BROWNING 349 Posted April 23, 2015 Author Report Share Posted April 23, 2015 ხვალ დილით შევდივართ ორი კაცი სეზონის გახსნაზე. არ ვიცი შევძლებთ ბოლომდე ასვლას თუ არა, თოვლი მარილივითაა და თოვლჭყაპს აცხადებს. დილის ხუთ საათზე მივდივართ, იქნებ ყინვა იყოს ადვილად რომ ვიაროთ. შაბათს გამოვალთ. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted April 23, 2015 Report Share Posted April 23, 2015 შემცივდა ამ პოსტს რომ ვკითხულობდი აბა თქვენ იცით.... ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 24, 2015 Report Share Posted April 24, 2015 BROWNING გაიხსნა ხომ სეზონი? გადნება ეგ თოვლი და ქე მოიმატებ წონაში ბლომად. დაგასიებენ ნაირნაირი კოღოები. პ.ს. პირველად რომ გავიცანი ვახო, კაი ფორმაში იყო, მერე სათევზაოდ წასულა, ჩამოვიდა ტყიდან და სკაიპზე დამირეკა. ჩავრთეთ კამერები და ვერ ვიცანი, მეთქი ვახტანგთან მინდა საუბარი, თქვენ ვინ ხართთქო? :d030: ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 25, 2015 Author Report Share Posted April 25, 2015 ჩამოვედი. 60 სმმდე თოვლი დევს ტყეში. ტბაზე 4-=50 სმ ყინულია. ტყეში უძნელესია სიარული, თოვლი დარბილებულია. ორ კვირაზე ადრე ასვლა არ ღირს. მაგრად ვითევზავეთ. 4 ჭრილი გავაკეთეთ, მათ შორის მხოლოდ ორმა იმუსავა, ნაპირთან თავთხელში. 30-35 სმ-მდე ოთხი თავი ავიღეთ. სამი გამექცა. წუხელი კარგად მოვულხინეთ, ალზასური გევურცტრამინერის მაგარი ბოთლი მქონდა ატანილი. დღეს ჩამოსვლისას ჟრუნიც ვნახე. კაი იყო. იმუშავა ჭიამ (სხვა რამეც მოვსინჯეთ, მათ შორის ელჩის ნაჩუქარი პასტა), ასევე დაჭერილ კალმახს კუჭიდან ამოვუღე ლარვი და ეგრევე დაჯდა ამ ლარვზე ბობოლა კალმახი. ერთ კალმახს ნარინჯისფერი ლაქა ჰქონდა თეთრ გულზე. ოთხიდან ერთი იყო დედალი. ყველა კარგი ნაკვები იყო და მსუქანი. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 25, 2015 Author Report Share Posted April 25, 2015 ფოტოაპარატის ობიექტივს ლაქები აქვს, გასუფთავებას აზრი არ აქვს, აპარატზე ძვირი ჯდება. არადა აფუჭებს სურათებს. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 25, 2015 Author Report Share Posted April 25, 2015 25 აპრილის ეტყობა ამ ბუნებას რამე? ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 25, 2015 Author Report Share Posted April 25, 2015 გაგრძელება. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 25, 2015 Author Report Share Posted April 25, 2015 კიდევ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 25, 2015 Author Report Share Posted April 25, 2015 მორჩა. სეზონი 2015 გახსნილია. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 25, 2015 Author Report Share Posted April 25, 2015 ვიდეოები: ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 25, 2015 Author Report Share Posted April 25, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted April 26, 2015 Report Share Posted April 26, 2015 იფ იიფ. სუპერ რეპორტია თავისი ყველაფრით პ.ს. ისე თქვენც რა ადგილზე ყოფილხართ, მუდმივი გამყინვარების ზონაა? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 27, 2015 Report Share Posted April 27, 2015 (edited) TOZI777 გამყინვარების ზონა არა, მაგ ადგილს კანადურად "სამოთხე" ჰქვია, სადაც ვახტანგი ცხოვრობს ამჟამად. მუდმივია იქ ყველაფერი. BROWNING გილოცავ ვახტანგ სეზონის გახსნას და მშვენიერ ნადავლს. ბარაქიანი წელი გქონოდეს. კაი ჩაბუთხუზულები არიან შენი ბრუკები, სიამოვნებით დავახურდავებდი ერთ ცალს. Edited April 27, 2015 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 30, 2015 Author Report Share Posted April 30, 2015 დღესაც ავედით. უძნელესია უკვე ტყეში სიარული. ყინული ინტენსიურად დნება და ტბაზე 20 სმ-ია. ვერაფერი ვერ დავიჭირეთ. ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted May 1, 2015 Report Share Posted May 1, 2015 (edited) კაი ღრმა ზამთარია მანდ ჯერ)) კარგი ვიდეოებია და კარგი ნადავლი გაიხარე! Edited May 1, 2015 by დევი ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted May 2, 2015 Report Share Posted May 2, 2015 :yes: ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 17, 2015 Author Report Share Posted May 17, 2015 კალმახმა დღეს დაგვაღალატა. ყველაფერი ვცადეთ და არაფერს არ მოკიდა პირი. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 19, 2015 Author Report Share Posted May 19, 2015 ბავშვი ჰყავდა მეგობარს წამოყვანილი ტყეში. ბუნებასთან სიახლოვეს აქ პატარაობიდანვე აჩვევენ ბავშვებს. ერთ ტბაზე სპინინგის გაკვეთილებიც ჩაუტარა მამამისმა. ციტირება Link to post Share on other sites
giorgi-odisharia 3 Posted May 19, 2015 Report Share Posted May 19, 2015 აუ რა მაგარი ბუნებაა კანადაში ციტირება Link to post Share on other sites
vasili1984 0 Posted May 20, 2015 Report Share Posted May 20, 2015 არც საქართველოშია ნაკლები, მაგრამ რად გინდა, ვისაც არ ეზარება ანადგურებს ყველა მეთოდით, მთავარია თვითონ იყოს იმ მომენტისთვის კმაყოფილი, წინ არავინ იყურება. ტყეში ნადირი და ფრინველი არ გაახარეს და წყალში თევზი (ტყის უაზრო და უკანონო გაჩეხვაზე რო არაფერი ვთქვა). ერთ დღეს აღმოვაჩენთ, რომ ლამაზი ბუნება კი არა, არაფერი აღარ დაგვრჩა ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted May 20, 2015 Report Share Posted May 20, 2015 mtiuli777 უფრო სწორი იქნება არც საქართველოში იყო ნაკლები... სამწუხაროდ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 20, 2015 Author Report Share Posted May 20, 2015 სამწუხაროდ განვიტარების გზაზე მდგომი ქვეყნის ტიპიური მახასიათებელია საკუთარი ბუნების განადგურება. ისე ლამაზი ბუნება ყველა ქვეყანას აქვს. ულამაზესი ბუნებები მინახავს ევროპაშიც და ჩრდილო ამერიკაშიც. საქართველოში მაოცებს ბუნების ასეთი მრავალფეროვნება ასეთ პატარა ტერიტორიაზე. სამოტხე უნდა იყოს ყველანაირი ტიპის ნადირ-ფრინველისთვის, მაგრამ რა გინდა რომ ქნა.... ციტირება Link to post Share on other sites
vasili1984 0 Posted May 20, 2015 Report Share Posted May 20, 2015 გუშინ კუს ტბაზე ვიყავი ასული, უკვე წამოსვლას ვაპირებდი და ორი კაცი მოვიდა სათევზაოდ. გამოველაპარაკეთ ერთმანეთს, ყაზახეთიდან იყო ერთი, იცით რა მითხრა? ჩვენთან ესე არ იქცევიან, როგორც აქ, არ ვანადგურებთ ყველაფერსო. იცით როგორ შემრცხვა... მე ცოტა კიდევ მჯერა, რომ აზრზე მოვა ხალხი და შეწყვეტს ამ ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება. თქვენი და მეზობელი ფორუმიც ხომ ამისთვისაა. პირადად მე ბევრი რამე ვისწავლე და მთავარი, ის რომ ჩემს შვილებს ბავშვობიდანვე ვასწავლი ბუნებასთან სწორ მოპყრობას. უკაცრავად, თემას არ ეხება, მაგრამ მაინც დავწერე რასაც ვფიქრობდი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 20, 2015 Author Report Share Posted May 20, 2015 აი ეს არის პრობლემის უმნიშვნელოვანესი გასაღები. ჩემს შვილებს ბავშვობიდანვე ვასწავლი ბუნებასთან სწორ მოპყრობას. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 22, 2015 Author Report Share Posted May 22, 2015 აი ამ გიდს გავყვებით 14 ივნისს სატევზაოდ ხუთი კაცი. ერთ დიდ ტბაზე(30კმ დიამეტრი)ვითევზავებთ. აღჭურვილობა მისია. ამინდის მიხედვით ან ფარგა(ათის აღების უფლება გვაქვს) ან მტკნარი წყლის ორაგული. http://www.martinpecheur.tv/slsj/index/ ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.