Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

8a034a91b61c.png

 

 

კი ვარ გულით და სულით თქვენთან, მაგრამ ფიზიკურად აქ ვიმყოფები უკვე მეთორმეტე წელია.

დამიგროვდა ძალიან დიდი გამოცდილება თევზაობა-ნადირობაში.

ბევრი სასიკეთო საქმე ვიცი კანონების მხრივ, რომელიც ჩვენს ქვეყანას წაადგება ბუნებისა და მის მცხოვრებთა დასაცავად.

გადმოგცემთ აქაურ გამოცდილებას და ვფიქრობ, რომ წაგადგებათ მომავალში.

ყოველ წელს ვიღებ ლიცენზიებს, ნადირზე, ფრინველზე და წყალში მობინადრეზეც.

მაქვს ყველანაირი ლიტერატურა.

ვიცი, თუ რა უფლებები აქვს მონადირე-მეთევზეს.

მზად ვარ, თქვენს სამსახურში მიგულოთ.

 

P.S. მეძნელებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ რეალურად ვუყურებ ცხოვრებას, გადავწყვიტე ეს გამოცდილება, რაც მივიღე ამ ათ წელიწადში, გაგიზიაროთ ყველას.

 

ბევრი რამის თქმა მინდოდა ამ წერილში, მაგრამ ვერ "მოხერხდა".

წაკითხული გაქვთ ჩემი "ნოველები" მონადირეთა ჩანახატებში და იქ თავისუფლად ვუბერავ, აქა, გამიჭირდა ძიენა. :haha:

 

 

გ ა მ ო უ შ ვ ი თ შკითხვები თქვენ გენაცვალეთ. :drinks:

 

დავიწყოთ, სულ უბრალო "რამით", რასაც კანონი ჰქვია და ყველამ უნდა დაიცვას განუხრელად ასაკისა და პოლიტიკური

თანამდებობისა./შემეძლო, ბევრი ვარიანტი კიდევ წარმომედგინა ქართველების სოციალური მდგომარეობისა, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ საფეხურებზე იმყოფებიან, მაგრამ მაინც გადავწყვიტე არ გავამწვავო და საქმეს მივხედოთ.

 

ეს ბროშურები ყოველ წლიურად, ახალი წესების თანხლებით იბეჭდება და ურიგდება ყველა იმ სავაჭრო პუნქტს, რომელშიც ნემსკავი, ან სანადირო დანა მაინც იყიდება, ვალდებულები არიან ეს ბროშურები უფასოდ გასცენ მსურველზე.

 

საიდან ეს თანხა, რომელიც ამ ბუკლეტ-ბროშურებს ჰხმარდება?

ისევ და ისევ მონადირე მეთევზეთა ჯიბიდან.

და არა მარტო ეს ხალხი ინახავს გარემოს, არსებობს უამრავი ორგანიზაცია, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს.

მაგალითისთვის, ჩემი მანქანის სანომრე ნიშანიც გამოდგება მაგალითისთვის, რომელზედაც გამოსახულია "დაბალ" ფონზე, ორაგულის გამოსახულება.

ამ სანომრე ნიშნით ვინც დადის, იმათ ორ წელიწადში ერთხელ, სხვასთან შედარებით მეტის გადახდა უწევთ, ასე ვთქვათ "ტეხასმოტრის" ამბავში, ახალგაზრდა თაობისთვის ვიტყვი, რომ მანქანის ტექ-დათვალიერებისას, იხდი გარკვეულ თანხას,

რომლის "რაღაც" გარკვეული ნაწილი, მიედინება ბუნების დაცვის დეპარტამენტის ანგარიშზე.

 

მოგვარებული აქვთ ძალიან ბევრი სტრუქტურა, რომლებთანაც ურთიერთობა მქონია და ვფიქრობ ჩვენც გვარგებს ამათი გამოცდილება.

 

ამათი "სისტემა" მუშაობს შეუჩერებლივ.

/აქ, ჩემთან ძალიან ახლოს არის "მეურნეობა", ნაკრძალი, დაცული ტერიტორია, რომელზედაც მთელი წლის განმავლობაში, შეგიძლია ინადირო ფრინველზეც და ნადირზეც./

 

თუ დროს მონახავ, აიღე ხელში ეს ბროშურა,/იგივე გზამკვლევია/ და წადი სადაც გაგიხარდება.

 

დავდებ ეხლა ამ სარეგულაციო ბროშურების სურათებს.

/რამდენი რამის თქმა მინდა და ვერა რა, სულ სხვა "პლანეტაა" აქაურობა, ჩვენთან შედარებით./

შევეცდები კანონებში გაგარკვიოთ და თუ როგორ დაარეგულირეს "აქაურობა", ეგეც ვიცი უკვე.

