Jump to content
Club-Monadire.Ge

თევზაობა იტალიაში


Recommended Posts

Gurulo

 

რავა დაგზარდები ძამა, არაერთხელ მაქვს დაწერილი, მარა რა მოძებნის ახლა.

 

ქვირითი უნდა იყვეს მომწიფებული, ანუ სრული ზომა უნდა ჰქონდეს კვერცხს.

 

ყველა თევზის ქვირითისგან შეიძლება ხიზილალის გაკეთება, მაგრამ პირველ ადგილს იკავებს ზუთხი, მეორეზეა სალმონოიდები.

 

სახლში როცა მოვიტანთ, არავითარი მაცივარი და ა.შ.

 

ორი ქვაბი იდგმევა გაზქურაზე, რომელშიც იმ რაოდენობის წყალია, ჩვენი ქვირითი რომ ჩაეტიოს.

 

ერთს ვადუღებთ და ვყრით ხორხოშინა მარილს.

მარილის დოზა რომ განვსაზღვროთ, საჭიროა უმი კვერცხი.

როდესაც მარილი გაიხსნება და წყალი ოთახის ტემპერატურაზე გაცივდება, ვაგდებთ კვერცხს ამ მარილიან თბილ წყალში და კვერცხის მეოთხედი თუ ზედაპირზე ამოტივტივდა, თქვენ გაქვთ იდეალური ნაზავი.

 

მეორე ქვაბში იმიტომ ვაცხელებთ წყალს, რადგან ქვირითი განთავისუფლდეს აპკისაგან.

არავითარ შემთხვევაში არ აადუღოთ.

იმ დონეზე გააცხელეთ, ხელის ჩაყოფა რომ შეგეძლოთ, თუ მეტი მოგივიდათ, თქვენი ქვირითი მოიხარშება და გახდება თეთრი.

 

სადღაც 12-15 წუთი გააჩერეთ ამ თბილ წყალში აპკიანი ქვირითი და მერე ძალიან ადვილად გასცილდება აპკებს.

 

გადაწურეთ თუშფალანგში და ზუსტად ოთხი წუთი იმ მარილიან წყალში გააჩერეთ.

 

ამოკრიფეთ ქაფქირით და შუშის ქილაში გადაიტანეთ.

 

შეგიძლიათ მინიმუმ ორი თვე გქონდეთ მაცივარში და მიირთვათ სურვილისამებრ, თქვენ გაქვთ ნამდვილი ხიზილალა.

Link to post
Share on other sites
  • Replies 1,1k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ჯალნახზე მთაში...08.09.2018  

გუშნ ვიჯექი ჩემთვის და მირეკავს მეგობარი ასეა მაღაზიაში ვარო და რამე ოხ არ გინდაო და გვერდი ვერ ავუარე 93 ცენტად ჩამოფასებულ ტრიალებს :)

არმენ დავაყენე ის საკისარებიდა ინერციით ადრე თუ 3 4 ბრუნს აკეთებდა ახლა გაორმაგდა მადლობა ეს ჩემი ტასიკოა სულ ჩემთან ერთადაა როცა მდინარეზე ვთევზაობ

Posted Images

გიორგი მეც ზუსტად მასე ვაკეთებ,ოღონდ მერე ვწურავ და ქილაში ვყრი,მერე

შიგ რაფინირებულ ზეთს ვასხამ იმდენს რომ ეს ხიზილალა დაიფაროს.ეს ყველაფერი მაცივარში და 3-4 თვე თავისუფლად ინახება..შეიძლება მეტიც... :old:

Link to post
Share on other sites

ვის გაუგია ბუჯო სალმონოიდის ქვირითის შეწვა?

მე არ ვიცი რა მოუვიდა იმ ქვირითს მარა არც მითქვია სადმე რო შეიწვა :)

post-1092-0-33542700-1448905730_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

გუბე

 

ბოლო სურათზე ტაფა მეგონა და სკამიდან გადავარდნილმა დავწერე. :d030: :d030:

 

მიეცი ეგ რეცეპტი და მომავალში მაგის მიხედვით გააკეთოს.

