mamuka grigolia 0 Posted November 4, 2015 Report Share Posted November 4, 2015 გელა მე კიდევ ერთი ვარიანტი ვნახე, ,,მასტერ რუჟიოში,, ხატია,ხელკეტიანი კაცი მარცხენა ხელით რაღაც ჰერალდიკური ღერბის ფრაგმენტს ეყრდნობა,მგონი პრუსიის ღერბია,დღეს ვნახავ მაგ ნომერს და დავწერ!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 5, 2015 Report Share Posted November 5, 2015 ზაუერის მიერ 1880-1915 წლებში წარმოებულ თოფებზე არ არის გამოცდის ჩატარების თარიღის აღმნიშვნელი დამღა(შემდეგ წლებში კი ეს ნიშანი ყველაზეა). ამიტომ მათი გამოცდებისა და გამოშვების თაობაზე შეიძლება ვისაუბროთ რაღაც თარიღიდან(მოვლენიდან) რაღაც თარიღამდე(მოვლენამდე). ზაუერებისათვის ეს თარიღებია 1909 წლის 1 ივლისი და 1912 წლის 18 აპრილი. გავაანალიზოთ თითოეული: 1903 წელს კრუპის კონცერნი გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად Aktien-Gesellschaft, შემოკლებით - A.-G. აქედან 6 წლის შემდეგ, როცა ამ სააქციო საზოგადოებას სათავეში ჰუსტავ კრუპი ჩაუდგა, საწარმოს პროდუქციაზე გამოჩნდა წარწერა Fried. Krupp A.-G. Essen, ხოლო ლულებზე დააწერეს Special Gewehr-Lauf-Stahl,Fried. Krupp A.-G. Essen. . აქედან გამომდინარე ასოების A.-G. არსებობა ან არარსებობა მეტყველებს მისი გამოშვება-გამოცდის თარიღზე 1909 წლამდე ან შემდეგ. 1912 წლს 18 აპრილს ზულის სახელმწიფო საგამომცდელო სადგურმა შემოღო ნიტრო(უბოლო) დენთით გამოცდის სავალდებულო დამღა, რომელიც ესმებოდა მზა გლუვლულიან იარაღს ლულის ბალიშებზე Nitro. და ხრახნილებს კი N გვირგვინითურთ. აქედან გამომდინარე ამ დამღების არსებობა გაგვასაზღვრინებს მისი გამოცდა-გამოშვების თარიღს 1912-1915 წლების შუალედს. ციტირება Link to post Share on other sites
ikaika123456 1 Posted July 19, 2016 Report Share Posted July 19, 2016 SPECIAL-GEWEHR-LAUF-STAHL ასე ეწერება. ფოლადის მარკაა. თუ ვერსად კითხულობ ვერც სამ რგოლს და ვერც ოთხ რგოლს. მაშინ უფრო მეტს ვერაფერს ვიტყვით, რადგან ან კრუპის სამრგოლიანის ტყუპისცალია ან რუსული ა50 მარკის ტყუპი... უწვერო სამკუთხედში ჩასმული ორიანი გვეუბნება ხარისხის თაობაზე. თქვენი თოფის შემთხვევა მეორე ხარისხს აღნიშნავს და ნიშნავს ე.წ. ,,მუშა" ხარისხს. იგივე ფორმით მოცემული ერთიანი გვაუწყებს ,,კარგ" ხარისხზე, ხოლო თუ მაგ ფიგურაში s იქნებოდა ჩასმული მაშინ ,,სპეციალურ ხარისხთან" გვაქვს საქმე. აგერ სურათებით განსჯი: ესაა ,,კარგი" ხარისხი ესაა ,,მუშა" ხარისხი ესაა ,,სპეცხარისხი" მოგესალმებით გელა. მაინტერესებს ესეთი რამ თქვენს მიერ ამ პოსტში ჩამოთვლილი დამღების მნიშვნელობასთან და ხარისხთან დაკავშირებით ხომ არ გვაქ საქმე ესეთ შემთხვევასთან? ან რასნიშნავშ კონკრეტულ შემთხვევაში ეს დამრა ასო (S) . ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 19, 2016 Report Share Posted July 19, 2016 მოგესალმებით გელა. მაინტერესებს ესეთი რამ თქვენს მიერ ამ პოსტში ჩამოთვლილი დამღების მნიშვნელობასთან და ხარისხთან დაკავშირებით ხომ არ გვაქ საქმე ესეთ შემთხვევასთან? ან რასნიშნავშ კონკრეტულ შემთხვევაში ეს დამრა ასო (S) . არა, სპეცხარისხზე ეს დამღა არ მეტყველებს. მართალია ეს ნიშანი დემოკრატიული გერმანიის დროინდელია, თუმცა, S სამკუთხედში არაა შენს შემთხვევაში ჩასმული. თქვენს მიერ წითელი კონტურით მოხაზული დამღა S გვეუბნება: ლულა გამოცდილია ბოლიან დენთზე. (როგორც ხედავ იქვე ბალიშებზე არის ნიტროთი გამოცდის დამღები, თუმცა ბოლიანითაც როა გამოცდილი მაგას გვიკონკრეტებს ეს ნიშანი). ციტირება Link to post Share on other sites