 

7d2b920c0131.jpg

 

P.S. ამ თემაში, პირველი ხუთი გვერდი გადმოტანილია ძველი ფორუმიდან, მეტი ვერ მოვახერხე, იქ 40 გვერდი იყო. :karochera:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites
  • Replies 1,4k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულშიც. არადა აქ იგივე რომ მოხდეს სულ ორი წელი დაჭირდება ბუნებას და მდინარეებს მოვლა.

45 000 ნახვა აქვს ამ ვიდეოს.    

ახლა ჩემთან ღამის ორი საათი ხდება. გუშინ პოლმა დამირეკა და თუ შეგიძლია გამოგივლი შუაღამისას და ორაგულზე ნავით წავიდეთ ოკეანესთანო, მდინარე უერთდება და იქ ვითევზავოთო. მაგას ახსოვდა თხუთმეტში უნდა ჩა

Posted Images

ვერაფრით ვერ ვაბავ თავს ამ თემის გადმოტანას მთლიანად.

სურათები წაშლილი მაქვს ჩემი კომპებიდან და ყველა იქ დარჩა.

თანაც ის 39 გვერდიანი თემა ავაწყვე კითხვა-პასუხის რეჟიმში.

რომც გადმოვიტანო მარტო ჩემი წერილები ფოტოების და თქვენი შეკითხვების გარეშე, მაგარი აბდაუბდა გამოდის.

არადა, ძალიან ბევრი ინფო მიდევს დაინტერესებულთათვის.

ხუმრობა-ღლიცინში მთელი "ფილოსოფია" მაქვს ჩაქსოვილი, თუ როგორ უნდა ითევზავო, მდინარეზე და ტბებზე სხვადასხვა სახეობებზე, სხვადასხვა ტექნიკით.

რამდენი ექსპერიმენტი მაქვს გაკეთებული, რომელმაც გაამართლა და კალენდრადაც ვიყენებდი ხოლმე იმ თემას.

შევიდოდი წინა წლის გვერდზე და ზუსტად ვიცოდი, რა და როდის მოხდა.

აღჭურვილობის განმარტებები მაქვს კიდე უამრავი.

 

მოკლედ...

 

ძალიან გულდაწყვეტილი ვარ.

 

თავიდან მომიწევს ყველაფრის დაწერა. :karochera: :karochera: :karochera:

Link to post
Share on other sites

დაწერილია 10 March 2010 - 05:59 PM

ესეც დღევანდელი ნადავლი.

დღეს ძალიან ციოდა, ქარი უბერავდა და ცივი ნიავი მოჰქონდა მთებიდან, სადაც გუშინ ღამეს, ახალი თოვლი დაემატა.

 

გურულოს გასაგონად:-ისე ციოდა, ყურები კინაღამ დამცვივდა. :hi:

 

თან სურათებსაც დავამატებ ხოლმე, თორემ "მშრალი" კანონების კითხვა, მეც არ მომწონს.

 

ce4a8ba10227.jpg

 

3cdae6677c2f.jpg

 

ეს უკვე სახლში, განზომილების დასადგენად გადაღებული ორი ფოტო.

 

59286fe527d1.jpg

 

d563744e3fc7.jpg

 

54-სმ-ია სიგრძეში, ამასაც ბლომად ჰქონდა ქვირითი.

ამ სახეობაზე, ლიმიტი არ არის.

Link to post
Share on other sites

დავამატებ განმარტებას ამ სახეობის შესახებ.

SUCKER FISH-ჰქვია, ჩვენებურად "წუწნია" დავარქვი, ძირითადად ფსკერზე იკვებება, მაგრამ არც გვერდზე ჩავლილ შეფუთულ ნემსკავზე ამბობს უარს.

მტაცებელია, მტრობს კალმახის და ორაგულის ქვირითს, რომ იტყვიან "პარსავს" ფსკერს მთლიანად.

თუ დააკვირდებით მის "ტუჩებს", არ გაუჭირდება წუწვნა დამეთანხმებით. :hi:

Link to post
Share on other sites

ამ სურათსაც დავდებ და მერე გაჩვენებთ იმ "მოწყობილობას", რითაც ვიჭერ ამხელა თევზებს.

 

c964d2d26304.jpg

 

 

წინასწარ გეტყვით, გაგიჭირდებათ დაჯერება, თუ რაზე წამოეგნენ ამხელა ბუთხუზები.

Link to post
Share on other sites

დაწერილია 15 March 2010 - 05:51 PM

ესეც სპინინგები, რომლებითაც ვთევზაობ და ესეც ის "ჯადოსნური" კაუჭი, რომლითაც ვიჭერ ამხელა თევზებს.

