Jump to content
Club-Monadire.Ge

DMORAL

ადმინი
  • Content Count

    3.765
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    14

Everything posted by DMORAL

  1. ინტერნეტ ტელეარხები თევზაობაზე ნუუუუ ძაან მაგარია!!!!!! მართლა ) http://www.podsekai.tv/ http://www.onlinefishing.tv/ http://www.piranya.com/video-russia.php?from=ohota http://www.efishingtv.com/
  2. motevsave ახლა წავიკითხე ამ უბედურობისშესახებ,რაც ძალზედ სამწუხაროა,ელემენტარული არცოდნის გამო,ერთს კი ვიტყვი,მე არამგონია რომ შეუხებლად გადასულიყო დენი ჯოხზე,ალბათათ გაშლილზე გამოდო და მაგიტომ გადავიდა დენი,თუმცა ამას აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა.მე რა კარბონის ჯოხებიც მაქვს ყველაზე არის აღნიშნული რომ ელვის და ჭექაქუხილის დროს აკრძალულია მისი ხმარება.ერთხელ კიდეც მოგვიწია ასეთმა შემთხვევამ,ადრე მქონდა სადღაც დაწერილი იმ ამბის შესახებ,მაგარი ქარიშხალი ამოვარდა და ჭექაქუხილი დაიწყო,მაგრადაც ელავდა,ღამე იყო და მანქანაში გავვარდით,კოხი მოაყოლა და ირგვლივ რამოდენიმე ხეც წააქცია,მანქანა მაგრა
  3. Salamandra ძალიან ცუდი ამბავი მომხდარა...... ერთს დავამატებ კიდევ რომ ჭექა-ქუხილის დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კარბონის ჯოხის დაუკეცავად რამეზე მიყუდება,განსაკუთრებით გაშლილ ადგილებში რადგან ჯოხმა მეხამრიდის როლი შეიძლება ითამაშოს....
  4. ელჩი დაწერილია 10 July 2011 - 12:18 AM ძალიან საჭირო ინფოა დავით და ამავე დროს სამწუხარო, კეთილი და მართალი კაცი დაგვიკარგავს. უნდა გავფრთხილდეთ ბიჭებო, ბევრი რამის წაკითხვა და დამახსოვრება მოგვიწევს. ჩვენც, ჩვენი მხრიდან შევეცდებით ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გადმოგცეთ. აუცილებლად უნდა შევქმნათ წიგნი თევზაობის შესახებაც, ბევრი ნიუანსი და ბლომად პრაქტიკული გამოცდილების მაგალითი უნდა ჩავატიოთ თევზაობის გზამკვლევში. "მონადირე.გე" პიონერია ნადირობის შესახებ წიგნის შექმნაში და თევზაობისაც მალე უნდა გამოვუშვათ. აქ ვარ, სხვაგვარად არ ძალმიძს, პირველი და დასაწყისი:- გავაკე
  5. დაიცავით უსაფრთხოების წესები კარბონის ჯოხის გამოყენებისას! კარბონის ჯოხის საფრთხის შესახებ ეს პოსტი გამოქვეყნდა ერთ-ერთ ქართულ ფორუმზე და მიმაჩნია რომ ყველამ უნდა იცოდეც ამ საფრთხის შესახებ. amroci Jun 23 2011, 20:30 მდებარეობა: ქობულეთი გააფრთხილეთ ყველას კარბონის საფრთხის შესახებ!, ფრთხილად, კარბონი არის ძლიერი ელექტრო გამტარი დღეს დავასაფლავეთ ლევანი ალიოშას ძე გამყრელიძე. საუკეთესო სულისა და ბუნების მქონე ვაჟკაცი. რომელმაც არ იცოდა კარბონის ნახშირისებური წარმომავლობა და მისი ელქტროგამტარუნარიანობა. მან ქობულეთის სოფ. გელაურში ითევზავა კარბონის ანკესით.
