Jump to content
Club-Monadire.Ge

პარასკევას ბუდე


Recommended Posts

  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

პარასკევა კლუბის შეხვედრაზე.    

პეტრე კოლხი (Y)ვისაც წასვლა უნდა, გაუშვი. ძალით დარჩენას არ აქვს აზრი! უფრო აუტანელია, როცა გვერდით გყავს და სინამდვილეში სხვაგან არის. ნურც შენ დარჩები ხელოვნურად მის გვერდით, ვისთვისაც მხოლოდ სიმძიმ

ისწავლეთ დატკბეთ იმით რაც გაქვთ და იყოთ ბედნიერი.  თქვენს უკან მილიონობით ადამიანი დგას, ვინც თქვენს ცხოვრებას თავისად სიყვარულით მიიღებდა, თქვენს ჯვარს (რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდეთ) სიხარულით ზ

Posted Images

ერთმა სათვალიანმა, გამხდარმა ბიჭმა ისეთი სადღეგრძელო თქვა, დღესაც გული მეკუმშება იმის გახსენებაზე:მოდით, ბიჭებო,ჩვენს შორის იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც ყველაზე დიდხანს იცოცხლებსო.იცით რატომ ვსვამ მის სადღეგრძელოს,ის ყველაზე საცოდავი კაცია ჩვენს შორის, აბა, როგორ უნდა დარჩეს და როგორ უნდა იყოს ბედნიერი უჩვენოდ. გაუშვი იცოცხლოს,დარჩეს ამ ქვეყანაზე და თქვას ერთი-ორი თბილი სიტყვა ჩვენზე.ეს მისი ვალიაო.ბიჭები წავიდნენ,არცერთი არ დაბრუნებულა,ის ბიჭი, რომელსაც დაუბარეს დარჩენილიყო ამ ქვეყანაზე და ეთქვა ერთი-ორი თბილი სიტყვა მათზე მე აღმოვჩნდი..

/ გიზო ნიშნიანიძე-პაემანი ვერაზე/

Link to post
Share on other sites

ხარკს ვუხდით ყველაზე დიდ მეფეს, მის უდიდესობას,

მის უტკბილესობას,მის უგიჟესობას,მის უწმინდესობას ბავშვობას.

/ სოფიკო ჭიაურელი "პაემანი ვერაზე"/

Link to post
Share on other sites

ასეა ხომ? :) ასე იციან კერპებმა, ძველებმაც და ახლებმაც :)

აღტაცებული მაყურებელი ოვაციით აჯილდოებს მსახიობს,რომელიც შესანიშნავად ასრულებს რაინდი ალონსოს როლს და შეყვარებულის გადასარჩენად სიცოცხლეს სწირავს. სპექტაკლის შემდეგ მსახიობი მოხუც სუფლიორთან ერთად ავტობუსით შინისკენ მიემგზავრება. იგი თვალს მოარიდებს ავტობუსში ამოსულ ხულიგნებს, რომლებიც ქალიშვილებს უდიერად მოექცევიან . ავტობუსიდან ჩახტება და თავს უშველის. რაინდი ალონსოს ნაცვლად ქალიშვილებს მხდალი ადამიანი შერჩებათ, რომელმაც რიგით მოქალაქედ ვერ ივარგა.გოგონებს მოხუცი სუფლიორი გამოესარჩლება.

/მოკლემეტრაჟიანი ქართული მხატვრული ფილმი 1972 წ/

Link to post
Share on other sites

ახლა მე უკვე ჭაღაროსანი ვარ და მაინც არ მიდგება გული, რომ ზაფხულში ცხრა ახალი წყარო არ ვნახო, გუნება არ მოვისალბუნო, უბის წიგნაკში არ ჩავიწერო... წყარო ხომ ყველაფრის დასაწყისია!

ეს რამდენიმე წელია არმაზში, მტკვრის პირას ვცხოვრობ და, ვიდრე სახლს დავამთავრებდი, საკუთარი ხელის ნუშის წყარო მოვაპირკეთე. ახლა ხშირად მივუჯდები, მის ჩუხჩუხს ვუსმენ და წერა მიადვილდება. ჩვენი წყაროები თურმე ლაპარაკობენ!

