Club-Monadire.Ge: ქართული ფუტკარი - Club-Monadire.Ge

Jump to content

  • 2 გვერდი +
  • 1
  • 2
  • თემის გახსნა შეზღუდულია
  • გამოხმაურება შეზღუდულია

ქართული ფუტკარი

#1 მომხმარებელი გასულია   დავითი        Go to the top of the page

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 1913
  • დაგვემატა: 20-January 12
  • ასაკი:39

დაწერილია 22 January 2012 - 17:57

ქართული ფუტკარი

დადებული სურათი

ახალგაზრდა ფუტკრის დედა



ფუტკრები არ ტოვებენ ჩარჩოს.





უღელდადგმული მწერი

ფუტკარი დედამიწის გაცილებით ადრეული ბინადარია, ვიდრე ადამიანი, მას, როგორც ბიოლოგიურ ინდივიდს, გამოვლილი აქვს უამრავი კლიმატური თუ სხვა ცვლილებები დედამიწის ისტორიაში. მიუხედავად ამისა ადამიანმა შესწორებები შეიტანა მის ცხოვრებაში და ამუშავებს და აცხოვრებს ფუტკარს ისე , როგორც მას მიაჩნია საჭიროდ. ამ ჩარევის შედეგი სავალალოა. ფუტკარი გადაშენების გზას ადგას.

რას ნიშნავს ჯანმრთელი ფუტკარი?

ფუტკარი ყოველთვის ახერხებდა დაავადებებისგან თავის დაღწევას და ბიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებას.დღეს კი ცნობილია რომ შინაური ფუტკარი ველურ პირობებში ვეღარ ხარობს. მას მუდმივი მოვლა და მკურნალობა სჭირდება.

ფუტკარი კრიტიკული რგოლია ეკოსისტემაში.
აუცილებელია ყველა მეფუტკრემდე მიაღწიოს ინფორმაციამ ფუტკრის მოვლის ჯანსაღი გამოცდილების შესახებ. ასევე შეიქმნას ფუტკრის მოვლის ალტერნატიული წესის და პრაქტიკის გაზიარების საშუალება.

დავიწყოთ თაფლით:

შაქარზე ნაკლებად კალორიულია(64-ი 84-ის საწინააღმდეგოდ 20 გრამზე).

80%მდე სხვადასხვა შაქარს შეიცავს, ძირითადად ფრუქტოზას

წყალი-17%

აზოტოვანიი ნივთიერებები-1%მდე. განსაკუთრებით მდიდარია თავისუფალი ამინომჟავებით

მინერალებს თაფლი 0.1%მდე შეიცავს, ფუტკრის რძე 0.5%მდე: განსაკუთრებით კალიუმს, რაც მნიშვნელოვანი ელემენტია. ელემენტების თვისობრივი სემადგენლობა თაფლის წარმომავლობაზეა დამოკიდებული

ორგანული მჟავები 0.3%მდე

ვიტამინები: B1, B2, B3 ( PP), B5, B6, C, A, B8 ( H), B9, D და K.

ლიპიდები(ცხიმები)-ტრიგლიცერიდები და ცხიმოვანი მჟავები

ენზიმები, რომლებიც მონელების პროცესს აუმჯობესებენ(ინაქტივაცია 40 გრადუსზე მაღლა)

ანტიბაქტერიული ნივთიერებები

ასევე უამრავი მინორული ნივთიერება, რომელტა შემადგენლობაც თაფლისდა მიხედვით სხვადასხვაა.



თაფლზე ითქმის სიცოცხლის ელექსირიაო

ყვავილის მტვერი:

მხოლოდ 10% შეიძლება ავიღოთ მტელი მოსავლის რომ ოჯახი არ დავაზარალოთ, ანუ სკიდან წელიწადში 3 კგ-მდე.

100გ მტვერი=270 კკალ.

შეიცავს:

ნედლი 12%მდე წყალს, მშრალი 4%მდე

შაქრებს 35%მდე

ლიპიდებს 5%მდე

აზოტოვან ნაერთებს 20%მდე, განსაკუტრებით 8 ამინომჟავას რომელიც სიცოცხლისთვის აუცილებელია და დღიური ნორმის 30-50%-ს ფარავს

ვიტამინებს(განსაკუთრებით ე-ს, ''გამრავლების'' ვიტამინს)

მინერალებს

ენზიმებს

ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს

ფლავონოიდებს(რუტინს, რომელიც კაპილარების მდგრადობას აძლიერებს)


გამოიყენება დასუსტებული ორგანიზმების მოსაძლიერებლად(მოხუცები, გადაღლა, პოსტოპერაციული პერიოდი), კარგი დეზინტოქსიკანტია


ცვილი

ყვითელი და თეთრი(ყვითელის სპეციალური დამუშავების შემდეგ)

გამოიყენება სხვადახვა მრეწველობაში და რაც მთავარია ოდითგანვე მისგან მზადდება სანთელი.

ფარმაცევტულ ტექნოლოგიაშიც ფართოდ გამოიყენებოდა

დინდგელი(პროპოლისი)


ფუტკრის სეკრეციის პროდუქტია, ამ პროდუქტის მისაღებად ფუტკარი მხოლოდ იმ მცენარეებს იყენებს, რომელთა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს მაღალი ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და ფუნგიციდური(სოკოს საწინაარმდეგო) აქტივობა ახასიათებთ. ასეთი მცენარეებია: წიწვოვნის ქერქი; არყის, თხმელის, ტირიფის, ქლიავის, ცხენისწაბლას და განსაკუთრებით ვერხვის კვირტების ბალზამი. როგორც გურულოსგან გავიგე და მერე ლიტერატურაც ამოვწიე, ძალიან ძვირფასია ციტრუსის დინდგელიც. დინდგელს ფუტკარი სკის დეზინფექციისთვის, მისი მიკრობებისგან და პათოგენური სოკოებისგან დასაცავად იყენებს. თუ სკაში უცხო სხეული მოხვდა და ის ფუტკრებს გარეთ ვერ გამოაქვთ, მას ფუტკრები დინდგელით ფარავენ და სკის ინფიცირებას თავიდან იცილებენ.

დინდგელი შეიცავს: ბალზამი და რეზინები -55%მდე; ცვილი- 40%მდე; ეთერზეთები-10%მდე; ყვავილის მტვერი-5%მდე; სხვადასხვა ბუნების ნაერთები-5%მდე.

დინდგელში არმოჩენილია: ორგანული მჟავები, ვიტამინები, ფლავონოიდები, ოლიგო ელემენტები...სულ სამასამდე სხვადასხვა ნივთიერება. ქიმიური შემადგენლობა საკმაოდ რთული აქვს.

სუფთა დინდგელის მისაღებად, პირველად დინდგელს ასე ასუფთავებენ:

მეთოდი პირველი: დინდგელს დებენ 70 გრადუსამდე გამთბარ წყალში, რადგან ცვილი 68 გრადუსზე დნება, ის ამოტივტივდება, მას ვაცილებთ. დარჩენილი დინდგელის ექსტრაქციას ვახორციელებთ 40-60 გრადუსიანი სპირტით(ფარდობა 1:10), სინათლისგან დაცულ, ინერტულ ჭურჭელში, ოთახის ტემპერატურაზე, დროდადრო შენჯღრევით(თუ საშუალება გაქვთ, ულტრატალღოვანი აბაზანა პროცესს აჩქარებს) 2 კვირიდან ერთ თვემდე. ვფილტრავთ. ფილტრატი წარმოადგენს დინდგელის სპირტ-წყლიან ნაყენს, რომელსაც ვიყენებთ წვეთების(30 წვეთი მცირე რაოდენობა წყალში) სახით. თუ სპირტს მოვაცილებთ, დარჩენილი მასა შეგვიძლია მალამოების დასამზადებლად გამოვიყენეოთ(დღესდღეობით შინაურ პირობებში პირდაპირ პირველად დინდგელს იყენებენ მალამოებში).

მეთოდი მეორე: ცვილი ცივ პირობებში 40-60 პროცენტიან ეთანოლში(სპირტში) არ იხსნება, ამიტომ პირველადი დინდგელი პირდაპირაც შეგვიძლია გამოვწვლილოთ ამ გამხსნელით და მერე გავფილტროთ. ცვილი ფილტრზე დარჩება.

პირველად დინდგელს პირდაპირაც ღეჭენ ყოველგვარი გასუფთავების გარეშე, ის ბაქტერიოლოგიურად სუფთაა, ასე რომ პრობლემა არ შეგექმნებათ.