  6. ზურაბ, დიდი მადლობა. KORDA-ს ფილმების (კობრზე წყალქვეშა კამერასთან ერთად თევზაობა) შემდეგ დავფიქრდი ფლუოროკარბონის სადავეებად("პავადოკებად") აქტიურად გამოყენებაზე ან კომბინაციაში წნულ ძუასთან. თითქმის ყველანაირ სადავედ კარგია და ვაპიროებ გამოვიყენო ტივტივაზეც, სპინინგით ბომბარდაზე და ფსკერულზე. მიხარია რომ ცოტა რაღაცეები ჩვენსკენაც გამოჩნდა გაყიდვაში და ყველაფრის გამოწერა აღარაა საჭირო. მაგალითად Berkley Trilene fluorocarbon-ის გარდა trabucco diamond fluorocarbon-იც ვნახე და მომეწონა კარგი იაპონური ძუაა. თან ეწერა რომ იაპონიაშივეა დოლურაზე დახვეულიო თან შენგანაც მახს
  7. Salamandra კარგი და საჭირო სტატიაა დავით ! ჩემი მხრიდან დავამატებ რომ ფტოროკარბონის თანამედროვე ძუები გაცილებით უფრო რბილები და სიმძიმეგამძლეები არიან.მსხვილ ფლუროკარბონს ხმარობენ სპორტსმენი ფიდერმენები როგორც შოკ ლიდერს და მას ვერაფერი შეედრება ნიჟარებით დაფარულ ფსკერზე.მას ზამთარშიდაც ხმარობენ. ერთ ერთი საუკეთესო ფლუროკარბონის ძუა colmic stream
  8. ფლუოროკარბონის(Fluorocarbon) ძუა ფლუოროკარბონი (Fluorocarbon) 1971 წლს, შეიქმნა იაპონური კომპანია Kureha-ს (Kureha Chemical Industries Co., Ltd) ინჟინრების მიერ, ნავთობმრეწველობაში გამოსაყენებლად. ის არის ქიმიური პოლიმერი, ტეფლონის ( Tefal-ის ტაფები რომაა დაფარული ) "ნათესავი" და სხვანაირად კიდევ უწოდებენ ფტორკარბონსაც და ასევე PVDF — polyvinylidene fluoride (პოლივინილდენფტორიდი). ფლუოროკარბონი გამოირჩევა განსაკუთრებით მაღალი მდგრადობით(გამძლეობით) აგრესუიული გარემოს მიმარათ, როგორც ქიმიური ასევე ფიზიკური ზემოქმედების მხრივ. კეძოდ კი, მისგან დამზადებული ძუები თი
  9. salamandra ხალხო,ერთი სიტყვით,ტიროლის ჯოხი ტვირთის ნაირსახეობაა.გარეგნულად კი ნახეთ როგორც გამოიყურება. პლასტიკის მილის ბოლოში ძალიან მჭიდროდ ჩასმული სხვა და სხვა წონის ტყვიის ნაჭერს შეიცავს.ტიროლის ჯოხს ხმარობენ ძირითადად მსუბუქი წონის ხელოვნური სატყუარის შორ მანძილებზე და დიდ სიღრმეზე გასატარებლად.თუ ფსკერი უზაცეპოა ტიროლის ჯოხი არაა მაინცა და მაინც აუცილებელი,დროპ-შოტიც იკმარებს,ძალიან ქვიან და ჩაბაძაძგნარებულ ადგილებში ტიროლის ჯოხს ვერაფერი შეცვლის...
