Jump to content
Club-Monadire.Ge

თევზი ფერებს არჩევს?


Recommended Posts

მე მგონია არჩევს ფერებს, ახლა ჩვენთან მოდის ჭოროხზე ვიმბა რომ იტყვიან ძალიან მაგრად. გასული ვიყავით ამას წინათ და რატომ ვამბობ ამას! ვთევზაობდით წვრილი წითელი ჭიით, ცუდი კენკვა იყო. გვერდით თევზაობდა ერთი მეთევზე სერი პურით, აქტიური კენკვა იყო მთელი დღე, ასევე ცოტა მოშორებით თევზაობდნენ თეთრი ფერის ბუზის მატლებით, (ოპარიშით) არაუშავს კენკვა იყო. ხოლო ჩვენთან ახლოს ორი მეთევზე თევზაობდა წითელი ოპარიშით, დაახლოებით 10 კილო ვიმბა დაიჭირეს, ჩაძირვას არ აცლიდა სატყუარას ისე ჯდებოდა ვიმბა. აქამდე ვიცოდი, რომ დალტონიკი იყო თევზი.

Link to post
Share on other sites

ლეო ნუ გასცინებ ჰარიფს :alfons: და კითხვა მაქვს: წითელი ოპარიში როგორ გამოყავთ(იასნია რომ არ ღებავენ :mad: ).

Link to post
Share on other sites

როგორ გელას ვენაცვალე და ძალიან ადვილად, როცა გაიზრდება ოპარიში კაი ზომაზე, ამოიღებ იმ ჭურჭელიდან სადაც გყავს მაგი თევზის და ხორცის ნაჭრებს, აიღებ საჭმელ საღებავს, გაურევ ერთ დიდი სუფრის კოვზ ხაჭოში და ჩაუდებ ოპარიშებს. ერთ საათში გეყოლება იმ ფერის ოპარიში როგორ საღებავსაც გაურევ ხაჭოში. იმისთანა სანახავიაააააააააააა :spit::d030:

Link to post
Share on other sites

რა ვიცი აჩი, ერთმანეთისგან ვიყავით დაშორებული 10 მეტრით მეთევზეები. მერე ვიღაცამ ცოტა გამოართვა ზემოთ მდგომმა და ისეთივე ეფექტი ქონდა მასთანაც.

Link to post
Share on other sites

ლევან მაგას ვერ იტყვი რომ მაინცდამაინც სატყუარის ფერის გამო მოდიოდა მაგ ბიჭებთან,ხშირად მომსვლია ესეთი სიტუაცია რომ ერთიდაიგივე სატყუარაზე 1-2 მეტრის დაბლა ან მაღლა არ იჭირებოდა არაფერი,თუმცა ის რომ თევზი ფერს არჩევს ამაში დარწმუნებული ვარ მიუხედავად იმისა რომ არის იმის მოსაზრებაც რომ ეს ასე არაა.

Link to post
Share on other sites

ჩემი გამოცდილებით იმის თქმა შემიძლია რომ არა მხოლოდ სუნს, ფერებსაც არჩევს თევზი.

 

თავად დაფიქრდით, რატომ ვხმარობთ გამჭვირვალე ძუებს, როცა წყალიც გამჭვირვალეა?

 

მაგ, ორაგულზე ვხმარობ სამ სხვადასხვა ფერის შალის თოკს, ნემსკავის ყუნწში გავუყრი ხოლმე და წყალში ემსგავსება შრიმპს, არის დღეები როცა ვარდისფერზე მოდის, არის რომ ხასხასა მწვანეზე ჯდება, ზოგჯერ მეწამულზე აფრენს.

 

იგივეს ვიტყვი კალმახზეც.

 

თუნდაც კასტმასტერები ავიღოთ, ან მერყევები.