როგორც პირველად, ასევე გასუფთავებულ დინდგელს ახასიათებს ანტიბაქტერიულობა, ჭრილობის შეხორცების უნარი, ანთებისსაწინააღმდეგო აქტივობა, უჯრედების მეტაბოლიზმს ზრდის, აქვს ანესტეზიური ეფექტიც.

ნაყენი ფართოდ გამოიყენება ოტო-რინო-ლარინგოლოგიაში(სტომატიტები, ანგინა, ბრონქიტები, ფარინგიტების და ოტიტების დროს), სტომატოლოგიაში გამოიყენება სტომატიტების და გინგივიტების დროს, პირის ღრუს ინფექციური პათოლოგიების დროს.


პირველადი(გაუსუფთავებელი) დინდგელი

ფუტკრის შხამი

ენზიმების და პეპტიდების ნარევია, რომელიც 85%მდე წყალს შეიცავს, ახასიათებს მძაფრი სუნი.

2-3% მდე აქროლად ნივთიერებებს შეიცავს

ენზიმებს 85%მდე

შეიცავს ჰიალურონიდაზას, რომელიც ტოქსინია.

გამოიყენება სხვადასხვა ფორმით(მალამო, ელექტროფორეზი)ართროზების, ნევრალგიების, რევმატიზმების დროს.

ფუტკარი — მწერი სიფრიფანაფრთიანების რიგისა.

ისტორიულად საქართველოში მეფუტკრეობას მევენახეობასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველი კაცისათვის. ყველა დამპყრობელი, ებრძოდა რა ჩვენს ტრადიციებს, ადათ-წესებს, ზნე-ჩვეულებებს, და რათქმაუნდა რელიგიას, ყოველთვის ცდილობდა გაენადგურებინა ვაზი და მასთან ერთად ფუტკარიც. მიზეზი მარტივია, ვაზის გარეშე ვერ შესრულდება რელიგიური რიტუალები (რადგან ღვინო არს სისხლი უფლისა), ხოლო ფუტკრის გარეშე ვერ დაამზადებ სანთელს.


ქართული (კავკასიური) რუხი ფუტკარი უნიკალურია მთელ მსოფლიოში. იგი სხვებისაგან (მაგ: რუსული, სომხური ყვითელზოლება, იტალიური, ინდური, აგვიპტური ფუტკარი და სხვა.) გამოირჩევა იმით, რომ მას აქვს ყველაზე გრძელი ხორთუმი, რაც საშუალებას აძლევს უკეთესად შეაგროვოს ნექტარი.

არსებობს სამი სახის ფუტკარი:

დედალი ფუტკარი
მამალი ფუტკარი
დედა ფუტკარი

დედალი ფუტკარი მუშა ფუტკარია, იგი ასრულებს ძირითად სამუშაოს
მამალ ფუტკარს მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს (ალბათ მიხვდით)
დედა ფუტკარი კი მთელ ოჯახში ერთადერთი და უნიკალურია, მასზე არის დამოკიდებული გამრავლება..


თუ რომელიმე თქვენგანს ყავს ფუტკარი, ან უბრალოდ აქვს გარკვეული ცოდნა და გამოცდილება, მოდით განვავრცოთ ეს თემა. ვისაუბროთ როგორ ხდება ფუტკრის მოშენება-მომრავლება, რამდენად მომგებიანია ეს საქმე და ა.შ გელოდებით

p.s ეს ყველაფერი არსაიდან არ გადმომიკოპირებია, ჩემი მწირი ცოდნით ვიხლაფორთე

თაფლის სამკურნალო თვისებები:

ბუნებრივი თაფლი ძვირფასი საკვები და სამკურნალო პროდუქტია, რაც განპირობებულია მისი ქიმიური შემადგენლობით, ბიოლოგიური თვისებებით. მისი დადებითი თვისებების შესახებ მოგვითხრობენ ძველი რომისა და საბერძნეთის გამოჩენილი სწავლულებისა და ფილოსოფოსების შრომები.
ძველ ქართულ სახალხო მედიცინაში თაფლი რეკომენდებულია სხვადასხვა დაავადებების საწინააღმდეგოდ. სახალხო მედიცინის ისეთ შესანიშნავ ძეგლში, როგორიცაა „წიგნი სააქიმოი“, ჩამოთვლილ პრეპარატებში თაფლი ამ მიზნისათვის 118-ჯერ არის ნახსენები.
მიღებისა და გადამუშავების მეთოდების ტექნოლოგიური ნიშნის მიხედვით არსებობს თაფლის შემდეგი სახეები: ფიჭების, სექციური, ცენტრიდანული, წნეხილი, თვითნადები, გატეხილი ანუ გაჭყლეტილი და სხვ.
თაფლი ფერის მიხედვით შეიძლება დაიყოს ორ ქვეჯგუფად: ღია და მუქი ფერის თაფლად.
ღია ფერის თაფლს მიეკუთვნება თაფლის შემდეგი სახეები: აკაციის, ცაცხვის, ნარინჯის, მზესუმზირის, სამყურის, ბამბის, ესპარცეტის და სხვა მცენარეების თაფლი.
მუქი ფერის თაფლია: წაბლის, თამბაქოს, წიწიბურას, მანანას, წიწვოვანი მცენარეების და სხვ.

თაფლის ფიზიკური თვისებები
როგორც ცნობილია, თაფლი წარმოადგენს ნექტარს, გადამუშავებულს ფუტკრის სათაფლე ჩიჩახვში და მომწიფებულს ფიჭებში.
თაფლის ფიზიკური თვისებებიდან აღსანიშნავია სიბლანტე, სიმკვრივე და კონსისტენცია.
თაფლის სიბლანტე დამოკიდებულია მის ქიმიურ შემადგენლობაზე და მერყეობს 3,18-დან 14,4 პუაზამდე. სიბლანტეზე გავლენას ახდენს თაფლში შემავალი შაქრები და დექსტრინები. თაფლი, რომელიც მეტი რაოდენობით შეიცავს ფრუქტოზას, ნაკლებად ბლანტია.
ახლად გამოხდილი თაფლი გამჭვირვალე, ბლანტი, არომატული სითხეა, რომლის ხვედრითი წონა 150 ტემპერატურაზე მერყეობს 1,41-1,44 ფარგლებში. ხვედრითი წონა თაფლის სიმწიფის ერთ-ერთი მაჩვენებელია. თაფლი, რომელშიც ჭარბობს გლუკოზა, სწრაფად იწყებს დაკრისტალებას, დაშაქრებას, ფრუქტოზის მაღალმა შემცველობამ კი შეიძლება თაფლი გახადოს დაუკრისტალებელი. თაფლის დაშაქრება ყველაზე სწრაფად 13-140 ტემპერატურაზე მიმდინარეობს. ტემპერატურის შემდგომი ამაღლებით კრისტალიზაცია ნელდება და 27-320-ზე მთლიანად წყდება. 33-400-ზე კრისტალები იხსნება და თაფლი ხდება სიროფისმაგვარი. თაფლი, რომელიც არ შაქრდება, შეუცვლელია დიაბეტიკებისათვის. კრისტალიზაციის პროცესი ბუნებრივი პროცესია, ამიტომ იგი არ აუარესებს თაფლის ხარისხს.