  10. მდინარეზე ფსკერული გატარებით თევზაობა შარშანწინ ზაფხულში მდ. ფარავანზე და მის შენაკადებზე ფსკერული გატარებით თევზაობისას( მურწაზე) დავიტანჯე იმდენჯერ შემივიდა "ზაცეპში". ყველანაირად მოვსინჯე: ფიქსირებულუ ტივტივითაც რომ ცოტა სიმძიმე წამომეწია, სხვადასხვა ფორმის სიმძიმეებიც გამოვიყენე და რავიცი კიდე რამდენი რამ. დიდად განსხვავებული, უკეთესი შედეგი ვერ მივიღე. პერიოდულად მაინც იჭედებოდა სიმძიმე ქვებში. სწორედ მას შემდეგ მქონდა მაგ პრობლემის გადაჭრის სურვილი. ტიროლის ჯოხზე უკვე მოგაწოდეთ ინფორმაცია და ახლა მინდა უფრო მარტივი მეთოდიც შემოგთავაზოთ. არც მის
  11. ტიროლის ჯოხით(გერ.tiroler holz) თევზაობა http://de.wikipedia.org/wiki/Tiroler_H%C3%B6lzl თევზაობის ამ მეთოდის შესახებ თემა არც ჩვენ ფორუმზე და არც სხვა სათევზაო ქართულენოვან ფორუმებზე არაა. მგონია რომ ჩვენს პირობებში შედეგიანი და მოსახერხებელი იქნება ტიროლის ჯოხით თევზაობა და ამიტომ მინდა მივაწოდო ინფორმაცია იმათ, ვისაც ჯერ არ ჰქონია შეხება თევზაობის ამ მეთოდთან. მისი დასახელებიდან გამოდინარე, ტიროლი (ავსტრიის ერთ-ერთი ფედერალური მიწა, ალპებში ), ალბათ პირველად ამ მხარეში იქნა გამოყენებული. თუმცა ახლა მთელს ევროპაშია ეს მეთოდი გავრცელებული და გამოირჩევა ძალზედ
  12. მდინარეზე ფსკერული თევზაობის ერთ-ერთი ვარიანტია. მარტივი და თან ძალიან საინტერესო. ბოდიში რომ სტატიას ვერ ვთარგმნი, რუსულადაა. ამიტომ პირდაპირ მის მისამართს მივუთითებ: http://club-fish.ru/content/view/4384/223/ იქნებ მოსინჯოთ და შემდეგ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება მცირედი რეპორტით.
  13. ბოლო პერეოდში, რიგი მიზეზებიდან გამომდინარე თევზაობასთან დაკავშირებულ დიდი მოცულობის ტექსტობრივ და ვიდეო ინფორმაციას ვეცნობი, აქედან ყველაზე საინტერესო, თვალნათლივ ადვილად აღსაქმელი და დიდად გამოსადეგი მინდა თქვენც გაგიზიაროთ. განსაკუთრებით კი დამწყებ თევზაობის მოყვარულებს. კობრზე და სხვა არამტაცებელ თევზზე თევზაობისას სატყუარად ბევრი ჩვენთაგანი იყენებს სხვადასხხვა მცენარეულ სატყუარებს: სიმინდი, მზესუმზირა, ქერი, შვრია, ბარდა, კარტოფილი და სხვა. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, მათი გამოყენება პირველადი (დაუმუშავებელი) სახით დიდ შედეგვს ვერ მოგვცემს, გარდა იმ შემთხვევები
  14. კობრზე წყალქვეშა თევზაობა ანუ წყალქვეშა კამერით თევზაობა LIVE-ში კომპანაი KORDA-ს (http://www.korda.co.uk) პროფესიონალების მიერ შექმნილი ფილმების სერია, ფაქტიურად ჩატარებული კვლევაა კობრის საარსებო გარემოსა და მასზე თევზაობის სხვადასხვა ნიუანსების შესახებ. მათ აღწერას ჯობია ვუყუროთ, ვისიამოვნოთ და ბევრ რამესაც ვისწავლით. ძალიან მინდა ჩვენთანაც ისწავლონ ადამიანური თევზაობა. ამფეთქებლებმა, ელექტრიკებმა, პუტანკისტებმა , ტრაინიკისტებმა და სხვა უბედურმა გლახაკებმა შეხედონ რა ლამაზი და სასიამოვნოა წესიერი-ადამიანური თევზაობა და მისგან მიღებული ნეტარება. ხოლო ის ვინც