/ასანთის ღერი დავუდე გვერდით, შედარებისათვის./

ტივტივის შემდეგ ტვირთს ვარჩევ, რათა ვხედავდე ტივტივის ნახევარს, ძუის სიგრძე ტივტივიდან ტვირთამდე დამოკიდებულია წყლის სიღრმეზე, შემდეგ გადამყვანი და ბოლოს ძირითად ძუასთან შედარებით უფრო წვრილი, დაახლოებით 30-40სმ და ბოლოს ეს კაუჭი.

სატყუარად თეთრ პურს ვხმარობ.

სულ ეს არის.

 

6e2cf3f9d197.jpg

 

2c084626dc25.jpg

Link to post
Share on other sites

დაწერილია 15 March 2010 - 06:15 PM

ეს კიდევ, დღევანდელი სურათებია.

მართალია ხელცარიელი დავბრუნდი, მაგრამ თქვენთვის მაინც მოვახერხე სურათების წამოღება.

 

ეს ის ადგილებია სადაც ვთევზაობდი დღეს.

 

0e847f7fe74f.jpg

 

c3cabbb11260.jpg

 

bb8cccda9db2.jpg

 

მერე საკალმახეში წავედით, სიმამრთან ერთად ვიყავი.

ვეღარ გამომყავდა იქიდან. :old:

აი რატომაც არ მოდიოდა უკან. :hi:

 

073750ef9ebc.jpg

 

b9c468badc6e.jpg

 

eaf34bbcb453.jpg

 

დაწერილია 17 March 2010 - 09:37 AM

ეს გახლავთ ორაგულზე და კალმახზე თევზაობის ოფიციალურად დადგენილი სატყუარები, როგორც შოლტით, ასევე სპინინგისთვისაც.

 

ეს სურათებიც იმავე თევზსაშენში გადავიღე.

 

87194eb03bec.jpg

 

d7cd3fc89ad9.jpg

 

cee69b4e05e0.jpg

 

0a82d048c674.jpg

 

5c765b04ff45.jpg

Link to post
Share on other sites

დაწერილია 18 March 2010 - 04:05 PM

ესეც დღევანდელი ნადავლი, საათნახევარი დავხარჯე, მეტიც შემეძლო დამეჭირა, მაგრამ რაღაც რეაქცია მღალატობდა. :hi:

ტივტივაზე, იგივე პატარა ზომის ნემსკავზე/სურათები ზემოთ დევს/ და თეთრ პურზე მოვიდნენ.

ყველაზე დიდი, თითქმის 50სმ-ია.

 

 

 

a91780b75851.jpg

 

f74489d293b6.jpg

Link to post
Share on other sites

ეს დღევანდელი სურათია, როგორც იქნა გავხსენი კალმახის სეზონი.

ეს გახლავთ ცისარტყელა კალმახი/Rainbow Trout/

ეს ორი დავიტოვე, დანარჩენის გაშვება მომიწია, ლეგალურ ზომაში არ ეტეოდნენ, 20 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყვნენ აქაური კანონით. რაც შეეხება რაოდენობას, დღიური ნორმა არის ხუთი ცალი.

თუ მოხდა ისე, რომ შეგამოწმეს და აღმოგაჩნდა ზედმეტი, ან ზომების სტანდარტებს არ შეეფერებიან, თითოეულ დარღვევაზე, 150$-ია ჯარიმა.

 

მგონი არ არის საჭირო იმის ახსნა, თუ რატომ არის მდინარეები თევზით და ტყეები ნადირ-ფრინველით სავსე.

 

მომავალში სხვა სახეობებზეც მოგაწვდით ცნობებს.

 

აპრილის ბოლოსთვის უკვე შეიძლება იმ ადგილებში წასვლა, სადაც დღეს ვითევზავე, თევზი უკვე გაზრდილი იქნება.

 

ede8a027cb52.jpg

Link to post
Share on other sites

დაწერილია 27 March 2010 - 07:42 PM

აქა მშვიდობა. :hi:

 

ეს დღევანდელი გასვლის სურათებია.

წარმოდგენა არ მქონდა, თუ ასე ახლოში ესეთი ადგილი იქნებოდა.

ეხლა სურათებს დავდებ და მომავალში მეტ ინფოს მოგაწვდით ამ ადგილის შესახებ.

სანადირო-სათევზაო მეურნეობაა.

თქვენს პოსტებზე, პასუხებსაც მერე დავწერ.

ისიამოვნეთ.

 

4a6bbe036b0b.jpg

 

 

ეს BLUEGILL-ის პატარა ლიფსიტებია, ნაპირზე გამოდიან და ცელქობენ.

 

4ba270c62ad3.jpg

 

ამ დროს ორი მყავდა.

 

93e308bf50cd.jpg

 

მერე მესამეც დაჯდა.