თაფლის ქიმიური შემადგენლობა
ვინაიდან თაფლი მზადდება მცენარეების ნექტარისაგან, მისი ქიმიური შემადგენლობაც ბევრადაა დამოკიდებული ნექტარის ქიმიურ შემადგენლობაზე, მისი ქიმიური შემადგენლობა კი დამოკიდებულია მცენარის თავსებურაზე, ასევე მისი ვეგეტაციის პირობებზე (ამინდზე, ნიადაგზე, გეოგრაფიულ პირობებზე და სხვ.). თაფლის ქიმიური შემადგენლობიდან აღსანიშნავია: ნახშირწყლები, აზოტშემცველი, მინერალური, საღებავი და არომატული ნივთიერებები, ვიტამინები, ანტიბიოტიკები და სხვ.
ნახშირწყლებიდან თაფლში გვხვდება გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, მალტოზა, დექსტრინები — სხვადასხვა რაოდენობით. თაფლში ინვენსირებული შაქრის რაოდენობა 75%-მდე ადის, აქედან გლუკოზა — 34%, ფრუქტოზა — 40%, საქაროზა კი — 1-2%.
თაფლი ღირსშესანიშნავია ვიტამინების შემცველობით, რომლებიც გადადის ყვავილების მტვერთან ერთად. დადგენილია, რომ 1 კგ თაფლში 6000-მდე ყვავილის მტვერია. თაფლი შეიცავს შემდეგ ვიტამინებს: თიამინს (B1), რიბოფლავინს (B2), პანტოტენის მჟავას (B3), პირიდოქსინს (B6), ნიკოტინის მჟავას (PP), პანტოტენის მჟავას, ოტოკოფეროლ აცეტატს (E) და ასკორბინის მჟავას ©.
თაფლი მდიდარია ფერმენტებით — ორგანული ნივთიერებებით, რომლებიც ორგანიზმში აჩქარებენ მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესის ბიოქიმიურ რეაქციებს. თაფლის 600-ზე გაცხელებისას ფერმენტები იშლება და ამგვარი თაფლი მოკლებულია მრავალ სამკურნალო თვისებას.
ნახშირწყლებისა და ფერმენტების გარდა თაფლი შეიცავს წყალს (15-20%) და მინერალურ ნივთიერებებს (0,5%). მინერალურ ნივთიერებათგან — კალციუმის, მაგნიუმის, რკინის, გოგირდის, იოდის, ქლორის და ფოსფორის მარილებს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მინერალური ნივთიერების შემცველობა თაფლში რაოდენობრივად დაახლოებით ისეთივეა, როგორც ადამიანის სისხლის შრატში.
მუქი ფერის თაფლი გამოირჩევა მეტი პოტენციური ტუტოვნობით, რადგან იგი უფრო მეტი რაოდენობის მინერალურ ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე ღია ფერის. სწორედ აღნიშნული თვისებებით აიხსნება თაფლის დროებითი როლი კუჭ-ნაწლავის იმ პათოლოგიების დროს, რომელთაც ახასიათებთ კუჭის წვენის დაბალმჟავიანობა.
თაფლი აგრეთვე შეიცავს რიგ ორგანულ მჟავეებს ვაშლის, ლიმონის, რძისა და სხვ.
თაფლი შეიცავს ეთეროვან ზეთებს (ისინი განაპირობებენ მის არომატს) და მღებავ ნივთიერებებს (კაროტინს და სხვ.).


თაფლის ბაქტერიციდული თვისებები
ოპტიმალურ პირობებში შენახული თაფლი დიდხანს არ ფუჭდება — არ განვითარდება ბაქტერიების სპორები, არ მოეკიდება ობი. როგორც ცნობილია, ძველ საბერძნეთსა და ეგვიპტეში თაფლს იყენებდნენ ადამიანებისა და ცხოველების დასაბალზამებლად. ცნობილია, რომ ალექსანდრე მაკედონელი, რომელიც გარდაიცვალა ლაშქრობის დროს შუა აზიაში, მაკედონიის დედაქალაქში გადაასვენეს თაფლში მოთავსებული. რომაელები თაფლს იყენებდნენ საკვები პროდუქტების შენახვისათვის. ხორცი ამ შემთხვევაში შესანიშნავად ინარჩუნებს თავის ბუნებრივ თვისებებს, გემოს.
მეცნიერების მონაცემებით დიზენტერიის, მუცლისა და პარატიფის ჩხირები იღუპებიან თაფლში 10-24 საათის განმავლობაში, თაფლის დამატება ტუბერკულოზის ბაცილების კულტურაში იწვევს მათი განვითარების შეჩერებას. თაფლის თვისებაა მოსპოს ცხოველური წარმოშობის ერთუჯრედიანი ორგანიზმები — ამება, ინფუზორი. თაფლის ანტიბაქტერიციდული თვისებები დამოკიდებულია ფიტონციდების სხვადასხვა სახეზე, რომლებიც მცენარეებში გვხვდება, ასევე მუშა ფუტკრის სეკრეტორულ ფუნქციებთანაა დაკავშირებული.
სწორედ ეს განსაკუთრებული „ზებუნებრივი“ თვისებები განაპირობებენ იმას, რომ თაფლი გამოირჩევა სხვა საკვები პროდუქტებისაგან იმითაც, რომ ის თავის სამკურნალო და გემურ თვისებებს ინარჩუნებს ათეული და ასეული წლების მანძილზე.

თაფლის დიეტური და კვებითი მნიშვნელობა
თაფლი ერთ-ერთი რთული ბიოლოგიური პროდუქტია, რომლის შემადგენლობაში 70-ზე მეტი ნივთიერებაა აღმოჩენილი. ყველა ეს ნივთიერება ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელი და შეუცვლელიცაა. თაფლი განუმეორებელია ბუნებაში თავისი გემური და კვებითი ღირებულებით. ამიტომაა, რომ ხალხმა ადამიანის ყველაზე ბედნიერ დღეს „თაფლობის თვე“ უწოდა. მეცნიერების მონაცემების მიხედვით, ბუნებრივი თაფლი თავისი შემადგენლობით ახლოს დგას სისხლის პლაზმასთან. განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენს თაფლი ბავშვთა ორგანიზმის განვითარებაზე. თაფლი საკვების მზა ფორმაა, რომელიც უშუალოდ გადადის სისხლში და ებმება მისი ცხოველმოქმედების ფუნქციებში. იორიში არნიშნავს, რომ თაფლი წარმოადგენს ნამდვილ „ცოცხალ“ ნივთიერებას, მიღებულს თვით ბუნებისაგან. თაფლში მყოფი ვიტამინები ამჟღავნებენ მოქმედების უფრო დიდ აქტივობას, ვიდრე სინთეზური ვიტამინების პრეპარატები. რაც აიხსნება იმით, რომ მათი მოქმედება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კომპლექსში იმყოფებიან ისინი სხვა შემადგენელ ნაწილებთან, განსაკუთრებით მინერალურ ნივთიერებებთან. თაფლში შემავალი ნახშირწყლები, რომლებიც შეადგენენ მასის 80%-ს, ასევე ითვლება სამკურნალო თვისებების მატარებელ ნივთიერებებად. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე თაფლში შემავალ ცილებსაც. განსაკუთრებით დიდია მათი მნიშვნელობა ბავშვებისათვის, მაშინ, როდესაც მათ არ შეუძლიათ ცილების მიღება რძიდან, თაფლი რჩება ერთ-ერთ წყაროდ ბავშვთა ორგანიზმის საკვები ნივთიერებებით მომარაგებაში. თაფლს ახასიათებს მაღალი კალორიულობაც. 1 კგ თაფლის კალორიულობა აღწევს 3150-ს, საშუალო სიმსუქნის საქონლის ხორცისა — 1330-ს. თაფლი, მოხვდება რა ნაწლავებში, სწრაფად შეიწოვება ორგანიზმის ლიმფურ სისტემაში, საიდანაც გადადის სისხლსა და ქსოვილებში. თაფლი ამაგრებს კუნთებს, იწვევს ორგანიზმის მსუბუქ აღგზნებას, განსაკუთრებით მოქმედებს ნერვულ და სისხლის მიმოქცევის სისტემებზე და ეხმარება ორგანიზმს დაუღლელობაში.


დოზები და მიღების წესი
თაფლი იხმარება გულის, სისხლის მიმოქცევის სისტემის, ღვიძლის, კუჭის წყლულისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ, აგრეთვე კანის დაავადებისა და ფურუნკულოზის წინააღმდეგ. თაფლის ყოველდღიური ულუფა მოზრდილთათვის 80-100 გრამია, ბავშვებისათვის — 30-60 გრამი; თაფლის ეს რაოდენობა შეიძლება მიღებულ იქნეს ნაწილ-ნაწილად 1,5-2 საათით ადრე ჭამამდე ან 3 საათის შემდეგ საჭმლის მიღებიდან. დღიური ნორმა სხვადასხვა ავტორს განსხვავებული მოყავს. პროფ. სინიაკოვი მოზრდილებისათვის ღდეში 0,5-1 გრამს ურჩევს ყოველ 1 კგ წონაზე. დიაბეტის დროს თაფლის მიღების ნორმებს ადგენს მკურნალი ექიმი.
ბავშვებს თაფლი უკეთესია მივცეთ სხვა საჭმელებთან ერთად, მაგალითად, ფაფები, ხილი ან ჩაი. არ შეიძლება მივცეთ ბავშვებს დიდი რაოდენობით თაფლი, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ზიზღი თაფლის მიმართ, შესაძლებელია პირისღებინებაც.
ცნობისათვის: ერთი ჩაის კოვზი თაფლი — 7, ერთი დესერტის კოვზი — 14, ხოლო სუფრის კოვზი — 24 გრამია.
ყველაზე მარგებელია თუ მივიღებთ თაფლს გახსნილს გადმოდუღებულ თბილ წყალში, ჩაისთან ან რძესთან ერთად.