ისვრი ვერცხლისფერს და არავითარი შედეგი, დაუშვებ ოქროსფერს, იგივე მოყვანილობა-წონის და ბრახხხხ, წამოცმულია ბიბზი. :d030:

 

დაბეჯითებით შემიძლია ვსთქვა რომ თევზი ფერებს არჩევს. :old:

Link to post
Share on other sites

ალბათ ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, მაგრამ სატყარას ფერი გავლენას ახდენს მასზე მზის სხივების არეკვლაზე, ამდენად ალბათ მაინც მნიშვნელოვანია. აქაურ იქტიოლოგებს ვკიტხავ, ზუსტად რომ ვიცოდეთ. ინტერნეტშიც იქნება ბლომად ინფო.

 

ისე კომპანიები სატყუარების ფერს მყიდველზე რომ უფრო არცევენ ეს ფაქტია :alfons:

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ ძმებო,ჩამოვედი,გვიან დავდებ ფოტოებს,დიდი არაფერი,მაგრამ სანახავიც არი და ცუდი ამბებიც მაქ

Link to post
Share on other sites

მეც ვფიქრობ რომ არჩევს თევზი ფერებს.მაქვს ეგრე წოდებული ,,ტიგროვი,, ოკრასკის სატყუარები რომლებიც სრულ იგნორში ყავს თევზს.ხან ვერცხლის ფერი მიშაობს და ხან კიდე ოქროსფერი.წითელი ტვისტერით როდესაც ვერ ვიჭერდი,თეთრი დამიგია და მაგრად მიჭერია.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...
  • 2 years later...

რამოდენიმეჯერ შემეცვალა აზრი ამ თემასთან დაკავშირებით.თავიდან მეგონა არჩევდა,მერე არ არჩევდა მეგონა.ახლა დარწმუნებული ვარ.არჩევს :dato:

 

განვმარტავ..ვოლკერი,ზედაპირული სატყუარა,რომლის საიერიშოთ თევზი ფსკერიდან ამოდის.ქვემოდან ის მას მხოლოდ მუქად ხედავს.წყალს ურტხამს მზის სხივები და მონარნარე მუქი სილუეტი ჩანს მხოლოდ.თუმცა გვერდიდანაც აკეთებს იერიშს და გატარებისას სატყუარაც ყვინავს ხოლმე.ნუ ეს თეორიაა და აქ ვერ ჩამოვყალიბდებით.

 

პრაქტიკა.

საკმაოდ დიდხანს ვთევზაობდი lucky craft sammy 100-ით.ყვითელი ფერისას.საღებავში ჰქონდა რაღაც შენარევი,მზის სხივს ირეკლავდა.ძალიან შედეგიანი სატყუარა იყო!

3bb2f6f4f74d.jpg

 

16c8527eec17.jpg

 

af57f5a2f038.jpg

 

508382b018b0.jpg

 

შემდეგ შემომელახა და განახლება გადავწყვიტე.გავწმინდ აცწტონით,მოვაცილე ზედმეტი კრასკა.გახთა გამჭირვალე.

6018e23f9e3a.jpg

 

საგრძნობლად იკლო შედეგიანობამ.იჭერდა,მაგრამ ძალიან ცუდად რა!

c3bd21c611f3.jpg

 

 

არსებობს მოსაზრება რომ მღვრიე წყალში უფრო ,,კისლოტნი,, ფერები მუშაობს,არაბუნებრივი ფერები,და სუფთა კამკამა წყალში კი ბუნებრივი შეღებულობის სატყუარები.ნუ ჩემი და ჩემი რებელის ისტორია ყველამ იცით.თუ რა და როგორი ფერისაა ეს სატყუარა.თეთრი,ლაიმის და პატარა ვარდისფერი მონაკვეთით პირთან.ანუ წესით შეღებილობიდან გამომდინარე მღვრიე,მუქ წყალში სამუშაოა.

0b7a975b7604.jpg

გუშინ ვიყავი სათევზაოდ.იქ ბევრი გუბეებია ახლო-მახლოს.ზოგი თლა ტალახივითაა,ზოგი მოყვითალო მღვრიე,ზოგიც კამკამა სუფთა.როგორც კი მღვრიეში ვისროდი,ეგრევე იერიში ხთებოდა.ერთია რომ სულ მაზავდა,მაგრამ იერიშზე მოდიაოდა!გადავინაცვლე კამკამა სუფთა გუბესთან,საერთოდ არანაირი რეაგირება არ გაუკეთებია მტაცებელს!მივბრუნდი ისევ მღვრიესთან და ისევ 3 იერიში ზედიზედ.

