DMORAL 36 Posted February 14, 2012 Report Share Posted February 14, 2012 (edited) ლოქო,ღლავი, ევროპული ლოქო(Silurus glanis ) მტკნარი წყლის ყველაზე დიდი ზომის მტაცებელი თევზი. რუხი ფერის(ხშირად მომწვანი),უქერცლო, ტანთან შედარებით აქვს საკმაოდ დიდი თავი და ფართე პირი,მცირე ზომის უამრავი კბილით . ზედა ყბაზე გააჩნია ორი საკმაოდ გრძელი ულვაში, ხოლო ქვედა ყბაზე კი მცირე ზომის ოთხი . ლოქო ულვაშებს იყენებს როგორც საცეცებს და სრულ სიბნელეშიც კი მათი დახმარებით ნახულობს საკვებს. ლოქო ძირითადად იკვებება:თევზებით,კიბოსნაირებით, ჭიებით, წურბელებით, ბაყაყებით, ლეშით და სხვა. ლოქო გარკვეულწილად წყალსატევის სანიტრის ფუნქციასაც ასრულებს. სხვადასხვა მონაცემებით სიგრძეში აღწევს 3 მეტრს და წონით 200კგ-ს. თუმცა, მეთევზეთა ნადავლში, უმეტესად გვხდება 5-30 კგ-იანი ეგზემპლარები. წყალსატევებსა და მდინარეებში ლოქო ძირითადად ეტანება წყნარ, ღრმა და ლამიან ადგილებს.ნადირობისას,უმეტესად ფსკერზე დაწოლილნი გაუნძრევლად(მხოლოდ ულვაშებს არხევენ) ელოდებიან მსხვერპლს. ლოქოები სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ 3-4 წლის ასაკში. ქვირითობენ წყლის 20°С ტემპერატურაზე.მათ ახასიათებს შთამომავლობაზე ზრუნვა და ამიტომ, ლიფსიტების გაჩენამდე, მამრი იცავს ქვირითს. სწორედ ტოფობის შემდეგ აქტიურდებიან ლოქოები და იწყებენ აქტიურ ნადირობას, რაც თითქმის მთელი ზაფხული გრძელდება. აცივებასთან ერთად ლოქოს აქტიურობაც კლებულობს. ზამთარში ღრმა ადგილებში წვება და კვებას თითქმის მთლიანად წყვეტს. ნადირობისას ლოქო ძირითადად იყენებს მგრძნობელობით ორგანოებს. ის საკმაოდ დიდ მანძილზე შეიგრძნობს და განასხვავებს სხვადასხვაგვარ "სუნს" თუ "გემოს". აღნიშნულიდან გამომდინარე, ლოქოზე თევზაობისას უმეტესად იყენებენ მძაფრსუნიან სატყუარებს:გაფუჭებულ ან შეტრუსული ხორცს, ამოტრიალებულ(წინდასავით)წურბელებს,დაძველებულ და მძაფრსუნიან თევზს და სხვა. თუმცა ასევე თევზაობენ ცოცხალი თევზის აღკაზმულობით და სპინინგის მეთოდით ხელოვნური სატყუარებით. "დისკოვერის" ფილმი ამ თემაზე "ევროპული კაციჭამია" http://video.yandex.ru/users/ilia-apostolov/view/1051/# ესეც ნახეთ - ფილმი-"ლეგენდა სახელად ლოქო" ლოქოზო თევზაობაა ნაჩვენები. ენა ჩეხური.ნათარგმნი არაა, მაგრამ არც სჭირდება. http://video.yandex.ru/users/ilia-apostolov/view/944/# P.S. თემას მოგვიანებით გადმოვიტან Edited March 15, 2014 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 მაგარი ხარ დავით ძმაო, რა მიხარია რომ იცოდე კარგ და საჭირო ინფორმაციას რომ ვკითხულობ ჩვენთან. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 მადლობა დავით. ნამდვილად არ მენანება ის 3 საათი, რომელიც მაგ ფილმების ნახვისას დავხარჯე. ძილისპირულივით იყო ჩემთვის./ღამის 12:22-ია ეხლა აქ./ ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 levani გიორგი გაიხარეთ ბიჭებო! ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 Salamandra დაწერილია 10 February 2009 - 02:07 PM ბიძაჩემიდან მსმენია რომ ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთში ყვირილაზე ადრე ლოქოს იჭერდნენ.....ვინმეს აქვს რამე ინფორმაცია? დაწერილია 10 February 2009 - 03:05 PM ვოლგაზე ასტრახანთან ლოქოებს სპინინგით იჭერენ ხელოვნურ სატყუარზე,დიდი ზომის სილიკონის ჭიას ან თევზს აცვავენ ტყვიით დამძიმებულ ნემსკავზე.სილიკონის ფერს და ზომას დიდი მნიშვნელობაა აქვს. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 ავთო დაწერილია 05 January 2010 - 11:42 AM რიონზე მინახავს ჩემი თვალით რომელიც 120 კილომდე იწონიდა. 1990 წელში სოფელი დაფნარის ტერიტორიაზე ,რიონის ხიდზე გადავარდა მანქანა სადაც დაიღუპა სამხედრო მოსამსახურე. კარგად მახსოვს მყვინთავებმა რომ თავი მიანებეს ძებნას. თქვეს რომ ისეთი ზომის ლოქოები წევს თავისუფლად გადაგვყლაპავსო. მე არ დამინახავს ლოქოები მაგრამ მყვინთავების შეშინებული თვალები დავინახე და ნამდვილად დავიჯერე მათი ნათქვამის. დაწერილია 05 January 2010 - 11:57 AM ციტატა(geologi @ Jan 5 2010, 11:53 AM) ყულევში ალბად ნამყოფი იქნებით ავთო, ხიდი რომ აშენდა ცივაზე, აი იქ კარავი დგას მეჯოგე კაცია ამირანი ჰქვია იმა ს ყავს დანაჭერი დაახლოებით მაგ ზომის,..ხშირი სტუმარი ვიყავი ამირანის ადრე და ყვებოდა მის ამბებს ამირანი ჩემი დიდი მეგობარია. მაგ კაცს მანდვე სადაც კარავი აქვს 210 კილოგრამიანი ,,ბელუგა,, ყავს დაჭერილი. ერთი კვირის წინ ვინახულე ბოლოს. აქ დევს სურათები ყოველდღიურ გასვლების განყოფილებაში რომლებიც მის კარავშია გადაღებული. ის დანჯღრეული ნავიც ამირანისაა. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 Salamandra დაწერილია 02 July 2010 - 01:17 AM დამიჯერთ,მტკვარში და რიონში არიან ასეთი ლოქოები ოღონდ მათ დაჭერას ცოდნა უნდა..... ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 ავთო დაწერილია 05 August 2010 - 08:52 AM აი როგორი ლოქო დაიჭირა იტალიელმა ანკესით. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 aleko22 დაწერილია 11 August 2010 - 12:57 PM ეს წუხანდელი შედეგები ლოქოზე გიორგის ნაჩუქარი ანკესი როგორც იქნა მოვნათლე... ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 ზაზა – 04 დაწერილია 21 February 2011 - 10:31 PM დაჭერილია წყალქვეშა ნადირობის დროს ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 motevsave დაწერილია 20 August 2011 - 01:20 AM არაფერი განსაკუთრებული მეთოდით არ მითევზავია ლოქოზე,მთავარია არტილეია იყოს ძლიერი ანუ შესაბამისი ჯოხი,ძუა და ნემსკავი,ლოქო კარგად მოდის ჭიაყელაზეც,რამოდენიმე დიდ ჭიაყელას დააგებ დიდ კავზე და დაბნელებისთანავე შეგიძლია ითევზაო,თითქმის სულ ღამე იჭირება დიდები(აქ ასეა ყოველ შემთხვევაში) ადგილს დიდი მნიშვნელობა არ აქვს თუ მდორეა წყალი,შეიძლება ყველგან დაიჭირო,მაგრამ უფრო ნაპირისკენ ტრიალობს. ჭიაყელით თევზაობისას ტყვია შეიძლება საშუალო ზომის დაუგო სასროლად რომ ყოფნიდეს. უკეთესად ლოქო ცოცხალ თევზზე მოდის,ანუ საშუალო ზომის 50-150გრ-ნ თევზზ აგებ კუდის მხრიდან ისე რომ ძალიან არ დაზიანდეს თევზი და მალე არ მოკვდეს,ამ შემთხვევაში უკვე ტყვია უკვე იმ სიმძიმის უნდა დაუყენო რომ თევზმა არ ათრიოს იქეთაქეთ,მე 70-100 გრ-ს ვიყენებ.