Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

მეც ეგეთი მიდგომით ვასწავლე დაჯდომა.

ეხლა შორ მანძილებზე ხელის აწევით ვსვავ, ყველაზე შორს დაახლოებით 40-45 მეტრზე დავსვი. მაგრამ რომ დაჯდება დიდხანს ჯდომა ეზარება, ჩერდება 3-4 წუთი და მერე წვება, მერე წამოხტება და იქეთ აქეთ იწყებს წრიალს.ხელს რომ ავწევ ისევ ჯდება

ნებისყოფის გამომუშვებაზე მაქვს ეხლა სამუშო რომ დიდი ხნით დავსვა.

 

ჭკვიანი ძაღლია, აკეთებს ამას, რაც უფრო მოსახერხებელი და სასიამოვნოა მისთვის. თქვენ თვითონაც დაფიქრდით, რა მდგომარეობაში უფრო სიამოვნებს ძაღლს ყოფნა, მე-5 წერტილზე ჯდომით, თუ წამოწოლილად (თქვენი თავი აიღეთ. მაგალითად, რა უფრო გსიამოვნებთ, ჯდომა თუ წოლა?). რასაკვირველია, წამოწოლ მდგომარეობაში. ამიტომ, ნებისყოფის გამოსამუშავებლად ჯობია ძაღლი დააწვინოთ. ასე ის უფრო კომფორტულად გრძნობს თავს და უფრო დიდხანს გასძლებს ერთ ადგილზე.

თქვენი ძაღლი თუ წვება შორ მანძილებზე ხელის აწევით, ეს ძალიან მისასალმებელი ამბავია. ყველამ უნდა ეცადოთ, რომ მიაღწიოთ ასეთ წარმატებას.

რაც შეეხება იმას, რომ ის "მერე წამოხტება და იქეთ აქეთ იწყებს წრიალს", ეს თქვენი უყურადღებობის და შეცდომის ბრალია. დაიმახსოვრეთ ყველამ - ლეკვმა არაფრის დიდებით არ უნდა დაარღვიოს თქვენი ბრძანება.. (ეს ეხება ყველა სახის ბრძანებას. ამიტომ, უაზრო ბრძანებები არ მისცეთ ლეკვს წვრთნის პროცესში, და ისეთი, რომელის შესრულებაში თქვენ თვითონ ეჭვი გეპარებათ (მაგალითად, ლეკვი უკვე გარბის სხვა ძაღლებისკენ, თქვენ კი უყვირით "ჩემსკენ"). თუ ამას არ მიაღწიეთ, ის, შემდგომში, როცა მას არ დაევასება, აუცილებლად იგნორირებას გაუკეთებს თქვენს ბრძანებას და თავისას გააკეთებს. ამიტომ, როგორც კი ლეკვს დააწვენთ, ის კონტროლის ქვეშ უნდა გყავდეთ. თუ შეამჩნიეთ, რომ უკვე წამოხტომას აპირებს, უნდა დაასწროთ და მისცეთ ახალი ბრძანება - "მოდი", "ჩემსკენ" და ა.შ. როგორც კი მოირბენს თქვენთან, გაუმასპინძლით.

 

ცოტა ინფორმაცია იმათთვის, ვინც ჯერ-ჯერობით ვერ აწვენს თავის ლეკვს. ამ ელემენტს უნდა მიაქციოთ დიდი ყურადღება. ყოველგვარ ფრინველზე მუშაობას თავი უნდა გაანებოთ, სანამ არ მიაღწევთ იმას, რომ ლეკვი, თქვენგან მოშორებით რაიმე ბრძანებით გააჩეროთ და დააწვინოთ.

ამას ნელ-ნელა უნდა შეაჩვიოთ. უნდა დაიწყოთ მაშინ, როცა ლეკვი თქვენთან ახლოსაა (გვერდითაა). მიეცით ბრძანება "დაჯექი", შემდეგ "დაწექი" ("დაუნ" და ა.შ.). თუ არ წვება (უმრავლესობა არ წვება (იეტის გენიოსი ძაღლი ყავს (ხუმრობის გარეშე)), უნდა დააძალოთ, ტკბილი სიტყვებით და ალერსით (ზურგზე დააწექით და ცოტა ხანი ასეთი პრესის ქვეშ გყავდეთ). შემდეგ, აუცილებლად გაუმასპინძლით. თანდათანობით მიაჩვიეთ ლეკვი ამ ბრძანების შესრულებას ხელის აწევით.