თაფლის მოქმედება კუჭ-ნაწლავზე და ღვიძლზე
ძველი ხალხური ანდაზაა: „თაფლი კუჭის საუკეთესო მეგობარია“ და ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს.
კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის შემთხვევაში თაფლი მიიღება უშუალოდ ჭამის წინ, განზავებული გადმოდუღებულ ცივ წყალში (1 სუფრის კოვზი თაფლი 1 ჭიქა წყალში).
მაღალი მჟავიანობის შემთხვევაში თაფლი მიიღება ჭამამდე 1,5-2 საათით ადრე ან ჭამის შემდეგ 3 საათის მერე, ოღონდ თაფლი უნდა გაიხსნას აუცილებლად თბილ წყალში.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადების შემთხვევაში მიიღება თაფლის ხსნარი (1 სუფრის კოვზი 1 ჭიქა გადმოდუღებულ თბილ წყალში) 2-3-ჯერ დღეში. უკეთესია ვაშლის წვენში გახსნილი თაფლის მიღება.
შევურიოთ 1 ჭიქა თაფლი და 1 ჭიქა შავი ჭარხლის წვენი ერთმანეთში, მივიღოთ 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში. ნარევის სისტემატიური მიღება გამორიცხავს ნაღვლ-კენჭოვან დაავადებას და ზევით წევს გემოგლობინს.


თაფლის გამოყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს
გლუკოზა აუცილებელი ენერგეტიკული მასალაა კუნთოვანი ქსოვილისათვის. განსაკუთრებით გულის კუნთისათვის. ამიტომ თაფლი ნაჩვენებია გულის კუნთის სისუსტის დროს, როგორც საუკეთესო დიეტური მკვებავი საშუალება. თაფლი უნდა მივიღოთ მცირე დოზებით (1-2 ჩაის კოვზი 2-3-ჯერ დღეში) რძესთან, ხაჭოსთან, ხილის წვენებთან ერთად.
1 სუფრის კოვზ გამხმარ ასკილს დავასხათ 2 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, გაგრილების შემდეგ ნაყენი გავწუროთ დოლბანდში და დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი თაფლი. მიიღება 1/4-1/2 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.
გულის იშემიური დაავადებისას, ფეხების ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს სასარგებლოა თაფლი ნიორით. 250 გრამ გატარებულ ნიორს ვუმატებთ 350 გრამ თაფლს, კარგად ვურევთ და ვინახავთ 1 კვირის განმავლობაში. მიიღება 1 სუფრის კოვზი ჭამამდე 40 წუთით ადრე 3-ჯერ დღეში 2 თვის განმავლობაში.


თაფლის გამოყენება სხვადასხვა დაავადებების დროს
თაფლი დამაწყნარებლად მოქმედებს ნერვული სისტემის აღგზნებისას. 1 ჭიქა თბილ წყალში გაზავებული 1 სუფრის კოვზი თაფლის მიღება ღამით, ძილის წინ, ითვლება ყველაზე უვნებელ საძილე საშუალებად.
თაფლს ფართოდ იყენებენ ტუბერკულიოზით დაავადებულთათვის, ნაოპერაციებ ავადმყოფებისათვის, დაუძლურებულ, ასაკოვან ადამიანთათვის და სხვ. ამ შემთხვევაში თაფლს კარაქთან და რძესთან ერთად ღებულობენ.
100 გრ ალოეს წვენს შევურიოთ 500 გრ ნიგოზი და 300 გრ თაფლი. მიიღება 1 სუფრის კოვზი ჭამამდე 30 წუთით ადრე 3-ჯერ დღეში.


თაფლის შენახვა
თაფლი უნდა ინახებოდეს ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში არაუმეტეს 100C ტემპერატურისა. თუ თაფლი შეიძინეთ 3 ლიტრიანი ქილით, აუცილებელია დავაფასოვოთ მცირე მოცულობის მინის (უკეთეია მუქ) არაუმეტეს 0,5 ლიტრიან ქილაში ხრახნიანი სახურავით.
დაიმახსოვრეთ“
— არ გააცხელოთ თაფლი 400C-ზე ზევით;
— ნუ გაყინავთ და ნუ შეინახავთ თაფლს ყინვაში;
— დაუშვებელია თაფლზე მზის სხივების მოხვედრა;
— ნუ ჩაასხამთ თაფლს ჭურჭლის მთლიანი მოცულობის 95%-ზე მეტს;
— გარკვეული დროის შემდეგ თაფლი იწყებს დაკრისტალებას (გარდა აკაციისა, სალბის) ეს ბუნებრვი პროცესია.
— თაფლის დაკრისტალება — მისი მაღალი ხარისხის მაჩვენებელია!

დინდგელი

დინდგელი— პროპოლისი წებოვანი მუქი მომწვანო ან მოყვითალო ყავისფერია, აქვს მომწარო გემო, დამახასიათებელი სპეციფიკური —თაფლის, ცვილის, ვანილის და ფისოვანი სუნი. დროთა განმავლობაში დადგენილი შედარებით მუქ, ხშირ შემთხვევაში მოშაო ფერს ღებულობს, მკვრივდება და კარგავს სუნს. დინგილის სასიამოვნო სუნი დამოკიდებულია იმ მცენარეთა სახეობაზე, საიდანაც აგროვებს მას.


ფუტკრის რძე

ფუტკრის რძე წარმოადგენს ნახევრად თხევად, გაუმჭირვალე, მაწვნისმაგვარ ღია მოყვითალო ფერის ნივთიერებას, რომლის ქიმიური შემადგენლობა ძალზე რთულია. იგი 130-ზე მეტი ორგანული ნაერთებისაგან შედგება.
ფუტკრის რძის მიღების წინა პირობაა ფუტკრის ოჯახის მიერ დედის გამოყვანა. ოჯახის დაობლების შემდეგ სამუშე ლავრა (ჭუპრი) უნდა გარდაიქმნას სადედე ლავრად. ამ შემთხვევაში სამუშე ლავრიან უჯრას ფუტკრები რძით გაავსებენ და ეს საკვები, ხდება მიზეზი, იმისა, რომ მუშა ფიტკრის მაგივრად (ცოცხლობს 3-5 თვე) მიიღება დედა ფუტკარი. (ცოცხლობს 5-7 წელი). სწორედ ამ უჯრედებიდან, დედა ფუტკრის გამოჩეკვამდე, ხდება ფუტკრის რძის შეგროვება მეფუტკრის მიერ.
მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზა-ციის „აპიმონდიას“ მიერ დადგენილ იქნა რომ: „არც ბიოლოგიაში და არც მედიცინაში ჯერ-ჯერობით არ არსებობს ისეთი ეფექ-ტური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება ცოცხალი ორგანიზმის გასაახალგაზრდავებ-ლად და აგრეთვე გამრავლების სტიმული-რებისათვის, როგორიც არის ფუტკრის რძე“.


ფუტკრის რძის სამკურნალო თვისებების ბიოლოგიური საფუძველი
გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ადამიანის სხეულში ფუტკრის რძე ანახლებს სისხლს. კერძოდ, ადამიანის სისხლის ჰემოგლობინის რაოდენობა იზრდება და ხდება მისი განახლება. ჰემოგლობინი არის სისხლის ის ნაწილაკები, რომლებსაც გადააქვს ჟანგბადი სასუნთქი ორგანოებიდან ქსოვილებამდე და ქსოვილებიდან გადააქვს ნახშირორჟანგის გაზი სასუნთქ ორგანოებამდე. ჰემოგლობი-ნის განახლება აუცილებელია, რაგდან ორ-თოგენეზის პროცესში ის განიცდის გადაგვარებას და მას აღარ შეუძლია შეას-რულოს ჟანგბადის გადატანა. გარდა ჰემოგლობინის განახლებისა ფუტკრის რძე წმინდავს სისხლს ქოლესტერინისაგან ეს იწვევს სისხლძარღვების და კაპილარების გასუფთავებას, რაც ხელს უშლის უჯრედების დაღუპვას და ნაოჭების წარმოქმნას.


ფუტკრის რძე გამოიყენება შემდეგ დაავადებათა სამკურნალოდ:
კეთილთვისებისნი და ავთვისებიანი სიმსივნეები, ანემია, არითმია, უშვილობა, გინეკოლოგიური დაავადებანი, მენსტრუაციული ფუნქციის დარღვევები, კლიმაქ-სური სინდრომი, იმპოტენცია, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა, ქრონიკული პროსტა-ტიტი, გლაუკომა, კატარაქტა, კონიუნქტი-ვიტი, მიკრობული კერატიტი, ბლეფარიტი, თვალის წნევის დროს, პარიდონტოზი, გულის ასთმა, ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადებანი, მიკროკარდიის დის-ტროფია, ჰიპერტონია, ავიტამინოზი, გას-ტრიტი, შეკრულობა და ფაღარათი, ენტე-რიტი, კოლიტი, ღვიძლის ანთება და მისი ცეროზი, ნაღვლის ბუშტის კენჭები, კუჭისა და მისი თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ბუასილი, ზედმეტი სიგამხდრე ან სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ორსულობა, დეპრესიები, ნერვასთენია და ისტერია, შიზოფრენია, ეპილეფსია, ქორეა, ალკოჰოლიზმი, ჰიპერ-ტონია, რადიკულიტი, რევმატიზმი, სინუ-სიტი, ლარინგიტი, ბრონქიტი, თმის ცვენა, დერმატიტი, ეგზემა, ფსორიაზი, ნეირო-დერმიტი, დამწვრობა, ჭრილობა, სტომატიტი და სხვა.


