Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

რაც შეეხება რუკაზე მანძილის განსაზღვრას მაგალითად რუკა არის მაშტაბით 1:50000,ამ დროს 50 000 ვაშორებთ ბოლო 2 ნულს ანუ ამ შემთხვევაში რუკაზე 1 სმ იქნება 500 მეტრი,ამ მეთოდიტ შეგვიძლია გავზომოთ რათქმაუნდა დაახლოებით გასავლელი მანძილი

 

მეტ-ნაკლებად ცდომილებას მოგვცემს ალბათ სხვადასხვა რუკა მხოლოდ A4 ზომის ფურცელზე, რომ ამოვბეჭდოთ და შემდეგ ამ პრინციპით სახაზავით, რომ გადავზომოთ.

დავუშვათ გვაქვს რუკის ერთი მონაკვეთი მაშტაბით 1:100000, რა სიდიდის ფურცელზე უნდა ამოვბეჭდოთ, რომ 1სმ უდრიდეს 1000 მეტრს?

Link to post
Share on other sites
  • Replies 62
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

მეტ-ნაკლებად ცდომილებას მოგვცემს ალბათ სხვადასხვა რუკა მხოლოდ A4 ზომის ფურცელზე, რომ ამოვბეჭდოთ და შემდეგ ამ პრინციპით სახაზავით, რომ გადავზომოთ.

დავუშვათ გვაქვს რუკის ერთი მონაკვეთი მაშტაბით 1:100000, რა სიდიდის ფურცელზე უნდა ამოვბეჭდოთ, რომ 1სმ უდრიდეს 1000 მეტრს?

ამობეჭდვის ამბავს ვერ გეტყვი დავით,ალბათ იმავე სიდიდის უნდა იყოს რუკაზე მოცემული კვადრატები რაც ორიგინალზეა,თუ არ ვცდები 2 სმ უნდა იყოს იმ რუკის კვადრატი რომელიც ჩვენ გამოგვადგება,დიდი რუკები უკვე ჩვენ არ გვჭირდება.

Link to post
Share on other sites

რუკაზე გამოიყენება 5 ძირითადი ფერი.შავი-აღნიშნავს ადამიანის მიერ შექმნილს ნაგებობები,გზები და საერთოდ რაც შავი ფერის შეგხვდებათ რუკაზე ე.ი ხელოვნურად ადამიანის მიერ არის შექმნილი.ლურჯი-აღნიშნავს წყალს როგორიც არიან მდინარეები,ტბები,ჭაობები და არხები.მწვანე-აღნიშნავს მწვანე საფარს ტყეს,ვენახისა და ხეხილის ბაღებს.წითელი-აღნისნავს ისტორიულ ნანგრევებს,დასახლებულ რაიონებს,მთავარ გზებს და საზღვრებს.წითელ-ყავისფერი შერწყმული აღნიშნავს რელიეფს,ჰორიზონტალებს და სიმაღლეებს.ზოგჯერ გამოიყენება სხვა ფერებიც,მაგრამ ამ შემთხვევაში ინფორმაციის აღსანიშნავად ამ ფერებსმიუთითებენრუკის ჩარჩოზე მოპცემულ ინფორმაციასთან ერთად.

Link to post
Share on other sites

მიდი მირზა მასე მიაწექი,ვიცი რომ ეგ საქმე კარგად იცი და ტოპოგრაფიაში ძლიერი ხარ

ვაწვები ვაწვებიიი :d030: მე კი დავწერ მარა ამ საქმეს პრაკტიკა უნდა ნენა პრაქტიკააა :scratchchin:

Link to post
Share on other sites

გეთანხმებით, რომ მართლაც პატარაა ჩვენი ქვეყანა იმისთვის, რომ დაიკარგო, მითუმეტეს მონადირე კაცი :e025: მაგრამ კარგი იქბეა თუ რუკის გამოყენებით წინასწარ გვექნება შესწავლილი ის ადგილი სადაც პირველად გვიწევს გასვლა :hi3:

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

ნუ იტყვით ეგრე რომ არ და ვერ დაიკარგებით,არის საქართველოში ადგილები სადაც თავგზა აგებნევათ,არ დაიკარგებით ერთი და იგივე ადგილას რომ დადიხარ მთელი ცხოვრება მაგრამ უცხო ადგილს ზოგჯერ ვერ გაუგებ.

Link to post
Share on other sites
  • 2 years later...

მე იხვზე ნადირობისას უკომპასოდ არასოდეს დავდივარ,ხშირად ორი ცალიც მაქვს,ერთი ჯიბეში,ერთიც ზურგჩანთაში,შეიძლება ერთი დაგისველდეს და ისარი შუშას მიეკრას!!გზის აბნევა ტყეში და ეწერზე ძალიან ხშირად ხდება,განსაკუთრებით თუ ნისლი ჩამოწვა,ან გათოვდა.კომპასით სარგებლობის უმარტივესი წესი ასეთია:დავუშვათ დგახარ გზაზე და შენს წინ ტყეა,რომელშიც შესვლას და ნადირობას აპირებ,იღებ კომპასს,გიჭირავს ჰორიზონტალურ სიბრტყეში,ისრის დაფერილი წვერი უნდა უსწორდებოდეს ჩრდილოეთს ანუ ასო ს-ს რუსული კომპასის შემთხვევაში,ან ნ-ს ინგლისურის შემთხვევაში,კომპასის ციფერბლატზე იმახსოვრებ გრადუსს,რომელზედაც დგახარ და იმ მიმართულების გრადუსს საითაც წასვლას აპირებ,მოძრაობისას ხშირად უნდა შეამოწმო მიმართულება,არ დაგავიწყდეთ,ისრის წვერი აუცილებლად ჩრდილოეთს უნდა ემთხვეოდეს!!!უკან გამოსვლისას უნდა იმოძრაო იმ გრადუსის მიმართულებით,რომელზედაც გზაზე იდექით და დაიმახსოვრეთ,თუ არაფერი აგერევათ აუცილებლად გამოხვალთ გზაზე,შეიძლება ცოტა ზემოთ ან ქვემოთ,სამაგიეროდ დაკარგვა გამორიცხულია!!!!გისურვებთ წარმატებებს!!!

