Jump to content
Club-Monadire.Ge

ინტელექტუალური თემა...


Recommended Posts

  • Replies 672
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

გურო, მაგას ყველა ჭკვიანი კაცი იტყვის და ამ დალოცვილ დედამიწაზე კიდევ ბევრი დადის მსგავსი ტვინით. :friends:

Link to post
Share on other sites

გახსოვთ ალბათ ეს ფოტო-გამოცანა?

 

იქ ვეღარ გიპასუხეთ.

 

პასუხი არის ასეთი.

 

"ფრისბი"-ს თამაშობენ, ანუ პლასტმასის თეფშებით ისვრიან ამ მოწყობილობის მიმართულებით და მერე ვინც ჩააგდებს, პოზიციას იმყარებს, გადადის სხვა სამიზნეზე, დაახლოებით გოლფის პრინციპით ერთობიან.

 

ad1f9a5e1023.jpg

Link to post
Share on other sites

გახსოვთ ალბათ ეს ფოტო-გამოცანა?

 

იქ ვეღარ გიპასუხეთ.

 

პასუხი არის ასეთი.

 

"ფრისბი"-ს თამაშობენ, ანუ პლასტმასის თეფშებით ისვრიან ამ მოწყობილობის მიმართულებით და მერე ვინც ჩააგდებს, პოზიციას იმყარებს, გადადის სხვა სამიზნეზე, დაახლოებით გოლფის პრინციპით ერთობიან.

 

ad1f9a5e1023.jpg

 

 

ეს იმისთანა რთული კითხვა იყო გიო, რომ ახალი ფორუმის გაკეთება გახდა საჭირო. :e025:

Link to post
Share on other sites

ეს იმისთანა რთული კითხვა იყო გიო, რომ ახალი ფორუმის გაკეთება გახდა საჭირო. :haha:

:derisive::bubble::derisive: აუუუუუუუუუ რა ვიხახანე!!!

Link to post
Share on other sites

ცნობისათვის:

1)ჩვენს პლანეტაზე ყველაზე დიდი ყვავილია რაფლეზია(წარმოშობა აზია). მისი დიამეტრი 80-100 სმ-ს უტოლდება, ხოლო წონა 10 კგ-ს.

 

0fadb68002ab.jpg

 

 

2) ყველაზე დიდი ალმასი, რომელიც ოდესმე იყო ნაპოვნი დედამიწაზე შეადგენდა 3106 კარატს(!!!) დამუშავებამდე.

 

პ.ს. 1 კარატი=0,2 გრამს.

 

 

3)დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს 29კმ/ წამში სიჩქარით.

წელიწადის ზუსტი ხანგრძლივობაა 365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 45,51 წამი(ალბათ გასაგებია რატომ გადის 4 წელიწადში ერთჯერ 29 რიცხვით თებერვალი)

 

 

4)ადამიანის ორგანიზმში შემავალი წყალი 2 პერანგის გარეცხვას ეყოფა, რკინა ერთი ლურსმნის დამზადებას, სხვადასხვა შხამიანი ნივთიერებები კი, საკმარისია მხოლოდ ერთი რწყილის მოსაკლავად.

 

 

5)კაცობრიობის გაჩენის დროიდან, მეცნიერთა გამოთვლებით, დედამიწაზე დაახოებით 77 მილიარდი ადამიანი დაიბადა.

––––––––––––––––––––

ყველაზე მოკლე მდინარე მსოფლიოში არის მდინარე "რეპრუა" აფხაზეთში და მისი სიგრძე დაახლოებით 25 მეტრია

––––––––––––––––

 

ღამურას გულისცემა ზამთრის ძილის დროს წუთში 3–5 დარტყმაა, ხოლო მაქსიმალური დაძაბულობისას 880 წუთში.

–––––––––––––

ფრინველთა შორის ყველაზე სწრაფია ნამგალა: მისი ფრენის სიჩქარე 110კმ/სთ–ია.

–––––––––––

ჩიტი კოლიბრი ერთადერთი ჩიტია, რომელსაც შეუძლია ფრენა უკუმიმართულებით.

––––––––––

ადამიანის ნერვების საერთო სიგრძე 70კმ ყოფილა

––––––––––––

ქამელეონის ენა 2–ჯერ აღემატება მისი ხსეულის სიგრძეს

––––––––––––

სირაქლემას ტვინზე უფრო დიდი თვალი აქვს

––––––––––––

ბეღურას უფრო მეტი კისრის მალა აქვს, ვიდრე ჟირაფს.

–––––––––––

მესამე რაიხის ერთ–ერთი სახელმწიფო მოღვაწე ჰერბერტ ბაკე ბათუმში დაიბადა

––––––––––

ყველაზე პატარა რომის პაპი იყო 11 წლის.

–––––––––––

ყველაზე მაღალი სოფელი ევროპაში არის უშგული.

 

 

6) პოლიეთილენის ან მუყაოს(ლატუნშიც მასეა, მარა ვინ იცავს მაგ წესს?!) უხმარ მასრაში დატენილი ვაზნის შენახვის ვადა( შენახვის რეჟიმის დაცვით) 3 წელია; ხოლო თუ ვაზნა დატენილია უკვე ერთჯერ გამონაყენებ მასრაში, მაშინ შენახვის ვადა მცირდება 4-6 თვემდე. აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ გასროლის მერე გაწმენდა ჭირდება ჰილზას, თუ არ გაიწმინდა მასში დარჩენილი ნივთიერება შედის რეაქციაში წამალთან და მის ხარისხს აქვეითებს.