თაფლის შენახვა
თაფლი უნდა ინახებოდეს ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში არაუმეტეს 100C ტემპერატურისა. თუ თაფლი შეიძინეთ 3 ლიტრიანი ქილით, აუცილებელია დავაფასოვოთ მცირე მოცულობის მინის (უკეთეია მუქ) არაუმეტეს 0,5 ლიტრიან ქილაში ხრახნიანი სახურავით.
დაიმახსოვრეთ“
— არ გააცხელოთ თაფლი 400C-ზე ზევით;
— ნუ გაყინავთ და ნუ შეინახავთ თაფლს ყინვაში;
— დაუშვებელია თაფლზე მზის სხივების მოხვედრა;
— ნუ ჩაასხამთ თაფლს ჭურჭლის მთლიანი მოცულობის 95%-ზე მეტს;
— გარკვეული დროის შემდეგ თაფლი იწყებს დაკრისტალებას (გარდა აკაციისა, სალბის) ეს ბუნებრვი პროცესია.
— თაფლის დაკრისტალება — მისი მაღალი ხარისხის მაჩვენებელია!


თეორიაში ძალიან ცუდად ვერკვევი, მაგრამ თაფლიდან გოზინაყის დამზადებისათვის ალბათ გიცქერიათ.
100 გრადუსზე თაფლს რაც მოსდის გახსოვს?
400 გრადუსამდე ვერც აიყვან გასაცხელებლად დამერწმუნე
მგონი თითო ნოლი უნდა მოვაცილოთ ტემპერატურულ ზღვარს

ფუტკარი

მწერი სიფრიფანაფრთიანების რიგისა. ფუტკარი ოდითგანვე ადამიანის თანამგზავრია. მრავალი ზღაპარი თუ ლეგენდა შეითხზა ფუტკრის შესახებ.

ეგვიპტური რწმენის მიხედვით, სული, სხეულს რომ დატოვებს, ხშირად ფუტკრის ფორმაში გარდაისახება. ძველ ბერძნებს არტემიდა ფუტკრის სახით ესახებოდათ. ხალხში ახლაც ცოცხლობს ჩვეულება, შეატყობინონ სკის მობინადრეებს მახლობელი ადამიანის სიკვდილი. აუცილებელ პირობად ითვლება, რომ ფუტკრებს ყოვლად ტავაზიანად მოეპყრან, არ დაიშურონ მათთვის საალერსო სიტყვები, სხვანარიად ხომ შეიძლება, რომ ფუტკრები განაწყენდნენ და სკა მიატოვონ.

ფრანგებში ყოველი მეომარი ვალდებული იყო მოეშენებინა ფუტკარი. ფუტკარი მაშინ ეროვნულ ემბლემად იყო ქცეული და შემდგომში ნაპოლეონმა ერთი ხნით კვლავ დაუბრუნა მას იგივე როლი. ძნელი წარმოსადგენია, რაოდენ დიდი საიდუმლოებითაა მოცული მეფუტკრეობა ჩვენს დროშიც. მეფუტკრეს ახლაც მოკრძალებითა და პატივისცემით ეპყრობიან და ისიც დიდად ამაყობს ამით. თავად შეიცნო საკუთარი პროფესიის ყველა საიდუმლო, თუ რომელიმე მოხუცმა მოძღვარმა აზიარა მას, იდუმალებით მოცული ატმოსფერო, რომელშიც შესწავლა მიმდინარეობდა, თავისთავად განაპირობებს მის მიერ მეცნიერების მიღწევათა უარყოფას და მიუღებლობას, ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ მოხუცი ბიძისგან ნასწავლი და თითო ჭიქა სანთლის არყით მონათლული ჩვევები გაცილებით ძვირფასია.

მეფუტკრეობის ტექნიკა და სკების მოწყობილობა საუკუნეების განმავლობაში არ იცვლებოდა. მნიშვნელოვანი აღმოჩენები - ცენტრიდანული ტაფლსახდელი და განსაკუთრებით, ჩარჩოიანი სკა სულ რაღაც ასი წლის წინ შემოვიდა. კიდევ უფრო გვიან დაიწყო ფუტკრებში საჯიშე სამუშაოები - შერჩევას უხსოვარი დროიდან აწარმოებდა ადამიანი შინაურ ცხოველებში. ახლა უკვე ფუტკრების მოშენება-გამრავლებაშიც იყენებენ ხელოვნურ განაყოფიერებას. ეს კი მეცხოველეობისათვის დიდი ხანია ნაცნობია.

ბოლო დროს, მეფუტკრეობის განვითარებამ ხელი შეუწყო ფუტკრისებრთა ოჯახის შესწავლას, ამ ოჯახში რამდენიმე სახეობის ფუტკარი და ბზიკი ერთიანდება. არსებობს მარტოხელა ფუტკრის მრავალი სახეობა, მისი ნახვა ტყეში, ყვავილის მტვრის შეგროვებისას შეიძლება, ზოგიერთი მათგანი თაფლის ფუტკარზე ცოტა პატარაა (მაგ. მიწის ფუტკარი ანდრენი) ზოგი კი სულ ნამცეცა (გალიკტი). სამხ. ამერიკაში გავრცელებულია მეკიპონი. ევროპაში გავრცელებულია ფრანგული თაფლის ფუტკარი, რომლის მონათესავეა ქართული რუხი ფუტკარი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშისაა.

მე მინდა შემოგთავაზოთ, ჩემ მიერ შეგროვებული მონაცემები ქართული ფუტკრის შესახებ, მის დაავადებებზე და მასთან ბრძოლის ხერხებზე.


ქართული ფუტკარი [რედაქტირება]

შრომისმოყვარე ქართველი ხალხისთვის ფუტკარი ისეთივე გარჯის საგანი იყო როგორც ვენახის მოვლა. ოდითგანვე ქართული ჯიშის ფუტკარი გამოირჩეოდა გამძლეობით, ღალიანობით და არააგრესიულობით.
ფუტკრის ჯიშები [რედაქტირება]

არსებობს ფუტკრის ოთხი სახეობა: ინდოეთის დიდი ფუტკარი, ინდოეთის პატარა ფუტკარი, ინდოეთის საშუალო ფუტკარი და თაფლის მომცემი ფუტკარი. პირველი სამი სახეობის ფუტკარი ბინადრობს გარეულ პირობებში, აშენებენ მხოლოდ ერთ ფიჭას ხის ტოტზე და თაფლს აგროვებენ მარტო თავიანთ გამოსაკვებად. მათ სამრეწველო მნიშვნელობა არ აქვთ. თაფლის შემგროვებელი ფუტკარი ადამიანის მიერ დიდი ხნის მოშინაურებულია. ფიქრობენ, რომ შინაური ფუტკრის სამშობლოა აზია, რადგან ფუტკრების ყველა სახის წარმომადგენლებს აქ ვხედავთ. ქართული ფუტკარი თავისი დადებითი თვისებებით მსოფლიოში აღიარებულ ფუტკრად ითვლება. იგი ძველ და ამჟამინდელ ლიტერატურულ წყაროებში მოხსენიებულია კავკასიური ფუტკრის სახელწოდებით. ქართული ფუტკრის შესწავლა იწყება მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ადმინისტრაციულად კავკასიაში შედიოდა. ამჟამად კავკასიურ ფუტკარში იგულისხმება ქართული ფუტკარი. საბოლოოდ უნდა დადგინდეს, რომ ქართულ ფუტკარს მსოფლიოს ყველა ლიტერატურულ წყაროებში დაერქვას თავისი კუთვნილი სახელი.

ქართული ფუტკრის მეურნეობრივად სასარგებლო ნიშან-თვისების გამოკვლევამდე (მე-19 საუკუნის დასასრულს). მსოფლიოში გავრცელებულ ფუტკრებს შორის ყველაზე თვინიერად და მაღალპროდუქტიულად ითვლებოდა იტალიური ფუტკარი. ევროპის ცენტრთან სიახლოვის გამო, იტალიური დედა ფუტკრების შეყვანა ევროპაში 75 წლით ადრე დაიწყო, ვიდრე ქართული ფუტკრისა.

