Jump to content
Club-Monadire.Ge

პარასკევას ბუდე


Recommended Posts

"მთვარე თავისი წლიური მოქცევის განმავლობაში დედამიწის ირგვლივ, 12ჯერ ივსება; ამიტომ ეს სარტყელი თავიდანვე 12 ნაწილად იყოფა; თითოულ მეთორმეტე ნაწილში არსებობს ვარსკვლავთა განსაკუთრებული გუნდი = ვარსკვლავედი.

თითოული გუნდი ვარსკვლავთა განლაგებისა, დაწყობისა და მოთავსების შედეგად,ერთგვარ სურათს გვიჩვენებს, და ამიტომაც ადამიანმა თითოული ვარსკვლავედი რომელიმე ცხოველს ან საგანს მიამსგავსა; და ცხოველის სახელიც დაარქვა მას. თითოულ ამ გუნდს ბერძნულად ეწოდება ზოდია ანუ ცხოველი. მნათობთა იმ სარტყელს, რომელზეც ზოდია ანუ ვარსკვლავთა ცხოველური სურათი იმყოფება,

ზოდიაკო = ზოდიაქოს, ანუ ცხოველთა სურათების წრეს უწოდებენ. მასვე ჰქვიააგრეთვე ეტლი. 6. ძველად იხმარებოდა კიდევ სახელი: ბურჯი. 6. ს. ს. ორბელიანი ამბობს: ბურჯი სხვათა ენაა ჟამთაგან მოსული, ვარსკვლავთა ათორმეტთა ზოდიათა უწოდებენო.

'

Link to post
Share on other sites
  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

პარასკევა კლუბის შეხვედრაზე.    

პეტრე კოლხი (Y)ვისაც წასვლა უნდა, გაუშვი. ძალით დარჩენას არ აქვს აზრი! უფრო აუტანელია, როცა გვერდით გყავს და სინამდვილეში სხვაგან არის. ნურც შენ დარჩები ხელოვნურად მის გვერდით, ვისთვისაც მხოლოდ სიმძიმ

ისწავლეთ დატკბეთ იმით რაც გაქვთ და იყოთ ბედნიერი.  თქვენს უკან მილიონობით ადამიანი დგას, ვინც თქვენს ცხოვრებას თავისად სიყვარულით მიიღებდა, თქვენს ჯვარს (რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდეთ) სიხარულით ზ

Posted Images

მნათობთა სახელები ერქვა და ჰქვია დღესაც ევროპიულ ენებზე შვიდ დღესაც —

დიეს სოლის — დღე მზისა — კვირა

დიეს ლუნაე — დღე მთვარისა — ორშაბათი

დიეს მარტის — დღე მარსისა — სამშაბათი

დიეს მერკურიი — დღე მერკურიუსისა — ოთხშაბათი

დიეს იოვის — დღე იუპიტერისა — ხუთშაბათი

დიეს ვენერის — დღე ვენუსისა — პარასკევი

დიეს სატურნი — დღე სატურნუსისა — შაბათი.

Link to post
Share on other sites

თვალთ პატიოსანთ ანუ ძვირფას ქვებს თავიდანვე, ფერთა გამო, მნათობებთან და

ვარსკვლავებთან აკავშირებდნენ. ეს სწავლაც გავრცელდა ქალდეველთაგან

ეგვიპტელთა და ებრაელთა შორის და შემდეგ ყველგან.

ძველი საიდუმლო მოძღვრების მიხედვით, ძვირფას ქვებს აქვთ ძალა: მოიზიდონ

ვარსკვლავთ გავლენა და იგი კაცისათვის გამოიყენონ. ამიტომ კაცმა ის თვალი

პატიოსანი უნდა იქონიოს, რომელიც მისი დაბადების დღეს ეკუთვნის და, ამნაირად,

სათანადო ვარსკვლავს მიეწერება. მაშასადამე, კაცმა ყოველდღიურად ის თვალი

პატიოსანი უნდა ატაროს, რომელიც თითოულ დღეს შეეფერება —

ორშაბათს — მარგალიტი და თეთრი ფერის თვალი

 

სამშაბათს — ლალი და ყველა ცეცხლის ფერი

ოთხშაბათს — საფირონი, ფერუზი და ლურჯი

ხუთშაბათს — ამეთისტი და სისხლის ფერი

პარასკევს — ჰიაცინტი, ზურმუხტი

შაბათს — ალმასი, ბრილიანტი

კვირას — ოქრო და ყველა ყვითელი თვალი.

Link to post
Share on other sites

ბიზანტიურ საზოგადოებაში, — ბ. ტატაკის თქმით, — ძლიერად გავრცელებული იყო

(მეთერთმეტე საუკუნეში) ასტროლოგია, სხვა საიდუმლო სწავლასთან ერთად;