ikaika123456 1 Posted July 19, 2016 Report Share Posted July 19, 2016 Gurulo გაიხარე მეგობარო ყურადღებისთვის. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 20, 2016 Report Share Posted July 20, 2016 ამდენი "აკადემიკოსი' რომ მყევხართ, და ვარ თქვენი მეგობარი, გამისკდა თავი. რას ნიშნავს ეს სამი G ჩემს ბრაუნინგზე, ვერაფრით ვერ გავარკვიე. პ.ს. გადავანგრიე ინეტი და პასუხს ვერ ვპოულობ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 20, 2016 Report Share Posted July 20, 2016 იქნებ აქ ნახო რამე. მერე მეც დავძებნი. https://www.google.ca/search?q=belgian+browning+proof+marks&biw=1600&bih=838&tbm=isch&tbo=u&source=univ&sa=X&ved=0ahUKEwj6kLqlv4LOAhWqyoMKHUcOA8kQsAQIGg#tbm=isch&q=belgian+browning+shotgun+proof+marks ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 21, 2016 Report Share Posted July 21, 2016 ამდენი "აკადემიკოსი' რომ მყევხართ, და ვარ თქვენი მეგობარი, გამისკდა თავი. რას ნიშნავს ეს სამი G ჩემს ბრაუნინგზე, ვერაფრით ვერ გავარკვიე. პ.ს. გადავანგრიე ინეტი და პასუხს ვერ ვპოულობ. გიო, ვერაფერი ვიპოვე საინტერესო... შენი თოფის "სანათესაოდან" რამდენიმე ეგზემპლიარზე, ლულის ბალიშზე განლაგებული დამღები დავათვალიერე, მაგრამ არანაირი ანალოგია. თუ ოსტატის დამღაა სამი რად უნდოდა??? პ.ს. ისე შენი lightning კია ძმაო გოჭივით!!! :yes: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 21, 2016 Report Share Posted July 21, 2016 (edited) BROWNING Gurulo ძმებო, სახელი და გვარი კი გავარკვიე, ვინც ეგ თოფი გამოსცადა, მარა სამი G რა საჭირო იყო, მაგას ვერა ვხვდები. G გამომცდელის ნიშანია, მას ერქვა Charller Josef. აღარაა ის კაცი ცოცხლების სიაში, კომპანიას დავუკავშირდი და ეგენი ბალზე ზიან და ტყემლის კურკებს ისვრიან, ან კიდევ პირიქით. ერთი ნორმალური მოპასუხე ვერ შემხვდა მაგათთან, რომ გამერკვია საბოლოოდ. Edited July 21, 2016 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 21, 2016 Report Share Posted July 21, 2016 მაგ სურათი გადაუგზავნე კომპანიას იმეილით. გიპასუხებენ რამეს. BROWNING Gurulo ძმებო, სახელი და გვარი კი გავარკვიე, ვინც ეგ თოფი გამოსცადა, მარა სამი G რა საჭირო იყო, მაგას ვერა ვხვდები. G გამომცდელის ნიშანია, მას ერქვა Charller Josef. აღარაა ის კაცი ცოცხლების სიაში, კომპანიას დავუკავშირდი და ეგენი ბალზე ზიან და ტყემლის კურკებს ისვრიან, ან კიდევ პირიქით. ერთი ნორმალური მოპასუხე ვერ შემხვდა მაგათთან, რომ გამერკვია საბოლოოდ. ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted September 26, 2016 Report Share Posted September 26, 2016 რა თოფია ან სადაურია იქნებ მიხვდეს ვინმე 20 კალიბრია ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 26, 2016 Report Share Posted September 26, 2016 ჩეხურია. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 26, 2016 Report Share Posted September 26, 2016 აგერ კიდევ. http://www.shotgunworld.com/bbs/viewtopic.php?f=5&t=428128 ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted September 27, 2016 Report Share Posted September 27, 2016 BROWNING დიდი არაფერი თოფია ხო? ციტირება Link to post Share on other sites
