Jump to content
Club-Monadire.Ge

იარაღის იდენტიფიცირება


Recommended Posts

გელა მე კიდევ ერთი ვარიანტი ვნახე, ,,მასტერ რუჟიოში,, ხატია,ხელკეტიანი კაცი მარცხენა ხელით რაღაც ჰერალდიკური ღერბის ფრაგმენტს ეყრდნობა,მგონი პრუსიის ღერბია,დღეს ვნახავ მაგ ნომერს და დავწერ!!!

Link to post
Share on other sites
  • Replies 103
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ზაუერის მიერ 1880-1915 წლებში წარმოებულ თოფებზე არ არის გამოცდის ჩატარების თარიღის აღმნიშვნელი დამღა(შემდეგ წლებში კი ეს ნიშანი ყველაზეა). ამიტომ მათი გამოცდებისა და გამოშვების თაობაზე შეიძლება ვისაუბროთ რაღაც თარიღიდან(მოვლენიდან) რაღაც თარიღამდე(მოვლენამდე). ზაუერებისათვის ეს თარიღებია 1909 წლის 1 ივლისი და 1912 წლის 18 აპრილი.

გავაანალიზოთ თითოეული:

 

1903 წელს კრუპის კონცერნი გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად Aktien-Gesellschaft,

შემოკლებით - A.-G. აქედან 6 წლის შემდეგ, როცა ამ სააქციო საზოგადოებას სათავეში ჰუსტავ კრუპი ჩაუდგა, საწარმოს პროდუქციაზე გამოჩნდა წარწერა Fried. Krupp A.-G. Essen, ხოლო ლულებზე დააწერეს Special Gewehr-Lauf-Stahl,Fried. Krupp A.-G. Essen. . აქედან გამომდინარე ასოების A.-G. არსებობა ან არარსებობა მეტყველებს მისი გამოშვება-გამოცდის თარიღზე 1909 წლამდე ან შემდეგ.

 

1912 წლს 18 აპრილს ზულის სახელმწიფო საგამომცდელო სადგურმა შემოღო ნიტრო(უბოლო) დენთით გამოცდის სავალდებულო დამღა, რომელიც ესმებოდა მზა გლუვლულიან იარაღს ლულის ბალიშებზე Nitro. და ხრახნილებს კი N გვირგვინითურთ. აქედან გამომდინარე ამ დამღების არსებობა გაგვასაზღვრინებს მისი გამოცდა-გამოშვების თარიღს 1912-1915 წლების შუალედს.

Link to post
Share on other sites
  • 8 months later...

SPECIAL-GEWEHR-LAUF-STAHL ასე ეწერება. ფოლადის მარკაა. თუ ვერსად კითხულობ ვერც სამ რგოლს და ვერც ოთხ რგოლს. მაშინ უფრო მეტს ვერაფერს ვიტყვით, რადგან ან კრუპის სამრგოლიანის ტყუპისცალია ან რუსული ა50 მარკის ტყუპი...

 

უწვერო სამკუთხედში ჩასმული ორიანი გვეუბნება ხარისხის თაობაზე. თქვენი თოფის შემთხვევა მეორე ხარისხს აღნიშნავს და ნიშნავს ე.წ. ,,მუშა" ხარისხს.

იგივე ფორმით მოცემული ერთიანი გვაუწყებს ,,კარგ" ხარისხზე, ხოლო თუ მაგ ფიგურაში s იქნებოდა ჩასმული მაშინ ,,სპეციალურ ხარისხთან" გვაქვს საქმე.