განსაკუთრებით ასტროლოგიას მიეცა ფართო გასაქანი. იმის მიუხედავად, რომ

საეკლესიო მამანი ასტროლოგოსებს სწყევლიდნენ და აძევებდნენ, იმპერატორები და

საზოგადოების მაღალნი ფენანი ასტროლოგიით გატაცებულნი იყვნენ და

მეცნიერთა, სწავლულთა წრეშიც იგი ფესვმოდგმული იყო. 792 წელს, როდესაც

კონსტანტინე მეექვსემ ბულგართა წინააღმდეგ გაილაშქრა, ამის შესახებ ჯერ

ასტროლოგოსებს შეეკითხა. ასტროლოგოსები სასახლეში ბატონობდნენ. მანუელოს

კეისარი (1118 – 1143) მეცნიერებისა და მწიგნობრობის დიდი მოყვარული იყო: იგი

კითხულობდა აგრეთვე ასტროლოგიურ წიგნებსაც (როგორც დავით აღმაშენებელი),

ხოლო იმპერატორი ალექსის მესამე 1202 წელს ასტროლოგოსის რჩევით სწყვეტავდა

საკითხებს. ხალკედონში ყოფნისას მის წასაყვანად გემი მოვიდა, ასტროლოგოსებმა

ურჩიეს არ-წასვლა, რადგან ვარსკვლავთა განლაგება უკეთურიაო. არ წავიდა. მაგრამ

შემდეგ კი, ოთხ მარტს (1202 წ.) ასტროლოგოსებმა კეისარს აცნობეს, ეს დღე

ბედნიერი არისო, მხოლოდ მზის ამოსვლამდე აბრძანდით გემზეო. იმპერატორი

გემზე ავიდა, ოღონდ სწორედ ამ დროს მოხდა დიდი მიწის ძვრა, ბევრი ხალხი

ჩაყლაპა მიწამ, მაგრამ გემი მაინც გადარჩა.

Link to post
Share on other sites

ბიზანტიურ საზოგადოებაში, — ბ. ტატაკის თქმით, — ძლიერად გავრცელებული იყო

(მეთერთმეტე საუკუნეში) ასტროლოგია, სხვა საიდუმლო სწავლასთან ერთად;

განსაკუთრებით ასტროლოგიას მიეცა ფართო გასაქანი. იმის მიუხედავად, რომ

საეკლესიო მამანი ასტროლოგოსებს სწყევლიდნენ და აძევებდნენ, იმპერატორები და

საზოგადოების მაღალნი ფენანი ასტროლოგიით გატაცებულნი იყვნენ და

მეცნიერთა, სწავლულთა წრეშიც იგი ფესვმოდგმული იყო. 792 წელს, როდესაც

კონსტანტინე მეექვსემ ბულგართა წინააღმდეგ გაილაშქრა, ამის შესახებ ჯერ

ასტროლოგოსებს შეეკითხა. ასტროლოგოსები სასახლეში ბატონობდნენ. მანუელოს

კეისარი (1118 – 1143) მეცნიერებისა და მწიგნობრობის დიდი მოყვარული იყო: იგი

კითხულობდა აგრეთვე ასტროლოგიურ წიგნებსაც (როგორც დავით აღმაშენებელი),

ხოლო იმპერატორი ალექსის მესამე 1202 წელს ასტროლოგოსის რჩევით სწყვეტავდა

საკითხებს. ხალკედონში ყოფნისას მის წასაყვანად გემი მოვიდა, ასტროლოგოსებმა

ურჩიეს არ-წასვლა, რადგან ვარსკვლავთა განლაგება უკეთურიაო. არ წავიდა. მაგრამ

შემდეგ კი, ოთხ მარტს (1202 წ.) ასტროლოგოსებმა კეისარს აცნობეს, ეს დღე

ბედნიერი არისო, მხოლოდ მზის ამოსვლამდე აბრძანდით გემზეო. იმპერატორი

გემზე ავიდა, ოღონდ სწორედ ამ დროს მოხდა დიდი მიწის ძვრა, ბევრი ხალხი

ჩაყლაპა მიწამ, მაგრამ გემი მაინც გადარჩა.

მიტომ არ გადაურჩენ თურქებს ((((

Link to post
Share on other sites

როდესაც შენ გსურს რომელიმე მნათობს ლოცვით მიმართო და მას რაიმე თხოვო,

წინასწარ ყოვლისა აღავსე სული შენი შიშით უზენაესი ღმრთის წინაშე, განიწმიდე

გული ცუდ ფიქრთა გაძევებით, სამოსელთა გასუფთავებით, განსპეტაკდი სულით და

გასინჯე, თუ რომელ შვიდ მნათობთაგანს უნდა მიმართო შენი თხოვნით, რაც უნდა

იყოს თანხმობაში თვით თხოვნის ხასიათთან. მერმე ჩაიცვამ შესაფერ სამოსელს,

უკმევ მნათობს საკმეველს და მიმართავ მას ვედრებით მას შემდეგ, რაც ეს მნათობი

ცაზე იმ ადგილას გამოჩნდება, რომელსაც მიგითითებ. ყველაფერს ამას მოიმოქმედებ

თუ არა, სურვილი შენი შესრულდება და შენ მოგენიჭება ის, რაც ითხოვეო, — ასე

განუმარტეს ტაბარის ქარრანელთა ტაძარის საბიანთა უფროსებმა მნათობთა

მიმართვის წესი. (ქარრანელნი ცხოვრობდენ სირიაში და იყვნენ

მნათობთთაყვანისმცემელნი).

სატურნუს. შეევედრე მას, რაც შენ გსურს მოგეცეს კეთილშობილ (წესნიერ)

შეიხებისაგან, უფროსთაგან, ძველ გვარიან ხალხისაგან, სათნო კაცთაგან, მიწის

მფლობელისაგან, მოხელეთაგან, რომელთაც აბარიათ გვირგვინის გამგებლობაში

უმემკვიდროდ დარჩენილი ან ჩამორთმეული მამული, მოხელეთაგან, მეურნეთაგან,

ხუროთმოძღვართაგან, მონათაგან, ქურდთაგან, მშობელთაგან, პაპათაგან და

მოხუცთაგან. შეასრულე ეს ვედრება, როდესაც ხარ მოწყენილი, ან როდესაც გტკივა

შენ შავი ნაღველი. მოთხოვე მას, სატრნუსს ყველაფერი ის, რაც მის ბუნებას

შეეფერება, და მოიწვიე მერმე ამავე დროს იუპიტერი, რომელიც იმას, რასაც

სატურნუს აფუჭებს, მას გამოასწორებს ხოლმე. ვინაიდან ზოგჯერ შეევედრები

მნათობს შეცდომით და მაშინ ეს მნათობი მეორე მნათობსა თხოვს და სურვილი

შესრულებული იქნება, მაგრამ უნდა თხოვო მნათობს ის მხოლოდ, რისი ბოძებაც მას

შეუძლია.

