paraskeva 30 Posted June 15, 2012 Report Share Posted June 15, 2012 რა საზიზღობაა!!! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 16, 2012 Report Share Posted June 16, 2012 ეს ვინ ჩაიდინა?!!! ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted June 16, 2012 Report Share Posted June 16, 2012 paraskeva იმ ერთი რქისთვის კლავენ ამ საცოდავ არსებებს ,მოაჭრიან და ტოვებენ .ვიღაც დამპალს რომ სუვენირი ქონდეს სახლში ამისათვის ამოდენა ვანდალიზმს ჩადიან :( ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted June 16, 2012 Report Share Posted June 16, 2012 აუ რა საშინელებაა ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted June 16, 2012 Report Share Posted June 16, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 17, 2012 Report Share Posted June 17, 2012 ხევსურები 1 მსოფლიო ომის ხანებში. სავარაუდოდ ესენი არიან რუსეთ– იაპონიის ომში რომ მონაწილეობდნენ. მათი ამბავი ლეგენდად იქცა. იაპონელი პოლკოვნიკი ნაკამურა ჰარაგუჩი მემუარებში წერს: კოშკის ბოლო სართულზე ჩემი ჯარისკაცები ჩასაფრებულ მეციხოვნეებს გადააწყდნენ და ფიცხელი ბრძოლა გაუმართეს. მე თვითონ ფარიკაობის ტრფიალად ვთვლიდი თავს და ბევრი ოსტატის ტექნიკას კარგად ვიცნობ , მაგრამ ისეთი ილეთები, როგორსაც ის მეციხოვნეები იყენებდნენ , არსად მენახა: ისინი იბრძოდნენ დინჯად, ყურადღებით ადევნებდნენ თვალს მოწინააღმდეგეებს და თანაც ყველა ხელსაყრელ მომენტს იყენებდნენ, რათა ამ უკანასკნელებისთვის სასიკვდილო დარტყმები მიეყენებინათ....... ისინი ნამდვილი ვაჟკაცები იყვნენ...და დღესაც კი როცა ამ სიტყვებს ვწერ, სევდა მიპყრობს, რომ ბედმა მათთან მტრობა მარგუნა და არა მეგობრობა. მერე ისიც გავიგე, რომ ეს საოცარი მეომრები კავკასიიდან იყვნენ. (შოთა არაბული) ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 17, 2012 Report Share Posted June 17, 2012 ნეტავ არ წამეკითხა, "ეკლიანი ბურთი" გამეჩხირა ყელში. :karochera: ვის ომში აღარ გვიბრძოლია და ვბრძოლობთ ეხლაც. ეჰ, ძალიან მწარე ბედი გვარგუნა განგებამ, ვერცა ვმრავლდებით და ქვეყანაც გვიპატარავდება. ციტირება Link to post Share on other sites
maxo06 6 Posted June 17, 2012 Report Share Posted June 17, 2012 ასევე მსმენია ისტორია შორეულ აღმოსავლეთში მეფის რუსეთის დროს გადასახლებულ 3 თუ 4 ხევსურზე,რომლებმაც თავიანთი წესრიგი დაამყარეს იმ ოლქში და ბოლოს მათ დასახოცად 20 სამურაი დაუქირავებიათ ადგილობრივებს,ისინი დაიხოცნენ მაგრამ სამურაისაც არ დასდგომიათ კარგი დღე--5-ნი გადარჩენილან დაახლოებით. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 17, 2012 Report Share Posted June 17, 2012 მოგიყვებით ერთ საინტერესო ისტორიას. ჩემი სიძის დიდი ბებია და ბაბუა კასპის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ყოფილან ცნობილი მკურნალები. ძალიან ბევრ დაავადებას კურნავდნენ თურმე. მათ შორის განგრენას და რამდენად დაუჯერებლად შეიძლება მოგეჩვენოთ--ცოფსაც კი. ( ცოფი არ იკურნება) მათი ერთ-ერთი შვილი 1 მსოფლიო ომში იბრძოდა და ტყვედ ჩავარდა თურმე. აქ, კი ამ დროს, კასპში ვიღაც ცნობილი ავსტრიელი ბიზნესმენი ყოფილა ჩამოსული და ფეხი მოუტეხავს. მიუყვანიათ იმ ოჯახში და რამდენიმე ხნით ეს კაცი იმ ოჯახში დარჩენილა სრულ განკურნებამდე. ომის დროს თურმე ცნობილი მეწარმეები და ფაბრიკანტები ტყვეებს ყიდულობდნენ და უფასო მუშებათ მიყავდათ. ერთ მშვენიერ დღეს ეს ჩვენი ტყვეთ ჩავარდნილი კასპელი და და სხვა ტყვეები დაამწკრივეს გასაყიდად. ჩამოიარა ერთმა ბიზნესმენმა და ყველას ინფომაციას იგებდა. მიუახლოვდა ამ ჩვენს ტყვეს და გამოკითხა თუ საიდან იყო. --საქართველოდანო!-- რომელი კუთხიდანო -დაინტერესებულა მილიონერი. --კასპიდანო. მოკლედ ასე კითხვა კითხვით მიხვდა ვინც იყო, წაიყვანა მასთან და აცხოვრამ,ასვა და აჭამა. შვილმა თავის მშობლებს წერილი გამოუგზავნა--თქვენმა დანთებულმა სანთელმა , აქ გამინათა გზაო. <3 მხოლოდ ერთმა მათმა შვილმა თუ ახლობელმა ისწავლა ამ მოხუცების საქმე და ტრავმატოლოგიურში დაუწყია ექთნად მუშაობა. იქ მიუყვანიათ ძალიან ლამაზი გამცილებელი, რომელიჩ ჩავარდნილა ვაგონებს შორის. ფეხი დაზიანებია ისე, რომ გაგრენა დაწყებია. მოკლედ, ამ გოგოს ფეხის მოსაკვეთად ამზადებდბნენ. ამ ექთანს ეს გოგო ჩუმად წაუყვანია სახლში და უმკურნალებია და ერთვი თვის მერე ეს გოგო თავისი ფეხით მისულა ქირურქთან. გულდაწყვეტით მინდა ვთქვა, რომ არავინ არ გააგრძელა ეს უნიკალური საქმე. ჰქონდათ ჩანაწერებიც, მოვიკითხე მომეცით მეთქი და საერთოდ მიმოუფანტიად. მოკლედ ჩანაწერებიც დაიკარგა. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 17, 2012 Report Share Posted June 17, 2012 ცეცხლსასროლი იარაღის მთელი არსენალი უპოვეს ამერიკელმა პოლიციელებმა ჩვეულებრივ პენსიონერს ქალაქ სპოკეინში. 65 წლის პენსიონერი რონალდ სტრუვე არასოდეს შემჩნეულა აგრესუილ ქმედებებში. მან მოახერხა არალეგალურად ეყიდა და შეეზიდა სახლში: 37 ტყვიამფრქვევი(მათ შორის M-14s და M-16s), ორი ყუმბარმტყორცნი, 114 ყუმბარა, რამდენიმე კილოგრამი პლასტიკური ნაღმი და ათასობით ვაზნა. ეს არსენალი რეკორდული გახდა, რომელიც აღმოუჩინეს იმ სამოქალაქო პირს, ვინაც არაა დაკავშირებული კრიმინალებთან ან ტერორისტებთან. სამართალდამცავების ყურადღება სტრუვემ მას შემდეგ მიიქცია, რაც გაყიდა საკუთარი ავტოფარეხი და იქ ახალ მფლობელს დახვდა რამდენიმე ყუთი ვაზნა და რვა ტყვიამფრქვევი(ეხ სკლეროზს რა ვუთხრა, თორე პენსიონერი ახლაც მის თოფებ მოეფერებოდა ალბათ ). სამართალდამცავები იკვლევენ რისთვის ჭირდებოდა სტრუვეს ასეთი არსენალი პ.ს. გიო ხომ არ გეცნობა ასეთი სიტუაცია?! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 17, 2012 Report Share Posted June 17, 2012 ათიანში მოარტყი გურულო. გუშინ შემიყვანა ჩემმა მეზობელმა თავის საცავში, შეპირებული იყო ახალი თოფი ეჩვენებინა, იმის პირობაც ჰქონდა მოცემული, რომ სურათებს გადამაღებინებდა, მაგრამ გადასთქვა. მოკლედ, 40-მდე სხვადასხვა იარაღი აქვს, აქედან შვიდ ხრახნილლულიანზე სვაროვსკის ოპტიკა უყენია. :karochera: ვერ გამოვდიოდი, პრინციპში გამომაგდო ბოლოს რა. აქ ვისაც ახლო ვიცნობ, ყველას აქვს 2-3 საბრაგუნო სახლში. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 17, 2012 Report Share Posted June 17, 2012 მოგიყვებით ერთ საინტერესო ისტორიას. ჩემი სიძის დიდი ბებია და ბაბუა კასპის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ყოფილან ცნობილი მკურნალები. ძალიან ბევრ დაავადებას კურნავდნენ თურმე. მათ შორის განგრენას და რამდენად დაუჯერებლად შეიძლება მოგეჩვენოთ--ცოფსაც კი. ( ცოფი არ იკურნება) მათი ერთ-ერთი შვილი 1 მსოფლიო ომში იბრძოდა და ტყვედ ჩავარდა თურმე. აქ, კი ამ დროს, კასპში ვიღაც ცნობილი ავსტრიელი ბიზნესმენი ყოფილა ჩამოსული და ფეხი მოუტეხავს. მიუყვანიათ იმ ოჯახში და რამდენიმე ხნით ეს კაცი იმ ოჯახში დარჩენილა სრულ განკურნებამდე. ომის დროს თურმე ცნობილი მეწარმეები და ფაბრიკანტები ტყვეებს ყიდულობდნენ და უფასო მუშებათ მიყავდათ. ერთ მშვენიერ დღეს ეს ჩვენი ტყვეთ ჩავარდნილი კასპელი და და სხვა ტყვეები დაამწკრივეს გასაყიდად. ჩამოიარა ერთმა ბიზნესმენმა და ყველას ინფომაციას იგებდა. მიუახლოვდა ამ ჩვენს ტყვეს და გამოკითხა თუ საიდან იყო. --საქართველოდანო!-- რომელი კუთხიდანო -დაინტერესებულა მილიონერი. --კასპიდანო. მოკლედ ასე კითხვა კითხვით მიხვდა ვინც იყო, წაიყვანა მასთან და აცხოვრამ,ასვა და აჭამა. შვილმა თავის მშობლებს წერილი გამოუგზავნა--თქვენმა დანთებულმა სანთელმა , აქ გამინათა გზაო. <3 მხოლოდ ერთმა მათმა შვილმა თუ ახლობელმა ისწავლა ამ მოხუცების საქმე და ტრავმატოლოგიურში დაუწყია ექთნად მუშაობა. იქ მიუყვანიათ ძალიან ლამაზი გამცილებელი, რომელიჩ ჩავარდნილა ვაგონებს შორის. ფეხი დაზიანებია ისე, რომ გაგრენა დაწყებია. მოკლედ, ამ გოგოს ფეხის მოსაკვეთად ამზადებდბნენ. ამ ექთანს ეს გოგო ჩუმად წაუყვანია სახლში და უმკურნალებია და ერთვი თვის მერე ეს გოგო თავისი ფეხით მისულა ქირურქთან. გულდაწყვეტით მინდა ვთქვა, რომ არავინ არ გააგრძელა ეს უნიკალური საქმე. ჰქონდათ ჩანაწერებიც, მოვიკითხე მომეცით მეთქი და საერთოდ მიმოუფანტიად. მოკლედ ჩანაწერებიც დაიკარგა. ეს რად არ წაიკითხეთ? რათა, რათა, რათა? ჰაააა? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 17, 2012 Report Share Posted June 17, 2012 არის აქ ხალხი ეკატერინე, რომლებიც ყველაფერს კითხულობენ, მაგრამ თავს იკავებენ კომენტარისაგან. რა უნდა დამეწერა მაგ წერილის შემდეგ? მეკითხა, რატომ არ გააგრძელეთ ტრადიციათქო? ხომ ჩაგაყენე ეხლა უხერხულ მდგომარეობაში, რაც ნამდვილად არ მინდოდა? ამიტომაც არ დაწერეს არაფერი, სხვა ხალხია ეს მონადირეები, ბევრს ფიქრობენ და ბევრი აქვთ ნაფიქრი ადრეც. გთხოვ საწყენად არ მიიღო. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 17, 2012 Report Share Posted June 17, 2012 არის აქ ხალხი ეკატერინე, რომლებიც ყველაფერს კითხულობენ, მაგრამ თავს იკავებენ კომენტარისაგან. რა უნდა დამეწერა მაგ წერილის შემდეგ? მეკითხა, რატომ არ გააგრძელეთ ტრადიციათქო? ხომ ჩაგაყენე ეხლა უხერხულ მდგომარეობაში, რაც ნამდვილად არ მინდოდა? ამიტომაც არ დაწერეს არაფერი, სხვა ხალხია ეს მონადირეები, ბევრს ფიქრობენ და ბევრი აქვთ ნაფიქრი ადრეც. გთხოვ საწყენად არ მიიღო. :unsure: ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted June 17, 2012 Report Share Posted June 17, 2012 კი წავიკითხეთ ეკა . მსგავსი მკურნალები ჩემი წინაპრებიც იყვნენ. დღესაც გვაქვს შემონახული დანაყოფებიანი ხის საწამლე ყუთი რომელშიც სხვადასხვა ფორმის და ზომის გამხმარი ნაღვლის ბუშტებია.3-4 -ის გარკვევა შევძელით რა ცხოველისაა.დანარჩენი კი მარტო იმათმა იცოდნენ ვინც იყენებდა.ჩვენ რაც დავადგინეთ ის კი ვიცით მაგრამნ რას რა დოზით უხდებოდა არავინ დარჩა ამის მთქმელი. იყო უამრავი პატარა ქილები სხვადასხვა ცხოველების ქონით და ბალახეულის შესანახი ყუთები . სამწუხაროდ იმ მკურნალების შვილებმა დიდ უნივერსიტეტებს მიაშურეს და უნიკალური ქართული ხალხური მედიცინა ყურადღების მიღმა დასტოვეს. ეხლაც ნანობს ბიძაჩემი და ამბობს ის მესწავლა ნეტა და საერთოდ არ გამეხედა სხვა სასწავლებლისაკენო. რას იზამ ასეა ჩვენი წარსული.ვინ იცის რამდენი სიბრძნე და სიკეთეა ჩასული მიწაში რომელიც ჩვენ გაგონილიც არ გვაქვს . :( ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 18, 2012 Report Share Posted June 18, 2012 კი წავიკითხეთ ეკა . მსგავსი მკურნალები ჩემი წინაპრებიც იყვნენ. დღესაც გვაქვს შემონახული დანაყოფებიანი ხის საწამლე ყუთი რომელშიც სხვადასხვა ფორმის და ზომის გამხმარი ნაღვლის ბუშტებია.3-4 -ის გარკვევა შევძელით რა ცხოველისაა.დანარჩენი კი მარტო იმათმა იცოდნენ ვინც იყენებდა.ჩვენ რაც დავადგინეთ ის კი ვიცით მაგრამნ რას რა დოზით უხდებოდა არავინ დარჩა ამის მთქმელი. იყო უამრავი პატარა ქილები სხვადასხვა ცხოველების ქონით და ბალახეულის შესანახი ყუთები . სამწუხაროდ იმ მკურნალების შვილებმა დიდ უნივერსიტეტებს მიაშურეს და უნიკალური ქართული ხალხური მედიცინა ყურადღების მიღმა დასტოვეს. ეხლაც ნანობს ბიძაჩემი და ამბობს ის მესწავლა ნეტა და საერთოდ არ გამეხედა სხვა სასწავლებლისაკენო. რას იზამ ასეა ჩვენი წარსული.ვინ იცის რამდენი სიბრძნე და სიკეთეა ჩასული მიწაში რომელიც ჩვენ გაგონილიც არ გვაქვს . :( ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 18, 2012 Report Share Posted June 18, 2012 ვინმე ხვდება ამას როგორ აკეთებს? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 18, 2012 Report Share Posted June 18, 2012 არის ბევრი რამ, რაც არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება "იქ", არ ვეკარები, მაგრამ ზოგჯერ მიწევს შეხება. ეს კონკრეტული ვიდეო, ჩემთვის "ფანტასტიკის სფეროს" წარმოადგენს. ვერაფრით ვერ ამოვხსენი. ორეულებიც კი გავიფიქრე, მაგრამ არა ჯდება რა. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted June 18, 2012 Report Share Posted June 18, 2012 ეს ვიდეო 10 ჯერ მექნება ალბათ ნანახი და ყოველთვის საინტერესოა...