Jump to content
Club-Monadire.Ge

თევზაობა იტალიაში


Recommended Posts

არმენ, ძამა ძალიან მაგარი კადრები გვანახე!!! :hi:

 

 

მართალია თევზაობაში სუპერფრაერი ვარ, მაგრამ აღფრთოვანების გამოხატვა ნაღდად შემძლია!!!

 

 

იფ, იფ, იფ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Link to post
Share on other sites
  • Replies 1,1k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ჯალნახზე მთაში...08.09.2018  

გუშნ ვიჯექი ჩემთვის და მირეკავს მეგობარი ასეა მაღაზიაში ვარო და რამე ოხ არ გინდაო და გვერდი ვერ ავუარე 93 ცენტად ჩამოფასებულ ტრიალებს :)

არმენ დავაყენე ის საკისარებიდა ინერციით ადრე თუ 3 4 ბრუნს აკეთებდა ახლა გაორმაგდა მადლობა ეს ჩემი ტასიკოა სულ ჩემთან ერთადაა როცა მდინარეზე ვთევზაობ

Posted Images

ზური მასწავლე თუ ძმა ხარ სახლის პირობებში რა ნაზავი გავაკეთო საკვებურისათვის, ან არმენ იქნება შენ იცოდე და დაწერე აქვე.

 

ეს მეც ძალიან მაინტერესებს

Link to post
Share on other sites

მეც მაინტერესებს ეგ თემა.

 

საინტერესო ვიდეოა. აქაც დავდებ, მაგრამ მგონი უმჯობესია ფიდერის თემაში განვიხილოთ.

 

Link to post
Share on other sites

მე ჩემს აზრს დავწერ...არაფერი განსაკუთრებული არ არის საკვებურის მომზადება,შემადგენლობას რომ დავაკვირდი იქ რამოდენიმენაირი ფქვილი იყო შერეული,ჩვენს პირობებში საუკეთესო იქნება კოფტონის ფქვილი,სიმინდის ფქვილი და ქატო,თუ გამხმარ ყველს ჩავფშვნით წვერაზე და კობრზე კარგი იქნება და საღებავით თუ ფერს მივცემთ მაგ(წითელს)...ზაფხულზე კი რამე ხილის არომატიზატორის შერევა იქნება საუკეთესო,მე მაქვს ერთი შარშანდელი მარწყვის არომატით... :hi:

ზურა დააკონკრეტებს ალბათ დანარჩენს :hi:

Link to post
Share on other sites

თეორიულად არაფერია ძნელი,მართალს ამბობს არმენა. პურის ხორბლის ქატო,სიმინდის ქატო,მზესუმზირას ქატო.მაგრამ არის ერთი აუცილებელი რამ დასამატებელი,განსაკუთრებით დინებაზე თევზაობისას.ესაა გერკულესი(რა ქვია შვრია თუ ქერი,რისგანაც გერკულესს ამზადებენ).გერკულესი აძლევს საკვებურს საჭირო წებოვნებას,წებოვნების გარეშე კი საკვებს ვერ გააჩერებ ფსკერზე

Link to post
Share on other sites

აუცილებლად უნდა ვცადო წელს, კიდევ ერთი საინტერესო ამბავი, სადღაც წავიკითხე რომ ძალიან მაგარ ეფექტს იძლევა წვერასთვის გაკეთებულ მისაჩვევში რაც შეიძლება სუნიანი ყველის ან ყველის შესანახი წყალის ჩამატება. წათხს უწოდებენ ამას ჩვენთან. დერგში დგება ყველი როცა ინახება შიგნით.

Link to post
Share on other sites

აუცილებლად უნდა ვცადო წელს, კიდევ ერთი საინტერესო ამბავი, სადღაც წავიკითხე რომ ძალიან მაგარ ეფექტს იძლევა წვერასთვის გაკეთებულ მისაჩვევში რაც შეიძლება სუნიანი ყველის ან ყველის შესანახი წყალის ჩამატება. წათხს უწოდებენ ამას ჩვენთან. დერგში დგება ყველი როცა ინახება შიგნით.

გუდის ყველს ვერაფერი ჯობია !

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

მოგესალმებით ყველას!!! დღეს დიდი დღეა :yes: როგორც ჩვენი კლუბისთვის ასევე პირადად ჩემთვის :yes:

ვიყავი დღეს სათევზაოდ წასული წვერაზე და რასაც ქვია ძალიან ვისიამოვნე B) ,ჯერ ამინდი ისეთი იყო მარტო გასეინრნებად ღირდა, ჩიტების ჭიკჭიკმა და გაზაფხულის სურნელმა ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენა დილიდანვე...

დილის 8 საათზე ადგილზე ვიყავი,მოგვიანებით ერთი ჩემი მეგობარი შემომიერთდა ,ფიდერით ვითევზავეთ,იმასაც გადავაწყობინე,ისე კარპფიშინგით იყო შეიარაღებული.საღამოს 5 საათამდე გავჩერდით და კარგადაც ვისიამოვნეთ.მე 5 წვერა (0,8 კგ, 1,4კგ 1,6 კგ,2.0 კგ და 3.0 კგ)და 2 კაპარჭინა(ერთი 800გრ-ი წვერა და კაპარჭინები გავუშვი) და ჩემმა მეგობარმა 3 წვერა(1,3კგ,1,5 კგ და2,1 კგ) დავიჭირეთ.