აშკარაა რომ სუფთაში,ფერმა არ მოხიბლა და იერიში არ გააკეთა,ხოლო მღვრიეში მხოლოდ ვიბრაციას მიენდო თუ ფერს ეგ აღარ ვიცი.მაგრამ რასაც ვაკვირდები აშკარად ფერი,დამატებითი სტიმულატორი არის.ანუ მნიშვნელობა აქვს :old:

Link to post
Share on other sites

.წყალს ურტხამს მზის სხივები და მონარნარე მუქი სილუეტი ჩანს მხოლოდ.თუმცა გვერდიდანაც აკეთებს იერიშს და გატარებისას სატყუარაც ყვინავს ხოლმე

 

სუფთაში,ფერმა არ მოხიბლა და იერიში არ გააკეთა

მე როგორც ვიცი საერთოდ ფერებს ადამიანი და ფუტკარი არჩევს...

რაც შეეხება თევზს ის ფერს ვერ არ ჩევს როგორც წითელი მწვანე და ასე შემდეგ,თევზი არჩევს ანარეკლის სიძლიერეს ფერების მიხედვით.

Link to post
Share on other sites

ვეძიე და ერთი მეცნიერი ასაბუთებს რო ხედავენო იმიტო რო ხერხემლიანები არიანო განსაკუთრებით კარგი მხედველობა აქვთ ფლაი ფიშინგის თევზებსო ისინი კარგად ხედავენ მწერების შეფერილობას და ფრთების ანარეკლსო და ლაპარაკობს იმაზე დაყრდნობით რო... ყველა ცხოველის თევზის თუ მწერის შეფერილობა გამომდინარეობს გარემო პირობებიდან ყველას შეფერილობა თავდაცვაზეა გათვლილი და შესაბამისად თუ ვერ ხედავენ ფერებს თვითონ როგორ არიან ისეთი შეფერილობისო..

აი ბატონო ასეა

ისიც გავიგე რო თევზი თვალები 180 გრადუსიანი კუთხით იხედება და ეს ხდება შიდა რქოვანას მოძრაობით ანუ ისე არა როგორც ჩვენ ვაბრიალებთ თვალებს. ამიდან გამომდინარე გამოდის რო 2ვე თვალები 360 გრადუს აკონტროლებს ყველა მიმართულებით

Link to post
Share on other sites

გუბე

 

კაი ინფოა. მაგ ცხრილითაც დასტურდება რომ ქორჭილას ყვითელი ფერი მოწონს (აღიქვამს). სხვა თევზები ვერ გავარჩიე, მაგრამ კალმახს რომ მოცისფრო უყვარს და ქარიყლაპიას ოქროსფერი და ვერცხლისფერი , გამოცდილებიდანაც ვიცი...

Link to post
Share on other sites

TOZI777

მე მაინც ვფიქრობ რო ის რომ თევზი ადამიანივით ზუსტად აღითქვამს ფერებს გამორიცხულია,და მგონია ისანარეკლის სიძლიერეს უფრო ხედავს ვიდრე იმენა ფერს ყველა ფერს სხვადასხვა ანარეკლი აქ... მარა ჩვენზე მეტი პლიუსი აქ ღამე ხედავს.. და მეორე ჩვენ მთლიან თვალს ვატრიალებს გვერდზე მაღლა ან სადმე გასახედად,თევზის შემთხვევაში შიდა რქოვანა მოძრაობს თვალი გაჩერებულია :iscavlet:

Link to post
Share on other sites

ფერი როგორც ასეთი არ არსებობს. სხივის გარდატეხვა ხდება ზედაპირზე და ვხედავთ ფერს. სხვადასხვა ფერის სატყუარები სხვადასხვანაირი სიმკვეთრით გამოირჩევიან სხვადასხვა განათების დროს, ანუ ფერს თავისი დატვირთვა მაინც აქვვს სატყუარასთვის. :hi3:

Edited by თორნიკე რეხვიაშვილი
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...