ძუა 04-05,ნემსკავიც შესაბამისი.(ზოგი სამკავსაც უგებს)პავადოკი 70-100 სმ.ჩაგდების მერე ფრიციონს მოუშვებ და ელოდები.ბევრი ზღვის პროდუქტებით თევზაობს(რვაფეხა კალმარი და ას.შ) მეც ბევრი რამ ვცადე მაგრამ ცოცხალ თევზე კარგად არაფერზე არ მოვიდა. წამოგების შემდეგ იწყება კონცერტი,მთავარია არ დაიბნე,თუ დიდია ფრიციონით უნდა იმუშავო კარგად,თუ თავი ამოაწევინე ჩათვალე რომ შენია. წარმატებას გისურვებთ ყველას!!! დაწერილია 02 September 2009 - 01:15 AM ესეც კიდე ერტი ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 ავთო დაწერილია 19 October 2011 - 08:14 PM მართალია დიდი ლოქო ჩემ ცხოვრებაში არ დამიჭერია მაგრამ ზურაბ (სალამანდრას) ნაჩუქარი მოწყობილობით შემიძლია თამამად გავიდე ლოქოზე სათევზაოდ. ტელესკოპური ანკესი უმძლავრესი კოჭით და სუპერ ნემსკავები დღეს მივიღე საჩუქრად . დიდი მადლობა ზური გეხუტე. სიკეთით გადამეხადოს ძმაო . მარტო ერთი რამ რაც არ მომეწონა ისაა რომ შენთან ერთად მომინდა ამ ანკესის გატესტვა. იმედია მოვახერხებთ უახლოეს მომავალში ერთად ლოქოს დაჭერას. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 ქუთათური ესეც დაფნარში რიონზე დაჭერილი ლოქო... ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 ზაზა – 04 დაწერილია 23 October 2011 - 11:38 PM ესენია კვოკი, ასე ურტყამენ წყალს, ნავიდან ამის ხმაზე ნავთან ახლოს მოდის ლოქო, ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 ავთო ამოდენა ლოქოს დაჭერა სპინინგზე მართლა შეუძლებლად მიმაჩნია. როგორ გაუძლო ჯოხმა მიკვირს. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 hakito დაწერილია 22 November 2011 - 02:47 PM ესაა გალში დაჭერილი ლოქო და კობრები,ლოქო 2,05სმ,წონა გამოშიგნულად 47კგ,კობრები 16,16 და 18 კგ,დაჭერილია ბებეისირის ტბაზე მამაჩემის მიერ,მაგ ტბაში ბევად დიდი ეგზემპლიარებიც ბინადრობენ,შეგპირდით და აი სურათიც,დავასკანერე და დავდე ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 მებადური დაწერილია 21 April 2009 - 11:40 PM მოგესალმებით, ეს ჩემი შარშანდელი რეკორდია მტკვარზე, ქესალოსთან ახლოს, 4,5 კგ გამოვიდა. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 მონადირე.გე-ს ფოტოარქივიდან. ესეც რიონის ლოქო. ალაზანზე დაჭერილი, ტახის წყალზე aleko22 დაწერილია 23 August 2009 - 07:33 PM აბა შეაფასეთ სანამ მარხვა დაიწყებოდა მანამ დავიჭირე ალაზანზე ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 2, 2012 Report Share Posted March 2, 2012 ლოქო (ღლავი) (лат. Silurus glanis) უფარფლო თევზი ღლავისებრთა ოჯახიდან.