მე პაჯერო მყავს ოთხ კარიანი რესორებზე 2.8 იზელი და რავი ეგეთი მანქანა არ არსებობს, მაგარი გამძლე და ვირია, სოფელში 2 ტონას ვუდებთ ხოლმე, გამავლობაშიც მაკმაყოფილებს, ბიძაჩემმა 24 პაჭკა ცემენტი აიტანა ეკლესიაზე, უშველებელი აღმართი იყო. მაგრამ კომფორტი თითქმის არაა, ხანდახან ვილისს ვეძახი ხოლმე, მეორეა ნისან პადფაინდერი 2001 წლის 3.5 ლე ავტოამტიკა. ეს კი ნამდვილად იდეალური მანქანაა, არის ძალიან სწრაფი, კომფორტული და გამავლობაშიც მხეცია, ერთადერთი ნაკლი რაც აქვს, ძალაინ ბევრს წვავს 16-17 ლიტრს წვავს ქალაქში.სურათებს მოგვიანებით დავდებ.