გიორგი 46 Posted September 9, 2013 Report Share Posted September 9, 2013 ავთო მართალი ხარ ავთია, "ბიჭო-გოგია"-საც ეძახიან. ჩემთან სოფელში ბლომად იყო, ჩვენთან "ბიჭო-გიო"-ს ეძახდნენ. კაკალზე უყვარს ჯდომა, შებურულ ტოტებზე. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted September 9, 2013 Report Share Posted September 9, 2013 "ბიჭო-გოგია" მაგარია, ბავშვობას მახსენებს წამსვე. ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted September 9, 2013 Report Share Posted September 9, 2013 კვირიონი (Merops) — ფრინველთა ქვერიგი ყაპყაპისნაირთა რიგისა. შეიცავს 1 ოჯახის 7 გვარსა და 25 სახეობას. სხეულის სიგრძე 30 სმ აღწევს, მასა 50 გ. აქვთ გრძელი, ქვემოთკენ ნისკარტი, მოკლე ფეხები. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და მაგადასკარზე, ავსტრალიაში. საქართველოში ბუდობს ოქროსფერი კვირიონი (Merops apiaster) და მწვანე კვირიონი (Merops superciliosus) შემომფრენია. კვირიონები ბინადრობენ ღია ადგილებში. ბუდობენ კოლონიებად. დედალი დებს 6-8 კვერცხს, კრუხობს 18-20 დღე. იკვებებიან მწერებით, რომელსაც იჭერენ ჰაერში. ფუტკრების განადგურებით ზიანს აყენებენ მეფუტკრეობას. ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted September 9, 2013 Report Share Posted September 9, 2013 მოლაღური (Oriolus oriolus) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სახეულის სიგრძე 25 სმ აღწევს. მამალს მოოქროსფრო-ყვითელი შავნარევი ბუმბული აქვს, დედალსა და ახალგაზრდა მოლაღურს - მომწვანო. მკერდზე ლაქები აყრია. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში, ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ბინადრობს ფოთლოვანსა და შერეულ ტყეებში. საქართველოში ბევრ ადგილად გვხვდება როგორც მობუდარი გადამფრენი ფრინველი. ბუდეს იკეთებს ხეებზე. იკვებება მწერებით, უფრო იშვიათად კენკრით. მისი გალობა ფლეიტის ხმას ჰგავს, ხმამაღლა სტვენა კი - კატის კნავილს. ხალხური სახელწოდება ბიჭო-გოგია. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 9, 2013 Author Report Share Posted September 9, 2013 ესე გიგი კვირიონია. მაგრამ მოლაღური მე სხვანაირი მახსოვს. ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted September 9, 2013 Report Share Posted September 9, 2013 BROWNING რავიცი სულ ესეთები იყვნენ მოლაღურები ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 9, 2013 Author Report Share Posted September 9, 2013 ეს რაღაა http://www.myvideo.ge/?video_id=1424163 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 9, 2013 Author Report Share Posted September 9, 2013 http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98 ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted September 9, 2013 Report Share Posted September 9, 2013 ეს რაღაა http://www.myvideo.ge/?video_id=1424163 მოლაღურია რამდენიმე ხმაზე გალობს ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted September 10, 2013 Report Share Posted September 10, 2013 რავიცი სულ ესეთები იყვნენ მოლაღურები ალიკ შენ რო სურათი დადე მაგ სურათზე თუარ ვცდები მამალი მოლაღურია დედალს ვაფშე სხვა შეფერილობა აქვს. ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted September 10, 2013 Report Share Posted September 10, 2013 duta არამგონია ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted September 10, 2013 Report Share Posted September 10, 2013 მოკლედ ჩავხედე ჩემს წიგნს და ასეა საქმე: 1-დეალი, 2-მამალი ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted September 10, 2013 Report Share Posted September 10, 2013 ქორიჯი :yes: ციტირება Link to post Share on other sites
