Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

МЦ-25

 

 

რუსები ,,მაგარი" გადამღებ-გადამკეთებლები რომ არიან, ამაზე ბევრი გვისაუბრია ადრეც :alfons: ერთ-ერთი მაგალითი ბრაუნინგის ავტო-5-ის ,,გადაკეთება" იყო და წარმოსდგა მც21-12(რუსები კიდეც ქილიკობდნენ ,,გორბუნი"(კუზიანი) გავაუმჯობესეთო :karochera: ).

აბა რუსი რისი რუსია, თუ მსოფლიოს პირველ ნახევარავტომატად აღიარებულ კოსმის არ ,,გააუმჯობესებდნენ" :haha:

 

a9e125f9f023.jpg

 

მოდელ МЦ-25-ს დიდი ჩრდილოელი ზოგჯერ ,,რუსულ კოსმის" ეძახის. 1980 წელს ЦКИБ СОО-მ გამოუშვა ნახევარავტომატი 12 და 20 ყალიბში. მისი ძირითადი განმასხვავებელი გახლავთ ვაზნების მჭიდის კონდახში არსებობა. უპირატესობანი: კარგი ბალანსი, იარაღის მართვის გაადვილება.

მექანიზმის მოქმედება დაფუძნებულია უკუქცეულ გაზებზე(იტალიური კოსმი ინერციაზეა), გააჩნია გაზების რეგულატორი, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა წონის ვაზნების უპრობლემო დამუშავებას. ლულა უძრავია და კალაპოტთან დაკავშირებულია ხრახნით. გაზის მექანიზმი განსაკუთრებულ წმენდას არ მოითხოვს(თუ რა თქმა უნდა გაჭედილი არაა არხი), რამეთუ დამზადებულია უჟანგი ფოლადისაგან. ლულა და კალაპოტი დამზადებულია 30ХН2МФА მარკის ფოლადისაგან(დროით გამოცდილი მარკაა მც-ებში). აღნიშნული მასალების გამოყენებამ მეორე მხარეზე იმოქმედა უარყოფითად: 20 ყალიბი იწონის 3,4 კგ-ს!!! თუმცა ვაზნების წონა ფაქტიურად შეუზღუდავია(ზომიერების ფარგლებში). 20 ყალიბი გამოვიდა 70 ან 76მმ სავაზნით, ხოლო 12 ყალიბი 70მმ სავაზნით(როგორც კონსტრუქტორები აღნიშნავენ 70მმ სავაზნითაც კი მაგნუმების დოზებს უპრობლემოდ ამუშავებს).

მოდელი МЦ-25 დამზადებულია ძალიან შეზღუდული რაოდენობით(სულ რამდენიმე ეგზემპლიარი), რაც მის მაღალ ფასს განაპირობებს(ქარხნული გარანტია 2 წელი).

 

20 ყალიბში_ საერთო სიგრძე 1195მმ, ლულის სიგრძე 650მმ, სავაზნე 70-76მმ, მჭიდის ტევადობა 7 წონა 3,4 კგ, ლულის შევიწროება 0,5

 

 

 

 

44e97773d328.jpg

Link to post
Share on other sites

კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში, რომ გაგარინი კოსმოსში არ ყოფილა და ბაიკანურზე გადაიღეს ვითომ მთვარის სცენები, ააგდეს მაშინ მთელი მსოფლიო.

 

ამათი ქურბაცაცა დედა ავატირე, ყველაფერს იპარავენ ეს გაფუჭებულები ესენი. :karochera:

 

მანქანა რომ მანქანაა, ყველა მოდელი მოპარული აქვთ და დამახინჯებული./ვოლგა-გერმანული, მოსკვიჩი-ფრანგული, ფიატი-იტალიური./

 

პ.ს. რატომ არა ვარ აშშ-ს პრეზიდენტი, 2 საათში გავაქრობდი რუსეთის უძლეველობას. :vinsent:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...