პირველად ეს მე ბავშვობისას – უსტარაულთან გავიგე. აქ მოვისმინე წყაროს ღუღუნი და ამის შემდეგ ყოველ ახალ წყაროსთან ამ ხმას ვამოწმებ, ჩემს სმენას ვაწყობ, გულის ჟღერას ვუთანაბრებ...

უსტარაულის კილომ ბევრი სხვა წყარო და ადგილი მომატარა, ბევრი ფიქრი მისაზრდოვა, გამომიმწიფა, ბევრი წიგნი დამაწერინა, დიდი წყურვილი, მძიმე დღე და შრომა მომისალბუნა. ნეტავ შევძლებ კია ჩვენი წყაროების ვალის გადახდას?!

.................................................................................................................

წყაროს საიდუმლოება ბავშვობიდან გაგებული მაქვს. მისი ნახვა და ერთი პეშვის შესმა არ ყოფილა საკმაო. საჭიროა საკუთარი უსტარაულის პოვნა, ბეჯითი შრომით შეზიარება; ასაშენებლის აშენება, მოსამთავრებლის მოთავება, აღსადგენის აღდგენა. მხოლოდ მაშინ გაგიხსნის გულს წყარო და ენას ამოიბამს შენს გასაგონად. მე კი ახლაც, სადაც ხელი მიმიწვდება, ყველგან მოვინახულებ ხოლმე წყაროს, თითო ქვას მაინც ვუმატებ, ღარს ვუსწორებ, ჩინჩხვარს ვაცლი და მხოლოდ შემდეგ ვსალბუნობ და გულისყურით ვუსმენ მის უკვდავ ღუღუნს.

/ლევან გოთუა-ჩემი უსტარული/

Link to post
Share on other sites

იოჰან სებასტიან ბახს ჰკითხეს:

-გვითხარით , მაესტრო, კონკრეტულად რას გამოხატავს თქვენი ოთხხმიანი ფუგა?

ბახმა ღიმილით უპასუხა:-მიძნელდება ყოველი ასეთი ფუგის შინაარსის ახსნა. სჯობს წარმოვიდგინოთ შემდეგი სურათი: მაგიდას უზის ოთხი ბრძენი. მათ შორის სერიოზული სჯა-ბაასი იმართება. პირველი მათგანი, მოკლე ან გრძელი წინადადების სახით, გამოთქვამს რაიმე აზრს. მეორე ბრძენი სიტყავს ჩამოართმევს , რითაც სათავეს დაუდებს პირველ ბრძენთან დიალოგს. კამათში ჩაერთვება მესამე, ბოლოს- მეოტხე ბრძენი. ახლა უკვე მათ შორის კამატი დაზაბულ ხასიათს ღებულობს. ყოველი მათგანი თავისებურად გამოხატავს საუბრის დასაწყისში წარმოთქმულ დებულებას. უკვირდება ყოველი სიტყვის მნიშვნელობას, იძლევა მის სხვასდასხვა გაგებას. ბოლოს ოტხივე ბრძენი შეთანხმდება იმაზე, რომ თავდაპირველად გამოთქმული აზრი შეეფარდება ჭეშმარიტებას."

Link to post
Share on other sites

"ადამიანიბის ოთხმოცდაცხრამეტი და ცხრა მეასედი პროცენტი, ერთმანეთს კვებავს და ერთმანეთს მიირთმევს, დილით უზმოზე, ნაშუადღევსა და საღამოს, და ეს თუ არ ეყოფათ, შეიძლება შუაღამითაც დაგამუღამონ, თან ისე, რომ თქვენ ვერც კი მოასწრებთ თვალის გახელას. ვერც კი მიხვდებით, ვინ და რა უფლებით ამოგაჭამათ გული. "

Link to post
Share on other sites

"ხუთი წლის ასაკში ძალიან დამაინტერესა ერთმა სითბოთი შეპყრობილმა აღმოჩენამ, რომელმაც კაციბრიობას შემწვარი ქათამი უბოძა და არა მარტო ეს საცოდავი ერთტვინა არსება. როგორც მიხვდით, ეს იყო ცეცხლი, მთელი მისი არსებით. მახსოვს, მივედი ჩემს უსაყვარლეს ბებიასთან და განვაცხადე, რატომ არ შეიძლებოდა ცეცხლთან თამაში... ძალიან კარგად მახსოვს ბებიაჩემის სახის მშვიდი გამომეტყველება. მან ერთი ძალიან უბრალო ფრაზა წარმოთქვა: “მიდი ნახე და გაიგებ რატომაც!” მას, ალბათ, ეგონა, მე პატარა ასანთით ან რაიმე ამის მსგავსი საშუალებით დავკმაყოფილდებოდი, მაგრამ მისი წარმოდგენები ჩემი ფანტაზიის უნარის შესახებ მცდარი იყო...

