Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ფერმის მწყერით ლეკვი რო დავგეშო შეიძლებაა ? :scratchchin:

.......................................................................................

 

ლეკვი დადის "ჩელნოკით"? თუ დადის, რა სიგრძის "ფრთები" აქვს მის "ჩელნოკის"? სასტვენით და ხელით მიცემულ ბრძანებებს ასრულებს? შენგამ მოშორებით შეგიძლია გააჩერო, დააწვინო? ბრძანების შემდეგ რამდენ ხანს ძლებს ერთ ადგილზე?

Link to post
Share on other sites
  • Replies 255
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

ლეკვი დადის "ჩელნოკით"? თუ დადის, რა სიგრძის "ფრთები" აქვს მის "ჩელნოკის"? სასტვენით და ხელით მიცემულ ბრძანებებს ასრულებს? შენგამ მოშორებით შეგიძლია გააჩერო, დააწვინო? ბრძანების შემდეგ რამდენ ხანს ძლებს ერთ ადგილზე?

 

ბ.ნ კობა ეს "ჩელნოკი" ვერ მივხვდი რა არის ? :)

 

ხელით მიცემულ ბრძანებას ასრულებს მარტო "დაჯექი" მაგრამ მოშორებით ვერ ვაჯენ :( რო დავსვამ მაქსიმუმ 5 მეტრით რო მოვშორდე მაშინვე ჩემსკენ მორბის .

Link to post
Share on other sites

ბ.ნ კობა ეს "ჩელნოკი" ვერ მივხვდი რა არის ? :)

 

 

 

 

,,ჩელნოკი" ქვია ძაღლის მოძრაობის ტრაექტორიას ძებნისას.

 

 

b8f3c175e172.jpg

Link to post
Share on other sites

,,ჩელნოკი" ქვია ძაღლის მოძრაობის ტრაექტორიას ძებნისას.

 

მადლობა გელა ;)

 

Коба

 

ანუ გამოდის რომ ჩემი ძაღლი "ჩელნოკს" არ აკეთებს :karochera: :karochera: :karochera:

Link to post
Share on other sites

მადლობა გელა ;)

 

Коба

 

ანუ გამოდის რომ ჩემი ძაღლი "ჩელნოკს" არ აკეთებს :karochera: :karochera: :karochera:

 

 

გააკეთებს რომ მიაჩვევ!

 

უნდა ავარჯიშო მაგ საკითხში... ხელით უნდა მიუთითო ლეკვს საით ეძებოს... ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა აძებნინო ყოველ ჯერზე...

 

უფრო კომპეტენტურად კობა ჩააკვარახჭინებს მაგ თემას :hi:

Link to post
Share on other sites

duta- უკვე ნათქვამი მაქვს და კიდევ ვიმეორებ - ლეკვის დაგეშვამდე, აუცილებლად უნდა მიაღწიოთ წარმატებებს (აითვისოთ) "სახლში მომზადების კურსები" (მოსმენა, მოთმინება, ბრძანებების უყოყმანოდ შესრულება და ა.შ.). როცა დარწმუნდებით, რომ, ლეკვი ასრულებს ყოველიმე ამას, უნდა გადახვიდეთ მინდვრებში და მიაღწიოთ ასეთივე წარმატებებს მანდ.

მხოლოდ ამის შემდეგ, უნდა დაიწყოთ ფიქრი დაგეშვაზე. ამ ეტაპის პირველ საფეხურზე ფრინველი არა თუ საჭიროა, არამედ მავნებელიცაა ე.ი. უნდა დაიწყოთ ლეკვის დაგეშვა, ფრინველის გარეშე და იმ ადგილებში, სადაც ფრინველის ყოფნა ნაკლებად შესაძლებელია. ეს იმისათვისაა საჭირო, რომ ლეკვმა უკეთესად აითვისოს ის, რაც მთავარია მეძებარი ძაღლისთვის - ძებნა და მისი ხარისხი.