micatone 0 Posted October 27, 2016 Report Share Posted October 27, 2016 გუშინ გადმოვიღე თოფი და მოვხოდე ცოტა, ზნაკებზე იქნებ მითხრათ საიდან არის ვინ არის რა არის,charles webley london არის 20 კალიბრიანი მსუბუქი მარა დამასკოს ლულებზეა მითხრეს რო ვერ იხმარ შემოგასკდება ხელშიო :( ან უნდა იშოვო მოკლე გილზებითო მაქსიმუმ 25გრამიანებიო და რა ვქნა მირჩიეთ, დაჟე მეორე ნაწილიც დამასკო არისო თორე ლულას ახალს გავუკეთებდი ბოლო ბოლო.. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 28, 2016 Report Share Posted October 28, 2016 თოფი მაგარია, ოღონდ სანადიროდ თუ გნებავთ ერთი საუკუნით უკან უნდა დაიხიოთ... ჩვენს დროშიც შეიძლება მაგ ინსტრუმენტიდან გასროლა, მაგრამ ამისათვის ბოლიანი(ე.წ. შავი) დენთი უნდა გამოიყენოთ. თოფი 20 ყალიბისაა, ამიტომ თანამედროვე ნიტრო დენთით დატენილმა ვაზნამ 25 გრამიანმაც კი(საფანტის წონას ვგულუსხმობ) შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი დააყენოს... პ.ს. თავად აგრეგატი მაგარი ბრენდია. ციტირება Link to post Share on other sites
ლაშა 0 Posted October 28, 2016 Report Share Posted October 28, 2016 ეს ჩემი ფიშტოს დამღებია რღაც დამღებს მივხვდი აქ მოყვანილი მაგალითებიდან მაგრამ მთლად ვერ გავერკვიე . ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 29, 2016 Report Share Posted October 29, 2016 დამღებით დამატებით რისი გარკვევა გსურს? ციტირება Link to post Share on other sites
ლაშა 0 Posted October 29, 2016 Report Share Posted October 29, 2016 (edited) დამღებით დამატებით რისი გარკვევა გსურს? მაინტერესებს საბჭოთა გერმანიის პერიოდშია დამზადებული თუ არა და ზოგადად რა დონის იარაღია. სამკუთხედში ჩასმული S მივხვდი რო სპეც ხარისხია . Edited October 29, 2016 by ლაშა კუცია ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 29, 2016 Report Share Posted October 29, 2016 მაინტერესებს საბჭოთა გერმანიის პერიოდშია დამზადებული თუ არა და ზოგადად რა დონის იარაღია. სამკუთხედში ჩასმული S მივხვდი რო სპეც ხარისხია . 1956 წლის იანვარშია გამოცდილი. სერიული, სტანდარტული გერმანელია(სოციალისტური გერმანია იგულისხმება). ციტირება Link to post Share on other sites
ლაშა 0 Posted October 29, 2016 Report Share Posted October 29, 2016 1956 წლის იანვარშია გამოცდილი. სერიული, სტანდარტული გერმანელია(სოციალისტური გერმანია იგულისხმება). ესეიგი ჩვეულებრივი სერიული გამოშვებაა მევიფიქერ S სამკუთხედში ( SPEZIAL-GEWEHRLAUFSTAHL) თან ეს წარწერა რაღაც განსხვავებული მეგონა სტანდარტულისგან. მადლობა გელა ყურადღებისათვის გაიხარე. ციტირება Link to post Share on other sites
