Jump to content
Club-Monadire.Ge

ზოგადი საუბრები ნადირობაზე


Recommended Posts

ავთო

 

მართალი ხარ ავთია, "ბიჭო-გოგია"-საც ეძახიან.

ჩემთან სოფელში ბლომად იყო, ჩვენთან "ბიჭო-გიო"-ს ეძახდნენ.

 

კაკალზე უყვარს ჯდომა, შებურულ ტოტებზე.

Link to post
Share on other sites
  • Replies 283
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

მწყერის მიგრაციის კვლევები (საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, მაროკო).    

Posted Images

კვირიონი (Merops) — ფრინველთა ქვერიგი ყაპყაპისნაირთა რიგისა. შეიცავს 1 ოჯახის 7 გვარსა და 25 სახეობას. სხეულის სიგრძე 30 სმ აღწევს, მასა 50 გ. აქვთ გრძელი, ქვემოთკენ ნისკარტი, მოკლე ფეხები. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და მაგადასკარზე, ავსტრალიაში. საქართველოში ბუდობს ოქროსფერი კვირიონი (Merops apiaster) და მწვანე კვირიონი (Merops superciliosus) შემომფრენია. კვირიონები ბინადრობენ ღია ადგილებში. ბუდობენ კოლონიებად. დედალი დებს 6-8 კვერცხს, კრუხობს 18-20 დღე. იკვებებიან მწერებით, რომელსაც იჭერენ ჰაერში. ფუტკრების განადგურებით ზიანს აყენებენ მეფუტკრეობას.

post-145-0-48308400-1378753391_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

მოლაღური (Oriolus oriolus) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სახეულის სიგრძე 25 სმ აღწევს. მამალს მოოქროსფრო-ყვითელი შავნარევი ბუმბული აქვს, დედალსა და ახალგაზრდა მოლაღურს - მომწვანო. მკერდზე ლაქები აყრია. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში, ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ბინადრობს ფოთლოვანსა და შერეულ ტყეებში. საქართველოში ბევრ ადგილად გვხვდება როგორც მობუდარი გადამფრენი ფრინველი. ბუდეს იკეთებს ხეებზე. იკვებება მწერებით, უფრო იშვიათად კენკრით. მისი გალობა ფლეიტის ხმას ჰგავს, ხმამაღლა სტვენა კი - კატის კნავილს. ხალხური სახელწოდება ბიჭო-გოგია.

post-145-0-16012700-1378753456_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

რავიცი სულ ესეთები იყვნენ მოლაღურები

 

ალიკ შენ რო სურათი დადე მაგ სურათზე თუარ ვცდები მამალი მოლაღურია

დედალს ვაფშე სხვა შეფერილობა აქვს.

Link to post
Share on other sites

მიპატიჟება სასწავლებელში

 

 

წამოდექით, ყმაწვილებო,

 

ტანთ ჩაიცვით საჩქაროზე,

 

აბა, თავი მოიყარეთ

 

სწავლისათვის თავის დროზე!..

 

რა ხანია მამლაყინწამ

 

იყივლა და გაათენა,

 

მერცხალმაც კი იჭიკჭიკა,

 

არ დააცხრო ტკბილი ენა!..

 

აგერ ტყემაც გაიღვიძა,

 

შრიალებს და რაცღას ხარობს,

 

კოდალა ხეს უკაკუნებს,

 

და მწყერ-ჩიტა ცაში გალობს!

 

მინდორი და ველი ჰყვავის,

 

ნამი ბზინავს ათას ფერად,

 

მზემაც თვალი გააჭყიტა.

 

ამოვიდა მათ სამზერად...

 

ჭინჭველები ველს მოედნენ,

 

თითქოს რაღაც ჯოგიაო,

 

მოლაღურიც გაიძახის

 

მაღლა: “ბიჭო — გოგიაო!..” :)

 

ჭია-ღუა სარჩოს ჰზიდავს,

 

რომ გაივსოს თავის ბინა,

 

და ფუტკარიც მიზუზუნებს

 

ყვავილისკენ თაფლისთვინა!..