 

0d2fe78ac06c.jpg

Link to post
Share on other sites

დაწერილია 31 March 2010 - 08:58 PM

ციტატა(qevxo @ Mar 30 2010, 10:46 PM) გამოხმაურების ნახვა

 

მთელი წლით ლიცენზია 25$ ძვირია ხალხო? ნუ გადამრიეთ ! ლაპარაკია იქ სადაც თევზი იმდენია შენ ოღონდ შეძელი და დაიჭირე, აქ იყოს ეგ მდგომარეობა და 100$ გადავიხდი !

 

--------------------------------------------------------

 

 

qevxo, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მთელი წლის განმავლობაში შეგიძლია ითევზავო და თანაც ისეთი თევზიც დაიჭირო, როგორიც ზუთხია, სვია, ორაგული და მრავალი კიდევ სხვა ძვირიანი სახეობა, მაშინ არც ისე ძვირია.

ამ "ძვირიან" სახეობებს თავის ნებართვა ცალკე სჭირდება, ანუ დამატებითი თანხაა გადასახდელი და ლიმიტირებულია.

 

მაგ, ზუთხზე, თუ არ დაგიჯდა მინიმუმი 97სმ-სა და 137სმ-ს შორის, უმჯობესია გაუშვა, თორემ თუ გინახეს, დაემშვიდობე მეთევზის ლიცენზიას სამუდამოდ.

მოკლედ: დღეში ერთი ცალი, მეტი არა და საერთოდ წელიწადში 5 ცალია დასაშვები.

 

ერთი ბიჭი მუშაობდა ჩემთან ერთად, წასული იყო ზუთხზე, ორშაბათს გამოვიდა სამუშაოზე და ვერ იყო თავის "მატორზე".

თოთხმეტი დაუჭერიათ და არცერთი არ დაუჯდათ ლეგალურ ზომაში.

ვალდებულები იყვნენ ყველა უნდა გაეშვათ.

გაუშვეს მა რას იზავდნენ.

 

ერთი კიდევ, სხვა თევზებთან შედარებით, ზუთხი სხვაგვარად იზომება სიგრძეში, "ცხვირიდან" კუდის დამაბოლოვებელ ორ ფარფლს შორის, ღრმა ადგილამდე.

Link to post
Share on other sites

დაწერილია 15 April 2010 - 09:10 PM

აქა მშვიდობააააააააა. :old:

 

ვიძალავე, რომ იტყვიან ეს ბოლო ორი კვირა, განა არ ვიცი, რომ უამინდობაში, თქეშში და ქარში, ძნელია მიწაზე გამოაჩინო წყლის არსება.

დღეს გაგვიმართლა.

ეს ჩემი უმცროსი ქალიშვილია, რომელიც გვერდიდან არ მცილდება და სულ კუდში დამდევს.

ყველაზე დიდი ზომის, რომელიც არის, მისი დაჭერილია.

 

ჭყივილით აიკლო იქაურობა, შორს ვიყავი მისგან და თან ექაჩებოდა ძუას და თან ხმამაღლა მეძახდა:

-დავიჭირე, დიდი კალმახი დავიჭირე მამა, ჩქარა მომეხმარეო./მაგარი შეგრძნებაა ეგეც, როცა "შენი ფეხი" მაგრა გგავს/ :hi:

გაიცანით სალომე გიორგის ასული "ელჩი".

 

f6a684ca4f12.jpg[/url

 

ba99c47dccf0.jpg

Link to post
Share on other sites

დაწერილია 18 April 2010 - 06:27 PM

გაუმარჯოს ძმებს. :hi:

qevxo, Monadire, BROWNING, მოდით ასე გავაკეთებ, მოვაგროვებ საინტერესო სცენებს და მერე ერთ მთლიან ლინკად დავდებ. უფრო საინტერესოც იქნება და მეტი მასალაც იქნება ჩატეული.

 

ეს კიდევ დღევანდელი ნადავლი.

5 ცალი ლიმიტია, მეტზე ჯარიმაა, ერთ ზედმეტ თევზზე 150$-ია, ან ზომაში თუ არ ჯდება იგივეა ამ შემთხვევაშიც ჯარიმის რაოდენობა.

იმ დღეს დამავიწყდა დამეწერა, ძალიან ცოტა ხალხი იყო ტბაზე, მოვიდა ჩვეულებრივ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ქალბატონი და გამომელაპარაკა, შემდეგ მაჩვენა რეინჯერის საბუთი და მომთხოვა თევზაობის ლიცენზია, ამ დროს ორი ანკესით ვთევზაობდი.

ვაჩვენე ნებართვა და დამატებით ანკესზეც წარვუდგინე საბუთი.

მადლობა გადამიხადა და წავიდა.

ტბის მეორე მხარეს ორნი თევზაობდნენ, იმათთანაც მივიდა და მოსთხოვა ნებართვები.

