჭვი დამჭირდება თოკი არ მეყოფა...

იმაზეც ყაბულს ვიქნებოდი, თუ არ მომყიდდნენ ახლოდან დამათვალიერებინონ პერდე, ბოსი, ლანკასტერი, გრინერი...

გამისკდება გული და მერე შენ იქნები დამნაშავე ძამა!

Link to post
Share on other sites

არც ის მგონია გელამ რო ბოსველი და პერდე დადო,მაგ ფასად არარესტავრირებული და ხელშეუხებელი იყოს

რატო მამუ, მეორად და არარესტავრირებულ პერდეში 19 000$ ცოტა გეჩვენება?

ბუნებრივია ხელშეუხებელი მეორადი ნივთი ვერ იქნება.

Link to post
Share on other sites

კაცო,პერდე რო გასტრონომში არ იყიდება,ამაზე შევთანხმდით,ვიღაცას უნდოდა რომ პერდე ქონოდა,შეუკვეთა,ელოდა 2-3 წელი,გადაიხადა ალბათ 30000-50000 დოლარი და აქვს პერდე,მერე მთელი ცხოვრება ეფერებოდა,ნაცნობ-მეგობრებში ამარიაჟებდა,ცოტას ნადირობდა,ისეთ ნადირობებზე პერედეს რომ ეკადრება და თვლიდა რომ პერდეს ქონა კარგი და მომგებიანი კაპიტალდაბანდებაა,თუ შავბნელი დღეები დაუდგება,მასში გადახდილი თანხა დაკარგული არაა!!ეს ნორმალურ ქვეყანაში და არა ომისშემდგომ გერმანია-აღმოსავლეთ ევროპაში,რომელსაც წითელმა არმიამ სარანჩასავით გადაურბინა,ეს ჩვენთან მოხვდა უამრავი ნაალაფარი პერდე და

ჰოლანდი კაპიკებად,მაღალჩინოსან სამხედროებს საჩუქრებად დაურიგდათ,შემდგომაც სავაჭრო პალატის ფულებით ბევრმა ფუნქციონერმა ,,შეიძინა,, ამიტომაც მომრავლდა ასე საქართველოშიც,ოთარ ლომთაძის ინფორმაციით საქართველოში 36 პერდე და 44 ჰოლანდია დაფიქსირებული და აღწერილი!!!!!რაც შეეხება ნორმალურ ქვეყნებს,არ მგონია კანონიერი გზით შეძენილ პერდესა და ჰოლანდს ფასი დაუვარდეს,რა ვიცი მე ასე მგონია!!!!

Link to post
Share on other sites

რა ბმულებიც ზემოთ დავდე, იქ პერიოდულად ინგლისური ბრენდებიც იჩითება ხოლმე. ახლა ამ ნეტით ვერაფერს ვიპოვი,მაგრამ სადღაც იქვე 40 ათას დოლარიანი პერდე დევს და იქვე ახლოს 80 გირვანქა სტერლინგიანი იჟაკი(სმაილიკებს ვერ ვდებ)

Link to post
Share on other sites

mamuka grigolia

 

მამუ, გარაჟ-სეილებზე ისეთი რამეები გამოაქვთ, გარტყმაში არ არიან რა დაუტოვეს წინაპრებმა.

 

ერთმა ბებომ მუდმივი "ვიზიტი" გააკეთა სამოთხისკენ და შვილიშვილებმა ათასი ხარახურა წაიღეს სახლიდან.

 

რა დატოვეს თუ იცის?

 

ზინგერის პირველი გამოშვებული საკერავი მანქანა, რომლის ფასიც, სახლზე სამჯერ მეტი ღირს.

 

რეები გამოაქვთ, გაყეყეჩება შეიძლება.

 

ჩვენ ვართ, რომ ვყოფთ ცხვირს ყველგან და ბევრ რამეში ვერკვევით, ამათ ჰკიდიათ მამუ, თანაც სულ მაგრა ჰკიდია უმეტესობას.

აარტყავს ფეხებს ბაბუა, დასტოვებს თავის არსენალს და მერე იყიდება უძვირფასესი თოფი-აღჭურვილობა კაპიკებში.

 

ამიტომაა რომ სულ ვჯიჯღინებ მეუღლესთან, დამიტოვე ქეში შაბათ-კვირისთვის გარაჟ-სეილზე "სანადიროდ" უნდა წავიდეთქო.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...