-
Content Count
650 -
Joined
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმები
კალენდარი
Everything posted by tedo
-
მეც მომეწონა ეგ ჰუგლუ ძალიან იაფად ყიდის, საუკეთესო ვარიანტია დღეს0დრეობით ამ ფასში, თუ კი რაიმე გამოუსწორებელი არ სჭირს
-
ლადო ასათიანი ბაბუაჩემი ის, მისი დღე და წუთისოფელი, როცა სწყუროდა, სულ ღვინოს სვამდა, იდგა ბუხართან ხელადა სველი და უღვიძებდა ბაბუას მადას. ენამზიანი და ზამთრის გულში ტკბილი ქართულით მოლაპარაკე, ჰყვებოდა მშვიდად ბუხრის გუგუნში საბა-სულხანის იგავ-არაკებს. არ იშორებდა წელზე სატევარს, ბატონკაცური შვენოდა წვერი, უყვარდა ლხინში ღამის გათევა - მოგონებები ძველთაგან-ძველი. უყვარდა მოხუცს ხმალამოწვდილი ქართველის ეშხი და სილამაზე, უყვარდა შვილი და შვილიშვილიც, ამღერებული არწივის ხმაზე
-
გრიგოლ რობაქიძე ტანს გეტმასნება სველი ალერდი ტანს გეტმასნება სველი ალერდი. ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს. და აზიდული მაღალი მკერდით მიეფინები მწვანე ეზოებს. დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი. გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის - და ატევრილი ,სხეულმზიანი, როგორც ავაზა შენ ტანმხურვალი დაეძებ კუროს - რომ დაგიურვოს... გხედავ და ვიცი: შენი კუნთები დათესლილია ჩემი სურვილით. წამოვიწევი... შენ გაბრუნდები გადალეწილი მხეცის წყურვილით - და გავარდები... დაგედევნები... თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან: შენი ვარ შენი, მოდი ,გევნები, მეც დაგეწევი და ცხელწვი
-
გაიხარე, ასევე შენიც. ბოლო ლექსი განსაკუთრებით მიყვარს. ეი კიდევ ერთი ლებანიძის, ძალიან კარგი ლექსი ჩემს გალაქტიონს მე ვკითხე ერთხელ, ის მთვრალი იყო როგორც ყოველთვის, "საქართველოში პირველი თქვენ ხართ, დაგვისახელეთ მეორე პოეტი" უცებ ჭინკებით გაევსო თვალი, თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი, "საქართველოში?" ჩაიქირქილა, და ლომურ წვერზე მოისვა ბრჭყალი.
-
მომილოცავს ჯაბა, სასახელო ვაჟკაცი გაგზრდოდეს, როგორიც შენ, ქვეყანას, და მერე ჩვენ გვნდა ისეთი
-
გიორგი 1 ხოო 700 ლარი ძვირია, 550 ლარში გორდაშიც ყიდიან. თუარ გეჩქარება მაშინ მოცდა ჯობია, თან ბიუჯეტის მოცულობასაც გაზრდი
-
ფას გააჩნია მეგობარო, ეხლა 1000 ლარი ნაღდად არ ღირს 500 ლარში თუ დაითრიე ახალ მდგომარეობაში შენს ადგილზე არ ვიფიქრებდი.
-
ქარავანში რო რემინგტონ 770-ია რას იტყვით მაგაზე? რაღაც ქართული სინამდვილისათვის უჩვეულო ფასი ადევს
-
ყველა ვარიანტში ეგრე ქენი, აქ რა უნდა ნახო ისეთი. თუ ახალს არ იყიდი.
-
საბჭოურს და ნრომალურად წარმოებულ რუსულს რომ თავის ფასიან თურქულთან შედარებით მეტი რესურსი აქვთ ეს ორ აზრს არ იწვევს. არ მგონია ვინ მეს ქონდეს ჩატარებული ტესტი ერთნაირ ვაზნებზე რომელი მეტს გაძლებდა ჰუგლუ თუ იჟი. შეხება მქონია, ჩიფსანთან, ჩემ ძმაკაცს აქვს მაგრამ მეც ხშირად ვხმარობდი და ვხმარობ ხოლმე სოფელში, უკვე დაახლოებით 13 წელია რაც აქვთ, მეტი თუ არა და კარგ მდგომარეობაშია ისევ, ჭრა და მიტანა ძალიან კარგი აქვს. ოღონდ ბოლო დროს ძალიან ოდნავ თითქმის შეუმჩნევლად მოირყა ცევიოში, ისიც იმიტომ რომ დიდ ზარიადებს ტენიან ხოლმე. მეორე რომელთანაც შეხება მქონდა იყო პნევმატური ჰატსან 99 დაახლოებით ო
-
მოკლედ მე ამ თურქულებს ძაან ვარეკლამებ ყველა ფორუმზე. მაგრამ როგორ ვთქვა ცუდი, რომლებთანაც შეხება მქონია ყველამ კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა.