ლეკვმა, პირველ რიგში უნდა ისწავლოს სწორად და ხარისხიანად ძებნა. ეს იმას ნიშნავს, რომ, ლეკვმა უნდა იაროს (ირბინოს) "მაჭოსებურად" ("ჩელნოკით"), ქარის საწინააღმდეგო მხრიდან, მის პერპენდიკულად, გამომყვანის წინ, რაც შეიძლება გრძელი ფრთით ორივე მხარეს, კარგი (მაღალი) სისწრაფით და სწორი პარალელებით ( Gurulo-ს მადლობა სხემა რომ დადო :hi3: ). ძებნისას არ უნდა დატოვოს გამოუკვლეველი ადგილები და არ უნდა აღმოჩნდეს გამომყვანის უკან. ძებნის, და საერთოდ ნადირობის დროსაც, ლეკვი (ძაღლი) ყოველთვის უნდა იყოს კონტაქტში წამყვანთან, მაგრამ ამასთან ერთად, უნდა იყოს მაქსიმალურად "სამოსტოატელნი".

ძებნისას, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ ამჟღავნებს ლეკვი "სახლში მომზადების კურსების" ცოდნას და მათი შესრულების ხარისხს. საველე გამოცდების დროს (რომელიც ნადირობის იმიტაციაა)ცალკე აფასებენ ძაღლის მომზადებას, რაშიაც შედის მისი მორჩილების და გაწაფულობის შეფასება.

 

აი, ყველაფერ ამას რომ აითვისებთ 5-ზე, მერე გადავიდეთ ფრინველზე :friends:

 

მე აქ დავდევი "მეძებარი ძაღლების საველე გამოცდის წესები..." (http://club-monadire.ge/index.php?showtopic=1377). გადახედეთ მას ყურადღებით. იქ არის ყველაფერი ის, რაც მოეთხოვება მეძებარს გამოცდების და ნადირობის დროს.

 

ლეკვის აღრზდისათვის გამოიყენეთ ლიტერატურა, რომელიც ბლომადაა ინტერნეტში (მაგალითად, ოლეგ მალოვის "Курцхаар от А, до Я" http://doghunt.ru/oleg-malov-kurtschaar-ot-a-do-ya/oglavlenie) მე კი დაგეხმარებით იმაში, რასაც ვერ გაიგებთ ან არ გამოგივათ :hi3:

Link to post
Share on other sites

Коба

ესეთ რამეს თუ იყენებენ რუსეთში აპორტირებაზე სავარჯიშოდ და თუ იყენებენ რამდენად წარმატებულია?

 

http://www.cabelas.com/product/Blue-Winged-Teal-DeadFowl-Trainer/732730.uts?Ntk=AllProducts&searchPath=%2Fcatalog%2Fsearch.cmd%3Fform_state%3DsearchForm%26N%3D0%26fsch%3Dtrue%26Ntk%3DAllProducts%26Ntt%3DDeadFowl%2BTrainer%26x%3D14%26y%3D9%26WTz_l%3DHeader%253BSearch-All%2BProducts&Ntt=DeadFowl+Trainer&WTz_l=Header%3BSearch-All+Products

 

თავად ამ საიტზე მომხრაბელებისგან საკმაოდ დადებითი გამოხმეურებები აქვს...

Link to post
Share on other sites

ვიღაცა ალბათ კი იყენებს. მე არასდროს გამომიყენებია. ვიყენებ ნაღდ ფრინველს, სხვადასხვა ზომის და წონის, რომლებსაც წინასწარ ვამზადებ და ვინახავ საყინულეში.

Link to post
Share on other sites

Коба

ესეთ რამეს თუ იყენებენ რუსეთში აპორტირებაზე სავარჯიშოდ და თუ იყენებენ რამდენად წარმატებულია?

 

http://www.cabelas.com/product/Blue-Winged-Teal-DeadFowl-Trainer/732730.uts?Ntk=AllProducts&searchPath=%2Fcatalog%2Fsearch.cmd%3Fform_state%3DsearchForm%26N%3D0%26fsch%3Dtrue%26Ntk%3DAllProducts%26Ntt%3DDeadFowl%2BTrainer%26x%3D14%26y%3D9%26WTz_l%3DHeader%253BSearch-All%2BProducts&Ntt=DeadFowl+Trainer&WTz_l=Header%3BSearch-All+Products

 

თავად ამ საიტზე მომხრაბელებისგან საკმაოდ დადებითი გამოხმეურებები აქვს...

