გიორგი 46 Posted April 21, 2012 Report Share Posted April 21, 2012 ნახეთ 12-13 წლის ბავშვმა როგორ გადაარჩინა სკოლის ავტობუსში მყოფი თანატოლები და მძღოლი. მძღოლს ინფარქტმა დაარტყა, მაშინვე სწორად შეაფასა სიტუაცია, გამორთო გასაღები, გაასწორა საჭე, იმავდროულად ხელოვნური სუნთქვის მასაჟის გაკეთება დაუწყო, მოვიდა თუ არა "დამხმარე", მობილური აიღო და 911-ზე დარეკა. მეზობელ შტატში მოხდა ეს ამბავი, ორ დღე ჰედლაინებიდან არ ჩამოდიოდა ეს ვიდეო. http://www.youtube.com/watch?v=AhfpfkuyspI&feature=related /სხვა ვიდეოს იდება, გავარკვევ პრობლემას და აქვე მოგართმევთ მაგ ლინკს აუცილებლად./ ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted April 21, 2012 Report Share Posted April 21, 2012 :yes: ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 21, 2012 Report Share Posted April 21, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 21, 2012 Report Share Posted April 21, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 21, 2012 Report Share Posted April 21, 2012 ასეთი რამ გინახავთ? http://www.youtube.com/watch?v=BkKWApOAG2g ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 21, 2012 Report Share Posted April 21, 2012 ერთერთ ძველ წიგნში, რომელიც ფსიქოანალიზს ეხება, მოყვანილია შოპენჰაუერის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ადამიანის სული მჭიდრო კვანძია, რომლის გახსნაც შეუძლებელია. ზიგმუნდ ფროიდი პირველი მეცნიერია, რომელმაც ამ კვანძის გახსნა სცადა. ფსიქოანალიზი მკურნალობის მეთოდად ჩამოყალიბდა, მაგრამ მაშინვე ფსიქოლოგიური ფაქტების მიღების საშუალებად იქნა აღქმული და ფსიქოლოგიური სისტემის შექმნის საფუძვლად გადაიქცა. პაციენტების თავისუფალი ასოციაციების ანალიზმა ფროიდი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ზრდასრული პიროვნების ავადმყოფობები ბავშვობის განცდებზე დაიყვანება. ფროიდის მიხედვით ბავშვურ განცდებს სექსუალური ბუნება გააჩნიათ. ეს დედის ან მამის მიმართ სიყვარულის ან სიძულვილის გრძნობაა, ეჭვიანობაა ძმის ან დის მიმართ და ა.შ. ფროიდი თვლიდა, რომ ამგვარი გამოცდილება გაუცნობიერებელ გავლენას ახდენს მოზრდილი ადამიანის შემდგომ ქცევაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოანალიზის მეთოდი მოზრდილ ცდის პირებზე მუშავდებოდა და ბავშვების გამოკვლევისათვის მნიშვნელოვან სრულყოფას მოითხოვდა, ფროიდის მიერ მიღებული მონაცემები პიროვნების განვითარებაში ბავშვური გამოცდილების განმსაზღვრელ როლზე მიუთითებდნენ. გამოკვლევების ჩატარებისას ფროიდი განცვიფრებული იყო პაციენტების უუნარობით გაეგოთ თავიანთი მოგონებების, თავისუფალი ასოციაციებისა და სიზმრების მნიშვნელობა. იმას, რაც ნათელი იყო თავად ფროიდისათვის, პაციენტები კატეგორიულად უარყოფდნენ. პაციენტები ცხოვრობდნენ და ფიქრობდნენ კოორდინატთა ერთ სისტემაში, მაშინ როდესაც მათი ცხოვრების მეორე პლასტს – არაცნობიერის დონეს – მათი ქცევის უკიდურესად მნიშვნელოვან დეტერმინანტს, ისინი როგორც არარსებულს ისე უარყოფდნენ. მხოლოდ მრავალი ფსიქოანალიტიკური სეანსის შემდეგ ხვდებოდნენ პაციენტები იმის გაუცნობიერებელ მნიშვნელობას, რასაც ისინი ამბობდნენ და აკეთებდნენ. სწორედ ქცევის ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი, გაუცნობიერებელი დეტერმინანტები გახდა ფროიდის კვლევის საგანი. ფროიდის მიერ აღმოჩენილი ორი საწყისი – არაცნობიერი და სექსუალური – შეადგენენ ფსიქოანალიზის თეორიული საფუძვლის კონცეფციას. კვლევის საწყის ეტაპზე ფროიდი ფსიქიკურ ცხოვრებას არაცნობიერის, ცნობიერებამდელის და ცნობიერის სფეროებად ჰყოფდა. ის ქცევისთვის მოტივაციური ძალის მიმნიჭებელი ინსტიქტური მუხტის წყაროდ სექსუალური ენერგიით გაჯერებულ არაცნობიერს თვლიდა. ფროიდმა მას ..