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

დღეს ჩემი აზრით სეზონის დასახურად წავედი ფიდერით,ვიფიქრე 2-3 დარტყმა როგორ არ იქნებათქო მარა ჩემი რეკორდი მოვხსენი ფიდერით წვერას ჭერაში,25 კგ იყო აქამდე და დღეს 30 კგ წვერა დავიჭირე...კამერა მქონდა და რო მეგონა კარგ კადრებს ვიღებდი თურმე ობიექტივის საცავი არ მომიხსნია და ისე გადამიღია გაშვება.. :karochera:

 

9abb8c7a2bc2.jpg

 

6a7e3f0ae1b6.jpg

 

547661e69059.jpg

 

dcbdfd1c53f9.jpg

 

c50e33fd1a46.jpg

 

690b0c4d4bbc.jpg

 

d25bb273168f.jpg

 

582088554ccf.jpg

 

1f8ba3c4fccb.jpg

 

ec630e2b2c85.jpg

 

2af5e84dfda5.jpg

 

7e360ecf4a0b.jpg

Link to post
Share on other sites

30 კილოს მეხუმრები შენ ?!! მაგარია არმენ :yes: თან ამ სიცივეში.გუშინ დამირეკა არმენამ თევზაობიდან მოსულმა,კარგა ხანს ვისაუბრეთ,ჰაერის ტემპერატურა სულ +3 ,+4 გრადუსი ყოფილა.საინტერესოა წყალი რამდენი გრადუსია :scratchchin: სეზონის დახურვაც ამას ქვია ძმო ! თან სულ დიდები.ასეა რა,სადაც ბუნებას იცავენ იქ კიდეც გასიამოვნებს ბუნება.თან არმენას ეს 30 კილო სულ გაუშვია :yes: ბარაქა და ხეირი არმენ.მაგარი საშობაო გასვლა გქონია ძმა! :*

Link to post
Share on other sites

გაიხარეთ ბიჭებო... ქევხო გემო კარგი აქვს,არ ჩამოუვარდება ჩვენსას,მაგრამ ფხა აქვს უამრავი,მინდოდა 1-2 ცალი წამომეღო,მაგრამ ყველა გაუშვი,საახალწლო საჩუქარი გაუკეთე :e025:

Link to post
Share on other sites

ერთ რამეს ვაკვირდები, როცა არმენი რეპორტს აკეთებს.

 

დააკვირდით წვერას, როგორი ჯანმრთელი შეხედულება აქვს.

 

თქვენი არ ვიცი და ეგ თევზები სულ ლურჯად მეჩვენება, შაბში, დაფნის ფოთოლში, დაუფქვავ შავ პილპილთან, ხორხოშინა მარილთან ერთად მოხარშულები, გაშლილი ხახალზე გასაშრობათ და დედას პურები თეთრ ღვინოსთან ერთად.

 

ბარაქა არმენ, მაგარი ფინალი ჩაგიტარებია.

Link to post
Share on other sites

ერთ რამეს ვაკვირდები, როცა არმენი რეპორტს აკეთებს.

.... ეგ თევზები სულ ლურჯად მეჩვენება, შაბში, დაფნის ფოთოლში, დაუფქვავ შავ პილპილთან, ხორხოშინა მარილთან ერთად მოხარშულები, გაშლილი ხახალზე გასაშრობათ და დედას პურები თეთრ ღვინოსთან ერთად....

 

 

ჩვენი კაი სასტავი (თითს არ გავიშვერ ვის ბუხართანაც ) და ერთი ორი დღე რომ არავინ შეგვაწუხოს საერთოდ !!!!! ( ტელეფონი არ დავინახო სუფრასთან !!!!!!!!!!!!) :d030: :d030: :d030:

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

საუცხოოდ გემრიელად წვავს ჩემი ბუხარი ყველაფერს :alfons:

ჩამოდით ერთად !ზოგმა ხარირემის ხორცი წამეიღეთ ზოგმა წვერა,ზოგმა ორაგული ,იხვიც იყოს,ბებერ მწყერსაც შევწვავთ და ზოგმაც ზუთხი,ზოგმა ქოთეღი ! ზოგმა იმღერეთ კაცო ვისაც გეხერხებათ ხოდა წალამი და კაი ღვინოს ქე დაგახვედრებთ . :*:d030:

Link to post
Share on other sites

საუცხოოდ გემრიელად წვავს ჩემი ბუხარი ყველაფერს :alfons:

ჩამოდით ერთად !ზოგმა ხარირემის ხორცი წამეიღეთ ზოგმა წვერა,ზოგმა ორაგული ,იხვიც იყოს,ბებერ მწყერსაც შევწვავთ და ზოგმაც ზუთხი,ზოგმა ქოთეღი ! ზოგმა იმღერეთ კაცო ვისაც გეხერხებათ ხოდა წალამი და კაი ღვინოს ქე დაგახვედრებთ . :*:d030:

გეხუტე ავთოოოოოოო !!!!!! ე სოკო ქე მოგსვლია კვახის ფოთოლივით და მაგასაც გავამთვარებთ :d030: :d030: რო იცოდეთ რაფერ მინდა ახლა თქვენთან შეხვედრა ჩემო ძმებო................ :(

Link to post
Share on other sites

salamandra

 

აქა ვაარ ტკბილი და მურაბა, თორემ რეალში მაგარი აუტანელი ვინმე ვარ.

