Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

დღეს (უფრო სწორედ, უკვე გუშინ), ნადირობის თემაში ვნახე წითელი ფერით აღნიშნული ინფორმაცია, თუ რამდენი დღე დარჩა ნადირობის სეზონის გახსნამდე. ვნახე და გამახსენდა, რომ დღეს 25 ივლისია. არა და ამ დღეს ოფიციალურად უნდა გაიხსნას ნადირობის სეზონი რუსეთში, მეძებარი ძაღლების პატრონებისთვის, მინდვრისა და ჭაობის ფრინველზე.

მართალი გითხრათ, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ, როგორც ყოველთვის ნადირობის სეზონი გაიხსნებოდა შაბათს, მაგრამ, ჩვენს საიტში ნანახი ინფორმაციის შემდეგ გადავწყვიტე შემემოწმებინა. შევამოწმე და გამოირკვა, რომ, უკვე ნახევარზე მეტი სანადირო დღე დამიკარგავს :karochera:

სასწრაფოდ მივატოვე ყველაფერი და გავიქეცი საბუთების გამოსაწერად. წესით ეს ყველაფერი დროულად და მშვიდად იყო გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ იოლ გზას არ ვეძებთ :e025:

საბუთები რომ გამომიწერეს უკვე საღამოს 5 საათი იყო. სასწრაფოდ გამოვიცვალე, ავკრიფე რაც ტყვია-წამალი მქონდა და დავუბერე მინდვრებში.

ისე არ მიყვარს სახლთან ახლოს ნადირობა, ადგილობრივი ფრინველი სულ ჩემი მგონია და მაგათ ვუფრთხილდები. უმეტესად ვიყენებ ძაღლების დასაგეშად და სავარჯიშოდ. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როცა შორს გასვლის არც დრო მაქვს და არც საშუალება.

როგორც კი ქალაქიდან გამოვედით, გზისპირას, წყალში, იხვების პატარა ოჯახი შევნიშნე და იმედი მომეცა, რომ, ხელცარიელები არ დავბრუნდებოდდით.

საღამოს 7 საათზე მე, კარმენი და ნორვინი (კარმენის შვილი პირველი ბუდობიდან) უკვე მინდორში ვიყავით, ქალაქიდან 14 კილომეტრში. მშვენიერი სანადირო ამინდი, ნესტიანი და გრილი, 17-19 გრადუსი ტემპერატურით, საშუალებას იძლეოდა გვიან საღამომდე სიარულის. , ჯერ-ჯერობით "თეთრი ღამეების" სეზონი ამოწურული არ არის, ამიტომ ბინდი აქ გვიან დგება (თორმეტის ნახევარზე გამოვედი მინდვრიდან და ყველაფერი ჩანდა).

ნორვინი, მიუხედავად იმისა, რომ 2,5 წლისაა, ჯერ-ჯერობით არ მუშაობს ნაბულით. როგორც სხვა თემაში ავღნიშნე, ის ჩვენი თანამემალულის ძაღლია და ცხოვრობს სტალინგრადში (ახლანდელ ვოლგოგრადში). ამის გამო თავიდან ვინადირე კარმენის დახმარებით, შემდეგ კი ნორვინის აღრზდა-განათლებას მივხედე.

რამოდენიმე პატარა ვიდეოროლიკების გადაღება მოვასწარი ფოტოაპარატით, რაც საერთო შთაბეჭდილებას შეგიქმნით, სურათებთან ერთად.

ხვალ უფროდაწვრილებით მოგიყვებით ყველაფერს.

 

მინდორი, სადაც ვნადირობდით

 

i-1718.jpg

 

ესეც პატარა მდინარე, რომელის ჩამოუდის მინდორს.

 

i-1719.jpg

 

ესეც პირველი ნადავლი (ბეკასი)

 

i-1715.jpg

 

i-1716.jpg

 

ეს კარმენის დახმარებით მოპოებული ნადავლი

 

i-1722.jpg

 

i-1727.jpg

 

i-1728.jpg

 

ეს კიდევ ნორვინი. მის ქვეშაც ავიყვანე ერთი ბეკასი.