არ მგონია ეგ ეფექტური იყოს,აგერ კობაც დამეთანხმება იმაში რომ ძაღლი შეიძლება ზოგადად აპორტირებას აკეთებდეს მაგრამ ბუმბული თუ შეიჯავრა ის ნანადირევს არ მოიტანნს.სწორედ ამიტომ ჯობია ნაღდი ფრინველი

Link to post
Share on other sites

არ მგონია ეგ ეფექტური იყოს,აგერ კობაც დამეთანხმება იმაში რომ ძაღლი შეიძლება ზოგადად აპორტირებას აკეთებდეს მაგრამ ბუმბული თუ შეიჯავრა ის ნანადირევს არ მოიტანნს.სწორედ ამიტომ ჯობია ნაღდი ფრინველი

 

გეთანხმები. ამიტომაცა მაქვს საყინულე გამოტენილი, სხვადასხვა ზომისა და წონის გაუბურტყავი ფრინველებით (გარშნეპიდან დაწყებული, იხვებით დამთავრებული). ჩემებს ესენი არ ჭირდებათ, მაგრამ, ხშირად მოდიან სტუმრად ჩვენი ძაღლების შთამომავლები, რომელთაც აპორტირების განმეორება არ აწყენთ.

Link to post
Share on other sites

როგორც ინფორმაცია მოდის, საქართველოში მწყერი გამოჩნდა და ამიტომ, შევეცდები იმათ, ვინც სულმოუთმენლად ელის, რომ თავის ძაღლს ანახოს ფრინველი, მივცე რამოდენიმე რჩევა (იმ რჩევებთან ერთად, რაც ზევით, თემაში არის მოყვანილი).

-ავარჯიშეთ ლეკვი ისეთ ადგილას, სადაც, არ იქნება სხვა ძაღლები, ოჯახის წევრები, მეგობრები და ყურადღების გამფანტავი სხვა პირობები.

-სანამ ლეკვის წვრთნას დაიწყებთ, მიეცით მას საშუალება კარგად გაისეირნოს (მოიხადოს ბუნებრივი მოთხოვნილებები).

-სეირნობის შემდეგ, ლეკვი დააბრუნეთ უკან მანქანაში (თუ მანქანითა ხართ გასული) ან სახლში. შემდეგ დააჯინეთ, მოაბით ყელსაბამზე ბაწარი ("პოვადოკი") და მხოლოდ ასე გაიყვანეთ ლეკვი იმ ადგილამდე, სადაც აპირებთ ვარჯიშს.

-სანამ მიდიხართ დაგეგმილ ადგილამდე, სასურველია, "პოვადოკი" მაქსიმალურად დაიხვიოთ ხელზე, რომ ლეკვს არ ჰქონდეს თავისუფლად ბოდიალის საშუალება. ის უნდა მოძრაობდეს თქვენი მარცხენა ფეხის გვერდით. ყოველგვარი მცდელობა დაუმორჩილებისა, უნდა აღკვეთოთ "პოვადოკის" მოქაჩვით და სიტყვიერი აღმკვეთი ბრძანებებით. ამით თქვენ ლეკვს აგრძნობინებთ, რომ, თამაშის დრო დამთავრდა და ახლა სერიოზულობაა საჭირო.

-ვარჯიშის დამთავრების შემდეგაც, ზუსტად ასევე (დაჭიმული ბაწრით და ფეხგვერდ) უნდა მიიყვანოთ ლეკვი მანქნამდე, და ჩასვათ შიგ ე.ი. არ მისცეთ ლეკვს ვარჯიშის შემდეგ უაზრო სირბილის და თამაშის საშუალება.

ასეთი მიდგომით, თქვენ მალე მიაჩვევთ ლეკვს იმაზე ფიქრს, რომ, როგორც კი ბაწარი დაედება, ბავშვობის და თამაშის დრო დამთავრებულია.