ხმა ისმის თავისუფლად, ქარი იქითა მხრიდან უბერავდა ჩემსკენ და ჩვეულებრივად მესმოდა მათი საუბარი, იმ სიჩუმეში.

ერთმა მოიმიზეზა, მანქანაში დაგვრჩაო და ეს მოიტანსო.

წავიდა ის მასტი და დაიკარგა ნახევარი საათი, ამ მეორემ დამავიწყდა და მანქანის გასაღები მე მაქვსო, გავალ და ეხლავე მოვიტან საბუთებსო.

ამ ქალმა მოსთხოვა ადგილზე დაეტოვა ანკესები და ნივთები.

წავიდა ეს მეორეც, თვალს მოეფარა თუ არა დააძრო რაცია და გადასცა ამ ორი ტიპის გარეგნული ნიშნები, დააკავეთ ავტოსადგომზე, თუ წასვლას დააპირებენო.

 

ასეა, სულ რომ არ ელოდები მაშინ შეგამოწმებენ და თუ წესრიგში არ გაქვს ყველაფერი, მერე ჩემი მტერი ჩავარდეს ამათ ხელში.

 

 

 

მარტო ვიყავი წასული, ქაბატოს :old: არ ეცალა და ვერ გამომყვა.

ეხლა რისი თქმა მინდა კიდევ, ესენი სხვა ხერხით დავიჭირე.

გახსოვთ ალბათ ადრე ბზრიალათი ვიჭერდი ხოლმე, მაგრამ ამ წყალსაცავზე, რომელიც ეხლახანს აღმოვაჩინე, დიდი წვალება მჭირდებოდა რათა ბზრიალათი მეთევზავა, წყალმცენარეებია ბევრი.

დღეს გადავწყვიტე დონკაზე თევზაობა და სატყუარად გამოვიყენე სპეციალური "ცომი", რომლის სხვადასხვა სახეობა იყიდება მეთევზეთა განყოფილებაში.

მაგარი შედეგი მომცა.

ცოტაც "ვიჭკვიანე" :hi: , გადავურიე სამი სხადასხვანაირი ერთმანეთში და კმაყოფილი ვარ.

2 საათში დავიჭირე ესენი და ამ დროში კიდევ ორი ცალი ვერ ამოვიყვანე ნაპირზე, დიდები იყვნენ ბევრად, ერთმა წყალშივე ჩაწყვიტა და მეორე უკვე გამოყვანილი მყავდა, როცა ნემსკავიანად დამემშვიდობა.

იქნებოდა დაახლოებით 45-50სმ.

 

მომავალშიც მოგაწვდით ფოტოებს და ცოტ-ცოტა ინფოსაც.

 

f95ec409fbc1.jpg

 

0697778e6049.jpg

Link to post
Share on other sites

ეხლა ერთ სურათს კიდევ მოგაწვდით, რომელიც გუშინ გადავიღე, ბნელდებოდა და მდინარეზე ვერ მოვახერხე, მაგრამ საინტერესო სხვა რამ გახლავთ, ის პატარა ზომის თევზი გახლავთ კალმახის ერთერთი იშვიათი სახეობა, რომელიც ამ შტატში ბინადრობს.

ეს გახლავთ Brook Trout./თუ დაგუგლავთ, იქ მეტი ინფოა ამ სახეობის შესახებ./

სხვათაშორის პირველად დავიჭირე ეგ სახეობა, ზომით არ არის მაინცდამაინც გადასარევი/21სმ-ია/, მაგრამ თვით ის ფაქტი იყო დასაფიქსირებელი, რომ ეს სახეობა ისეთ წყალსაცავში ვნახე, სადაც გამორიცხავდნენ მის არსებობას.

 

მოკლედ, დღეს არ ვაცდენ. :hi:

 

0a2aa320605b.jpg

Link to post
Share on other sites

დაწერილია 22 April 2010 - 06:58 AM

აჩი და ელიზბარ, მადლობა გამოხმაურებისთვის. :old:

 

კიდევ მაქვს ერთი გამოცდილების გაზიარების სურვილი.

როგორც ვნახეთ კალმახზე სხვადასხვა ხერხით შეიძლება თევზაობა, დღეს კიდევ ერთ ინფოს მოგაწვდით.

ეს გუშინ გადავიღე.

 

მოკლედ რისი თქმა მინდა, არის დღე, როცა საერთოდ არ ეკარება იმ სატყუარას, რომლითაც წინა დღეს კარგ შედეგს მივაღწიე, შემდეგ ვცდი სხვა ხერხს და ასე შემდეგ.

