Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

иж-54

 

 

23647de3d8ff.jpg

 

 

 

ორლულიანი თოფი ИЖ-54 12 ყალიბისა

 

ჰორიზონტალური ИЖ-54 ძველი მოდელია. მართალია გადმოკოპირებულია, თუმცა რუსები კონსტრუქტორად თვლიან ა.ა. კლიმოვს და ლ.ი. პუგაჩოვს. მზადდებოდა 1954 წლიდან 1969 წლის ჩათვლით(1969 წელს გამოშვებული ეს თოფი აქვს თქვენს მონა-მორჩილს) დიდ პარტიებად და საცალოდ. პუგაჩოვი საბაზო მოდელად მიიჩნევს ИЖ-49-ს.

ლულები სახსნელი 730 ან 750მმ სიგრძისა. დემიბლოკი, სავაზნის სიგრძე 70მმ. ლულათა შევიწროება სტანდარტული, პარაბოლური. სავაზნე და ლულა ქრომირებულია. მასა შეადგენს 3,2-3,6კგ. რესურსი 7500 გასროლა.

აქ პატარა ჩართვას გავაკეთებ_ ჩემი ИЖ-54 მამაჩემის მიერ შეძენილია ჩემი დაბადების აღსანიშნავად. დანამდვილებით ვიცი, რომ საშუალოდ 300-დან 400-მდე ვაზნა არის წელიწადში გასროლილი მაგ თოფიდან(სანამ წამოვიზრდებოდი თვითონ ნადირობდა ИЖ-54-ით). გამოდის რომ 11 ათას გასროლას გაუძლო!!! და დღესაც მშვენივრად გამოიყურება.

ამ თოფს რუსები უშვებდნენ 15-ზე მეტი წლის განმავლობაში. სულ გამოშვებულია 477695 ცალი, საიდანაც 70 ათასი გასულია ექსპორტზე.

 

 

ИЖ-54,,СПОРТ”

 

ec75c428d3b3.jpg

 

 

ეს თოფი იყო პირველი ცდა იმისაკენ, რომ ИЖ-54-ის საფუძველზე შეექმნათ სპეციალური სპორტული იარაღი ტრანშეული სტენდისათვის. არ შეუცვლიათ ლულის სიგრძე, სამაგიეროდ შეიცვალა ლულის შევიწროება, მარჯვენასათვის 0,6მმ, ხოლო მარცხენასათვის დარჩა იგივე 1,0მმ. კიდევ უფრო გაძლიერდა კალაპოტის სიმყარე და დამცემი მექანიზმი. გაუმჯობესდა გრავიურა. ყველაფერმა ერთად იარაღის წონა გაზარდა 3,6-3,8 კგ-მდე.

ყოველი ეგზემპლიარი მზადდებოდა საცალოდ.

Link to post
Share on other sites

e99002e074bb.jpg

 

 

ალბათ ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს იჟ-54-ია ხო?!

არა ბატონებო ეს გახლავთ ზაუერ 8.

 

ხომ მაგრად დაამსგავსეს რუსებმა?

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ეს ინფო ჩვენს ადმინს სუპერნატურალს აინტერესებდა :yes:

 

 

 

 

ამ სურათზე ნაჩვენებია ე.წ. ბრანდტრუბკა ანუ ქართულად ბრანდმილი

 

5170de50583c.jpg

 

 

 

 

 

 

 

ეს კი დემიბლოკია

 

4fbf12f9ab9a.jpg

 

 

 

 

 

ესეც მონობლოკი

 

 

 

 

a167baca87d5.jpg

Link to post
Share on other sites

e99002e074bb.jpg

 

 

ალბათ ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს იჟ-54-ია ხო?!

არა ბატონებო ეს გახლავთ ზაუერ 8.

 

ხომ მაგრად დაამსგავსეს რუსებმა?

მოდი გელა ვიკამათოთ,არაა ეგ ზაუერის მე-8-ე მოდელი,სურათზე ზაუერის ძველი შიგაჩახმახიანი მოდელი ,,ქორია,,.მეოცე საუკუნის დასაწყისში ზაუერმა ორი იაფიანი მოდელი გამოუშვა,გარეჩახმახებიანი ,,ყარყატი,, და შიგაჩახმახებიანი ,,ქორი,,!!მაპატიეთ თემას გადავუხვიე!! :yes:

Link to post
Share on other sites

მოდი გელა ვიკამათოთ,არაა ეგ ზაუერის მე-8-ე მოდელი,სურათზე ზაუერის ძველი შიგაჩახმახიანი მოდელი ,,ქორია,,.მეოცე საუკუნის დასაწყისში ზაუერმა ორი იაფიანი მოდელი გამოუშვა,გარეჩახმახებიანი ,,ყარყატი,, და შიგაჩახმახებიანი ,,ქორი,,!!მაპატიეთ თემას გადავუხვიე!! :yes:

 

 

რად უნდა ამას კამათი :yes: მართალია ძველი გვარდია! :yes:

 

 

დავიწყებ იქედან, რომ ზაუერის მერვე მოდელის ასლია იჟ-54. რუსების ამ თოფთან ერთად გავიზარდე, ხომ წარმოგიდგენიათ რამდენჯერ მოვფერებივარ, გამიწმენდია, მითვალიერებია და ა.შ. ეს სურათი აშკარად შეცდომით დავდე თავის დროზე :yes: ზაუერ 8-ის კალაპოტი წინა მხარეს ამდენად ჩამოჭრილი არაა(მომრგვალებულ კონტურებს დააკვირდით).