 

i-1726.jpg

 

*როლიკებს ვერ ვტვირთავ. მერე იყოს

Edited by კობა
Link to post
Share on other sites
  • Replies 312
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

რა არის კობა ეხლა ეს?

ხელები მექავება და კანკალმა ამიტანა. :e025:

 

ამ შაბათისთვის პირობა მაქვს მიცემული, აფხაზეთიდან ლტოლვილების ბავშვია ჩამოსული მოსკოვიდან, ქართული გვარიშვილობა აქვს ამ პატარა ბიჭს, თან ჩემი სეხნიაა.

შარშანაც იყო სტუმრად ჩამოსული და მდინარეზე ჩავიყვანე სათევზაოდ, თევზი დავაჭერინე, ეხლაც ახსოვს და სანამ რუსეთში წავალ კიდევ წამიყვანე სათევზაოდო.

 

მგონი, ეგეთი რამეებისთვის ვარსებობთ, ყველანაირი გეგმა შევცვალე და ეგ პატარა ბიჭი უნდა წავიყვანო სათევზაოდ.

 

ჩემი გადამკიდე, რამოდენიმე ქართულ სიტყვას დაიმახსოვრებს მთელი ცხოვრება. :old:

 

გუშინ სამუშაოზე წავედი მთებში.

წინასწარ ვნახე სატელიტით რუკა, მიზერული თანხა იყო შემოთავაზებული, დამაინტერესა ლანდშაფტმა.

 

წავედი, თითქმის მუქთად ვიმუშავე 8 საათი, მაგრამ რაც მე იქ ვნახე, არ ამოვა ტვინიდან არასოდეს.

 

დაახლოებით 40 კმ მთის ლაბირინთებიან გზაზე ვიარე.

 

ვინც მანქანებში ერკვევა იმათვის ვიტყვი, მეორე და მესამე იყო ყველაზე სწრაფი სიჩქარე, რომელიც ამ გზის გავლისას გადაირთო სიჩქარეთა კოლოფში.

 

უცნაურ ადგილას მოვხვდი.

 

კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, მხოლოდ სვავების მაგვარი ფრინველები დაგვხვდნენ მავთულხლართებით გაბმულ ღობეებზე, ეგენიც გზიდან ჩვენმა მანქანამ ააფრინა.

 

შევედით საკუთრებაზე და ამ უშნო გზის გავლის შემდეგ, ვერ ვიყავი კაი ხასიათზე.

 

მეთქი სადა ცხოვრობენ ეს ჩემის თვრამეტიანებითქო.

 

შევედი ახალ აშენებულ სახლში, ფანჯრები უნდა ჩაგვესვა.

 

გადავხედე ხედს სამზარეულოდან და გავითიშე. :karochera:

 

თავპირისმტვრევით დავეშვი მდინარესკენ.

 

მთის მდინარე იმდენად გამჭვირვალე იყო, სარკესა ჰგავდა.

 

კალმახის და ორაგულის ლიფსიტები თავთხელში იყვნენ გამოსული და ხარაბუზებს წარამარა ჰყლაპავდნენ.

 

იმ დროს, იმ ქონება-ადგილმდებარეობის პატრონები იქ არ იყვნენ, როცა ჩვენი სამუშაო ჩავატარეთ, აუცილებლად გავიცნობდი და ვალდებულს გავხდიდი, რათა მივსულიყავი ნებისმიერ დროს მათ არემარეზე.

 

ზღაპარში ვიყავი.

 

პ.ს. ჩემი ჯიმა მაპატიებს, მისი ლამაზი რეპორტი მგონი არ დავავუშნოვე ჩემი პატარა მოგონებით. :friends:

Link to post
Share on other sites

კობა გილოცავ სეზონის გახსნას,მრავალი იღბლიანი და უხვი სეზონი გქონოდეს ძამია!!!!!

