Jump to content
Club-Monadire.Ge

გილოცავთ 2013 წელს.


Recommended Posts

  • Replies 53
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

სუყველას გუილოცავთ ახალწელს მრავალს დაესწარით 2013 წელი ყოფილიყოს ყველა ქართველისათვის სიკეთის ხვავის და ბარაქის მომტანი იხარეთ ძმებო. საქართველოს გამთლიანების წელი ყოფილიყოს !!!

:friends::drinks:

Link to post
Share on other sites

ყველა მონადირეს ვულოცავ ახალ 2013-ს, მშვიდობა და ბლომად ბათქაბუთქი გვქონოდეს(სანადიროდ მარტო :e025: ).

 

ყველაზე მონადირული სუფრა ელჩს ჰქონია, სამეფო სუფრაა.

Link to post
Share on other sites

ყველა ფორუმელს და სრულიად საქართველოს გილოცავთ ახალ 2013 წელს,მშვიდობის ,სიხარულის და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს. :drinks: B)

Link to post
Share on other sites

ტრადიციაა საქართველოში ასეთი: საახალწლო სუფრა შეძლებისდაგვარად ხვავრიელი და მრავალფეროვანი უნდა იყოსო :flirt:

მართალია სუფრის მზადება ჩემი ოჯახის საქალეთის საქმეა, მაგრამ მე ყოველ ახალ წელს კერძის ყველა სახის დაგემოვნებას ვცდილობ ;)

 

ნანადირევიდან მწყერი და იხვი იჯდა სუფრის ცენტრში; ინდაური ჩვენთან გარეული არაა :haha: და ამიტომ შინაური ჩავასაცივეთ. მართალია შვლის ხორცი იქნებოდა უპრიანი, მაგრამ ჯერ მაგეებზე არ ვნადირობთო(კანონი კრძალავს), ჰოდა შინაური ხბო დავკალით. იქედან კი მოხარშული ბეჭი და ხაშლამა გვიმშვენებდა სუფრას. საქონლის გულს მეუღლე ამზადებს აფხაზური მეთოდით_ ბლომად პიმპილითა და საკმაზავებით; კეცზე მზადდება თირკმელი და საქონლის ენა(მგონი მაიონეზში და ბოსტნის ბალახ-ბულახით_ იფ, იფ, იფ ისეთია). თევზეული წელს დედამ მოინადირა ბაზარში: ტობზე შეაჩერა არჩევანი.

გოზინაყი, მჭადი, ხაჭაპური, ნამცხვარი და ტკბილეული ყველაზე მეტად ბავშვებს მოსწონთ :*

გურული საახალწლო სუფრის უცილობელი ატრუბუტია ჯანჯუხა(ჩურჩხელა) და ჩიჩილაკზე ჩამოცმული ვაშლ-მანდარინი; რაღა თქმა უნდა შავი, ყურყუმა ადესა.

ქალების ამბავი გეცოდინებათ(ცრურწმენებიდან ყველა დაგვიფაროს უფალმა) და რომელიღაც წინასაახალწლო გადაცემაში მოისმინეს: გველის წელიწადი მოდისო, ამიტომ სუფრის ცენტრალურ ნაწილში ფიალით რძე დადგითო_ რავა გამაზავდნენ ამ ამბავს ქალები :d030:

ოჯახის უფროსის(მამაჩემი) გადაწყვეტილებით წელს ღორს ხსნილზე წავაცლით თავს, ამიტომ მისი თავი და სუკები საკალანდოდ დაგვიმშვენებს სუფრას :hi:

Link to post
Share on other sites

გელა, საქონლის ენის რეცეპტი სასწრაფოდ, თანაც დაწვრილებით ძამა.

 

ჯარიდან მოვდიოდი და ბაბუშკამ მაჭამა მატარებელში, ვერ დავივიწყე ის გემო.

 

იყიდება აქ, კილოზე მეტია.

გამოუშვი მომზადების წესი, მაინც პირს ვერ ვაკარებ ვერაფერს, იქნებ მაგან მიშველოს.

