Jump to content
Club-Monadire.Ge

თევზაობა კანადაში


Recommended Posts

  • Replies 698
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

გავხსენი სეზონი. მაგარი თევზაობა გამოვიდა. ერთი კილოიანი, სამი 800 გრამიანი, ერთი 600-იანი და ერთიც 450გ-იანი. თოვლის საფარი მეტრი მაინც იქნება. ყინულის სისქე 50 სმ. თევზი თუ გინდა ფეხიც უნდა დის

,,ტრესკა,, ძაან მაგარი თევზია. რუსეთში თხლად ვჭრიდით ფილეს ,მოვაყრიდით მარილს სანელებლებს და 1 საათი მაცივარში და მზადაა. უგემრიელესი თევზია.

ესეც ბობოლა ფარგა.    

Posted Images

ბრაკონიერებს რაც შეეხება, სახელმწიფო სადაც ძლიერია, ბრაკონიერობა ვერ ჰყვავის(სულ ვერ მოსპობ ცხადია), სადაც სახელმწიფო სუსტია ან საერთოდ არ არსებობს იქ კი ვიცით რაც ხდება. მეორეა, ახალგაზრდა ტაობის არზრდა. სკოლიდან რომ მიგაჩვევენ კანონის პატივისცემას და ბუნების სიყვარულ-მოფრთხილებას, ვეღარ იბრაკონიერებ, რადგან შენს ფასეულობებში აღარ ჩაჯდება.

 

კანადაში, მკაცრადაა განსაზღვრული რა სახეობის თევზზე, რომელ რეგიონში, როდის იხსნება სეზონი, რითი შეგიძლია თევზაობა და რამდენი თევზის დაჭერის უფლება გაქვს. თუ ეგერმა კანონდარღვევაზე დაგიჭირა დიდი ჯარიმებია და ზარალის გათვალისწინებით ციხეც კი.

 

სამაგიეროდ სახელმწიფოც სერიოზულად ზრუნავს მეცნირულ დონეზე ჰქონდეს წარმოდგენა რა ხდება მის მდინარეებში და ტბებში. რა რესურსი აქვთ კარგად იციან, ამის მიხედვით გეგმავენ ექსპლუატაციასაც.

 

მაგალითად რომელ მდინარეში რამდენი ორაგული შემოდის და ამ წელს რამდენი ორაგული დაიჭირეს(აღირიცხება), ამაზე დაყრდნობით იგეგმება მომავალი წლის ლიცენზიების რაოდენობაც.

Link to post
Share on other sites

მადლობა სალამანდრა. კანადაში თევზაობის მსურველმა უნდა შეიძინოს თევზაობის ნებართვა, რომლის აღებასაც არ სჭირდება სპეციალური კურსების გავლა ან გამოცდა. ნებართვა ღირს 15$. არარეზიდენტის ნებართვა უფრო ძვირია. რა თქმა უნდა თუ კერძო მეურნეობაში შედიხარ, იქ იხდი თევზაობის საფასურს. ზოგ ტერიტორიაზე(დიდ ტბებზე მგალიტად), გჭირდება დამატებითი ნებართვა. ნებართვები იყიდება სრული სეზონის ან ცალკეულ დღეებზე. ყველა თევზზე დაწესებულია თევზაობის განსაზღვრული მეთოდები, დასაჭერი რაოდენობა და ა.შ.

ეს რეგლამენტაცია პროვინციების მიხედვით სხვადასხვაა.

 

კვებეკის ტერიტორიაზე სპორტული თევზაობის შესახებ აქ ყველანაირი ინფორმაციაა. მერე ნაწილ-ნაწილ ვთარგმნი

 

http://www.mrnf.gouv.qc.ca/publications/en...entation-peche/

 

ეს ინგლისურად

 

http://www.mrnf.gouv.qc.ca/english/publica...tions/index.asp

Link to post
Share on other sites

გუშინ ველაპარაკე ერთს. ბიოლოგია და სტაჟზე იყო ფაუნის მცველად(თევზაობის სფეროში). იქ სადაც მუშაობდა, ორაგულის ყველაზე საუკეთესო ადგილებია სათევზაოდ. ერთხელ მოვიცალე და ერთ კარგ მორევს მივადექითო. ხუთი ორაგული იდგა კამკამა მორევში თურმე. საერთოდ არ ინძრეოდნენო. ასე შეუძლია მთელი დღე გაატარონ. რა ხელოვნური ბუზანკალი არ ვსინჯეთ და არაფერს არ მიეკარაო. არც განძრეულანო. საღამოსთვის გააკეთა ერთმა ნახტომი, ტუჩი მიადო და მერე ზედ გადაევლოო, იქნებოდა ათ კილომდეო. წამოსულან ხელცარიელნი. გაისად თუ მოვახერხე, მანდ ვაპირებ თევზაობას. ივნისიდან იხსნება სეზონი