 

ამ სატყუარებს "ნიანგის კუდი"/krocodile- ასე აწერია ამ ტიპის სატყუარებს/ დავარქვი ქართულად :hi: , რადგანაც მოთრევისას, ისეთ მოძრაობას აკეთებს, როგორც ნიანგის კუდი ცურვისას.

მშვენიერი შედეგი აჩვენა ამ ტიპის სატყუარებმა, 45წუთში 4 ავიყვანე.

მთავარ ძუაზე ჩაბმულია ეს "ნიანგის კუდი" და მეტი არაფერი, ისვრი წყალში და იწყებ მაშინვე კოჭის ტრიალს, თუ სადმე ახლომახლო კალმახია, უყურადღებოდ არ დატოვებს თქვენს "ცდას".

 

კიდევ ერთი ინფო: ბავშვებს 14 წლამდე, ლიცენზია არ სჭირდებათ, მაგრამ ლიმიტი ყველაზე ვრცელდება, გარდა ინდიელებისა, რომლებიც აქაური აბორიგენები არიან, მათთვის ყველა შეზღუდვა მოხსნილია.

 

c638c5638f48.jpg

 

7d3fff030627.jpg

Link to post
Share on other sites

დაწერილია 26 April 2010 - 07:50 PM

გამარჯობა.

 

BROWNING-ვახტანგ, გამომრჩა დამეწერა, რომ ეს კასტერები, ასევე რეკომენდირებულია სხვა მტაცებლებზეც, როგორებიც არიან: ქორჭილა, ქარიყლაპია, ფარგა და ა.შ.

აბა მოსინჯე, მაინტერესებს რა შედეგს მოგცემს.

 

dmoral-ადრეც მაქვს დადებული ბზრიალების ფოტოები მეთევზეების გალერეაში, რომლებსაც ვხმარობ კალმახზე, მაგრამ ამ ტბაზე, არაფრით არ ეკარება spiner-ს.

 

qevxo-აჩი, პირველზე და მესამეზე დავიჭირე თანაბრად, ორ-ორი./მეოთხე გავუშვი, შედარებით პატარა იყო, სტანდარტში კი ჯდებოდა, მაგრამ გაშვება ვამჯობინე./

 

gurulo-გელა, მიხვედრილი და ალღოიანი კაცი ხარ ძმაო.

პირადად მე, სადაც ვთევზაობ, სანამ არ შევისწავლი "წყალს"/სიღრმე, გამჭვირვალობა, წყალქვეშა მცენარეები, დინება აქვს ტბასაც და ა.შ./ მანამდე არ ვიწყებ თევზაობას, თორემ ტყუილი დროის დაკარგვა გამოდის.

 

ბავშვობიდან ვთევზაობ და დაკვირვებული ვარ, ამინდის ცვალებადბა როცა არის მოსალოდნელი, თევზს ვერ გააკარებ სატყუარას.

თავსხმა წვიმაშიც მითევზავია, ყინვაშიც, სიცხეშიც, უთენიაც და გვიან ღამითაც, მაგრამ მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია დარწმუნებით, უნდა იცოდე რაზე თევზაობ და რა არის საჭირო სატყუარად, ამავე დროს მზად უნდა იყვე "ექსპერიმენტებისთვის", გუშინ მამაპაპური ჭიაყელა ვცადე, როცა სხვა სატყუარებს საერთოდ არ გაეკარა და ოთხცალს მოუწია ჩემი მაცივრის საყინულეში დროებით გამყინვარება./გაივსო უკვე და აღარ ვიცი რა ვქნა. დაკადაკა გვაქვს სახლში ყოველდღე ამ თევზების გადამკიდე. :hi::old: /

 

ამიტომაც არის საინტერესო თევზაობა, რომ მთლად ამოხსნილი არ არის თევზის "ხასიათი".

 

თევზაობას კიდევ ერთი დიდი პლუსი აქვს, ნადირობას თუ შევადარებთ.

დაიჭერ-გაუშვებ.

ნადირობისას, მოსცხებ კაი ლაზათიანს და "ნა-ნააააა", აღარ არი. :hi:

 

გაიხარეთ ძმებო. :hi:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

დაწერილია 06 May 2010 - 07:14 PM

აქაც მინდა მოგილოცოთ გიორგობის დღესასწაული და არ შემეძლო ხელცარიელი შემოვსულიყავი.

მრავალს დაესწარით ძმებო, ბევრი იყავით, ბევრი. :hi:

დღეს არ წავედი სამუშაოზე და ვარჩიე სათევზაოდ წასვლა.

მოდით და ნუ დაიჯერებთ, რომ არსებობს დალოცვილი, რომელსაც რწმენა და თვითდაჯერებაც ჰქვია.

ჩემთვის, ბევრი რამ მომხდარა, რომლებისაც მჯერა და დღეს კიდევ ერთხელ "დავამტკიცე", რომ არსებობს "უდიდესი წონასწორობა სამყაროში", ანუ რაც გეკუთვნის-მიიღებ.