Link to post
Share on other sites

გეხვეწებით ეს სათაური ჩასსწორეთ რა, საგზაო ორიენტაცია ან რაღაცა ასეთი დააწერეთ, თორემ ამ ტელევიზიების და ჟურნალისტების და არასამთავრობოების გადამკიდეს გული მისკდება რაღაცა არ იფიქროს მავანმა არასწორადთქვა. :scratchchin:

Link to post
Share on other sites

გეხვეწებით ეს სათაური ჩასსწორეთ რა, საგზაო ორიენტაცია ან რაღაცა ასეთი დააწერეთ, თორემ ამ ტელევიზიების და ჟურნალისტების და არასამთავრობოების გადამკიდეს გული მისკდება რაღაცა არ იფიქროს მავანმა არასწორადთქვა. :scratchchin:

:d030: :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

გეხვეწებით ეს სათაური ჩასსწორეთ რა, საგზაო ორიენტაცია ან რაღაცა ასეთი დააწერეთ, თორემ ამ ტელევიზიების და ჟურნალისტების და არასამთავრობოების გადამკიდეს გული მისკდება რაღაცა არ იფიქროს მავანმა არასწორადთქვა. :scratchchin:

უი,უი,უუუი!!!!შენ დეიხჩვი ლევანია ,,ოტკის,, ჩაქცევით 3015-ში!!!!

Link to post
Share on other sites

აღარ მახსოვს რომელ თემაში დავწერე, ამ თემაში რომ აუცილებელია იგივეს გამეორება, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს.

 

 

შევყევი ტყეში, ნამეტანი გადავერთე, მივყვებოდი ნაკვალევს, შემომაღამდა, თანაც უცებ.

 

ტელეფონი არ იჭერს, თვალსაწიერზე არცერთი მთა არ სჩანს ორიენტირად რომ გამომადგეს.

არც კომპასი მაქვს და არც ჯპს-ი

 

ჰოდა ყველაზე უკეთესი გამოსავალი არის ცა.

 

 

ძალიან დამიგვიანდა, ვეღარც ჩემს ნაკვალევს ვპოულობ, უკან რომ დამაბრუნოს, ჩაბნელდა ყველაფერი, დავიწყე ვარსკვლავების ყურება და სადღაც ნახევარ საათში მივხვდი მთვარე საით "მიდიოდა".

 

ავკრიფე სამხრეთისკენ და 3 საათის შემდეგ ტრასაზე გამოვედი.

 

გამოსვლა იყო და მერე ადვილად მივაგენი მანქანას, გავიხადე ბოლომდე ტალახიანი ტანსაცმელი და "ტრუსიკიანი" მოვედი სახლში. :d030:

Link to post
Share on other sites

ჰო გიო,ვარსკვლავებით ორიენტაცია უძველესი ხერხია,მაგრამ ღამე როცა ნადირობ ტყეში,თუ ნისლი ჩამოწვა ან თოვს,კომპასის გარეშე არაფერი გამოვა,არც ცა ჩანს და არც არანაირი ორიენტირი,ფანარიც აღარ ანათებს 3 მეტრის იქეთ!!!

Link to post
Share on other sites

დაკარგვით დავკარგულვარ არაერთხელ უკომპასოდ, მაგრამ ჯერჯერობით ბოლომდე ვერ დავიკარგე :crazy: ისე რაც უფრო დადიხარ ტყეში, მით უფრო გიმახვილდება თვალი და საორიენტაციო წერტილებზე ყურადღების გამახვილება არ გიჭირს. მამუკამ რაც თქვა უამინდობაზე, სრულებით სწორია, კომპასი საჭიროა, თუ რუქაც იქნა ხომ საერთოდ. ასეთი მაქვს, კაი რამეა.

post-189-0-43704300-1432279623_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

საქართველოში როგორ უნდა დაიკარგო, ან თუ დაიკარგე დააწექი დაღმართში, გახვალ მდინარესთან მერე მდინარეს ჩაყევი და სუò 3 ცალი მდინარეა საქართველოში :) ესეც რო არ იყოს ყველას გვაქ ტელეფონი ჯიბაში და მთელი მსოფლიო დაფარულია მომსახურების ქსელით ესეც რო არ იყოს უკვე მესამე თაბის ტელეფონებს აღარ ჭირდებათ ინტერნეტი სა ჟიპიეზოდ :) ჯიპიესი კიდე დედამიწაზე ყველგან იჭერს თუ ტელეფონიც არ გვაქ ავდივართ ხეზე და იქიდან გადავავლებთ თვალს არემარეს დაინახავ რამე ნაცნობს თუ არც ხე არი (არის ასეთი ტყეები უხეო :) )

:haha::crazy: Edited by გუბე
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...