 

კაცი, მხეცი და ჩიტები —

 

ყველა საქმეს ჰკიდებს ხელსა,

 

მეთევზეა — ბადესა ჰშლის,

 

და მუშაკი იქნევს ცელსა...

 

წამოდექით, ყმაწვილებო,

 

თქვენც ახსენეთ ღვთის სახელი, —

 

ზარმაცები ღმერთს არ უყვარს, —

 

წიგნს მოჰკიდეთ აბა, ხელი!..

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

"ნადირობა მთაში" ასეთი თემა არის გახსნილი? თუ არაა გავხსნათ და განვავრცოთ, ბოლობოლო მთიან ქვეყანაში ვცხოვრობთ. სასაუბრო კი ბევრია, : იარაღი, ტანსაცმელ-ფეხსაცმელი, ზურგჩანთა და აღჭურვა, სანადირო ობიექტები და ა.შ.

 

ვინ იცის ამ საუბარში შეიძლება გამოსწორდეს კიდეც ნადირზე ნადირობის კანონმდებლობა :vinsent:

Link to post
Share on other sites

თორნიკე რეხვიაშვილი

 

ეს ისეთი თემაა სადაც ცოტა უნდა ილაპარაკო,დღევანდელი ჩვენი პირობების გამო! :hi:

 

P.S.მაგრამ მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია! :Laie_99::hi:

Link to post
Share on other sites

,,ნადირობა მთაში ლიცენზიით,, მგონი ამას გულისხმობდა

გოგა ეს მაგარი იყო,ლიცენზიიით :haha: :haha:

 

ჩემ მეგობარ სოფლელებს ეს რო ვინმემ უთხრას ჟაკანს თხლიშავენ თავში ! :d030:

Link to post
Share on other sites

სულაც არ ვამტყუნებ რაიონელ ხალხს რომლებიც ნადირობენ ნადირზე, ღმერთმა ხელი მოუმართოს. კანონმდებლობა ისეა მოწყობილი რომ სხვა გზას არ ტოვებს. გავხსნათ რა თემა და განვავრცოთ.

Link to post
Share on other sites

რავარი დაფქვა სოჭის გირჩი :haha:

 

ერთი კითხვა: ციყვი იჭმება? ვინმეს გაგისინჯავთ? თვითგადარჩენისას კი გაძლევენ რეკომენდაციას რომ ციყვი მოინადირო, მაგრამ გემო როგორი აქვს ნეტავ?

 

Link to post
Share on other sites

რავარი დაფქვა სოჭის გირჩი :haha:

 

ერთი კითხვა: ციყვი იჭმება? ვინმეს გაგისინჯავთ? თვითგადარჩენისას კი გაძლევენ რეკომენდაციას რომ ციყვი მოინადირო, მაგრამ გემო როგორი აქვს ნეტავ?

 

კურდღლის ხორცს წააგავს გემოთი

Link to post
Share on other sites

 

 

ამოდენა მთების პატრონები ვართ და აზერებმა როგორ უნდა გვაჯობონ, გაგიჟებას ვარ :wallbash: ყველანაირად როგორ გათახსირებული ვართ.

Link to post
Share on other sites

ნადირობის სეზონი და წესები დამწყები მონადირეებისთვის

 

http://geo.ambebi.ge//mimdinare-preskonperentsiebi/88438-nadirobis-sezoni-da-tsesebi-damtsyebi-monadireebisthvis.html

Link to post
Share on other sites

აქედან ას კილომეტრში, ერთი დიდი ტბისკენ ვიყავი წასული საქეიფოდ და დღეს ჩამოვედი.ხოხო რა ირევა ბატი, თოვლის ბატი უფრო. ცხენირემზე სდევამ სულ ჩამიგდო ბატის სეზონი.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...