Jump to content
Club-Monadire.Ge

troutbaiter

წევრი
  • Content Count

    16
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

Everything posted by troutbaiter

  1. მაგის საშუალო ფასი ყველგან 20 + ორი, სამი დოლარია
  2. აი ესაა ხალხი და ესაა ქვეყანა!!! bodiSi ofisTvis...
  3. მაგარი კაცი ხარ შენ, ზაზა!
  4. პროპორცია არის 1:1 ცემენტი და ქვიშა + საღებავი (ფხვნილოვანი) ესაა ძველი რეცეპტი/ თანამედროვეები ამას კიდე უმატებენ წებო-ემულსიას. ხსნარი უნდა იყოს ძალიან თხელი. მე მაინც არ ვენდობოდი მზამზარეულ რეცეპტს და ექსპერიმენტული გზით რამდენიმე ვარიანტს გავაკეთებდი წინასწარ საცდელად. ოდნავ +, - ვათამაშებდი პროპორციას და ავირჩევდი საუკეთესოს.
  5. მაგ თევზებს არ ვიცნობ. მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შემიძლია, რომ ორივე ერთი სახეობაა, მაგრამ ქვირითობის სხვადასხვა სტადიაში. ერთი ახალი შემოსულია მდინარეში და ღია ფერისაა, მეორე კი დიდი ხნის შემოსული და შესაბამისად მუქი, რუსულად ЛОЩАЛАЯ
  6. არის კიდევ ერთი სენი, რომელზეც საკმაოდ ცოტა იწერება და ცოტა ვინმე თუ აქცევს ყურადღებას სამწუხაროდ ის მთის მდინარეზე მოთევზავე ადგილობრივი ბავშვები (და დიდები) თავისი თევზაობით უკვე მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ კალმახის პოპულაციას, იჭერენ რა თითისტოლა წლევანდელ ლიფსიტებს და ასეთი ლიფსიტებით ივსებენ სათევზაო ჩანთებს... ამას რატომ აკეთებენ? პასუხი იცოცხლე მზადაა აქვთ: " ჩვენს მერე მაინც ჩვენი მეზობელი ელეკტრიკი ჩამოივლის და ამ ლიფსიტას დედაბუდიანად მოხიკავსო... ჭამა კი ჩვენც გვინდაო... დასწრებაზე ვართოოო" აი ხალხის ასეთი მიდგომის ამოძირკვა კი ელეკტრიკების მოსპობაზე გაცილებით რთულია და აქ
  7. 100 % მართალი პოზიციაა!!!
  8. მშვენიერი ახალი ამბავია! სწორედ ეგაა კუნთს რო უღებავს კალმახს. ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ზოგიერთ მდინარეშიც ბინადრობს.
  9. დიდებული შედეგია წელიწადის ამ დროისთვის! ცოტაოდენი დეტალები თუ შეილება. რა სატყუარებმა და როგორმა გატარებამ "იმუშავა"? რა სიღრმეზე?
  10. 60 იანი წლების ჟურნალ საქართველოს ბუნებაში წავაწყდი სტატიას კალმახისა და ორაგულის შესახებ. იქტიოლოგი, პროფესორი დემეტრაშვილი წერს, რომ წალკისა და სიონის წყალსაცავებში მოხვედრილი მდინარის კალმახი გაიზარდა და ბევრი ნიშანი ორაგულისებრი გაუხდა. ზომაში გაიზარდა და 15 კილოს მიაღწია. შეფერილობა ვერცხლისფერი გაუხდა. გაუქრა წითელი წინწკლები, ხოლო შავმა წინწკლებმა ჯვრისებური მოხატულობა მიიღო... ხორცი ვარდისფრად შეეფერა... მეც მინახია ჟინვალზე დაჭერილი "ორაგულები"/ მათ მართლაც ზემოთაღწერილი ცვლილებები აშკარად ეტყობოდათ... რაც შეეხება პიგმენტაციას. წითლად და ვარდისფრად კალმახის კუნთები იღებება კარ
  11. გასული საუკუნის 30-იან წლებამდე ტაბაწყურში ბინადრობდა ერთად-ერთი ჯიში - ადგილობრივი ტბის კალმახი... და იმდენად ბევრი მოიპოვებოდა, რომ საბჭოთა თევზსაჭერი არტელის მიერ ცენტნერობით იყიდებოდა თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში... შემდგომში საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა გამოეყენებინა ამ ღრმა ტბის ქვედა ფენების რესურსი და ჩაესახლებინა ღრმა წყლის მოყვარული რიაპუშკა. გადმოსახლების დროს რიაპუშკის ქვირითთან ერთად მოხვდა რიპუსისა და სიგის ქვირითი. ტბის დღევანდელი იქტიოფაუნა სწორედ ამ სამი სახეობის თევზების შთამომავლობას წარმოადგენს, რომელმაც იქტიოლოგების გათვლების საპირისპიროდ არ ისურვა ტბი
  12. გიორგი და ზურაბ ფოტოზე ნაჩვენები კალმახი თანაბარი შესაძლებლობით შეილება ყოფილიყო როგორც ცისარტყელა, ასევე მდინარის კალმახი... ხოლო ვინაიდან არსებული ფოტოს ხარისხი ძალზე დაბალია და განმასხვავებელი ნიშნები თითქმის ვერ იკითხება, ამ თემაზე კამათის გაგრძელება არ ღირს
  13. ჩვენთან კი სოფლელი ანკესით მეთევზეების 100 % თითისხელა კალმახსაც კი არ დაუბრუნებს მდინარეს... სიხარბესთან და ღორობასთან ერთად იმიტომაც, რომ იცის, რამდენიმე საათის მერე მისი უნამუსო მეზობელი დენით ჩაივლის და არაფერს აღარ დატოვებს... დასწრებაზეა... გაშვების აზრს ვერ ხედავს...
  14. მოგესალმებით! დიდი საქმე გააკეთა კლუბმა! გენაცვალეთ ჯიგარში დამგეგმავ-შემსრულებელს, გვერდშიმდგომსა და გულშემატკივარს ყველას!!! ახლა ნახონ, როგორ უნდა ბრძოლა ბრაკონიერების წინააღმდეგ საქმით, და არა ცარიელი ლოზუნგებით. ყველამ იცით ვისაც ვგულისხმობ...
×
×
  • Create New...