2e80f5f1a25f.jpg

 

89dbe82b42cd.jpg

 

b93116c41c45.jpg

 

c9a16fc268b0.jpg

 

67b01858a3a9.jpg

 

52f23bb89833.jpg

 

13d18bf897f0.jpg

 

0ee6e0211e9b.jpg

 

5da47f404549.jpg

 

1174807ecd5f.jpg

 

75e2869f321b.jpg

 

62acae71c2b9.jpg

 

 

 

Link to post
Share on other sites

ბრავისიმო არმენ. :yes: B) :yes:

 

მაინტერესებს გამოყვანილი როგორი გამოვა, კაი ცხიმიანი სჩანს.

 

ბარაქა ძმაო.

 

ნიკას სურათი დაუშვი რეკორდების თემაში.

Link to post
Share on other sites

აი მალადეც !!!!!! აი დამაჯერა !!!!!!!!!! მაგარი ხარ არმენ !!!!!!მართლა რეკორდული თევზია და რეკორდების თემაში დადე ნიკას სურათი.ხომ მაგარია ფიდერი? :yes: მარა შენ უფრო მაგარი ხარ ბრატ !!!!!! :yes: B) B)

Link to post
Share on other sites

რა ხვავიანი გოჭები დაგიჭერია მეგობარო!საღოლ რა,ძან მაგარია :yes:

 

P.S ეგეთ სურათებს რომ ვნახულობ რაღაც ღვინო მწყურდება,აშკარად რაღაც მჭირს რა.

Link to post
Share on other sites

გაიხარეთ მეგობრებო!!! ვიდეოც დავამატე,ხარისხზე ბოდიში...

ძალიან ცხიმიანები არიან და ჩავდე დასამარილებლად,ვნახოთ რა გამოვა...

ფიდერი მაგარია,მაგრამ ამ პერიოდში არ აქტიურობს მაინცდამაინც თევზი და ამიტომ 3 ანკესი მქონდა წაღებული,ძალიან მინდოდა რამე რომ დამეჭირა..

დღესაც ვიყავი ჩემ ძმასთან ერთად და 3 ცალი დავიჭირე 0,8 კგ,1,4 კგ და 1,6 კგ-ები.3-4 ცალი კაპარჭინაც დავიჭირე,მაგრამ უკანვე გავუშვი.

ერთმა სადავე გამიწყვითა და მომავალში მინდა ცოტა გავაძლიერო და 0,18 ნაცვლად 0,20 უნდა დავაყენო,ძირითადიც 0,22 ნაცვლად 0.26-ნი.

ხის მატლი მქონდა მორჩენილი კალმახზე თევზაობიდან და არ გაეკარა არაფერმა,მომავალ წასვლაზე მინდა წითელი ჭიაყელა მოვსინჯო,ვნახოთ რა გამოვა.

Link to post
Share on other sites

ბრავო არმენ ბრავო ! :dato:

 

მაგ მდინარეს ფსკერი ქვიანი აქვს?

ბოდიში ქევხო...გამომრჩა გუშინ პასუხის გაცემა...

ფსკერი სილიანი აქვს თითქმის ყველგან..

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

დღეს დღის მეორე ნახევრისთვის მოვახერხე გასვლა...

რომ მივედი 1 საათი სრულდებოდა ახალი დროით(წუხელი გადაიწია 1 საათით),ერთი კაცი თევზაობდა ბოლოში სადაც ყველაზე ღრმა არის და მე 60-70 მეტრით დაბლა დავიწყე გაშლა,ამასობაში სხვა 2 მეთევზე ჩამოვიდა და ისინი ჩემიდან 40-50 მეტრში დაბლა დადგნენ...ძალიან დაწეული დამხვდა წყლის დონე,ასე დაბალი PO ჯერ არ მინახავს.

მანამ ვემზადებოდი ვინც თევზაობდა ჩემს ზემოთ ღრმაში, აბარგება დაიწყო.მივედი ვკითხე თუ დაიჭირა რამე,მითხრა კაპარჭინები და წვერები დავიჭირე და გაუშვიო...თურმე დილის 6-დან თევზაობდა.ავდექი და იქ გადავიბარგე...დილიდან შუადჭემდე რამდენი საკვებური იქნებოდა იქ ჩაყრილი ხომ წარმოგიდგენიათ.

გადავიბარგე და არ წავაგე...2 ანკესით ვითევზავე და 30 ცალზე მეტი დავიჭირე საღამოს 6 საათამდე,აქედან 9 ცალი წვერა და დანარჩენი კაპარჭინა,თავიდან კაპარჭინებს უშვებდი,მერე ვიფიქრე მოვაგროვებ,სურათებს მაინც გადავუღებ და ისე გავუშვებთქო და მასეც მოვიქეცი...მხოლოდ როდესაც ამოვიღე სადოკი და გადმოვცალე ისე ამოიზუზნენ სილაში კი ხედავთ რა სასურათეებიც გახდნენ :haha:

ერთი სითყვით ძალიან ნასიამოვნები დავრჩი და კარგად გავერთე.

 

პს...ფიდერით დავიჭირე ყველა...

 

 

 

 

c11af0d8c5ab.jpg

 

b97a458916b0.jpg

 

510d1e9bc88e.jpg

 

73a63ec1743b.jpg

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...