იუპიტერს შეევედრე და თხოვე ის, რაც მის ბუნებასთან შესაფერია, რაც მას ეკუთვნის

და მისი თვისებაა. იუპიტერს ეკუთვნიან: დიდებულნი, თავადნი, მეცნიერნი,

მოსამართლენი, ღმრთისმეტყველნი, დიდი მოხელენი, მოწმენი, კეთილ გზაზე

მავალნი, სიზმართა ამხსნელნი, სათნო პირნი, რომელნი კრძალულ არიან,

ფილოსოფოსნი, მეფენი, ხალიფანი, კეთილშობილნი (წესნიერნი), გვარიანნი,

ვაზირნი, ბავშნი, ყმაწვილნი, ძმანი. თუ გსურს იცხოვრო მშვიდობით, ივაჭრო, თხოვე

ესეც მას...

მარსს შეევედრე ის, რაც შენ გსურს მიიღო მისი ბუნების თანახმად. მას ეკუთნიან

მხედარნი, მხედართმთავარნი, კარისკაცნი, ვაჟკაცნი, ჯარისკაცნი; ყველაფერი,

რომელი სახლკარს ანადგურებს, მძლავრობს მასზე, რაც წმიდა უნდა იყოს; მას

უყვარს კლვა და ხანძარი; მას ეკუთვნიან მჭედელნი საჭურველთა, მეომარნი,

მეჯინიბენი, მწყემსნი, ავაზაკნი, ქურდნი, მოშურნენი და მაწყევარნი. თხოვე მას რაც

შენ გსურს და რაც მის ბუნებაშია; აგრეთვე რაც შეეხება გვამის ქვემო ნაწილთა

სნეულებას, სისხლის გახსნას და გვამთათვის ცხელი ქილების დადებას. მოგეხმარება

და შემწეობას აღმოგიჩენს ამაში ვენუსი, ვინაიდან იგი იხსნის მას, რასაც მარსი

ჰკარგავს და გამოასწორებს მას, რასაც ეს აფუჭებს.

მზეს შეევედრე, რაც შენ გსურს მოგენიჭოს მეფისაგან, ხალიფასაგან,

გვირგვინოსანთაგან, მათგან, რომელთაც აქვთ ხელისუფლება და ხელმწიფება,

გვარიანთაგან, ემირთაგან, მხნეთაგან, ღირსეულ კაცთაგან, სამართალის

დამცველთაგან; უსამართლობისა, სიყალბისა და ცრუ საბუთთა

მოწინააღმდეგეთაგან, საქებართაგან, მოსამართლეთაგან, მეცნიერთა- ღირსეულ

კაცთა- დიდებულთა- წარჩინებულთა- სწავლულთა- ბრძენთა კაცთა, ჭირვეულ

ხალხისაგან, ცრუპენტელა- კეთილგონიერთა- უფროს ნათესავთა- უფროსი

ძმებისაგან გსურს. მოითხოვე მათთვის და მათგან, რაც შენ გსურს, მაგალითად:

ფული, მაღალი პატივი, მთავრობა და სხვა.

ვენუსს შეევედრე ყველაფერი, რაც დედაკაცს შეეხება; რაც ვაჟთა და ასულთა ეხება:

ხორციელ ურთიერთობას, შვილებს, საყვარლებს, აშიკობას, ტრფიალობას,

ავხორცობას და მამათმავლობას, როსკიპებსა და მეძავებს, მემუსიკეთ და მოღერალთ,

დედაკაცთა მსგავს მამაკაცებს, ვაჟებს, რომელნიც ქალთა სამოსელს იცვამენ,

საჭურისებს, მამაკაც და დედაკაც მონებს, საერთოდ ყველა არტისტს და ვისაც უყვარს

სიამოვნებანი; ცოლებს, დედებს, ბიცოლებს, ახალგაზრდა დებს. მოიწვიე აგრეთვე

მარსი დასახმარებელად, ვინაიდან ვენუსს აქვს მისდამი მიდრეკილება და

სიყვარული.

მერკურიუსს შეევედრე ყველაფერი, რაც შეეხება მწერლებს, არითმეტიკოსებს,

გეომეტროსებს, ასტრონომოსებს, მკითხავებს, მჭერმეტყველთ, მოქადაგეთ,

მეცნიერთ, ფილოსოფოსთ, ბრძენთ, პოეტებს, მეფის წულთ, ვაზირებს, მოხელეთ,

თავისუფალ ხელობათა ხალხს, გადასახადთა ამკრებთ, ვაჭრებს, მექანიკურ

მშრომელთ, მატყუარებს, მონებს, მტრებს, ქალად გადაცმულ ვაჟებს, ბიჭებს,

მსახურთ, უმცროს ძმებს, ხელოსნებს, ოქრომჭედლებს, მღებავებს და სხვებს.

მთვარეს შეევედრე ყველაფერი, რაც კი შეეხება მეფეებს, მეფის მოადგილეთ, მეფის

მემკვიდრეებს, სამამულო გადასახადთა ამკრებთ, ფოსტის უფროსთ, შიკრიკთ,

მოგზაურთ, მოხეტიალე მცხოვრებთ, მუშებს, სოფლის მეურნეთ, სოფლის

მამასახლისებს, მენავეებს, კუდიანებს, ხელისუფალთა ცოლებს, ორსულ ქალებს,

მეფის მსახურთ, დედებს, ბიცოლებს და უფროს დებს. ოღონდ დაიმახსოვრე:

არაფერი თხოვო მნათობს ისეთი, რაც მის ბუნებაში არაა.

