-
Content Count
3.638 -
Joined
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმები
კალენდარი
Everything posted by jaba
-
იფ რა კაი დრო ვატარეთ,და რა მაგრად ჩავეხუტეთ ერთმანეთს
-
აჯობებს ალეკო მასე
-
ალეკო მგონი რაქიტთან გვაქვს საქმე ადამინაის აფთიაქში იყიდე "აქვადეტრიმი" ან "ვიგანტოლი" მიეცი 3-3 წვეთი დღეში 2 ჯერ დილას და საღამოს პარალელურად ჩაურთე ვიტამინი "კავუ" ან "ტრიქსი" ნახევარი აბი დღეში ერთჯერ 20-30 დღე შეხედე შენ თითონ
-
დემოდეკოზი დემოდეკოზი პარაზიტული დაავადებაა. მისი გამომწვევი დემოდექსის ტკიპა კანქვეშა პარაზიტია. ამჟამად ცნობილია ამ ტკიპის ას ორმოცამდე სახეობა, რომლებიც სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმში პარაზიტობენ. დაავადება ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ძაღლებში ის დერმატიტებს ანუ კანის ანთებით დაავადებებსა და ჰიპერკერატოზებს – კანისა და მისი დანამატების პათოლოგიურ გასქელებას იწვევს.ბოლო ხანს ეს დაავადება ადამიანებს შორისაც გახშირდა, თუმცა ადამიანის კანში დემოდექსის მხოლოდ რამდენიმე სახეობა პარაზიტობს, თანაც მისი ორგანიზმიდან იმ ტკიპის გამოყოფა, რომელიც ძაღლის დასნებოვ
-
ასკარიდისებრნი (Ascarididae), მრგვალი ჭიების ოჯახი. პარაზიტობენ ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების ნაწლავში. ასკარიდისებრთა შორის ყველაზე გავრცელებულია ღორისა (Ascaris suum) და ადამიანის (Ascaris lumbricoides) ასკარიდა. დედლის სიგრძეა 25 – 40 სმ, მამლისა -15 – 25 სმ, სხეული თითისტარისებრია. წინა ნაწილზე მოთავსებულ პირს გარს აკრავს სამი ტუჩი, რითაც პარაზიტი კარგად ემაგრება ადამიანის ნაწლავის კედელს. მამლის სხეულის ბოლო ნაწილი მოკაუჭებულია, დედლისა – სწორი. ყოველი დედალი დღე-ღამეში 250 ათასამდე კვერცხს ყრის, რომლებიც განავალთან ერთად გარემოში გამოიყოფა, სადაც ხდება კვერცხის მომწიფება.
-
ლეპტოსპიროზი(leptospirosis) ლეპტოსპიროზი(შტუდგარდის დაავადება, ინფექციური სიყვითლე, ძაღლის ტიფი,ვაილის დაავადება)-განსაკუთრებით მწვავე დავადებაა,კლინიკურად ვლინდება ხანმოკლე ცხელებით, წყლულოვანი სტომატიტით, ზოგჯერ სიყვითლე ნერვული აშლილობით მიმდინარეობს.ლეპროსპიროზის აღმძვრელი აღმოაჩინეს 1925 წელს, ხოლო ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველად გამიყვეს მოხინმა და აჟიმოვმა(1926-1927)ლეპროსპიროზით ავადდება ადამიანიც ლეპტოსპირები წარმოადგენენ თხელ, გრძელ სპირაუ მიკროორგანიზმებს 10-15 მკმ. სიგრძით და 0.1-0.2 მკმ დიამეტრით. კლინიკური ნიშნები.ძაღლში არჩევენ ჰემორაგიულ და სიყვითლის ფორმას.მოზრდილი ძ
-
პაროვირუსული ენტერიტი პაროვირუსული ენტერიტი(PAROVIRUS ENTERITIS CANUM) მწვავედ მიმდინარე კონტაგიოზური ავადმყოფობაა, რომელიც ვლინდება პირღებინებით და ფაღარათით.ძაღლის პაროვირუსული ინფექცია პირველად რეგისტრირებული იყო 1976 წელს ბერგიაში, ხოლო შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში.ყოფილ საბჭოთა კავშირში დადგენილია 1980წელს! ეკონომიკური ზარალი პაროვირუსული ენტერიტით მიყენებული ზარალი მნიშვნელოვანია. სიკვდილიანობა 5-დან 70%-მდეა ავადმყოფობის აღმძვრელი. 22ნმ დიამეტრის მქონე ვირუსია, მიეკუთვნება parvoviridae -ს ოჯახს. ეპიზოოტოლოგიური მონაცემები. პაროვირუსული ენტერიტის მიმართ ამ
-
ჭირი (pestis canum,ferbis catarrhalis infectiosa canum) მეტად კონტაგიოზური ინფექციური აცადმყოფობაა,რომელიც ხასიათდება ციებ ცხელებით,ლორწოვანიგარსების კატარური ანთებით,პნევმონიით,კანის ეგზანთემით,ნერვული სისტემის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნციის მოშლით. ძაღლის ჭირის ვირუსული ბუნება პირველად დაამტკიცა ფრანგმა მკვლევარმა ჯარემ 1905 წელს.შემდეგ ძაღლის ჭირის ვირუსული ეტიოლოგია დაადასტურა ეიგენმა 1912 წელს.ამჟამად ჭირი გავრცელებულია მსოვლიოს ყველა ქვეყანაში. ეკონომიკური ზარალი ამ ავადმყოფობის დროს მეტად მაღალია.ლეტალობა(სიკვდილიანობა)შეადგენს დაახლოებით 50%,ხოლო ნერვული ფორმის დროს 85
