pescatore 27 Posted December 5, 2012 Author Report Share Posted December 5, 2012 გიორგი არ მითევზავია ღვიძლზე არასდროს მაგრამ ვიცი რომ კარგი სატყუარა არის,ამავდროულად დათოს და ზურას ვუპასუხებ მიზეზებს თუ რატომ არ ვთევზავობ PO-ზე ლოქოზე.პირველი მიზეზი ის არის რომ ლოქოს თავისი აღჭურვილობა უნდა(მძიმე არტილერია) რაც მე ამჯამად ან არ გამაჩნია ან გამაჩნია ნაწილობრივ.მოგეხსენებათ რა ზომების ლოქოები იჭირება ამ მდინარეში.მერე და ლოქო ძირითადად ღამე მოდის და ღამე მე თითქმის არ გავდივარ აქ სათევზაოდ ბევრი მიზეზების გამო.ისე მაქვს გეგმაში კარგი ბომბორა ლოქოს დაგდება ამ ფორუმზე და იმედია მოვახერხებ. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted December 5, 2012 Report Share Posted December 5, 2012 გიორგი არ მითევზავია ღვიძლზე არასდროს მაგრამ ვიცი რომ კარგი სატყუარა არის,ამავდროულად დათოს და ზურას ვუპასუხებ მიზეზებს თუ რატომ არ ვთევზავობ PO-ზე ლოქოზე.პირველი მიზეზი ის არის რომ ლოქოს თავისი აღჭურვილობა უნდა(მძიმე არტილერია) რაც მე ამჯამად ან არ გამაჩნია ან გამაჩნია ნაწილობრივ.მოგეხსენებათ რა ზომების ლოქოები იჭირება ამ მდინარეში.მერე და ლოქო ძირითადად ღამე მოდის და ღამე მე თითქმის არ გავდივარ აქ სათევზაოდ ბევრი მიზეზების გამო.ისე მაქვს გეგმაში კარგი ბომბორა ლოქოს დაგდება ამ ფორუმზე და იმედია მოვახერხებ. გაიხარე!!! ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 27, 2012 Report Share Posted December 27, 2012 არმენამ ამოცალა მგონი იტალიაში რაც თევზი იყო სა დაგვეკარგა ეს კაცი ნეტა ჰა? ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted December 27, 2012 Author Report Share Posted December 27, 2012 ნეტა მასე იყოს ავთო ...ვერ ვიცლი სამწუხაროდ სათევზაოდ ,აქ დასვენებები არის და როდესაც სხვებისთვის დასვენება არის მაშინ გვიწევს ბევრი მუშაობა,მინდოდა გუშინ გასვლა,მაგრამ ამინდმა შემიშალა ხელი.ამ ზამთარში ბობმორა წვერა უბდა დავიჭირო.რამოდენიმეჯერ ვიყავინ ტბებზე ცისარტყელა კალმახზე,მაგრამ არც გადამიღია სურათები,ერთნაირები გამოდის ყველა გასვლა... დაკარგვით არ დავკარგულვარ,ეგაა ხელცარიელი შემოსვლა არ მჩვევია... ციტირება Link to post Share on other sites
aleqsandre 0 Posted January 23, 2013 Report Share Posted January 23, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
aleqsandre 0 Posted January 24, 2013 Report Share Posted January 24, 2013 მაგარია ციტირება Link to post Share on other sites
aleqsandre 0 Posted January 24, 2013 Report Share Posted January 24, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 9, 2013 Report Share Posted February 9, 2013 pescatore არმენ რა ხდება შენსკენ? სათევზაოთ ვერ გადიხარ??? ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted March 11, 2013 Author Report Share Posted March 11, 2013 (edited) მოგესალმებით ყველას! დავით თევზაობით ვერ ვთევზაობ სხვადასხვა მიზეზების გამო..ყველაზე მთავარი კი დროის უქონლობა არის,და თუ დრო გამიჩნდა ამინდი მიტევს მაგ დროს...შეხმატკბილებულები არიან ჩემს წინააღმდეგ დრო და ამინდი... მაგრამ სამაგიეროდ ვემზადები ახალი სეზონისთვის...