Jump to content
Club-Monadire.Ge

მიმართვა ადმინისტრაციას და ფორუმელებს


Recommended Posts

ეხლა ველაპარაკე კობას ტელეფონით,კარგად არის,უბრალოდ ძაან დაკავებული ვარ და ვერ შემოვდივარო.

გეიხარე ძამა!!!!

Link to post
Share on other sites
  • Replies 806
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

მაინცდამაინც ვერ ვერკვევი დიდად ფორუმების ანატომიაში..მაგრამ როგორც ჩანს ბერვად უფრო მარტივი და უფრო დაკომპლექტებული მოდელია...გაიხარე ადმინ ჩვენს ასე გვერდში დგომისთვის...დარწმუნებული ვარ არ იქნებოდა

გილოცავთ აღდგენა-განახლებას,გამიხარდა :)

მეგობრებო ოვიკას ვთხოვე მომავალში ჩვენი ფორუმის ადმინისტრატორობა და არაა წინააღმდეგი.იმედი მაქვს არც თქვენ იქნებით უარზე )

Posted Images

ეხლა იქნებ სუპერნატურალი მოვძებნოთ,ტორე ფორუმს დედა აქვს ნატირები,გასასწორებელია რაღაცეები,ზოგს პიემი არ მისდის და ვერც აგზავნის მე 2 ადამიანი ვიცი დმორალი და გრიგოლია.სურათები 2 ცალი იდება და საწვალებელია.

მე რომელი ნომერიც ვიცი არ მპასუხობს,FB ზეც შევეხმიანე მაგრამ პასუხი არ მიმიღია.

მე ის ნომერი მაქვს 5575 ზე რომ მთავრდება.იქნებ ვინმეს სხვა ნომერი ქონდეს რა შეეხმიანოთ

Link to post
Share on other sites

ეხლა იქნებ სუპერნატურალი მოვძებნოთ,ტორე ფორუმს დედა აქვს ნატირები,გასასწორებელია რაღაცეები,ზოგს პიემი არ მისდის და ვერც აგზავნის მე 2 ადამიანი ვიცი დმორალი და გრიგოლია.სურათები 2 ცალი იდება და საწვალებელია.

მე რომელი ნომერიც ვიცი არ მპასუხობს,FB ზეც შევეხმიანე მაგრამ პასუხი არ მიმიღია.

მე ის ნომერი მაქვს 5575 ზე რომ მთავრდება.იქნებ ვინმეს სხვა ნომერი ქონდეს რა შეეხმიანოთ

 

 

ნომერი არ მაქვს ჯაბა, არც იქ არ უწერია რომ დავდეთ ჩვენი ნომრები.ისე 16 აპრილის მერე არ შემოსულა.

Link to post
Share on other sites

ბიჭებო, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის! მართლაც ძან დაძაბული გრაფიკით ვცხოვრობდი ეს ბოლო კვირა. აქეთ სამსახური, იქით კარმენის შვილი პირველი დართვიდან, რომლის გაყვანა მინდოდა კურცჰაარების წლევანდელ ჩემპიონატზე და ინტესიურად ვამზადებდი, პლუს მეუღლეს ვუხსნიდი ახალ მაღაზიას და ეს ერთი კვირაა სახლში ღამის 3-4 საათზე ადრე არ დავბრუნებულვარ. სახლში სესულს მხოლოდ იმის ძალა მრჩებოდა, რომ ლეკვებს ჩავხუტებოდი. ორ-სამ საათში კი ისევ ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

ამ მაღაზიის გულისთვის ჩემპიონატზეც ვერ წავედი (მაღაზია დღეს გავხსენით, ჩემპიონსტი კი გუშინწინ გაიხსნა 700 კილომეტრში, ვოლოგდის ოლქში).

 

კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის. სოსოს ზარი მოულოდნელი და ძან სასიამოვნო იყო არა მარტო ცემთვის, არამედ ჩემი მეუღლასთვისაც, რომელიც გვერდში მყავდა იმ მომენტში.

გაიხარეთ ყველამ!

Link to post
Share on other sites

კობა თოდუა არ სჩანს ამ ბოლო დროს, სკაიპზეც აღარ შემოდის, მაგის დაწერილ ტელეფონზე ვერაფრით ვერ ვრეკავ, ვინმემ ხომ არ იცით როგორ არის?

 

გიო, არ ვიცი რატომ ვერ გამოდიხარ ჩემს დაწერილ ნომერზე. ვერ ვპოულობ იმ თემას სადაც ჩვენს ნომრებს ვანთავსებდით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ, ნომერი სწორად მაქვს დადებული (სოსო ხომ დამიკავშირდა).

ალბათ რაღაცა არასწორად აკრიფე, რადაგანაც, ის რომ მე სანქტ-პეტერბურგის გარეობანში ვცხოვრობ, იმ ნომერზე არაფერს არ ცვლის, რადგანაც მობილურის ნომერია.

ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ, აქაც, დავდებ ჩემს ნომერს. თუ მობილურიდან დარეკავთ არაფერი არ იცვლება +7 903 0953249 (7- რუსეთის კოდია, 903 - მობილერი ოპერატორის).

 

Dიდი მადლობა ყურადღებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ვერ შემოვდიოდი, არცერთი, არც მე არ დამვიწყნიხართ. პირიქით, მომენატრეთ :*:friends:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ყველას მინდა გითხრათ ერთი რამ, რა მნიშვნელობა აქვს ვინ ადმინისტრაციაშია და ვინ ფორუმელი, ყველასია ეს ფორუმი და ერთი ვართ ყველა.

 

 

 

გუშინ კაცი მირეკავს, საქართველოდან ვარ, შენს სოფელში ჩავედი და მამაშენმა მომცა შენი ტელეფონიო.

 

ვინა ხარ მეთქი?

შენი გაყიდული მანქანის ძრავის ყიდვა მინდა და მინდობილობა მჭირდებაო.

 

-ბიჯოო, პაპაჩემის სიკვდილი ძლივს გადავიტანე და ეს რა მითხარი, რა დაემართა ჩემს 22 წლის 07-დსთქო?

 

-მარტო მატორია დარჩენილი, იმი ყიდვა მინდაო.

 

წამცვივდა ცრემლები. :karochera:

 

მერრრრრე მეთქი!!!

ნოტარიუსთან მივალ და სკაიპზე უნდა დაადასტურო და თან შენიანი ვინმე უნდა იყვეს იქაო.

 

ეგ ყველაფერი სადა ხდება მეთქი და თელავშიო.

ჩამო თბილისში შენ ნოტარიუსთან ერთად, მთელ არმიას დაგახვედრებ ნებისმიერ უბანშითქო.

-ჩამოვალ მაგრამ დრო იწელებაო.

 

ვზივარ ეხლა ჩემთვის და ვფიქრობ.

კაცო, 13 წლის წინ მანქანა გავყიდე, ვის რა ჯანდაბად უნდა იმის მატორი, თანაც რუისში ასულა და მშობლები უნახავს, აქაური ჩემი ტელეფონი მიუციათ.

 

 

მეთქი ჯანაბას ჩემი თავი, ავუხსენი დროის განსხვავება, რომ 12 საათია დროში განსხვავება და ისე მოახერხე რო მძინარე არ მალაპარაკონთქო.

 

 

რატომ ვწერ ამდენს, მეტიც შემიძლია და ამჯერად ნაღდად არ მეზარება, მოსაბეზრებელი უინტერესო გამოვა ფინალი თუ ასე გავაგრძელე.

 

 

არჩილ ქევხიშვილსნაირ ხალხს, ნამდვილი მეგობრები სჭირდება, ეგ კაცი არის ჩემი მეგობარი და რაც მაგ კაცმა გააკეთა, იგივეს მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, სიტყვის მასალად არ იხმარს სიტყვა ძმაო.

 

არჩილ გენაცვალოს შენი ძმა გიორგი.

 

უნდა იცოდეს მთელმა ფორუმმა და ყველა აქ შემომსვლელმა, რომ ჩვენ ვერაფერი ვერ შეგვიშლის ხელს ერთმანეთის თანადგომაში.

 

 

არჩილ, მთელი სიცოცხლე არ დამავიწყდება ძმაო შენი პატივისცემა, მადლობას გიხდი ჩვენი საზოგადოების წინაშე, უმაგრესი კაცი ხარ ძმაო.

 

პ.ს. სახლში მუშახელი ჰყავდა, დარეკვა იყო და მოიტა მისამართი, სად წავიდეო. :karochera:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

თორნიკე, ჩადი კახეთში მინიმუმ 3 თვით, მერე ქართლში იცხოვრე იგივე დროით და რა დიალექტზე დაილაპარაკებ მერე ვნახოთ.

 

შენ რომ ჩემს ადგილზე იყვე, სადაც ეხლა ვარ, ნუ მასწავლი ქართულს.

 

ჩემზე ბევრი "იცი", ეგ მეც "ვიცი", მაგრამ მე სხვა რამ, უფრო ბევრი ვიცი და ა.შ.

 

 

 

 

პ.ს. გაფიცებ, გაიგე რაც დავწერე ზემოთ??? :e025:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ოფ კორს :haha: კაცო ვიხუმრე, კახელების პირიდან მე ჯერ "მოიტა" არ გამიგია, ქალაქელიც და ადგილობრივიც სულ მაიტას გაიძახიან. კვირის წინ ვიყავი სიღნაღში ნათლიასთან, ეზო კარ-მიდამოს შევავლეთ ხელი, კაცს სახლში მუშები ყავდა შენი თქმის არ იყოს და ჩვენთან შრომობდა. გული უნდა გულობდეს, ესაა ჩემი კომენტარი :hi3:

Edited by ქორიჯი
Link to post
Share on other sites

გიო მოვლინება გინდა შენ საქართველოში 2-3 თვე,ნამეტანი შემოწოლილი გაქ ნოსტალგია!!!!! :*

 

BROWNING-ს გიგზავნით ყოველწიურად ორჯერ, მაგას ჩამოქვს მერე ნოსტალგია აქეთ, თორემ მეე, ძაან ხოშიანათა ვაარ აქა, ერთია რო, უთქვენობა მკლაამს. :karochera:

 

პ.ს. მამუ, შენზე უკეთესად ვინ იცის ჩვენი ფსიქოლოგია?

ხომ ელაპარაკები ხოლმე ჩვენს მეგობრებს, როცა მარტო გადიხარ ეწერზე "ბუნდღა გასატრუსებზე"?

ეს გამოთქმა ქუთათურს ეკუთვნის და არავინ შეეცილოთ/

 

აი, შენთვის მარტო, წამოიხურავ ბერიკაცი, როგორც შენ უწოდებ შენს თავს ასე, წვიმისგან დასაფარავ უამრავ საშუალებას ჩამოიცმევ, წაიმძღვანიებ შენს გაწვრთნილ და ნალოლიავებ როკიას და მიდიხართ ბნელეთში.

 

დალოცვილო, ბნელეთი ამ შემთხვევაში ედემია, სადაც თქვენ შედიხართ, მანდ ეშმაკის მიერ მოგონილი ბარიერები უნდა გადალახოთ.

 

ე, მაგას ვეძახით ნადირობას და ვერ ხვდება მოსახლეობის 98% , რომ ჩვენ მათგან მხოლოდ ერთი რამით განვსხვავდებით......

 

 

 

რითი იცით?

 

 

ჩვენ სხვანაირად ვხედავთ სამყაროს.

 

 

პ.ს. რამოდენიმე დღე დამრჩა და ერთ მრავალშვილიან ოჯახს სახლის რამოდენიმე კუთხის გალამაზებას დავუმთავრებ.

 

მერე მე უნდა გავგაზო.

 

თევზი და ანკესი ასე თუ ისე, ჯერ ისევ აქტიური გართობაა.

 

 

 

ტყე და თოფი მომენატრა. :karochera:

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

კაი გიო, რეებს ლაპარაკობ კაცო, რა მადლობა, ცოტა ხნით დავისვენე :)

 

თან პრიკოლი ამბავი იყო ხო იცი :) ვიცოდი შენგან 07 რომ გყავდა კარგი და რომ მითხრა მარტო მატორიღაა ცოცხალიო - არ გეწყინოს და მაგარი ვიცინე :d030: მაგრა უჭამიათ.

 

ახლა დავფიქრდი და მაშინ მაიტას ვიტყოდი უეჭველი :alfons:

Link to post
Share on other sites

გაიხარეთ!!!!!!!!!!!!!!!!

 

მიხარია კაცებო თქვენ(სახელებს არ ჩამოვთვლი) რომ არსებობთ!

 

:friends:

Link to post
Share on other sites

მართალი ხარ გიო,აბა რა,თუ ბუნებაში არ გავედი ძაღლებიანა და მაგრად არ გავიძეძგე სულის აკუმულიატორები,ისე ერთი ღრენია და ბუზღუნა ბერიკაცი ვარ,არც ჩემთვის ვარგივარ და არც სხვისთვის!!! :hi:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

რა არის იცით?

ნაღდად არა ვარ სენტიმენტალური ტიპის ადამიანი, კი არის ხოლმე მომენტები, როცა ძალიან გეწყინება, ან მთლად უკეთესი, რაღაც გაგიხარდება, ორივე გრძნობას კაცური ცრემლი მოჰყვება ხოლმე.

 

დღეს ძალიან გამახარა DMORAL-ის ზარმა.

მირეკავს ხოლმე ეს კაცი და ვსაუბრობთ ბევრ ჩვენს საერთო პრობლემაზე.

მოვიკითხავთ ერთმანეთს, ერთურთის ოჯახებს, საქმიანობას, გუშინდელ და ხვალინდელზეც ვამბობთ ორიოდ სიტყვას.

 

მთელი ფორუმის გასაგონად მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო დავით მორალიშვილის მშობლებს, ასეთი წესიერი და კეთილი ქართველი რომ გაზარდეს.

 

 

რუისთან გაჩერებულა და ჩემი გვარსახელი დაუსახელებია, თუ იცნობთ ამ კაცსო.

 

 

ბავშვობის მეგობარი მალაპარაკა მობილურზე, მოდი და ნუ დააფასებ ასეთ ყურადღებიან ადამიანს.

 

და ესეთი რამ პირველად არ გაუკეთებია, ერთერთია ვინც ყველაზე დიდ ყურადღებას მაქცევს ჩვენი სამეგობროდან.

შანსი არ არის რომ არ მომიკითხოს ყოველ კვირას.

 

 

 

დავით ძმაო, შენ მადლობას არ გეტყვი, გისურვებ ძალიან ბედნიერი იყვე იმ ხალხთან ერთად, ვინც გიყვარს და ვისაც უყვარხარ.

 

შენ დღეს, ძალიან დიდი სიხარული აჩუქე ორ ადამიანს, რომლებსაც წლებია ერთმანეთი არ უნახიათ, არადა ერთად გაიზარდნენ.

 

 

ერთ ჩემს ღვიძლ ძმას დავითი ჰქვია, სეხნიები ხართ, შენც ჩემი ძმა ხარ.

 

გამრავლდეს შენი ჯიში. :friends:

Link to post
Share on other sites

მიხარია ასეთი ამბის წაკითხვა,მეტსაც გეტყვით,შარშან მეც დამირეკა მასე დავითმა და ბავშვობის მეგობარი(კრივზე ერთად დავდიოდით)დამალაპარაკა,ჯერ ვერ მოვედი აზრზე ვინ იყო,იმდენი ვიყავით ჯგუფში,მერე კი ამიხსნა და გავიხსენე.ან სად მიაგნო ან საიდან გამოიძია,მთავარი კი ის არის რომ მე ძალიან გამახარა.

მაგარი კაცია ჩვენი დავითი :* და მიხარია ის რომ აქ ბევრი ასეთი კარგი ხალხი არის თავმოყრილი :yes:

Link to post
Share on other sites

ფორუმის ქუდზე პატარა კორექტივები შევიტანე, თუ არ მოგეწონებათ წამში დავუბრუნებ პირვანდელ სახეს. ;)

 

კერძოდ:

 

1. ბრაკონიერული ბანერის ფორმა შეიცვალა და ქუდზე დაჯდა ეფექტით ვითომ შეჭრილია სურათი-სურათში.

 

2. შრიფტი და წარწერები, კლუბის სახელწოდება უნდა ეწეროს ქუდზე ჩემი აზრით.

Edited by Supernatural
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...