მე დავიწყე მზადება ექსპერიმენტისათვის და გავეშურე ბაბუაჩემის ავტოფარეხისაკენ. წარმოიდგინეთ, რამხელა სათამაშო ლაბორატორია და გასართობი ცენტრი იყო ჩემს განკარგულებაში! ლაბორატორია სავსე იყო ყველანაირი ასაფეთქებელი ნივთიერებით, სხვადასხვა საღებავით და უამრავი რამით, ერთი მიზეზის გამო, ამ ავტოფარეხში ბიძაჩემს სრულყოფილად მოწყობილი, ავტომანქანების შესაკეთებელი სახელოსნო ჰქონდა და მეც დიდ დროს ვატარებდი ამ ჩემთვის შესანიშნავ ადგილას.

შესვლისთანავე მოვძებნე ასანთი და თაროდან ჩამოვიღე ორი დიდი ბოთლი. ჩემდა “საბედნიეროდ”, ერთში იყო ბენზინი, ძალიან საინტერესო ნივთიერება, რომელიც თავისი თვისებებით და სუნით ბევრ ადამიანს აყვარებს თავს, მეორე ბოთლი კი შედგებოდა ძალიან კარგი ხარისხის რუსული წარმოების აცეტონისაგან, რომელიც ასევე ბევრ საინტერესო თვისებას შეიცავს. ამ ნივთიერებების შესახებ რაღაც ინფორმაცია კი არსებობდა ჩემს თავში და, კერძოდ, იმ ადგილას, სადაც ფანტაზია იბადება, და მხოლოდ ამ დონეზე.

ამ ბოთლების გახსნისას დიდი ნაწილი ჩემს ტანსაცმელს “დაუმეგობრდა” და ვერც კი შევამჩნიე, როგორ გაიჟღინთა ჩემი შარვალი და მაისური ამ ძალზე “სურნელოვანი” ნივთიერებებით. ბოლოს და ბოლოს, მეღირსა და, ორივეს მოვხადე თავსახური, თან ვგრძნობდი, რაღაც საინტერესო უნდა მომხდარიყო, მთელი ჩემი ბავშვური არსებით ვგრძნობდი, გამარჯვება ახლოს იყო და ზეიმის მოლოდინში უფრო ავღელდი.

თქვენ, ალბათ, უკვე წარმოიდგინეთ პატარა ბავშვი, რომელსაც ჰგონია, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყება მისი დამსახურება იქნება. პატარა ეშმაკი, რომელსაც ახალი თავგადასავალი სწყურია, და არც კი იცის, რა ემართება ამ დროს ეგრეთ წოდებულ “ეკოლოგიურ ფაქტორს”.

მოვიმარჯვე ასანთის კოლოფი, მომეჩვენა, რომ ის სველი იყო, მაგრამ ამ პატარა “ნიუანსს” ყურადღება მოვაკელი.

ამოვიღე ერთი ღერი და გავუსვი, მაგრამ მას თავი მოძვრა. ამოვიღე მეორე ღერი და ამანაც მიმტყუნა... მაგრამ როგორც კოლექტიური არაცნობიერი ქადაგებს, ამოვიღე მესამე ღერი, გავუსვი და _ ევრიკა! ამ დროს ძალიან დიდი, მეტისმეტად დიდი ცეცხლი აინთო არა მარტო ჩემ გარშემო, არამედ ჩემს სხეულზეც, რამაც გამოიწვია ყურადღების დაძაბულობა და პირველი ხატი რაც იყო, რომელსაც შევხედე, იყო გარე სამყარო თავისი ბუნებით.