ტანის სიგრძე 5.4მ მდე.წონა 360კგ მდე.მოხატულობა უმრავლეს შემთხვევაში რუხი მოყავისფრო–მწვანეთი,მუცელი თეთრი.ბინადრობის არეალიდან დამოკიდებულია მისი მოხატულობა,იცვლება თითქმის შავიდან ღია ყვითლამდე.ქვირითობს გაზაფხულზე.დედალი დებს ქვირითს ბუდეში,მამალი კი იცავს მას.მომწიფებას ლოქო საქვირითოდ იწყებს მე–5 წელიწადს ტავისი ცხოვრებისა. არსებობ მცდარი აზრი რომ ლოქო იკვებება მხოლოდ ლეშით,და გაპუჭებული პროდუკტით.სინამდვილეში კი სულ ეგრე არ არის.განვითარების ადრეულ ეტაპზე ლოქო იკვებება თავკომბალათინ,ლიფსიტებით და მცირე ზომის ხოჭოებით.მისი მომწიფების ასაკისას კი იყო არაერთი შემთხვევა მის მიერ თავდასხმა წყალზე მოცურავე ფრინველებზე და მცირე შინაურ ცხოველებზეც კი. აკტიური ღამის მტაცებელი.დღისით ძირითადად ორმოში ჩაწოლილი ისვენებს.ზამთრის პირზე იკრიბებიან პატარა ორმოში ჯგუფებათ 5 დან–10 მდე ეკზემპლარი.ზამთარში არ იკვებება,პრაკტიკულად უაკტივოა. საქართველოში ღლავი გაღვიძებას იწყებს თებერვლის ბოლოდან.ანკესს ზანტად მოყვება,თითქმის ყოველი წინააღმდეგობის გარეშე.თითქმის მთელი მისი ტანი წურბელებით და ხავსით არის მოფენილი. ღლავის ბინადრობა დასავლეთ საქართველოში ვარციხის რეზიდენციასთან,ქ.ქუთაისის მახლობლად,მდინარე რიონოს და ყვირილას შესართავთან.გზიდან,ყანებით ყვირილას ნაპირს უნდა აუყვეთ 200-350 მეტრით.აი იქ მშვენიერი ადგილებია როგორც სალოქაოთ,ისევე სალოთაოთაც).ლოქო ხშირად ბინადრობს ისეთ ადგილებში სადაც მდინარეზე ზემოდან გადაკიდებული ხეებია.ის ხიდან წყალში ჩამოვარდნილ მუხლუხოსა და სხვა მრავალ დესერტს მიირთმევს. სატყუარად მე პირადად შეტრუსულ ჩიტს და გატყავებულ ბაყაყს ვიყენებდი,ასევე მახრასაც. მახრა ბაყაყი. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 2, 2012 Report Share Posted March 2, 2012 ხოლო ტბებზე ლოქო ეგეთ ადგილებს ანიჭებს უპირატესობას ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 2, 2012 Report Share Posted March 2, 2012 http://www.youtube.com/watch?v=73hwE8D0wwY ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 2, 2012 Report Share Posted March 2, 2012 მასზე სათევზაოთ თითქმის ყველა მეთოდი გამოიყენება.ტივტივა,ფსკერული,ფიდერი,გატარებით ტევზაობა,კვოკი და ასე შემდეგ.მე პირადათ ფსკერული მეთოდი უფრო შედეგიანად მიმაჩნია. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 2, 2012 Report Share Posted March 2, 2012 ესეც ლოქოს მწვადი.გაამოთ). ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 2, 2012 Report Share Posted March 2, 2012 ეგრე წოდებული (сом альбинос). ის შედარებით უფრო მცირე გაბარიტებისაა ვიდრე თავისი მოძმენი.მისი რეკორდულუ მაჩვენებელია 2.5მ სიგრძე და 88კგ. ევროპული ლოქო. აღწევს 2.5მ სიგრძეს და 200კგ წონას. ეგრე წოდებული ჩვეულებრივი ლოქო. სიგრძე 5.4მ მდე.წონა 360კგ მდე. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.