laika 0 Posted January 20, 2012 Report Share Posted January 20, 2012 ლაბრადორ რეტრივერი (LABRADOR RETRIVER) წარმომავლობა. ლაბრადორ რეტრივერის სამშობლო ნიუფაუნდლენდია. 1800 წელს ინგლისელმა მეზღვაურებმა იგი დიდ ბრიტანეთში ჩამოიყვანეს. წავის მაგვარი კუდის მქონე ძაღლები დიდი ხნის მანძილზე ეხმარებოდნენ ადგილობრივ მეთევზეებს ნაპირზე ბადეს ამოთრევაში. ამბობენ, რომ ერთხელ, ერთ-ერთი მეთევზის ძაღლმა გაბერტყვისას გაწუწა გრაფი მამსბერი და მან წაიბურტყუნა სიტყვა “ლაბრადორი”. ასეთივე სახელით მან ეს ძაღლი მოიხსენია ინგლისში გაგზანილ წერილშიც. 1903 წელს ლაბრადორ-რეტრივერი აღიარა მეძაღლეობის ინგლისურმა კლუბმა დამოუკიდებელი ჯიშის სახით. ჯიშის აღწერა. ლაბრადორ-რეტრივერი ძლიერი და მჭიდრო აღნაგობისაა. სიმაღლე მინდაოში: 55-57 სმ. წონა: 24-36 კგ. ძუ უფრო პატარაა – 54-56 სმ მინდაოში. ამ ჯიშის თავი მოქცეულია გვერდით, თავის ქალა – ფართო მოცულობისაა, მაგრამ სქელი ლოყების გარეშე, ზოლები წმინდაა. გადასვლა მრგვალი შუბლიდან ცხვირის სწორი ზურგისკენ მდორეა, ცხვირის ბიბილო – სქელია, თანკბილვა – მაკრატელისებრი, თვალები – წაბლისფერი ან თაფლისფერი, არაჩვეულებრივი ჭკვიანური გამომეტყველებით. ყურები დაკიდებულია და განთავსებული თავის უკან. კისერი ძლიერია. ამ ძაღლებს კუდის განსაკუთრებული ფორმა აქვთ – “წავისებური კუდი” – საშუალო ზომის, საფუძველთან სქელი, თანდათანობით შევიწროებული ბოლოსკენ და მთელ სიგრძეზე დაფარული ლაბრადორისათვის დამახასიათებელი ოდნავ უხეში და ხშირი ბეწვით. ფეხები კარგად განვითარებული ძლიერი კუნთებითაა, თათები – მრგვალი, ბეწვი – მოკლე, ხშირი, ტალღოვანობისა და ანაძენძების გარეშე, გააჩნია ხშირი ქინქლი, რომელიც ფლობს წყალგაუმტარ თვისებებს. შეფერილობა: ყოველთვის ერთიანი, შავი, მოყავისფრო-შოკოლადისფერი, ყვითელი (ღია კრემისფერიდან მოწითალო-მოწითურომდე). აღვნიშნოთ, რომ, ამჟამად, მთელ მსოფლიოში პოპულარულია ყვითელი ელფერის მქონე ლაბრადორები. ხასიათი. ლაბრადორი – ერთ-ერთი ყველაზე დამჯერი და სანდო ძაღლია. იგი ძალზე ჭკვიანი და კეთილმოსურნეა, ადვილად ექვემდებარება წვრთნას. მთელ მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ინტელიგენტურ და დაჯილდოებულ ძაღლად. ალერსიანია ბავშვებთან, შრომისმოყვარეა, არაახირებული. ლაბრადორები ძალიან ფასობენ გამძღოლი ძაღლების სახით. გამოყენება. ლაბრადორი ფლობს შესანიშნავ ყნოსვას. მან მშვენივრად იცის, თუ რა სურს მისგან პატრონს ნადირობაზე. ეს ძაღლი განთქმულია, როგორც მონადირე წყლიან და ჭაობიან ადგილებში მობინადრე ნადირზე. თუმცა, ამჟამად, იგი ფართოდაა გავრცელებული კომპანიონი ძაღლის სახით. ლაბრადორი ჩინებული დარაჯია, შესანიშნავი ძიძა ბავშვებისათვის, იცის ოჯახის თითოეული წევრის გემოვნება და ყოველ მათგანთან ურთიერთობს თავისებურად. ამ ძაღლთან ერთად სეირნობები მხოლოდ სიამოვნების მომტანია. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted November 14, 2012 Report Share Posted November 14, 2012 (edited) ლაბრადორების მოყვარულთათვის: http://beatris.io.ua/album404723 http://www.valhaus.ru/galleries Edited November 14, 2012 by mamuka grigolia ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted July 31, 2013 Report Share Posted July 31, 2013 ჩვენთან თუ ყავთ ეს ჯიში სანადირო დანიშნულებით? ციტირება Link to post Share on other sites