… მშვენიერი მზიანი დღე იდგა. ჩიტების დაცინვაც კი მახსოვს...… ისე ხმამაღლა კისკისებდნენ, რომ მეგონა, ჩიტებისათვის სპეციალურად “ლაბორატორიულად გამოყვანილი ჯამბაზი” ვიყავი...

რამდენიმე წამით ფილმი შენელებულ კადრებზე გადავიდა და მეც ყურადღებით ვაკვირდებოდი ამ სამ თუ ოთხ ცეცხლოვან წამს.

მაგრამ, ბიოლოგიურმა წარმომადგენლობამ თავისი ჯარი გამოუშვა დასახმარებლად და ქვეცნობიერიდან სიტყვა “წყალი!!!” ისე მძაფრად დავიყვირე, რომ, ვინც ეზოში და მეზობლად საქმიანობდა, ყველა იმ ადამიანის სმენის აპარატი დავაზიანე. ქვეცნობიერებამ გასცა ბრძანება: “სირბილით ონკანისაკენ!” მაგრამ გზაში ბიძაჩემი დამხვდა და შეაჩერა ჩემი “ონკანისაკენ სვლა!” ხელებით მან ძალიან შედეგიანი ოპერაცია ჩაატარა და შეაჩერა ჩემი სხეულის შემწვარ მდგომარეობაში გადასვლა.

ეს იყო ერთ-ერთი საინტერესო საკვები ჩემი სამივე ტვინის ზრდისათვის. აქედან გამომდინარეობს შემდეგი დასკვნა, რომ ზოგჯერ ბებიის და ბაბუის ფილოსოფია, ნებისმიერ დეკარტის, ლაო ძის ან კიდევ არისტოტელეს ფილოსოფიას სჯობია. "

Link to post
Share on other sites

მიდი და ასწავლე არწივს ფრენა ...

„მოცარტს სთხოვეს მოესმინა ნორჩი ნიჭიერი პიანისტის დაკვრა. მოცარტმა დაკვრა მოიწონა.

- მაესტრო! მუსიკის შეთხზვაც მსურს , მითხარით, როგორ ხდება ეს?

- ო, უნდა დაიცადო, ვიდრე წამოიზრდები, მაგრამ თუ მაონცდამაინც გინდა, მოდი, ერთი პატარა პიესის შეთხზვა სცადე.

- -მაესტრო, თქვენ ხომ 13 წლისა უკვე ოპერებსა და სიმფონიებს თხზავდით?

- არა, უფრო ადრე! მაგრამ მე არავისთვის მიკითხავს როგორ დამეწერა ნაწარმოები!“

Link to post
Share on other sites

„ერთხელ თბილისში დიდი მიწისძვრა მოხდა. იმ დღეს ანდრია ბალანჩივაძეს საკომპოზიტორო ფაკულტეტის სტუდენტი ეახლა ბინაზე თავისი ნაწარმოების ერთ-ერთი ნაწილის შესასრულებლად. ბალანჩივაძე ყურადღებით უსმენდა მოწაფეს და ბოლოს თქვა :“ერთფეროვნების თავიდან ასაცილებლად გააკეთეთ მოდულაცია ლა-ბემოლ მაჟორში“.სტუდენტმა დაიწყო თუ არა ამ მითითების შესრულება , მძლავრმა მიწისძვრამ მთელი სახლი შეძრა. ანდრია ბალანჩივაძეს წარბიც არ შეუხრია და დინჯი ტონით განაცხადა:“ რახან მოდულაცია ლა-ბელ მაჟორში მიწისძვრას იწვევს, ახლა მოდულაცია ლა-მინორში სცადეთ!““

Link to post
Share on other sites

ყირიმში წაბრძანდა ეკატერინე დიდი. პოტიომკინმა ხელოვნური ყვავილებით და ხეებით მორთო თურმე სოფლები.

"პოტიომკინის სოფელი ეწოდება ისეთ ადგილებს, რომლებიც მხოლოდ საჩვენებლად გამოიყენება. ეს პრაქტიკა პირველად ყირიმში თავადმა პოტიომკინმა გამოიყენა ეკატერინე II თავგზაასაბნევად."

Link to post
Share on other sites

ქალი და მგოსანი

/ტიციან ტაბიძე /

ივდითი რომ ქუჩაზე გაივლიდა, ათასი მაყურებლის თვალი აედევნებოდა.

- რა ჯადო აქვს ამ ქალს იმისთანა, რომ ხიბლავს მგოსანს? იტყოდა ერთი.

- სასაცილო ის არის, რომ სულ მაგის ტანზე სწერს, მერე ისე ლამაზად, გეგონება რუსუდან მეფის ტანს აღუფრთოვანებიაო, – ჩაურთავდა მეორე.

- მე კი ვიტყვი, – ამბობდა თავადი სარდიონი, – მაგისთანა ქალს, თუნდა რწყილსაც არ გაეაროს მის საბანზე, ფაშას ჰარამხანის კარებთანაც არ მივუშვებდი. – და ყველაზე უწინ, მარტო მას ეცინება თავის ოხუნჯობაზე. ყველაზე უფრო ანჩხლობდენ განებივრებული, გალაღებული ქალბატონები, რადგან მარტო მგოსანი დარჩათ, რომელიც მათზე არ ოხრავდა.

- დათვი ხეზე როგორ გავა… იავნანინაო, – დაიწყებდა ერთი…

- რომ გავიდეს, ვინ გაუშვებს… იავნანინაო, – მიაყოლებდა მეორე, ხოლო არავინ არ იცოდა, ქვეყანაზე სულ რომ არ ყოფილიყო ქალი, მგოსანი მაინც შეჰქმნიდა მის მომხიბვლელ სახეს…

Link to post
Share on other sites

ზოგიერთი ადამიანის მთელი გენიალურობა იმაშია, რომ ის გარეგნულად იმდენად ბედნიერი და მხიარულია, რამდენადაც შინაგანად მოწყენილი და უბედური...

ვ.ხაბეიშვილ

Link to post
Share on other sites

„თვალი ჩასულა მტევანში“

"დიდი ბრძენის პლოტინონის მსოფლხილვაში გვხვდება: „თვალი

მზიური“. გოეთემ მზიურობა თვალისა ერთ თავის შაირში შესანიშნავ

ხტილად გამოჰკვეთა: თუ არ იყოს თვალი მზიური, ვით შეეძლოს ხილვა

მზისა? მტევნის მწიფობის დროს ქართველი მევენახე ამბობს: „თვალი

ჩასულა მტევანში“. თვალით აქ ნაგულისხმევია მზე. პლოტინი, გოეთე,

ქართველი მევენახე – სამივე დიდ საიდუმლოს აცნაურებენ, მხოლოდ ერთი განსხვავებით: პლოტინისათვის და გოეთესათვის თვალი „მზიურ“,

ქართველი მევენახესათვის კი იგი მზეა თვითონ."

„მზის ხანა ქართველთა“

Link to post
Share on other sites

თითქმის ყველა თავის ლოცვა- სავედრებელს ხევსური და ფშაველი ხუცები დაახლოებით ასე იწყებდნენ:„დიდება ღმერთსა, დღეს დღესინდელსა, მზესა და მზის მყოლთ ანგელოზთანა"

Link to post
Share on other sites

ქართულნი თქმულებანი მზის შესახებ

მზე და მთვარე ერთი მამისა არიან. ერთ დღეს ღმერთმა განუცხადა მათ

დედებს: – ერთი ამ შვილთაგანი მზე იქნება ხოლო მეორე კი მთვარეო.

მზედ ის იქნება, რომელი დილას ადრე გამოიღვიძებს და ადგებაო. ერთმა

დედამ ბავშს დაუდო ჯინჭარი, რათა მას დილამდე არ დასძინებოდა;

ხოლო მეორე დედამ ბავში ლბილ ლოგინში ჩააწვინა. პირველი ბავში

მთელი ღამე ტიროდა; მას დილით ჩაეძინა. ლბილ ლოგინში მყოფმა კარგად გამოიძინა და დილით ადრე ადგა. იგი მზედ გარდაიქცა. ხოლო დილით დაძინებული ბავში შეიქმნა მთვარედ.

მზე ითვლება გმირად...

მზე ჩადის საღამოს ზღვაში; ღამის განმავლობაში იგი გაივლის გზას

დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და დილით ამოდის ცაზე, სადაც მას

აქვს სპილენძის სახლი და ვენახი...

მზე შუადღისას საუზმობს...