Link to post
Share on other sites

ზოდიაკო ვერძს ეკუთვნის ადამიანის თავი;

კუროს — ყელი;

მარჩბივს — ხელები;

კირჩხიბს — მკერდი;

ლომს — ბეჭები;

ქალწულს — მუცელი;

ღრიანკალს — სული;

მშვილდოსანს — ღვიძლი;

თხას — მუხლები;

მერწყულს — ბარძაყნი;

თევზს — ფეხები და სხვა.

ხირომანტიაში, თითოულ თითს საკუთარი მნათობი მიეკუთვნება —

 

ცერს — ვენუსი;

სალოკს — იუპიტერი;

შუათითს — სატურნუსი;

არათითს — მზე;

ნეკს — მერკურიუსი.

Link to post
Share on other sites

თითოულ მნათობს თავისი განსაკუთრებული ლითონი აქვს მინიჭებული:

მზეს — ოქრო;

მთვარეს — ვერცხლი;

მარსს — რკინა;

მერკურიუსს — ვერცხლის წყალი;

იუპიტერს — კალა;

ვენუსს — სპილენძი;

სატურნუსს — ტყვია.

Link to post
Share on other sites

არაფერი თხოვო მნათობს ისეთი, რაც მის ბუნებაში არაა. ეხლა მე გასწავლი და

აგიხსნი, თუ თითოულ მნათობს რა ადგილი უკავია და როგორი ბუნებისაა.

ყველაზე უმაღლესი და უახლოესი ზოდიაკოთა ნიშნებთან არის სატურნუსი. მისი

თვისებაა სიცივე და გვალვა. მისი ბუნებაა დამანგრეველი და ჭირთა მომაყენებელი.

სატურნუსი არის: ბოროტი, მატყუარა, მეტად საშიში და საშინელი. თუ სატურნუსს

სურს რაიმე, იგი ატყუებს, არისხებს, აჯავრებს და შიშსა ჰგვრის. მის ხელთაა

თხრილთა გაყვანა, ბაღოსნობა, სოფლის მუშაობა, წყალთა მრავლობა, პალმათა

სიმრავლე, სიღატაკე, შფოთი, ძნელი და მძიმე მგზავრობა შორეულ ქვეყნებში. იგი

მიუთითებს აგრეთვე სიყალბე, შურ, ზიან, ზარალზე და საერთოდ ყველაფერზე, რაც

ბოროტებასთან არის დაკავშირებული. გაჯავრება, ჯიუტობა, მოხუცობა, ძალადობა,

ტყვეობა, ციხე, დაღლილობა, მძიმე შრომა, მძიმე განცდა, მრისხანება, სისუსტე,

სიზანტე, ქრთამობა, შეურაცყოფა, შიში, მწუხარება, იშვიათობა იმისა რაც კარგია,

უსიამოვნება, უგემობა, სიძნელე, აღრევა, სიკვდილი, სიცრუე, ეჭვი, იჭვი, ძველი

საგნები, გრძელი მოფიქრება, საიდუმლო ცნობა და ბნელ, შავ რამეთა ცოდნა.

როდესაც სატურნუსი უკან მობრუნდება, იგი გვიჩვენებს ბიწიერებასა და სისუსტეს,

მაგრამ ამასთანავე სიმტკიცესა და ჯიუტობას; როდესაც იგი თავისი მობრუნებული

მოძრაობის დროს არის ოპოზიციაში აგრეთვე რომელიმე სუსტ მნათობთან, იგი მას

უფრო ასუსტებს და თუ ამ სვლის დროს მას თხოვ რამეს, ეს თხოვნა ძნელი

შესასრულებელი იქნება.

იუპიტერის თვისებაა სიცხე და ზომიერი ნოტიო; მისი ბუნება არის ბედნიერი; იგი

არის სატურნუსის ქვემოდ ხარისხითა და სიმაღლით; მის გამგებლობაში არიან:

სიცოცხლე, ზრდაში მყოფნი გვამნი, არსებობა, სიმრავლე, გაზრდა, სამართლიანობა,

ზომიერება ყველაფერში, სიმძიმე, ზნეობათა სიწმიდე, ჭეშმარიტების სიყვარული,

სისუფთავე, კეთილმოწყალეობა, თავდაჭერა, კეთილრწმენა, შიში ღმრთისა, ქება და

დიდება, მოთმენა, ზრდილობა, გონივრობა, სიბრძნე, გუნება-ამტანობა, გამძლეობა,

დაცვა სიწმიდისა, უაღრესობა, მშვიდობა, პატივი, კეთილყოფა, გამარჯვება,

მთავრობა, სიმდიდრეთა მოხვეჭის სურვილი, მემკვიდრეობანი, ხასიათის სიკეთე,

წყალობანი, ქველმოქმედებანი, შემწეობანი ადამიანისათვის, სიყვარული

განათლებისადმი და ბინისადმი, შეწყნარება, ხელშეკრულებათა დაცვა, ერთგულება,

ლხინი, ხუმრობა და მასხარობა, სიცილი, ყბედობა, სიმჩატე, სიამოვნება იმ პირთა

შეხვედრისათვის, რომელნიც მოგწონს, ხშირი ხორციელი კავშირი, ყველაფერის

კარგის სიყვარული, სიძულვილი ყველაფერის ცუდისა, საქებურის მოწონება და

გასაკილავის დაგმობა.