 

აგერ სურათებით განსჯი:

 

 

ესაა ,,კარგი" ხარისხი

6348acc237ab.jpg

 

 

ესაა ,,მუშა" ხარისხი

1495c8d8ab7c.jpg

 

 

ესაა ,,სპეცხარისხი"

0bc18529ddc5.jpg

 

მოგესალმებით გელა. მაინტერესებს ესეთი რამ თქვენს მიერ ამ პოსტში ჩამოთვლილი დამღების მნიშვნელობასთან და ხარისხთან დაკავშირებით ხომ არ გვაქ საქმე ესეთ შემთხვევასთან? ან რასნიშნავშ კონკრეტულ შემთხვევაში ეს დამრა ასო (S) .

post-1005-0-49878100-1468933923_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

მოგესალმებით გელა. მაინტერესებს ესეთი რამ თქვენს მიერ ამ პოსტში ჩამოთვლილი დამღების მნიშვნელობასთან და ხარისხთან დაკავშირებით ხომ არ გვაქ საქმე ესეთ შემთხვევასთან? ან რასნიშნავშ კონკრეტულ შემთხვევაში ეს დამრა ასო (S) .

არა, სპეცხარისხზე ეს დამღა არ მეტყველებს. მართალია ეს ნიშანი დემოკრატიული გერმანიის დროინდელია, თუმცა, S სამკუთხედში არაა შენს შემთხვევაში ჩასმული.

 

თქვენს მიერ წითელი კონტურით მოხაზული დამღა S გვეუბნება: ლულა გამოცდილია ბოლიან დენთზე. (როგორც ხედავ იქვე ბალიშებზე არის ნიტროთი გამოცდის დამღები, თუმცა ბოლიანითაც როა გამოცდილი მაგას გვიკონკრეტებს ეს ნიშანი).

Link to post
Share on other sites

ამდენი "აკადემიკოსი' რომ მყევხართ, და ვარ თქვენი მეგობარი, გამისკდა თავი.

 

რას ნიშნავს ეს სამი G ჩემს ბრაუნინგზე, ვერაფრით ვერ გავარკვიე.

 

პ.ს. გადავანგრიე ინეტი და პასუხს ვერ ვპოულობ.

 

 

93f891081c8c.jpg

Link to post
Share on other sites

ამდენი "აკადემიკოსი' რომ მყევხართ, და ვარ თქვენი მეგობარი, გამისკდა თავი.

 

რას ნიშნავს ეს სამი G ჩემს ბრაუნინგზე, ვერაფრით ვერ გავარკვიე.

 

პ.ს. გადავანგრიე ინეტი და პასუხს ვერ ვპოულობ.

 

 

93f891081c8c.jpg

 

გიო, ვერაფერი ვიპოვე საინტერესო... შენი თოფის "სანათესაოდან" რამდენიმე ეგზემპლიარზე, ლულის ბალიშზე განლაგებული დამღები დავათვალიერე, მაგრამ არანაირი ანალოგია.

 

თუ ოსტატის დამღაა სამი რად უნდოდა??? :scratchchin:

 

 

 

პ.ს. ისე შენი lightning კია ძმაო გოჭივით!!! :yes: :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

BROWNING

Gurulo

 

ძმებო, სახელი და გვარი კი გავარკვიე, ვინც ეგ თოფი გამოსცადა, მარა სამი G რა საჭირო იყო, მაგას ვერა ვხვდები.

 

G გამომცდელის ნიშანია, მას ერქვა Charller Josef.

 

აღარაა ის კაცი ცოცხლების სიაში, კომპანიას დავუკავშირდი და ეგენი ბალზე ზიან და ტყემლის კურკებს ისვრიან, ან კიდევ პირიქით.

 

ერთი ნორმალური მოპასუხე ვერ შემხვდა მაგათთან, რომ გამერკვია საბოლოოდ.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

მაგ სურათი გადაუგზავნე კომპანიას იმეილით. გიპასუხებენ რამეს.

 

 

BROWNING

Gurulo

 

ძმებო, სახელი და გვარი კი გავარკვიე, ვინც ეგ თოფი გამოსცადა, მარა სამი G რა საჭირო იყო, მაგას ვერა ვხვდები.

 

G გამომცდელის ნიშანია, მას ერქვა Charller Josef.

 

აღარაა ის კაცი ცოცხლების სიაში, კომპანიას დავუკავშირდი და ეგენი ბალზე ზიან და ტყემლის კურკებს ისვრიან, ან კიდევ პირიქით.

