Jump to content
Club-Monadire.Ge

ზოგადი საუბრები ნადირობაზე


Recommended Posts

ბრიტანეთის სპორტული სროლის საბჭომ(BASC) გამოაქვეყნა მოხსენება "The Value of Shooting", რომლის თანახმადაც ქვეყნის ეკონომიკაში სპორტულ-სანადირო ინდუსტრიის წილი 2 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს(სპორტულში იგულისხმება სპოტრული სროლა).

აღნიშნული თანხა ქვეყნის მოსახლეობის მიერ გართობაზე დახარჯული ჯამური თანხის 10%-ს შეადგენს(!!!).

ინგლისელმა ანალიტიკოსებმა ქვეყნის წამყვანი საიარაღო კომპანიებისა და ასოციაციების მხარდაჭერით, მოახდინეს დეტალური კვლევა, რომელიც აჩვენებს თუ რამდენადაა მნიშვნელოვანი ნადირობა და სპორტული სროლა ქვეყნის ეკონომიკისათვის:

მონადირეები და სპორტული სროლით დაკავებული მოქალაქეები იარაღსა და აღჭურვილობაზე ყოველწლიურად ხარჯავენ 2,5 მილიარდ გირვანქა სტერლინგს;

ინდუსტრიამ შექმნა 74 ათასი მუდმივი და 16 ათასი დროებითი სამუშაო ადგილი;

 

დიდ ბრიტანეთში სულ ითვლიან 600 ათას მონადირესა და სპორტულ მსროლელს, რომელთაგან ნახევარზე მეტი 40 წელს გადაცილებული მამაკაცია.

მონადირეთა 97% ნანადირევს ოჯახური მოხმარებისათვის მოიპოვებს, ხოლო 3% კი რესტორნებისა და სავაჭრო დაწესებულებებისათვის ირჯება.

ბრიტანეთში სანადირო სავარგულებისა და სტენდების საერთო ფართობი 10-ჯერ(!!!) აჭარბებს ნაკრძალებისა და აღკვეთილების ერთობლივ ფართობს.

 

 

f99b9b709891.jpg

 

ერთი პროცენტი ყოფილა დაახლოებით მონადირე.

 

საქართველოში ჩემი აზრით მეტი გამოვალთ, პროფესიონალ, არაპროფესიონალ "იშვიათად" მონადირეებიანა

Edited by master
Link to post
Share on other sites
  • Replies 283
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

მწყერის მიგრაციის კვლევები (საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, მაროკო).    

Posted Images

როცა ქვეყანა დალაგდება, ხალხს სამუშაო ექნება და დროის ფასს გაიგებს ქართველი კაცი, მერე ვიანგარიშოტ რამდენი პროცენტი ქნება მონადირე.

 

პ.ს. ლიცენზები რომ დაწესდება, ფასები რომ გაიზრდება, იარაღის ფლობის კრიტერიუმები რომ შეიცვლება, მერე ხომ საერთოდ შემცირდება შემცირდება. :yes:

Edited by თორნიკე რეხვიაშვილი
Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...
  • 4 weeks later...

კერძო სანადირო მეურნებაში რატომაც არა პრინციპში. ესენი ფულს გადაიხდიან ამ ყველაფერში, იმის დედა ვატირე.

 

 

Link to post
Share on other sites

კერძო სანადირო მეურნებაში რატომაც არა პრინციპში. ესენი ფულს გადაიხდიან ამ ყველაფერში, იმის დედა ვატირე.

 

 

 

ესენი არ ნადირობენ - მუშაობენ

 

და მანდ რომ ვიყო, მეც დაღლამდე ვესროდი

Link to post
Share on other sites

მოწყობილია ყველაფერი საამისოდ, შექმნილია ეს მომსახურება. ნადირობა არაა ნამდვილად, მაგრამ რაცაა არსებობის უფლება აქვს.

Link to post
Share on other sites

წინადღეებში ფრანგი სტუმარი გვყავდა, რაზე ნადირობთო რო მკითხა და ვუთხარი რო მარტო ფრინველია სანადირო ობიექტითქო გაგიჟდა. ჩვენთან გარეულ ღორებს ხოცავენ და მაინც იმდენია, რა უყონ აღარ იციანო. :karochera:

 

მიგვიწვიონ ერთი მაგ პრობლემის მოგვარება მაინც შეგვიძლია :meeting:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...
  • 3 weeks later...

დედოფალი მონადირე

 

 

82e171d564e2.png

 

 

 

ერთ-რთი პირველი ცნობილი მონადირე მანდილოსანი გახლდათ ანა(1574-1619წწ), დანიის მეფე ფედერიკ მეორის ქალიშვილი, რომელიც 1589 წელს გაათხოვეს ინგლისის მეფე ჯეიმს პირველზე.