 

მარსის თვისებაა სიცხე და გვალვა მწველი. მისი ბუნება არის დამანგრეველი და

დამამხობელი; მის ბუნებაშია: სიძულვილი, ნგრევა, გვალვა, წვიმის სიმცირე,

ხანძარი, შფოთი, მკვლელობა, ყველაფერი რაც მოულოდნელია, მძლავრობა,

მიმძლავრება, მწუხარება, ხოცვა-ჟლეტა, ომები, არეულობანი, დაშლანი, გაბნევანი,

ქრთამობანი, უსიამოვნებანი, გვამობრივნი ტკივილნი, ტანჯვანი, ცემანი მათრახითა,

მონათა გაქცევა, დავის მოყვარულობა, მოუფიქრებლობა, სიჩქარე, სისულელე,

უპატივო სიტყვანი, სიხარულის იშვიათობა, სიცრუე, ცილის წამება, უსირცხვილობა,

მოგზაურობა, ხეტიალი, სამშობლოდან შორს ყოფნა, განდეგილობა, გულის მოყვანა,

მრისხანობა, ძალადობა ყოველივეზე რაც წმიდა უნდა იყოს, უცნაურობა,

თავდაუჭერლობა, ორგულობა, უნიჭობა, ავობა, დაუნდობლბა, ფიცის გამტეხელობა,

სიკეთის იშვიათობა, მეტად გრძელი ფიქრი, უწმაწურობანი, ვითარმედ:

პირუტყვთმავლობა, გარყვნილება, მუცლის მოშლა, ჩანასახის მოკვლა, ვერაგობა,

გაიძვერობა, მოტყუება, ქურდობა, ძალის დატანება მეზობელთადმი ცუდი

მოპყრობა, გადაჭარბებული დაღლილობა, სნეულებანი, თავდასხმა, კართა შელეწა

და ქალებთან შევარდნა, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც არ არის კარგი და მარგი.

მზის თვისებაა სიცხე და გვალვა. მისი ბუნება შერეულია — იგი კარგსაც შვრება და

ცუდსაც. მის გამგებლობაშია: ცნობა, გონება, ვაჟკაცობა, სიმხნე, ცოდნისმოყვარეობა,

სიმტკიცე, ძალა, გადაჭარბება, დაპყრობა, ფიცხელი თავდასხმა, მოწინააღმდეგეთა

მიმართ მიმძლავრება, მოკავშირეთა მიმართ სამართლიანობა, სურვილი ცუდის

ჩადენისა ახლობელთა მიმართ, და სიკეთის ქმნა ყველასათვის, რომელნი შორეულ

არიან, დიდი სარგებლიანობა და დიდი ზარალი, სიტყვის სიმტკიცე, ქველმოქმედება,

სიხარული, გამძლეობა, სიფიცხე სიტყვისა, სამაგიეროდ სწრაფი პასუხისგება,

სიმდიდრის მოხვეჭის სურვილი, კარგი სახელი, პატივისცემა მათდამი, ვინც ამის

ღირსია, თავაზიანობა, ყოველი ღირსება და ყოველი სათნოება, რომელნი მეფესა და

მმართველს სჭირდებათ, რათა მათ მართონ და განაგონ, ძვირფას მეტალებზე

მუშაობა, გვირგვინთა დამზადების ხელობა, და დაბოლოს, ავისაგან კარგის გარჩევა,

რომელთაც იციან მადანისაგან წმიდა ლითონთა გამოღება.

ვენუსის თვისებაა სიგრილე და ნოტიო. მისი ბუნება ბედნიერია; მის გამგებლობაშია:

სისუფთავე, თავისი თავისადმი თაყვანება, ამპარტავნულად ფიქრი თავისი თავის

შესახებ, მხიარულება, გემოვნება გალობისადმი და თამაშისადმი, სიცილი,

სიამოვნება და ლხინი, გახარება, როკვა, სიმებიან საკრავებზე დაკვრა, ქორწილი,

სურნელებანი, სუნნელნი, მუსიკალური თხზვა, ნარდისა და ჭადრაკის თამაში,

ავხორცობა, გარყვნილება, ქეიფი, სურვილი, რათა ქალებმა შეგიყვარონ და მათ შენი

ნდობა გამოუცხადო, თავაზიანობა, უხვობა, ქველმოქმედება, გულის სიკეთე,

ხასიათის დიდებულება, სილამაზე, კეკლუცობა, უწესო სურვილნი, ფიცის გატეხა,

წადილი სასმელებისა, თრობა, და ვენერიული მოქმედებანი სხვა და სხვა სახით,

ვითარმედ: სოდომია, ცოდვა ბუნების წინააღმდეგ დედაკაცთა მიმართ, ბავშების

ყოლის სურვილი, მიდრეკილება სამართლიანობისა და თანასწორობისადმი,

მერკურიუსი ძალიან ცვალებადია. მისი თვისება და მისი ბუნება მიდრეკილია ყველა

სხვა მნათობის თვისება-ბუნებისადმი. მის გამგებლობაშია: გონიერება,

მჭერმეტყველება, ენამზეობა, გაღრმავება, გამჭრიახობა, ჭკუამახვილობა, კარგის

სწავლა, მწერლობითი კალამი, გეომეტრია, ასტრონომია, მკითხაობა, მარჩიელობა

მფრინველთა ფრენისა და გალობის მიხედვით (ორნითომანსია), მომავალის

გამოცნობა, ყველაფერში კარგი სახელის მოპოვება, წერა, ენაწყლიანობა, სწრაფი

პასუხობა, წიგნთა ცოდნა, დავთართა და გადასახადთა ცოდნა, მეცნიერებათა და

ენათა ცოდნა, ლექსების წერა, საიდუმლოთა და წინასწარმეტყველთა გამოცხადების

ცოდნა, მოწყალება, გულშემატკივრობა, ღირსება და პატივი, გაცემა და მიღება, ცხარე

კამათი, ლხინი, სიმდიდრის დაკარგვა, ვაჭრობა, მსჯელობა, ფიქრი, ხრიკოსნობა,

მოტყუება, სიყალბე, მზაკვრობა, ცბიერობა, სიძულვილი, მტრობა, მტერთა შიში,

აზრის დაუდგრომლობა, სხვა და სხვა ნივთის კეთების ხელოსნობა, ყველაფერში

ოსტატობა და მოხერხება, სურვილი ფლობდე ყველაფერს, რაც ლამაზია და

მიმზიდველი, მოქმედება სიმდიდრის მოსაპოვებელად, და მისი დაკარგვა,

მოთმინება, სიცუდისაგან თავის დახსნის მოქმედება, და ავისაგან თავდაჭერა.