 

ერთი ნორმალური მოპასუხე ვერ შემხვდა მაგათთან, რომ გამერკვია საბოლოოდ.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...
  • 1 month later...

გუშინ გადმოვიღე თოფი და მოვხოდე ცოტა, ზნაკებზე იქნებ მითხრათ საიდან არის ვინ არის რა არის,charles webley london არის 20 კალიბრიანი მსუბუქი მარა დამასკოს ლულებზეა მითხრეს რო ვერ იხმარ შემოგასკდება ხელშიო :( ან უნდა იშოვო მოკლე გილზებითო მაქსიმუმ 25გრამიანებიო და რა ვქნა მირჩიეთ, დაჟე მეორე ნაწილიც დამასკო არისო თორე ლულას ახალს გავუკეთებდი ბოლო ბოლო..

 

16gjsn.jpg

 

34yb8y8.jpg

 

2wdu5xc.jpg

 

29vatg2.jpg

 

73kq2p.jpg

Link to post
Share on other sites

თოფი მაგარია, ოღონდ სანადიროდ თუ გნებავთ ერთი საუკუნით უკან უნდა დაიხიოთ...

ჩვენს დროშიც შეიძლება მაგ ინსტრუმენტიდან გასროლა, მაგრამ ამისათვის ბოლიანი(ე.წ. შავი) დენთი უნდა გამოიყენოთ.

თოფი 20 ყალიბისაა, ამიტომ თანამედროვე ნიტრო დენთით დატენილმა ვაზნამ 25 გრამიანმაც კი(საფანტის წონას ვგულუსხმობ) შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი დააყენოს...

 

პ.ს. თავად აგრეგატი მაგარი ბრენდია.

Link to post
Share on other sites

ეს ჩემი ფიშტოს დამღებია რღაც დამღებს მივხვდი აქ მოყვანილი მაგალითებიდან მაგრამ მთლად ვერ გავერკვიე .

post-74-0-81364000-1477676726_thumb.jpg

post-74-0-31720300-1477676728_thumb.jpg

post-74-0-11423500-1477676731_thumb.jpg

post-74-0-04962900-1477676734_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

დამღებით დამატებით რისი გარკვევა გსურს?

 

მაინტერესებს საბჭოთა გერმანიის პერიოდშია დამზადებული თუ არა და ზოგადად რა დონის იარაღია. სამკუთხედში ჩასმული S მივხვდი რო სპეც ხარისხია .

Edited by ლაშა კუცია
Link to post
Share on other sites

მაინტერესებს საბჭოთა გერმანიის პერიოდშია დამზადებული თუ არა და ზოგადად რა დონის იარაღია. სამკუთხედში ჩასმული S მივხვდი რო სპეც ხარისხია .

1956 წლის იანვარშია გამოცდილი.

სერიული, სტანდარტული გერმანელია(სოციალისტური გერმანია იგულისხმება).

Link to post
Share on other sites

1956 წლის იანვარშია გამოცდილი.

სერიული, სტანდარტული გერმანელია(სოციალისტური გერმანია იგულისხმება).

 

ესეიგი ჩვეულებრივი სერიული გამოშვებაა მევიფიქერ S სამკუთხედში ( SPEZIAL-GEWEHRLAUFSTAHL) თან ეს წარწერა რაღაც განსხვავებული მეგონა სტანდარტულისგან. მადლობა გელა ყურადღებისათვის გაიხარე.

Link to post
Share on other sites

Gurulo

გუშინ 26 გრამიანები ვაკაკანე რამაგრა ისროდა ჩამოსაყრელი ჩამოვყარე მარა ეჰ მოგლიჯა ბოლოს ჩაპაიკებული რაც არის სურათზე რო ჩანს ეგ.. ჩამოვკიდებ კედელზე და ბარემ აქაც ვიკითხავ რომელი ჯობია ვიყიდო ბაიკალი 155 თუ სტოგერი 3500 ? ამ ორიდან ვაპირებ ერთ ერთს.. ვიცი რო დაბალი ხარისხია მარა მეც ახალბედა ვარ = )