ლიბიდო” უწოდა. ეს სფერო საზოგადოების მიერ დაწესებული აკრძალვების გამო ცნობიერებისთვის დახურულია. ცნობიერებამდელ სფეროში ფსიქიკური განცდები და სახეებია თავმოყრილი, რომლებიც შემეცნების საგნებად ადვილად შეიძლება გადაიქცნენ. ცნობიერება პასიურად კი არ ასახავს არაცნობიერ სფეროში არსებულ პროცესებს, არამედ მუდმივი ანტაგონიზმის, სექსუალური ლტოლვის ჩახშობის აუცილებლობით გამოწვეული კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება მათთან. თავდაპირველად სწორედ ამ სქემით აიხსნებოდა ნევროტიკების ქცევის ანალიზის შედეგად მიღებული ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 21, 2012 Report Share Posted April 21, 2012 1920-იანი წლების ბოლოს, პროფესორი ილია ივანოვი ატარებდა ცდებს, ადამიანისა და შიმპანზეს შეჯვარებაზე, თუმცა რაიმე შედეგს ამ ჰიპოთეზაში ვერ მიაღწია. ცდები უნდა ჩატარებულიყო სოხუმის ზოოპარკში. გამოჩნდნენ ქალები, რომლებიც დათანხმდნენ დაფეხმძიმებულიყვნენ მაიმუნის სპერმისაგან, თუმცა ივანოვის დაპატიმრებამ 1930 წელს და მისმა სიკვდილმა ეს უნიკალური ექსპერიმენტი შეაჩერა. 1938 წლის ნიუ-ჯერსში მიმდინარეობდა რადიოდადგმის ტრანსლირება ჰერბერტ უელსის რომანის ” სამყაროთა ომები”-ს მიხედვით. 6 მილიონიანი ქალაქის მოსახლეობიდან, ერთმა მილიონს მართალი ეგონა ეს ამბავი, განსაკუთრებით იმის მერე, რაც პრეზიდენტმა გააკეთა მოწოდება სიმშვიდის შენარჩუნების თაობაზე. დაიწყო მასიური პანიკა. უამრავი ხალხი გამოცვივდა ქუჩებში. ათასობით ადამიანი ყვებოდა , რომ დაინახა მარსიანელების მფრინავი ხომალდი . უცნაურია, მაგრამ ხელისუფლებას 6 კვირა დასჭირდა იმისათვის, რათა დაერწმუნებინათ ადამიანები, რომ ეს სიმართლე არ იყო და თავდასხმა არ მომხდარა. 1812 წლის რუსეთ-საფრანგეთის დროს ხშირი იყო რუსი ოფიცრების მკვლელობა მათივე ჯარისკაცების მიერ, განსაკუთრებით ღამით. საქმე იმაშია რომ მაშინ მიღებული იყო, რომ მაღალი საზოგადოება და მათ შორის რუსი ოფიცრები საუბრობდნენ ფრანგულად და ამის გამო ჯარიკაცებს ისინი ფრანგებში ერეოდათ. ცნობილია ერთი ფაქტი, გამარჯვების შემდეგ ერთ–ერთი რუსი ოფიცერი გამოვარდა და იყვირა ფრანგულად – “დედაო რუსეთო, მე შენ მიყვახარ” – ამ დროს ერთმა “მუჟიკმა” ჯარისკაცმა არც აცია და არც აცხელა, ესროლა და იქვე გააგორა აჟიტირებული საწყალი ოფიცერი. ცნობილია, რომ ჩერჩილს უყვარდა სომხური კონიაკი და ყოველდღიურად მიირთმევდა 50% -იან “დვინს”. თუმცა ერთ დღეს მან შეატყო , რომ კონიაკს გემო შეცვლილი ჰქონდა. მან სტალინთან გამოთქვა თავისი უკმაყოფილება. აღმოჩნდა, რომ კაცი ვინც ამზადებდა ამ კონიაკს (მარგარ სედრაკიანი) გადაუსახლებიათ ციმბირში. ის სასწრაფოდ დააბრუნეს, აღადგინეს პარტიაში. ჩერჩილმა კი ისევ მიიღო თავისი საყვარელი კონიაკი. სადრაკიანს მიანიჭეს სოციალისტური შრომის გმირის წოდება. მაშინ როცა საბჭოთა კავშირში შეიქმნა ავტომნქანა “პობედა”, აპირებდნენ მისთვის “როდინა”- სამშობლო დაერქმიათ, როცა ეს სტალინს უთხრეს მან კითხვა დასვა: “და რა ეღირება სამშობლო?” ამის შემდეგ გადაწყდა, რომ სახელი შეეცვალათ და ასე ეწოდა ავტომნქანას “პობედა”- გამარჯვება. კელტებს ისე სჯეროდათ მიწისქვეშა ცხოვრების, რომ შეეძლოთ ესეხებინათ ფული იმ პირობით , რომ დაუბუნებდით მას “სხვა სამყაროში”. 