მე ასე ვთვლი და დავა-განხილვას არავისთან არ ვაპირებ, რადგანაც ძალიან "ღრმად" პირადულია ჩემთვის.

 

დღეს დავითანხმე ჩემი სიმამრი და წავიყოლე სათევზავოდ, მისთვისაც მაქვს შეძენილი ლიცენზია, მაგრამ არ აინტერესებს კაცსა და რა ვუყო?

 

დიდებული დღე გამოვიდა, სურათით დარწმუნდებით. :old:

 

მრავალს დაესწარით ჯიგრებო. :hi:

 

P.S. მეთერთმეტე, ყველაფერი როცა ჩავალაგე და მეორე ანკესის გამოტანა დავიწყე, მაშინ გამოება და გამოტანილს გაშვება აღარ ეწერა, რადგანაც მანამდე ჰქონდა გადაყლაპული სხვისი სატყუარა და მაინც განაგრძობდა ცოცხლად დარჩენას./სიმამრმა დაარღვია კანონი, მე არაფერ შუაში ვარ/ :hi:

 

ამ დღეებში აუცილებლად დავდებ ინფოს, გაშვებული კალმახის შესახებ.

 

P.S.-ის პ.ს-ი, ძალიან აღრენილი ვიყავი დღეს, 15 აპრილს გამოვგზავნე ამანათი ჩვენი საითის წევრებისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა მოსულიყო გიორგობამდე, მაგრამ არ გააკეთეს თავის საქმე და დავრჩი გულდაწყვეტილი./ქართულ კომპანიას უნდა ჩამოეტანა, ამჯერად არ ვწერ მათ კოორდინატებს, მაგრამ ერთხელაც იქნება "დავაქუხებ" და მთელს ქართულ ინტერნეტ სფეროს მოვსდებ მათ უთავბოლობას///გინებას ვარ გადაჩვეული, თორემ "12 სართულიანს ავუშენებდი" ეხლავე.//

არ გეტყვით რა წამოვიდა, მოვა და ყველა გაიგებთ, მაგრამ ჩვენ ქართველებს ერთი ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს,

მოუწესრიგებელი და არაორგანიზებულები ვართ ბევრ "რამეებში".

მაინც მოვა და მაინც გაგიხარდებათ ბევრს. :hi: :hi:

 

 

339472a4cd0f.jpg

Link to post
Share on other sites

დაწერილია 09 May 2010 - 08:14 AM

ელიზბარ, აჩი და ვახტანგ, გაიხარეთ ძმებო. wave.gif

 

ეს გუშინდელი ფოტოებია.

მე და სალო ვიყავით წასულები.

მე ჩემი ლიმიტი შევასრულე, მაგრამ "კოლეგამ" :hi: მიმატოვა და ამ თევზზე გადაწყვიტა თევზაობა.

ახლო ნაპირში გამოდის და თან ჰხედავ წყალში.

ამ სახეობას BLUEGILL-ჰქვია, საერთოდ ამაზე ცოტა დიდი იზრდება.

ლიმიტი არ ეხება, იჭერდა და უშვებდა.

 

b67822d7c092.jpg

 

ეს კიდევ, თქვენი ძმა და მეგობარი თავის "სტიქიაში". :old:

 

3e92403cb2d1.jpg

Link to post
Share on other sites

დაწერილია 09 May 2010 - 09:51 AM

 

qevxo

კარგია, გიორგი დაჭრა და გაშებავა მაგარი კაიფია ვისაც შეუძლია! მეორე სურათი სერიოზულია ძალიან smile.gif

 

 

დაწერილია 09 May 2010 - 10:50 PM

qevxo- wave.gif

რას აკეთებდა იცი?

დაიჭერდა 5 ცალს, აგროვებდა პატარა სათლში/სურათზეც სჩანს/, მერე ამოყირავებას იწყებდნენ თუ არა მაშინვე უშვებდა.

ეგ კი მაგრა გაერთო, მაგრამ მე ბევრი დრო დამაკარგვინა, ჯერ მარტო ჭიაყელების წამოცმას რამდენი დრო დავახარჯე?

მერე იყო და რამდენჯერ აებურდა ძუა?

 

სამაგიეროდ ნელნელა სწავლობს ყველაფერს, მაგარი დაკვირვებული დამწყებია./ოთხი წელია კუდში დამდევს და მე მაწყობინებს მაინც ანკესს./

ჭკვიანია რააააა. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

 

ეხლა მინდა შემოგთავაზოთ იმ სატყუარების სურათი, რომლებითაც ვთევზავობ კალმახზე.

მიხვდებით, რატომაც ვდებ ამ სურათს.