 

 

7) მსოფლიო სანადირო და სპორტული იარაღის თანამედროვე ბაზრის ბიუჯეტი შეადგენს 4 მილიარდ ევროს.

 

ამ იარაღისათვის განკუთვნილი ვაზნების იგივე მაჩვენებელია 1 მილიარდ ევრო.

 

 

8) ბარამბო ეწოდება ,,ფუტკრის ველს" სულხან-საბას განმარტებით.

 

 

9) მოძრავი ტყვიის ფოტოგრაფირება დღეს აღარავის უკვირს.

 

9b703ac003dc.jpg

 

 

1907 წელს დოქტორმა მაკ კორტეიმ(ინგლისი) დაამზადა აპარატი, რომელიც საშუალებას იძლეოდა გადაეღო სურათი ტყვიისათვის ტრაექტორიის ნებისმიერ წერტილში. ამ აპარატით შესაძლებელი იყო 700მ/წმ სიჩქარით მოძრავი ტყვიის აღბეჭდვა.

უფრო ნელი სიჩქარით მოძრავი ტყვია კი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს უკვე დააფიქსირეს ქაღალდზე. კერძოდ, 1886-1887 წლებში პროფესორმა რიგლერმა და დოქტორმა სოლჰერმა ოფენ-პეშტში(უნგრეთი) წარმატებით აღბეჭდეს მოძრავი ტყვია, რომელის ავსტრიული საბრძოლო კარაბინიდან იყო ნასროლი(ყალიბი 11მმ, საწყისი სიჩქარე 440მ/წმ, დენთი ბოლიანი).

 

 

10) ეს ამბავი შედარებით ძველი თაობის მონადირეებს ემახსოვრებათ.

 

კომუნისტების დროს მონკავშირის მაღაზიებში კუსტარულად ჩამოსხმული საფანტის გაყიდვა აკრძალული იყო(გეგმიური და სახელმწიფო საკუთრება იყო მაშინ ყველანაირი საამქრო და საწარმო). სამაგიეროდ იყიდებოდა ბრწყინვალე ე.წ. ,,მასკოვსკი" საფანტი, რომელსაც არც სტანდარტული სიმაგრე და არც გრაფიტი აკლდა. ფასი ისეთი ჰქონდა, ახლანდელთან შედარებით სასაცილოდ გამოიყურება...

1986 წლიდან სავაჭრო ქსელში დაუშვეს კუსტარული საფანტის გაყიდვა...

 

 

1986 წელს ჩერნობილის ატომურ სადგურზე აფეთქება მოხდა, იმდროისათვის სსრკ-ს საამქროებში და ფაბრიკებში არსებული ტყვიის მარაგები დაიხარჯა ჩერნობილის" დაკონსერვებაზე". საფანტის ჩამოსხმისათვის საჭირო რაოდენობის ტყვია იმ დროისთვის აღარ დარჩა. ხალხს დართეს ნება გაეყიდა კუსტარული საფანტი. ეს ნაწილობრივ მაინც შეავსებდა დანაკლისს .

Link to post
Share on other sites

ფრინველთა შორის ყველაზე სწრაფია ნამგალა: მისი ფრენის სიჩქარე 110კმ/სთ–ია.

 

მთლად სწორი არაა ეს.

 

გააჩნია რა კრიტერიუმებით განვსაზღვრავთ სისწრაფეს.

მაგალითად ყველაზე სწრაფ გადამფრენ ფრინველად გოჭაა (დუპელი) მიჩნეული. შეუძლია (დაკვირვებები ჩაატარეს) 3 დღეში 6800 კმ დაფარვა

პიკირების რეკორდცმენი შევარდენია რეკორდი 389 კმ/სთ.

მორბენალი ფრინველი სირაქლემაა 97 კმ/სთ ანვითარებს მოკლე დისტანციაზე.

ჰორიზონტალურად მფრინავი კი ნამგალაა

 

კარგი ვიდეოა

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • 2 weeks later...

ფოტო-გამოცანა.

 

ამ ორ თოფრაკს ერთად ჰყიდიან კომპლექტში, მეთევზეებისთვის და მონადირეებისთვის მისწრებაა.

თვალსაჩინოებისათვის სანთებელა დავუდე გვერდით და შიგთავსის სურათიც მოვაყოლე.

შეკითხვა:- როგორ და რაში უნდა გამოვიყენოთ ეს "პროდუქტი"?

 

/salamandra-ს პასუხი არ ჩაითვლება, უკვე ვისაუბრეთ ამის შესახებ. :yes: /

 

c1ed6803f856.jpg

 

b430757c7f3e.jpg

Link to post
Share on other sites

სანთებელა სპეციალურად დავუდე, სითბოსთანაა კავშირში, თანაც ორია.

 

ამის მეტი მინიშნება უკვე პასუხი იქნება.

Link to post
Share on other sites

ცეცხლის დასანთები არაოოოო.... :yes:

 

 

ალბათ ცეცხლი ეკიდება, როცა ორთავეს შიგთავსი აერევა ერთმანეთში(შეიძლება ნესტსაც არ იკიდებს, რომ ადვილად აალდეს), მსუბუქია, კომპაქტური და ადვილად სატარებელი. სანთებელა აანთებს და საწვავია ერთგვარი, რაზედაც ხელის გათბობა, მცირედი საჭმლის გათბობა-გაკეთებაა შესაძლებელი...

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...