  15. კობრზე თანამედროვე თევზაობისას სულ უფრო ხშირად იყენებე სხვადასხვა PVA მასალებს. Carp fishing-ის თითქმის ყველა მოყვარულმა კარგად იცის ამ აბრევიატურის მნიშვნელობა. ესაა, საჭირო წერტილში თევზის მოსაზიდი სხვადასხვა გემრიელი+სურნელოვანი ნაზავის(კავთან და სატყუარასთან ერთად) ლოკალურად და ზუსტად მიწოდების, წყალში ხსნადი, სხვადასხვა სახის საშუალება. არსებობ PVA-ს : კონვერტი-პარკი - PVA არ დნება ზეთოვან სითხეებთან შეხებისას და ამიტომ მას იყენებენ სათევზაო წერტილში ზეთოვანი ატრაქტანტების ზუსტად მისაწოდებლად - PVA ძაფი გამოიყენება: პარკების და ბადეე
  16. კორზე თევზაობის მომავალ სეზონზე, მინდა სერიოზულად შევუდგე ბოილის მონტაჟის გამოყენებას სხვადასხვა სატყუარებზე. ეს ჩემს მიერ დამზადებული სადავე, ბოილის მონტაჟისათვის - ე.წ. თმის (ინგლისში, ბოილზე თევზაობის გარიჟრაჟზე, ბოილის კავთან დასაკავშირებელ სადავედ თმის ღერს იყენებდნენ) აღკაზმულობა . გამოყენებული მასალები: კომპანია "JRC"-ის ე.წ. ბანანის ტიპის კავი, თერმული მილაკი, POWER PRO-ს 0.19მმ- იანი წნულის სადავე და სილკონის პატარა ნაჭერი ანუ "სტოპორი" (ბოილის, პელეტის, სიმინდის ან ჭადის კუბიკის იმიტაციის თმაზე დასამაგრებლად). დამზადების პროცესი ზემოთ,
  17. ციტატა(ელჩი @ Jan 6 2011, 01:04 PM) დავით , თქვენი ხათრით დავიჭერ ყველაზე დიდ კობრს ამ ზაფხულში. თუ რატომ დავამატე ღიმილის სიცილაკები, დავითმა იცის ჩვენი პირადი საუბრებიდან, მაგრამ მინდა რომ თქვენც გაგიმხილოთ. აქ, სადაც ვცხოვრობ ამჟამად, კობრი/კარპი/ არ ითვლება სპორტული თევზაობის საინტერესო სახეობად, არც ლიმიტია მასზე და არც საგანგებო ნებართვაა ასაღები. ადრე მყავს დაჭერილები და არცთუ მომცრო ზომისები/სურათების მოძებნაც შეიძლება აქ ჩვენს ფორუმზე/, მაგრამ რადგანაც ბევრ თქვენგანს გაინტერესებთ ამ სახეობის შესახებ, კიდევაც დავიჭერ და ფოტო მასალასაც არ მოგაკლებთ. შეგულებული
  18. კობრზე თევზაობა ანუ Carp fishing ძალიან საინტერესო თემაა. შეიძლება ითქვას ამოუწურავი. ვიცი რომ ამ ფორუმზე ბევრი მეთევზე შემოდის, ამასთან ზოგიერთ მათგანს დაგროვილი აქვს გარკვეული გამოცდილება, ეცნობიან სიახლეებს პერიოდიკით და ინტერნეტით, ალბათ პრაქტიკაშიც იყენებენ ამ ცოდნას. მინდა რომ ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, სიახლეები, ამ მეთოდით სათევზაო ჯოხების თუ კოჭების ტექნიკური მახასიათებლები, კობრზე სათევზაო აღკაზმულობის მონტაჟები, სხვადასხვა გამოსაყენებელი მასალები, ბოილების მოხმარების წესები, დასაკვები ნაზავების რეცეპტები, ატრაქტანტები,.... და სხვა. საბედნიე
