Jump to content
Club-Monadire.Ge

ბარბარობას გილოცავთ!


Recommended Posts

  • Replies 50
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ბარბარობას გილოცავთ, ბიჭებო <3

Posted Images

მრავალ ბარბარომას დაესწარით წმინდა ბარბარეს მადლი არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს!!!

Link to post
Share on other sites
  • 11 months later...

ბარბარობას გილოცავთ, შეგვეწიოს დიდმოწამის მადლი. ღირსეულად გვეცხოვროს ქართველ ერს რომ არ მოგვაკლდეს მისი მადლი და მფარველობა.

Link to post
Share on other sites

გილოცავთ, მე დილით უკვე მეფეხურიც მყავდა და ბრინჯიც მოვაბნიეთ :hi: . წმინდა ბარბარე ფარავდეს ყველა ბავშვს.

Link to post
Share on other sites
  • 11 months later...
  • 1 year later...
  • 2 years later...
/ნიკოლოზ კიწმარიშვილი/
გურიაში (როგორც სხვაგან) ამ დღის სამზადისი წინა საღამოთი ლობიოს ჩადგმით იწყება.(P.S.როგორც შემდეგ გავარკვიე წმინდა ბარბარესთან ლობიო და ლობიანი არაფერ კავშირშია, ეს უბრალოდ წარმართობის გადმონაშთია).
ხოლო ჩემი მზადებაც წინა საღამოს იწყებოდა - პირველი ფეხადობისთვის.
ჩვენთან ამ დღეს ქათმის ფერხვაა, ანუ პირველი ფეხადლობა.
როდესაც ჩემს სახლში ფეხადად ჩასვლა დავიწყე ამ წინა ღამით ისეთ მეზობელთან მივდიოდი, ღამის გასათევად, ვისთანაც ფეხადობის "პაიჯში" არ ვიყავი.ამ საღამოსვე ვგეგმავდი რიგითობას ვის შემდეგ ვისთან მივსულიყავი და "ბარბალობის" დილას ვიწყებდი შემდეგნაირად:
"-მაინძელიიიიი, უუუ...
-მობრძანდიი
-კაი გამარჯობა, კაცთა მშვიდობა, ბედნიერება, ხვავი-ბარაქა, კეთილი იყოს ჩემი ფეხი, ბარბალობას მოგილოცავთ.
-გეიხარე, მობრძანდი; შემობრძანდი; დაბრძანდი!"
ჭიშკარსა და სახში შედიხარ მარჯვენა ფეხით და სიმინდმოყრილ სკამზე ჯდები, აუცილებელი პირობაა ამ დროს ქუდი მოუხდელად გეფაროს (დედალმა რომ მოიკრუხოს) და იმ სკამიდან წასვლამდე არ ადგე (კრუხმა რომ კვერცხები არ გააციოს).
როცა ორ ჭიქას დაილოცები და ცხელ-ცხელ "თორთქოლო" ლობიანებს შეექცევი დალოცავ ოჯახს და საქათმესკენ ქათმების დასაპურებელი რიტუალისთვის გადიხარ:
"-ჰე, მომე მაი სიმინდე და გამოუშვი ქათმები.
-ამინუტჩი.
- ასი მამალი, ასი დედალი, ასი მისი მოჩხოროზი.
ასი მამალი, ასი დედალი, ასი მისი მოჩხოროზი.
ასი მამალი, ასი დედალი, ასი მისი მოჩხოროზი.
ღმერთმა გიმრავლოს ორფეხი, ოთხფეხი სიკეთე მოგცეს, ხვავი და ბარაქა!".
P.S. ასეთი იყო გურუაში ჩემთვის "ბარბალობა" დღე, 6 წელზე მეტია ამ დღეს იქეთ აღარ ვყოფილვარ. ასეთი რიტუალი და ფეხადობა ჩემთვის სასიამოვნო მოგონებად დარჩა.
ყველას გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს, წმინდა ბარბარეს მადლი შეგეწიოთ და გფარავდეთ თითეულ თქვენთაგანს.
 
 
 
 
 
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...