ანათებს არა თვითონ მზე, არამედ მისი სამოსელი...

საღამოობით მზე ბრუნდება თავის დედასთან და ღამეს მასთან ათევს. როცა მზე თავის სამოსელს გახდის და წვება, ამ დროს დგება წყვდიადი. დილით, ოდეს იგი სამოსელს იცვამს, დგება ნათელი და ნათლდება ქვეყანა...

ზღვაში ჩასვლისას მზე აფრქვევს ოქროს და ამ დროს თუ ზღვაში ცხვრის

ტყავს ჩაუშვებ, იგი ოქროს სილით დაიფარებაო...

/ვეფხისტყაოსანის მზისმეტყველება/

Link to post
Share on other sites

ცნობილი ფრანგი მეცნიერი ჟჲულ

რუანე თავის ენციკლოპედიაში არაბული მუსიკის შესახებ ამბობს – ძმები სენსერი იხსენებენო, რომ პითაგორასმა, რადგან იგი იყო წმიდა გულისა და ძალიან გონიერი, გაიგონა გალობა ცათა და ვარსკვლავთა მოძრაობისა, და იქედან გამოიღო მან თავისი გონების ძალით მუსიკის პრინციპიო... მათივე აზრით, ვარსკვლავნი მოქმედებენ ჩვენზე გარდაუვალობით, როგორც სიკეთით ისე სიბოროტით; გვანიჭებენ სიმდიდრეს, სიღატაკეს,ნაყოფიერებას, ბერწობას და სხვა... რათა შეარბილო მნათობთა ცუდი გავლენა, უნდა გამოიცნო ღვთიური კანონები, უნდა მიმართო ლოცვას, მარხვას, აჯას, ცრემლთ, მიწაზე დამხობას... ამავე დროს უნდა იხმარო მუსიკის ზოგი ჰანგი, განსაკუთრებით ის, რომელს ეწოდება „ალ მოჰაზენ“ –

მგლოვიარე, მოსაწყენი. ეს გალობანი გულთ ალბილებენ, აჩჩვილებენ,

თვალთ ატირებენ; კაცს სათნოებით და მონანიებით აღავსებენ. ესაა

დასაწყისი, წარმოშობა მუსიკის ხმარებისა, სამლოცველო სახლებშიო.

არაბული „იხუ ან ალ ლაფა“ ცოტა ქვემოდ ამბობს –

მუსიკა ყველაფერში გამოსადეგია. მისი შედეგია გულის აჩუყება, სულის

დამორჩილებით; პატივით მისი აღვსება; მას მიჰყევხარ ღმრთის მცნებათა განამდვილებისაკენ... იგი მოგვიწოდებს მოინანიო ცოდვანი... და მიგაქანებს ღმრთისაკენ... მუსიკით შეგიძლია მნათობებზე გავლენა

მოახდინო, ოღონდ უნდა იცოდე, თუ საამისოდ რა დრო და რა მუსიკაა

გამოსადეგი. ამის შესახებ არაბული თხუზულება „კიტაბ შაფა ლ აუყატ ფიილმ ენ ნარამატ“ ამბობს –

შენ თუ გსურს იცოდე საათი, როცა მუსიკის რომელიმე ჰანგი ყველაზე

უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ვარსკვლავზე, შეხედე დროს, დღეს და მნათობს; მერმე გასინჯე ეს შემდეგი ცხრილი (და აქ ჩამოთვლილნი არიან დღენი, საათნი, მნათობთა სახელნი...). მზეზე მუსიკა მოქმედებს ძლიერად შაბათს და დღის ოთხ საათზე... და სხვა ასე.

მეორე ცხრილი უჩვენებს იმ წუთს, როდესაც მუსიკის ჰანგი უძლიერესად გავლენას ახდენს რომელიმე პიროვნებაზე, მეფეზე, სულთანზე, დიდ კაცზედა სხვა.

ეს რწმენა მუსიკის რომელიმე ჰანგის ვარსკვლავებზე, და კერძოდ, მზეზეგავლენის შესახებ მთელს ისლამურ მსოფლიოშია გავრცელებულიო –ამბობს ჟ. რუანე 162. წიგნი 5. გვ. 2081

 

/ვეფხისტყაოსანის მზისმეტყველება/

Link to post
Share on other sites

გამიგია გამოთქმა: მზე ჩადგა მტევანში ან თვალი ჩადგა მტევანში. კარგად დამწიფებულის, საღის მნიშვნელობით.