როცა ლეკვი ამ ბრძანების შესრულებას მიეჩვევა, გადადით ნებისყოფის გამომუშვებაზე. დატოვეთ ლეკვი მწოლიარე მდგომარეობაში, თქვენ კი ნელ-ნელა მოშორდით. მოშორდით ისე, რომ ლეკვის კონტროლის შესაძლებლობა გქონდეთ (სახით ლეკვისკენ, უკუსვლით). თუ შეამჩნიეთ, რომ უკვე წამოხტომას აპირებს, გაჩერდით და ისევ მიეცით ბრძანება "დაწექი" ("დაუნ" და ა.შ.). პირველ ხანებში ლეკვი მაინც წამოხტება და მოირბენს თქვენთან. ასეთ შემთხვევაში უნდა გაუწყრეთ, სინდისზე შეაგდოთ ("ეს რა არის", "არ გრცხვენია?" და ამის მსგავსი), მოკიდოთ ხელი და ისევ დააწვინოთ ზუსტად იმ ადგილზე, სადაც იწვა. შემდეგ ისევ მოშორდით უკუსვლით და იმდენად, რამდენადაც თქვენი აზრით (და უკვე გამოცდილებით) ლეკვი გასძლებს ადგილზე. გაჩერდით, ცოტა ხანი მოითმინეთ და მიეცით ბრძანება - "მოდი", "ჩემსკენ" და ა.შ. როგორც კი მოირბენს თქვენთან, გაუმასპინძლით.

 

 

ცოტა მოგვიანებით გავაგრძელებ :hi:

Edited by Коба
Link to post
Share on other sites
  • Replies 255
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

Коба

 

ძალიან პრაქტიკული რჩევებია

 

კიდევ ერთხელ მადლობთ

 

ნამდვილად ამდიდრებთ ამ თემას

 

ისე ცალკე თემა თუ გაკეთდება "მონადიღე ძაღლის აღზრდა-პრაქტიკული რჩევები" და აიპინება იქნება ძალიან კარგი ყველა დამწყები, მიმდინარე თუ მომავალი ლეკვის/ძღლის პატრონთათვის.

Link to post
Share on other sites

 

პ.ს ბატონო კობა თვენმა რჩევამ გაამართლა მოსაქმებასთნ დაკავშირებით. მადლობთ

 

არაფრის, ვეფხია!

 

ისე არ იქნებოდა ცუდი, თუ თქვენს პრობლემას და მის გადაწყვეტას აქ გამოაქვეყნებდით. დარწმუნებული ვარ, ასეთი (ან მსგავსი) პრობლემები სხვებსაც გააჩნიათ და თუ თქვენი გამოცდილება მაგათაც გამოადგებათ, ხომ მადლობელი დაგვრჩებიან.

 

* თუ დაგჭირდათ თამამად შეგიძლიათ ჩვენი მიმოწერის გამოყენება.

Link to post
Share on other sites

ყველამ დაიმახსოვრეთ:

- ლეკვთან მუშაობა მინდორში უნდა დაიწყოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლეკვი ბუნებრივ მოთხოვნილობებს დაიკმაყოფილებს ე.ი. დაახლოებით 15-30 წუთის შემდეგ.

- "გაკვეთილები" არ უნდა იქნეს ლეკვისთვის მომაბეზრებელი (ხანგრძლივი), ის ლეკვისთვის სასიამოვნო უნდა იქნეს.

- "გაკვეთილები" უნდა ჩატარდეს ისეთ ადგილას, სადაც არ იქნება ხელის შემშლელი ფაქტორები (ხალხი, ძაღლები, სანადირო ობიექტები და ა.შ.

- არაფრით არ შეიძლება ლეკვის აღრზდაზე იფიქროთ იმ დროს, როცა თქვენ თვითონ ცუდ ხასიათზე ხართ.

- აუცილებლად იქონიეთ თან რაიმე "ტკბილეული" ლეკვის გასამასპინძლებლად.

Link to post
Share on other sites

Коба

 

ძალიან პრაქტიკული რჩევებია

 

კიდევ ერთხელ მადლობთ

 

ნამდვილად ამდიდრებთ ამ თემას

 

ისე ცალკე თემა თუ გაკეთდება "მონადიღე ძაღლის აღზრდა-პრაქტიკული რჩევები" და აიპინება იქნება ძალიან კარგი ყველა დამწყები, მიმდინარე თუ მომავალი ლეკვის/ძღლის პატრონთათვის.

