DMORAL 36 Posted June 27, 2013 Report Share Posted June 27, 2013 (edited) უმაგრესი ადგილებია! სენეგალში ნათევზავები კი იქნებოდა ალბათ. ეგაა, რომ აფრიკაში კალმახს ვერ დაიჭერდა. Edited June 27, 2013 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted June 27, 2013 Report Share Posted June 27, 2013 მგონი კალმახი მოვიდა მაგის სანახავად ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted June 27, 2013 Report Share Posted June 27, 2013 მგონი კალმახი მოვიდა მაგის სანახავად ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 7, 2013 Author Report Share Posted July 7, 2013 გუშინ ავედით ჩვენს ბანაკში, ორი ახალბედაც გვახლდა. მე უფრო გაზაფხუზე ნანახ ჭაობში მინოდოდა ქვამარილის დატოვება, ბიჭები სათევზაოდ წამოვიდნენ(ბანაკის და ქვამარილის დადების სურათებს და პატარა თავგადასავალს, ბანაკის თემაში დავდებ). კალმახი მოდიოდა მაგრად, მაგრამ წვრილი, 20 სმ-ის ფარგალში. მეგობარს ურჩიეს veltic(საფრანგეთი მგონი)-ის ტრიალები და მართლა მაგრად გაამართლა, ესაა რომ სამკავები მოხსნეს და ცალფა ანკესები დააგეს. ასევე მისი ახალი ზემსუბუქიც გასინჯა(მორჩა რომ ჩამოვალ საქართველოდან, უნდა შევიძინო ზემსუბუქი). მე ორი ავიყვანე ბიჭებმა სადღაც 15-მდე დაიჭირეს და ნაწილი გაუშვეს. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 7, 2013 Author Report Share Posted July 7, 2013 შოლტით თევზაობისთვის საუკეთესო პირობები იყო. კალმახი მაგრად ხტოდა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 7, 2013 Author Report Share Posted July 7, 2013 ამეებმა მაგრად იმუშავეს. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 7, 2013 Author Report Share Posted July 7, 2013 ერთი-ორი პეიზაჟი. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 7, 2013 Author Report Share Posted July 7, 2013 თავიდან კოვზით, სადავით და ჭიით ვთევზაობდი ტახვის ძვეი სახლის თავიდან. კარგი ადგილია, კალმახი აქ სულაა, ესა რომ თახვს იმდენი ხე აქვ ჩაყრილი ტბაში, კალმახი, წამოგების მერე ასწრებს ტოტებში შევარდნას და მერე ძუა უნდა ჩაწყვიტო. ასეც დამემართა. მერე სამკავიანი ყანყალა დავაგე ვერცხლისფერ-ლურჯი, დაარტყა, წამოვიღე, მაგრამ რარაც უცნაურად მოდიოდა. ამოვიღე და ჯერ ერთი კალმახი ამოყვა სამკავს, მერე გაბურდული ძუა და ჩემი კოვზი, კალმახით ანკესზე . ასეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია . ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 7, 2013 Author Report Share Posted July 7, 2013 ბიჭების თევზაობა ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 7, 2013 Author Report Share Posted July 7, 2013 თევზაობის მერე... ამ ბიჭებს მოეწამლათ უკვე სისხლი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 7, 2013 Author Report Share Posted July 7, 2013 ბანაკში მისვლისთანავე მივხვდით ტახვებს კაშხალი ჰქონდათ ამოშენებული(ძველი დავუნგრიეთ), წყალი სერიოზულად იყო აწეული. მალე თახვიც გამოჩნდა. კაშხალში ხვრელი გავაკეთეთ და წყალი დღეს ალბათ დაწეულია. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 7, 2013 Author Report Share Posted July 7, 2013 ორი წელია ვეხვეწებით და ძლივს ამოვიდა, დათვის ეშინოდა მგონი კალმახი მოვიდა მაგის სანახავად ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted July 7, 2013 Report Share Posted July 7, 2013 :yes: უმაგრესია ბრაუნინგ! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 8, 2013 Author Report Share Posted July 8, 2013 ერთი სურათი დამრჩენია ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 28, 2013 Author Report Share Posted August 28, 2013 (edited) სანამ საქართველოსთვის მოვიცლი, უცბად კანადის სიახლე. აქაურ დიდ მდინარეში ათი წლის უკან გაუშვეს Morone saxatilis, უკვე სერიოზულად მოდისო, სამი დაიჭერიათ წინა კვირას, თუმცა ყველა გაუშვეს, ჯერ კიდევ აკრძალულია თევზაობა, თუმცა ალბათ რამდენიმე წელში გახსნიან. ვობლერებზე მოსულა ყველა. http://fr.wikipedia.org/wiki/Bar_ray%C3%A9 Edited August 28, 2013 by BROWNING ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 28, 2013 Author Report Share Posted August 28, 2013 ესეც ჩვენი ბანაკის კლასიკა: 17-მდე კალმახი, 2 აგვისტოს დაჭერილი. შაბათ-კვირას ავდივართ, მართალია შეშის დამზადება მოგვიწევს, მაგრამ წავითევზავებ კიდეც. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 28, 2013 Report Share Posted August 28, 2013 სანამ საქართველოსთვის მოვიცლი, უცბად კანადის სიახლე. აქაურ დიდ მდინარეში ათი წლის უკან გაუშვეს Morone saxatilis, უკვე სერიოზულად მოდისო, სამი დაიჭერიათ წინა კვირას, თუმცა ყველა გაუშვეს, ჯერ კიდევ აკრძალულია თევზაობა, თუმცა ალბათ რამდენიმე წელში გახსნიან. ვობლერებზე მოსულა ყველა. http://fr.wikipedia.org/wiki/Bar_ray%C3%A9 ეგ არის მლაშე წყლის ზოლიანი ქორჭილა, STRIPED BASS. ატლანტიკის ოკეანეშია გავრცელებული და მტკნარ წყლებში შედის საქვირითოდ. სარეკორდო ზომა არის 2 მეტრი სიგრძეში და 57კგ წონაში. დამეკარგა ერთი ჩვენი ფორუმელი, რომელიც NY-შია, დადო რამოდენიმე სურათი მაგ თევზთან ერთად. ვახტანგ, თუ მოგიწევს თევზეულის მაღაზიაში შევლა, აუცილებლად იყიდე მაგის ფილეები. მაგარი ბომბა რამე გამოდის. მზარეულობა შენ არ გეშლება და თუ ბაჟეში ჩაალაგე შემწვარი, პირობას გაძლევ, მაგის მირთმევა იქნება თეთრ ღვინოსთან ერთად და მეორე დღეს სამსახურს გააცდენ. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted August 28, 2013 Report Share Posted August 28, 2013 დააცადე გიორგი ახალი ჩასულია რა დროის სამსახურის გაცდენაა კეთილი იყოს შენი გამოჩენა ვახო ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 28, 2013 Author Report Share Posted August 28, 2013 ვინ გამაცდენინებს აწი, უკვე ამათ ბრჭყალებში ვარ . წარმოიდგინეთ მაგ ქორჭილა წმინდა ლავრენტში(მდინარეში) გაუშვეს და ისე მომრავლდა, უკვე აქამდეც ამოვიდა. ეს იცის მოვლამ. დააცადე გიორგი ახალი ჩასულია რა დროის სამსახურის გაცდენაა კეთილი იყოს შენი გამოჩენა ვახო ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 30, 2013 Report Share Posted August 30, 2013 ესეც ჩვენი ბანაკის კლასიკა: 17-მდე კალმახი, 2 აგვისტოს დაჭერილი. შაბათ-კვირას ავდივართ, მართალია შეშის დამზადება მოგვიწევს, მაგრამ წავითევზავებ კიდეც. რა გახარებულია შენი ამხანაგი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 2, 2013 Author Report Share Posted September 2, 2013 თევზაობის რა მოგახსენოთ, ელემენტარულად დრო არ დარჩა, ვიმუსავეთ ვირულად დაძლივს ვამოძრავებ დღეს კუნთებს. კიდევ კარგი დასვენება გვაქვს. დანარჩენს ბანაკ საქართველოში დავდებ. ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted September 3, 2013 Report Share Posted September 3, 2013 :yes: ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 8, 2013 Author Report Share Posted September 8, 2013 დღეს დაიხურა აქ კალმახზე სეზონი ტბებში და პატარა მდინარეებში. გუშინ მთელი დღე წვიმდა გადაურებლად, მაგრამ მაინც ავედი მეგობართან ერთად. თან ჩემი ახალი ზემსუბუქი გავსინჯე. უმაგრესია. მიკროჯიგებს მაგრად ისვრის. 6 ცალი ავიღეთ. ხუთი მე, ერთი მეგობარმა. ყველაზე დიდი 30სმ-იანი იყო. თუმცა უკვე მუცელი დავსებული აქვთ, საქვირითოდ ემზადებიან. მე სულ ბერკლის მიკროჯიგიტ ავიყვანე ყველა. ისევ და ისევ ატომიკ ტიზერმა იმუშავა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 8, 2013 Author Report Share Posted September 8, 2013 მერე შემოვუბერეთ სახლისკენ. დარჩენაც შეიძლებოდა და დარამებამდე თევზაობა, ერთიიმდენს ავიყვანდით, მაგრამ მეგობარი არაა ''ტყის კაცი'' და წუწუნით ამიკლო, სიცივეა წავიდეთო ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 8, 2013 Author Report Share Posted September 8, 2013 აი ასეთ პირობებში ვითევზავეთ ამ თახვმა გული გამიხეთქა. ვთევზაობ, სრული სიჩუმეა, მარტო წვიმის ხმა ისმის, ფიქრებში ვარ და უცებ ბომბივით გასკდა რარაც ჩემგან 20 მეტრში. წამოვხტი ნავზე, კინაღამ გადავვარდი. ვხედავ მარტო წრეებია წყალზე. მეთქი კლდიდან ლოდი მოწყდა. მერე ამოყვინთა თახვმაც. სულ წრეები გვარტყა და კუდი ურტყა წყალზე. გვაფრთხილებდა ჩემს ტერიტორიაზე შემოხვედითო. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.