-
აჯობებს მხოლოდ რესურსით ისიც ძალაინ ნახმარი თუ არ არის, დანარჩენი რითი შეიძლება აჯობოს ძველმა იჟ 27-მა? მიტანა-ჭრით ვერა, ვიზუალურად მორგებულობით და კომფორტით ასევე ვერა. დანარჩენი ამ თოფს აქვს (ექნება) ქრომ მოლიბდენის ლულა 76 მმ სავაზნით, საცვლელი ჩოკები რაც უდაოდ დიდი პლიუსია. იჟ 27-ზე ამბობენ რომ კარგი მექანიზმი აქვს, რაც უდაოდ სიმართლეა. მაგრამ ცემი აზრით არც სიბერ განი დაიწუნება ამით, თავისი რესურსის ფარგლებში არ მგონია ამ თოფის მექანიზმაც უტყუნოს ვინმეს. და კიდევ ერთი დავარდნა დაცემას, ფეხის დაბიჯებას, მანქანის გადავლას და წისქვილის ქვებს შორის მოყოლას იჟი უფრო კარგად უძლებს.
-
არჩილ სულაკაური "მხოლოდ ერთხელ" გიორგი ლეონიძის მონატრება მინდა, ზვრები გაზაფხულის ღრუბელს მოვაწვიმინო. ვაი, როგორ გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო?! მივდივარ და სად მივდივარ, სადაური საითა? ლელო ერთხელ გავიტანე, განა კიდევ გავიტან?! გუმბათს ერთხელ ჩამოვკიდე მოგუგუნე ზარები და დარუბანდს მხოლოდ ერთხელ ჩამოვხსენი კარები. მხოლოდ ერთხელ აღვაშენე სვეტიცხოვლის ტაძარი და ლაშქარი დიდგორისკენ მხოლოდ ერთხელ დავძარი. მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა სიყვარულის სიზმარი და განმეხვნა ერთხელ მხოლოდ კარნი სამოთხისანი. მინდა, ზვრები გაზაფხულის ღრუბელს მოვაწვიმინო, ვაი, როგო
-
ზარის ხმა ქარში ნანი ნაუ ნანი,ნაუ ნანი ნინა... შორს სადღაც ყვავილს ბუჩქქვეშ მიეძინა... ქარმა ცვრიან ბალახს ველზე ჩაურბინა, ცვარი ბალახს მოსწყდა.სევდით დაიგმინა, ქარში ზარის ხმა გაისმის: ნაუ ნანი ნინა! ნუ იტირებ, ია, ზარი ნუ გაშინებს:- ქარი წავა მთებში, მკლავზე დაიძინებს... ბალახი ხვალ დილით მზის სხივს გაუცინებს... ნანი ნაუ ნანი,ნაუ ნანი ნანა... ეს ვიღასი კვნესა ქარმა მოიტანა! სადღაც ბერი მოკვდა...ქრისტე დაჰგმო,განა, ცოდვა ჩაიდინა, ვეღარ შეინანა?! ზარი უფრო: ნაუ,ნაუ,ნანი ნანა... ქვეყნის ცოდვებს, ქვეყნის კვნესას, ქვეყნის სირცხვილს,ქვეყნის ჭორებს ქარი ხელში ათამაშებს,
-
ამაღამ მგონი იქნება ქარი ამაღამ მგონი იქნება ქარი, ვაი დედოფალ ტყემლების ბრალი, დაღონებული წავიდა ქმარი და დაბრუნდება დილაზე მთვრალი. დიდი ხანია ამ ბუხრის ალში, ტკივილით იწვის ჩემი ოცნება, ქმარმა გასცვალა მომღერალ ქალში, ჩემი ცოდვილი პატიოსნება. ალბათ მოყვება მას სავარცხელი, უფრო უბედურ ჩემი მეტოქის, მეტყვის ბრძანებით: მომეცი წყალი, ჩემი ფერადი სპარსული დოქის! ცოლი ვარ მისთვის მე სასახელო, (მე ის მკოცნიდა სხივიან დღეში), ღვინით გასვრილი მისი საყელო, გადავარდება მყუდრო კუთხეში. ქმრის სითამამე ჩემი ბრალია, არ ვწუხვარ ბევრჯერ რომ მოვეხათრე. რადგ
-