-
ეს არის ძაღლის ტორსის ანუ ჩონჩხის დანაწილება თავი:თავის ჩონჩხს შეადგენს ქალა, რომელსაც ყოფენ ორ ნაწილად:ტვინისა და სახის. ძაღლის თავის ქალა მკვეთრად განსხვავდება სხვა ცხოველების თავის ქალისაგან. მას სულ აქვს 42 კბილი, 20 ზედა ყბაზე 22 ქვედაზე, ორივე ყბაზე 6-6 საჭრელი კბილი, 2-2 ეშვი, 8-8 მოკლე ფესვიანი კბილები და დიდი ფესვიანი კბილები: ზედა ყბაზე 4-4, ქვედაზე კი 6-6. კისერი- კისრის მიდამო წარმოადგეს მძლავრ, მოქნილ ბერკეტს, რომლის წინა ნაწილს უერთდება თავი. კისრის სიგრძე ძაღლებში ცვალებადია, მაგრამ ყველა ჯიშის ძაღლს კისრის მალების რაოდენობა თანაბარი აქვს და არის 7. კისრის მალები
-
უნგრული მოკლებეწვიანი მეძებარი-ვიჟლა წარმოშობა: უნგრეთი ვიჟლას გამოყენების სფერო: უნივერსალური თოფით სანდირო ძაღლი, მას მოეთხოვება ნადირობა მინდორში, ტყესა და ჭყალში. ამ ყველაფერს კი ახერხებს თავისი შესანიშნავი ცხვირის, სისწრაფის, მოხდენილი ძებნის უნარით, დაუზარებლად აპორტირებისა და შეუპოვრად ცურვით, რომელსაც იგი ხალისით აკეთებს. ამ ჯიშის ძაღლები დაუბრკოლებლად ეგუებიან ნებისმიერ ბუნებრივ პირობებს... ნადირობის საუკეთესო თვისებებთან ერთად, იქიდან გამომდინარე რომ ნებისმიერ პირობას ადვილად და კარგად ეგუება იგი არის შესანიშნავი კომპანიონი ბინაში. FI -ის კლასიფიკაცია: მ
-
ბრეტონული ეპანიოლი ბრეტონული ეპანიოლი ან, როგორც მას უწოდებენ, ბრეტანში სპანიელი, სეტერი, ეს ჯიში მიღებული იქნა ინგლისური სეტერიდან. ამ ჯიშის შესახებ ინფორმაცია გვხვდება ნახატებზე და სამონადირეო ჟურნალებში რომლებიც თარიღდება მე -18 საუკუნით. მაგრამ მაშინ, ჯერ კიდევ არ იყო ეს ჯიში , რომელიც ჩვენთვის ცნობილია დღეს. თანამედროვე ბრეტონული სპანიელის ისტორია იწყება მე -20 საუკუნის დასაწყისში. მე -20 საუკუნეში, გადაშენების გზაზე მყოფი ჯიშის გადახალისება, გაცოცხლება დაიწყეს არტურ ენოს მეთოდით ბრეტონული ეპანიოლი არის უნივერსალური სანადირო ძაღლი. იგი აკეთებს შესანიშნავ ნაბულს , ასე
-
თანამედროვე გრძელბეწვიანი მეძებარი გამოსადეგია ყოველგვარ მძიმე კლიმატურ პირობებში სანადიროდ.აქვს ხშირი ბეწვით დაფარული ტანი.ადვილად გადააქვს მკაცრი ზამთარი.დამჯერე და საზრიანია,განსაკუთრებით უყვარს ჭაობიან ადგილებში ნადირობა ჯიშის სტანდარტი FCI № 117: საერთო აღწერილობა.ლამაზი და ელეგანტური ძაღლია, რომელსაც აქვს ძლიერი, კუნთოვანი სისტემა. ხასიათით არის ძალიან რბილი და მოსიყვარულე.არის ცოცხალი და აქტიური. თავი და სახე. პალოსებური,წაგრძელებული ფორმის, მშრალი. შუბლის სიგრძე ტოლია სახის სიგრძისა. დინგზე აღენიშნება ოდნავ ამოზნექილი და არის ფართო .დრუნჩი აქვს ყავისფერი.ტუჩები მ
-
ჩვენი ოთხფეხა მეგობრის საბუთები და წარმატებები ამ თემაში დავდოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების საბუთები და დიპლომები,ხომ უნდა ვიცოდეთ ვის რა გვყავს და როგორი
-
ჩვენი ოთხფეხა მეგობრები. ამ თემაში ვდებთ მხოლოდ საკუთარი ოთხფეხა მეგობრის სურათებს
-
ძაღლის ტორსის და ორგანიზმის აგებულება. ამ თემაში დაიწერება ძაღლის დაავადებები და მათი პროფილაქტიკა!მკურნალობაზე კითხვები დავსვათ შესაბამის თემაში ანუ ვეტერინარის რჩევებში ! მოუწოდებ ყველას სხვა ფორუმებზე გადაკოპირების შემთხვევაში დაიცავით საავტორო უფლებები და მიუთითეთ წყარო,წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი მოეთხოვება იმ ფორუმის ადმინისტრაციას
-
ლეკვის ვაქცინაცია და დეჰელმენტიზაცია მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას
-
ვეტერინარის რჩევები კითხვა პასუხი ველოდები კითხვებს