ითევზავებ შენ გიო მანდ,არ მოეშვები შენი ამბავი რო ვიცი!!!!! :*

Link to post
Share on other sites

გილოცავ კობა გილოცავ! ჩვენ ეკლებზე ვზივართ ჯერ . :vinsent:

 

ელჩი

გიო შენ კი ახალ აღმოჩენას გილოცავ! იმ ბავშვს რო ,, მოწამლავ ,, მაგაში ეჭვი არ გვეპარება! :*

მესამეთი ვიარეო რო ამბობ მაგიც გამიკვირდა. ჩვენთან შე კაცო მთისკენ 40 კილომეტრი რო იარო პირველიდან ვერ ამოღებ და თან ,,რაზდადკასაც,, ვერ გამორთავ ;)

Link to post
Share on other sites

გილოცავ კობა,სეზონის გახსნას !

 

ნადირობის სეზონი 2013-2014 ის გახსნამდე დარჩენილია 21 დღე !!

Link to post
Share on other sites

რა არის კობა ეხლა ეს?

ხელები მექავება და კანკალმა ამიტანა. :e025:

 

.......................................................................................................

 

პ.ს. ჩემი ჯიმა მაპატიებს, მისი ლამაზი რეპორტი მგონი არ დავავუშნოვე ჩემი პატარა მოგონებით. :friends:

 

არ ჯიმა, რა დააუშნოვე, პირიქით. როგორც კი მტები და რუკა ახსენე, იმწუთასვე ვიცოდი, რომ რაღაც საინტერესოს მოყვებოდი. დარწმუნებული ვარ მაგ ადგილას შენთან ერთად ჩვენც დავბრუნდებით.

 

ეხლა კი დანაპირებ ვიდეოროლიკებს შემოგთავაზებთ. იუტუბზე დადების დრო არ მქონდა. დილით ხუთის ნახევარზე დავწექი და 6-ზე ავდექი. მთელი დღე "ლუნატიკივით" დავდივარ. არადა ეხლა ისევ მინდვრებში უნდა გავვარდე.

 

ამ ალბომში ბოლო 5 როლიკი ნახეთ

 

http://video.mail.ru/video/mail/russmetal/24

Link to post
Share on other sites

კობა გილოცავ სეზონის გახსნას,მრავალი იღბლიანი და უხვი სეზონი გქონოდეს ძამია!!!!!

.....................................................

ავთო

ქუთათური

 

ქევხო

 

მადლობა ბიჭებო :hi3::drinks:

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

კობა

 

გილოცავ სეზონის გახსნას.

 

რაღაცნაირი დღეა, თავისებური, ყველა სადღესასწაულო დღისაგან რაღაცნაირად განსხვავებული შეგრძნებით.

მრავალი ათეული წელი დაგუფლებოდეთ ყველა მონადირეს ეს შეგრძნება.

Link to post
Share on other sites

ძალიან კარგი ვიდეოებია კობა,განსაკუთრებით ბოლოდან მეორე მომეწონა იხვები რომ ჩანს,აი რას ნიშნავს მონადირის ეთიკა,საქართველოში მაგათ ყველას ჩახოცავდნენ !

 

დიდი მადლობა ვიდეოებისათვის ! :yes:

Link to post
Share on other sites

მადლობა, ბიჭებო!

მონადირის ეთიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ შევინარჩუნოთ და რაც მთავარია შევეცადოთ გავამრავლოთ ფრინველები და ცხოველები.

მე ზამთარში ხშირად გამაქვს ტყეში სხვადასხვა საკვები ცხოველები (გარეული ღორი, შველი და ლოსისთვის (მარილი)) და ფრინველებისთვის (უმთავრესად გნოლისთვის), რომლებიც არ არიან გადამფრენი.