-ვარჯიშის მთელ პერიოდში, ლეკვი (ძაღლი) უნდა "გყავდეთ ხელში" ე.ი. მოარიდეთ თავი მასთან ლაქუცს ან უაზრო მოქმედებებს. ყველაფერი (გაკვეთილების ელემენტები)უნდა გქონდეთ წინასწარ დაგეგმილი და უნდა ესწრაფოდეთ ლეკვის მიერ ამ ელემენტების შესრულებას. ვარჯიშის პერიოდში არ მისცეთ ლეკვს უფლება დაინტერესდეს მღრღნელების (თაგვების და მათ მაგვანის) ან არასანადირო ფრინველების სუნით.

-ლეკვი არ გადაღალოთ და არ მოაბეზროთ მას თავი, ერთი და იგივე სახეობის ბრძანებებით.

Link to post
Share on other sites

Коба

მოგესალმებით ბატონო კობა თქვენს ფოსტებს ვკიტხულობ რაც დზალიან სწორი და ცჰმსთვის მისაგებია თქვენი რჩევა დარიგებები,ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, ავიყვანე პოინტერის ლეკვი (საბჯოტა მოშენების ეგრედ წოდებული) ანუ ქართული სიხლებისგან ეხლა რუსეთი ჩეხეთი უზის მაგრამ ჩვეულებრივი სანდირო დზებნა,6 თვის ასაკში გავიყვანე ლეკვი პირველად ჯერ ჩიტებს ეთამაშებოდა არ შემიზღუდია და ნელა ნელა მწყერის სუნმაც დააინტრესა,ამსობასიც ნაბულიც გაუჯიმა და ამოიყვანა 3 მწყერი პირველ ეტაბზე არ მოუკალი,და მერე უკვე როგორც წესი დაიწყო უკვე დაზაბული და ფრინველის სუნის დზებნა,გაიმარტა მაგრამ არ ვზგუდავდი რამოდენიმე კარგი ნაბული და 20 ცალამდე მეტი მწყერი მოვინადირეთ,აპორტირება ნორმალურად, ამოყვანის დროს არავიტარი გაკიდება ამას ყველაფერს ნორმალურ ფარგლებში ლეკვის პირობაზე ასრულბდა,შემდექ ცოტა დროის უქონლობის გამო ქათამზე ვერ ვატარე და საერთო ჯამში საღამოს გადფრენაზე ახლო მადზილზე 5 წლის ხვადი პოინტერი მყავს და იმის ერთად ნაბულზე დაუდგა ქათამს ანუ ვერ მოუკალი არც მისვრია დაბალსში გავიდა,გაზდევა არ დაუფიქსირებია ლეკვს,ეხლა 1 წლის გახდა,და გავიყვანე პირველად მინდორში ნუ ჩვეულებრივ იარა ნუ ამას დავარქმვდი რო მისებურად რამოდენიმე ხანი კარგი ტემპით და მერე უკლო შემართება, და მასთან კონტაქტი არ გამიწყვეტია ვატარე,მაგრამ ფრინველი არ იჯდა დავაბი პავადოკი და მინდორიდან გავიყვანე,ცოტა დავისვენეთ და უკვე ჭაობში გადავედით სადაც ბლომად ბეკასი იცის,ქარის საპირისპიროდ ვიარედ და ვამჩნევდი რო ცხვირს ისე ვერ იყენებდა რამოდენიმე ბეკასი ამოვიდა უნაბულოდ,ვერ ჩაკეტა ფრინველი,ერტადერთი ნაბული რომელიც მისგან 4 5 მეტრზე ამოვიდა,მარჯვნიდან და არა საიტაც მისი მზერა თუ ყნოსვა იყო მიმართული,აქაც ჩვეულებრივად დარჩა ადგილზე გაკიდების გარეშე,უბრალოდ მაინტერსებს ეხლა 4,,5 გაყვანის შემდეგ თუ გაიხსნება, სიტემატიური ტარება მოუწევს და მეშინია რო რაიმე შეცდომები არ დაუშვა და საქმე არ გავიფუჭოდ,ისედაც ვხდები რო გადავტვირთე ლეკვი თავიდან და ამისი გამეორება არ მომიხდეს :blush2: პც ირაკლი თედორაძე.

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ, ირაკლი!