დედოფალი ანა ირმებსა და მელიებზე თავგადაკლული მონადირე გახლდათ. ნადირობა ხდებოდა ცხენზე ამხედრებული და გარკვეულწილად სარისკო საქმე გახლდათ. დედოფალს ნადირობისას, ამორძალების ფორმაში გამოწყობილი, მემშვილდეები უმშვენებდნენ გვერდს.

დედოფალმა ერთ-ერთი ნადირობისას შემთხვევით მოკლა მეუღლის საყვარელი მონადირე ძაღლი. მართალია ამ ფაქტს მეუღლეთა შორის პირველად გარკვეული დაძაბულობა მოყვა, თუმცა მეფემ მალე განმუხტა სიტუაცია და დედოფალს ბრილიანტის ყელსაბამი აჩუქა, რომელიც 2000 ფუნტი ღირდა(რა დროის ფასებია წარმოიდგინეთ!!!).

სიცოცხლის ბოლო წლებში დედოფალი ანა მოწყენილი იყო, რადგან აღარ შეეძლო ცხენზე ჯდომა და ამ წესით ნადირობა. დარდის გასაქარვებლად მან წყვილცხენიანი ეტლი შეუკვეთა და ასე ნადირობდა, თუმცა ეტლი იმდენ საშუალებას ვერ იძლეოდა, რასაც ცხენით ნადირობა.

დედოფალი ანა გარდაიცვალა 45 წლის ასაკში.

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

რამდენიმე დაცული ტერიტორიის კანონით დადგენილი საზღვარი იცვლება

 

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/331610-ramdenime-daculi-teritoriis-kanonith-dadgenili-sazghvari-icvleba.html

 

 

აჯამეთთან დაკავშირებით მივესალმები. კაციშვილი ვერ გეტყოდა სად იყო დაცული ტერიტორია და ეგერები ნაგლობდნენ.

Link to post
Share on other sites

წელს განსაკუთრებული წელია? ამდენი სისინა არ ახსოვს ბაღდათს. დაზაფრულია დედაჩემი და მეზობლები. ალბათ ყინვები რომ არ იყო, ყველა გადარჩა.

Link to post
Share on other sites

კარგი როიყოს მაშინ კიარ გამრავლდებოდა,3 დღის წინ ვნახე მდინარე საკრაულის წყალში დილის 6 საათისთვის, ჩაწვენილ შტოზე შემოხვეულს ეძინა წყალში ქაშპებთან ერთად.წყალი მაგარი ცივი იყო მაგ დროს,რათქმაუნდა მოკითხვის დაბარება არდამვიწყებია :blush2: უვიზოთ და სამუდამოთ.

Link to post
Share on other sites

სერიოზულად მომატებულია რაოდენობა. ალბათ ასი ცალი მაინც ვნახე წყალწითელაზე. ვახო მდინარის პირია შენი ეზო და მიტო იქნება მრავლად.ანკარაა ,საშიში არაფერია,ისეა საძაგელი რო დაინახავ :haha:

Link to post
Share on other sites

ავთო

 

 

ავთია, ჩვენი ბრაუნინგი დანახვაზე კი არა, გველის ხსენებაზე ხთეფა ცუდათ. :d030:

 

 

კაცი დათვს და ლოსს არ უშინდება და გველის ეშინია? :d030:

Link to post
Share on other sites

კი, მასეა :alfons: . 40 მეტრში მედგა ტონიანი ცხენირემი და დაკატლეტების რეალური საფრთხე მქონდა, მაგრამ შიში არ გამხსენებია. აი ''იმას'' კიდე დასანახავადაც ვერ ვიტან.

 

 

კაცი დათვს და ლოსს არ უშინდება და გველის ეშინია? :d030:

Link to post
Share on other sites

სულაა ჩემს ეზოში, მაგრამ გუშინწინ სახლის პირველ სართულზე, დედაცემი ღვინის ბოცებთან საქმიანობდა და იქ ნახა, მეტრიანი შავი წითელი ზოლით ზურგზე. ახლაც პანიკაშია. ჩემი ძმა ჩავიდა სასწარაფოდ მისაშველებლად :alfons: . კაცი აღარ დარჩა უბანში რომ მიეშველოს, ესაა საქმე?

 

 

სერიოზულად მომატებულია რაოდენობა. ალბათ ასი ცალი მაინც ვნახე წყალწითელაზე. ვახო მდინარის პირია შენი ეზო და მიტო იქნება მრავლად.ანკარაა ,საშიში არაფერია,ისეა საძაგელი რო დაინახავ :haha:

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

სალამი ყველას მეტად დილეტანტური კიტხვა უნდა დავსვა დახომ არ არსებობს ცხრილი რომელი საფანტი ნომრის მიხედვით რომელ ცხოველზე და/ან ფრინველზე გამოიყენება ან ლინკი მოწეროთ ან რავი ჩამოწეროთ, მადლობა

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...