 

ამ ბოლო დროს კიდევ, მეუღლემ სხვა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა, გამოიტანე კრედიტი, აიღე ბილეთები და წადი შენს ჩიტირეკია ძმაკაცებთანო. :d030:

 

ავთო

 

ავთანდილ!!!

 

რაც შენ დაწერე, მაგას "კანტროლკა" ჰქვია ჩვენს ენაზე ძმაო.

Link to post
Share on other sites

salamandra

 

აქა ვაარ ტკბილი და მურაბა, თორემ რეალში მაგარი აუტანელი ვინმე ვარ.

 

ამ ბოლო დროს კიდევ, მეუღლემ სხვა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა, გამოიტანე კრედიტი, აიღე ბილეთები და წადი შენს ჩიტირეკია ძმაკაცებთანო. :d030:

 

ავთო

 

ავთანდილ!!!

 

რაც შენ დაწერე, მაგას "კანტროლკა" ჰქვია ჩვენს ენაზე ძმაო.

ეს კაი ნასროლი იყო შეიძლება მარა ,,კანტროლკას,, ბუხართან განახებ. :friends::old:

Link to post
Share on other sites

salamandra

....ამ ბოლო დროს კიდევ, მეუღლემ სხვა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა, გამოიტანე კრედიტი, აიღე ბილეთები და წადი შენს ჩიტირეკია ძმაკაცებთანო...

 

:d030: ვართ ძმო !!! :d030: მეუღლეს დიდი მოკითხვა გიორგი ჩვენგან :91:

 

ღმერთო კაი ყურით გვისმინე და ქენი ისე რომ სულ ახლო მომავალში შევხვდეთ ერთმანეთს დასავლეთ-აღმოსავლეთ -სამხრეთ-ჩრდილოეთში მიმობნეული ძმები !!!

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

დღეს ერთ მდინარეზე ვიყავი,სადაც ადრე ხარიუსი დავიღირე,ქორჭილაზე ვიყავი მომზადებული,არაფრის დიდებით ვერ დავიჭირე ვერცერთი,მერე ვობლერი დავაყენე და ქაშაპის დაჭერა ვცადე,ვერც ქაშაპი ვერ მოვიტყუე,ბოლოს ერთ გატარებაზე უცხო თევზი დაჯდა,არვიცოდი რა სახეობა იყო,კოპლები ქონდა საქვირითოდ რომ აქვს კაპარჭინას ისეთი,ბოლოს ზურამ მითხრა რომ კუდმერცხალა იყო...უფრო ახალი ანკესის გატესტვა მინდოდა (სახელოსნოში გავამზადებინე ერთ ხელოსანთან) და იქედან საქაშაპე მდინარეზე გადავინაცვლე,რამოდენიმე ქაშაპი დავიჭირე,ჯოხმა ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა,ძალიან მსუბუქი და საოცრად მგრძნობიარე..სამწუხაროდ კამერა არ თან არ მქონდა... :(

 

 

 

a9c8612e2fad.jpg

 

acdb243d059d.jpg

 

e92c28f7faaa.jpg

 

cabceaf794e5.jpg

 

e6943e8b75b8.jpg

 

532882a62a6f.jpg

 

69d71919d0b2.jpg

 

1e9d2b1a4d59.jpg

 

385ee6a69126.jpg

 

350f26d0f216.jpg

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites

pescatore

 

 

ყოჩაღ არმენ!

 

 

საინტერესო თევზია, შარშან ავთომ და ზაზამაც დაიჭირეს სამეგრელოში(ავთომ მოინადირა წყალქვეშ ასე მახსოვს). სპინინგზე თუ მოდიოდა არ ვიცოდი.

 

არმენ, ახალ სპინინგს გილოცავ!!! წარმატებულ თევზაობაში !!!

 

 

:hi:

Link to post
Share on other sites

pescatore

 

 

რა ლამაზი მდინარეა, მდ აბაშას გავს ნაპირით და წყლის ფერით.

 

 

პ.ს. სპინინგს და პირველ კუდმერცხალასაც გილოცავ, ეგ ერთი და სხვა მრავალი :)

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...