 

ჩემი აზრით, ყველაფერი ნორმალურად იქნება, თუ არ იჩქარებთ და ძაღლს ნორმალურად განვითარების საშუალებას მისცემთ. ამ ეტაპზე, თქვენ პირველ რიგში უნდა იფიქროთ ძაღლის კონდიციის აღდგენაზე და მისი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესობაზე.

ახალგაზრდა პოინტერი მალე რომ აგდებს მოძრაობის ტემპს, იმის მაჩვენებელია, რომ, ავადმყოფობის შემდეგ მან ჯერ-ჯერობით ვერ აღიდგინა ნორმალური ფიზიკური მდგომარეობა. ის ჯერ კიდევ ფიზიკურად სუსტადაა, და შეიძლება ისიც იყოს იმის მიზეზი, რომ, ძაღლი ფრინველს ვერ პოულობს ყნოსვით.

ისე მიწერე ჩვენს "აიბოლიტს" (ჯაბას), როდის მკურნავდი ძაღლს ჭიისგან, რითი და რა დოზებით კურნავდი, რითი და რა დოზებით კვებავ, მკურნალობის შემდეგ რამდენ ხანში გაიყვანე მინდორში ფრინველზე და ა.შ.

ხშირია შემთხვევები, როცა ძაღლი დეგელმეტიზაციას განმეორებით საჭიროებს.

როცა დარწმუნდები, რომ ძაღლი აბსოლიტურად ჯანმრთელია, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მინდვრებში ვარჯიში.

 

მანამდე კიდევ მოგაწვდით რჩევებს (თუ დაგჭირდათ) :hi3:

Link to post
Share on other sites

როგორც ინფორმაცია მოდის, საქართველოში მწყერი გამოჩნდა

 

სად ბ.ნ კობა სად გამოჩნდა დავეცემი თავზე ხვალ დილიდან :haha: :haha: :haha:

 

პ.ს

დღეს ჩემმა ლედიმ მაგრად გამახარა :vasha:

 

დილას იპოდორომზე მყავდა გაყვანილი, ჩვეულებრივი ვარჯიშის დროს როდესაც ჯოხი გადავუგდე გაიქცა მოსატანად მაგრამ სანამ იმ ადგილამდე მივიდა სადაც ჯოხი ეგდო უცბად გაშეშდა ოდნავ დაიღუნა და მარცხენა ფეხი მოღუნა და რაღაცას მიაშტერდა. ჩემმა ძმაკაცმა იყვირა ებიჯო "სტოიკაზეაო"

მე ამ დროს რა დამემართა ვერ მივხვდი თითქოს მეც გავშეშდი ადგილზე :D

როცა მიუახლოვდი ლეკვს შევატყე რომ უკანა ფეხები უკანკალებდა ,

ერთი ორჯერ ვუთხარი "ეცი ეცი თქო" მაგრამ არ განძრეულა ისევ ისე იდგა ფეხ მოღუნული, ოდნავ დაღუნილი და უკანა ფეხები უკანკალებდა. ამის შემდეგ ხელი მივკარი ზურგზე და დაახლოებით 20 სმ დან რაღაც პატარა ჩიტი აფრინდა :vasha: ვერ მივხვდი რა ფრინველი იყო მარა მწყერი არ იყო უეჭველი. აღარ მქონდა იმ ჩიტის თავი ლედი ავიყვანე ხელში და დრუნჩზე დაუწყე კოცნა სიხარულისგან :* ამას ერთი ბებერი მონადირეც შეესწრო და იმანაც მითხრა სტოიკა იყოვოო რამაც უფრო მაგრად გამახარა :)

მოკლედ მთელი დღეა სიხარულისგან დავფრინაავ :D :D:D

Link to post
Share on other sites

Кобგასაგებია,ეხლა ფიზიკურობას არ უჩივის კარგ ფორმაშია ეხლა მწყერიც ტიტქმის მოსულია და ამ ყველაფერს სისტემატიური ვარჯიშები უშველის,დანარჩენ ინფოს ეტაბობრივად დავწერ რა როგორ და რას აკეთებს,დიდი მადლობა ყურადღებისთვის გახარეთ :drinks:

Link to post
Share on other sites

ერთი რჩევა მჭირდება,კორპუსში ვცხოვრობ ლეკვს ეზოში ვოლიერი გაუკეთე,3 დღეა დღეს რაც შიგნით ჩავამწყვრიე და კივილით იღებს ყველაფერს,გადამკიდა სამეზობლო გამარჯობას ვეღარ ვეუბნები ხალხს სირცხვილით,დღეს გავიგე ელექტრო საყელური ყოფილა დაყეფების დროს მცირე რაოდენობით დენს გამოყოფს და ხმას აღარ იღებს ძაღლიო,რამდენად მართალია,მართლა არსებობს თუ არა მსგავსი რამ და როგორ მოქმედებს ძაღლის ფსიქიკაზე.თუ შეიძლება სადმე საქართველოში მაგის შოვა და რა ჯდება დაახლოებით?

ან სხვა რა მეთოდით შეიძლება უშველო ამ პრობლემას,გამოუალ მდგომარეობაში ვარ უკვე !

Link to post
Share on other sites

http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=4002915&p=2

ქუთათური მგონი ესარის ის საყელური ძამია

გაიხარე ძამია მადლობა ყურადღებისთვის !

 

ვნახე საკმაოდ იაფია და ზუსტად არგია ჩემ სამეს!

 

ეხლა საინტერესოა ძაღლის ფსიქიკაზე როგორ მოქმედებს და საერთოდ რამდენად წარმატებით ასრულებს თავის მოვალეობას,ან როგორ იმუხტება ?

Link to post
Share on other sites

ხო არცისე ძვირია,ფსიქიკაზე როგორ იმოქმედებს არვიცი ვინმეს ეცოდინება და დაწერენ,დამუხტვა ალბათ ელემენტზე?არვიცი :scratchchin:

Link to post
Share on other sites

გაიხარე ძამია მადლობა ყურადღებისთვის !

 

ვნახე საკმაოდ იაფია და ზუსტად არგია ჩემ სამეს!

 

ეხლა საინტერესოა ძაღლის ფსიქიკაზე როგორ მოქმედებს და საერთოდ რამდენად წარმატებით ასრულებს თავის მოვალეობას,ან როგორ იმუხტება ?

 

ვერ მოქმედებს კარგად, როგორც ყველა ელექტროშოკერი. "Палька с двух концов" -ო, რომ იტყვიან რუსები. ერთ მხრივ, კარგია, მეზობლები მოისვენებენ, მეორე მხრივ, ზაღლმა შეიძლება საერთოდ მიატოვოს ყეფა, რაც არ არის კარგი.

ფასიც მაეჭვებს. მე მგონი ძან იაფია ასეთი საყელურისთვის.

ჯობია, თუ გაქვს საშუალება, იყიდო ელექტროსაყელური, შოკერით და ბიპერით. ის შემდგომშიაც გამოგადგება დაგესვის და ნადირობის დროს.

 

საყელურის გარეშე, ეცადე ხშირ-ხშირად ვოლიერში შეუტანო ახალი სათამაშოები (ჯობია ხისგან გაკეთებული)

Link to post
Share on other sites

გაიხარე ძამია მადლობა ყურადღებისთვის !

 

ვნახე საკმაოდ იაფია და ზუსტად არგია ჩემ სამეს!

 

ეხლა საინტერესოა ძაღლის ფსიქიკაზე როგორ მოქმედებს და საერთოდ რამდენად წარმატებით ასრულებს თავის მოვალეობას,ან როგორ იმუხტება ?

ეგ არ ივარგებს,მე რომ გამოვიწერე ადრე 300 ლარამდე დამიჯდა

Link to post
Share on other sites

გეთანხმები. ამიტომაცა მაქვს საყინულე გამოტენილი, სხვადასხვა ზომისა და წონის გაუბურტყავი ფრინველებით (გარშნეპიდან დაწყებული, იხვებით დამთავრებული). ჩემებს ესენი არ ჭირდებათ, მაგრამ, ხშირად მოდიან სტუმრად ჩვენი ძაღლების შთამომავლები, რომელთაც აპორტირების განმეორება არ აწყენთ.