აჩიკო 1 Posted July 31, 2013 Report Share Posted July 31, 2013 ჩვენთან თუ ყავთ ეს ჯიში სანადირო დანიშნულებით? ბათუმში ძალიან მცირე რაოდენობით არის მონადირე ლაბრადორები, ხოლო ფუნქცია დაკარგულები რამდენიც გინდა. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted July 31, 2013 Report Share Posted July 31, 2013 მე მინახია მეიხვე ლაბრადორები,მაგარი ჟინიანი და მომტანი ძაღლებია!!!! ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted July 31, 2013 Report Share Posted July 31, 2013 მაგ ჯიშს ნადირობის მხრივ კარგი რაც აქვს არის აპორტირება მე არ მეგულება ჯიში რომელიც ნადირობს და უკეთეს აპორტირებას აკეთებს ჩემ მეგობარს ყავს შავი ლაბრადორი. პროცენტი არ არსებობს რომ ჩამოგდებული ვერ იპოვოს და არ მოგიტანოს. თავად ნადირობის პროცესში დიდი დონდლო ვინმეა სიცხეში ვაფშე კვდება და 1-2 კილომეტრი თუ გაირბინა მერე სიარულზე გადადის და იქცევა ისე ვითომ ნადირობს აი თუ დაინახა რომ რამე ჩამოვარდა, ეგრევე ცოცხლდება და გარბის მოსატანად. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted July 31, 2013 Report Share Posted July 31, 2013 მეტი არც ევალება,აპორტირებაა მაგის ფუნქცია!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted July 31, 2013 Report Share Posted July 31, 2013 ალბათ იმიტომაც დაატარებდნენ ინგლისელები პოინტერთან ერთად, მოტანით შემოიფარგლებოდა. კარგი იქნება თუ ამ ჯიშის მუშა ძაღლები მომრავლდება ჩვენთან. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 31, 2013 Report Share Posted July 31, 2013 მაგ ჯიშს ნადირობის მხრივ კარგი რაც აქვს არის აპორტირება მე არ მეგულება ჯიში რომელიც ნადირობს და უკეთეს აპორტირებას აკეთებს ჩემ მეგობარს ყავს შავი ლაბრადორი. პროცენტი არ არსებობს რომ ჩამოგდებული ვერ იპოვოს და არ მოგიტანოს. თავად ნადირობის პროცესში დიდი დონდლო ვინმეა სიცხეში ვაფშე კვდება და 1-2 კილომეტრი თუ გაირბინა მერე სიარულზე გადადის და იქცევა ისე ვითომ ნადირობს აი თუ დაინახა რომ რამე ჩამოვარდა, ეგრევე ცოცხლდება და გარბის მოსატანად. ნაღდია რასაც სწერ. ზუსტად ეგეთი ძაღლია. შანსი არ არის წყალში ჩაგდებულ-ჩამოგდებული მიატოვოს, კრეისერივით არის, ძალიან ძლიერია, მიაწვება ჩქარ დინებას და მაინც გამოგიტანს. ჰო, როგორც მეძებარი, ვერ ქაჩავს მაგდენს, მაგრამ ადამიანები იყენებენ ამ ჯიშს ძირითადად საყოფაცხოვრებო მომსახურებისათვის. ძალიან ჭკვიანი და საზრიანი არსებაა. უმეტეს შემთხვევაში, ეგენი არიან აეროპორტების გამსვლელ პუნქტებზე და კიდევ, ბრმების პირველი მეგობრები ეგენი არიან. 7-8 წელს რომ გადასცილდებიან, მერე მაგარი ზარმაცები ხდებიან. ერთერთი ყველაზე პოპულარული ძაღლია შტატებში. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 მეტი არც ევალება,აპორტირებაა მაგის ფუნქცია!!!!! 1000%-იანი ხარ მამუ ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 ალბათ იმიტომაც დაატარებდნენ ინგლისელები პოინტერთან ერთად, მოტანით შემოიფარგლებოდა. კარგი იქნება თუ ამ ჯიშის მუშა ძაღლები მომრავლდება ჩვენთან. თორნიკე მაგის მუშაობა არ გაიშვას,ჩვენთან რაც არის აპორტირების უნარი ყველას აქვს. მართალი ხარ ვეფხო გეთანხმები ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 29, 2014 Report Share Posted April 29, 2014 ეს გამოვა რაც გამოვა, იხვების და ბატების რისხვა ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted April 30, 2014 Report Share Posted April 30, 2014 რა მაგარი ტიპია!!!!