Link to post
Share on other sites

ყველა პროვინციაში(ათი პროვინცია და სამი ტერიტორიაა კანადაში) არის ფედერალური და პროვინციალური სექტორები. მაგალიტად ჩვენს მდინარეზე, ნახევარი ფედერალურ კანონმდებლობას ექვემდებარება და ტევზაობა მორჩენილია, მეორე ნახევარი პროვინციის დაქვემდებარებაშია და იქ ტევზაობა გრძელდება. პატარა ტბებზე ყინულქვეშ თევზაობა აკრძალულია. მდინარეზე ნებადართულია. არავიტარი გაურკვევლობის ხვრელიც კი არ რცება კანონმდებლობაში რომ ბრაკონიერმა ან არაპატიოსანმა მოხელემ ვერ ისარგებლოს. ყველაფერი რეგლამენტირებულია ანიდან-ჰოემდე. ერთადერთი გამონაკლისი ინდიელები და ინუიტები არიან, მათ წლის ნებისმიერ დროს, ბადითაც შეუძლიათ თევზაობა საკუთარ ტერიტორიებზე.

Link to post
Share on other sites

აღსანიშნავია რომ თვითონ პროვინციაშიც კი სხვადასხვა წესებია ნადირობა-თევზაობის, ტერიტორიისდა მიხედვით. პროვინცია დაყოფილია ტერიტორიებად(დანომრილია), ამ ტერიტორიებზე, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით იხსნება სეზონი და წესდება მოპოვების ნორმები თუ თევზაობის მეთოდები. მაგალითად ცენტრალურ კვებეკში ორაგულს მხოლოდ ხელოვნური ბუზანკალით იჭერენ, მაშინ როცა ჩრდილოეთში(მაგალითად ნუნავიკში) ტრიალა და კოვზიც დაშვებულია. ასევე წლიდან წლამდე შეიძლება შეიცვალოს ტერიტორიული თევზჭერის პირობებიც, იმის მიხედვით თუ რა ცვლილებებს განიცდის ბუნება და თევზის პოპულაცია. მდინარე-ტბები და თევზის პოპულაციები მეცნიერ ბიოლოგთა მხრიდან მუდმივი შესაწავლის ქვეშ არიან, ასე რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ იცის რა მდგომარეობაა თითოეული სახეობის ირგვლივ და თევზაობის რეგლამენტაციაც ადვილია. ბუნების დაცვა არ ფიქრობს რომ მეცნიერისთვის გადახდილი ფული წყალში გადაყრილია, ამიტომ მეცნიერებაც ვიტარდება(სახელმწიფო შეკვეთების წილი დიდია) , ბუნებაც დაცულია და მეთევზეც კმაყოფილი.

ამხელა ზოოლოგიის ინსტიტუტი გვაქვს და ჰკითხეთ ერთი ჩვენს ბუნების დაცვას თუ იცის რომელ მდინარეში რა ხდება.

Link to post
Share on other sites

ფარგა, ქარიყლაპია და მტკნარი წყლის ორაგული აქვე საათნახევრის სავალზე რომ დიდი ტბაა იქ იჭირება. ორაგულს ტროლით ვიჭერთ ხელოვნურ თევზზე. ნელა მიდის ნავი და ანკესები წყალში გვაქვს გადაყრილი, ასე 50 მ-ის დაცილებით. ფარგა ორმოებში იჭირება, ე.წ. ჯიგით(დიდი მრგვალი ტყვიაა, ანკესით, რომელზეც ჭიას ვაგებთ და ფსკერზე ვთევზაობთ). ორაგული მაგრად იბრძვის, ხტება და ტავს აქნევს ნემსკავის ამოსაგდებად. ორი მყავს სულ დაჭერილი, კილონახევრიანი და ორკილოიანი. მეგობარმა ჩვენთან ერთად სამკილონახევრიანიც აიყვანა. მტკნარი წყლის ორაგული პატარაა ზღვის ორგაულთან შედარებით

Link to post
Share on other sites

კვებეკის რეგლამენტაციით:

 

 

დაჭერილი თევზის უკან გაშვება:

 

 

 

ყველა მეთევზემ თევზი აუცილებლად უნდა გაუშვას(ცოცხალი ან მკვდარი):

 

თუ დაჭერილი თევზის ზომა არ შეესაბამბა ნებადართულს

 

თუ თევზი დავიჭირეთ ამ სახეობისთვის აკრძალულ პერიოდში

 

თუ დაჭერილი რაოდენობის ლიმიტი ამოწურულია და თუ თევზი ამ სახეობისთვის აკრძალული მეთოდიტაა დაჭერილი

 

თუ ლიცენზია ითვალისწინებს ყველა დაწერილი თევზის გაშვებას.

 

 

ჩვეულებრივი ნემსკავი ტუჩი

 

cdvl2.jpg

 

 

დაჭერა-გაშვების პრინციპით თევზაობისას გამოყენებული უტუჩო ნემსკავი

 

dz71v.jpg

 

 

თევზს ნემსკავი ფრთხილად უნდა მოეხსნას სპეციალური ბრტყელტუჩით, თუ ნემსკავის ამოძრობა არ ხერხდება მას ყუნწი უნდა გადაეჭრას.

 

თევზი არ გადაღალოთ, რათა გაშვების შემდეგ მისი გადარჩენის შანსი გავზარდოთ

 

თევზთან შეხების მანიპულაციები განვახორციელოთ წყალში, არ შევეხოთ თვალებზე და ლაყუჩებზე. ჰაერზე შეხებისას ხელი უნდა გვქონდეს სველი, თევზი რაც შეიძლება მალე დავაბრუნოთ წყალში

 

თუ თევზი დასუსტებულია, ჯერ ლაყუჩების აერაცია გავუკეთოთ მოძრაობით წინ-უკან, მანამ, სანამ ტევზი არ მოცოცხლდება და მხოლოდ ამის შემდეგ გავუშვათ

 

 

 

წყარო

 

http://www.mrnf.gouv.qc.ca/publications/en.../remise-eau.asp

Link to post
Share on other sites

სატყუარა თევზის გამოყენება

 

 

ზოგადად სატყუარა ცოცხალი თევზის გამოყენება, ან ტრანსპორტირება აკრძალულია, რათა არ მოხდეს მოცემული არეალისთვის უცხო სახეობის გავრცელება.

 

მკვდარი ან ცოცხალი სატყუარას გამოყენება დაშვებულია მხოლოდ წესდებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე. იგივე ვრცელდება ე.წ. ''კრევეტკებზეც''

 

ბაყაყის სატყუარად გამოყენება დაშვებულია. ასევე ნებადარტულია წურბლების სატყუარად გამოყენებაც.

 

 

http://www.mrnf.gouv.qc.ca/publications/en...sons-appats.asp

Link to post
Share on other sites

თევზაობის მეთოდები

 

 

სპორტულ თევზჭერას ახორციელებენ ანკესით, თუმცა ზოგიერთ რეგიონში, განსაზღვრულ სახეობებზე ნებადართულია, მშვილდით, არბალეტით ან ჰარპუნით თევზაობა.

 

ანკესიტ ტევზაობისას იყენებენ ერთ ან მრავალკაპა ნემსკავს, ხელოვნურ თევზს, ''კოვზს'', ხელოვნურ ბუზანკალს(სამი უკანნასკნელი ერთ ნემსკავად ითვლება). გამოყენებული ნემსკავების რაოდენობა სხვადასხვა რეგიონებისდა მიხედვით.

 

ხელოვნური ბუზანკალის ნემსკავის მაქსიმალური ზომები

Link to post
Share on other sites

დაჭერილი თევზის რაოდენობრივი ლიმიტი

 

 

სახეობისდა მიხედვით ეს ლიმიტი შეიძლება გამოხატული იყოს წონით, ზომით, თევზის რაოდენობით. ეს უკანასკნელი ხშირად დგინდება დღეზე გათვლით(მაგალითად დშეში ოცი კალმახის ფლობა). თუ ლიმიტი ამოწურეთ, თევზაობა უნდა შეწყვიტოთ.

რეგიონებისდა მიხედვით დაჭერილი ფარგის მინიმალური ზომა შეიძლება იყოს 30-35-45 სმ, ან პირიქით იკრძალებოდეს 38 სმ-ზე დიდის დაჭერა. აკრზალულია 30 სმ-ზე პატარა ორაგულის დაჭერა.