1886 წლიდან საფუძველი ეყრება საქართველოში ქართული ფუტკრის დედების გამოსაყვანი საჯიშეების ჩამოყალიბებას. საჯიშეები ჩამოყალიბდა სოხუმში, ბორჯომში, ახალციხეში, ახალ ათონში, გორში, ქუთაისში, გაგრაში, სოჭში, ბათუმსა და მცხეთაში. თბილისში საჯიშე ჩამოყალიბდა 1893 წელს.

1928 წელს დიდი მუშაობა ჩატარდა საქართველოში გავრცელებული ფუტკრის შესწავლის მიზნით. ექპედიციის მასალების მიხედვით ქართული ფუტკრის აფხაზური პოპულაციის ხორთუმის სიგრძე 7.01 მმ-ს შეადგენს, მეგრულის _ 7.10 მმ-ს, სვანურის _ 6.89 მმ-ს და იმერულის _ 6.89 მმ-ს.

ქართული ფუტკრის დამახასიათებელი საშუალო მაჩვენებლები:


შეფერილობა _ რუხი
ხორთუმის სიგრძე _ 7.20 მმ.
პროდუქტიულობა _ 17.31 კგ.
საშუალო დღეღამური კვერცხმდებლობა _ 1160 ც.
ფრთის სიგრძე _ 9.45 მმ.
ფრთის სიგანე _ 3.22 მმ.
ზამთარგამძლეობა _ კარგი
თვინიერება _ თვინიერი.

ფუტკრის შხამს 90-იან წლებში კაგებე ყიდულობდა 100-100-ი კილოობით, ბიოლოგიური იარაღის დამზადებას ცდიდნენ და მთელი საქართველოს მეფუტკრეები გადასული იყვნენ შხამის დამზადებაზე. მოკლედ ეს ჩეკისტები პირდაპირ თვითმფრინავის ტრაპთან იძლეოდნენ ფულს და უკან ბრუნდებოდნენ. მაშინ სსრკ-ს ტანდარტი დაუხვეწავი იყო, აღების ტექნოლოგია არ ვარგოდა, აპარატის რეგულირება არ იცოდნენ, რომ იმდენი დენი მიეშვათ სტიმულირებისთვის, რომ ფუტკარი არ დახოცილიყო და უამრავი ფუტკარი ეწირებოდა ამ სარფიან საქმეს. დამდიდრდნენ მაშინ მეფუტკრეები და ახლაც სულ იმ დროს იხსენებენ, რა დაავიწყებთ... მერე 92-ში დახურეს ეს პროექტი რუსებმა, ეტყობა არ გამოუვიდათ ბიოლოგიური იარაღი, ამბობენ ამერიკელებმა იყნოსეს და პანიკა ატეხესო, მაშინ ხომ ცივი ომის პერიოდი იყო... ხოდა ასე იყო თუ ისე, კაგებემ დაასამარა ეს პროექტი, დარჩნენ მეფუტკრეები იოლი გზით გამდიდრების შანსის გარეშე. გავიდა 10 წელი, მანამდე არავის უნდოდა ეს შხამი, 2001 წლიდან დაიწყეს მოკითხვა უცხოელებმა, ძალიან მცირე რაოდენობით მეცნიერული შესწავლისთვის და ითხოვდნენ 1 დან 10 გრამამდე. ძირითადად აინტერესებდათ შხამის კომპონენტი მელიტინი, სწავლობდნენ მის თვისებებს, მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას, ასევე შხამისგან აკეთებენ რევმატიზმის, ართრიტების ტკივილის გამაყუჩებელ წამალს, მალამოს და ა.შ.. მაგრამ ეს მოთხოვნის რაოდენობა არის ძაააალიან მცირე, სულ 30-50 გრამის ოდენობით და მოთხოვნა ნამდვილად უნმიშვნელოა. თუმცა 90-იანებში ისე იყვნენ მეფუტკრეები მიჩვეული კილოობით დამზადებას და გაყიდვას, რომ მათი გონება ვეღარ ხარშავს რომ ასეთი მოთხოვნა შხამზე აღარაა და აღარასდროს იქნება და ლოგიკურად გაკვირვებულები არიან, მაშინ თუ იყო ასეთი მოთხოვნა, რატომ ახლა აღარააო. : ))) რა ძნელი მისახვედრია, რომ წამლად გამოყენებისთვის შხამის რაოდენობა მიზერულია და როგორც საბრძოლო იარაღი,სულ სხვა რაოდენობა იყო საჭირო, თანაც მარტო საქართველოს კი არა, მთელ რუსეთს და შუა აზიას ამუშავებდნენ, სადაც კი ფუტკარს გადაუფრენია სსრკ-ს ფარგლებში, ალბათ ტონობით იყენებდნენ ეს შაკლები! მარა მერე მოეხაზათ.

#2 მომხმარებელი გასულია   ელჩი        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: ადმინი
  • წერილები: 4766
  • დაგვემატა: 20-January 12
  • ასაკი:47
  • ადგილი:RUISI 4 EVER!!!!!!!!!!!!!!!

დაწერილია 13 April 2012 - 10:46

გუშინ ველაპარაკეთ კახეთში ოჯახის წევრებს, ვისაც ფუტკრის მეურნეობა აქვს და 90 სკიდან, 70 სკა დაეხოცათ.

ამბობენო, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე იგივე პრობლემააო.

რას იტყვით დასავლეთელები?

გურულო, ოთხკუთხივ ჯვარი სწერია შენს საფუტკრეს, რავა გაქვს საქმე მანდეთ ძამა?
მხოლოდ წინ!!!

ჰო, ელჩი ვაარ, ელჩი, ბიჯოოოოოოოოოს.

"ძალიან ჰგავს ქართველი კაცი და ვაზი ერთმანეთს, გაჭირვებას ეჩვევიან, მაგრამ თავის "გემოს"არ ჰკარგავენ.
იციან ორივემ, "გემოს" დაკარგვას, კაცობაც და ვაზობაც დაეკარგებათ, ამიტომაც ასე ჩახლართულები მოჰყვებიან ერთმანეთს საუკუნეების განმავლობაში."

#3 მომხმარებელი გასულია   Gurulo        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: ადმინი
  • წერილები: 2774
  • დაგვემატა: 21-January 12
  • ასაკი:44
  • ადგილი:ოზურგეთი

დაწერილია 13 April 2012 - 22:43

გამოხმაურების ნახვაელჩი, დრო 13 April 2012 - 10:46, თქვა:

გუშინ ველაპარაკეთ კახეთში ოჯახის წევრებს, ვისაც ფუტკრის მეურნეობა აქვს და 90 სკიდან, 70 სკა დაეხოცათ.

ამბობენო, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე იგივე პრობლემააო.

რას იტყვით დასავლეთელები?

გურულო, ოთხკუთხივ ჯვარი სწერია შენს საფუტკრეს, რავა გაქვს საქმე მანდეთ ძამა?



მასიურად დაეხოცა ხალხს ფუტკრები. ისეთი საშინელი ზამთარი იყო, რომ რა ვიცი...

საერთოდ აქეთ, 4-5 ჩარჩოზე მეტ თაფლს არავინ უტოვებს გამოსაზამთრებლად თითო ოჯახს. მე თითოს 6 დავუტოვე და საერთო რაოდენობის 15% იყო გაზაფხულზე კლება, რაც ნორმალურად ითვლება... დამეხმარა ისიც, რომ თებერვლის ბოლოდან კანდი(მყარი საკვებია) არ მიმიკლია ფუტკრისათვის.
დღეს დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში ვევლებოდი თავზე_ წამლობა, კვება და ა.შ. ტფუ, ტფუ, ტფუ და ალაბათ უკვე შემიძლია ვთქვა: ღმერთით წელს კლება მეტად აღარ მექნება.

დანარჩენი ბუნებასა და ღალიანობაზეა დამოკიდებული...
გეიხარე_გამახარე,
მოვკვდე_მიწა დამაყარე.

#4 მომხმარებელი გასულია   ავთო        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: ადმინი
  • წერილები: 2907
  • დაგვემატა: 19-January 12
  • ასაკი:43
  • ადგილი:ქუთაისი

დაწერილია 13 April 2012 - 22:45

გამოხმაურების ნახვაელჩი, დრო 13 April 2012 - 10:46, თქვა:

გუშინ ველაპარაკეთ კახეთში ოჯახის წევრებს, ვისაც ფუტკრის მეურნეობა აქვს და 90 სკიდან, 70 სკა დაეხოცათ.