1918-1919 ლებში, ნიუ-არლეანში ხალხს შიშის ზარს სცემდა მანიაკი, სერიული მკვლელი-მეტსახელად “ხისმჭრელი”. მას ასე იმიტომ უწოდეს, რომ ის მსხვერპლს კლავდა მხოლოდ ნაჯახით. უცნაური თითქოს არაფერია ამაში, მაგრამ არის ერთი ფაქტი, მკვლელი წინასწარ აგზვნიდა წერილს ქალაქის გაზეთის რედაქციებში, სადაც იუწყებოდა რომ ის მკვლელობას ჩაიდენდა შუაღამეს, როცა გადაცილდება 15 წუთი და ხელს არ ახლებს იმას ვინც ამ დროს უსმენს ჯაზს. ამ დროისთვის ყველა გასართობი დაწესებულება გადავსებული იყო და ჯაზს უკრავდნენ პირდაპირ ქუჩაშიც კი. ყურები გვჭირდება არამარტო იმისათვის, რომ გავიგონოთ, არმედ ყურში არის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე , რომ დავიჭიროთ წონასწორობა. ცნობილი ფრაზა, რომელსაც ასე შეჩვეული ვართ -”ეს ელემენტარულია უოტსონ” კონან დოილის ორიგინალში არც ერთხელ არ გვხვდება. წყარო: http://ucnauri.com/197020/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-61/ ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 21, 2012 Report Share Posted April 21, 2012 ბიბლია პირველი წიგნია რომელიც დაიბეჭდა საბეჭდ მანქანაზე. * მუსლიმანები, ქრისტიანებისგან განსხვავებით, არასოდეს წვავდნენ დამნაშავეს კოცონზე, რადგან ყურანში წერია: ”ცეცხლით დასჯის უფლება მხოლოდ ალაჰს აქვს”. * კაცობრიობის გაჩენის დროიდან, მეცნიერთა გამოთვლებით, დედამიწაზე დაახლოებით 77 მილიარდი ადამიანი დაიბადა. * I მსოფლიო ომი პირველი ომი იყო, რომლის გამოცხადებაც დეპეშით მოხდა. * ყველაზე მაღალი სოფელი ევროპაში არის უშგული. * ყველაზე მოკლე მდინარე მსოფლიოში არის “როე”, მონტანას შტატში, მისი სიგრძეა 61 მეტრი. * მსოფლიოს 109 ყველაზე მაღალი მთა განლაგებულია მხოლოდ ჰიმალაისა და ყარაყორუმზე. * ღამურას გულისცემა ზამთრის ძილის დროს წუთში 3-5 დარტყმაა, ხოლო მაქსიმალური დაძაბულობისას 880 წუთში. * ფრინველთა შორის ყველაზე სწრაფია ნამგალა: მისი ფრენის სიჩქარე 110კმ/სთ-ია. * ჩიტი კოლიბრი – ერთადერთი ჩიტია, რომელსაც შეუძლია ფრენა უკუმიმართულებით. * რწყილის ნახტომის სიგრძე თავად რწყილის სიგრძეზე 200-ჯერ მეტია. * ადამიანის ნერვების სიგრძე 70 კილომეტრი ყოფილა. * სპილო ერთადერთი ძუძუმწოვარია, რომელიც ვერ ხტუნავს. * ქამელეონის ენა 2-ჯერ აღემატება მისი სხეულის სიგრძეს. * ერთადერთი ცხოველი, რომელიც ბიბლიაში არ არის ნახსენები, კატაა. * დაახლოვებით 10 000 ჩიტი, ყოველ წელს იღუპება ფანჯრის მინასთან შეჯახების გამო. * მსოფლიოში მოსახლეობის 10% ცაციაა. * ინგლისურ ენაზე წარმოთქმულ არცერთ რიცხვში (ციფრში) არ გვხდევა ასო-ბგერა C. * 111111111 X 111111111 = 12345678987654321 * პარაშუტი გამოიგონა ლეონარდო და ვინჩმა 1515 წელს. * მარკ ტვეინს არ დაუმთავრებია საშუალო სკოლა. * ყველაზე ახალგაზრდა რომის პაპი იყო 11 წლის. * ყველაზე მეტი როლს-როისი დადის ჰონგ კონგში. * კოკა-კოლა თავიდან იყო მწვანე. * სტატისტიკურად