 

თევზის სიგრძის განსაზღვრა

 

 

http://a.pix.ge/c/i6lvm.jpg

Link to post
Share on other sites

ტრანსპორტირება, ფლობა და სახეობის იდენტიფიცირება

 

 

ბუნების დაცვის აგენტს უფლება აქვს შეამოწმოს მიერ დაჭერილი თევზის წარმომავლობა და სახეობა.

 

მეთევზეს უფლება აქვს თევზაობის არეალში ფლობდეს ცოცხალ თევზს არაუმეტეს ლიმიტით გათვალისწინებული რაოდენობისა.

 

თუ მეთევზე მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის გარეთ ტევზაობს, დაწერილი ტევზი უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში რომ მისი იდენტიფიცირება და გაზომვა შესაძლებელი იყოს(საკუთარ რეგიონში ნებადართულია ფილეს სახითაც ფლობდეს ნადავლს, ოღონდ ფილეს ზომაც ლიმიტირებულია თევზის სახეობისდა მიხედვით).

 

აკრზალულია დაწერილი თევზის კვებეკის გარეთ გაგზავნა ან გაყიდვა. ნებადართულია თავად გაიტანოთ კვებეკიდან, თქვენს მიერ დაჭერილი თევზი.

Link to post
Share on other sites

სათევზაო გარემოს დაცვა

 

 

აკრზალულია მდინარეში, ტბაში, გუბურაში თუ ჭაობში ზეთის, ბენზინის, სხვა ტოკსიკური ნივთიერებების ან ნარჩენების ჩაღვრა.

 

მოტორიზებული ტრანსპორტით წყალში შესვლა, ან მდინარის(ტბის) ნაპირზე გადაადგილება

 

ნებისმიერი წინაღობის აშენება მდინარეში(ტბაში), რომელიც ხელს უშლის თევზის თავისუფალ გადაადგილებას

 

 

ნაპირიდან ქვიშა მასალის აღება ან პირიქით, დაყრა.

 

 

ნებისმიერი დარღვევის ან ბრაკონიერობის შემთხვევის დაფიქსირებისას ცხელი ხაზით შესაძლებელია შესაბამის უწყებასთან დაკავშირება

Link to post
Share on other sites

მოკლედ დარჩებილი სახეობის თევზებზე ინფოს ნახავთ აქ(დააწკაპუნეთ თევზის სახეობაზე):

 

 

http://pcampeau.com/leurres/

 

 

ათივე ჯიშის ლათინური სახელი(ვებ გვერდზე ფრანგული დასახელებაა)

 

micropterus salmoides

 

micropterus dolomieu

 

esox lucius

 

stizostedion vitreum

 

esox maskinongy

 

salmo salar

 

perca flavescens

 

onkorhynchus mykiss

 

salvelinus namaycush

 

salvelinus fontinalis

Link to post
Share on other sites

კვებეკის უკიდურეს ჩედილოეთი. მეგობარი იყო მიწვეული ამ კომპანიის მიერ(ჟურნალისტია). ადგილობრივი ინდიელები უკეთებენ ორგანიზებას. კვირა 4 000$მდე ჯდება ყველაფრიანად.

 

 

http://www.youtube.com/user/Argon18a#p/a/u/2/9N_TDq1Yb9s

Link to post
Share on other sites

უფასოდ მიიწვიეს როგორც ჟურნალისტი, ამ ტურის რეკლამისთვის.

 

ესენი არიან

 

http://www.ashini.com/

 

ნახე ფოტო გალერეა, მაგარია

 

http://www.ashini.com/slideshow.html

Link to post
Share on other sites

ცენტრალურმა ტელევიზიამაც კი მიუძღვნა სიუჟეტები სატევზაო სეზონის გახსნას აქ, იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩემს რეგიონში 60 ათასი მეთევზეა, თევზაობაზე მოდის 38 მილიონ დოლარიანი ბრუნვა, 46 სათევზაო მეურნეობა და 13 დაცული ტერიტორიაა აქ. 27 მაისიდან იხსნება ქარიყლაპიაზე. 20$-ია სეზონური ლიცენზიის ფასი.

Link to post
Share on other sites

760 000 კვადრატული კილომეტრი ტყეა კვებეკში, მილიონამდე ტბა და მდინარე, წარმოიდგინეთ რა რესურსია მეთევზისთვის და მონადირისთვის.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...