Jump to content
Club-Monadire.Ge

ზოგადი საუბრები ნადირობაზე


Recommended Posts

არასდროს არ გამისინჯავს არადა ჩემ სოფელში იმდენია ერთ პატარა მინდორზე 5 კილო მოაგროვო შეიძლება და ჩემ ეზოში სოფელში გიგანტურები იზრდებიან აუცილებლად გავსინჯავ

Link to post
Share on other sites
  • Replies 283
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

მწყერის მიგრაციის კვლევები (საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, მაროკო).    

Posted Images

ხო მინდორზე იცის, თუ მასე ბევრია აცადე გაზრდა და დიდები რომ გახდება მერე აიღე მოსავალი, ძალიან მსუბუქი საჭმელია და მსუბუქი გემო აქვს :yes:

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

მონადირის სამზარეულო ვერ ვნახე, იქნებ დამეხმაროთ.

 

შენ რავა დაგზარდები ძმაო, აგერ არის ლინკი: http://club-monadire.ge/index.php?showtopic=477&st=180

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

:karochera: :karochera: :karochera:

ერთი კითხვა მაქ ...... ვიცი რო ყველა ძაღლი ცოდოა კორპუსის ბინაში საცხოვრებლათ გარდა ფინიების და მაგნაირების.......

დრათჰარი თუ ეგუება ამ სივრცეს მაინტერესებს

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

რა იარაღის კატალოგები მიგროვა ბიძაშვილმა მიუნხენში და ვერ ჩავდივარ, არადა იარაღის პლაკატებიც იყო(ბლაზერის).

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

რაჭაში. მონადირეს ეკრძალებოდა ერთ გასვლაზე სამზე მეტი მსხვილი ნადირის მოკვლა. სანადირო ადგილებიც და სეზონიც განსაზღვრული იყო ტრადიციით. წესის დამრღვევ მონადირეს სოფელი სასტიკად სჯიდა, საჯაროდ კიცხავდა და აჯარიმებდა. როცა მონადირე 1000 ნადირს მოკლავდა, თოფს მიწაში ჩამარხავდა და ნადირობას თავს ანებებდა.

 

აბა ვინ ხართ ახლოს თოფის მიწაში ჩამარხვასთან?

 

მომწონს როგორც რაჭველს ეს ტრადიცია, ჯერ ყველაფერი წინ მაქვს, ჩემ ანგარიშზე 0 ნადირია.

Link to post
Share on other sites

მაშინ ეს ტრადიცია რომ ტრადიციობდა სულ ერთი თოფი ჰქონდა მონადირეს და იმ ერთასაც მარხავდა, თავს ანებებდა ნადირობას.

 

ჩვენს დროში ტრანსფორმირებაა საჭირო ამ ტრადიციის. :scratchchin:

Link to post
Share on other sites

100 წმინდა ცხოველის (ჯიხვი, ირემი, ნიამორი, ფსიტი, დათვი) მოკვლა ნიშნავდა ერთი აზარის ასრულებას, რის შემდეგაც თოფი მიწაში იმარხებოდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა რომ მონადირე თავს ანაბებდა ნადირობას. ნადირობას იწყებდა ახალი თოფით.

ასრულებდნენ 3-4-5 აზარს.

10 აზარის შესრულების ფაქტი არსად ცნობილი არაა და მე ძალიან მეეჭვება რომ ეს ოდესმე მომხდარიყო, წინააღმდეგ შემთვევაში ალბათ თქმულებებში მაინც იქნებოდა შემორჩენილი.

წელიწადში საშუალოდ 25 წმინდა ცხოველი უნდა მოეკლა მონადირეს თავის სიცოცხლის მანძილზე რომ 10 აზარი აესრულებინა.

25 წმინდა ცხოველი არის საშუალოდ 50 დღე.

იმ დროში, როცა ეს ტრადიცია იყო დამკვიდრებული, მონადირეს არ ქონდა იმის ფუფუნება რომ წელიწადში თითქმის სრული ორი თვე ნადირობისთვის დაეთმო.

Link to post
Share on other sites

ამ სატზე თუ ვიმე ხართ დარეგისტრირებული უთხარით გაასწორონ წარწერა ყრუალაზე, ეს ფრინველი არაა შურთხი, ყრუ როჭოა იგივე ყრუალა ან ყრუანჩელა :hi3:

post-189-0-04597200-1375364293_thumb.jpg

Edited by ქორიჯი
Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

წიფობელები ორჯერ მოფრინავენ ხოლმე: გაზაფხულის ბოლოს ბლის მწიფობისას და შემოდგომის დასაწყისში, ყურძენი რომ ითვალება იმ დროს. ხო არ მეშლება, ხომ ნამდვილად წიფობელებია?

 

Link to post
Share on other sites

წიფობელები ორჯერ მოფრინავენ ხოლმე: გაზაფხულის ბოლოს ბლის მწიფობისას და შემოდგომის დასაწყისში, ყურძენი რომ ითვალება იმ დროს. ხო არ მეშლება, ხომ ნამდვილად წიფობელებია?

 

 

 

კი მაგენია, ფუტკრის მტრები ეგენი. მაგათი ბუნდღა გახმეს!

Link to post
Share on other sites

წიფობელები ორჯერ მოფრინავენ ხოლმე: გაზაფხულის ბოლოს ბლის მწიფობისას და შემოდგომის დასაწყისში, ყურძენი რომ ითვალება იმ დროს. ხო არ მეშლება, ხომ ნამდვილად წიფობელებია?

 

 

 

გაუმარჯოს, ეგენი არიან კვირიონები, კვირკვილსაც ეძახიან. მწიფობელა არის იგივე მოლაღური, იგივე მელეღვია, სულ სხვა ფრინველია და უფრო დიდიც არის შედარებით და უფრო მალულად გადადის ანუ გადაფრენას ასე თვალნათლივ არ აკეთებს :)

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

ნუ დამაბნევთ ეხლა.

 

ვახტანგის ვიდეოზე ასახული ფრინველები არიან კვირიონები.

მამალი არის შეფერილი ძირითადად მუქი წითელი და შავი, მუქი მწვანე ბუმბულით, ხოლო დედალი ძირითადად ყვითელი და ბალახისფერი მწვანეთი.

 

 

როგორც მე ვიცი კვირიონს აღმოსავლეთში ვეძახით ამ ფრინველს, დასავლეთში კი მწიფობელას.

 

რაც შეეხება მოლაღურს, ბევრად დიდია კვირიონთან შედარებით, დაახლოებით გვრიტის ხელაა, შეფერილია ღაჟღაჟა ყვითელით და შავი ფერი აქვს ფრთებზე.

ქართლში მოლაღურს "ბიჭო-გიო"-საც ეძახიან, ეს სახელი იმიტომ ჰქვია რომ მისი გალობა დაახლოებით ამ ფრაზას ჰგავს.

თუ არ ვცდები გოგებაშვილს აქვს დედაენაში პატარა მოთხრობა ამ ფრინველზე.

შინაარსი დაახლოებით ასეთია: გუგულმა ბარტყი მოპარა მოლაღურს და მას მერე დაეძებს შვილს და იძახის "ბიჭო-გიოს".

Link to post
Share on other sites

,,ბიჭო-გოგიას,, გიო ;) ეს ფრინველი რაც ვიდეოზეა გადაღებული იმერულად კვირონიაა იგივე(კვირიონი) ლიტერატურულად კი ყაპყაპი.

მწიფობელა ანუ მოლაღურა(მელეღვია იმერულად) საერთოდ არ ხმაურობს ფრენისას.

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...