 

წინა საახალწლოდ სხვა ფორუმზეც შევედი და ახალგაზრდა გოგო-ბიჭებმა დაწერეს, საჭმელ-სასმელი არ გვაქვს, წავალთ და დავიძინებთო.

 

მოვკვდი და ცოტა დავრჩი. :karochera:

 

გაქანებული ვსვავ ეს ორი დღეა "უზაკუსკოდ".

Link to post
Share on other sites

გელა, საქონლის ენის რეცეპტი სასწრაფოდ, თანაც დაწვრილებით ძამა.

 

 

 

 

ახლა სამსახურში ვარ. საღამოს ჩავიწერ დაწვრილებით და მოგახსენებ :hi:

Link to post
Share on other sites

ტრადიციაა საქართველოში ასეთი: საახალწლო სუფრა შეძლებისდაგვარად ხვავრიელი და მრავალფეროვანი უნდა იყოსო :flirt:

მართალია სუფრის მზადება ჩემი ოჯახის საქალეთის საქმეა, მაგრამ მე ყოველ ახალ წელს კერძის ყველა სახის დაგემოვნებას ვცდილობ ;)

 

ნანადირევიდან მწყერი და იხვი იჯდა სუფრის ცენტრში; ინდაური ჩვენთან გარეული არაა :haha: და ამიტომ შინაური ჩავასაცივეთ. მართალია შვლის ხორცი იქნებოდა უპრიანი, მაგრამ ჯერ მაგეებზე არ ვნადირობთო(კანონი კრძალავს), ჰოდა შინაური ხბო დავკალით. იქედან კი მოხარშული ბეჭი და ხაშლამა გვიმშვენებდა სუფრას. საქონლის გულს მეუღლე ამზადებს აფხაზური მეთოდით_ ბლომად პიმპილითა და საკმაზავებით; კეცზე მზადდება თირკმელი და საქონლის ენა(მგონი მაიონეზში და ბოსტნის ბალახ-ბულახით_ იფ, იფ, იფ ისეთია). თევზეული წელს დედამ მოინადირა ბაზარში: ტობზე შეაჩერა არჩევანი.

გოზინაყი, მჭადი, ხაჭაპური, ნამცხვარი და ტკბილეული ყველაზე მეტად ბავშვებს მოსწონთ :*

გურული საახალწლო სუფრის უცილობელი ატრუბუტია ჯანჯუხა(ჩურჩხელა) და ჩიჩილაკზე ჩამოცმული ვაშლ-მანდარინი; რაღა თქმა უნდა შავი, ყურყუმა ადესა.

ქალების ამბავი გეცოდინებათ(ცრურწმენებიდან ყველა დაგვიფაროს უფალმა) და რომელიღაც წინასაახალწლო გადაცემაში მოისმინეს: გველის წელიწადი მოდისო, ამიტომ სუფრის ცენტრალურ ნაწილში ფიალით რძე დადგითო_ რავა გამაზავდნენ ამ ამბავს ქალები :d030:

ოჯახის უფროსის(მამაჩემი) გადაწყვეტილებით წელს ღორს ხსნილზე წავაცლით თავს, ამიტომ მისი თავი და სუკები საკალანდოდ დაგვიმშვენებს სუფრას :hi:

ქვისლო! ეს იმ ყურყუმალა შავი ადესის ბრალია ყველაფერი რო გახსოვს რაც იყო სუფრაზე :d030: მე მახსოვს ტვიშის უცვარო ცოლიკოურით და ყუმურის ალადასტურით რო დევიწყე ახალი წლის ლოცვა! რას ვაყოლებდი ნეტავი ა? :scratchchin:

Link to post
Share on other sites

ელჩი ენას დედაჩემი ხარშავს(ნუ, კანი უნდა გადააცალო მანამდე ცხელი წყლით და დანით), მერე წვრილად ჭრის და კმაზავს ნივრით და სანელებლებით როგორც კუჭმაჭს. ჭადზე მიდის მაგრად. თუმცა მოხარშული, თხლად სიგრძეზე დაჭრილი, ნიორ-ნიგოზ გადასმულიც არაა ურიგო, ან ბოლობოლო შეუკმაზავად ტყემალთან.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...