micatone 0 Posted October 30, 2016 Report Share Posted October 30, 2016 (edited) Gurulo გუშინ 26 გრამიანები ვაკაკანე რამაგრა ისროდა ჩამოსაყრელი ჩამოვყარე მარა ეჰ მოგლიჯა ბოლოს ჩაპაიკებული რაც არის სურათზე რო ჩანს ეგ.. ჩამოვკიდებ კედელზე და ბარემ აქაც ვიკითხავ რომელი ჯობია ვიყიდო ბაიკალი 155 თუ სტოგერი 3500 ? ამ ორიდან ვაპირებ ერთ ერთს.. ვიცი რო დაბალი ხარისხია მარა მეც ახალბედა ვარ = ) Edited October 30, 2016 by micatone ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 30, 2016 Report Share Posted October 30, 2016 (edited) Gurulo გუშინ 26 გრამიანები ვაკაკანე რამაგრა ისროდა ჩამოსაყრელი ჩამოვყარე მარა ეჰ მოგლიჯა ბოლოს ჩაპაიკებული რაც არის სურათზე რო ჩანს ეგ.. ჩამოვკიდებ კედელზე და ბარემ აქაც ვიკითხავ რომელი ჯობია ვიყიდო ბაიკალი 155 თუ სტოგერი 3500 ? ამ ორიდან ვაპირებ ერთ ერთს.. ვიცი რო დაბალი ხარისხია მარა მეც ახალბედა ვარ = ) ცუდად არ გამიგო მეგობარო, მაგრამ ხომ გაფრთხილებდი, მაგ წონის ვაზნების თაობაზე?! არც ჭკუას გასწავლი და არც პრეტენზია მაქვს სხვაზე მეტი ვიცი თქო, მაგრამ დამასკოს ლულებში ნიტრო დენთის სროლა(თუ სხვა გამოსავალი არაა) მხოლოდ განახევრებული დოზებით შეიძლება. შენი თოფის საერთო წონა დაადგინე, მერე შედი ჩვენი ფორუმის "ვაზნების დამზადების" თემაში და 20 ყალიბისათვის მოცემული დოზები იპოვე,მერე ეს დოზები გაანახევრე და ისე დატენე ვაზნები... სახარბიელო შედეგს ვერ მიიღებ მაგ ვაზნებით, მაგრამ როგორც მინიმუმ მწყერზე სანადიროდ ივარგებს, არ დაშავდები და თოფსაც არ დააზიანებ. რაც შეეხება არჩევანს: მე შტოგერს ავირჩევდი 76მმ-იანი სავაზნით რომ იწარმოებოდეს. რამდენადაც ვიცი ეგ მოდელი 89მმ-იანი სავაზნით გამოდის მხოლოდ, ამიტომ საქართველოს პირობებში(სადაც ჯერ-ჯერობით ტყვიის საფანტია ხოდში) მაგხელა სავაზნე არ გამოგადგება... დაბეჯითებით რომ გირჩიო, ვერ ავიღებ ამხელა პასუხისმგებლობას ჩემს თავზე, რამეთუ ხვალ-ზეგ რა კანონს მიიღებენ მხოლოდ უფალმა უწყის... გისურვებ წარმატებებს Edited October 30, 2016 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted October 30, 2016 Report Share Posted October 30, 2016 გელა მართალია,20 კალიბრის დოზაა 25 გრამი,ფოლადის ლულებისთვის და დამასკოს ლულებისთვის მოუმატე კაცოო!!მაგ თოფით მხოლოდ 24 ან 28 კალიბრის დოზების სროლა შეიძლებოდა და ისიც ვერ მოგცემდა სასურველ შედეგს,არ მიწყინო,გულწრფელად შემეცოდა ეგ თოფიი!! :( ციტირება Link to post Share on other sites
micatone 0 Posted October 30, 2016 Report Share Posted October 30, 2016 (edited) Gurulo mamuka grigolia გვიანი იყო უკვე წასული ვიყავი :( საკმაოდ მსუბუქია 2კგ მდე სადღაც არცკი, ვინც დაიჭირა იმენა სრაზუ მომაჯდაო ესე იშვიათადო,დამსკის ვეძახითო ესეთებსო, მთავარია გადავრჩი და არ ამიფეთქდა სახესთან, ხელში შემჩა პროსტა ლულა არა და ბოლო სროლაც წარმატებული აღმოჩნდა ჰო 76მმ-იანი სავაზნით ვამბობ მაგ სტოგერს (Stoeger - M-3000 Wood) ან(არმსან ფენომა) ან ბაიკალი 155 მოკლედ ყიზილბაშური თუ რუსული? ბარემ გავალ ვიყიდი თორე გადამყვა დარდი ამ თოფზე ვერ ვიჯერე გული :D ამას მივაპაიკებ და ჩამოვკდებ აქედან გამსროლელი მე აღარ ვარ პ.ს ბოდიში გავაოფე თემა Edited October 30, 2016 by micatone ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.