დუპელისთვის სპეციალყრად ვთიბავ მინდვრების ნაწილს და ვტოვებ ბალახს იქ, რომ გაზაფხულ-ზაფხულში მაგ ბალახის ქვეშ საკვები იპოვონ (ბალახი ლპება და ამიტომ ჭიებისა და სხვადასხვა მწერების საბუდოა).

 

ეხლა, სანამ საერთო ნადირობა არ გაიხსნება (17 აგვისტომდე) არის შეზღუდვა (კვოტა) ნანადირევის რაოდენობაზე (5 ცალი).

თუ შეამჩნიეთ, სურათებში ცოტა გადავამატე (6 ცალი), მაგრამ ერთი ცოცხალი იყო და რა მექნა :alfons:

 

(ერთიც ახალგაზრდამ დაიჭირა აფრენის დროს, მაგრამ მაგაზე არავის არ უთხრათ :karochera: :( )

Link to post
Share on other sites

ესეც ბიჭებო ნადირობის ლოგიკური შედეგი

 

i-1757.jpg

 

თქვენი დღეგრძელობისა იყოს :drinks:

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

ესეც ბიჭებო ნადირობის ლოგიკური შედეგი

 

h-1757.jpg

 

თქვენი დღეგრძელობისა იყოს :drinks:

ვაჰ შენ გეხუტე კობა! რაფერ ლამაზად მოგირთავს ნანადირევი დედოფლები! ვერაფრით გეტყვი უარს რო არ დაგეწვიო მაგ სუფრაზე. გეხუტე შენ და ყველა მონადირეს! სულით და გულით მონადირეს კაცო :old:.

Link to post
Share on other sites

გაიხარე კობა!!!!ერთი ნაკლი მაქვს,ფოტო კამერა არ დამაქვს სანადიროდ,უნდა გამოვსწორდე როგორმე,სხვის დადებულ სურათებს მოუთმენლად ველოდები ხოლმე,უნდა გამოვსწორდე!!!!! :blush2:

Link to post
Share on other sites

გაიხარე კობა,ღმერთმა შეგარგოს ! :yes:

 

მამუკა

 

უძდელობაში ნუ ჩამომართმევ ძამა და სწორი შენიშვნაა საკუთარი თავის მიმართ,შენ ისეთ ექსტრემალურ ადგილებში ნადირობ,ბევრი ჩვენთაგანი საერთოდ არ არის ნამყოფი,შენი მანდ გადღებული ფოტოებით ძალიან გაამდიდრებ ფორუმს,თუმცა მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს,ალბათ საკმაოდ ძნელი იქნება ეწერზე ჯოხზე დაყრდნობილმა სურათების გადაღებას მიაქციო ყურადღება,მაგრამ მაინც დაგვდე პატივი და გამოუშვი ხოლმე ლამაზი ფოტოები ! :*

Link to post
Share on other sites

კობა

თავებიანადაა შემწვარი?

 

კი kaskada, თავებიანადაა შემწვარი. გრძელნისკარტიანერის (გარშნეპიდან დაწყებული ვალდშნეპით დამთავრებული) თავი გამოიყენება ... (არ ვიცი, როგორ დავარქვა სწორად)..ხორცის შესაკინძავად,ისე როგორც ქვედა სურათშია

 

i-1751.jpg

 

ეს პირვლი. მეორე და მთავარი კი ის არის, რომ ამ ფრინველების თავი ადვილად იყოფა (იჭრება) შუაში, იქ კი დიდი დელიკატესია - ფრინველის ტვინი. სამწუხაროდ პატარაა, მაგრან ძან გემრიელია.

 

დღეს ავიყვანე კიდევ ერთი ცალი და ხვალ განახებთ დელიკატესს :nyam:

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

ვაჰ შენ გეხუტე კობა! რაფერ ლამაზად მოგირთავს ნანადირევი დედოფლები! ვერაფრით გეტყვი უარს რო არ დაგეწვიო მაგ სუფრაზე. გეხუტე შენ და ყველა მონადირეს! სულით და გულით მონადირეს კაცო :old:.