  19. ტრიალები ( In-Line Spinner ) სასპინინგე სატყუარა ტრიალები ( ინგ.In-Line Spinner; რუს.вращающая блесна,Вертушка) ცნობილი არაა პირველი სასპინიგე ტრიალა(ზოგჯერ ბზრიალასაც უწოდებენ) ვინ და როდის დაამზადა. მეოცე საუკუნის დასაწყისის ცალკეული თვითნაკეთი ეგზემპლარების ფოტოებია შემორჩენილი. გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში, ერთ-ერთი პირველთაგანი ვინც ამ სატყუარის წარმოება და გაყიდვა დაიწყო იყო ამერიკული კომპანია "Jumbo Tackle". "Jumbo Tackle" Spinner ტრიალების, როგორც ეფექტური და შედეგიანი სასპინინგე სატყუარების საყოველთაო აღიარე
  20. ვობლერები (ინგლისურად wobbler) ვობლერი არის, ძირითადად მტაცებელ თევზზე სათევზაოდ განკუთვნილი, მყარი ან ნახევრადმყარი მოცულობითი სატყუარა. ვობლერები არსებობენ სხვადასვა ფორმის,შეფერილობის, ზომის და წონის. ტიპიური ვობლერი ძირითადად, პლასტიკისგან ან ხისგანაა(უმეტესად balsa) დამზადებული და თავისი ფორმით მტაცებელი თევზის კვებითი ბაზის ობიექტების(მცირე ზომის თევზი,ლიფსიტა,ამფიბია ან მწერი)იმიტაციაა, უმეტესას ავადმყოფი ან დაჭრილი თევზის. ის შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: კორპუსი(ტანი), კორპუსში დამალული მავთულის კარკასი, წყალში ჩაღრმავებისათვის განკუთვნილი ე.წ.ნიჩაბ
  21. სპინინგი ( სპინინგის მეთოდით სათევზაო ჯოხი) ინგლისური სიტყვა Spinning ქართულად ნიშნავს- სწრაფ ბრუნვად მოძრაობას, ტრიალს. აქედან გამომდინარე, სპინინგით თევზაობას უწოდებენ თევზაობის იმ მეთოდს, რომლის დროსაც კოჭის ბრუნვითი მოძრაობებით ხდება ძუის ამოხვევა და ხელოვნური სატყუარის გატარება. შესაბამისად, სპინინგს ან სპინინგის ჯოხს უწოდებენ ამ მეთოდით სათევზაოდ შექმნილ ჯოხს და არავითარ შემთხვევაში ტივტივის ან ფსკერული მეთოდისათვის განკუთვნილ ჯოხს. სპინინგით, ძირითადად ვთევზაობთ მტაცებლ თევზზე (ქარიყლაპია,ქორჭილა,კალმახი,ფარგა,ლოქო,ქაშაპი და სხვა.) სპინინგით თევზაობისას,
  22. მართლაც კარგები არიან. ღმერთმა ჯანმრთელად და ბედნიერად გაგიზარდოთ!!!
  23. ქუთაისი ზღვის პირი აკა მორჩილაძე ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო, ქუთაისს ისეთი მწერლები ჰყავს. ქუთაისი ისე მიყვარს, რომ იქ არც მიცხოვრია. ერთ ღამეზე მეტი, გადაბმულად არც არასდროს გამითევია. დღემდე ვერ ავუღე ალღო ქალაქის გეოგრაფიას. ანუ, მარტო რომ შევიდე, ეგებ გასასვლელს ვეღარც ვუწიო. შესასვლელი ვიცი, მარცხნივ კვახჭირი დარჩება. ძველი შესასვლელიც ვიცი, ურიცკის ქუჩით. არსებობს ახლა ძველი შესასვლელი? ეგ სამწუხაროდ აღარ ვიცი. ანდა რა მნიშვნელობა აქვს? ქუთაისში არ მიდიხარ ხოლმე გეოგრაფიის დასამახსოვრებლად. არასდროს. ქუთაისში მიდიხარ და მორჩა. მართლა არ ვიცი, როგორ დავწერ
  24. მეგობრებთან ერთად ისევ სპინინგით
  25. ქაშაპი სპინინგით. სატყუარა SALMO HORNET
×
×
  • Create New...