მთვარის თვისებაა სიცივე დ ნოტიო; ბუნება მისი ბედნიერია; მის გამგებლობაშია:

მუშაობათა დაწყება, ხშირი ფიქრი რამეზე, შეწუხება-მოუსვენრობა, გამჭრიახობა,

მჭერმეტყველება, ენაწყლიანობა, სიკისკასე, კეთილყოფა დიდი შრომის

დაუხარჯავად, ხასიათის სიკეთე, სასიამოვნო ურთიერთობა, თავაზიანობა,

ხერხიანობა, მოქნილობა, გულკეთილობა, გაუმაძღრობის ჩვეულება, მოშენება

იშვიათი, რომელი პატივს არ აზიანებს, სიავისაგან თავის დაჭერა, ქების მიღების

სურვილი, მხიარულება, სიამოვნება, შვენება, საიდუმლოთა ცოდნა, ქორწინება,

აღზრდა, ოჯახის წევრთადმი კარგი მოპყრობა, ნაკლებად განყობილება

სიცრუისადმი, უნარიანობა ყოველ პირობებში, დავიწყება, რეგვენობა, სიბრძნის

სიამოვნება, სიყვარული, სურვილი რომ უყვარდეთ, გულშემატკივრობა, გვირგვინისა

და თაიგულთა თავზე დადების წადილი, ტკბილი ენა, სიამოვნება ყოველი

სილამაზით, დაცინვა, ხასიათის სისუსტე, სიამოვნება ყოველი წარმტაცი რაიმეთი,

რაც სურვილებსა სძრავს, მღებრობა, ოქრომჭედლობა, ვაჭრობა, სურნელობა, და

დაბოლოს იგი იწვევს სურვილს: იცხოვრო სასახლეში, იყო რელიგიური, სათნო,

მაგრამ ამასთანავე იგი იძლევა ვნებას, რომელიც ხელს გიშლის სრულ სიბრძნეში.

სიმცირე, ცილის წამება, შური, სიძულვილი, სიცქაფე, მფლანგველობა,

უგრძნობლობა, სიამოვნებით, განცხრომით ცხოვრება. 134. ასეთი არის მნათობთა

თვისებანი და ბუნება საბიანთა, ანუ ქარრანელთა ასტროლოგიური სწავლის

მიხედვით. ამ სწავლის გაცნობამ ჩვენ აშკარად გვიჩვენა, რომ ავთანდილის გალობას

მნათობთა წინაშე არავითარი კავშირი არა აქვს საბიანთა, ანუ ქარრანელთა აქ

მოტანილ, არაბი ტაბარის მიერ გადმოცემულ ლოცვასთან და მნათობთა ბუნებასთან,

რადგან ავთანდილის მნათობთა ბუნება ძალიან ნაკლებ შეეფერება ქარრანულ

მნათობთა ბუნებას და რელიგიურ წესს ლოცვის აღსრულებისათვის.

Link to post
Share on other sites

მატერნუსის ლოცვა

მზე, ყოველთა უკეთესო, და უდიდესო, ცისა შუა მხარისა დამჭერო, სოფლის

გონებავ, ყოველთა ხელმძღვანელო და მეუფეო...

და შენ, მთვარეო... მზისა მეფური სხივოსნობისაგან ბრწყინვალე...

შენცა ზუალო... შენცა მუშთარ... და მარიხო...

და თქვენცა აგრეთვე ოტარიდ და ასპიროზ

(გევედრებით მეფის ოჯახისათვისო).

Link to post
Share on other sites

საბიანთა ლოცვა

 

კატალოგუს კოდიკუმ ასტროლოგორუმ გრაეკორუმ-ში დაბეჭდილია საბიელთა, ანუ

საბიანთა ლოცვა რომლის სახე ასეთია 134. —

როდესაც გსურს რომელიმე მნათობს მიმართო, მაშინ უნდა შეასრულო ის, რასაც

გეტყვი. დავიწყოთ სატურნუსიდან.

სატურნუსი, ზუალიყველაზე უფრო ხელსაყრელი და სასარგებლო დროს ამ

ვარსკვლავისადმი მიმართვისათვის არის, როდესაც სატურნუსი თავის ამაღლებაშია;

როდესაც იგი სასწორის ზოდიაკოშია; შემდეგ, ოდეს იგი თხის ზოდიაკოშია,

რომელიც არის მისი მეორე სახლი. აქ იგია- როგორც კარგ გუნებაზე მყოფი კაცი,

რომელიც ყველა თხოვნას ასრულებს. როდესაც სატურნუსი იმ ადგილზეა, რაც მე

დავასახელე, მაშინ იგი უნდა იყოს ბედის შემთხვევის მიხედვით, ან თავის

დასასრულში, ან ახლოს მასთან (ცის შუაგული ამ შემთხვევაში საუკეთესოა), ან იგი

უნდა ვიდოდეს სწორი ხაზით, ან ცენტრალურ კვადრატში იყოს; საუკეთესოა,

როდესაც იგი იმყოფება ბედნიერების რომელიმე შემთხვევაში, როგორც უკვე ვთქვი,

როდესაც იგი მიდის სწორი ხაზით და მასზე ცუდი ვარსკვლავნი გავლენას ვერ

ახდენენ, და მიდის აღმოსავლეთისაკენ, ცის შუაგულზე მყოფი. იყავ ფრთხილად,

რათა იგი არ იმყოფებოდეს ისეთ ადგილზე, რომელს უბედურება მოაქვს;

განსაკუთრებით ძალიან საშიშია, როდესაც იგი არის მარსის ტიტრაგონში, ან

მისთვის საძულველ ზოდიაკოში. რაც მთავარია, სატურნუსი უნდა იმყოფებოდეს

ლამაზ მდგომარეობაში, სასარგებლო ადგილზე, რომელიც ყველა დამანგრეველი

გავლენისაგან გამორიცხულია. მაგრამ თუ სატურნუსი სწვავს, ან თუ იგი არის

ზოდიაკოში, რომელი მას არ უყვარს, მაშინ იგი არის ვით განრისხებული კაცი,

რომელიც მარტო თავის თავზე უფრო ზრუნავს, ვიდრე სხვაზე.