ამ ტემას ავპინავ,იმ თემაშიც იგივე დაიწერება რაც აქ და 2 ერთნაირი გამოვა.

Link to post
Share on other sites

Коба

 

მოგესალმებით

მაინტერესებს თქვენი აზრი ელექტრო საყელურებთან დაკავშირებით

ეფექტური რომაა უდაოაო რაც მოვიძიე ინტერნეტში,

მაგრამ რამდენად გამართლებულია მისი ხმარება ლეკვებში?

მე ვფიქრობ გამოვიყენო ამკრძალავი ბრძანებების ზედმიწევნით შეასრულებისთვის, კერძოდ კი მაშინ, როდესაც მიწიდან უნდა ათასი ჯანდაბის აღება და ქუჩაში ხალხთან გარბის სათამაშოდ სეირნობის დროს

ანუ მინდა მივაღწიო იმას რომ 100 %-ით უჩემოდ არაფერს პირი არ დააკაროს სანამ ნებართვას არ მივცემ (როცა თვალთახედვის არედაანაა გასული და იცის რომ ვერ ვხედავ)და სეირნობისას არავის გამოეკიდოს კუდის ქიცინით.

5,5 თვისაა ეხლა ჩემი პერი

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=41&st=920

Edited by იეტი
Link to post
Share on other sites

მე ვეფხო ძალიან აქტიურად ვხმარობ სამსახურში,მეძებრებშიც გამიმიყენებია.შედეგი ძალინ კარგი მომცა,უბრალოდ სწორად უნდა ხმარება.

Link to post
Share on other sites

ხო მეც ეგრე ვფიქრობ.

ჯაბა როგორი განვითარებულია?

შესაბამის თემაში სურათები მიდევს, შეხედე აბა ვეტექიმის თვალით გთხოვ

ფეხებზე რას იტყვი?

Link to post
Share on other sites

ხო მეც ეგრე ვფიქრობ.

ჯაბა როგორი განვითარებულია?

შესაბამის თემაში სურათები მიდევს, შეხედე აბა ვეტექიმის თვალით გთხოვ

ფეხებზე რას იტყვი?

ეხლავე.მაგაზე როგორ დაგზარდები

Link to post
Share on other sites

Коба

 

მოგესალმებით

მაინტერესებს თქვენი აზრი ელექტრო საყელურებთან დაკავშირებით

ეფექტური რომაა უდაოაო რაც მოვიძიე ინტერნეტში,

მაგრამ რამდენად გამართლებულია მისი ხმარება ლეკვებში?

მე ვფიქრობ გამოვიყენო ამკრძალავი ბრძანებების ზედმიწევნით შეასრულებისთვის, კერძოდ კი მაშინ, როდესაც მიწიდან უნდა ათასი ჯანდაბის აღება და ქუჩაში ხალხთან გარბის სათამაშოდ სეირნობის დროს

ანუ მინდა მივაღწიო იმას რომ 100 %-ით უჩემოდ არაფერს პირი არ დააკაროს სანამ ნებართვას არ მივცემ (როცა თვალთახედვის არედაანაა გასული და იცის რომ ვერ ვხედავ)და სეირნობისას არავის გამოეკიდოს კუდის ქიცინით.

5,5 თვისაა ეხლა ჩემი პერი

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=41&st=920

 

ელექტრო საყელური უნდა გამოიყენოთ მხოლოდ რაიმე მოქმედების კორექტირებისათვის (უმთავრესად, ძაღლის ყურადღების მისაპყრობად). ეს შეიძლება იყოს ამკრძალავი ბრძანებების შესრულება, "ჩელნოკის" გასწორება, ფრინველზე გამოკიდების მცდელობის აღკვეთა და ამის მსგავსი სხვა რაღაცეები. მაგრამ გახსოვდეთ, მისი გამოყენება უნდა იყოს ეპიზოდური და კონკრეტულად მიზანდასახული. სხვანაირად ძაღლი ეჩვევა ელექტრო საყელურს , პატრონი კი "ხალიავას",რადგანაც ელექტრო საყელურის დახმარებით გაცილებით ადვილია ძაღლის შენ ჭკუაზე მოყვანა, მისგან ბრძანებების შესრულების მიღწევა. მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია, რადგანაც, როგორც კი ძაღლი მის გარეშე რჩება (მაგალითად, საველე ღონისძიებებზე), უმრავლეს სემთხვევაში ის იჩენს დაუმორჩილებას.