irakli 1 Posted September 11, 2013 Report Share Posted September 11, 2013 მიპატიჟება სასწავლებელში წამოდექით, ყმაწვილებო, ტანთ ჩაიცვით საჩქაროზე, აბა, თავი მოიყარეთ სწავლისათვის თავის დროზე!.. რა ხანია მამლაყინწამ იყივლა და გაათენა, მერცხალმაც კი იჭიკჭიკა, არ დააცხრო ტკბილი ენა!.. აგერ ტყემაც გაიღვიძა, შრიალებს და რაცღას ხარობს, კოდალა ხეს უკაკუნებს, და მწყერ-ჩიტა ცაში გალობს! მინდორი და ველი ჰყვავის, ნამი ბზინავს ათას ფერად, მზემაც თვალი გააჭყიტა. ამოვიდა მათ სამზერად... ჭინჭველები ველს მოედნენ, თითქოს რაღაც ჯოგიაო, მოლაღურიც გაიძახის მაღლა: “ბიჭო — გოგიაო!..” ჭია-ღუა სარჩოს ჰზიდავს, რომ გაივსოს თავის ბინა, და ფუტკარიც მიზუზუნებს ყვავილისკენ თაფლისთვინა!.. კაცი, მხეცი და ჩიტები — ყველა საქმეს ჰკიდებს ხელსა, მეთევზეა — ბადესა ჰშლის, და მუშაკი იქნევს ცელსა... წამოდექით, ყმაწვილებო, თქვენც ახსენეთ ღვთის სახელი, — ზარმაცები ღმერთს არ უყვარს, — წიგნს მოჰკიდეთ აბა, ხელი!.. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted October 16, 2013 Report Share Posted October 16, 2013 "ნადირობა მთაში" ასეთი თემა არის გახსნილი? თუ არაა გავხსნათ და განვავრცოთ, ბოლობოლო მთიან ქვეყანაში ვცხოვრობთ. სასაუბრო კი ბევრია, : იარაღი, ტანსაცმელ-ფეხსაცმელი, ზურგჩანთა და აღჭურვა, სანადირო ობიექტები და ა.შ. ვინ იცის ამ საუბარში შეიძლება გამოსწორდეს კიდეც ნადირზე ნადირობის კანონმდებლობა ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted October 17, 2013 Report Share Posted October 17, 2013 თორნიკე რეხვიაშვილი ტყუილად ნერვებს არ ვიშლით ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted October 17, 2013 Report Share Posted October 17, 2013 თორნიკე რეხვიაშვილი ეს ისეთი თემაა სადაც ცოტა უნდა ილაპარაკო,დღევანდელი ჩვენი პირობების გამო! P.S.მაგრამ მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია! ციტირება Link to post Share on other sites
geologi 0 Posted October 17, 2013 Report Share Posted October 17, 2013 ,,ნადირობა მთაში ლიცენზიით,, მგონი ამას გულისხმობდა ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted October 17, 2013 Report Share Posted October 17, 2013 ,,ნადირობა მთაში ლიცენზიით,, მგონი ამას გულისხმობდა გოგა ეს მაგარი იყო,ლიცენზიიით :haha: ჩემ მეგობარ სოფლელებს ეს რო ვინმემ უთხრას ჟაკანს თხლიშავენ თავში ! ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted October 17, 2013 Report Share Posted October 17, 2013 სულაც არ ვამტყუნებ რაიონელ ხალხს რომლებიც ნადირობენ ნადირზე, ღმერთმა ხელი მოუმართოს. კანონმდებლობა ისეა მოწყობილი რომ სხვა გზას არ ტოვებს. გავხსნათ რა თემა და განვავრცოთ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 19, 2013 Author Report Share Posted October 19, 2013 რავარი დაფქვა სოჭის გირჩი ერთი კითხვა: ციყვი იჭმება? ვინმეს გაგისინჯავთ? თვითგადარჩენისას კი გაძლევენ რეკომენდაციას რომ ციყვი მოინადირო, მაგრამ გემო როგორი აქვს ნეტავ? ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted October 19, 2013 Report Share Posted October 19, 2013 რავარი დაფქვა სოჭის გირჩი ერთი კითხვა: ციყვი იჭმება? ვინმეს გაგისინჯავთ? თვითგადარჩენისას კი გაძლევენ რეკომენდაციას რომ ციყვი მოინადირო, მაგრამ გემო როგორი აქვს ნეტავ? კურდღლის ხორცს წააგავს გემოთი ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted October 22, 2013 Report Share Posted October 22, 2013 ამოდენა მთების პატრონები ვართ და აზერებმა როგორ უნდა გვაჯობონ, გაგიჟებას ვარ ყველანაირად როგორ გათახსირებული ვართ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 27, 2013 Author Report Share Posted October 27, 2013 ნადირობის სეზონი და წესები დამწყები მონადირეებისთვის http://geo.ambebi.ge//mimdinare-preskonperentsiebi/88438-nadirobis-sezoni-da-tsesebi-damtsyebi-monadireebisthvis.html ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 27, 2013 Author Report Share Posted October 27, 2013 აქედან ას კილომეტრში, ერთი დიდი ტბისკენ ვიყავი წასული საქეიფოდ და დღეს ჩამოვედი.ხოხო რა ირევა ბატი, თოვლის ბატი უფრო. ცხენირემზე სდევამ სულ ჩამიგდო ბატის სეზონი. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.