კარგი რამეები შევიძინე,ზოგი კიდე გეგმაშია. გუშინ ერთ გამოფენაზე ვიყავი padova არის ასეთი ქალაქი,ჩემიდან 100 კმ-შია,თავისუფალი დროის და დასვენების აქსესუარების ანუ ტურისტის გამოფენა იყო,და რადგან სათევზაო აქსესუარებიც იყო ცხრილში მაგიტომ გადავწყვიტე წასვლა. კარგი გამოფენა იყო,ბევრი სიახლეები იყო,უფრო საკამპერო და სანაოსნო აქსესუარები იყო,სამწუხაროდ სათევზაო ინვენტარის მხოლოდ ერთი კუთხე იხო და ისიც ძირითადად ზღვაზე სათევზაო ინვენტარი იყო Edited March 11, 2013 by pescatore ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted March 11, 2013 Author Report Share Posted March 11, 2013 (edited) ზემოთ TRENDEX/ის სატყუარები რომ არიან,ძალიან მაგარი ჩანდა,იქვე პატარა ბასეინი ქონდათ და იქ გავატარე,მაგარი იმიტაცია აქვს,შეძენას ვაპირებდი,მაგრამ უკანა სამკავის მისამაგრებელი ფაქტიურად პლასტმასზე იყო მიმაგრებული და ამ პლასტმასს კი არასაიმედო ღერძი იკავებდა და მაგიტომ შევეშვი. ახლო მომავალში სხვა ქალაქი არის GARDA ქვია ზედ მაგარ ტბაზე LAGO DI GARDA ზე არის და იქ იქნება მხოლოდ სათევზაო ინვენტარის გამოფენა,მინდა ერთი კარგი გასაბერი ნავი შევიძინო... ... Edited March 11, 2013 by pescatore ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 11, 2013 Report Share Posted March 11, 2013 ნავები მეც მომეწონა. რა ფასებშია არმენ ერთკაციანი ნავები? ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted March 11, 2013 Author Report Share Posted March 11, 2013 ამ გამოფენაზე ისეთი ნავი პატარა ელექტროძრავი რომ ემაგრებოდეს,600 ევროდან იწყებოდა რაც ძვირი არის ჩეი აზრით.ინტ-ში ბევრად იაფად იყიდი... ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 11, 2013 Report Share Posted March 11, 2013 (edited) მართლა ძვირია ძმაო, რა არის ვერ გავიგე, ვალები აქვთ? შედი აბა კაბელასის საითზე, არც ეგენი არიან დიდი ხვითოები, მაგრამ ხარისხიანი და ნაკლებფასიანის ნახვაც შეიძლება. ამაზონზე და იბეიზეც დაძებნე. ისე ჰქენი, რაიმე დღესასწაულს რომ ემთხვოდეს, მაგ დროს მაგრა აკლებენ ფასებს. პ.ს. ჩინური რომ გაჩუქონ, ხელი არ მოჰკიდო. ერთი წლის მერე გადაგდებაში მოგიწევს ფულის გადახდა. Edited March 11, 2013 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted July 2, 2013 Author Report Share Posted July 2, 2013 იდოს აქაც.. ვიყავი შაბათს PO-ზე ფიდერით,ადიდებული არის უკვე 3-4 თვეა და ცოტა დაიკლო ამ კვირის განმავლობაში,ძლივ მოვძებნე მისადგომი,მიუხედავად იმისა რომ იმ ადგილამდე მანქანით მისვლა აკრძალულია დასვენების დღეებში,ისე ვიყავი უკვე რომ არ მეთევზავა ალბათ გავაფრენდი.მოგახსენებთ რომ ამ პერიოდში PO-ზე დაწყებული უნდა იყოს კეფალზე თევზაობის სეზონი,მაგრამ იმის გამო რომ წყლის დონე ისევ ძალიან მაღალი არის კეფალის სეზონს დააგვიანდება,ყოფველი შემთხვევისთვის მქონდა ერთი ჯოხი კეფალზე გაწყობილი და როგორც ველოდი ნაგვის მეტი ვერაფერი ვერ დავიჭირე. ახლა რაც ფიდერს შეეხება,საკმაოდ გამახალისა ფიდერმა,იქ სადაც ვითევზავე ამ დროს პლაჟი უნდა ყოფილიყო.ანუ სილიანი ფსკერი იყო და სიღრმე 3-3.5 მეტრის ფარგლებში იყო.საღამოს 5 საათზე მივედი,რადგან ვიცოდი სადაც უნდა მეთევზავა იმის შესაბამისი საკვები და საკვებური წავიღე.ძალიან მინდოდა თევზი დამეჭირა,კაპარჭინა არ აცლიდა სხვა თევზს,პატარებს ეგრევე უშვებდი,მოზრდილები თევზაობის დასრულების შემდეგ გაუშვი.სხვა თევზი კი წვერა და ჟერეხი დავიჭირე,ჯერეხიც ბუზის მატლზე მოვიდა,სუფთა რომ ყოფილიყო წყალი შეიძლებოდა სპინინგით გასვლა იმ ადგილას,მაგრამ ჯერჯერობით არ ღირს. ესეც რამოდენიმე სურათი.ვიდეოკამერა შეგნებულად არ წავიღე,ძალიან მაცდენს... ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 3, 2013 Report Share Posted July 3, 2013 უმაგრესებია პესკატორე....გამოფენაზე, ნავები მომეწონა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 3, 2013 Report Share Posted July 3, 2013 საღოლ არმენ, კაი თებზები დაგიჭერია. :yes: ამინდები აქაც არ ვარგოდა კაი ხანი, მაგრამ ეს ბოლო 4 დღეა აგვადუღა სიცხემ. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted July 4, 2013 Report Share Posted July 4, 2013 კარგად გითევზავია,არმენ,გაიხარე!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 5, 2013 Report Share Posted July 5, 2013 (edited) რა უნდა ვიკითხო... ახლახანს უკრაინელები(კიევი) იყვნენ აქ სტუმრად, ჰოდა მაგრად წუხან მათი ეკომდგომარეობის შესახებ_ ჰაერი დაჭუჭყიანებულიაო, წყალიცო, თევზიცო, ნიადაგიცო. თქვენთან ლიმონათსაც კი უგემრიელესი გემო აქვსო(ღვინო ხომ ვაფშემც ძალიან მოეწონათ ). ჰოდა რა მაინტერესებს: ხომ კაია მაგ ასპექტში PO-ს თებზი? Edited July 5, 2013 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted July 5, 2013 Report Share Posted July 5, 2013 :yes: მაგარია არმენ ! ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted July 5, 2013 Author Report Share Posted July 5, 2013 მადლობა ბიჭებო!!! გურულო პო-ც და სხვა მდინარეებიც სადაც თევზაობა დაშვებული არის ეკოლოგიურ ნორმბს აკმაყოფილებენ,ანუ მათში დაჭერილი თევზი თავისუფლად შეიძლება მიირთვა.მე ჭიათურიდან ვარ და წყლის დაბინძურება ვიცი რასაც ნიშნავს,რაც მანგანუმის მოპოვება დაიწყო დღემდე ეს სიტუაცია არის,ახლა ლაპარაკობენ რაღაცას თითქოს 2014 წელს ფილტრებს აყენებენო,ვნახოთ 2014 -მოვა.აქ ნებისმიერ მცირე თუ მსხვილ საწარმოს თავისი დეპურატორები(წყლის საწმენდი სისტემები) აქვთ,ბევრ საკვებ და სხვა საწარმოებში მიწევს მუშაობა და ვხედავ როგორ ყურადღებას აქცევენ ბუნების დაცვას,პატარა მაიმუნობისთვის შეიძლება საწარმო დაუხურონ,ამიტომ უზარმაზარ ფულს ხარჯავენ ამ საწმენდი სისტემებისთვის,ეს არა მხოლოდ წყალს,ჰაერსაც ეხება.თუ მოვახერხე სურათებს გადავიღებ და სადმე შესაბამის თემაში დავდებ... ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted July 6, 2013 Report Share Posted July 6, 2013 აუცილებლად გადაუღე სურათები არმენ და დადე იმიტომ რომ გამწმენდი ნაგებობები ერთ ერთი პრიორიტეტული თემაა ცივილიზებული ქვეყნისათვის.ბრაკონიერობასთან ბრძოლა კარგია მაგრამ თუ ეკოლოგიური სიტუაცია არ გამოსწორდა კაპიკის ფასიც არაა აქვს ამ ბრძოლას.ეკოლოგიური უსაფრთხოება და ბრაკონიერობასთან ბრძოლა ერთობლივად უნდა წყდებოდეს....... ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted July 6, 2013 Report Share Posted July 6, 2013 pescatore ამ თემაშიც ( http://club-monadire.ge/index.php?showtopic=605&pid=42268&st=280entry42268 ) დადე რა არმენ. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted July 6, 2013 Report Share Posted July 6, 2013 იდოს აქაც.. ვიყავი შაბათს PO-ზე ფიდერით,............ ........................................... მალადეც არმენ! კარგი გასვლა გქონია იქნებ ამ თევზების მიმზადების რაიმე შენებური (ან იქაური) რეცეპტი გაგვიძიარო ციტირება Link to post Share on other sites
admin 2 Posted July 7, 2013 Report Share Posted July 7, 2013 არმენ მაგარი ხარ, წვერების რისხვა ხარ ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted July 7, 2013 Author Report Share Posted July 7, 2013 (edited) ვაა გივი გაუმარჯოს შენს გამოჩენას! B) კობა რომ ვთქვა რომ არიქა და მაგარი მზარეული ვარო,ყველაზე დიდი ტყული იქნება ჩემიდან მე რასაც ვაკეთებ ეს არის რომ ვბოლავ,ძალიან მიყვარს შებოლილი თევზი,და ხანდახან თუ დავამარილებ,დანარჩენი მე არ მეხება. პირველ სურათში კალმახია სურათის თარიღი არასწორია,მეორეში კეფალი Edited July 7, 2013 by pescatore ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.