ადრე დაგპირდით დავდებდი ინფოს გაშვებული კალმახის შესახებ, შევხედოთ ამ სატყუარებს და ჩვენჩვენი აზრი გამოვთქვათ.

მე კიდევ ჩემის მხრიდან ფაქტებსაც არ დავიშურებ. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მინიშნებისათვის:-ბოლო ოთხი ნემსკავი, ფსკერზე სათევზაოდაა გათვალისწინებული, დანარჩენი გასროლა-გამოთრევისათვის.

 

ვნახოთ ვინ რას ფიქრობს, ვფიქრობ უკეთესი იქნება ასეთი სახით თუ გავაგრძელებთ ამ თემის შესახებ დისკუსიას.

 

აბა ჰე და აბა ჰო. laso.gif laso.gif laso.gif

 

f8d7bb42efad.jpg

 

3e341def3015.jpg

Link to post
Share on other sites

დაწერილია 13 May 2010 - 08:23 PM

ჩინეთის და ჩინელების პატრონი დედაცა. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

 

აბა ნახეთ ჯიგრებო, რა სარეკორდო ზომისა გავაბი დღესა. biggrin.gif yeah.gif yeah.gif yeah.gif

სიგრძეში 53სმ, წონაში 2,100კგ.

 

გუშინდელ ნადავლსაც მოვაყოლებ, თორემ გეტყობათ მოიწყინეთ.

 

8c4319dc74e6.jpg

 

cbed0a7ca3fc.jpg

 

2ac6b4fc85c0.jpg

 

ესეც გუშინდელი.

 

f5efd4746299.jpg

Link to post
Share on other sites

დაწერილია 17 May 2010 - 11:27 PM

გუშინდელი ნადავლი./კვირა/

 

სიგრძე -44სმ, წონა -არ ამიწონია.

შაბათ დღეს მქონდა ჩემი ლიმიტი და აღარ ჩავთვალე საჭიროდ იმ სურათების დადება.

არაფერი განსხვავებული, 30-40სმ-ის ზომებში იჯდნენ.

 

f306e8760aea.jpg

 

c1e05292ed91.jpg

 

ხომ გითხარით, გამიკარით ხელები, თორემ სულ დავიჭერ, რაც მოძრაობს წყლის ქვეშ და დაცურავსთქო. biggrin.gif

ეს დღევანდელი./ წვიმდა და ანგრევდა ქარი, მაგრამ "ფორმულა" შევიმუშავე, რომელსაც ვერცერთი კალმახი წინ ვერ უდგება biggrin.gif ./

 

 

91dd39ed8fa6.jpg

 

ამ "პასტებით"/ვიცი, რომ "ბოილებს" ეძახით/ ვიჭერ ამ ლამაზმანებს.

 

ამჟამად ვთევზავობ ფსკერულზე, რადგანაც ტივტივამ თვალები დამიელამა.

მაგის ყურებაში, გაბეცებული დავდიოდი მერე. biggrin.gif

 

 

67ebfb7eceb6.jpg

 

ეს კიდევ არის ჩვენი/ქართული/ ფანტაზიისა და ამერიკელების მიერ ნაწარმოები "ბოილების" ორი ნაირსახეობა, რომლების შეერთებითაც მივიღე კალმახისთვის გამანადგურებელი სატყუარა.

 

94d5ab5b7cc2.jpg

 

ავზილე ერთმანეთში და ლიწი-ლიწინით მოდის.

ჩაგდება-ამოღებას ვერ აუხვალ.

 

დავარქვი:-"კალმახის პოპულაციის კატასტროფა"./ცოცხალი თავით "რეცეპტს" არავის ვეუბნები

 

ერთ საათში, 24 ცალი გამოვიტანე ნაპირზე.

 

გასაშტერებელი რეზულტატი მომცა ეს უკვე მესამე დღეა აი ამ კომბინაციამ.

სათითაოდ, რომ სცადოთ?

დაბერდებით ანკესთან და ერთიც არ მიეკარება.

შევაზილე ერთმანეთში და სანახაობა მოეწყო ტბაზე.

მეკითხებიან:-რითი იჭერო?

-"ნეითივ" ამერიკელი/ინდიელი/ ვარ და ბევრსა ვლოცულობ, სანამ სათევზავოდ წამოვალთქო.

ისე კი დავემსგავსე ინდიელსაც, ტაჯიკსაც და ზანგსაც, ამდენი მზეზე დგომა-ჯდომით. biggrin.gif

 

ესენი კიდევ სიმძიმეებია, რომლებსაც სატყუარის დასაძირავად ვხმარობ, თავის გადამყვანებთან ერთად.

 

ac92d7c5538f.jpg

 

თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, გამოუშვით.

ძიიენ დამავალდებულებთ. biggrin.gif

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...