Edited by micatone
Link to post
Share on other sites

Gurulo

გუშინ 26 გრამიანები ვაკაკანე რამაგრა ისროდა ჩამოსაყრელი ჩამოვყარე მარა ეჰ მოგლიჯა ბოლოს ჩაპაიკებული რაც არის სურათზე რო ჩანს ეგ.. ჩამოვკიდებ კედელზე და ბარემ აქაც ვიკითხავ რომელი ჯობია ვიყიდო ბაიკალი 155 თუ სტოგერი 3500 ? ამ ორიდან ვაპირებ ერთ ერთს.. ვიცი რო დაბალი ხარისხია მარა მეც ახალბედა ვარ = )

ცუდად არ გამიგო მეგობარო, მაგრამ ხომ გაფრთხილებდი, მაგ წონის ვაზნების თაობაზე?!

არც ჭკუას გასწავლი და არც პრეტენზია მაქვს სხვაზე მეტი ვიცი თქო, მაგრამ დამასკოს ლულებში ნიტრო დენთის სროლა(თუ სხვა გამოსავალი არაა) მხოლოდ განახევრებული დოზებით შეიძლება.

შენი თოფის საერთო წონა დაადგინე, მერე შედი ჩვენი ფორუმის "ვაზნების დამზადების" თემაში და 20 ყალიბისათვის მოცემული დოზები იპოვე,მერე ეს დოზები გაანახევრე და ისე დატენე ვაზნები...

სახარბიელო შედეგს ვერ მიიღებ მაგ ვაზნებით, მაგრამ როგორც მინიმუმ მწყერზე სანადიროდ ივარგებს, არ დაშავდები და თოფსაც არ დააზიანებ.

 

რაც შეეხება არჩევანს: მე შტოგერს ავირჩევდი 76მმ-იანი სავაზნით რომ იწარმოებოდეს.

რამდენადაც ვიცი ეგ მოდელი 89მმ-იანი სავაზნით გამოდის მხოლოდ, ამიტომ საქართველოს პირობებში(სადაც ჯერ-ჯერობით ტყვიის საფანტია ხოდში) მაგხელა სავაზნე არ გამოგადგება...

დაბეჯითებით რომ გირჩიო, ვერ ავიღებ ამხელა პასუხისმგებლობას ჩემს თავზე, რამეთუ ხვალ-ზეგ რა კანონს მიიღებენ მხოლოდ უფალმა უწყის...

 

გისურვებ წარმატებებს

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

გელა მართალია,20 კალიბრის დოზაა 25 გრამი,ფოლადის ლულებისთვის და დამასკოს ლულებისთვის მოუმატე კაცოო!!მაგ თოფით მხოლოდ 24 ან 28 კალიბრის დოზების სროლა შეიძლებოდა და ისიც ვერ მოგცემდა სასურველ შედეგს,არ მიწყინო,გულწრფელად შემეცოდა ეგ თოფიი!! :(

Link to post
Share on other sites

Gurulo

mamuka grigolia

გვიანი იყო უკვე წასული ვიყავი :( საკმაოდ მსუბუქია 2კგ მდე სადღაც არცკი, ვინც დაიჭირა იმენა სრაზუ მომაჯდაო ესე იშვიათადო,დამსკის ვეძახითო ესეთებსო, მთავარია გადავრჩი და არ ამიფეთქდა სახესთან, ხელში შემჩა პროსტა ლულა არა და ბოლო სროლაც წარმატებული აღმოჩნდა :givi:

 

kbsxw4.jpg

 

 

ჰო 76მმ-იანი სავაზნით ვამბობ მაგ სტოგერს (Stoeger - M-3000 Wood) ან(არმსან ფენომა) ან ბაიკალი 155 მოკლედ ყიზილბაშური თუ რუსული? ბარემ გავალ ვიყიდი თორე გადამყვა დარდი ამ თოფზე ვერ ვიჯერე გული :D ამას მივაპაიკებ და ჩამოვკდებ აქედან გამსროლელი მე აღარ ვარ

 

პ.ს ბოდიში გავაოფე თემა :)

Edited by micatone
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...