 

ბუმბულ-ბუნტყლზე გართულება არ აქვს, პირიქით, გარეული იხვის ბუმბულები მაქვს სახლში კონათ შეკრული, რომ გადავუგდებ მოცემა აღარ უნდა , იგივეს აკეთებს ჩიბუხას ბუმბულებზეც :)

 

აი ის ჩუჩელა მაინც გამოვიწერე :blush2: ჩამომივა 2 კვირაში, ვნახოთ რა იქნება.

პლუს სითხეც გამოვაყოლე რომელიც მაგ ჩუჩელაზე ესმევა და იხვის სუნი ადის

იხვის ცხიმის ბაზაზეა დამზადებული.

ვანხავ როგორ მოეწონება პერის :pardon:

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ. ჩემი ლეკვი ბრძანება დაჯეს და დაწეს კარგად ასრულებს უკვე ფეხთან სიარულს თანდათან მიეჩვია იმდგეს მინდორში საყელო შეხსნილი ქონდა და მაგ დროს მივეცი ბრძანება "ფეხთან"და ამომიდგა მარცხნივ ოგონდ დროდა დრო სიარულისას წინ ცოტათი გამისწრებდა ხოლმე. საყელო როცა უკეთია აგარ ქაჩავს ხოლმე თითქმის და ფეხთან სიარულისას "დაჯე" ბრძანებასაც პირველივე თქმაზე ასრულებს მაგალითად გზაზე გადასვლის დროს როცა ვჩერდებით ხანდახან აგარც მჩირდება ხოლმე თქმა ისე მიჯდება გვერძე. "დაწე" ბრძანებას მინდორში თუ მარტოვები ვართ ასრულებს შორსაც რომ იყოს, ამ ბრძანებას ხელის აწევასთან ერთად ვაძლევ ხოლმე თავიდან აერია დაჯე და დაწე ერთმანეთში და ხელის მოძრაობამ გაგვიადვილა გარჩევა :) ეხლა მინდა ვასწავლო ფეხთან დაჯდომა და რა ბრძანება შეიძლება რომ გამოვიყენო? ფეხთან სიარულისას ფეხთან დაჯდომა თავისთავად გამოდის, მაგრამ ისე რომ დაუძახებ და მოდის ჩემთან ფეხების წინ მიჯდება დაჯე ბრძანებაზე და მინდა ფეხის გვერძე დაჯდომაც ვასწავლო

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ. ჩემი ლეკვი ბრძანება დაჯეს და დაწეს კარგად ასრულებს უკვე ფეხთან სიარულს თანდათან მიეჩვია იმდგეს მინდორში საყელო შეხსნილი ქონდა და მაგ დროს მივეცი ბრძანება "ფეხთან"და ამომიდგა მარცხნივ ოგონდ დროდა დრო სიარულისას წინ ცოტათი გამისწრებდა ხოლმე. საყელო როცა უკეთია აგარ ქაჩავს ხოლმე თითქმის და ფეხთან სიარულისას "დაჯე" ბრძანებასაც პირველივე თქმაზე ასრულებს მაგალითად გზაზე გადასვლის დროს როცა ვჩერდებით ხანდახან აგარც მჩირდება ხოლმე თქმა ისე მიჯდება გვერძე. "დაწე" ბრძანებას მინდორში თუ მარტოვები ვართ ასრულებს შორსაც რომ იყოს, ამ ბრძანებას ხელის აწევასთან ერთად ვაძლევ ხოლმე თავიდან აერია დაჯე და დაწე ერთმანეთში და ხელის მოძრაობამ გაგვიადვილა გარჩევა :) ეხლა მინდა ვასწავლო ფეხთან დაჯდომა და რა ბრძანება შეიძლება რომ გამოვიყენო? ფეხთან სიარულისას ფეხთან დაჯდომა თავისთავად გამოდის, მაგრამ ისე რომ დაუძახებ და მოდის ჩემთან ფეხების წინ მიჯდება დაჯე ბრძანებაზე და მინდა ფეხის გვერძე დაჯდომაც ვასწავლო

 

გაგიკვირდება და მე "ცაცა"-ზე ვასწავლე ფეხთან დაჯდომა

სიტყვას რა მნიშვნელობა აქვს მთავარია განსხავებული ჟღერადობის იყოს და თუ გინდა, "ბაყვი"-ზე ასწავლე :e025:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...