ამბობენო, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე იგივე პრობლემააო.

რას იტყვით დასავლეთელები?

გურულო, ოთხკუთხივ ჯვარი სწერია შენს საფუტკრეს, რავა გაქვს საქმე მანდეთ ძამა?

მე ყველა დამეხოცა. დიდი ზარალი აქვს ყველას დიდი ზამთრის გამო.

#5 მომხმარებელი გასულია   ელჩი        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: ადმინი
  • წერილები: 4766
  • დაგვემატა: 20-January 12
  • ასაკი:47
  • ადგილი:RUISI 4 EVER!!!!!!!!!!!!!!!

დაწერილია 13 April 2012 - 22:50

გადარჩენილხარ ძმაო, თანაც გიყოჩაღია ფრიად.
გაზაფხული და ზაფხული გადაიწევს მინიმუმ 3 კვირით, ეგეც გაითვალისწინე, მერე თვითონ ამოჰქაჩავენ.

ასევე ყველამ გაითვალისწინეთ, ვინც ხმარობთ სამკურნალოდ, ან ბავშვებისთვის, წელს თაფლი იქნება ნაკლებად, ანუ ძვირი.
მხოლოდ წინ!!!

ჰო, ელჩი ვაარ, ელჩი, ბიჯოოოოოოოოოს.

"ძალიან ჰგავს ქართველი კაცი და ვაზი ერთმანეთს, გაჭირვებას ეჩვევიან, მაგრამ თავის "გემოს"არ ჰკარგავენ.
იციან ორივემ, "გემოს" დაკარგვას, კაცობაც და ვაზობაც დაეკარგებათ, ამიტომაც ასე ჩახლართულები მოჰყვებიან ერთმანეთს საუკუნეების განმავლობაში."

#6 მომხმარებელი გასულია   ელჩი        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: ადმინი
  • წერილები: 4766
  • დაგვემატა: 20-January 12
  • ასაკი:47
  • ადგილი:RUISI 4 EVER!!!!!!!!!!!!!!!

დაწერილია 13 April 2012 - 22:52

ა, ეხლა ვნახე ავთიას წერილიც. :karochera:
მაგარი ზარალი ნახეს წელს მეფუტკრეებმა.

როგორია 90 სკიდან, გამშრალი 70? :karochera:
მხოლოდ წინ!!!

ჰო, ელჩი ვაარ, ელჩი, ბიჯოოოოოოოოოს.

"ძალიან ჰგავს ქართველი კაცი და ვაზი ერთმანეთს, გაჭირვებას ეჩვევიან, მაგრამ თავის "გემოს"არ ჰკარგავენ.
იციან ორივემ, "გემოს" დაკარგვას, კაცობაც და ვაზობაც დაეკარგებათ, ამიტომაც ასე ჩახლართულები მოჰყვებიან ერთმანეთს საუკუნეების განმავლობაში."

#7 მომხმარებელი გასულია   Gurulo        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: ადმინი
  • წერილები: 2774
  • დაგვემატა: 21-January 12
  • ასაკი:44
  • ადგილი:ოზურგეთი

დაწერილია 13 April 2012 - 23:04

გამოხმაურების ნახვაელჩი, დრო 13 April 2012 - 22:50, თქვა:

გადარჩენილხარ ძმაო, თანაც გიყოჩაღია ფრიად.
გაზაფხული და ზაფხული გადაიწევს მინიმუმ 3 კვირით, ეგეც გაითვალისწინე, მერე თვითონ ამოჰქაჩავენ.

ასევე ყველამ გაითვალისწინეთ, ვინც ხმარობთ სამკურნალოდ, ან ბავშვებისთვის, წელს თაფლი იქნება ნაკლებად, ანუ ძვირი.



მართალი ხარ გიო. შარშან ამ დროზე 7-8 ჩარჩოზე მეჯდა უკვე ფუტკარი... წელს საუკეთესო სკა 4-5-ზე ზის. მაგრამ მეიმედება, რომ გვიანდელი გაზაფხული ,,პერიოდს" მომცემს და დავაჟკაცებულს დავახვედრებ პირველ და მეორე წურვასაც.

ისე საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე, წელს ბავშვების წასახემსებელი თაფლი ამაღებინა და სკების რაოდენობა შემანარჩუნებინა და ყაბულს ვარ...
ღმერთის ნებაა ყველაფერი!
გეიხარე_გამახარე,
მოვკვდე_მიწა დამაყარე.

#8 მომხმარებელი გასულია   ელჩი        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: ადმინი
  • წერილები: 4766
  • დაგვემატა: 20-January 12
  • ასაკი:47
  • ადგილი:RUISI 4 EVER!!!!!!!!!!!!!!!

დაწერილია 13 April 2012 - 23:21

გლეხურად რომ ვთქვათ, ფუტკარმა კუჭი თუ არ გაიწმინდა, ცუდად ხდება და იღუპება.
გაზაფხულის დასაწყისში აუცილებლად უნდა გამოვიდეს თვეში ერთხელ მაინც "კუჭის გასაწმენდად".
წელს ზამთარი გაიჭიმა და გაზაფხული დაგვიანდა,ამიტომაც მოხდა ეს ცუდი ამბავი.

ფუტკარი ერთერთი ინტელექტუალი მწერია და იმედია აღადგენს თავის პოპულაციას ყველგან.
მხოლოდ წინ!!!

ჰო, ელჩი ვაარ, ელჩი, ბიჯოოოოოოოოოს.

"ძალიან ჰგავს ქართველი კაცი და ვაზი ერთმანეთს, გაჭირვებას ეჩვევიან, მაგრამ თავის "გემოს"არ ჰკარგავენ.
იციან ორივემ, "გემოს" დაკარგვას, კაცობაც და ვაზობაც დაეკარგებათ, ამიტომაც ასე ჩახლართულები მოჰყვებიან ერთმანეთს საუკუნეების განმავლობაში."

#9 მომხმარებელი გასულია   ავთო        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: ადმინი
  • წერილები: 2907
  • დაგვემატა: 19-January 12
  • ასაკი:43
  • ადგილი:ქუთაისი

დაწერილია 01 May 2012 - 12:17

მოვიდა ფუტკრის ნუგბარი.

აკაცია.

დადებული სურათი

დადებული სურათი

#10 მომხმარებელი გასულია   Gurulo        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: ადმინი
  • წერილები: 2774
  • დაგვემატა: 21-January 12
  • ასაკი:44
  • ადგილი:ოზურგეთი

დაწერილია 01 May 2012 - 12:32

ვაააააააა გახსნილა უკვე... გამოსვლასა და გახსნას ერთი კვირის შუალედი აქვს თითქმის, ე.ი. იმერეთში უფრო თბილა ვიდრე გურიაში. აქ გამოსული არაა ჯერ :scratchchin:
გეიხარე_გამახარე,
მოვკვდე_მიწა დამაყარე.

#11 მომხმარებელი გასულია   დავითი        Go to the top of the page

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 1913
  • დაგვემატა: 20-January 12
  • ასაკი:39

დაწერილია 01 May 2012 - 13:09

ერთი გამახსენდა ფუტკარზა :alfons: ერთი ენამოსწრებული კაცი ყოფილა ქუთაისში და შესულა ბაზარში თაფლის საყიდლად.ამოუსვა თურმე თითი და კი მოუვიდა ბევრი თაფლის ამოღება.

რას შვები კაცო შენ! უყვირა გამყიდველმა :alfons:

რა იყო ბიძია ფუთკრის მძ..რი გენანება შე კაცოო? უთხრა ენამოსწრებულმა თურმე :alfons:

ფუთკრის მენანება ბიძია, თორე ჩემი ჭამე რამდენიც გინდაო :e025:

ჰოდა კი დარჩენილა ენამოსწრებული გაშტერებული უსიტყვოდ :d030:

#12 მომხმარებელი გასულია   Gurulo        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: ადმინი
  • წერილები: 2774
  • დაგვემატა: 21-January 12
  • ასაკი:44
  • ადგილი:ოზურგეთი

დაწერილია 16 May 2012 - 22:59

ვერაა წელს თაფლის საკითხი მთლად კარგად :karochera:

დღეს დაღამებულში გამოვედი საფუტკრედან. დიდი ვერაფერი ბედენა მოიტანა აკაციისაგან. ფაქტიურად აკაციის ყვავილი მორჩა, არადა კორპუსში ვერ ავიყვანე ფუტკარი... :karochera: ამ დროს წინა წლებში ანგრევდა ყველაფერს, სკაში არ ეტეოდა მწერი, მარა წელს ბუდე შეავსო მხოლოდ და ალაგ-ალაგ აიჩოჩა ზემოთ. აკაციის ყვავილობისას ღამის ჟუჟუნა კი არა, ნამი გახდა სანატრელი და გააშრო ყვავილი. ციტრუსმა დაიწყო ღალიანობა, მაგრამ გვალვები დედას ტირობს(ერთი თვეა არ გაწვიმებულა)...
ხვალ დილით 5 საათზე უნდა მივაკითხო და სუსტი სკები მთისკენ ავწიო, იქნებ მომთაბარეობამ გამოიყვანოს ცოტა.