 

 

ვიპოვი სურათებს და დავდებ ახლავე

Link to post
Share on other sites

პაეხალი!!!!!! :yes:

 

 

 

ზაუერის მერვე მოდელი

 

 

ac2cb4dc6593.jpg

 

 

ესეც კატალოგის ფოტო(რუსულს ყველა ვკითხულობთ :yes:)

 

 

ec477e2caed7.jpg

 

 

 

ვაკვირდებით და ვხედავთ, რომ კალაპოტის წინა მხარეს ბოლოები დაჭრილი კი არაა, არამედ მრგვალი კონტურები უფრო გარეთ გამოდის. შესაბამისი ,,ჩამონაკვეთებია" ლულაზეც.

 

დააკვირდით ამ თემის პირველ პოსტში იჟ-54 ,,სპორტს"

 

 

ცხვირი გავს_ გავს, თვალი გავს_ გავს ე.ი გავს :yes:

 

 

 

შემდეგ პოსტში მოგახსენებთ და გაჩვენებთ რატომ დავამსგავსე ზაუერის ,,ქორი" ჩვენნთან ასე გავრცელებულ იჟ 54-ს(ნეტი მაქვს ძალიან ნელი და მიტომ მაგვიანდება :yes: )

Link to post
Share on other sites

თუ ვინმე მეტყვის აგი იჟ-54 არააო ვესვრი იცოდე მაგ თოფს :yes: :yes: :yes:

 

 

5547a62d2798.jpg

 

 

 

 

ესეც ზაუერის ქორი

 

e99002e074bb.jpg

 

 

ახლა რეიზა შემეშალა ,,ქორ-მიმინოში" გამიგეთ?! :yes:

 

 

ცხვირი გავს?_ გავს!, თვალი გავს?_ გავს! ე.ი გავს!!! :yes:

Link to post
Share on other sites

გელა რატომაა მაინდამაინც მე-8 მოდელის ასლი იჟ-54 ?

 

 

მე უფრო ,,ქორ-მიმინოს" ვამსგავსებ :yes:

 

 

 

ისე კალაპოტს გაჩვენებ ახლა სურათზე და მიხვდები(სურათის პოვნას ჩემი ნეტის გამო დიდი დრო თუ არ დამაგვიანდა). :yes:

Link to post
Share on other sites

გეხუტე გელა,თუ მოიძებნი ძამა სურათს იჯ-49 უფრო გავს ზაუერის მე-8 მოდელს,ფეხზე შეყენების მაჩვენებლებიც ზაუერივით გვერდიდან აქვს,იჟ-49-ა ზაუერ-8-ს ასლი!!!

Link to post
Share on other sites

კარგია გელა გაიხარე ამ თემის გაცოცხლებისთვის, მაინტერესებდა ნამდვილად. ჩემი მოძიებული ინფორმაციით ზაუერის ბაზაზე შეიქმნა იჟ-49, შემდეგ იჟ-54 შეიქმნა იჟ-49-ის ბაზაზე და შემდეგ იჟ-26 გამოიყვანეს.

 

პ.ს. მარა ეს მონო/დემი ბლოკი ვერ დავადგი თავი, იქნებ უფრო გარკვევით რა კაცურად... :yes:

Link to post
Share on other sites

პ.ს. მარა ეს მონო/დემი ბლოკი ვერ დავადგი თავი, იქნებ უფრო გარკვევით რა კაცურად... :yes:

 

ედო რამაზ რომელიღაც თემაში გურულოს

მეც დავამატე მახსოვს ნახაზები თვალსაჩინოებისთვის

Link to post
Share on other sites

კომბებზე აქვს ქვისლო. მინახია კიდეც.

თუ კარგად მახსოვს 25-ე მოდელის სამლულიანებს უნდა ქონდეს.

Link to post
Share on other sites

 

 

პ.ს. მარა ეს მონო/დემი ბლოკი ვერ დავადგი თავი, იქნებ უფრო გარკვევით რა კაცურად... :yes:

 

 

ნეტი მაქვს ძალიან ნელი და პასუხის გაცემას ვაგვიანებ...

 

 

რამაზ ზემოთ სურათები ხომ ნახე?!

 

ა) დემიბლოკის დროს აიღებენ ბალვანკას_ნამზადს და გაბურღავენ, დაამუშავებენ ისე რომ კაუჭების ადგილს ზედვე ტოვებენ(სურათზე ქვემოდან ბრტყელი როა). უკან მხრიდან გამოჰყავთ სავაზნეები. ასეთი 2 ცალი აქვთ ჰოდა შეაერთებენ, მიაჩრჩილავენ და ისე მიიღევენ წყვილ ლულას...

ბ) მონობლოკის დროს წინასწარ გამზადებულ ,,დურბინდში"(ეს ტერმინი ჩემი არ გეგონოთ :yes: ) ჩაპრესავენ 2 ტრუბას და ისე მიიღებენ წყვილ ლულას...

 

 

პირველი მეთოდი უფრო ძვირადღირებულია და უფრო გამძლე წნევის მიმართ.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...