ადამიანს ობობის უფრო მეტად ეშინია, ვიდრე სიკვდილის. * სირაქლემას ტვინზე უფრო დიდი თვალი აქვს. * ბეღურას უფრო მეტი კისრის მალა აქვს, ვიდრე ჟირაფს. * ადამიანის თმა და ფრჩხილები გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობენ ზრდას. * ეიფელის კოშკის მწვერვალამდე 1,792 საფეხურია. * ტიტანიკის აშენება $7 მილიონი დაჯდა და მასზე ფილმის გადაღება $200 მილიონი. * ტიტანიკი იყო პირეველი ხომალდი, რომელმაც გამოიყენა SOS სიგნალი. * ვიოლინო შედგება 70 სხვადასხვა ნაწილისაგან. * პრინცები ვილიამი და ჩარლზი არასდროს დაფრინავენ ერთი თვითმფრინავით. უბედური შემთხვევისას სამეფომ ორივე მემკვიდრე რომ არ დაკარგოს. * სამი ყველაზე ძვირად ღირებული სავაჭრო მარკა – Marllboro, Coca-Cola, Budweiser. * მერსედეს-ბენცის დევიზია ”Das Beste oder Nichts” რაც ნიშნავს “საუკეთესო ან არაფერი”. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 22, 2012 Report Share Posted April 22, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted April 22, 2012 Report Share Posted April 22, 2012 ადამიანის თმა და ფრჩხილები გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობენ ზრდას. ეს არაა მართალი ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted April 22, 2012 Report Share Posted April 22, 2012 ეს არაა მართალი გარკვეული ზომით და გარკვეული დროის მანძილზე გამორიცხული არაა ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 22, 2012 Report Share Posted April 22, 2012 გარკვეული ზომით და გარკვეული დროის მანძილზე გამორიცხული არაა არ იზრდება აჩო. გარდაცვალების შემდეგ ადამიანის კუნთოვანი ქოვილები იკლებს და თმები ან ფრჩხილები ამ დროს უფრო გამოკვეთილად ჩნდება. ამის გამოა ეს მითი რომ არსებობს. ციტირება Link to post Share on other sites
აჩიკო 1 Posted April 22, 2012 Report Share Posted April 22, 2012 * ფრინველთა შორის ყველაზე სწრაფია ნამგალა: მისი ფრენის სიჩქარე 110კმ/სთ-ია. არც ესაა მართალი ყველაზე სწრაფი ფრინველია შავარდენი საპსანი, მსხვერპლზე შეტევისას 300 კმ/სთ-ზე მეტ სიჩქარეს ავითარებს. პ.ს. დათო დაგვბრიდავს ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 24, 2012 Report Share Posted April 24, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 24, 2012 Report Share Posted April 24, 2012 paraskeva საოცრებაა დედა ბუნება. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted April 24, 2012 Report Share Posted April 24, 2012 ადამიანები ვაჩანაგებთ ყველაფერს, თორემ სხვა ბუნებას ვერაფერს დააკლებდა ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 24, 2012 Report Share Posted April 24, 2012 ბეღურას უფრო მეტი კისრის მალა აქვს, ვიდრე ჟირაფს. არც ესაა მართალი!ბეღურასაც და ჟირაფსაც ორივეს კისრის მიდამოში აქვს 7 მალა ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted April 24, 2012 Report Share Posted April 24, 2012 გალინა - ბრეჟნევის ქალიშვილი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 24, 2012 Report Share Posted April 24, 2012 სტალინის ბუნკერი მოგითხრობთ სტალინის ბუნკერის შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში სამარაში(ქალაქი რუსეთში) ,,N1 ობიექტი" გახლდათ. ამ ობიექტს