 

გაიხარე ავთო! ნანადირევი ღმერთის მოცემულია და მაგის გამზადება ჩემთვის დღესასწაულია. ამიტომაც ყოველთვის ვცდილობ, სადაც არ უნდა ვიყო.

ბელორუსი მონადირეების საიტზე რამოდენიმე დიდი "ოტჩოთი" არის გამოქვეყნებული ჩემი ახლობლებისგან, სადაც ჩვენი ნადირობების ისტორიებია მოყვანილი და რაც მთავარია, ჩემს მიერ ნანადირევისგან დამზადებულ კერძებზე ხოტბაა შესხმული :alfons:

მაგათ გაკვირვებას რა უნდა, ყველაფერს ქართულ ყაიდაზე ვამზადებ და თუ თან დედაჩემის გაკეთებული აჯიკაცა მაქვს, მაშინ ხომ სულ ზღაპრებს ყვებიან :haha:

(სამწუხაროდ, რაღაც მომხდარა საიტსე და სურატები დაკარგული, მაგათ გარეშე კი მარტო რეპორტი საინტერესო არ არის. ყნდა აღადგინონ და მერე მოგაწვდით ლიკებს).

 

თქვენ მე ვერაფრით გაგაკვირვებთ, მაგრამ, როცა ერთად მოგვიწევს ნადირობა, "შეფ-პოვარის" მოადგილის როლი ჩემზე იყოს :Laie_99::drunk::drinks:

Link to post
Share on other sites

გაიხარე კობა!!!!ერთი ნაკლი მაქვს,ფოტო კამერა არ დამაქვს სანადიროდ,უნდა გამოვსწორდე როგორმე,სხვის დადებულ სურათებს მოუთმენლად ველოდები ხოლმე,უნდა გამოვსწორდე!!!!! :blush2:

 

 

მამუკა, დღეს მინდოდა რომ გადამეღო ჭაობის ფრინველებზე ნადირობის ვიდეოროლიკები. ძან ძნელია, თუ სპეციალური ტექნიკა არა გაქვს. სამჯერ ვესროლე და სამივეჯერ აცდა. ბეკასზე ძნელია ცალინახევარი ხელით ნადირობა. ხალიავა არ გადის. ან უნდა გადაიღო, ან უნდა ინადირო.

Link to post
Share on other sites

ქუთათური

zaza-04

DMORAL

ლაშა კუცია

 

მადლობა ბიჭებო!

 

დღეს დღისით ცხელოდა, მაგრამ კარგი ქარი იყო. გადავწყვიტე არ მეჩქარა და საღამოს გავსულიყავი. გავედი რვა საათისთვის და... ქარიც შეწყდა :karochera: . უმთავრესი დრო კარმენის შვილის გაწვრთნას დავუთმე. მინდორში შევუშვი დედამისთან ერთად. ჯერ-ჯერობით ქარი უფრენს ტვინში. ძაან ტემპერამენტიანია და ძნელად მშვიდდება. დედამისის ნაბულებს არ აქცევს ყურადრებას (არ უკეთებს სეკუნდირებას), რისი დიდი იმედიც მქონდა. რამოდენიმე დრინველი აუფრინა ნაბულიდან ხმაურით. სამაგიეროდ ფაქტიურად მიატოვა უაზრო დევნა (წინათ ყველაფერს დასდევდა) და დაიწყო ცხვირით მუშაობა (უფრო სწორედ,დაიწყო ყნოსვის გამოყენება). რადგანაც ქარი მალე შეწყდა, იძულებული გავხდი მანქანაში ჩამესვა და უქარობაში მეცადა რაიმეს მონადირება. ნორმის შესრულების შანსი კი მქონა, მაგრამ მინდოდა ერთი ნორმალური კადრი მაინც გადამეღო თქვენთვის. ორი კურდღლის მდევარივით გამომივიდა... ვერც გადავიღე ვერაფერი ნორმალური და ვერც ვინადირე ნორმალურად. მხოლოდ ერთი ბეკასი მოვინადირე