როდესაც სატურნუსი იმ ადგილზეა, რომელიც გაგაცანი, და თუ გსურს მას რამე

თხოვო, მაშინ ჩაიცვი შავი ტანისამოსი და მოიხურე შავი მოსასხამი, — ესაა ბრძენთა

სამოსელი. და თუ იქვე კარავია, იგიც შავი უნდა იყოს. მიუახლოვდი იმ ადგილს,

სადაც შენ ლოცვა გსურს, დიდი მოწიწებითა და კაეშანით, იყავ მოწყენილი, იარე

ნელა, თავდაღუნული; მიდი იქ, ჩაცმული ებრაელსავით, ვინაიდან იგი ებრაელთა

მნათობია. ბეჭედი, რომელი ხელზე გაქვს, რკინისა უნდა იყოს, და აგრეთვე

საცეცხლურიც (საკმეველის ჭურჭელი). თვით საკმეველი უნდა შესდგებოდეს

შემდეგისაგან: — ხაშხაში, საკმეველის ხის კანი, ოფლი მატყლიანი პირუტყვისა,

ჩილი კოლონტინისა, შავი კატის თავისქალა. რაც შესაძლებელია, დანაყე ისინი

ერთად, აურიე მასთან შავი თხის შარდი; გააკეთე მათგან ჩხირები; შეინახე და

მოიხმარე ისინი, როცა ზუალს ლოცვით მიმართავ; მაშინ პირით მიბრუნდები

სატურნუსისაკენ და შენ ეტყვი, ოდეს საკმეველი აბოლებს —

 

ო, უფალო, რომლის სახელი დიდებულია, ძლიერება — დიდი, სული —

ბრწყინვალე! ო. ბატონო სატურნუს! სიცივე, სიმშრალე, სიბნელევ! შენ, რომლის

სიყვარული არის წრფელი, და რომელი ხარ ერთგული თავისი სიტყვისა; პატრონი

მარტოხელასი; ერთად ერთი დამცველი ხელშეკრულებისა; სიღრმე, რომლის

აღთქმანი არიან უეჭველნი; მოთენთილო და დაღლილო, რომელსაც არა აქვს

მწუხარება და ჭირი უფრო მეტი, ვინემ სხვა რომელიმეს; რომელი არ განიცდი

ლხინსა და სიამოვნებას; მოხუცო ცბიერო, რომელმა იცი ყოველი მზაკვრობა;

რომელი ხარ მოხერხებული, ბრძენი, გონიერი; რომელი ანიჭებ კეთილყოფასა და

უბედურყოფას; ბედნიერი არის, ან უბედური ის, რომელს შენ ჰქმნი ასეთად; მე შენ

გაფიცებ, ო პირველო მამავ, შენი დიდი ქველმოქმედებითა და შენი კეთილშობილი

თვისებებით: გააკეთო ჩემთვის ესა და ესაო. ამას რომ იტყვი, მოწიწებით მოიხრები,

მწუხარებით, კეთილი ქცევითა და სათნოებით, და შენი დახრის დროს გაიმეორებ

შენს ლოცვას რამოდენჯერმე, და რაც შენ სათხოვარი გაქვს, შეგისრულდება. მაგრამ

ყველაფერი ეს უნდა გააკეთო იმ დღეს და იმ საათს, რომელიც სატურნუსს ეკუთვნის,

რათა შენი სურვილი წარმატებით შეგისრულდეს.

ზოგი სხვა საკმეველს ხმარობს და სხვა ლოცვას იტყვის

სახელითა ღმრთისათა! სახელითა იშბილისათა, ანგელოზისა, რომელიც იმყოფება

სატურნუსზე და რომელს შეეხება ყველაფერი, რაც სიცივესა და ყინვას ეხება; ო,

უფალო მეშვიდე ცისა! მე შენ მოგმართავ ყველა სახელით: არაბულად — ო ზოჰალ,

სპარსულად — ო კაივან, ლათინურად და ახალ ბერძნულად — ო, კრონოს, ძველ

ბერძნულად — ო, კრონოს, ინდურად — ო შანაშარ! გთხოვ დაჟინებით მაღალი

სამყაროს უფალის სახელით, ამისრულო ლოცვა ჩემი, მიიღო ვედრება ჩემი, რათა

დავემორჩილო ღმერთსა და ვარსკვლავებს — გააკეთე ჩემთვის ესა და ესაო.

საკმეველი უნდა იყოს რკინის პატარა ქვაბში; როდესაც შენ ლაპარაკს დაასრულებ და

კმევას გაათავებ, შენ უნდა ქმნა ის, რაც სატურნუსის ბუნებას შეეფერება — მოიხარო

თავი მის წინაშე და ლოცვა რამოდენჯერმე გაიმეორო. მერმე შეაქებ და დალოცავ

შემოქმედს და შესწირავ მას მამალ შავ თხას, რომელს ერთი ბეწვიც კი თეთრი

ბალნისა არ უნდა ერიოს. შემდეგ დასწვავ ცეცხლში ამ თხის გვამს, რომლის კვამლი

ცისაკენ უნდა წავიდეს. შეინახე მისი სისხლი, რათა გამოიყენო სატურნუსის

საქმეებში და შესჭამე ღვიძლი მისი. მაშინ ყველაფერი, რაც სატურნუსს თხოვე,

აგისრულდება შენი სურვილის თანახმად.

