Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ერთი პრობლემა გვაქვს მე და ჩემ ლეკვს ოთახში ერთ კუტხეში გაზეთები მაქვს დაფენილი სადაც მოსასაქმებლად მიდის ხოლმე როცა ოთახში ვტრიალებ სხვაგან არ შვება იქ მიდის, მაგრამ როცა ჭამის დრო მოუვა და გავალ ოთახიდან საჭმლის მოსატანად მომყვება და კარებთან მელოდება და მერე კარებთან მხვდება ხოლმე მოშარდული ესე შვება კიდე სახლიდან რომ ვარ გასული და მოვალ კარების ხმას რომ გაიგებს ოთახში შესასვლელ კარებთან მელოდება და იქვე შვება. არადა იმ ადგილებს ქაფიანი წყლით კარგად ვწმენდავ და ამ ბოლო დროს დეზადორსაც კი ვასხავ რომ სუნი არ ქონდეს და იქ აგარ ქნას თქო მაგრამ მაინც შვება. ინებ მირციოთ როგორ მოვიქცე

თორნიკე- ეს დროებითი, მაგრამ, არასასიამოვნო მოვლენაა და დროთა განმავლობაში გაუვლის. ამით ლეკვი თავის მოჭარბებულ ემოციებს (სიხარულს) გამოხატავს.

ჩემი რჩევა იქნება, რომ მიაჩვიო ლეკვი ბრძანებას "ადგილზე" ("на место"). პატარობისას მათ უჭირთ დიდხანს ბრძანების შემდეგ ერთ ადგილზე ჯდომა (წოლა), მაგრამ უნდა დაუძალოთ. პირველ პერიოდში (როგორც ზევით უკვე ავღნიშნე) ბრძანების შემდეგ აუცილებლად ყურადღება (რომ არ ადგეს თქვენი ნების გარეშე), და საჭიროების შემთხვევაში, ცოტა ხნით, ადგილზე მიბმაც სჭირდება. არ დაგავიწყდეთ დაჯილდოება ყოველ იმ შემთხვევაში, როცა ლეკვი თუნდაც მცირე ხნით ასრულებს თქვენს ბრძანებას. მაგალითად, ბრძანების შემდეგ, მიირბინა თავის ადგილზე, დაწვა (დაჯდა) და რამოდენიმე წამში წამოხტა და მოირბინა ისევ თქვენთან. ამ შემთხვევაში, მიეცით ისევ ბრძანება და როგორც კი ლეკვი ადგილზე მივა, თქვენც იქ მიუახლოვდით, მოეფერეთ, მიეცით ტკბილეული, რაღაც პერიოდი გვერდში მიუჯექით და რომ დამშვიდდება მაგის შემდეგ, ნელ-ნელა, მოშორდით მის ადგილ ახლო მანზილზე. ამ მომენტში არ იქნებოდა ცუდი, სიტყვიერ ბრძანებებთან ( "ადგილზე", "იჯექი", "იწექი" ან სხვა) ერთად მისცეთ ბრძანებები ხელითაც. მაგალითად, ხელის აწევით (იგივე "იწექი"). თუ ლეკვი გაძლებს და დარჩება ადგილზე, მაქსიმალურად გაჭიმეთ ეს დრო და შემდეგ მიეცით ბრძანება "ჩემთან", "ჩემსკენ" ("ко мне") (არ ვიცი ქართულად რა ბრძანებები იხმარება). როგორც მოირბენს, დააჯილდოვეთ და მოეფერეთ. თანდათანობით, ეცადეთ დროის მონაკვეთი გაზარდოთ. ჩვენი ლეკვები განაწილებამდე (45 დღის ასაკში) ყველა ასრულებდა ელემენტარულ ბრძანებებს - "ადგილზე", "დაჯექი","ჩემსკენ","არ შეიძლება. 3 თვის ასაკში კი ჩემი უმცროსი (კარმენი) ბრძანების შემდეგ ადგილზე 10-15 წუთს თავისუფლად რჩებოდა.

ეს ყველაფერი სასურველია სისტემატურად, ყოველდღიურად გაიმეოროთ. მხოლოდ ისე, რომ ლეკვს არ მობეზრდეს.

იმ შემთხვევაში, როცა, "სახლიდან ხართ გასული და ლეკვი შესასვლელ კარებთან გელოდებათ "საჩუქართან" ერთად", გირჩევდით, "საჩუქართან" ცხვირი ახლოს მიატანინოთ, სერიოზული ხმით გაუყწყრეთ და შემდეგ გარეთ გაიყვანოთ (თუ გაგყავთ) ან მიიყვანოთ იმ ადგილას, სადაც გაზეთები გაქვთ დაფენილი .

Link to post
Share on other sites
  • Replies 255
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

Коба

დიდი მადლობა აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევას :) ისე ბრზანება ადგილზე იცის ოგონდ დიდი ხანი არ ჩერდება და მაგას მივაჩვევ აუცილებლად რომ ბრძანების გარეშე არ ადგეს ადგილიდან და დროსაც ნელა ნელა გავზრდი. ერთი რამე არის კიდევ არ სიამოვნებს აშკარად მაგ ბრზანების შესრულება მიუხედავად იმისა რომ ბრზანების შესრლების მერე საჩუქარს ვაძლევ ხოლმე ხშირად, მაგრამ ხან დასჯის შემდეგ მაგალითად ფეხებში რომ მედება ან სხვა ოთახში რომ ცდილობს შესვლას ფუს მერე ვაძლევ ადგილზე ბრძანებას და ამის ბრალი ხომ არ არის და შეცდომით ხომ არ ვიქცევი ესე რომ ვაკეთებ?

Link to post
Share on other sites

კი გამოდის რომ შენ ლეკვს 2 სხვადასხვა ბრძანებას აძლევ,ეგ სწორი არ არის

"ფუ" - რაიმეს აღკვეთა

"ადგილზე" - კი სულ სხვა ბრძანებაა,მგონი სიტყვიდან ხვდები თოკა რასაც უნდა ნიშნავდეს.

Link to post
Share on other sites

jaba

ესეიგი ადგილზე ბრზანება არ ვიხმარო როგორც დასჯის მეთოდი არასდროს ხო და არა სასურველი ქმედების დროს მივცე ბრზანება ფუ მარტო

Link to post
Share on other sites

კი ბატონო.რათქმა უნდა დასჯის მეთოდათ თუ ბრძანება "ადგილზე" გაქვს თორნიკე არ გაეხარდება მაგ ბრძანების შესრულება ლეკვს

Link to post
Share on other sites

jaba

ჯაბა ერთ სიტუაციას გეტყვი ჩემ ოთახში რომ შევდივარ და კარები გია რომ მაქვს (იმიტომ არ ვკეტავ რომ მიფსავს მაგ შემთხვევაში კარებთან :D ) მოდის და ჯდება შესასვლელთან ამ შემთხვევაში რომ ვეუბნები ადგილზე რამდენჯერმე კი მამეორებინებს მაგრამ მერე მოწყენილი დაადებს თაბს და მიდის თავის ადგილას ანუ დასჯა გამოდის რა და რა ვქნა ამ შემტხვევაში თავი შევიკავო ამ ბრძანებისგან?

არა მაგ შემთხვევაში არა,ადგილისკენ რომ წავა შენც გაყევი თამაშით და ბრძანებას რომ შეასრულებს დააჯილდოვე

Link to post
Share on other sites

ბრზანება "ფუ"-ს მონადირე ძაღლებს არ აძლევენ. ეს უფრო სლუჟებნი ძაღლების ბრზანებაა. ჩვენი ძაღლებისთვის უფრო მიზანშეწონილად ითვლება "არ შეიძლება" ("нельзя") ან რაიმე ამის მსგავსი

Link to post
Share on other sites

არა მაგ შემთხვევაში არა,ადგილისკენ რომ წავა შენც გაყევი თამაშით და ბრძანებას რომ შეასრულებს დააჯილდოვე

"თამაშით გაყოლა" არ უნდა. ადგილზე გაგზავნა მაინც დასჯის ერთ-ერთი მეთოდია და სანამ ლეკვი მაგ ბრძანებას ბოლომდე არ შეასრულებს, არ ღირს მასთან თამაში. როცა შეასრულებს, ცოტა მოგვიანებით (უნდა შეიგნოს, რომ "მამიკო" ნაწყენია), აუცილებლად

ჭირდება დააჯილდოვება და ამის მერე შეიძლება თამაშიც.

საერთოდ კურცჰაარისთვის (ალბათ სხვა ჯიშის მეძებრებისთვისაც) ყველაზე დიდი დასჯაა ისაა, როცა მას იგნორირებას უკეთებ ე.ი. არ აქცევ ყურადღებას (ებუტები). ესეც უნდა გამოიყენოთ აღრზდის პროცესში.

Link to post
Share on other sites

ბრზანება "ფუ"-ს მონადირე ძაღლებს არ აძლევენ. ეს უფრო სლუჟებნი ძაღლების ბრზანებაა. ჩვენი ძაღლებისთვის უფრო მიზანშეწონილად ითვლება "არ შეიძლება" ("нельзя") ან რაიმე ამის მსგავსი

არ შეუძლება ეს ბრძანება ქართულად ძნელად აღსაქმელია ძაღლისთვის.ანუ გამოთქმით არ დამოითქმის ისე კარგად როგორც რუსულად.

"ფუ"-ს ქართული შესატყვისია "თათა". ჩვენთვის რომ ვთქვათ რა მნიშველობა აქვს ამა თუ იმ ბრძანების შესასრულებლად რა სიტყვას ეტყვი ძაღლს,ჩემი სამომსახურეო ძაღლი ბრძანებაზე "ფუ" აკეთებს ადამიანის დაკავებას,ხოლო ბრძანებაზე "ეცი" ანებებს თავს.მასე ვასწავლე.მგონი ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ არის.

ჩემი ყველა ძაღლი რომელიც გავზარდე არცერთმა არ იცოდა სიტყვა "დაწე" იმიტომ რომ როცა მინდა რომ დაწვეს ძაღლი ვაძლევ ბრძანებას "გუ" და წვება.ეგ ბრძანება მოკლეა ჟღერადი და არ ერევა ბრძანებაში "დაჯე".ძაღლი ბოლომდე არ ისმენს სიტყვას,ისმენს ჟღერად ბგერებს ქართულად "და-ჯე" და "და-წე ".მსგავსება საკმაოდ დიდია ამიტომ ავარჩიე სხვა სიტყვა.

Link to post
Share on other sites

jaba

Коба

ჩემ ლეკვს ბრძანება დაჯექი და მომიტანე კარგად ესმის უკვე

სახლში როცა ვართ როგორც კი ვეტყვი დაჯექითქო ჯდება ან რამეს რო გადავუგდებ მოაქვს. მაგრამ გარეთ როცა გამყავს ამ ბრძანებებს არ ასრულებს სულ თამაში უნდა არ ჩერდება ერთ ადგილას .

ყოველი შესრულებული ბრაძანების შემდეგ ვასაჩუქრებ როგორც სახლში ისე გარეთ მაგრამ გარეთ ცოტა მაწვალებს :karochera:

რავქნა როგორ მივაჩვი იმას რომ როგორც სახლში მიჯერებს ისე დამიჯეროს გარეთაც ? :(

გეთანხმები jaba, არავითარი მნიშველობა არა აქვს, ამა თუ იმ ბრძანების შესასრულებლად რა სიტყვას ეტყვი ძაღლს, და რა ენაზე :e025: . მთავარია მოსახერხებელი იყოს გამოსათქმელად და რაც მთავარია ძაღლისთვის აღსათქმელად.

რუსეთში ხშირად იყენებენ ინგლისურ სიტყვებს ("დაუნ", "პილ" და ა.შ.). მე არ ვიცი საქართველოში რა ბრძანებები იხმარება (მადლობელი დაგრჩები თუ ჩამოწერ), "არ შეიძლება" უბრალოდ პირდაპირ გადავთარგმნე რუსულიდან როგორც ვარიანტი, და მივუწერე "ან რაიმე ამის მსგავსი" (მხედველობაში მქონდა ქართული ეკვივალენტი.

Link to post
Share on other sites

jaba

Коба

ჩემ ლეკვს ბრძანება დაჯექი და მომიტანე კარგად ესმის უკვე

სახლში როცა ვართ როგორც კი ვეტყვი დაჯექითქო ჯდება ან რამეს რო გადავუგდებ მოაქვს. მაგრამ გარეთ როცა გამყავს ამ ბრძანებებს არ ასრულებს სულ თამაში უნდა არ ჩერდება ერთ ადგილას .

ყოველი შესრულებული ბრაძანების შემდეგ ვასაჩუქრებ როგორც სახლში ისე გარეთ მაგრამ გარეთ ცოტა მაწვალებს :karochera:

რავქნა როგორ მივაჩვი იმას რომ როგორც სახლში მიჯერებს ისე დამიჯეროს გარეთაც ? :(

ამისათვის, სანამ ლეკვს არ მობეზრდება თამაში ქუჩაში (საერთოდ გარეთ) არ შეიძლება მის გაწვრთნაზე იფიქრო. ასევე სანამ ბუნებრივ მოთხოვნილობებს არ მოისტუმრებს ე.ი. უნდა მისცე ჯერ თამაშის და "ორთქლის გამოშვების: საშუალება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო გაწვრთნა.

მიზანშეწონილია "გაკვეთილები" ისეთ ადგილებში ჩაატაროთ, სადაც არ არის ლეკვისათვის ყურადღების გამფატველი პირობები (სხვა ცხოველები, ფრინველები (როგორც შინაური ასევე გარეული), ხალხი და ა.შ.), ე.ი. ქალაქგარეთ ან საკუთარ ეზოში. როცა სეირნობის და მით უმეტეს, აღრზდის (სწავლების) დროს თქვენ მარტო ხართ ლეკვთან, ის, უნდა თუ არ უნდა მთელ ყურადღებას უთმობს იმას, რასაც თქვენ ეუბნებით და ასწავლით. სხვა ძაღლების, ბავშვების, უცხო ხალხის და დაჟე, შინაურების თანდასწრებით, ლეკვმა შეიძლება წამოიყრუოს (თუმცა მშვენივრად ესმის თქვენი ბრძანება), იგნორირება გაუკეთოს თქვენს ბრაძანებას და თქვეგან დაუსჯელობის შემთხვევაში, შემდეგშიაც გაიმეოროს ეს. ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ თვითნ ვუქმნით ლეკვს სიტუაციას, რომელიც დასჯით უნდა დამთავრდეს. ნებისმიერი დასჯა კი აფუჭებს ურთიერთობას ლეკვთან. კარგი ურთიერთობა (ურთიერთგაგება) კი საფუძველია მეძებარ ძაღლთან ერთად წარმატებით ნადირობის.

მინდორში (ტყეში) ყოფნის დროს სასურველია ლეკვს ხან და ხან დაემალოთ, იმ დროს, როცა პეპელების დევნით, ან თამაშით არის გართული და ისეთ ადგილას, საიდანაც თქვენ მას ხედავთ, თვითონ კი ვერ გამჩნევთ. ამას რაც უფრო ადრეულ ასაკში დაიწყებთ, მით უკეთესია. პატარა ლეკვი უცხო გარემოში თავს დაუცველად გრძნობს და როგორც კი მიხვდება (ნახავს) რომ მარტო დარჩა, შიშისგან გამომდინარე, დაიწყებს თქვენს ძებნას. ამისათვის ჯერ ჩართავს მეXსიერებას და გაიხსენებს, სად დაგტოვათ ან სად (რა ადგილას) გნახათ უკანასკნელად. მივა იმ ადგილას. შემდეგ როცა თვალების დახმარებით ვერ გიპოვნით, შეეცდება ჩართოს ცხვირი და ნაკვალებით მოგაგნოთ. როგორც კი გიპოვნით, აუცილებლად უნდა გამოხატოთ თქვენი აღფრთოვანება და დააჯილდოვოთ ლეკვი, რაიმე ტკბილეულით. ეს გაკვეთილი საჭიროა ყველა იმ შემთხვევაში გაიმეოროთ, როცა არის ამის პირობები. ამით თქვენ მიაღწევთ იმას, რომ, შემდგომში თქვენ არ დაგჭირდებათ ყოველწუთიური ყურადღება და ნერვიულობა, როცა ძაღლი თქვენი მხედველობის არედან გავა. ის თვითონ უკეთებდეს იქნება კონტროლს თქვენს ადგილმდებარეობას და თვითონ დაბრუნდება თქვენთან, როგორც კი დაგკარგავთ მხედველობიდან. ეს აუცილებელია ძაღლთან კარგი კონტაქტისათვის.

სეირნობიდან უკან დაბრუნება გამოიყენეთ იმისათვის,რომ, ლეკვი გვერდით სიარულს მიჩვევიოთ. ამ პერიოდში ლეკვი დაღლილია და ნაკლებად ცდილობს დაუმორჩილებას.

მინდა დავუმატო - არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ლეკვის გადაღლა ბრძანებების სწავლების, ან საერთოდ წვრთნის დროს. ლეკვს უნდა სიამოვნებდეს ყველაფერი ის, რითაც თქვენ მას დატვირთავთ.

ასევე, არასდროს არ მიცეთ ლეკვს (და უკვე გაზრდილ ძაღლსაც) ბრძანებები, თუ არა ხართ დარწმუნებული, რომ თქვენი ბრძანებება შესრულდება. მაგალითად, როცა ლეკვი თქვენგან მოწინააღმდეგე მხარეს გარბის ან უკვე შორსაა თქვენგან. ამ დროს მას შეიძლება ყველაფერი ესმოდეს, მაგრამ იმის გამო, რომ დაუსჯელობას გრძნობს, შეიძლება წაიყრუოს და იგნორირება გაუკეთოს თქვენს ბრძანებებას. ასეთ შემთხვევაში დიდ დახმარებას გაგიწევთ ელექტროშოკერი, რომლის დახმარებითაც ადვილად შეგიძლიათ დიდ მანძილზე აკონტროლოთ ლეკვის (ძაღლის) მოქმედება, და რაც მთავარია მოახდინოთ ზეგავლენა მასზე. მაგრამ, თუ ელექტროშოკერი არა გაქვთ (სამწუხაროდ ეგენი იაფი არ ღირს), ეცადეთ ბრძანებების მიცემას და შესრულდებას მაშინ, როცა ლეკვი ახლოსაა თქვენთან.

Edited by Коба
Link to post
Share on other sites

კობა რამოდენიმე დღის წინ მთხოვე საველე შეჯიბრის ცხრილი მგონი ხო?? აი ბატონო აგერაა

421c6526b596.jpg

დიპლომები ასე ნაწილდება:

პირველი ხარისხი- არანაკლებ 80 ქულა

მეორე ხარისხი - არანაკლებ 70 ქულა

მესამე ხარისხი - არანაკლებ 60 ქულა

თუ დაგაინტერესა კიდევ რაიმე მკითხე.წიგნს რაც შეეხება არის ასეთი წიგნი "მეძებარი ძაღლი და ნადირობა"

შ.დოლოძის ავტორობით.ყველაფერი წერია საველე შეჯიბრზე

Edited by jaba
Link to post
Share on other sites

თუ დაგაინტერესა კიდევ რაიმე მკითხე.წიგნს რაც შეეხება არის ასეთი წიგნი "მეძებარი ძაღლი და ნადირობა"

შ.დოლოძის ავტორობით.ყველაფერი წერია საველე შეჯიბრზე

ეგ წიგნი ვიპოვნე და ვკითხულობ :)

Edited by jaba
Link to post
Share on other sites

კობა რამოდენიმე დღის წინ მთხოვე საველე შეჯიბრის ცხრილი მგონი ხო?? აი ბატონო აგერაა

jaba- დიდი მადლობა, მაგრამ, შენ ალბათ გამოგრჩა რომ მე აქვე უკვე გამოვაქვეყნე "საველე გამოცდის ჩატარების წესები", ყველა საჭირო ცხრილით (სხვა საიტიდან ვინათხოვრე :e025: )

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=1377

თუ დაგაინტერესა კიდევ რაიმე მკითხე.წიგნს რაც შეეხება არის ასეთი წიგნი "მეძებარი ძაღლი და ნადირობა"

შ.დოლოძის ავტორობით.ყველაფერი წერია საველე შეჯიბრზე

კარგი იქნება ამ წიგნის ელექტრონულ ვერსის თუ მომაწვდი

Link to post
Share on other sites

კობა რამოდენიმე დღის წინ მთხოვე საველე შეჯიბრის ცხრილი მგონი ხო?? აი ბატონო აგერაა

421c6526b596.jpg

...................................................................

jaba, საიდან მოიტანე ეს ცხრილი?

ახლა რომ დავაკვირდი, თვალში მეცა სხვაობა, ჩემს მიერ გამოქვეყნებულ "საველე გამოცდის ჩატარების წესებში" გამოქვეყნებულ ცხრილსა და შენს მიერ გამოქვეყნებულ ცხრილს შორის.

შენს ცხრილსში ყნოსვის სიშორე 15 ქულით ფასდება, და ამიტომ შემცირებულია წვრთნის ელემენტების ფასი, სადაც დამატებულია კიდევ ერთი ელემენტი - რეაქცია სროლაზე (რეაგირება).

მე მგონი ეს არის რუსეთში მიმდინარე პროცესების მიბაძვა, კინოლოგიის ამ საკითხში ("საველე გამოცდის ჩატარების წესებში"). აქ ჩვენთან, რამოდენიმე წლის წინათ, იყო მცდელობა შეეცვალათ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში 1981 წელს მიღებული "საველე გამოცდის ჩატარების წესების". ზუსტად მაშინ იყო შემოთავაზებული ასეთი ელემენტები და ასეთი ქულები. მაგრამ ამ ვარიანტმა დიდხანს ვერ იარსება და ისევ ძველ წესებს დაუბრუნდნენ.

Link to post
Share on other sites

jaba- დიდი მადლობა, მაგრამ, შენ ალბათ გამოგრჩა რომ მე აქვე უკვე გამოვაქვეყნე "საველე გამოცდის ჩატარების წესები", ყველა საჭირო ცხრილით (სხვა საიტიდან ვინათხოვრე :e025: )

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=1377

კარგი იქნება ამ წიგნის ელექტრონულ ვერსის თუ მომაწვდი

ელექტრონული ვერსიას როგორ,რომ დავასკანერო გამოდგება მასე??

Link to post
Share on other sites

jaba, საიდან მოიტანე ეს ცხრილი?

ახლა რომ დავაკვირდი, თვალში მეცა სხვაობა, ჩემს მიერ გამოქვეყნებულ "საველე გამოცდის ჩატარების წესებში" გამოქვეყნებულ ცხრილსა და შენს მიერ გამოქვეყნებულ ცხრილს შორის.

შენს ცხრილსში ყნოსვის სიშორე 15 ქულით ფასდება, და ამიტომ შემცირებულია წვრთნის ელემენტების ფასი, სადაც დამატებულია კიდევ ერთი ელემენტი - რეაქცია სროლაზე (რეაგირება).

მე მგონი ეს არის რუსეთში მიმდინარე პროცესების მიბაძვა, კინოლოგიის ამ საკითხში ("საველე გამოცდის ჩატარების წესებში"). აქ ჩვენთან, რამოდენიმე წლის წინათ, იყო მცდელობა შეეცვალათ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში 1981 წელს მიღებული "საველე გამოცდის ჩატარების წესების". ზუსტად მაშინ იყო შემოთავაზებული ასეთი ელემენტები და ასეთი ქულები. მაგრამ ამ ვარიანტმა დიდხანს ვერ იარსება და ისევ ძველ წესებს დაუბრუნდნენ.

წიგნიდან,როგორც ეწერა ისე გადმოვიტანე

Link to post
Share on other sites

ელექტრონული ვერსიას როგორ,რომ დავასკანერო გამოდგება მასე??

თუ მასეთ სიკეთეს იზამ, დიდი მადლობელი დაგრჩები. დარწმუნებული ვარ, სხვებსაც დააინტერესებს.

Link to post
Share on other sites

წიგნიდან,როგორც ეწერა ისე გადმოვიტანე

რომელი წიგნიდან? ვინაა ავტორი და როდის არის გამოცემული?

მე ეხლა გადავხედე ლევან ციციშვილის სახელობის რიგით XIII მემორიალის (შარშან რომ ჩატარდა) შედეგებს. მანდ იმ წესებით სჯიდნენ, რომელიც მე გამოვაქვეყნე

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...