Link to post
Share on other sites

გუშინ გადავწყვიტე ახალგაზრდა სუფთა მინდორში და დაჯენილ ფრინველზე გამეყვანა სავარჯიშოდ. წინა დღეებს უკვალოდ არ გაუვლია - ვარჯიშის და ნადირობის პროცესში, განსაკუთრებით დედამისის გვერდით, ჭკუა ეხსნება. მაგრამ ჭაობის ფრინველზე, განსაკუთრებით ჩიბუხაზე (ბეკასზე), ძნელია ახალგაზრდა და დაუყენებელი ძაღლით მუშაობა. ჩიბუხა ძან ფრთხილი ფრინველია და სულ ცოტა ხმაურისგანაც ფრთაზე დგება. ზუსტად ამ ფრინველზე სანადიროდ არის საჭირო ძლიერი ყნოსვა და ძაღლის ჭკუა. განსაკუთრებით თუ ეს "ტალახის" ჩიბუხაა ("грязевой бекас")და არა მინდვრის. მინდორში და ბალახებში, სადაც ძაღლი ნაკლებად ხმაურობს მოძრაობის დროს, ჩიბუხა გაცილებით მშვიდად იქცევა და ადვილად იტანს ძაღლის მიახლოებას და ნაბულს.

ცოტა ვარჯიშის შემდეგ გადავწყვიტე ახალგაზრდა გამეყვანა მინდვრის ფრინველზე, გაცნობის მიზნით. იქ საიდანაც მაგია (ვოლგოგრადში) ჭაობის ფრინველი ფაქტიურად არ არის, უმთავრესად მწყერი და გნოლი (კიდევ ხოხობი). სადაც მწყერია, იქ ღალღაცაა. ჩვენთან მწყერი არ არის, მაგრამ ღალღა ბლომადაა. ჰოდა ჩვენც გავედით ღალღაზე.

საღამოს 10 საათი იყო, რომ შევედით მინდორში. უფრო სწორედ, მინდორში უკვე ვიყავით (იქვე ვვარჯიშობდით), მაგრამ ღალღა გაკაფულ მინდორში არ ჩერდება და სულ მაღალ, გაუკაფავ ბალახში ზის. ჩვენთან ასეთ ადგილებს გაკაფულ მინდვრებს შორის ხშირად ტოვებენ (ტრაქტორებბის ღრმა ნაკვალევის გამო სათიბ ტექნიკას უჭირს შესვლა) და იქ ნამდვილი "ელდორადოა" :)

ჩვენ რომ შევედით ის მონაკვეთი სიგანით იქნებოდა მაქსიმუმ 170 მეტრი. სიგრძით კი დაახლოებით 300. ამ მონაკვეთში 50 წუთის განმავლობაში შევასრულეთ დღიური ნორმა (5 ცალი). უფრო მალეც შეგვეძლო, მაგრამ რამოდენიმე ამიფრინეს მაშინ, როცა ტელეფონზე ვლაპარაკობდი. სულ სადღაც 10 ცალი ამიფრინეს ძაღლებმა.

აი პატარა ფოტო რეპორტაჟი. ვიდეო რეპორტს მოგვიანებით შემოგთავაზებთ :hi3:

 

i-1764.jpg

 

i-1763.jpg

 

i-1760.jpg

 

i-1765.jpg

 

i-1766.jpg

 

ეს გადაღებულია როცა ნადირობას ვამთავრებდით (ცოტა ადრე). დაახლოებით ღამის 11 საათია და ჯერ კიდევ მზე ანათებს. მზის ქვეშ ჩემი ქალაქის სილუეტი მოსჩანს და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა საშორეზე ვარ ქალაქიდან გასული

 

i-1762.jpg

 

* ყველაზე "მსუქანი" ღალღა 154 გრამს იწონიდა. დანარჩენები 138-დან-145-მდე.

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...