ელექტრო საყელურის გამოყენებისას, დენის სიმძაფრე უნდა იდგეს თითქმის მინიმუმზე (ისეთ დონეზე, რომ ძაღლმა მხოლოდ იგრძნოს ელექტრო იმპულსი). ეს საკმარისია იმისათვის, რომ, ძაღლმა თქვენ მოგაქციოთ ყურადღება და რაც მთავარია იგრძნოს, რომ ის თქვენს "ხელშია". კარგია, თუ ელექტრო საყელურს ბიპერიც აქვს. ამ შემთხვევაში ყურადღების მისაპყრობად უკეთესია გამოიყენოთ ბიპერი. როგორც კი ძაღლი მოგაქცევთ ყურადღებას, მიეცით ბრძანება ხმით და ხელით (ან ორივე ერთად). თუ ძაღლი (ლეკვი) სწორად არის აღზრდილი და ათვისებული აქვს "სახლის გაკვეთილები", ის აუცილებლად შეასრულებს თქვენს ბრძანებას (გრძნობს, რომ დაისჯება, მაგრამ ამ დასჯას თქვენ არ გიკავშირებთ ე.ი. ურთიერთობა არ გიფუჭდებათ).

ამიტომ, კიდევ ერთხელ გირჩევთ, ლეკვის აღრზდისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ "სახლის კურსების" მაღალ დონეზე ათვისებას და ლეკვთან კარგ ფსიქოლოგიურ კონტაქტის დამყარებას.

 

ლეკვი, ქუჩაში ხალხთან სირბილს რომ გადააჩვიოთ, საჭიროა გამოიყენოთ თქვენი ნაცნობ-უცნობები. მათ უნდა სთხოვოთ, რომ ლეკვი სასტიკად დასაჯონ, თუ ის მათკენ გაიქევა. მაგათზე განაწყენებულს მოეფერეთ და გაუმასპინძლდით.

Edited by Коба
Link to post
Share on other sites

პროფესიონალების რჩევა მჭირდება

 

 

მოგახსენებთ, რომ ჩემი ლეკვი იზრდება ეზოში. ბევრს დარბის, თამაშობს და ა.შ. სამსახურის გამო მხოლოდ 7 საათის შემდეგ ვიცლი ლეკვთან ურთიერთობისათვის(შაბათ კვირას მთელი დღე მცალია ამ საქმისათვის). მთლიანობაში დამჯერე და მოსიყვარულე ლეკვია, მაგრამ ერთი ცუდი ზნე აქვს: უყვარს ყველანაირ ღრეჭოში თავის შეყოფა. უკვე მეორე შემთხვევა იყო გუშინ, რომ ღობეში თავი შეყო და ვეღარ გამოიღო... წკმუტუნებდა, ტიროდა და კიოდა. კიდევ კარგი ოჯახის წევრებმა დროზე მიუსწრეს და დაეხმარნენ თავის გამოძრობაში, თორემ შეიძლება დამხრჩვალიყო :karochera: :karochera: :karochera:

 

ეზო საკმაოდ დიდია(3 ათასი კვადრატი) და ვეცადე ღობის ყველა ,,შჩელკა" დამეგმანა, მაგრამ ახალ-ახალ თავის შესაყოფებს პოულობს ეს დალოცვილი.

ღორივით უღელს ხომ არ დავადებ?! :karochera: ან იმას ხომ არ დაველოდები თავი როდის გაეზრდეება იმ ზომაზე, რომ სადაც არაა საჭირო არ შეეტევა?! :pardon:

 

სადაც ერთხელ თავი გაეკვეხა, იმავე ადგილს აღარ ეკარება, მაგრამ ახალ-ახალ ,,დირკებს" ნახულობს. მის ყურადღებას იპყრობენ ქათმები, მეზობლის გოჭები, ძაღლები და ა.შ.

 

იქნებ არის რაიმე ,,წამალი" თორემ უკვე ისეთ დღეში ვარ სამსახურში ყოფნისას, ყოველ 10 წუთში ვრეკავ სახლში და ოჯახის წევრებს ლეკვის დაძახებას ვთხოვ...

 

იმასაც ვფიქრობ დავაბა მთელი დღე???(მეცოდება).