ეეხ, ყველაფერი გლეხის საწინააღმდეგოდ როგორ აეწყო წელს?! აღმოსავლეთი წყალს და სეტყვას მიაქვს, დასავლეთში ნამი გახდა სანატრელი(გამომშრალი მიწის გამო ნახევარზე მეტი სახნავი დაუთესავია ჯერ კიდევ) :karochera:
გეიხარე_გამახარე,
მოვკვდე_მიწა დამაყარე.

#13 მომხმარებელი გასულია   paraskeva        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 3755
  • დაგვემატა: 22-January 12
  • ასაკი:N/A
  • ადგილი:rustavi

დაწერილია 23 March 2013 - 14:50

გურულო და ავთო ( ავთია, მოფერებით ხომ ასე გეძახიან ბიჭები და მეც ასე მოგმართავ), წავიკითხე თქვენი პოსტები.და ახლა რა ხდება? არ არის უკეთესად საქმე?

#14 მომხმარებელი გასულია   Gurulo        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: ადმინი
  • წერილები: 2774
  • დაგვემატა: 21-January 12
  • ასაკი:44
  • ადგილი:ოზურგეთი

დაწერილია 23 March 2013 - 15:06

გამოხმაურების ნახვაparaskeva, დრო 23 March 2013 - 14:50, თქვა:

გურულო და ავთო ( ავთია, მოფერებით ხომ ასე გეძახიან ბიჭები და მეც ასე მოგმართავ), წავიკითხე თქვენი პოსტები.და ახლა რა ხდება? არ არის უკეთესად საქმე?



სალამი ეკა :hi:


ფუტკარმა ზამთარი მშვენივრად გადაიტანა(არცერთი ჩავარდნილი ოჯახი)... ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ თაფლი ბლომად დავუტოვე :flirt:
დავუწყე კვება და მკურნალობა... დანარჩენი აკაციის ყვავილობაზეა დამოკიდებული_ თუ ამინდებმა ხელი შეუწყო და ღალიანობაზე ოჯახები მოძლიერებული დავახვედრე, მგონი საჭმელი თაფლი გვექნება :nyam:

უფლის ნებითაა ყველაფერი!!!

რედაქტირებულია Gurulo-ის მიერ, 23 March 2013 - 15:06

გეიხარე_გამახარე,
მოვკვდე_მიწა დამაყარე.

#15 მომხმარებელი გასულია   paraskeva        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 3755
  • დაგვემატა: 22-January 12
  • ასაკი:N/A
  • ადგილი:rustavi

დაწერილია 23 March 2013 - 15:53

გამოხმაურების ნახვაGurulo, დრო 23 March 2013 - 15:06, თქვა:

სალამი ეკა :hi:


ფუტკარმა ზამთარი მშვენივრად გადაიტანა(არცერთი ჩავარდნილი ოჯახი)... ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ თაფლი ბლომად დავუტოვე :flirt:
დავუწყე კვება და მკურნალობა... დანარჩენი აკაციის ყვავილობაზეა დამოკიდებული_ თუ ამინდებმა ხელი შეუწყო და ღალიანობაზე ოჯახები მოძლიერებული დავახვედრე, მგონი საჭმელი თაფლი გვექნება :nyam:

უფლის ნებითაა ყველაფერი!!!

:) პრივეტები :*
ღვთით კურთხეული საქმეა: ამაზე კარგი რა უნდა იყოს, კაცს თაფლი მისცე და ღმერთს სანთელი.
აკციის თაფლი გემრიელიც არის და სამკურნალო, ხომ ასეა?
ჩემს ბებია და ბაბუასაც ყავდათ ფუტკარი, მახსოვს. მაგრამ, მერე გადაშენდა. ჩვენსკენ ციტრუსია და ალბათ რომ წამლავდნენ ციტრუსს მაშინ თუ გადაშენდა.
აბა, ღმერთი თქვენსკენ. :*

რედაქტირებულია paraskeva-ის მიერ, 23 March 2013 - 15:54


#16 მომხმარებელი გასულია   GuRo...        Go to the top of the page

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 793
  • დაგვემატა: 20-January 12
  • ასაკი:21
  • ადგილი:თბილისი

დაწერილია 23 March 2013 - 20:24

აკაციის თაფლი თეთრია და გემრიელი, სამკურნალოცაა მარა სამკურნალოდ წაბლის ჯობია როგორც ვიცი რომელიც უფრო მუქია და შედარებით მწარე გემო აქვს :nyam:

#17 მომხმარებელი გასულია   paraskeva        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 3755
  • დაგვემატა: 22-January 12
  • ასაკი:N/A
  • ადგილი:rustavi

დაწერილია 23 March 2013 - 20:35

გამოხმაურების ნახვაGuRo..., დრო 23 March 2013 - 20:24, თქვა:

აკაციის თაფლი თეთრია და გემრიელი, სამკურნალოცაა მარა სამკურნალოდ წაბლის ჯობია როგორც ვიცი რომელიც უფრო მუქია და შედარებით მწარე გემო აქვს :nyam:

მიყვარს კარაქიანი პური თაფლით, მაგრამ ნამეტანი აპუნტულებს. :103: მერე ეს მჭირდება: :hulaho:

#18 მომხმარებელი გასულია   აჩიკო        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 521
  • დაგვემატა: 20-January 12
  • ასაკი:36
  • ადგილი:batumi

დაწერილია 24 March 2013 - 00:07

ვიღაცამ მომიყვა და აღარ მახსოვს ვინ იყო: ვიღაც უცხოელი უძაანმაგრესი :d030: მეფუტკრე ჩამოსულა საქართველოში და თურმე ჩვენებმა გამოუჭედეს ყურები ქართული ფუტკრის ქებით, ხოდა რომ წასულა წაუყვანია რამოდენიმე ოჯახი. ცოტა ხნის შემდეგ მოუკითხავთ ამბავი როგორაა მანდ ჩვენი ფუტკარიო, ამ უცხოელმა აღარ მყავს ქართული ფუტკარი გავაჩუქეო, თურმე ევროპული ფუტკრები რომ გადიოდნენ დილით სამუშაოდ ჩვენი ფუტკრები შედიოდნენ მაგათ სკებში და თაფლი გამოქონდათ :haha: :haha: :haha:. არ ვიცი რამდენად მართალია მარა სიცილით კინაღამ მოვკვდი.

#19 მომხმარებელი გასულია   paraskeva        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 3755
  • დაგვემატა: 22-January 12
  • ასაკი:N/A
  • ადგილი:rustavi

დაწერილია 24 March 2013 - 00:42

გამოხმაურების ნახვააჩიკო, დრო 24 March 2013 - 00:07, თქვა:

ვიღაცამ მომიყვა და აღარ მახსოვს ვინ იყო: ვიღაც უცხოელი უძაანმაგრესი :d030: მეფუტკრე ჩამოსულა საქართველოში და თურმე ჩვენებმა გამოუჭედეს ყურები ქართული ფუტკრის ქებით, ხოდა რომ წასულა წაუყვანია რამოდენიმე ოჯახი. ცოტა ხნის შემდეგ მოუკითხავთ ამბავი როგორაა მანდ ჩვენი ფუტკარიო, ამ უცხოელმა აღარ მყავს ქართული ფუტკარი გავაჩუქეო, თურმე ევროპული ფუტკრები რომ გადიოდნენ დილით სამუშაოდ ჩვენი ფუტკრები შედიოდნენ მაგათ სკებში და თაფლი გამოქონდათ :haha: :haha: :haha:. არ ვიცი რამდენად მართალია მარა სიცილით კინაღამ მოვკვდი.

ლოგიკურად მასე იქნებოდა. B) B) B)

#20 მომხმარებელი გასულია   GuRo...        Go to the top of the page

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 793
  • დაგვემატა: 20-January 12
  • ასაკი:21
  • ადგილი:თბილისი

დაწერილია 24 March 2013 - 01:10

მეგრელი ფუტკრები იქნებოდნენ :haha: :haha: :haha: :haha:

თემის განვრცობა:


  • 2 გვერდი +
  • 1
  • 2
  • თემის გახსნა შეზღუდულია
  • გამოხმაურება შეზღუდულია

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი