Jump to content
Club-Monadire.Ge

დამწყები მოთევზავეებისთვის


Recommended Posts

  • 4 weeks later...
  • Replies 259
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

შესანიშნავი თემაა.

მეთევზეებთან თხოვნა მაქვს ეს თემა სერიოზულად წამოვწიოთ,

დავიწყოთ თუნდაც იმით თუ რა უნდა ვიცოდეთ თევზაობის შესახებ და რა აღჭურვილობაა საჭირო რომ ვითევზაოთ. ბროწეულის ჯოხზე გაბმულ ძუას არ ვგულისხმობ :yes:

მოკლედ მე სერიოზულად ვაპირებ გავხდე მოთევზავე სპორტსმენი, მითუმეტეს, რომ ეხლა მონადირეებისათვის 6 თვიანი მკვდარი სეზონი იწყება.

გასაგებია, რომ ფორუმზე ყველა კითხვაზე პასუხი არის, მაგრამ ეს პასუხები ჩემთვის (და ალბათ სხვა ჩემნაირებისათვის)ცოტა ჩინურივითაა. მე ეხლა უნდა ვისწავლო ანა-ბანა და პირდაპირ მორფოლოგია და სინტაქსზე ნუ გადამიყვანთ :)

Dmoral, Salamandra, ლევან, გიორგი,

ბატონებო გთხოვთ :yes:

Link to post
Share on other sites

მშვენიერი თემაა და ამასთან საჭიროც.დამწყებ მეთევზეს უპირველესად ჭირდება ცოდნა იმისა, რომ ნებისმიერ თევზზე თევზაობა ძალიან სასიამოვნო და გონების და სხეულის საუკეთესო დასვენების საშუალებაა. ხდება ხოლმე დამწყები მეთევზე მიდის სათევზაო ინვენტარის მაღაზიაში, ყიდულობს ყველა შემოთავაზებას, თოკივით სქელ მკედს, ლურსმანივით ნემსკავს, მიდის ასეთი მოწყობილობით და ელოდება ნანატრ თევზს. ყოფილა შემთხვევა დიდი თევზი მოსდებია ასეთ მოწყობილობას და მერე ეს პიროვნება მთელი სიცოცხლე მხურვალე ,,ფანი" ხდება თევზაობის. თევზს აქვს ხედვის ორგანოც, სმენისაც და ყნოსვისაც. ამიტომ დამწყებთათვის საჭიროა იმის ცოდნაც რომ თევზი ,,დურაკი" სულაც არ არის. აუცილებელია დავიცვათ სიჩუმე თევზაობისას. უნდა იცოდე რაზე აპირებ თევზაობას, არ არსებობს ისეთი უნივერსალური ანკესი ყველაფერი დაიჭირო. თავდაპირველად თუ ტივტივიანით აპირებს თევზაობას დამწყები საჭიროა,5-7 მეტრიანი ასაქნევი ჯოხი, 0.16 მკედი, მსუბუქი ტივტივა და თხელი ნემსაკავი. თუ ფეხზე დიდხანს დგომა გიჭირთ მაშინ პატარა სკამი, ჭიაყელების კოლოფი. პატარა სათლი თევზისათვის და სათევზაო განწყობა.

Link to post
Share on other sites

ყველამ ტივტივიანით დავიწყეთ. მერე ფსკერულიც წამოვიდა. მერე სპინინგი.

 

დამწყებს ტივტივიანს ვურჩევ, თუმცა სპინინგიც შეიძლება მოსინჯოს. მე ამ საქმეში(სხვაშიც) მაინც მუღამის დაჭერა მგონია მთავარი. ის მუღამი თუ ვერ დაიჭირე,ვერც აღჭურვილობა და ვერც მეთოდი ვერ გიშველის.

Link to post
Share on other sites

მიუხედავად იმისა რომ თავგადაკლული მრთევზე არ ვარ ჩემი ძმისგან განსხვავებით ტივტივაზე ცქერა ახლაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. პირველი ღორჯო თხილის ჯოხით 0.3 ძუით და 3# ნემსკავით დავიჭირე, ის სიხარული ახლაც მახსოვს.

Link to post
Share on other sites

ჯოხი ნორმალური, კოჭა ნორმალური, ძუა ნორმალური, ტივტივა ნორმალური

ესენიც იქნებ "ჩამოყაროთ"

ნორმალური = მისაღებ ფასიანი - მწარმოებელი :givi:

Link to post
Share on other sites

ჩემი პირველი თევზი - ღორჯო.

 

მახსოვს,დავიჭირე შავ ძაფზე გამობმული "გაიკით" და ბოლოში ნესკავზე ჭია.

 

:givi:

 

ბავშვობიდან მქონდა თევზაობის სიყვარული. მთავარი მაინც ესაა.

 

რატომ?! არვიცი

Link to post
Share on other sites

საკითხს ასე დავსვავ,როგორც ამას ჩემს მაღაზიაში ვეკითხები ხოლმე ახალბედა მეთევზეებს:სად და რაზე გსურს რომ ითევზაო ?

Link to post
Share on other sites

ჩემი პირველი თევზი - ღორჯო.

 

მახსოვს,დავიჭირე შავ ძაფზე გამობმული "გაიკით" და ბოლოში ნესკავზე ჭია.

 

 

დათო შავი ძაფით და გაიკით დავიწყო?

Link to post
Share on other sites

საკითხს ასე დავსვავ,როგორც ამას ჩემს მაღაზიაში ვეკითხები ხოლმე ახალბედა მეთევზეებს:სად და რაზე გსურს რომ ითევზაო ?

 

ალბათ ტივტივათი. რაზე? რაც მოვა :givi:

Link to post
Share on other sites

ალბათ ტივტივათი. რაზე? რაც მოვა :yes:

არა სწორი პასუხია ! :givi: მაშინ ეს მითხარი,სად აპირებ ძირითადად თევზაობას ?

Link to post
Share on other sites

არა სწორი პასუხია ! :givi: მაშინ ეს მითხარი,სად აპირებ ძირითადად თევზაობას ?

 

არ მაქვს გადაწყვეტილითქო რომ გითხრა დამიჯერებ?

აღმოსავლეთ საქართველოში ვარ. აქ რაზეც უფრო ხშირად "ითევზავება" ალბათ იმაზე ვითევზავებ

Link to post
Share on other sites

იეტი

მაშინ თბილისის ზღვით დავიწყოთ.ახლა რომ დათბება ნაფოტას და შამაიას სეზონი დაიწყება,არა და ბამბალა შამაია ყავს თბილისის ზღვას !

Link to post
Share on other sites

დათო შავი ძაფით და გაიკით დავიწყო?

 

არა.

 

სპინინგის და თევზაობის მეთოდების თემა დაათვალიერე და აარჩიე. :givi:

 

:yes:

Link to post
Share on other sites

იეტი წალკაც კაია, სიონიც.

 

თბილისის ფასები არ ვიცი დმორალს ეცოდინება უკეთ და მაღაზიებსაც გირჩევს. დაიწყე ტივტივიანით. ფსკერულზეც გადააკეთებ რო რამე იყოს, ან მეორე ჯოხს შეიძენ. ისე გირჩევ მეთევზეებთან ერთად დაიწყო პირველი ნაბიჯები

Link to post
Share on other sites

ჩემი პირველი ტევზიც ღორჯო იყო. ბამბუკის ჯოხი(ეზოში გვქონდა ბამბუკი), ბადის ძაფი, ბადის ტყვია და კაი ბობოლა ანკესი:givi:

 

ისე მონადირეებმა შაშვს უნდა დაუდგან ძეგლი და მეთევზეებმა ღორჯოს :yes:

Link to post
Share on other sites

ჩემი პირველი თევზიც ღოჯო იყო,პიონერთა ბანაკში(კვერეთში)მდინარე ჩიხურაზე დავიჭირე,მეც თხილიც ჯოხზე მობმული ძუით და კავით.მაშინ ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა.

დამწყებს მეც ტივტივით დაწყებას ვურჩევ,ნებისმიერ ტბაზე სადაც თუგინდ კარასი არის სასიამოვნო იქნება,მითუმეტეს რომ ადვილი საჭერი არის,ცოტას თუ დაკვებავთ იმ ადგილს სადაც უნდა ითევზაო,ისიამოვნებ.

თევზაობა ძალიან სერიოზული დამაწყნარებელი საშუალებაც არის თუ ნერვების პრობლემა გაქვს...ვიცი რამოდენიმე შემთხვევა რომ ექიმებს რეკომენდაცია მიუციათ თავისი პაციენტებისთვის თევზაობა დაეწყოთ.პირადად ვიცნობ ერთ ადამიანს ვინც ამით გამოჯამრთელდა,მაგრამ თევზაობით დაავადდა მერე :givi:

Link to post
Share on other sites

ფრთხილად მაგ რეცეპტმა უკუქცევაც იცის: შენ კი იცილებ ნევროზს, მარა მერე ოჯახი იკიდებს :givi:

 

 

 

 

თევზაობა ძალიან სერიოზული დამაწყნარებელი საშუალებაც არის თუ ნერვების პრობლემა გაქვს...ვიცი რამოდენიმე შემთხვევა რომ ექიმებს რეკომენდაცია მიუციათ თავისი პაციენტებისთვის თევზაობა დაეწყოთ.პირადად ვიცნობ ერთ ადამიანს ვინც ამით გამოჯამრთელდა,მაგრამ თევზაობით დაავადდა მერე :yes:

Link to post
Share on other sites

იეტი,პირველი შთაბეჭტილება ძალიან მნიშვნელოვანია დამწყებიზა.ამიტომ გირჩევ პირველად გამოცდილ მეთევზეს გაყვე.იქ შენც დაამუღამებ რაღაცეებს,ზოგს გასწავლიან.სტილს შემდეგ შენ აირჩევ.

Link to post
Share on other sites

მადლობთ რჩევებისთვის.

აღჭურვილობას ალბათ გამოვიწერ. არ მაქვს სურვილი ვიღაცეები გავამდიდრო.

სპინინგი ტელესკოპური, ტივტივაზე წავა?

Link to post
Share on other sites

მადლობთ რჩევებისთვის.

აღჭურვილობას ალბათ გამოვიწერ. არ მაქვს სურვილი ვიღაცეები გავამდიდრო.

სპინინგი ტელესკოპური, ტივტივაზე წავა?

 

მატჩის სპინინგი იეტი.ტესტი მაკსიმუმ 15-25 აარჩიე და სიგრძით 4.2

მაგრამ ახალბედას ხელში ცოდუა იქნება ეგ.სწორად გამიგე მეგობარო.ეგ იგივეა მანქანის ტარება რომ არ იცოდე და პირველი მანქანა ფერარი იკიდო.დაიწყე ძველი კასკადის ანკესით,რუსული ჯოხია.დონკაზეც იხმარ რო რამე.

Link to post
Share on other sites

გავარკვიე მატჩის ამბავი.

 

http://www.amazon.com/South-Bend-PTN-60M-TSC-Spincast/dp/B003CUOYES/ref=sr_1_2?s=sporting-goods&ie=UTF8&qid=1329406020&sr=1-2

 

ეს გამომადგება?

თუ კი, მაშინ კოჭა როგორი ვიყიდო?

 

ეს წავა?

http://www.amazon.com/Daiwa-Front-Drag-Spinning-Sweepfire-B/dp/B001SY843M/ref=sr_1_4?s=sporting-goods&ie=UTF8&qid=1329406154&sr=1-4

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...