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

სამი ათას კვადრატში მოიძებნება გელა ისეთი 15-20 კვადრატი ვოლიერი რომ გააკეთო??? :Laie_99:

თუ არის ამის საშუალება მაშინ მაგაზე კაი გამოსავალს ვერ ნახავ,რა თქმა უნდა ეზოს ახლიდან თუ შეღობავ მაგას რა ჯობია :e025:

Link to post
Share on other sites

სამი ათას კვადრატში მოიძებნება გელა ისეთი 15-20 კვადრატი ვოლიერი რომ გააკეთო??? :Laie_99:

თუ არის ამის საშუალება მაშინ მაგაზე კაი გამოსავალს ვერ ნახავ,რა თქმა უნდა ეზოს ახლიდან თუ შეღობავ მაგას რა ჯობია :e025:

 

 

 

ეგ არ მიფიქრია... :scratchchin:

 

 

რაც შეეხება ახლიდან შეღობვას, ეგ გამორიცხულია :flirt:

Link to post
Share on other sites

ეგ არ მიფიქრია... :scratchchin:

 

 

შენთვისაც ადვილი იქნება გელა,სიტყვაზე ან რომ ახურდება ან რაიმე მსგავსი პრობლემა შიქმნება ეზოში გეყოლება თან ვოლიერში იქნება და მეტად დაცული იქნება

Link to post
Share on other sites

სამი ათას კვადრატში მოიძებნება გელა ისეთი 15-20 კვადრატი ვოლიერი რომ გააკეთო??? :Laie_99:

...................................................................

 

მშვენიერი რჩევაა :yes: ეს საუკეტესო აზრია. ყველა დამშვიდდებით, ლეკვი კი პირველ რიგში.

 

რაც შეეხება, ამას -

მის ყურადღებას იპყრობენ ქათმები, მეზობლის გოჭები, ძაღლები და ა.შ.
- ეცადე, რაც შეიძლება ხშირად ისეირნო "პოვადოკით" ლეკვთან ერთად ამ "ობიექტების" ახლო-მახლოს. თავიდან, როგორც კი გაიქაჩება მაგათკენ, აუკრძალე და მოქაჩე "პოვადოკი". შემდეგში, უბრალოდ გაუკეთე იგნორირება ლეკვის რეაქციას მაგათზე. ყოველმხრივ აგრძნობინე ლეკვს, რომ, ქათმები და გოჭები, საერთოდ არ გაინტერესებს. შემდგომში, როცა სანადირო ობიექტებს შეხვდებით, პირიქით, ყოველმხრივ უნდა ანახოთ თქვენი დაინტერესება.
Link to post
Share on other sites

მშვენიერი რჩევაა :yes: ეს საუკეტესო აზრია. ყველა დამშვიდდებით, ლეკვი კი პირველ რიგში.

 

რაც შეეხება, ამას - - ეცადე, რაც შეიძლება ხშირად ისეირნო "პოვადოკით" ლეკვთან ერთად ამ "ობიექტების" ახლო-მახლოს. თავიდან, როგორც კი გაიქაჩება მაგათკენ, აუკრძალე და მოქაჩე "პოვადოკი". შემდეგში, უბრალოდ გაუკეთე იგნორირება ლეკვის რეაქციას მაგათზე. ყოველმხრივ აგრძნობინე ლეკვს, რომ, ქათმები და გოჭები, საერთოდ არ გაინტერესებს. შემდგომში, როცა სანადირო ობიექტებს შეხვდებით, პირიქით, ყოველმხრივ უნდა ანახოთ თქვენი დაინტერესება.

 

 

მადლობა კარგი რჩევებისათვის. :hi: აუცილებლად გავითვალისწინებ :dato:

Link to post
Share on other sites

გელა,როგორც ვოლიერის შეღობვას დაიწყებ,მეზობლები ხმას გაგიგდებენ მამამისს ეყოფაო,არ გინდა ვოლიერი!!!! :d030: :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

გელა,როგორც ვოლიერის შეღობვას დაიწყებ,მეზობლები ხმას გაგიგდებენ მამამისს ეყოფაო,არ გინდა ვოლიერი!!!! :d030: :d030: :d030:

 

 

:haha: :haha: :haha:

 

 

კაი მაშინ... ლეკვის თავის გაზრდას დაველოდო? :d030:

Link to post
Share on other sites

მე მაქვს მსგავსი პრობლემა,ლეკვი ისეთ ადგილას გავზარდე ასე თუ ისე სარბენი საშვალება ქონდა,კორპუსში ვცხოვრობ და ეხლა ეზოში გაუკეთე ვოლიერი 2მX2მ-ზე ათიანი არმატურით(გახშირებული ძაღლების ქურდობის გამო).ჯერ ვოლიერში არ ჩამიმწყვრევია,სხვაგან ვცადე რამდენჯერმე დამწყვრევა,მაგრამ კივილით იკლებს ყველაფერს,რა ვქნა აღარ ვიცი :karochera: :karochera: მსგავსი პრობლემა თუ ქონია ვინმეს და რით შეიძლება გადაიჭრას? :scratchchin:

Link to post
Share on other sites

მე მაქვს მსგავსი პრობლემა,ლეკვი ისეთ ადგილას გავზარდე ასე თუ ისე სარბენი საშვალება ქონდა,კორპუსში ვცხოვრობ და ეხლა ეზოში გაუკეთე ვოლიერი 2მX2მ-ზე ათიანი არმატურით(გახშირებული ძაღლების ქურდობის გამო).ჯერ ვოლიერში არ ჩამიმწყვრევია,სხვაგან ვცადე რამდენჯერმე დამწყვრევა,მაგრამ კივილით იკლებს ყველაფერს,რა ვქნა აღარ ვიცი :karochera: :karochera: მსგავსი პრობლემა თუ ქონია ვინმეს და რით შეიძლება გადაიჭრას? :scratchchin:

წკეპლით გივი. ;)

Link to post
Share on other sites

მირჩიეთ ხალხო რამე ჩემი ლეკვი საჭმლის ღეჭვას გადაეჩვია პირდაპირ ყლაპავს :karochera:

 

პროპაკი გამითავდა და გუშინ როიალ ქანინი ვიყიდე ცოტა და რო დავუყარე თავის ჯამში პირდაპირ გადაყლაპა მარცვლები :karochera: მერე მეზობლის ძაღლს მივეცი ცოტა იმან ხრაშა-ხრუშინ ჩაკვნიტა და ისე შეჭამა .

პროპაკს ცხელ წყალს ვასხამდი და როგორც ფაფა ისე გამოდიოდა , არც უნდოდა იმას დაღეჭვა და მეგონა მგიტო არ ღეჭავსთქო .

Link to post
Share on other sites

მირჩიეთ ხალხო რამე ჩემი ლეკვი საჭმლის ღეჭვას გადაეჩვია პირდაპირ ყლაპავს :karochera:

 

პროპაკი გამითავდა და გუშინ როიალ ქანინი ვიყიდე ცოტა და რო დავუყარე თავის ჯამში პირდაპირ გადაყლაპა მარცვლები :karochera: მერე მეზობლის ძაღლს მივეცი ცოტა იმან ხრაშა-ხრუშინ ჩაკვნიტა და ისე შეჭამა .

პროპაკს ცხელ წყალს ვასხამდი და როგორც ფაფა ისე გამოდიოდა , არც უნდოდა იმას დაღეჭვა და მეგონა მგიტო არ ღეჭავსთქო .

ექიმის ნებართვის გარეშე რატო შეცვალე საჭმელი? :meeting: :meeting:

და საერთოდ დაიმახსოვრეთ ყველამ გაცილებით უკეთესია თუ დამბალს აჭმევთ.

Link to post
Share on other sites

ექიმის ნებართვის გარეშე რატო შეცვალე საჭმელი?

 

არ შემიცვლია ჯაბა , უბრალოდ პროპაკი გამითავდა და თავისუფლებაზე ვერ მოვახერხე გასვლა, საბურთალოზე კი ვერსად ვერ მივაგენი პროპაკს .

მაგიტო ვიყიდე ცოტა როიალქანინი :)

Link to post
Share on other sites

ფერმის მწყერით ლეკვი რო დავგეშო შეიძლებაა ? :scratchchin:

 

სათამაშოს უკვე ვუმალავ და ყნოსვით პოულობს, ამ საღამოს ისეთ ადგილას გადავაგდე სათამაშო მეგონა ვერ მიაგნებდა, თან არც დაუნახია სად დავარდა მეგონა ვერ მიაგნებდა მარა ცხვირ დაწეულმა დაუწყო ძებნა აშკარად ეტყობოდა რო ყნოსავდა :)

მინდა რო შეუკერო უკვე ბუმბულით ბალიში და იმით ვათამაშო (ის ვაძებნინო)

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...