 

იუპიტერი, მუშთარი.თუ შენ გსურს მიმართო ლოცვით იუპიტერს, შენი ყველა

სამოსელი უნდა იყოს თეთრი და ყვითელი; იყავ თავმდაბალი და ზომიერი; ჩაცმული

ვით მოლოზანი და ქრისტიანი, ვინაიდან იგი მათი პატრონია. გააკეთე ის, რასაც

ქრისტიანები აკეთებენ და ატარე მათი სამოსელი: წამოსასხამი ყვითელი, სარტყელი

და ჯვარი; ამათ მიუმატე ბროლის ბეჭედი, ბურნუსი თეთრი და სუნნელთა ქვაბი. (აქ

ჩამოთვლილია, თუ რა და რა სუნნელი უნდ მოიხარშოს და შეზავდეს). მიაპყარი

პირი შენი იუპიტერისაკენ და თქვი —

სალამი, ო, კურთხეულო უფალო, შენ ბედნიერო, ცხელო, შვენიერო, მეცნიერო

ჭეშმარიტო, რომელი ჰფლობ: ჭეშმარიტებას, სამართლიანობას, თანასწორობას,

მოწყალებას; ბრძენო რელიგიაში; თავშეკავებულო, ძლიერო, სულგრძელო, უხვო,

დიდებულო, დიადო, რომელი იმორჩილებ და რომელი აკეთილშობილებ; რომელი

ხარ ერთგული შენთა აღთქმათა; რომლის სიყვარული არის ნამდვილი და რომლის

ხასიათი არის კეთილშობილი (წესნიერი). შენ გევედრები მამაო, შენი შესანიშნავი და

უხვი განზრახვებით, და ძვირფასი მოქმედებით, გააკეთო ჩემთვის ესა და ესაო. (აქ

აღწერილია საკმეველის შემადგენლობა და მისი ხმარება და შემდეგ ნათქვამია) —

მიმართე პირით იუპიტერს და უთხარ მას:

რაფიჲაელ, ანგელოზო, რომელი სუფევ იუპიტერზე, ბედნიერო, სრულყოფილო,

სავსებაო, განუყოფელო, შვენიერო, მძიმე, ჭკუამახვილო, რომელი შორსა ხარ

უკეთურებისაგან და ცუდი განზრახვებისაგან; მე მოგიწოდებ შენ ყველა შენი

სახელით: არაბულად — ო, მოშთარი, სპარსულად — ო, ბირდიტს, ბარბარულ ენაზე

— ო, ჰორმოზ, ძველ ბერძნულზე — ო, ზეუს, ინდურად — ვაჰასფატ. გაფიცებ

უმაღლესი სამყაროს უფალით, ქველობითა და წყალობით, ესა და ეს გააკეთე

ჩემთვისო. ამას რომ იტყვი, დაიხრები მის წინაშე და შესწირავ თეთრ კრავს, დასწვავ

მას, შესჭამ მის ღვიძლს, და აგისრულდება ყველაფერი, რაც შენა გსურს (და სხვა).

მარსი, მარიხიროდესაც შენ გსურს მიმართო მარსს, უნდა ჩაიცვა წითელი სამოსელი,

დაიხურო წითელი მანდილი, აღიჭურვო ხრმალითა და სხვა საჭურველით, აიღო

ტანსაცმელი ჯარისკაცისა, ავაზაკისა, ბოროტმოქმედისა, კერპთ თაყვანისმცემელისა;

წამოიცვა თითზე სპილენძის ბეჭედი, ჩასდო სპილენძის ქვაბში სათანადო

სუნნელებანი (და აქ აღწერილია მათი შემადგენლობა), და როცა გსურს მიმართო

მარსს, გაიწევ მისკენ ვაჟკაცურად, თავხედად, მიაპყრობ მას პირს, როდესაც მარსი

იქნება ცის შუაგულში... და ეტყვი მას —

ო უფალო დიდებულო, ცხელო, მშრალო, მამაკაცო, რომელი ღვრი სისხლს; რომელს

გაქვს მძაფრი მახსოვრობა; დამაცხრობელო, გამმარჯვებელო ყველა ერზე,

გულფიცხო, სასტიკო; რომელს გიყვარს ბოროტება, დასჯა, დარტყმა, დატუსაღება,

სიცრუე, ცილისწამება, გაქელვა; უდარდელო, მკვლელო, ერთად ერთო ამგვარო,

იარაღის მატარებელო, თავშეუკავებელო; რომელი ყოველთვის ფიქრობ ძალადობაზე

და დაპყრობაზე; რომელი წარმოშობ ომს; რომელი ეხმარები სუსტს, ძლიერს;

რომელი ასწორებ სიცუდეს და რომელი სჯი ბოროტმოქმედთ; გევედრები იმ

მოძრაობითა და სიარულით, რომელი შენა გაქვს ცაში, მათი გამარჯვებითა და

დევნით, ვისაც მიეც უპირატესობა; რომელნი შეჰქმენ შურისმაძიებელად, ძლიერად,

მომძლავრედ. — შეისმინო ლოცვა ჩემი, ყურად იღო ხვეწნანი ჩემნი, აღასრულო

სურვილნი ჩემნი. რადგან შენგან მოველი ამასა და ამასო. სალამი მას, რომელი

მფარველობს და უარჰყოფს სიკვდილს... და სხვა და სხვა...

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...