ორეული გამორიცხულია და ილუზიის ნიშნებიც არ არის...58-ე წამზე ჩანს როგორ ჩამოდის იასამნისფერი კაბა ზემოდან.. ...ჯადოა ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted June 19, 2012 Report Share Posted June 19, 2012 ფუი ეშმაკს ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 19, 2012 Report Share Posted June 19, 2012 რამდენიმე საინტერესო ფაქტი იარაღის თაობაზე: _ ამერიკულ ქალაქ სან-ხოსეში განლაგებულია ვინჩესტერების საგვარეულო სახლი, რომელიც ააშენა იარაღის დიდი მაგნატის შთამომავალმა სარა ვინჩესტერმა. ყველა წყევლისა და უარყოფითი აურისაგან დასაცავად(მათი წინაპრის მიერ შექმნილი იარაღის მსხვერპლთა პატრონებისაგან) და მოკლულთა სულებისაგან განსარიდებლად სარამ სახლში უამრავი კარები, ასასვლელი კიბე და არსად მიმავალი დერეფანი გააკეთა. ვინჩესტერის შთამომავალს სწამს რომ ამით მოკლულთა სულებს გზას აურევს _ 1857 წელს ინგლისელებმა ჩამოუტანეს ინდურ არმიას თოფები ,,ენფილდი". მათ ვერ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ ცხოველური წარმოშობის ცხიმებით დაფარული(იარაღის კოროზიისაგან დასაცავად) ნაკეთობა ინდოელებში გამოიწვევდა აღშფოთებას. ინდუსებისათვის ძროხა ღვთაებრივი ცხოველია, ხოლო მუსულმანებისათვის ცოდვაა ღორთან შეხებაც კი. ჯარში იყვნენ ერთიცა და მეორენიც და ყველა მათგანმა ჩათვალა, რომ ინგლისელებმა აბუჩად აიგდეს მათი რელიგია. ინდუსები და მუსულმანები გაერთიანდნენ და ბუნტი მოაწყვეს, რის შედეგადაც დაიღუპა ბევრი ადამიანი. _ სტატისტიკის თანახმად საშუალო ამერიკელი პოლიციელი თავისი კარიერის განმავლობაში ტაბელურ იარაღს პირდაპირი დანიშნულებით იყენებს 27 წელიწადში ერთჯერ(შეადარეთ კინოების ანალოგიურ მაჩვენებელს). _ ჟენევის პირველმა კონვენციამ აკრძალა ხიშტის მუცელში დარტყმა(უმთავრესად რუსული არმიისათვის იყო დამახასიათებელი). ალტერნატივად მიჩნეული იყო ხიშტის მკერდში ჩაცემა. ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted June 19, 2012 Author Report Share Posted June 19, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 19, 2012 Report Share Posted June 19, 2012 გული მეტკინა!!! ხომ შეიძლებოდა გადაერჩინათ ის საწყალი თევზი, არა და რა ლამაზი იყო!!! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 20, 2012 Report Share Posted June 20, 2012 ესპანეთის ყველაზე მაღალი მთა თეიდე, რომლის სიმაღლე არის 3718მეტრი ზღვის დონიდან, წარმოადგენს მსოფლიო საუკეთესო ადგილს, საიდანაც შესაძლებელია ვარსკვლავების ფოტო-აპარატით გადაღება, ასევე იქ გახლავთ საუკეთესო ობსერვატორია. ეს გადაღებულია 4-დან 11-ივნისამდე, 2011 წელში. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 20, 2012 Report Share Posted June 20, 2012 დიდ ბრიტანეთში მიმოქცევაში გამოვიდა ნახევარ გირვანქიანი მონეტა, რომელზეც გამოსახულია სპორცმენი(მსროლელი). სულ დაგეგმილია 30 ათასი მონეტის დამოშვება. აი ქვეყანა_ მონეტებსაც ბეჭდავს უკვე! ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.