საიდუმლოს სტატუსი მხოლოდ 1990 წელს მოეხსნა. მისი აშენების ისტორიას 2 ვერსია აქვს: 1) მშენებლობა 30-იან წლებში დაიწყო 2)დოკუმენტალურად მშენებლობა 1941 წელს დაიწყეს, როცა გერმანელები მოსკოვს მიუახლოვდნენ. მოსკოვის დაცემის შემთხვევაში დედაქალაქი კუიბიშევი(დღევანდელი სამარა) გახდებოდა, სადაც საბჭოეთის მმართველი ელიტა და საელჩოები განთავსდებოდა. ბუნკერი დასრულდა 1942 წლის თებერვალში, მას მკაცრი გასაიდუმლოების პირობებში აშენებდა 800 ინჟინერი და 3000 მუშა, რომლებიც სამ ცვლად მუშაობდნენ შესვენების გარეშე. მუშები საერთოდ არ ამოდიოდნენ მიწის ზედაპირზე_ კვება, ძილი და ა.შ. ყველაფერი მიწისქვეშეთში ხდებოდა. ბუნკერის მშენებლობის დროს კუიბიშევში ჩარხმშენებელი ქარხნის რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა და ,,ობიექტი N1"-ის მშენებლობისას წარმოქმნილი 25 000 კუბური მეტრი გრუნტის გატანა ღამით, ფაქტიურად არანაირ ყურადღებას არ იქცევდა... კონტროლს ბუნკერის მშენებლობაზე თავად ლავრენტი ბერია ახდენდა. იმ დროისათვის ასეთი დონის ბუნკერი მსოფიოში არ იყო. მაგალითად, ჰიტლერის ბუნკერი ბერლინში 16 მეტრის სიღრმეზე მდებარეობდა, ხოლო სტალინისა კი 37 მეტრზე(12-13 სართულიანი სახლის სიმაღლე). ჩერჩილის ბუნკერი ლონდონში ორი სართულის სიღრმისა გახლდათ და უძლებდა 50 კილოგრამიან ავიაბომბს. სტალინის ბუნკერს შეეძლო გაეძლო იმ დროის ყველაზე მძიმე, 2000 კილოგრამიანი, ბომბისათვის და დაეცვა იქ მყოფნი. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ახლო-მახლოში ბირთვული აფეთქებაც რომ მომხდარიყო, ბუნკერი უვნებელი დარჩებოდა. მთავარსარდლის ოთახი ასკეტიზმითაა გაჟღენთილი_ მომცრო ტახტი, სკამები, მაგიდა მწვანე მაუდის საფარით, ტელეფონი... კაბინეტის 6 კარებიდან 4 ფალსიფიცირებულია(მათ უკან რკინაბეტონის კედელია). მთლიანად ბუნკერი გათვლილია 115 ადამიანზე, თუმცა ჩაკეტილი ციკლით საცხოვრებლად იტევს 600 კაცს. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 27, 2012 Report Share Posted April 27, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 27, 2012 Report Share Posted April 27, 2012 არ არის გამორიცხული, რომ ეს ბავშვი დედამისმა წყალში გააჩინა. და ყველაზე მთავარი, შიში არა აქვს. ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted April 27, 2012 Report Share Posted April 27, 2012 აუუუუუუუ რა მაგარი კაცია!! :yes: :haha: ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 27, 2012 Report Share Posted April 27, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
giorgi 2 Posted April 28, 2012 Report Share Posted April 28, 2012 დღეს ვნახე ეს რაგაც და კაი რეკლამა გავუკეთე დრათჰაარს :haha: http://w.hero2012.ru/?hero=ad7a4c8c935ecfe9 ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 28, 2012 Report Share Posted April 28, 2012 დღეს მართლა საინტერესო აღმოჩენა გავაკეთეთ მე და ჩემმა ბიძაშვილმა. ჩვენი აღმოჩენა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა რომ იმერეთის ტერიტორია ზღვით იყო დაფარული . კირქვაში გაქვავებული ნიჟარა ვიპოვეთ,სულ ახალი მოტეხილია ძირეულ ქვაზე,კლდის ნატეხია რა. ჩემი დათუნიას წყალობით აგერ ფოტოებიც.ქვა წამოვიღეთ რათქმა უნდა. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.