სიამოვნებით ვიყოლიებდი,კარგად დაყენებულ იხვმომტან ლაბრადორს,ჩამოგდებული იხვის მომძებნ-მომტანს,ყოველგვარი თვითშემოქმედების გარეშე!!!ეგეთები არიან კარგად დაყენებულები,მინახია მაგათი შრომა,მართალია მყავს მომტანი დრათჰაარები, მაგრამ დრათჰაარი სულ სხვაა,პარტნიორი ძაღლია, თავისი ინიციატივებითა და მისწრაფებებით,მონადირეა,ნანადირევის შემქმნელი და არა შემგროვებელი,დრათჰაარი პატრონთან ერთად, მონადირე ერთობლიობას ქმნის,თავის ულამაზეს ვარიანტში!!!!!ლაბრადორი დამხმარე ძაღლია,ნანდირობის ბოლო,გასროლის,ან გასროლების შემდგომი ფაზის დამგვირგვინებელი,ნანადირევის მომგროვებელი,მომბოჭავი!!!!არადა იხვზე მთელი ღამე ნადირობის დროს, შეუცვლელი ატრიბუტია,ვერ გავიხსენებ და არც ვეცდები, რამდენი იხვი დამიკარგია ბინდ-ბუნდში,ან კუნაპეტ ღამეში უძაღლობით,რამდენის ბუმბული შემრჩენია ხელში და ამ ძებნა-იმედგაცრუებაში რამდენი ზედ მომდგარისთვის ვერ მისვრია,არა კაცო,საჭირო ძაღლია ლაბრადორი,უდაოდ საჭირო!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 30, 2014 Report Share Posted April 30, 2014 ზუსტად თქვი მამუკა, როგორც ყოველთვის. ამ ვიდეოებსაც დავდებ. ესეც მაგარი ლაბრადორია, ჩემი მეგობრის. ამ დროს -7 იყო ჰაერის ტემპერატურა და წყალიც მაგარი ცივი, მაგრამ ლაბს ეტყობა რამე?! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 13, 2014 Report Share Posted September 13, 2014 კოდიაკს გამოაქვს ჩემი ჩამოგდებული იხვი. რა თქმა უნდა პატრონთან მიარბენინებს. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 25, 2015 Report Share Posted November 25, 2015 ძალიან მაგარი მწარმოებელი ჩემს რეგიონში. ყველა მონადირის ხაზია. ძირითადად შოკოლადისფერები. http://www.nadirlabrador.com/298331747 ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted December 14, 2015 Report Share Posted December 14, 2015 შეკითხვა ჯაბას,ასეთი ჯიში არსებობს ძმის გულო????? http://www.mymarket.ge/ka/product/view/8596241/ ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 14, 2015 Report Share Posted December 14, 2015 შეკითხვა ჯაბას,ასეთი ჯიში არსებობს ძმის გულო????? http://www.mymarket.ge/ka/product/view/8596241/ სანამ ჯაბა შემოვა მე გეტყვი: ახალი ჯიშია ეგ, მარტო მეფეებისათვის და პრინცებისათვის... ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted December 14, 2015 Report Share Posted December 14, 2015 mamuka grigolia სატელეფონო კარტაზე აღარ მაქვს საკმაო ანგარიში, თორემ დავურეკავდი მაგ კიტრს ახლავე. სათაური გლიჯავს: კარალევსკი დრათხარი. ოცდამეერთე საუკუნეა და ძალიან ბევრი სადღაც დამკაშია გასული. ზოგჯერ წარმოვიდგენ და ეგეთები უფრო ბედნიერად ცხოვრობენ. პ.ს. თუ არ გაყიდის მაგ ლეკვს, აგერ მე და აგერ თქვენ. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted December 14, 2015 Report Share Posted December 14, 2015 გაყიდის გიო.მასეთებს უფრო აქვთ ბედი. რაც შეეხება ჯიშს:კარალევსკი არა საიმპერატოროა ეგ ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.