Link to post
Share on other sites

«თეირანის კონფერენციის მსვლელობისას, უინსტონ ჩერჩილის თანაშემწემ, თეირანში მისი შტაბის ხელმძღვანელმა _ მერაბ კვიტაშვილმა წარუდგინა ინგლისის პრემიერ-მინისტრს სტალინის დაცვის უფროსი, გენერალი შალვა წერეთელი და იქვე დაამატა: ესეც ქართველიაო. ჩერჩილმა დაუფარავი ინტერესით შეხედა მოხდენილ გენერალს, გაიღიმა და თქვა: «აქ ჩვენ, ყველანი, ქართველების ხელში ვართ!». მართლაც, აქ ბევრი ქართველი იმყოფებოდა. ერთი დღით ადრე ჩერჩილმა ყურადღება მიაქცია ორ საბჭოთა გენერალს, რომლებიც მას მოეწონა და სურათიც გადაიღო მათთან. ეს ორი ვაჟკაცი გრიგოლ კარანაძე და კაპიტონ ნაჭყებია იყვნენ!"

 

 

 

 

საიდუმლო ჩანაწერები გენერალ კაკუჩაიას დღიურიდან

Link to post
Share on other sites

ნიჭიერები ვართ, მაგრამ თვითორგანიზაციის ძალიან დაბალი კულტურა გვაქვს.

 

ასეთ ახალგაზრდას რომ საქართველოში ვერ დაასაქმებ და ფინანსისტებს(რას ვერჩი ფინასისტებს ოღონდ მათ საქმეში და მათ ადგილზე) ამართვინებ განათლება-მეცნიერებას.

 

 

http://www.education.ox.ac.uk/about-us/directory/dr-maia-chankseliani/

Link to post
Share on other sites

სასხვათაშორისო ფიქრი - მართალია თუ არა, რომ "ხალხი ბრძენია"?

იყო ერთი ჭკვიანი ფრანგი ანტუან დე რივაროლი, რომელმაც განაცხადა: „თვითმპყრობელი შეიძლება იყოს ნერონი, მაგრამ ხანდახან მარკუს ავრელიუსიც არის. ხალხი ხშირად არის ნერონი, მაგრამ მარკუს ავრელიუსი - არასდროს“. ნერონიც და მარკუს ავრელიუსიც რომის იმპერატორები იყვნენ - პირველი სასტიკი სიგიჟის განსახიერება იყო, მეორე - სიბრძნის და კეთილგონიერებისა. ციტატის არსი ის არის, რომ პიროვნება შეიძლება შლეგიც იყოს და ბრძენიც (უფრო იშვიათად), ხალხის მდგომარეობა კი პირველს მეტ-ნაკლებად უკავშირდება, მეორეს კი - არასდროს. ეს მსჯელობა, ჩემი აზრით, მართალს ჰგავს - ის, რასაც ზოგჯერ ხალხის აზრად (ხალხის სიბრძნედ) ნათლავენ, სხვა არაფერია, თუ არა რომელიმე პერსონის ან ადამიანთა მცირე ჯგუფის იდეა. ერთ ფიქრამდე ან გადაწყვეტილებამდე 50 კაციც ვერ მიდის, არამცთუ მილიონი. იდეამ შეიძლება გააერთიანოს მილიონები. მაგრამ მილიონები ვერ ბადებენ იდეას. ხალხის სიბრძნე მხოლოდ ის არის, რომ მართებულ იდეას დაუჭიროს მხარი, თუმცა ესეც ძალიან იშვიათად ხდება - საამისოდ ყველას უნდა ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია და შეძლოს ანალიზის საფუძველზე გონივრული დასკვნის მიღება. ეს აუცილებელი წინაპირობა თუ მოთხოვნა შეიძლება დააკმაყოფილოს პიროვნებამ, მაგრამ მასობრივი ცნობიერებისთვის - ხალხისთვის - ის პრინციპულად დაუძლეველია. იქნებ ვინმე სხვაგვარად ფიქრობს?

გ.მ

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...