პაოლო იაშვილი "ზემოური რთველი" ჯერ სოფელში კიდევ თბილა, თუმცა მთები დაირთვილა, და ცაც უფრო მუქი გახდა; გზაზე მოდის ჩემი კბილა და ღიღინებს ისე ტკბილად, თითქოს ნატვრა გაინაღდა. მიდის, ჩადის სავსე ზვარში, მეზობლებთან მხარი-მხარში მიაშურებს ფერად მტევნებს; სამალაბა მკლავებს გაშლის, გადააგდებს მტევანს ძარში და სიმღერას დაადევნებს. დიდი ძარი წარამარა შეანათებს სოფლის მარანს; საწნეხელიც აკრიალდა; უკვე დილის იჯრად კმარა, რაც სიმდიდრით დაიფარა მისი ღრმა და უხვი კალთა. ბავშმა წყალი მოიტანა და გაჩაღდა ფეხის ბანა, მხიარული ყურძნის სრესვა, აღუღუნდა წვენი თანაც... ყავრი
-
გრიგოლ რობაქიძე პაულო იაშვილის ძაღლის "გერას" მოგონება თუჯურ ახვეწილ და გაშვეტილ ასპიტის ტანზე მზე მეწამული გილოკავდა ჭრელთვალა ხალებს. გავარდებოდი არქენილი ტორებით განზე- თითქო კუნთებით არეკილით თასმავდი ალებს. შენი თვალები-გადაკრავდა სხვა ფერი თითოს: ჟღარი და ლუში, დამუქული ეგვიპტის ქვები- შენი თვალები გახელებით იჭერდენ ხვითოს, გველი რომ ესვრის ყვითელ ალმურს ჯავარი რქებით. ალბათ გაიგე, რომ პაოლოს შაირი ჰყავდა შენი ფერდების ფორაჯიან ხატულა ლაქებს- თორემ ვიფიქრო: სხვა პატრონი არავინ გყავდა, რომ მიეკედლე თავაღებულს, ავარად ნაქებს! უსმენდი ლექსებს: გეშლებ
-
მაგარი გარეგნობა რო აქვთ ეგ ფაქტია, უმშვენიერესები არიან.
-
ამბობენ ნამდვილი პრუსიული სიჯიუტე აქვსო, მე შეხება არ მქონია, მაგრამ ვიდზე ყველა სხვა დანარჩენ მეძებარს მირჩევნია.
-
ეგ არ მგონია მაინდამაინც ნუტრიის ბრალი იყოს! ჰა რამდენი მიეცი წყალი და შაქარი გამოტყდი ახლა :alfons: :alfons:
-
ხოო მაგანაც დიდი როლი ითამაშა, გუშინდელ მაზილობაში. :karochera: გაიხარე ავთო.
-
:alfons: მაგისთანა არაფერი გამიგია. ბავშობაში ძმაკაცის ოცკალიბრა მქონდა ნათხოვარი და ჩხიკვებს დავსდევდი უკვე ხელმოცარული სახლში ვბრუნდებოდი რომ ვაშლის ხეზე სახლთან ახლოს ორი შემოჯდა, დაახლოებით 1.5-2 მეტრის დაშორებით ერთმანეთისგან. დავუმიზნე ერთს ვესროლე და გაფრინდა არხეინათ სამაგიეროდ მეორე ჩამოვარდა. დამერწმუნებით რომ ოც კალიბრს 30-35 მეტრზე მაგხელა გაფანტვა არ ექნებოდა :alfons:
-
ხოო მეც პნევმატური რო გავყიდე მაიმარკეტზე ასმა დამირეკა მგონი ზოგი სისულელეებს მეკითხებოდა, კონსულტაციებსგადიოდნენ ჩემთან აირგანებზე
-
ხო აბა ნამდვილი ტყის ძმები
-
მოკლედ მე და დუტა ვიყავით დღეს წასულები ისევ იმ ადგილზე. ქათამი იყო იმაზე მეტი ვიდრე აქამდე ყოფილა მაგრამ მეც დუტამაც შეგარცხვინეთ და დაგასხით თავს ლაფი, და ჩვენც დევისხით ქათმის სკლინტი. სულ ვნახეთ ახლოში 8 ცალი დუტამ ესროლა 3-ს და ვერცერთი. მე ვესროლე ერთს ისეთი რომ უეჭველი უნდა ჩამომეგდო, მარა ჩემი ფეხები. ასევე გავუშვი 2 ბეკასი და ასე თავლაფ-სკლინტ დასხმულები წამევედით სახლში. ხვალ ისევ მივდივართ. სამაგიეროდ მოვკალით, არ დავინდეთ და უსულოდ დავცით ბეჭებზე, პოლიტრა მუხის კონიაკი, ორი დღის უკან გააკეთა პერელიოტი საჩხერიდან. :alfons: პ.ს კიდევ მივდივართ